„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1254
სარეგისტრაციო კოდი
170040000.22.027.017735
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1254

2026 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი: 170040000.22.027.014413) დამტკიცებული ინსტრუქციის 21 მუხლის 21–23 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ნოტარიუსთა პალატის გამგეობა შედგება 7 წევრისგან, მათ შორის, გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილისაგან. გამგეობის წევრებისგან, თითო წევრი წარმოდგენილი უნდა იყოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მოქმედი ნოტარიუსებისგან, აგრეთვე, თითო წევრი –დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებსა (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) და 3 წევრი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედი ნოტარიუსებისგან.

2​2. თუ ამ მუხლის 2​1 პუნქტში მითითებული ტერიტორიული ერთეულიდან/ერთეულებიდან არ დასახელდება ან არ აირჩევა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრობის კანდიდატი/კანდიდატები, გამგეობის შესაბამისი წევრის/წევრების არჩევა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა მომდევნო საერთო კრებისთვის გადაიდება.

2​​3. ამ მუხლის 2​​​1 პუნქტში მითითებულ ტერიტორიულ ერთეულში/ერთეულებში მოქმედი ნოტარიუსის მიერ სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრობა, თუ ამით ირღვევა ამ მუხლის 2​​1 პუნქტით გათვალისწინებული ტერიტორიული წარმომადგენლობის პრინციპი. პირს ასევე შეუწყდება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრობა ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის ან ნოტარიუსის უფლებამოსილების „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში. გამგეობის ახალი წევრი აირჩევა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის 2​​1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ამ ბრძანების ამოქმედების მომენტში მოქმედი გამგეობის წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, მათი უფლებამოსილება, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების შესაბამისად, ავტომატურად გაგრძელდეს ახალი შემადგენლობის არჩევამდე.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.09.2026.
როდის იქნა მიღებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 28.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1254. სარეგისტრაციო კოდი — 170040000.22.027.017735.
სად არის „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №1254, 28.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.017735 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7011416/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება