„ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№465
სარეგისტრაციო კოდი
010130000.10.003.026015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №465

2026 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 აგვისტოს №416 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/08/2015, 010130000.10.003.018802) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესი.“. 

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესი“;

ბ) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), მისი ტერიტორიული სამსახურები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში – საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი) ვალდებულნი არიან, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის (შემდგომში − წესი) შესაბამისად, ფიზიკურ პირთა შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდონ:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ორგანოების გამომძიებლებს;

ბ)  „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოპერატიულ ორგანოებს;

გ) საქართველოს სამინისტროებს, მათ ტერიტორიულ ორგანოებს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და მათ ტერიტორიულ ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ ნებისმიერ პირს.

მუხლი 2

1. ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებული ორგანოების უფლებამოსილი პირი დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ინფორმაციის მიწოდების შესახებ წარუდგენს სააგენტოს, მის ტერიტორიულ სამსახურსა და საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს.

2. სააგენტო და მისი ტერიტორიული სამსახურები, აგრეთვე საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი ამ წესის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტებზე ინფორმაციას გასცემენ დაუყოვნებლივ, ხოლო თუ მოთხოვნილი ინფორმაცია დამუშავებას ან/და გადამოწმებას საჭიროებს – 24 საათის განმავლობაში.

3. თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ არსებული ქვედანაყოფებიდან გამოთხოვას საჭიროებს, საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი ამ წესის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას გასცემს 5 დღის ვადაში, ხოლო თუ მოთხოვნილი ინფორმაცია დამუშავებას ან/და გადამოწმებას საჭიროებს – 15 დღის ვადაში.

4. სააგენტო და მისი ტერიტორიული სამსახურები, აგრეთვე საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი ამ წესის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებზე ინფორმაციას გასცემენ 5 დღის ვადაში, ხოლო თუ მოთხოვნილი ინფორმაცია დამუშავებას ან/და გადამოწმებას საჭიროებს – 10 დღის ვადაში.

5. თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ არსებული ქვედანაყოფებიდან გამოთხოვას საჭიროებს, საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი ამ წესის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას გასცემს 10 დღის ვადაში, ხოლო თუ მოთხოვნილი ინფორმაცია დამუშავებას ან/და გადამოწმებას საჭიროებს – 20 დღის ვადაში.“;

გ) მე-3 მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებული ორგანოების მიერ სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურში, აგრეთვე საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტში ინფორმაციის მიწოდების შესახებ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

ა) მოთხოვნილი მონაცემების ჩამონათვალს;

ბ) ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველსა და მიზეზს;

გ) პირის, რომლის შესახებაც მოთხოვნილია ინფორმაცია, სახელს, გვარს ან/და სხვა ცნობილ მონაცემებს, რაც საჭიროა პირის იდენტიფიკაციისათვის;

დ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სააგენტოსა და საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს შორის ინფორმაციის გაცვლა შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით. 

3. სააგენტო და მისი ტერიტორიული სამსახური, აგრეთვე საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაციას ამ წესის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ ორგანოებზე გასცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა მათი ფუნქციების განსახორციელებლად.“;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1. ინფორმაციის გაცემის შესახებ სააგენტოსა და მისი ტერიტორიული სამსახურის, აგრეთვე საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს გაცემული მონაცემების ჩამონათვალს, ინფორმაციის გაცემის საფუძველსა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

2. სააგენტო და მისი ტერიტორიული სამსახური, აგრეთვე საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ ან მოთხოვნა არ შეიცავს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მოთხოვნილი მონაცემების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს, გასაჩივრების წესსა და უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერას.“;

ე) მე-5 მუხლის:

ე.ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო, აგრეთვე საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი მათ მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით მიაწვდიან ან მონაცემთა ბაზაზე რეალურ დროში დაშვებას გაუკეთებენ ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირებს/ ორგანოებს, თუ ეს აუცილებელია მათი ფუნქციების განსახორციელებლად.

2. სააგენტო, აგრეთვე საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი ვალდებულნი არიან, მათ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ ორგანოებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ელექტრონული ფორმით მიაწოდონ 5 დღის ვადაში.

3. სააგენტო, აგრეთვე საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირებს/ ორგანოებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემთა ბაზაზე რეალურ დროში დაშვებას, ტექნიკური საშუალებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, გონივრულ ვადაში უზრუნველყოფენ.“;

ე.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტო, აგრეთვე საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი ვალდებულნი არიან, მათ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესის შესაბამისად, ელექტრონული ფორმით მიაწოდონ.“;

ვ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

1. „სააგენტო, აგრეთვე საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი ვალდებულნი არიან, მათი ფუნქციებიდან გამომდინარე, უზრუნველყონ საკუთარ მონაცემთა ბაზაზე ერთმანეთის რეალურ დროში დაშვება.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილნი არიან, უზრუნველყონ მათ მონაცემთა ბაზაზე სააგენტოს, აგრეთვე საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის რეალურ დროში დაშვება. მონაცემთა ბაზაზე რეალურ დროში დაშვებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხები და დაშვების ხარისხი განისაზღვრება მხარეებს შორის შეთანხმებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემთა ბაზასთან კავშირის განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენას საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სააგენტო/საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.09.2026.
როდის იქნა მიღებული „ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №465. სარეგისტრაციო კოდი — 010130000.10.003.026015.
სად არის „ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №465, 28.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010130000.10.003.026015 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7011749/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება