„ტექნიკური რეგლამენტის − შავი ლითონების დამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№471
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.026023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №471

2026 წლის 28 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − შავი ლითონების დამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-9 მუხლის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნტისა  და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − შავი ლითონების დამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები“.
მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი არსებული საქმიანობებისთვის/საწარმოებისთვის ამოქმედდეს აღნიშნული საქმიანობებისთვის/საწარმოებისთვის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის დღიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
471.docx ⬇

ტექნიკური რეგლამენტი – შავი ლითონების დამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები

რეგულირების სფერო

ამ ტექნიკური რეგლამენტით დამტკიცებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები ვრცელდება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართით განსაზღვრულ შემდეგ საქმიანობებზე:

- შავი ლითონების დამუშავება (საქმიანობა 2.3);

- ცხელი გლინვის დგანების ექსპლუატაცია, საათში 20 ტონაზე მეტი არარაფინირებული ფოლადის წარმადობით (საქმიანობა 2.3.1); ეს მოიცავს ცხელ დაფარვას ამოვლებით და სერიულ (პერიოდულ) გალვანიზაციას.

- დამცავი გამდნარი ლითონური დანაფარის დატანა, სადაც არარაფინირებული ფოლადის მოხმარება საათში 2 ტონას აღემატება (საქმიანობა 2.3.3);

- შავი ლითონების ზედაპირული დამუშავება ელექტროლიტური ან ქიმიური პროცესების საშუალებით, სადაც დასამუშავებლად გამოყენებული აბაზანების მოცულობა 30 მ³-ზე მეტია (საქმიანობა 2.6), როდესაც ეს ხორციელდება ცივი გლინვის, მავთულის ადიდვის ან სერიული/პერიოდული გალვანიზაციის პროცესებში.

- ჩამდინარე წყლების გაწმენდა დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების (გარდა ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებისა) საშუალებით, იმ პირობით, რომ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ძირითადი დატვირთვა წარმოიშობა წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნებით გათვალისწინებული საქმიანობებიდან (საქმიანობა 6.13).

წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნები ასევე ვრცელდება:

- ცივი გლინვისა და მავთულის ადიდვის პროცესებზე, თუ ისინი უშუალოდ დაკავშირებულია ცხელ გლინვასთან და/ან ცხელ დაფარვასთან ამოვლებით;

- მჟავების აღდგენაზე, თუ იგი უშუალოდ დაკავშირებულია წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნებით გათვალისწინებულ საქმიანობებთან;

- სხვადასხვა წარმოშობის ჩამდინარე წყლების კომბინირებულ გაწმენდაზე, იმ პირობით, რომ ძირითადი დამაბინძურებელი დატვირთვა წარმოიშობა წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნებით გათვალისწინებული საქმიანობებიდან და ჩამდინარე წყლების გაწმენდა არ რეგულირდება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ურბანული ჩამდინარე წყლების მართვის მოთხოვნებით;

- წვის პროცესებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნებით გათვალისწინებულ საქმიანობებთან, იმ პირობით, რომ:

1. წვის აირადი პროდუქტები უშუალო კონტაქტშია დასამუშავებელ მასალასთან (მაგალითად, ნედლეულის პირდაპირი გახურების ან ნედლეულის პირდაპირი გაშრობის შემთხვევაში); ან

2. რადიაციული ან/და კონდუქციური თბოგადაცემა ხორციელდება მყარი კედლის გავლით:

- შუალედური სითბოს გადამტანი სითხის გამოყენების გარეშე (მათ შორის, გალვანიზაციის აბაზანის გახურებისას); ან

- როდესაც სერიული/პერიოდული მოწვის (batch annealing) პროცესში სითბოს შუალედურ გადამტან საშუალებად გამოიყენება აირი (მაგალითად, H₂).

წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნები არ მოიცავს შემდეგ საქმიანობებს ან პროცესებს:

- ლითონების დაფარვას თერმული დაფრქვევის/შესხურების მეთოდით;

- ელექტროლიტურ (გალვანურ) და არაელექტროლიტურ (ქიმიურ) დაფარვას; აღნიშნული საქმიანობები შესაძლოა რეგულირდებოდეს ლითონებისა და პლასტმასების ზედაპირის დამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებით (STM).

სხვა საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები და სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება რელევანტური იყოს წინამდებარე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებით მოცული საქმიანობებისთვის, არის შემდეგი:

- თუჯისა და ფოლადის წარმოება (IS);

- წვის დიდი დანადგარები (LCP);

- ლითონებისა და პლასტმასების ზედაპირის დამუშავება (STM);

- ორგანული გამხსნელების გამოყენებით ზედაპირების დამუშავება (STS);

- ნარჩენების დამუშავება (WT);

- „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართით განსაზღვრული (IED) დანადგარებიდან ჰაერსა და წყალში ემისიების მონიტორინგი (ROM);

- ეკონომიკა და მედიათაშორისი ზემოქმედება (ECM);

- ემისიები საცავებიდან (EFS);

- ენერგოეფექტურობა (ENE);

- სამრეწველო გაგრილების სისტემები (ICS).

წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნების შეუზღუდავად, მაგალითად, ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციის, შეფასების, ავტორიზაციისა და შეზღუდვის (REACH), აგრეთვე ნივთიერებებისა და ნარევების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის (CLP) შესახებ მოთხოვნების შეუზღუდავად.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი ტერმინები და განმარტებები:

ზოგადი ტერმინები
ტერმინი განმარტება
სერიული (პერიოდული) გალვანიზაცია ფოლადის ნაკეთობების არაუწყვეტი თანმიმდევრული ამოვლება გამდნარი თუთიის შემცველ აბაზანაში, მათი ზედაპირის თუთიით დასაფარად. ეს ასევე მოიცავს ყველა უშუალოდ დაკავშირებულ წინასწარი და შემდგომი დამუშავების პროცესს (მაგ., გაუცხიმოვნება და პასივაცია).
ქვედა წიდა გამდნარი თუთიის რეაქციის პროდუქტი რკინასთან ან პიკელირების ან დაფლუსების პროცესიდან გადატანილ რკინის მარილებთან. აღნიშნული რეაქციის პროდუქტი თუთიის აბაზანის ფსკერზე ილექება.
ნახშირბადოვანი ფოლადი ფოლადი, რომელშიც თითოეული შენადნობი ელემენტის შემცველობა 5 მას.% -ზე ნაკლებია.
ორგანიზებული გაფრქვევები დამაბინძურებელი ნივთიერებების გარემოში გაფრქვევა ნებისმიერი ტიპის ჰაერსატარის, მილის, საკვამურის და სხვა მსგავსი საშუალებების მეშვეობით.
ცივი გლინვა ფოლადის გორგოლაჭებით დამუშავება გარემოს ტემპერატურაზე მისი მახასიათებლების (მაგ., ზომის, ფორმისა და/ან მეტალურგიული თვისებების) შესაცვლელად. ეს ასევე მოიცავს ყველა უშუალოდ დაკავშირებულ წინასწარი და შემდგომი დამუშავების პროცესს (მაგ., პიკელირება (მოწამვლა/ამოჭმა), მოწვა და შეზეთვა).
უწყვეტი გაზომვა გაზომვა, რომელიც ხორციელდება ობიექტზე მუდმივად დამონტაჟებული ავტომატური საზომი სისტემის გამოყენებით.
პირდაპირი ჩაშვება ჩაშვება მიმღებ წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლების შემდგომი გაწმენდის გარეშე.
არსებული საქმიანობა/საწარმო საწარმო, რომელზეც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2026 წლის 1 სექტემბრამდე ან ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურებს ან ვრცელდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და რომელსაც შესაბამის სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის სამსახურთან შეთანხმებული აქვს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში 2026 წლის 1 სექტემბრამდე.
ნედლეული ნებისმიერი ფოლადის ნედლეული (დაუმუშავებელი ან ნაწილობრივ დამუშავებული) ან ნაკეთობა, რომელიც მიეწოდება საწარმოო პროცესის ეტაპს.
ნედლეულის გახურება ნებისმიერი საწარმოო ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ნედლეულის გახურება. ეს არ მოიცავს ნედლეულის გაშრობას ან გალვანიზაციის აბაზანის გახურებას.
ფეროქრომი ქრომისა და რკინის შენადნობი, რომელიც, როგორც წესი, შეიცავს 50 მას.%-დან 70 მას.%-მდე ქრომს.
ნამწვი აირები წვის დანადგარიდან გამომავალი აირები.
მაღალლეგირებული ფოლადი ფოლადი, რომელშიც ერთი ან მეტი შენადნობი ელემენტის შემცველობა 5 მას.% ან მეტია.
ცხელი დაფარვა ამოვლებით ფოლადის ფურცლების ან მავთულის უწყვეტი ამოვლება გამდნარი ლითონ(ებ)ის (მაგ., თუთიის და/ან ალუმინის) შემცველ აბაზანაში მათი ზედაპირის ლითონით დასაფარად. ეს ასევე მოიცავს ყველა უშუალოდ დაკავშირებულ წინასწარი და შემდგომი დამუშავების პროცესს (მაგ., პიკელირება და ფოსფატირება).
ცხელი გლინვა გახურებული ფოლადის გლინებით (მგლინავი გორგოლაჭებით) დამუშავება, ჩვეულებრივ, 1050°C-დან 1300°C-მდე ტემპერატურაზე, მისი მახასიათებლების (მაგ., ზომის, ფორმისა და/ან მეტალურგიული თვისებების) შესაცვლელად. ეს მოიცავს რგოლების ცხელ გლინვას, უნაკერო მილების ცხელ გლინვას, აგრეთვე ყველა უშუალოდ დაკავშირებულ წინასწარი და შემდგომი დამუშავების პროცესს (მაგ., ცეცხლით ან ჟანგბადაცეტილენური გაწმენდა, საბოლოო დამუშავება, პიკელირება და შეზეთვა).
არაპირდაპირი ჩაშვება ჩაშვება, რომელიც არ წარმოადგენს პირდაპირ ჩაშვებას.
შუალედური გახურება ნედლეულის გახურება ცხელი გლინვის ეტაპებს შორის.
რკინისა და ფოლადის წარმოების ტექნოლოგიური აირები ბრძმედის აირი, ჟანგბადკონვერტერული ღუმლის აირი, კოქსის აირი ან მათი ნარევები, რომლებიც წარმოიქმნება რკინისა და ფოლადის წარმოების პროცესში.
ტყვიაშემცველი ფოლადი ფოლადის მარკები, რომლებშიც დამატებული ტყვიის შემცველობა, როგორც წესი, 0,15 მას.%-დან 0,35 მას.%-მდეა.
საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია საწარმოს კონსტრუქციის ან ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიური პროცესისა და/ან ემისიების შემცირების ტექნიკისა და შესაბამისი აღჭურვილობის მნიშვნელოვან მოდიფიკაციას ან ჩანაცვლებას.
მასური ნაკადი/ხარჯი განსაზღვრული დროის განმავლობაში გაფრქვეული კონკრეტული ნივთიერების ან პარამეტრის მასა.
მეორეული ხენჯი რკინის ოქსიდები, რომლებიც წარმოიქმნება ფოლადის ზედაპირზე ჟანგბადის ცხელ ლითონთან რეაქციის შედეგად. ეს ხდება ჩამოსხმისთანავე, ხელახალი გახურებისა და ცხელი გლინვის დროს.
შერეული მჟავა ფტორმჟავასა და აზოტმჟავას ნარევი.
ახალი საქმიანობა/საწარმო საწარმო, რომელიც არ წარმოადგენს არსებულ საქმიანობას/საწარმოს
პერიოდული გაზომვა გაზომვა განსაზღვრული დროითი ინტერვალებით მანუალურად ან ავტომატური მეთოდების გამოყენებით.
საწარმო დანადგარის ყველა ნაწილი, რომელიც ექცევა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფეროში, აგრეთვე მასთან უშუალოდ დაკავშირებული ყველა საქმიანობა, რომელიც გავლენას ახდენს რესურსების მოხმარებასა და/ან ემისიებზე. საწარმო შეიძლება იყოს ახალი ან არსებული.
გლინვის შემდგომი გახურება ნედლეულის გახურება ცხელი გლინვის შემდეგ.
პროცესში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები ნივთიერებები და/ან ნარევები, რომლებიც განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) №1907/2006 რეგლამენტის მე-3 მუხლით 1 და გამოიყენება ტექნოლოგიურ პროცეს(ებ)ში.
აღდგენა აღდგენა, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-3 მუხლით. გამოყენებული მჟავების აღდგენა მოიცავს მათ რეგენერაციას, გადამუშავებას (რეკლამაციას) და რეციკლირებას.
ხელახალი გალვანიზაცია/მოთუთიება გამოყენებული გალვანიზებული ნაკეთობების (მაგ., საავტომობილო გზის დამცავი ზღუდარების) დამუშავება, რომლებიც ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ ხელახლა იგზავნება გალვანიზაციისთვის. ასეთი ნაკეთობების დამუშავება საჭიროებს დამატებით ტექნოლოგიურ ეტაპებს ნაწილობრივ კოროზირებული ზედაპირების არსებობის ან თუთიის ნარჩენი საფარის სრულად მოცილების აუცილებლობის გამო.
ხელახალი გახურება ნედლეულის გახურება ცხელი გლინვის დაწყებამდე.
ნაშთი ნივთიერება ან საგანი, რომელიც წარმოიქმნება წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნების მოქმედების სფეროში მოქცეული საქმიანობის შედეგად, ნარჩენის ან თანაური პროდუქტის სახით.
მგრძნობიარე რეცეპტორი

ტერიტორიები, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას, როგორიცაა:

– საცხოვრებელი ტერიტორიები;

– ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს ადამიანის საქმიანობა (მაგ., მომიჯნავე სამუშაო ადგილები, სკოლები, საბავშვო ბაღები, რეკრეაციული ზონები, საავადმყოფოები ან მოხუცთა მოვლის დაწესებულებები).

უჟანგავი ფოლადი მაღალლეგირებული ფოლადი, რომელიც, როგორც წესი, შეიცავს 10–23 მას.% ქრომს. იგი ასევე მოიცავს აუსტენიტურ ფოლადს, რომელიც, როგორც წესი, შეიცავს 8–10 მას.% ნიკელს.
ზედა მონახსენი ამოვლებით ცხელი დაფარვის პროცესში, გამდნარი თუთიის აბაზანის ზედაპირზე რკინისა და ალუმინის რეაქციის შედეგად წარმოქმნილი ოქსიდები.
ვალიდური საათობრივი (ან ნახევარსაათობრივი) საშუალო მნიშვნელობა საათობრივი (ან ნახევარსაათობრივი) საშუალო მნიშვნელობა მიიჩნევა ვალიდურად, თუ ავტომატური საზომი სისტემის ტექნიკური მომსახურება ან გაუმართაობა არ ფიქსირდება.
აქროლადი ნივთიერება ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ადვილად გადავიდეს მყარი ან თხევადი მდგომარეობიდან ორთქლის მდგომარეობაში, ახასიათებს მაღალი ორთქლის წნევა და დაბალი დუღილის ტემპერატურა (მაგ., HCl). ეს ასევე მოიცავს აქროლად ორგანულ ნაერთებს (აონ)2.
მავთულის ადიდვა ფოლადის ღეროების ან მავთულის ადიდებში გატარება მათი დიამეტრის შესამცირებლად. ეს ასევე მოიცავს ყველა უშუალოდ დაკავშირებულ წინასწარი და შემდგომი დამუშავების პროცესს (მაგ., მავთულის ხვეულის პიკელირება (მოწამვლა/ამოჭმა) და ადიდვის შემდეგ ნედლეულის გახურება).
თუთიის ნაცარი ნარევი, რომელიც შედგება ლითონური თუთიის, თუთიის ოქსიდისა და თუთიის ქლორიდისგან და წარმოიქმნება გამდნარი თუთიის აბაზანის ზედაპირზე.
დამაბინძურებელი ნივთიერებები და პარამეტრები
გამოყენებული ტერმინი განმარტება
B ბორისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილი ან ნაწილაკებთან დაკავშირებული, გამოსახული B-ის სახით.
Cd კადმიუმისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილი ან ნაწილაკებთან დაკავშირებული, გამოსახული Cd-ის სახით.
CO ნახშირბადის მონოქსიდი.
ჟქმ (COD) ჟანგბადის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ორგანული ნივთიერებების სრული ქიმიური დაჟანგვისთვის ნახშირორჟანგად დიქრომატის გამოყენებით. COD წარმოადგენს ორგანული ნაერთების მასური კონცენტრაციის ინდიკატორს.
Cr ქრომისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილი ან ნაწილაკებთან დაკავშირებული, გამოსახული Cr-ის სახით.
Cr(VI) ექვსვალენტიანი ქრომი, გამოსახული Cr(VI)-ის სახით, მოიცავს ქრომის ყველა ნაერთს, რომლებშიც ქრომი +6 დაჟანგვის ხარისხშია.
მტვერი მყარი ნაწილაკების ჯამური რაოდენობა (ჰაერში).
Fe რკინისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილი ან ნაწილაკებთან დაკავშირებული, გამოსახული Fe-ის სახით.
F⁻ გახსნილი ფტორიდი, გამოსახული F⁻-ის სახით.
HCl ქლორწყალბადი.
HF ფტორწყალბადი.
Hg ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილი ან ნაწილაკებთან დაკავშირებული, გამოსახული Hg-ის სახით.
HOI ნახშირწყალბადოვანი ნავთობის ინდექსი. ნახშირწყალბადურ გამხსნელში ექსტრაქტირებადი ნაერთების ჯამი (მათ შორის, გრძელჯაჭვიანი ან განშტოებული ალიფატური, ალიციკლური, არომატული ან ალკილჩანაცვლებული არომატული ნახშირწყალბადები).
H₂SO₄ გოგირდმჟავა.
NH₃ ამიაკი.
Ni ნიკელისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილი ან ნაწილაკებთან დაკავშირებული, გამოსახული Ni-ის სახით.
NOₓ აზოტის მონოქსიდისა (NO) და აზოტის დიოქსიდის (NO₂) ჯამი, გამოსახული NO₂-ის სახით.
Pb ტყვიისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილი ან ნაწილაკებთან დაკავშირებული, გამოსახული Pb-ის სახით.
Sn კალისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილი ან ნაწილაკებთან დაკავშირებული, გამოსახული Sn-ის სახით.
SO₂ გოგირდის დიოქსიდი.
SOₓ გოგირდის დიოქსიდის (SO₂), გოგირდის ტრიოქსიდის (SO₃) და გოგირდმჟავის აეროზოლების ჯამი, გამოსახული SO₂-ის სახით.
საერთო ორგანული ნახშირბადი (TOC) საერთო ორგანული ნახშირბადი, გამოსახული ნახშირბადის (C) სახით (წყალში), მოიცავს ყველა ორგანულ ნაერთს.
საერთო ფოსფორი (TP) საერთო ფოსფორი, გამოსახული P-ის სახით, მოიცავს ყველა არაორგანულ და ორგანულ ფოსფორის ნაერთს, გახსნილს ან ნაწილაკებთან დაკავშირებულს.
საერთო (ჯამური) შეწონილი ნაწილაკები (TSS) ყველა შეწონილი მყარი ნივთიერების მასური კონცენტრაცია (წყალში), რომელიც განისაზღვრება მინაბოჭკოვანი ფილტრებით ფილტრაციისა და გრავიმეტრიის მეთოდით.
ჯამური აქროლადი ორგანული ნახშირბადი (TVOC) ჯამური აქროლადი ორგანული ნახშირბადი, გამოსახული ნახშირბადის (C) სახით (ჰაერში).
Zn თუთიისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილი ან ნაწილაკებთან დაკავშირებული, გამოსახული Zn-ის სახით.

შემოკლებები

წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნების მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი შემოკლებები:

შემოკლება განმარტება
BG სერიული (პერიოდული) გალვანიზაცია
CMS ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემა
CR ცივი გლინვა
EMS გარემოსდაცვითი მართვის სისტემა
FMP შავი ლითონების დამუშავება
HDC ცხელი დაფარვა ამოვლებით
HR ცხელი გლინვა
OTNOC ნორმალური ექსპლუატაციის პირობებისგან განსხვავებული პირობები
SCR სელექტიური კატალიზური აღდგენა
SNCR სელექტიური არაკატალიზური აღდგენა
WD მავთულის ადიდვა

ზოგადი დებულებები

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა

წინამდებარე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნებში ჩამოთვლილი და აღწერილი ტექნიკა არ არის ამომწურავი. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა ტექნიკაც, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვის არანაკლებ ეკვივალენტურ დონეს.

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები ზოგადად გამოყენებადია.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) და ატმოსფერულ ჰაერში ემისიების საორიენტაციო დონეები

წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნებში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები) და ატმოსფერულ ჰაერში ემისიების საორიენტაციო დონეები მიეკუთვნება კონცენტრაციებს (გაფრქვეული ნივთიერებების მასა გაფრქვეული აირჰაერმტვერნარევის მოცულობის ერთეულზე) შემდეგი სტანდარტული პირობებისთვის: მშრალი აირი 273,15 K ტემპერატურაზე და 101,3 კპა წნევაზე, გამოსახული მგ/ნმ³-ში.

ჟანგბადის სტანდარტული დონეები, რომლებიც გამოიყენება წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნებში BAT-AEL-ებისა და ემისიების საორიენტაციო დონეების გამოსახვისთვის, მოცემულია ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში.

ემისიების წყარო ჟანგბადის სტანდარტული დონე (OR)
წვის პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია:
– ნედლეულის გახურებასა და გაშრობასთან;
– გალვანიზაციის ქვაბის გახურებასთან.
3 მოც. % (მშრალ მდგომარეობაში)
ყველა სხვა წყარო ჟანგბადის შემცველობაზე კორექტირება არ ხორციელდება

იმ შემთხვევებში, როდესაც მითითებულია ჟანგბადის სტანდარტული დონე, ემისიის კონცენტრაციის გაანგარიშება ჟანგბადის სტანდარტულ დონეზე ხორციელდება შემდეგი განტოლებით:

$E_{R} = \frac{21 - O_{R}}{21 - O_{M}} \times E_{M}$ ;

სადაც:

ER (მგ/ნმ³): ემისიის კონცენტრაცია ჟანგბადის სტანდარტულ დონეზე OR
OR (მოც. %): ჟანგბადის სტანდარტული დონე
EM (მგ/ნმ³): ემისიის კონცენტრაცია გაზომილ ჟანგბადის დონეზე OM
OM (მოც. %): გაზომილი ჟანგბადის დონე

აღნიშნული განტოლება არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ წვის პროცესი (პროცესები) იყენებს ჟანგბადით გამდიდრებულ ჰაერს ან სუფთა ჟანგბადს, ან როდესაც უსაფრთხოების მიზნით დამატებითი ჰაერის მიწოდების შედეგად გაფრქვეულ აირჰაერმტვერნარევში ჟანგბადის შემცველობა ძალიან უახლოვდება 21 მოც. %-ს. ასეთ შემთხვევაში ემისიის კონცენტრაცია 3 მოც. % (მშრალ მდგომარეობაში) ჟანგბადის სტანდარტულ დონეზე გამოითვლება განსხვავებული მეთოდით, მაგალითად, წვის შედეგად წარმოქმნილი ნახშირბადის დიოქსიდის საფუძველზე ნორმალიზების გზით.

ატმოსფერულ ჰაერში ემისიებისთვის დადგენილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეების (BAT-AEL) გასაშუალოების პერიოდებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

გაზომვის ტიპი გასაშუალოების პერიოდი განმარტება
უწყვეტი საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა საშუალო მნიშვნელობა ერთი დღე-ღამის განმავლობაში, რომელიც ეფუძნება ვალიდურ საათობრივ ან ნახევარსაათობრივ საშუალო მნიშვნელობებს.
პერიოდული საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის არანაკლებ 30-წუთიანი სამი თანმიმდევრული გაზომვის საშუალო მნიშვნელობა 3.

თუ ორი ან მეტი წყაროდან (მაგ., ღუმლებიდან) გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევი გაიფრქვევა საერთო მილის მეშვეობით, BAT-AEL ვრცელდება მილიდან ჯამურ ემისიაზე.

BAT 7-თან და BAT 20-თან მიმართებით მასური ნაკადების (ხარჯის) გაანგარიშების მიზნით, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ტიპის წყაროდან (მაგ., ღუმლებიდან) გაფრქვეული აირჰაერმტვერნარევი გამოიყოფა ორი ან მეტი მილის მეშვეობით, და კომპეტენტური ორგანოს შეფასებით, შესაძლებელია მათი საერთო მილის საშუალებით გაფრქვევა, ასეთი მილები განხილულ უნდა იქნეს ერთ მილად.

წყალში ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL)

წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნებში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) წყალში ემისიებისთვის მიეკუთვნება კონცენტრაციებს (ჩაშვებული ნივთიერებების მასა წყლის მოცულობის ერთეულზე), გამოსახულს მგ/ლ ან მკგ/ლ-ში.

BAT-AEL-ებთან დაკავშირებული გასაშუალოების პერიოდები ეხება შემდეგ ორ შემთხვევას:

უწყვეტი ჩაშვების შემთხვევაში – საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობები, ანუ 24-საათიანი ნაკადის პროპორციული შედგენილი (კომპოზიტური) სინჯები. დროის პროპორციული შედგენილი სინჯების გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებულია ნაკადის საკმარისი სტაბილურობა. წერტილოვანი სინჯების გამოყენება შესაძლებელია, თუ დადასტურებულია, რომ ემისიის დონეები საკმარისად სტაბილურია.

პერიოდული ჩაშვების შემთხვევაში – საშუალო მნიშვნელობები ჩაშვების მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში განსაზღვრული ნაკადის პროპორციული შედგენილი სინჯების საფუძველზე, ან იმ შემთხვევაში, თუ ჩამდინარე წყლები სათანადოდ არის შერეული და ერთგვაროვანი, ჩაშვებამდე აღებული ერთჯერადი (წერტილოვანი) სინჯის საფუძველზე.

BAT-AEL გამოიყენება იმ წერტილში, სადაც ემისია ტოვებს დანადგარს/საწარმოს.

გარემოსდაცვითი ეფექტიანობის სხვა დონეები, რომლებიც დაკავშირებულია საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან (BAT-AEPL)

BAT-AEPL ენერგიის ხვედრითი მოხმარებისთვის (ენერგოეფექტურობა)

ენერგიის ხვედრით მოხმარებასთან დაკავშირებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონეები (BAT-AEPL) ეხება საშუალო წლიურ მნიშვნელობებს და გამოითვლება შემდეგი განტოლებით:

$$ხვედრითი\ ენერგომოხმარება = \frac{ენერგომოხმარება}{ნედლეული}$$

სადაც:

ენერგიის მოხმარება – შესაბამის ტექნოლოგიურ პროცეს(ებ)ში მოხმარებული სითბოს (პირველადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული) და ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა, გამოსახული მგჯ/წელში ან კვტ·სთ/წელში.

ნედლეული – შესაბამის ტექნოლოგიურ პროცეს(ებ)ში გადამუშავებული ნედლეულის ჯამური რაოდენობა, გამოსახული ტ/წელში.

ნედლეულის გახურების შემთხვევაში ენერგიის მოხმარება შეესაბამება შესაბამის ტექნოლოგიურ პროცეს(ებ)ში ყველა ღუმლის მიერ მოხმარებული სითბოს (პირველადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული) და ელექტროენერგიის ჯამურ რაოდენობას.

BAT-AEPL წყლის ხვედრითი მოხმარებისთვის

წყლის ხვედრით მოხმარებასთან დაკავშირებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონეები (BAT-AEPLs) ეხება საშუალო წლიურ მნიშვნელობებს და გამოითვლება შემდეგი განტოლებით:

წყლის ხვედრით მოხმარებასთან დაკავშირებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონეები (BAT-AEPL) ეხება საშუალო წლიურ მნიშვნელობებს და გამოითვლება შემდეგი განტოლებით:

$$წყლის\ ხვედრითი\ მოხმარება = \frac{წყლის\ მოხმარება}{წარმადობა}$$

სადაც:

წყლის მოხმარება – საწარმოს მიერ მოხმარებული წყლის ჯამური რაოდენობა, გარდა:

– რეცირკულირებული და ხელახლა გამოყენებული წყლის;

– ერთჯერადი გაგრილების სისტემებში გამოყენებული გამაგრილებელი წყლის;

– საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებული წყლის,

გამოსახული მ³/წელში.

წარმადობა – საწარმოს/დანადგარის მიერ წარმოებული პროდუქციის ჯამური რაოდენობა, გამოსახული ტ/წელში.

BAT-AEPL მასალების ხვედრითი მოხმარებისთვის

მასალების ხვედრით მოხმარებასთან დაკავშირებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონეები (BAT-AEPL) ეხება 3-წლიან საშუალო მნიშვნელობებს და გამოითვლება შემდეგი განტოლებით:

$$მასალების\ ხვედრითი\ მოხმარება = \frac{მასალების\ მოხმარება}{ნედლეული}$$

სადაც:

მასალების მოხმარება – შესაბამის ტექნოლოგიურ პროცეს(ებ)ში მოხმარებული მასალების ჯამური რაოდენობის 3-წლიანი საშუალო მნიშვნელობა, გამოსახული კგ/წელში.

ნედლეული – შესაბამის ტექნოლოგიურ პროცეს(ებ)ში გადამუშავებული ნედლეულის ჯამური რაოდენობის 3-წლიანი საშუალო მნიშვნელობა, გამოსახული ტ/წელში ან მ²/წელში.

1.1. შავი ლითონების დამუშავების ინდუსტრიისთვის დადგენილი ზოგადი BAT-ის შესახებ დასკვნები

1.1.1. ზოგადი გარემოსდაცვითი ეფექტიანობა

BAT 1. შავი ლითონების დამუშავების ინდუსტრიის საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად BAT წარმოადგენს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) შემუშავებასა და დანერგვას, რომელიც მოიცავს ყველა შემდეგ ელემენტს:

ა) ხელმძღვანელობის, მათ შორის, უმაღლესი ხელმძღვანელობის, ვალდებულებას, ლიდერობასა და პასუხისმგებლობას ეფექტიანი EMS-ის დანერგვის უზრუნველსაყოფად;

ბ) ანალიზს, რომელიც მოიცავს ორგანიზაციის კონტექსტის განსაზღვრას, დაინტერესებული მხარეების საჭიროებებისა და მოლოდინების იდენტიფიცირებას, დანადგარის იმ მახასიათებლების იდენტიფიცირებას, რომლებიც დაკავშირებულია გარემოსთვის (ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის) შესაძლო რისკებთან, აგრეთვე გარემოსთან დაკავშირებული მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნების იდენტიფიცირებას;

გ) გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც მოიცავს დანადგარის გარემოსდაცვითი ეფექტიანობის უწყვეტ გაუმჯობესებას;

დ) მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით მიზნებისა და ეფექტიანობის მაჩვენებლების განსაზღვრას, მათ შორის, მოქმედ სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას;

ე) გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად და გარემოსდაცვითი რისკების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი პროცედურებისა და ღონისძიებების (საჭიროების შემთხვევაში მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების ჩათვლით) დაგეგმვასა და განხორციელებას;

ვ) გარემოსდაცვით ასპექტებსა და მიზნებთან დაკავშირებული სტრუქტურის, ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრას, აგრეთვე საჭირო ფინანსური და ადამიანური რესურსების უზრუნველყოფას;

ზ) იმ პერსონალის აუცილებელი კომპეტენციისა და ცნობიერების უზრუნველყოფას, რომლის საქმიანობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დანადგარის გარემოსდაცვით ეფექტიანობაზე (მაგ., ინფორმაციის მიწოდებისა და ტრენინგების საშუალებით);

თ) შიდა და გარე კომუნიკაციას;

ი) თანამშრომელთა ჩართულობის ხელშეწყობას გარემოსდაცვითი მართვის კარგი პრაქტიკის დანერგვაში;

კ) მართვის სახელმძღვანელოსა და მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ზემოქმედების მქონე საქმიანობების კონტროლისთვის საჭირო წერილობითი პროცედურებისა და შესაბამისი ჩანაწერების შემუშავებასა და განახლებას;

ლ) ეფექტიან საოპერაციო დაგეგმვასა და პროცესის კონტროლს;

მ) შესაბამისი ტექნიკური მომსახურების პროგრამების დანერგვას;

ნ) საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების პროცედურების შემუშავებას, მათ შორის, საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული უარყოფითი (გარემოსდაცვითი) ზემოქმედების პრევენციასა და/ან შერბილებას;

ო) (ახალი) დანადგარის ან მისი ნაწილის პროექტირების (ან ხელახალი პროექტირების) დროს მისი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინებას, მათ შორის, მშენებლობის, ტექნიკური მომსახურების, ექსპლუატაციისა და ექსპლუატაციიდან გამოყვანის ეტაპებზე;

პ) მონიტორინგისა და გაზომვების პროგრამის დანერგვას; საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია შეიძლება მოიძებნოს საცნობარო დოკუმენტში „IED დანადგარებიდან ჰაერსა და წყალში ემისიების მონიტორინგი (ROM)“;

ჟ) სექტორული ბენჩმარკინგის [საქმიანობის, პროცესის ან მაჩვენებლების
შედარებითი შეფასება საუკეთესო პრაქტიკასთან ან სექტორის სხვა ანალოგიურ ობიექტებთან]
რეგულარულ გამოყენებას;

რ) პერიოდული დამოუკიდებელი (რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია) შიდა აუდიტისა და პერიოდული დამოუკიდებელი გარე აუდიტის ჩატარებას გარემოსდაცვითი ეფექტიანობის შესაფასებლად და იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა EMS დაგეგმილ ღონისძიებებს და სათანადოდ არის თუ არა დანერგილი და შენარჩუნებული;

ს) შეუსაბამობების მიზეზების შეფასებას, შეუსაბამობებზე რეაგირების მიზნით მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას, მაკორექტირებელი ღონისძიებების ეფექტიანობის გადახედვას და იმის განსაზღვრას, არსებობს თუ არა ან შესაძლოა წარმოიშვას მსგავსი შეუსაბამობები;

ტ) EMS-ის, მისი უწყვეტი შესაბამისობის, ადეკვატურობისა და ეფექტიანობის პერიოდულ გადახედვას უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ;

უ) უფრო სუფთა ტექნოლოგიების განვითარების თვალყურის დევნებასა და მათ გათვალისწინებას.

შავი ლითონების დამუშავების მრეწველობისთვის დამატებით BAT წარმოადგენს EMS-ში შემდეგი ელემენტების ინტეგრირებას:

ფ) პროცესში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების, ჩამდინარე წყლებისა და ემისიების ნაკადების ინვენტარიზაციას (იხ. BAT 2);

ქ) ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემას (იხ. BAT 3);

ღ) გაჟონვებისა და დაღვრის პრევენციისა და კონტროლის გეგმას (იხ. BAT 4(ა));

ყ) ნორმალური ექსპლუატაციის პირობებისგან განსხვავებული პირობების (OTNOC) მართვის გეგმას (იხ. BAT 5);

შ) ენერგოეფექტურობის გეგმას (იხ. BAT 10(ა));

ჩ) წყლის მართვის გეგმას (იხ. BAT 19(ა));

ც) ხმაურისა და ვიბრაციის მართვის გეგმას (იხ. BAT 32);

ძ) ნაშთების მართვის გეგმას (იხ. BAT 34(ა)).

შენიშვნა

ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) №1221/2009 რეგლამენტით დადგენილია ევროკავშირის ეკოლოგიური მართვისა და აუდიტის სქემა (EMAS), რომელიც წარმოადგენს წინამდებარე BAT-ის შესაბამისი გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) მაგალითს.

გამოყენებადობა

EMS-ის დეტალიზაციის დონე და ფორმალიზების ხარისხი, როგორც წესი, დაკავშირებულია დანადგარის/საწარმოს ბუნებასთან, მასშტაბთან და კომპლექსურობასთან, ასევე, გარემოზე მისი შესაძლო ზემოქმედების მასშტაბზე.

BAT 2. წყალსა და ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირების ხელშეწყობის მიზნით, BAT წარმოადგენს პროცესში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების, ჩამდინარე წყლებისა და ჰაერში ემისიის ნაკადების ინვენტარიზაციის შემუშავებას, წარმოებას, რეგულარულ გადახედვას (მათ შორის, მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში), როგორც გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) ნაწილის (იხ. BAT 1), რომელიც მოიცავს ყველა შემდეგ ელემენტს:

ა) საწარმოო პროცესების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის:

ა.ა) გამარტივებულ ტექნოლოგიურ სქემებს, რომლებშიც ნაჩვენებია ემისიების წარმოქმნის წყაროები;

ა.ბ) ტექნოლოგიურ პროცესში ინტეგრირებული ტექნიკისა და წყაროზე ჩამდინარე წყლების/აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის აღწერას, მათი ეფექტიანობის მითითებით;

ბ) ინფორმაციას ჩამდინარე წყლების ნაკადების მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა:

ბ.ა) ხარჯის, pH-ის, ტემპერატურისა და ელექტროგამტარობის საშუალო მნიშვნელობები და მათი ცვალებადობა;

ბ.ბ) შესაბამისი ნივთიერებების (მაგ., საერთო (ჯამური) შეწონილი ნაწილაკები (TSS), საერთო ორგანული ნახშირბადი (TOC) ან ჟქმ (COD), ნახშირწყალბადოვანი ნავთობის ინდექსი (HOI), ფოსფორი, ლითონები, ფტორიდი) საშუალო კონცენტრაციები, მასური ნაკადები (ხარჯები) და მათი ცვალებადობა;

გ) ინფორმაციას პროცესში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების რაოდენობისა და მახასიათებლების შესახებ:

გ.ა) პროცესში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების იდენტიფიკაციასა და მახასიათებლებს, მათ შორის, გარემოსა და/ან ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების მქონე თვისებებს;

გ.ბ) პროცესში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების რაოდენობასა და მათი გამოყენების ადგილს;

დ) ინფორმაციას ემისიის ნაკადების მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა:

დ.ა) მოცულობითი ხარჯისა და ტემპერატურის საშუალო მნიშვნელობები და მათი ცვალებადობა;

დ.ბ) შესაბამისი ნივთიერებების (მაგ., მტვერი, NOₓ, SO₂, CO, ლითონები, მჟავები) საშუალო კონცენტრაციები, მასური ნაკადები (ხარჯები) და მათი ცვალებადობა;

დ.გ) სხვა ნივთიერებების არსებობას, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის სისტემაზე (მაგ., ჟანგბადი, აზოტი, წყლის ორთქლი) ან საწარმოს უსაფრთხოებაზე (მაგ., წყალბადი).

გამოყენებადობა

ინვენტარიზაციის დეტალიზაციის დონე, როგორც წესი, დამოკიდებულია საწარმოს ბუნებაზე, მასშტაბსა და კომპლექსურობაზე, ასევე, გარემოზე მისი შესაძლო ზემოქმედების მასშტაბზე.

BAT 3. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად BAT წარმოადგენს ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემის (CMS) შემუშავებასა და დანერგვას, როგორც გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) ნაწილის (იხ. BAT 1), რომელიც მოიცავს ყველა შემდეგ ელემენტს:

ა) პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს პროცესში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების მოხმარებისა და მათთან დაკავშირებული რისკების შემცირებას, მათ შორის, შესყიდვების პოლიტიკას ნაკლებად სახიფათო პროცესში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებებისა და მათი მომწოდებლების შესარჩევად, სახიფათო ნივთიერებების გამოყენებისა და მათთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის, ასევე, პროცესში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების ჭარბი რაოდენობით შესყიდვის თავიდან აცილების მიზნით. პროცესში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შერჩევისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს:

ა.ა) მათი ელიმინირების შესაძლებლობა, ეკოტოქსიკურობა და გარემოში მოხვედრის პოტენციალი, გარემოში ემისიების შემცირების მიზნით;

ა.ბ) პროცესში გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკების შეფასება, ნივთიერებების საშიშროების განცხადებების, საწარმოში მათი გადაადგილების გზების, შესაძლო გამოყოფისა და ექსპოზიციის დონის საფუძველზე;

ა.გ) ჩანაცვლების პოტენციალის რეგულარული (მაგ., ყოველწლიური) ანალიზი, რათა გამოვლინდეს სახიფათო ნივთიერებების გამოყენების ახალი, ხელმისაწვდომი და უფრო უსაფრთხო ალტერნატივები (მაგ., გარემოზე არარსებული ან ნაკლები ზემოქმედების მქონე პროცესში გამოყენებული სხვა ქიმიური ნივთიერებების გამოყენება; იხ. BAT 9);

ა.დ) სახიფათო ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ მარეგულირებელ ცვლილებებზე პროაქტიული მონიტორინგი და მოქმედ სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

პროცესში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების ინვენტარიზაცია (იხ. BAT 2) შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროცესში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შერჩევის მხარდასაჭერად.

ბ) მიზნებსა და სამოქმედო გეგმებს სახიფათო ნივთიერებების გამოყენებისა და მათთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით.

გ) პროცესში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შესყიდვის, დამუშავების, შენახვისა და გამოყენების პროცედურების შემუშავებასა და დანერგვას, გარემოში ემისიების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით (მაგ., იხ. BAT 4).

გამოყენებადობა

ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემის (CMS) დეტალიზაციის დონე, როგორც წესი, დამოკიდებულია დანადგარის/საწარმოს ბუნებაზე, მასშტაბსა და კომპლექსურობაზე.

BAT 4. ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებში ემისიების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) გაჟონვისა და დაღვრის პრევენციისა და კონტროლის გეგმის შემუშავება და დანერგვა გაჟონვისა და დაღვრის პრევენციისა და კონტროლის გეგმა წარმოადგენს EMS-ის ნაწილს (იხ. BAT 1) და მოიცავს, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

– ობიექტზე მცირე და მასშტაბური დაღვრის შემთხვევებზე რეაგირების გეგმებს;
– პროცესში ჩართული პირების ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრას;
– პერსონალის გარემოსდაცვითი ცნობიერების უზრუნველყოფასა და მათ მომზადებას დაღვრის შემთხვევების პრევენციისა და მართვის მიზნით;
– სახიფათო მასალების დაღვრისა და/ან გაჟონვის რისკის მქონე უბნების იდენტიფიცირებას და მათი რისკის მიხედვით კლასიფიცირებას;
– დაღვრის შემაკავებელი და გაწმენდისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობის განსაზღვრას და რეგულარულად იმის უზრუნველყოფას, რომ იგი ხელმისაწვდომი, გამართულ მდგომარეობაში და დაღვრის შესაძლო ადგილებთან ახლოს იყოს;
– დაღვრის ლიკვიდაციის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების მართვის სახელმძღვანელო მითითებებს;
– შენახვისა და დამუშავების უბნების რეგულარულ (არანაკლებ წელიწადში ერთხელ) ინსპექტირებას, გაჟონვის გამოვლენის მოწყობილობების გამოცდასა და დაკალიბრებას, ასევე, სარქვლებიდან, შემამჭიდროებლებიდან, მილტუჩებიდან/ქიმურებიდან და სხვა ელემენტებიდან გაჟონვების დროულ აღმოფხვრას.
გეგმის დეტალიზაციის დონე, როგორც წესი, დამოკიდებულია საწარმოს ბუნებაზე, მასშტაბსა და კომპლექსურობაზე, ასევე, გამოყენებული სითხეების ტიპსა და რაოდენობაზე.
ბ) ზეთის გაუმტარი ლანგრების/აბაზანების ან შემკრები ორმოების გამოყენება ჰიდრავლიკური სადგურები და ზეთით ან ცხიმით საპოხი მოწყობილობები განთავსებულია ზეთის გაუმტარ ლანგრებში ან შემკრებ ორმოებში. ზოგადად გამოყენებადია.
გ) მჟავების დაღვრისა და გაჟონვის პრევენცია და მართვა როგორც ახალი, ასევე გამოყენებული მჟავების რეზერვუარები აღჭურვილია ჰერმეტული მეორადი შემაკავებელი სისტემით, რომელიც დაცულია მჟავაგამძლე საფარით და რეგულარულად მოწმდება შესაძლო დაზიანებებისა და ბზარების არსებობაზე. მჟავების ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის უბნები დაპროექტებულია ისე, რომ შესაძლო დაღვრა და გაჟონვა ლოკალიზებულ იქნეს და მიემართოს ობიექტზე არსებულ გამწმენდ სისტემაში (იხ. BAT 31) ან ობიექტის ფარგლებს გარეთ არსებულ გამწმენდ ნაგებობაში. ზოგადად გამოყენებადია.

BAT 5. ნორმალური ექსპლუატაციის პირობებისგან განსხვავებული პირობების (OTNOC) წარმოქმნის სიხშირისა და OTNOC-ის დროს ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს რისკზე დაფუძნებული OTNOC-ის მართვის გეგმის შემუშავებასა და დანერგვას, როგორც EMS-ის ნაწილის (იხ. BAT 1), რომელიც მოიცავს ყველა შემდეგ ელემენტს:

ა) შესაძლო OTNOC-ების (მაგ., გარემოს დაცვისთვის კრიტიკული აღჭურვილობის („კრიტიკული აღჭურვილობა“) მწყობრიდან გამოსვლა), მათი ძირითადი მიზეზებისა და შესაძლო შედეგების იდენტიფიცირებას, ასევე, იდენტიფიცირებული OTNOC-ების ნუსხის რეგულარულ გადახედვასა და განახლებას ქვემოთ მოცემული პერიოდული შეფასების საფუძველზე;

ბ) კრიტიკული აღჭურვილობის სათანადო პროექტირებას (მაგ., ქსოვილიანი (სახელოიანი) ფილტრების სექციებად დაყოფა);

გ) კრიტიკული აღჭურვილობის ინსპექტირებისა და პრევენციული ტექნიკური მომსახურების გეგმის შემუშავებასა და დანერგვას (იხ. BAT 1(მ));

დ) OTNOC-ის დროს ემისიების მონიტორინგსა (ანუ შეფასებას ან, სადაც შესაძლებელია, გაზომვას) და აღრიცხვას, ასევე, მათთან დაკავშირებული გარემოებების აღრიცხვას;

ე) OTNOC-ის დროს წარმოქმნილი ემისიების პერიოდულ შეფასებას (მაგ., შემთხვევების სიხშირე, ხანგრძლივობა, გაფრქვეული დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობა) და, საჭიროების შემთხვევაში, მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას.

1.1.2. მონიტორინგი

BAT 6. BAT წარმოადგენს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ შემდეგი მაჩვენებლების მონიტორინგს:

– წყლის, ენერგიისა და მასალების წლიური მოხმარების;

– ჩამდინარე წყლების წლიური წარმოქმნის;

– წარმოქმნილი თითოეული სახის ნაშთის წლიური რაოდენობისა და განთავსებისთვის გაგზავნილი თითოეული სახის ნარჩენის წლიური რაოდენობის.

აღწერა

მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს პირდაპირი გაზომვების, გამოთვლების ან აღრიცხვის საფუძველზე, მაგალითად, შესაბამისი მრიცხველების ან ანგარიშ-ფაქტურების გამოყენებით. მონიტორინგი ხორციელდება ყველაზე შესაბამის დონეზე (მაგ., პროცესის ან საწარმოს დონეზე) და ითვალისწინებს საწარმოში განხორციელებულ ნებისმიერ მნიშვნელოვან ცვლილებას.

BAT 7. BAT წარმოადგენს ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული ემისიების მონიტორინგს ქვემოთ მითითებული სიხშირით, სულ მცირე, EN სტანდარტების შესაბამისად. თუ EN სტანდარტები არ არსებობს, BAT წარმოადგენს ISO-ს, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფს ეკვივალენტური სამეცნიერო ხარისხის მონაცემების მიღებას.

ნივთიერება/ პარამეტრი კონკრეტული პროცესი(ები) სექტორი სტანდარტ(ებ)ი მონიტორინგის მინიმალური სიხშირე 1 დაკავშირებული BAT
CO ნედლეულის გახურება 2 HR, CR, WD, HDC EN 15058 3 წელიწადში ერთხელ BAT 22
გალვანიზაციის აბაზანის გახურება 2 მავთულის HDC, BG წელიწადში ერთხელ BAT 22

მარილმჟავის რეგენერაცია შეფრქვევითი გამოწვით ან ფსევდოგათხევადებული ფენის რეაქტორების გამოყენებით

შერეული მჟავის რეგენერაცია შეფრქვევითი გამოწვით

HR, CR, HDC, WD წელიწადში ერთხელ BAT 29
მტვერი ნედლეულის გახურება HR, CR, WD, HDC EN 13284-1 3, 4

უწყვეტი მონიტორინგი ყველა იმ მილისთვის, სადაც მტვრის მასური ნაკადი (ხარჯი) > 2 კგ/სთ;

6 თვეში ერთხელ ყველა იმ მილისთვის, სადაც მტვრის მასური ნაკადი (ხარჯი) 0,1–2 კგ/სთ-ის ფარგლებშია;

წელიწადში ერთხელ ყველა იმ მილისთვის, სადაც მტვრის მასური ნაკადი (ხარჯი) < 0,1 კგ/სთ

BAT 20
ცხელი დაფარვა ამოვლებით დაფლუსების შემდეგ HDC, BG EN 13284-1 3, 4 წელიწადში ერთხელ 5 BAT 26
მარილმჟავის რეგენერაცია შეფრქვევითი/შესხურებითი გამოწვით ან ფსევდოგათხევადებული ფენის რეაქტორების გამოყენებით HR, CR, HDC, WD წელიწადში ერთხელ BAT 29
შერეული მჟავის რეგენერაცია შეფრქვევითი/შესხურებითი გამოწვით ან აორთქლებით HR, CR, HDC, WD წელიწადში ერთხელ BAT 29
მექანიკური დამუშავება (მათ შორის, გრძივი ჭრა, ხენჯის მოცილება, გახეხვა, გაწმენდა, პირველადი/წინასწარი გლინვა, გლინვა, საბოლოო დამუშავება, დაყვანა, გასწორება), ცეცხლით გაწმენდა (ხელით გაწმენდის გარდა) და შედუღება HR წელიწადში ერთხელ BAT 42
ხვეულის გაშლა, წინასწარი მექანიკური ხენჯის მოცილება, გასწორება და შედუღება CR წელიწადში ერთხელ BAT 46
ტყვიის აბაზანები WD წელიწადში ერთხელ BAT 51
მშრალი ადიდვა წელიწადში ერთხელ BAT 52
HCl მარილმჟავით პიკელირება HR, CR, HDC, WD EN 1911 3 წელიწადში ერთხელ BAT 24
მარილმჟავით პიკელირება და საფარის მოცილება BG წელიწადში ერთხელ BAT 62
მარილმჟავის რეგენერაცია შეფრქვევითი გამოწვით ან ფსევდოგათხევადებული ფენის რეაქტორების გამოყენებით HR, CR, HDC, WD წელიწადში ერთხელ BAT 29
მარილმჟავით პიკელირება და საფარის მოცილება ღია პიკელირების აბაზანებში BG EN სტანდარტი არ არის ხელმისაწვდომი წელიწადში ერთხელ 6 BAT 62
HF ფტორწყალბადმჟავას შემცველი მჟავების ნარევებით პიკელირება HR, CR, HDC EN სტანდარტი დამუშავების პროცესშია 3 წელიწადში ერთხელ BAT 24
შერეული მჟავის რეგენერაცია შეფრქვევითი გამოწვით ან აორთქლებით HR, CR წელიწადში ერთხელ BAT 29

ლითონები

Ni მექანიკური დამუშავება (მათ შორის, გრძივი ჭრა, ხენჯის მოცილება, გახეხვა, წინასწარი გლინვა, გლინვა, საბოლოო დამუშავება, გასწორება), ცეცხლით გაწმენდა (ხელით გაწმენდის გარდა) და შედუღება HR EN 14385 წელიწადში ერთხელ 7 BAT 42
ხვეულის გაშლა, წინასწარი მექანიკური ხენჯის მოცილება, გასწორება და შედუღება CR წელიწადში ერთხელ 7 BAT 46
Pb მექანიკური დამუშავება (მათ შორის, გრძივი ჭრა, ხენჯის მოცილება, გახეხვა, წინასწარი/პირველადი გლინვა, გლინვა, საბოლოო დამუშავება, გასწორება), ცეცხლით გაწმენდა (ხელით გაწმენდის გარდა) და შედუღება HR EN 14385 წელიწადში ერთხელ 7 BAT 42
ხვეულის გაშლა, წინასწარი მექანიკური ხენჯის მოცილება, გასწორება და შედუღება CR წელიწადში ერთხელ 7 BAT 46
ტყვიის აბაზანები WD წელიწადში ერთხელ BAT 51
Zn დაფლუსვის შემდეგ ცხელი დაფარვა ამოვლებით HDC, BG EN 14385 წელიწადში ერთხელ 5 BAT 26
NH₃ როდესაც გამოიყენება SNCR და/ან SCR HR, CR, WD, HDC EN ISO 21877 3 წელიწადში ერთხელ BAT 22, BAT 25, BAT 29
NOₓ ნედლეულის გახურება 2 HR, CR, WD, HDC EN 14792 3

უწყვეტი მონიტორინგი ყველა იმ მილისთვის, სადაც NOₓ-ის მასური ნაკადი (ხარჯი) > 15 კგ/სთ;

6 თვეში ერთხელ ყველა იმ მილისთვის, სადაც NOₓ-ის მასური ნაკადი (ხარჯი) 1–15 კგ/სთ-ის ფარგლებშია;

წელიწადში ერთხელ ყველა იმ მილისთვის, სადაც NOₓ-ის მასური ნაკადი (ხარჯი) < 1 კგ/სთ

BAT 22
გალვანიზაციის აბაზანის გახურება 2 მავთულის HDC, BG EN 14792 3 წელიწადში ერთხელ BAT 22
აზოტმჟავით, ცალკე ან სხვა მჟავებთან კომბინაციაში, პიკელირება HR, CR წელიწადში ერთხელ BAT 25

მარილმჟავის რეგენერაცია შეფრქვევითი გამოწვით ან ფსევდოგათხევადებული ფენის რეაქტორების გამოყენებით

შერეული მჟავის რეგენერაცია შეფრქვევითი გამოწვით ან აორთქლებით

HR, CR, WD, HDC წელიწადში ერთხელ BAT 29
SO₂ ნედლეულის გახურება 8 HR, CR, WD, ფურცლების დაფარვა HDC მეთოდით EN 14791 3

უწყვეტი მონიტორინგი ყველა იმ მილისთვის, სადაც SO₂-ის მასური ნაკადი (ხარჯი) > 10 კგ/სთ;

6 თვეში ერთხელ ყველა იმ მილისთვის, სადაც SO₂-ის მასური ნაკადი (ხარჯი) 1–10 კგ/სთ-ის ფარგლებშია;

წელიწადში ერთხელ ყველა იმ მილისთვის, სადაც SO₂-ის მასური ნაკადი (ხარჯი) < 1 კგ/სთ

BAT 21
მარილმჟავის რეგენერაცია შეფრქვევითი გამოწვით ან ფსევდოგათხევადებული ფენის რეაქტორების გამოყენებით HR, CR, HDC, WD წელიწადში ერთხელ 5 BAT 29
SOₓ გოგირდმჟავით პიკელირება HR, CR, HDC, WD წელიწადში ერთხელ BAT 24
BG
TVOC გაუცხიმოვნება CR, HDC EN 12619 3 წელიწადში ერთხელ 5 BAT 23
გლინვა, სველი მოშვება (wet tempering) და საბოლოო დამუშავება CR წელიწადში ერთხელ 5 BAT 48
ტყვიის აბაზანები WD წელიწადში ერთხელ 5 —
ზეთის საწრთობი (quench) აბაზანები WD წელიწადში ერთხელ 5 BAT 53

1 შეძლებისდაგვარად, გაზომვები ტარდება ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში ემისიების ყველაზე მაღალი მოსალოდნელი დონის დროს.

2 მონიტორინგი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება მხოლოდ ელექტროენერგია.

3 თუ გაზომვები უწყვეტია, დამატებით გამოიყენება შემდეგი ზოგადი EN სტანდარტები: EN 15267-1, EN 15267-2, EN 15267-3 და EN 14181.

4 თუ გაზომვები უწყვეტია, დამატებით გამოიყენება EN 13284-2.

5 თუ დადასტურებულია, რომ ემისიის დონეები საკმარისად სტაბილურია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მონიტორინგის უფრო დაბალი სიხშირე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მონიტორინგი უნდა განხორციელდეს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ.

6 იმ შემთხვევაში, თუ BAT 62-ის (ა) ან (ბ) ტექნიკის გამოყენება არ არის შესაძლებელი, პიკელირების აბაზანის ზემოთ აირად ფაზაში HCl-ის კონცენტრაციის გაზომვა ხორციელდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

7 მონიტორინგი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ნივთიერება ემისიის ნაკადში, BAT 2-ში მოცემული ინვენტარიზაციის საფუძველზე, იდენტიფიცირებულია, როგორც რელევანტური.

8 მონიტორინგი არ გამოიყენება, თუ საწვავად გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივი აირი ან მხოლოდ ელექტროენერგია.

BAT 8. BAT წარმოადგენს ჩამდინარე წყლებში ემისიების მონიტორინგს ქვემოთ მითითებული სიხშირით, სულ მცირე, EN სტანდარტების შესაბამისად. თუ EN სტანდარტები არ არსებობს, BAT წარმოადგენს ISO-ს, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფს ეკვივალენტური სამეცნიერო ხარისხის მონაცემების მიღებას.

ნივთიერება/პარამეტრი კონკრეტული პროცესი(ები) სტანდარტ(ებ)ი მონიტორინგის მინიმალური სიხშირე¹ დაკავშირებული BAT
საერთო (ჯამური) შეწონილი ნაწილაკები (TSS)² ყველა პროცესი EN 872 კვირაში ერთხელ³ BAT 31
საერთო ორგანული ნახშირბადი (TOC)², ⁴ ყველა პროცესი EN 1484 თვეში ერთხელ
ჟქმ (COD)², ⁴ ყველა პროცესი EN სტანდარტი არ არის ხელმისაწვდომი თვეში ერთხელ
ნახშირწყალბადოვანი ნავთობის ინდექსი (HOI)⁵ ყველა პროცესი EN ISO 9377-2 თვეში ერთხელ
ლითონები/მეტალოიდები⁵ ბორი პროცესები, რომლებშიც გამოიყენება ბორაქსი სხვადასხვა EN სტანდარტი (მაგ., EN ISO 11885, EN ISO 17294-2) თვეში ერთხელ
კადმიუმი ყველა პროცესი⁶ სხვადასხვა EN სტანდარტი (მაგ., EN ISO 11885, EN ISO 15586, EN ISO 17294-2) თვეში ერთხელ
ქრომი ყველა პროცესი⁶ თვეში ერთხელ
რკინა ყველა პროცესი თვეში ერთხელ
ნიკელი ყველა პროცესი⁶ თვეში ერთხელ
ტყვია ყველა პროცესი⁶ თვეში ერთხელ
კალა თუნუქით ცხელი დაფარვა ამოვლებით თვეში ერთხელ
თუთია ყველა პროცესი⁶ თვეში ერთხელ
ვერცხლისწყალი ყველა პროცესი⁶ სხვადასხვა EN სტანდარტი (მაგ., EN ISO 12846, EN ISO 17852) თვეში ერთხელ
ექვსვალენტიანი ქრომი მაღალლეგირებული ფოლადის პიკელირება ან ექვსვალენტიანი ქრომის ნაერთებით პასივაცია სხვადასხვა EN სტანდარტი (მაგ., EN ISO 10304-3, EN ISO 23913) თვეში ერთხელ
საერთო ფოსფორი (Total P)² ფოსფატირება სხვადასხვა EN სტანდარტი (მაგ., EN ISO 6878, EN ISO 11885, EN ISO 15681-1 და EN ISO 15681-2) თვეში ერთხელ
ფტორიდი (F⁻)⁵ ფტორწყალბადმჟავას შემცველი მჟავების ნარევებით პიკელირება EN ISO 10304-1 თვეში ერთხელ

¹ თუ ჩამდინარე წყლების ჩაშვება ხორციელდება სერიულად/პარტიებად (batch discharge) და მისი სიხშირე მონიტორინგის მინიმალურ სიხშირეზე ნაკლებია, მონიტორინგი ხორციელდება თითოეული პარტიული ჩაშვებისთვის.

² მონიტორინგი გამოიყენება მხოლოდ მიმღებ წყლის ობიექტში პირდაპირი ჩაშვების შემთხვევაში.

³ თუ დადასტურებულია, რომ ემისიის დონეები საკმარისად სტაბილურია, მონიტორინგის სიხშირე შეიძლება შემცირდეს თვეში ერთხელ.

⁴ მონიტორინგი ხორციელდება ჟქმ-ის (COD) ან საერთო ორგანული ნახშირბადის (TOC) მიმართ. უპირატესობა ენიჭება TOC-ის მონიტორინგს, რადგან იგი არ საჭიროებს მაღალი ტოქსიკურობის მქონე ნაერთების გამოყენებას.

⁵ მიმღებ წყლის ობიექტში არაპირდაპირი ჩაშვების შემთხვევაში, მონიტორინგის სიხშირე შეიძლება შემცირდეს სამ თვეში ერთხელ, თუ ჩამდინარე წყლების ქვედა დინებაში მდებარე გამწმენდი ნაგებობა სათანადოდ არის დაპროექტებული და აღჭურვილი შესაბამისი დამაბინძურებელი ნივთიერებების შესამცირებლად.

6 მონიტორინგი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ნივთიერება ემისიის ნაკადში, BAT 2-ში მოცემული ინვენტარიზაციის საფუძველზე, იდენტიფიცირებულია, როგორც რელევანტური.

1.1.3. სახიფათო ნივთიერებები

BAT 9. პასივაციის პროცესში ექვსვალენტიანი ქრომის ნაერთების გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, BAT წარმოადგენს სხვა ლითონის შემცველი ხსნარების (მაგ., მანგანუმის, თუთიის, ტიტანის ფტორიდის, ფოსფატების და/ან მოლიბდატების შემცველი) ან ორგანული პოლიმერული ხსნარების (მაგ., პოლიურეთანების ან პოლიესტერების შემცველი) გამოყენებას.

გამოყენებადობა

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს პროდუქტის სპეციფიკაციებით (მაგ., ზედაპირის ხარისხი, შეღებვადობა, შედუღებადობა, დაყალიბებადობა (ფორმირებადობა), კოროზიისადმი მედეგობა).

1.1.4. ენერგოეფექტურობა

BAT 10. საწარმოს საერთო ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) ენერგოეფექტურობის გეგმა და ენერგეტიკული აუდიტები ენერგოეფექტურობის გეგმა წარმოადგენს EMS-ის ნაწილს (იხ. BAT 1) და მოიცავს საქმიანობის/ტექნოლოგიური პროცესების ენერგიის ხვედრითი მოხმარების განსაზღვრასა და მონიტორინგს (იხ. BAT 6), ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) ყოველწლიურ განსაზღვრას (მაგ., მეგაჯოული/ტ პროდუქცია (MJ/t)) და პერიოდული გაუმჯობესების მიზნებისა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას. ენერგეტიკული აუდიტები ტარდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ენერგოეფექტურობის გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ენერგოეფექტურობის გეგმა და ენერგეტიკული აუდიტები შეიძლება ინტეგრირებული იყოს უფრო დიდი დანადგარის (მაგ., რკინისა და ფოლადის წარმოების) საერთო ენერგოეფექტურობის გეგმაში. ენერგოეფექტურობის გეგმის, ენერგეტიკული აუდიტებისა და ენერგეტიკული ბალანსის ჩანაწერის დეტალიზაციის დონე, როგორც წესი, დამოკიდებულია საწარმოს ბუნებაზე, მასშტაბსა და კომპლექსურობაზე, ასევე, გამოყენებული ენერგიის წყაროების ტიპებზე.
ბ) ენერგეტიკული ბალანსის ჩანაწერი

ენერგეტიკული ბალანსის ჩანაწერის ყოველწლიურად შედგენა, რომელიც მოიცავს ენერგიის მოხმარებისა და წარმოების (მათ შორის, ენერგიის ექსპორტის) განაწილებას ენერგიის წყაროების მიხედვით (მაგ., ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, რკინისა და ფოლადის წარმოების პროცესული აირები, განახლებადი ენერგია, იმპორტირებული სითბო და/ან სიცივე). ეს მოიცავს:

– ტექნოლოგიური პროცესების ენერგეტიკული საზღვრების იდენტიფიცირებას;

– მიწოდებული ენერგიის მიხედვით ენერგომოხმარების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას;

– საწარმოდან გატანილი (ექსპორტირებული) ენერგიის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას;

– ენერგიის ნაკადების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას (მაგ., სენკის დიაგრამები ან ენერგეტიკული ბალანსები), რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ გამოიყენება ენერგია ყველა ტექნოლოგიური პროცესების განმავლობაში.

BAT 11. გახურების პროცესებში (მათ შორის, ნედლეულის გახურებისა და გაშრობის, ასევე, აბაზანებისა და გალვანიზაციის საქვაბეების გახურებისას) ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
პროექტირება და ექსპლუატაცია
ა) ნედლეულის გამახურებელი ღუმლის ოპტიმალური პროექტირება

მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა: – ღუმლის ძირითადი მახასიათებლების ოპტიმიზაცია (მაგ., სანთურების რაოდენობა და ტიპი, ჰერმეტულობა და ღუმლის თბოიზოლაცია შესაბამისი ცეცხლგამძლე მასალების გამოყენებით);

– ღუმლის კარების გაღებისას სითბოს დანაკარგების მინიმიზაცია, მაგალითად, უწყვეტი ხელახალი გახურების ღუმლებში ერთი ასაწევი სექციის ნაცვლად რამდენიმე ასაწევი სექციის გამოყენებით;

– ღუმლის შიგნით ნედლეულის საყრდენი კონსტრუქციების (მაგ., კოჭები, სტელაჟები (skids)) რაოდენობის მინიმიზაცია და შესაბამისი თბოიზოლაციის გამოყენება უწყვეტი ხელახალი გახურების ღუმლებში საყრდენი კონსტრუქციების წყლით გაგრილების შედეგად სითბოს დანაკარგების შესამცირებლად.

გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისა და საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში.
ბ) გალვანიზაციის საქვაბის ოპტიმალური პროექტირება

მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

– გალვანიზაციის საქვაბის კედლების ერთგვაროვანი გახურება (მაგ., მაღალსიჩქარიანი სანთურების ან თანაბარი გამოსხივების კონსტრუქციის გამოყენებით);

– ღუმლიდან სითბოს დანაკარგების მინიმიზაცია თბოიზოლირებული გარე/შიდა კედლების გამოყენებით (მაგ., კერამიკული ამონაგებით).

გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისა და საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში.
გ) გალვანიზაციის საქვაბის ოპტიმალური ექსპლუატაცია მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა: ამოვლებით მავთულის ცხელი დაფარვის ან სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის დროს გალვანიზაციის საქვაბიდან სითბოს დანაკარგების მინიმიზაცია, მაგალითად, უმოქმედობის პერიოდში თბოიზოლირებული სახურავების გამოყენებით. ზოგადად გამოყენებადია.
დ) წვის ოპტიმიზაცია იხ. პუნქტი 1.7.1. ზოგადად გამოყენებადია.
ე) ღუმლის ავტომატიზაცია და კონტროლი იხ. პუნქტი 1.7.1. ზოგადად გამოყენებადია.
ვ) ტექნოლოგიური აირების მართვის სისტემა იხ. პუნქტი 1.7.1. გამოიყენება რკინისა და ფოლადის წარმოების ტექნოლოგიური აირების და/ან ფეროქრომის წარმოებიდან მიღებული CO-ით მდიდარი აირის კალორიულობა. გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელმისაწვდომია რკინისა და ფოლადის წარმოების ტექნოლოგიური აირები და/ან ფეროქრომის წარმოებიდან მიღებული CO-ს მაღალი შემცველობის მქონე აირი.
ზ) სერიული (პერიოდული) მოწვა 100 %-იანი წყალბადის გამოყენებით სერიული (პერიოდული) მოწვა ხორციელდება ღუმლებში, სადაც დამცავ აირად გამოიყენება 100 %-იანი წყალბადი, რომელსაც ახასიათებს მომატებული თბოგამტარობა. გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისა და საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში.
თ) საწვავის წვა ჟანგბადის არეში (oxy-fuel combustion) იხ. პუნქტი 1.7.1.

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს მაღალლეგირებული ფოლადის დასამუშავებელი ღუმლებისთვის. არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს ღუმლის კონსტრუქციით და აირჰაერმტვერნარევის მინიმალური ნაკადის უზრუნველყოფის აუცილებლობით.

არ გამოიყენება მილაკოვანი გამოსხივების (რადიანტული მილი) სანთურებით აღჭურვილ ღუმლებზე.

ი) ალის გარეშე წვა (flameless combustion) იხ. პუნქტი 1.7.1.

არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს ღუმლის კონსტრუქციით (მაგ., ღუმლის მოცულობა, სანთურებისთვის ხელმისაწვდომი სივრცე, სანთურებს შორის მანძილი) და ცეცხლგამძლე ამონაგების შეცვლის აუცილებლობით. გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს ისეთი პროცესებისთვის, რომლებშიც აუცილებელია ტემპერატურის ან ტემპერატურული პროფილის ზუსტი კონტროლი (მაგ., რეკრისტალიზაცია).

არ გამოიყენება იმ ღუმლებზე, რომლებიც მუშაობს ალის გარეშე წვისათვის საჭირო თვითაალების ტემპერატურაზე დაბალ ტემპერატურაზე, ან რომლებიც აღჭურვილია მილაკოვანი გამოსხივების (რადიანტული მილი) სანთურებით.

კ) იმპულსური გაზის სანთურა ღუმელში სითბოს მიწოდება კონტროლდება სანთურების მუშაობის ხანგრძლივობით ან ცალკეული სანთურების თანმიმდევრული ჩართვით, წვის ჰაერისა და საწვავის ნაკადების რეგულირების ნაცვლად. გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისა და საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში.
ნამწვი აირებიდან სითბოს რეკუპერაცია
ლ) ნედლეულის წინასწარი გახურება ნედლეულის წინასწარი გახურება ხორციელდება მასზე ცხელი ნამწვი აირების უშუალოდ დაბერვით. გამოიყენება მხოლოდ უწყვეტი ხელახალი გახურების ღუმლებისთვის. არ გამოიყენება მილაკოვანი გამოსხივების (რადიანტული მილი) სანთურებით აღჭურვილ ღუმლებზე.
მ) ნაკეთობების გაშრობა სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის დროს ნამწვი აირების სითბო გამოიყენება ნაკეთობების გასაშრობად. ზოგადად გამოყენებადია.
ნ) წვისთვის საჭირო ჰაერის წინასწარი გახურება იხ. პუნქტი 1.7.1. ამის მიღწევა შესაძლებელია, მაგალითად, რეგენერაციული ან რეკუპერაციული სანთურების გამოყენებით. საჭიროა ბალანსის დაცვა ნამწვი აირებიდან სითბოს რეკუპერაციის მაქსიმიზაციასა და NOₓ-ის ემისიების მინიმიზაციას შორის. არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს რეგენერაციული სანთურების დასამონტაჟებლად საკმარისი სივრცის არარსებობის გამო.
ო) ნარჩენი სითბოს აღდგენის ქვაბი ცხელი ნამწვი აირების სითბო გამოიყენება ორთქლის ან ცხელი წყლის წარმოსაქმნელად, რომელიც გამოიყენება სხვა პროცესებში (მაგ., პიკელირებისა და დაფლუსების აბაზანების გასახურებლად), ცენტრალიზებული თბომომარაგებისთვის ან ელექტროენერგიის წარმოებისთვის. არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს საკმარისი სივრცისა და/ან ორთქლზე ან ცხელ წყალზე შესაბამისი მოთხოვნის არარსებობის გამო.

წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნების 1.2.1, 1.3.1 და 1.4.1 პუნქტებში მოცემულია დამატებითი სექტორისთვის სპეციფიკური ტექნიკა ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით.

ცხრილი 1.1

ცხელი გლინვის პროცესში ნედლეულის გახურებისას ენერგიის ხვედრითი მოხმარებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონეები (BAT-AEPL)

კონკრეტული პროცესი(ები)

გლინვის პროცესის ბოლოს მიღებული ფოლადის პროდუქცია

ერთეული

BAT-AEPL

(საშუალო წლიური მნიშვნელობა)

ნედლეულის ხელახალი გახურება
ცხლად ნაგლინი გორგლები (ზოლები) მგჯ/ტ 1 200–1 500¹
სქელი ფურცლები მგჯ/ტ 1 400–2 000²
პროფილები, წნელები მგჯ/ტ 600–1 900²
ძელები (კოჭები), ნამზადები, რელსები, მილები მგჯ/ტ 1 400–2 200
ნედლეულის შუალედური გახურება
პროფილები, წნელები, მილები მგჯ/ტ 100–900
გლინვის შემდგომი გახურება
სქელი ფურცლები მგჯ/ტ 1 000–2 000
პროფილები, წნელები მგჯ/ტ 1 400–3 000³

¹ მაღალლეგირებული ფოლადის (მაგ., აუსტენიტური უჟანგავი ფოლადის) შემთხვევაში BAT-AEPL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 2 200 მგჯ/ტ-ს.

² მაღალლეგირებული ფოლადის (მაგ., აუსტენიტური უჟანგავი ფოლადის) შემთხვევაში BAT-AEPL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 2 800 მგჯ/ტ-ს.

³ მაღალლეგირებული ფოლადის (მაგ., აუსტენიტური უჟანგავი ფოლადის) შემთხვევაში BAT-AEPL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 4 000 მგჯ/ტ-ს.

ცხრილი 1.2

ცივი გლინვის შემდეგ მოწვის პროცესში ენერგიის ხვედრითი მოხმარებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონე (BAT-AEPL)

კონკრეტული პროცესი(ები) ერთეული

BAT-AEPL

(საშუალო წლიური მნიშვნელობა)

ცივი გლინვის შემდეგ მოწვა (სერიული (პერიოდული) და უწყვეტი) მგჯ/ტ 600–1 200 1, 2

¹ სერიული (პერიოდული) მოწვის შემთხვევაში, BAT-AEPL-ის დიაპაზონის ქვედა ზღვარი შეიძლება მიღწეულ იქნეს BAT 11-ის (ზ) ტექნიკის გამოყენებით.

² უწყვეტი მოწვის ხაზებისთვის, რომლებშიც მოწვის ტემპერატურა 800 °C-ს აღემატება, BAT-AEPL შეიძლება უფრო მაღალი იყოს.

ცხრილი 1.3

ამოვლებით ცხელ დაფარვამდე ნედლეულის გახურებისას ენერგიის ხვედრითი მოხმარებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონე (BAT-AEPL)

კონკრეტული პროცესი(ები) ერთეული

BAT-AEPL

(საშუალო წლიური მნიშვნელობა)

ამოვლებით ცხელ დაფარვამდე ნედლეულის გახურება მგჯ/ტ 700–1 100 1
1 უწყვეტი მოწვის ხაზებისთვის, რომლებშიც მოწვის ტემპერატურა 800 °C-ს აღემატება, BAT-AEPL შეიძლება უფრო მაღალი იყოს.

ცხრილი 1.4

სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის პროცესში ენერგიის ხვედრითი მოხმარებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონე (BAT-AEPL)

კონკრეტული პროცესი(ები) ერთეული

BAT-AEPL

(საშუალო წლიური მნიშვნელობა)

სერიული (პერიოდული) გალვანიზაცია კვტ·სთ/ტ 300–800 1, 2, 3

1 BAT-AEPL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს, თუ ჭარბი თუთიის მოსაშორებლად გამოიყენება ცენტრიფუგირება და/ან გალვანიზაციის აბაზანის ტემპერატურა 500 °C-ზე მაღალია.

2 სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის საწარმოებისთვის, რომელთა საშუალო წლიური წარმადობა გალვანიზაციის აბაზანის მოცულობის ერთ კუბურ მეტრზე 150 ტონაზე ნაკლებია (150 ტ/მ³), BAT-AEPL-ის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 1 200 კვტ·სთ/ტ-ს.

3 სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის საწარმოებში, სადაც უმეტესად თხელი პროდუქცია (მაგ., < 1,5 მმ) იწარმოება, BAT-AEPL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 1 000 კვტ·სთ/ტ-ს.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 6-ში.

1.1.5. მასალების გამოყენების ეფექტურობა

BAT 12. გაუცხიმოვნების პროცესში მასალების გამოყენების ეფექტურობის გაზრდისა და გამოყენებული გაუცხიმოვნების ხსნარის წარმოქმნის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
გაუცხიმოვნების საჭიროების თავიდან აცილება ან შემცირება
ა) ზეთით და ცხიმით დაბინძურების დაბალი დონის მქონე ნედლეულის გამოყენება ზეთით და ცხიმით დაბინძურების დაბალი დონის მქონე ნედლეულის გამოყენება ახანგრძლივებს გაუცხიმოვნების ხსნარის ექსპლუატაციის ვადას. გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს, თუ ნედლეულის ხარისხზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია.
ბ) ღია ალის ღუმლის გამოყენება ფურცლების ამოვლებით ცხელი დაფარვის პროცესში ფურცლის ზედაპირზე არსებული ზეთი იწვება ღია ალის ღუმელში. მაღალი ხარისხის ზოგიერთი პროდუქტის შემთხვევაში ან როდესაც ფურცელზე ნარჩენი ზეთის შემცველობა მაღალია, შესაძლებელია საჭირო იყოს ღუმლამდე გაუცხიმოვნება. გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს, თუ საჭიროა ზედაპირის სისუფთავის ძალიან მაღალი ხარისხისა და თუთიის საფარის ძლიერი ადჰეზიის უზრუნველყოფა.
გაუცხიმოვნების ოპტიმიზაცია
გ) ზოგადი ტექნიკა გაუცხიმოვნების ეფექტიანობის გასაზრდელად ეს მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:
– გაუცხიმოვნების ხსნარში ტემპერატურისა და გაუცხიმოვნების საშუალებების კონცენტრაციის მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
– გაუცხიმოვნების ხსნარის ზემოქმედების გაძლიერება ნედლეულზე (მაგ., ნედლეულის გადაადგილებით, გაუცხიმოვნების ხსნარის მორევით ან ულტრაბგერის გამოყენებით, ზედაპირზე კავიტაციის წარმოქმნის მიზნით).
ზოგადად გამოყენებადია.
დ) გაუცხიმოვნების ხსნარის გამოდინების (drag-out) მინიმიზაცია ეს მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:
– საწური ლილვების გამოყენება, მაგალითად, ზოლის უწყვეტი გაუცხიმოვნების შემთხვევაში;
– წვეთების სრულად ჩამოსაწურად საკმარისი დროის უზრუნველყოფა, მაგალითად, ნაკეთობების ნელი ამოწევით.
ზოგადად გამოყენებადია.
ე) რევერსიული კასკადური გაუცხიმოვნება გაუცხიმოვნება ხორციელდება სერიულად განლაგებულ ორ ან მეტ აბაზანაში, სადაც ნედლეული გადაადგილდება ყველაზე მეტად დაბინძურებული გაუცხიმოვნების აბაზანიდან ყველაზე სუფთა აბაზანის მიმართულებით. ზოგადად გამოყენებადია.
გაუცხიმოვნების აბაზანების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება
ვ) გაუცხიმოვნების ხსნარის გაწმენდა და ხელახალი გამოყენება გაუცხიმოვნების ხსნარის ხელახლა გამოყენების მიზნით, მის გასაწმენდად გამოიყენება მაგნიტური სეპარაცია, ზეთის გამოყოფა (მაგ., სკიმერებით, სადრენაჟო/განმტვირთავი ღარებით ან წყალგადასაღვრელი ზღურბლებით), მიკრო- ან ულტრაფილტრაცია ან ბიოლოგიური დამუშავება. ზოგადად გამოყენებადია.

BAT 13. პიკელირების (ამოჭმა/მოწამვლა) პროცესში მასალების გამოყენების ეფექტურობის გაზრდისა და გაცხელების შედეგად, გამოყენებული მჟავის წარმოქმნის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას და ორთქლის პირდაპირი შეფრქვევისთვის თავის არიდებას.

ტექნიკა აღწერა
ა) მჟავის გახურება თბომცვლელებით კოროზიისადმი მდგრადი თბომცვლელები ჩაშვებულია მაპიკელირებელ მჟავაში არაპირდაპირი გახურების მიზნით, მაგალითად, ორთქლის გამოყენებით.
ბ) მჟავის გახურება ჩაძირული წვის მეთოდით წვის აირები გადის მაპიკელირებელ მჟავაში და ენერგიას გადასცემს პირდაპირი სითბოგადაცემის გზით.

BAT 14. პიკელირების (ამოჭმა/მოწამვლა) პროცესში მასალების გამოყენების ეფექტურობის გაზრდისა და გამოყენებული მაპიკელირებელი მჟავის წარმოქმნის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
პიკელირების საჭიროების თავიდან აცილება ან შემცირება
ა) ფოლადის კოროზიის მინიმიზაცია ეს მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

– ცხლად ნაგლინი ფოლადის შეძლებისდაგვარად სწრაფად გაცივება, პროდუქტის სპეციფიკაციების გათვალისწინებით;
– ნედლეულის შენახვა გადახურულ სივრცეებში;
– ნედლეულის შენახვის ხანგრძლივობის შეზღუდვა.
ზოგადად გამოყენებადია.
ბ) ხენჯის მექანიკური (წინასწარი) მოცილება

ეს მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

– საფანტჭავლური დამუშავება;

– მოღუნვა;

– ქვიშაჭავლური დამუშავება (ხეხვა);

– მეტალის ჯაგრისით წმენდა;

– გაჭიმვა და გასწორება.

გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცის ნაკლებობის გამო.

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს პროდუქტის სპეციფიკაციებით.
გ) მაღალლეგირებული ფოლადის ელექტროლიზური წინასწარი პიკელირება მაღალლეგირებული ფოლადის შერეული მჟავით პიკელირებამდე წინასწარი დამუშავებისთვის გამოიყენება ნატრიუმის სულფატის (Na₂SO₄) წყალხსნარი, ზედაპირული ოქსიდური ხენჯის მოცილების პროცესის დასაჩქარებლად და გასაუმჯობესებლად. ექვსვალენტიანი ქრომის შემცველი ჩამდინარე წყლები მუშავდება BAT 31-ის (ვ) ტექნიკის გამოყენებით. გამოიყენება მხოლოდ ცივი გლინვის პროცესში.

გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცის ნაკლებობის გამო.
პიკელირების ოპტიმიზაცია
დ) ტუტე გაუცხიმოვნების შემდეგ გავლება გაუცხიმოვნების შემდეგ ნედლეულის გავლებით მცირდება ტუტე გაუცხიმოვნების ხსნარის გადატანა მაპიკელირებელ აბაზანაში. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცის ნაკლებობის გამო.
ე) ზოგადი ტექნიკა პიკელირების ეფექტურობის გასაზრდელად ეს მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

– პიკელირების ტემპერატურის ოპტიმიზაცია, პიკელირების სიჩქარის მაქსიმიზაციისა და მჟავების ემისიების მინიმიზაციის მიზნით;
– მაპიკელირებელი აბაზანის შემადგენლობის ოპტიმიზაცია (მაგ., მჟავისა და რკინის კონცენტრაციები);
– პიკელირების დროის ოპტიმიზაცია ზედმეტი პიკელირების თავიდან აცილების მიზნით;
– მაპიკელირებელი აბაზანის შემადგენლობის მკვეთრი ცვლილებების თავიდან აცილება ახალი მჟავის ხშირი დამატებით.
ზოგადად გამოყენებადია.
ვ) მაპიკელირებელი აბაზანის გაწმენდა და თავისუფალი მჟავის ხელახალი გამოყენება ნაწილაკების მოსაშორებლად გამოიყენება მაპიკელირებელი მჟავის გაწმენდის ცირკულაციური სისტემა (მაგ., ფილტრაცია), რასაც მოჰყვება თავისუფალი მჟავის რეკუპერაცია იონგაცვლითი მეთოდით, მაგალითად, ფისების გამოყენებით. არ გამოიყენება, თუ გამოიყენება კასკადური პიკელირება (ან მსგავსი ტექნიკა), რადგან ასეთ შემთხვევაში თავისუფალი მჟავის შემცველობა ძალიან დაბალია.
ზ) რევერსიული კასკადური პიკელირება პიკელირება ხორციელდება სერიულად განლაგებულ ორ ან მეტ აბაზანაში, სადაც ნედლეული გადაადგილდება მჟავის ყველაზე დაბალი კონცენტრაციის მქონე აბაზანიდან ყველაზე მაღალი კონცენტრაციის მქონე აბაზანის მიმართულებით. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცის ნაკლებობის გამო.
თ) მაპიკელირებელი მჟავის გამოდინების (drag-out) მინიმიზაცია ეს მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

– საწური ლილვების გამოყენება, მაგალითად, ზოლის უწყვეტი პიკელირების შემთხვევაში;
– წვეთების სრულად ჩამოსაწურად საკმარისი დროის უზრუნველყოფა, მაგალითად, ნაკეთობების ნელი ამოწევით;
– ვიბრაციული მავთულის გორგლების გამოყენება.
ზოგადად გამოყენებადია.
ი) ტურბულენტური პიკელირება ეს მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

– მაპიკელირებელი მჟავის მაღალი წნევით შეფრქვევა საქშენების (ფრქვევანების) მეშვეობით;
– მაპიკელირებელი მჟავის მორევა ჩაძირვადი ტურბინის გამოყენებით.
გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცის ნაკლებობის გამო.
კ) პიკელირების ინჰიბიტორების გამოყენება პიკელირების ინჰიბიტორები ემატება მაპიკელირებელ მჟავას, რათა დაიცვას ნედლეულის მეტალურად სუფთა უბნები ზედმეტი პიკელირებისგან. არ გამოიყენება მაღალლეგირებული ფოლადისთვის.

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს პროდუქტის სპეციფიკაციებით.
ლ) აქტივირებული პიკელირება მარილმჟავით პიკელირების პროცესში პიკელირება ხორციელდება მარილმჟავის დაბალი კონცენტრაციით (დაახლოებით 4–6 მას.%) და რკინის მაღალი კონცენტრაციით (დაახლოებით 120–180 გ/ლ) 20–25 °C ტემპერატურაზე. ზოგადად გამოყენებადია.

ცხრილი 1.5

სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის პროცესში მაპიკელირებელი მჟავის ხვედრითი მოხმარებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონე (BAT-AEPL)

მაპიკელირებელი მჟავა ერთეული BAT-AEPL
(3-წლიანი საშუალო მნიშვნელობა)
მარილმჟავა, 28 მას.% კგ/ტ 13–30¹
¹ BAT-AEPL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 50 კგ/ტ-ს, თუ გალვანიზაცია ხორციელდება, ძირითადად, დიდი ხვედრითი ზედაპირის მქონე ნაკეთობებისთვის (მაგ., თხელი პროდუქცია < 1,5 მმ, მილები, რომელთა კედლის სისქე < 3 მმ-ია) ან თუ ხორციელდება ხელახალი გალვანიზაცია.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 6-ში.

BAT 15. დაფლუსების პროცესში მასალების გამოყენების ეფექტურობის გაზრდისა და განთავსებისთვის გაგზავნილი გამოყენებული მფლუსავი ხსნარის რაოდენობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული (ა), (ბ) და (გ) ტექნიკის გამოყენებას (დ) ტექნიკასთან ან (ე) ტექნიკასთან კომბინაციაში.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) ნაკეთობების გავლება პიკელირების შემდეგ სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის პროცესში, პიკელირების შემდეგ ნაკეთობების გავლებით მცირდება რკინის გადატანა მფლუსავ ხსნარში. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცის ნაკლებობის გამო.
ბ) დაფლუსების პროცესის ოპტიმიზაცია მფლუსავი ხსნარის ქიმიური შემადგენლობა რეგულარულად მოწმდება და საჭიროებისამებრ კორექტირდება. მფლუსავი საშუალების რაოდენობა მცირდება პროდუქტის სპეციფიკაციებით მოთხოვნილ მინიმალურ დონემდე. ზოგადად გამოყენებადია.
გ) მფლუსავი ხსნარის გამოდინების (drag-out) მინიმიზაცია მფლუსავი ხსნარის გამოდინება მინიმუმამდე მცირდება წვეთების სრულად ჩამოსაწურად საკმარისი დროის უზრუნველყოფით. ზოგადად გამოყენებადია.
დ) რკინის მოცილება და მფლუსავი ხსნარის ხელახალი გამოყენება რკინა მფლუსავი ხსნარიდან მოიცილება ერთ-ერთი შემდეგი ტექნიკის გამოყენებით:

– ელექტროლიზური დაჟანგვა;
– ჰაერის ან H₂O₂-ის გამოყენებით დაჟანგვა;
– იონგაცვლა.

რკინის მოცილების შემდეგ მფლუსავი ხსნარი ხელახლა გამოიყენება.
გამოყენებადობა არსებულ სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცის ნაკლებობის გამო.
ე) გამოყენებული მფლუსავი ხსნარიდან მარილების რეკუპერაცია მფლუსავი საშუალებების საწარმოებლად გამოყენებული მფლუსავი ხსნარიდან ხდება მასში არსებული მარილების რეკუპერაცია მფლუსავი საშუალებების საწარმოებლად. პროცესი შეიძლება განხორციელდეს როგორც საწარმოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს ბაზრის ხელმისაწვდომობაზე დამოკიდებულებით.

BAT 16. მავთულის ამოვლებით ცხელი დაფარვისა და სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის პროცესში მასალების გამოყენების ეფექტურობის გაზრდისა და ნარჩენების წარმოქმნის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა
ა) აბაზანის ძირზე ხენჯის წარმოქმნის შემცირება აბაზანის ძირზე ხენჯის წარმოქმნა მცირდება, მაგალითად:

– პიკელირების შემდეგ საკმარისი გავლებით;
– მფლუსავი ხსნარიდან რკინის მოცილებით (იხ. BAT 15-ის (დ) ტექნიკა);
– მსუბუქი მაპიკელირებელი მოქმედების მქონე მფლუსავი საშუალებების გამოყენებით;
– გალვანიზაციის აბაზანაში ლოკალური გადახურების თავიდან აცილებით.
ბ) სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის პროცესში თუთიის შხეფების წარმოქმნის პრევენცია, შეგროვება და ხელახალი გამოყენება გალვანიზაციის აბაზანიდან თუთიის შხეფების წარმოქმნა მცირდება მფლუსავი ხსნარის გამოდინების (drag-out) მინიმიზაციით (იხ. BAT 26-ის (ბ) ტექნიკა). აბაზანიდან გადმოსული თუთიის შხეფები გროვდება და ხელახლა გამოიყენება. აბაზანის მიმდებარე ტერიტორია სუფთად ინახება, რათა შემცირდეს თუთიის შხეფების დაბინძურება.
გ) თუთიის ნაცრის წარმოქმნის შემცირება თუთიის ნაცრის, ანუ აბაზანის ზედაპირზე თუთიის დაჟანგვის, წარმოქმნა მცირდება, მაგალითად:

– ამოვლებამდე ნაკეთობების/მავთულის სათანადოდ გაშრობით;
– წარმოების პროცესში, მათ შორის, თუთიის ნაცრის მოხსნის დროს, აბაზანის ზედმეტი დარღვევის თავიდან აცილებით;
– მავთულის უწყვეტი ამოვლებით ცხელი დაფარვის პროცესში, ჰაერთან კონტაქტში მყოფი აბაზანის ზედაპირის შემცირებით მცურავი ცეცხლგამძლე საფარის გამოყენებით.

BAT 17. ფოსფატირებისა და პასივაციის პროცესში მასალების გამოყენების ეფექტურობის გაზრდისა და განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს (ა) ტექნიკისა და ქვემოთ მოცემული (ბ) ან (გ) ტექნიკიდან ერთ-ერთის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა
დამუშავების აბაზანების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება
ა) ფოსფატირების ან პასივაციის ხსნარის გაწმენდა და ხელახალი გამოყენება ფოსფატირების ან პასივაციის ხსნარის ხელახლა გამოყენების მიზნით გამოიყენება გაწმენდის ცირკულაციური სისტემა, მაგალითად, ფილტრაცია.
დამუშავების პროცესის ოპტიმიზაცია
ბ) ზოლებისთვის ვალციანი დამტანი/დამფარავი მანქანების გამოყენება ზოლის ზედაპირზე პასივაციის ან ფოსფატის შემცველი ფენის დასატანად გამოიყენება ვალციანი/ლილვიანი დამტანები (roll coaters). ეს უზრუნველყოფს ფენის სისქის უკეთეს კონტროლს და, შესაბამისად, ქიმიური ნივთიერებების მოხმარების შემცირებას.
გ) ქიმიური ხსნარის გამოდინების (drag-out) მინიმიზაცია ქიმიური ხსნარის გამოდინება (drag-out) მინიმუმამდე მცირდება, მაგალითად, ზოლების საწურ ლილვებში გატარებით ან ნაკეთობებისთვის წვეთების სრულად ჩამოსაწურად საკმარისი დროის უზრუნველყოფით.

BAT 18. განთავსებისთვის გაგზავნილი გამოყენებული მაპიკელირებელი მჟავის რაოდენობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს გამოყენებული მაპიკელირებელი მჟავების (ანუ მარილმჟავის, გოგირდმჟავისა და შერეული მჟავის) რეკუპერაციას. გამოყენებული მაპიკელირებელი მჟავების განეიტრალება ან მათი გამოყენება ემულსიების დასაშლელად არ წარმოადგენს BAT-ს.

აღწერა

ობიექტზე ან მის ფარგლებს გარეთ ნამუშევარი მაპიკელირებელი მჟავის რეკუპერაციის ტექნიკა მოიცავს:

ა) მარილმჟავის რეკუპერაციას შეფრქვევითი გამოწვის ან ფსევდოგათხევადებული ფენის რეაქტორების გამოყენებით;

ბ) გოგირდმჟავის რეკუპერაციას რკინის (III) სულფატის კრისტალიზაციის გზით;

გ) შერეული მჟავის რეკუპერაციას შეფრქვევითი გამოწვით, აორთქლებით, იონგაცვლით ან დიფუზიური დიალიზით;

დ) ნამუშევარი მაპიკელირებელი მჟავის მეორად ნედლეულად გამოყენებას (მაგ., რკინის ქლორიდის ან პიგმენტების წარმოებისთვის).

გამოყენებადობა

სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის შემთხვევაში, თუ ნამუშევარი მაპიკელირებელი მჟავის მეორად ნედლეულად გამოყენება შეზღუდულია ბაზრის არარსებობის გამო, გამონაკლისის სახით, დასაშვებია ნამუშევარი მაპიკელირებელი მჟავის განეიტრალება.

მასალების გამოყენების ეფექტურობის გაზრდისთვის დამატებითი, სექტორისთვის სპეციფიკური ტექნიკა მოცემულია წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნების 1.2.2, 1.3.2, 1.4.2, 1.5.1 და 1.6.1 პუნქტებში.

1.1.6. წყლის გამოყენება და ჩამდინარე წყლების წარმოქმნა

BAT 19. წყლის მოხმარების ოპტიმიზაციის, წყლის ხელახალი გამოყენების შესაძლებლობის გაუმჯობესებისა და წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების მოცულობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული (ა) და (ბ) ტექნიკის, ასევე, (გ)-დან (თ)-მდე ტექნიკის შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) წყლის მართვის გეგმა და წყლის აუდიტები წყლის მართვის გეგმა და წყლის აუდიტები წარმოადგენს EMS-ის ნაწილს (იხ. BAT 1) და მოიცავს:

– საწარმოს წყლის ნაკადების სქემებსა და წყლის მასურ ბალანსს;
– წყლის გამოყენების ეფექტურობის მიზნების განსაზღვრას;
– წყლის მოხმარების ოპტიმიზაციის ტექნიკის დანერგვას (მაგ., წყლის მოხმარების კონტროლი, წყლის ხელახალი გამოყენება, გაჟონვის გამოვლენა და აღმოფხვრა).

წყლის აუდიტები ტარდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წყლის მართვის გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევა.

წყლის მართვის გეგმა და წყლის აუდიტები შეიძლება ინტეგრირებული იყოს უფრო დიდი დანადგარის (მაგ., რკინისა და ფოლადის წარმოების) წყლის მართვის საერთო გეგმაში.
წყლის მართვის გეგმისა და წყლის აუდიტების დეტალიზაციის დონე, როგორც წესი, დამოკიდებულია საწარმოს ბუნებაზე, მასშტაბსა და კომპლექსურობაზე.
ბ) წყლის ნაკადების განცალკევება წყლის თითოეული ნაკადი (მაგ., ზედაპირული ჩამონადენის წყალი, ტექნოლოგიური წყალი, ტუტე ან მჟავე ჩამდინარე წყლები, ნამუშევარი გაუცხიმოვნების ხსნარი) გროვდება განცალკევებით, დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცველობისა და საჭირო დამუშავების ტექნიკის გათვალისწინებით. ჩამდინარე წყლების ნაკადები, რომელთა ხელახალი გამოყენება შესაძლებელია დამუშავების გარეშე, განცალკევებულია იმ ნაკადებისგან, რომლებიც დამუშავებას საჭიროებს. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს წყლის შემკრები სისტემის განლაგების გამო.
გ) ტექნოლოგიური წყლის ნახშირწყალბადებით დაბინძურების მინიმიზაცია ტექნოლოგიური წყლის ზეთისა და საპოხი მასალების დანაკარგებით დაბინძურება მინიმუმამდე მცირდება ისეთი ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა:

– სამუშაო ლილვებისთვის ზეთის გაუმტარი საკისრები და საკისრების შემამჭიდროებლები;
– გაჟონვის ინდიკატორები;
– ტუმბოების შემამჭიდროებლების, მილსადენებისა და სამუშაო ლილვების რეგულარული ინსპექტირება და პრევენციული ტექნიკური მომსახურება.
ზოგადად გამოყენებადია.
დ) წყლის ხელახალი გამოყენება და/ან რეცირკულაცია წყლის ნაკადები (მაგ., ტექნოლოგიური წყალი, სველი სკრუბერებიდან ან საწრთობი/გაცივების აბაზანებიდან წარმოქმნილი ჩამდინარე წყლები) ხელახლა გამოიყენება და/ან რეცირკულირდება დახურულ ან ნახევრად დახურულ ციკლებში, საჭიროების შემთხვევაში, დამუშავების შემდეგ (იხ. BAT 30 და BAT 31). წყლის ხელახალი გამოყენებისა და/ან რეცირკულაციის ხარისხი შეზღუდულია საწარმოს წყლის ბალანსით, მინარევების შემცველობით და/ან წყლის ნაკადების მახასიათებლებით.
ე) რევერსიული კასკადური გავლება გავლება ხორციელდება სერიულად განლაგებულ ორ ან მეტ აბაზანაში, სადაც ნედლეული გადაადგილდება ყველაზე მეტად დაბინძურებული გავლების აბაზანიდან ყველაზე სუფთა აბაზანის მიმართულებით. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცის ნაკლებობის გამო.
ვ) გავლების წყლის რეცირკულაცია ან ხელახალი გამოყენება პიკელირების ან გაუცხიმოვნების შემდეგ გავლების წყალი, საჭიროების შემთხვევაში, დამუშავების შემდეგ, რეცირკულირდება/ხელახლა გამოიყენება წინა ტექნოლოგიურ აბაზანებში, როგორც შესავსები წყალი, გავლების წყალი ან, თუ მჟავის კონცენტრაცია საკმარისად მაღალია, მჟავის რეკუპერაციისთვის. ზოგადად გამოყენებადია.
ზ) ზეთისა და ხენჯის შემცველი ტექნოლოგიური წყლის დამუშავება და ხელახალი გამოყენება ცხელი გლინვის პროცესში ცხელი გლინვის საამქროებიდან წარმოქმნილი ზეთისა და ხენჯის შემცველი ჩამდინარე წყლები ცალკე მუშავდება გაწმენდის სხვადასხვა საფეხურის გამოყენებით, მათ შორის, ხენჯის ორმოების, სალექარების, ციკლონებისა და ფილტრაციის საშუალებით, ზეთისა და ხენჯის გამოსაყოფად. დამუშავებული წყლის დიდი ნაწილი ხელახლა გამოიყენება ტექნოლოგიურ პროცესში. ზოგადად გამოყენებადია.
თ) ცხელი გლინვის პროცესში სენსორებით მართვადი წყლის ჭავლით ხენჯის მოცილება სენსორები და ავტომატიზაციის სისტემა გამოიყენება ნედლეულის მდებარეობის განსასაზღვრად და წყლის ჭავლებში მიწოდებული ხენჯის მოსაცილებელი წყლის მოცულობის დასარეგულირებლად. ზოგადად გამოყენებადია.

ცხრილი 1.6

წყლის ხვედრითი მოხმარებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონეები (BAT-AEPL)

სექტორი ერთეული

BAT-AEPL

(საშუალო წლიური მნიშვნელობა)

ცხელი გლინვა მ³/ტ 0,5–5
ცივი გლინვა მ³/ტ 0,5–10
მავთულის ადიდვა მ³/ტ 0,5–5
ამოვლებით ცხელი დაფარვა მ³/ტ 0,5–5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 6-ში.

1.1.7. ატმოსფერულ ჰაერში ემისიები

1.1.7.1. გახურების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიები

BAT 20. გახურების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ემისიების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს წიაღისეული საწვავის გარეშე წარმოებული ელექტროენერგიის გამოყენებას ან ქვემოთ მოცემული (ა) ტექნიკის გამოყენებას (ბ) ტექნიკასთან კომბინაციაში.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) მტვრისა და ნაცრის დაბალი შემცველობის მქონე საწვავის გამოყენება მტვრისა და ნაცრის დაბალი შემცველობის მქონე საწვავს მიეკუთვნება, მაგალითად, ბუნებრივი აირი, თხევადი აირი (LPG), მტვრისგან გაწმენდილი ბრძმედის აირი და მტვრისგან გაწმენდილი ჟანგბადკონვერტერული აირი. ზოგადად გამოყენებადია.
ბ) მტვრის გატაცების შეზღუდვა მტვრის გატაცება იზღუდება, მაგალითად:

– შეძლებისდაგვარად, სუფთა ნედლეულის გამოყენებით ან ღუმელში შეტანამდე ნედლეულის ზედაპირზე არსებული თავისუფალი ხენჯისა და მტვრის მოცილებით;
– ცეცხლგამძლე ამონაგების დაზიანების შედეგად მტვრის წარმოქმნის მინიმიზაციით, მაგალითად, ალისა და ცეცხლგამძლე ამონაგების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილებით, ცეცხლგამძლე ამონაგზე კერამიკული საფარის გამოყენებით;
– ალისა და ნედლეულის პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილებით.
ალისა და ნედლეულის პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილება არ გამოიყენება ღია ალის ღუმლების შემთხვევაში.

ცხრილი 1.7

ნედლეულის გახურების პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული მტვრის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL)

პარამეტრი სექტორი ერთეული

BAT-AEL¹

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

მტვერი ცხელი გლინვა მგ/ნმ³ < 2–10
ცივი გლინვა მგ/ნმ³ < 2–10
მავთულის ადიდვა მგ/ნმ³ < 2–10
ამოვლებით ცხელი დაფარვა მგ/ნმ³ < 2–10
¹ BAT-AEL არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მტვრის მასური ნაკადი (ხარჯი) 100 გ/სთ-ზე ნაკლებია.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.

BAT 21. გახურების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში SO₂-ის ემისიების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს წიაღისეული საწვავის გარეშე წარმოებული ელექტროენერგიის ან გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე საწვავის ან ასეთი საწვავების კომბინაციის გამოყენებას.

აღწერა

გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე საწვავს მიეკუთვნება, მაგალითად, ბუნებრივი აირი, თხევადი აირი (LPG), ბრძმედის აირი, ჟანგბადკონვერტერული აირი და ფეროქრომის წარმოებიდან მიღებული CO-ით მდიდარი აირი.

ცხრილი 1.8

ნედლეულის გახურების პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული SO₂-ის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL)

პარამეტრი სექტორი ერთეული

BAT-AEL

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

SO₂ ცხელი გლინვა მგ/ნმ³ 50–200 ¹,²
ცივი გლინვა, მავთულის ადიდვა, ფურცლების ამოვლებით ცხელი დაფარვა მგ/ნმ³ 20–100 ¹

¹ BAT-AEL არ გამოიყენება იმ საწარმოებისთვის, რომლებშიც გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივი აირი ან მხოლოდ ელექტროგახურება.

² BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 300 მგ/ნმ³-ს, თუ გამოიყენება კოქსის ღუმლის აირის მაღალი წილი (ენერგიის მიწოდების > 50 %)

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.

BAT 22. გახურების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში NOₓ-ის ემისიების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით, CO-ის ემისიებისა და SNCR-ის და/ან SCR-ის გამოყენების შედეგად NH₃-ის ემისიების შეზღუდვის პირობებში, BAT წარმოადგენს წიაღისეული საწვავის გარეშე წარმოებული ელექტროენერგიის ან ქვემოთ მოცემული ტექნიკის შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ემისიების წარმოქმნის შემცირება
ა) NOₓ-ის წარმოქმნის დაბალი პოტენციალის მქონე საწვავის ან საწვავების კომბინაციის გამოყენება NOₓ-ის წარმოქმნის დაბალი პოტენციალის მქონე საწვავს მიეკუთვნება, მაგალითად, ბუნებრივი აირი, თხევადი აირი (LPG), ბრძმედის აირი და ჟანგბადკონვერტერული აირი. ზოგადად გამოყენებადია.
ბ) ღუმლის ავტომატიზაცია და კონტროლი იხ. პუნქტი 1.7.2. ზოგადად გამოყენებადია.
გ) წვის პროცესის ოპტიმიზაცია იხ. პუნქტი 1.7.2. როგორც წესი, გამოიყენება სხვა ტექნიკასთან კომბინაციაში. ზოგადად გამოყენებადია.
დ) დაბალი NOₓ-ის ემისიის მქონე სანთურები (Low-NOₓ burners) იხ. პუნქტი 1.7.2. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს კონსტრუქციული და/ან ექსპლუატაციის თავისებურებების გამო.
ე) ნამწვი აირების რეცირკულაცია ნამწვი აირების ნაწილის (გარე) რეცირკულაცია წვის კამერაში, ახალი წვის ჰაერის ნაწილის ჩანაცვლების მიზნით, რაც ერთდროულად ამცირებს ტემპერატურასა და ჟანგბადის (O₂) შემცველობას აზოტის დაჟანგვის პროცესში და, შესაბამისად, ზღუდავს NOₓ-ის წარმოქმნას. ეს გულისხმობს ღუმლიდან ნამწვი აირების ალში დაბრუნებას ჟანგბადის შემცველობისა და, შესაბამისად, ალის ტემპერატურის შესამცირებლად. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცის ნაკლებობის გამო.
ვ) ჰაერის წინასწარი გახურების ტემპერატურის შეზღუდვა ჰაერის წინასწარი გახურების ტემპერატურის შეზღუდვა იწვევს NOₓ-ის ემისიების კონცენტრაციის შემცირებას. აუცილებელია ბალანსის დაცვა ნამწვი აირებიდან სითბოს რეკუპერაციის მაქსიმიზაციასა და NOₓ-ის ემისიების მინიმიზაციას შორის. შეიძლება არ გამოიყენებოდეს სხივური მილაკოვანი სანთურებით აღჭურვილ ღუმლებში.
ზ) ალის გარეშე წვა იხ. პუნქტი 1.7.2. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს ღუმლის კონსტრუქციით (მაგ., ღუმლის მოცულობა, სანთურებისთვის არსებული სივრცე, სანთურებს შორის მანძილი) და ცეცხლგამძლე ამონაგების შეცვლის აუცილებლობით. გამოყენებადობა ასევე შეიძლება შეზღუდული იყოს იმ პროცესებისთვის, რომლებშიც საჭიროა ტემპერატურის ან ტემპერატურული პროფილის ზუსტი კონტროლი (მაგ., რეკრისტალიზაცია). არ გამოიყენება ღუმლებში, რომლებიც მუშაობენ უალო წვისთვის საჭირო თვითაალების ტემპერატურაზე დაბალ ტემპერატურაზე, ან სხივური მილაკოვანი სანთურებით აღჭურვილ ღუმლებში.
თ) საწვავის წვა ჟანგბადის არეში (Oxy-fuel combustion) იხ. პუნქტი 1.7.2. გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს მაღალლეგირებული ფოლადის დამამუშავებელ ღუმლებში. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს ღუმლის კონსტრუქციით და აირჰაერმტვერნარევის მინიმალური ნაკადის საჭიროებით. არ გამოიყენება სხივური მილაკოვანი სანთურებით აღჭურვილ ღუმლებში.
აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა
ი) სელექციური კატალიზური აღდგენა (SCR) იხ. პუნქტი 1.7.2. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცის ნაკლებობის გამო. გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს სერიული (პერიოდული) მოწვის პროცესში, მოწვის ციკლის განმავლობაში ტემპერატურის ცვალებადობის გამო.
კ) სელექციური არაკატალიზური აღდგენა (SNCR) იხ. პუნქტი 1.7.2. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს რეაქციისთვის საჭირო ოპტიმალური ტემპერატურული დიაპაზონისა და რეაგენტის დაყოვნების დროის გამო. გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს სერიული (პერიოდული) მოწვის პროცესში, მოწვის ციკლის განმავლობაში ტემპერატურის ცვალებადობის გამო.
ლ) SNCR/SCR სისტემის პროექტირებისა და ექსპლუატაციის ოპტიმიზაცია იხ. პუნქტი 1.7.2. გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც SNCR/SCR გამოიყენება NOₓ-ის ემისიების შესამცირებლად.

ცხრილი 1.9

ცხელი გლინვის პროცესში ნედლეულის გახურებიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული NOₓ-ის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) და CO-ის ორგანიზებული ემისიებისთვის სტანდარტული ემისიის დონეები

პარამეტრი საწვავის ტიპი კონკრეტული პროცესი ერთეული

BAT-AEL

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

CO-ის საორიენტაციო ემისიის დონე

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

NOₓ 100 % ბუნებრივი აირი ხელახალი გახურება მგ/ნმ³

ახალი საწარმოები: 80–200

არსებული საწარმოები: 100–350

არ არის დადგენილი
შუალედური გახურება მგ/ნმ³ 100–250
გლინვის შემდგომი გახურება მგ/ნმ³ 100–200
სხვა საწვავი ხელახალი გახურება, შუალედური გახურება, გლინვის შემდგომი გახურება მგ/ნმ³ 100–350 ¹
CO 100 % ბუნებრივი აირი ხელახალი გახურება მგ/ნმ³ BAT-AEL არ არის დადგენილი 10–50
შუალედური გახურება მგ/ნმ³ 10–100
გლინვის შემდგომი გახურება მგ/ნმ³ 10–100
სხვა საწვავი ხელახალი გახურება, შუალედური გახურება, გლინვის შემდგომი გახურება მგ/ნმ³ 10–50
¹ BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 550 მგ/ნმ³-ს, თუ გამოიყენება კოქსის ღუმლის აირის ან ფეროქრომის წარმოებიდან მიღებული CO-ით მდიდარი აირის მაღალი წილი (ენერგიის მიწოდების 50 %-ზე მეტი).

ცხრილი 1.10

ცივი გლინვის პროცესში ნედლეულის გახურებიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული NOₓ-ის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) და CO-ის ორგანიზებული ემისიებისთვის საორიენტაციო ემისიის დონეები

პარამეტრი საწვავის ტიპი ერთეული

BAT-AEL

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

CO-ის საორიენტაციო ემისიის დონე

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

NOₓ 100 % ბუნებრივი აირი მგ/ნმ³ 100–250¹ არ არის დადგენილი
სხვა საწვავი მგ/ნმ³ 100–300²
CO 100 % ბუნებრივი აირი მგ/ნმ³ BAT-AEL არ არის დადგენილი 10–50
სხვა საწვავი მგ/ნმ³ BAT-AEL არ არის დადგენილი 10–100

¹ უწყვეტი მოწვის პროცესში BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 300 მგ/ნმ³-ს.

² BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 550 მგ/ნმ³-ს, თუ გამოიყენება კოქსის ღუმლის აირის ან ფეროქრომის წარმოებიდან მიღებული CO-ით მდიდარი აირის მაღალი წილი (ენერგიის მიწოდების 50 %-ზე მეტი).

ცხრილი 1.11

მავთულის ადიდვის პროცესში ნედლეულის გახურებიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული NOₓ-ის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) და CO-ის ორგანიზებული ემისიებისთვის საორიენტაციო ემისიის დონე

პარამეტრი ერთეული

BAT-AEL

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

CO-ის საორიენტაციო ემისიის დონე

(სინჯის აღების პერიოდის საშუალო მნიშვნელობა)

NOₓ მგ/ნმ³ 100–250 არ არის დადგენილი
CO მგ/ნმ³ BAT-AEL არ არის დადგენილი 10–50

ცხრილი 1.12

ამოვლებით ცხელი დაფარვის პროცესში ნედლეულის გახურებიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული NOₓ-ის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) და CO-ის ორგანიზებული ემისიებისთვის საორიენტაციო ემისიის დონე

პარამეტრი ერთეული

BAT-AEL

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

CO-ის საორიენტაციო ემისიის დონე

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

NOₓ მგ/ნმ³ 100–300¹ არ არის დადგენილი
CO მგ/ნმ³ BAT-AEL არ არის დადგენილი 10–100
¹ BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 550 მგ/ნმ³-ს, თუ გამოიყენება კოქსის ღუმლის აირის ან ფეროქრომის წარმოებიდან მიღებული CO-ით მდიდარი აირის მაღალი წილი (ენერგიის მიწოდების 50 %-ზე მეტი).

ცხრილი 1.13

სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის პროცესში გალვანიზაციის აბაზანის გახურებიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული NOₓ-ის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) და CO-ის ორგანიზებული ემისიებისთვის საორიენტაციო ემისიის დონე

პარამეტრი ერთეული

BAT-AEL

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

CO-ის საორიენტაციო ემისიის დონე

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

NOₓ მგ/ნმ³ 70–300 არ არის დადგენილი
CO მგ/ნმ³ BAT-AEL არ არის დადგენილი 10–100

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.

1.1.7.2. გაუცხიმოვნების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიები

BAT 23. ცივი გლინვისა და ფურცლების ამოვლებით ცხელი დაფარვის პროცესებში გაუცხიმოვნებიდან ატმოსფერულ ჰაერში ზეთის ნისლის, მჟავებისა და/ან ტუტეების ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ემისიების შეგროვებას ქვემოთ მოცემული (ა) ტექნიკის გამოყენებით და აირჰაერმტვერნარევის გაწმენდას (ბ) და/ან (გ) ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა აღწერა
ემისიების შეგროვება
ა) დახურული გაუცხიმოვნების ავზები ჰაერის გაწოვასთან კომბინაციაში, უწყვეტი გაუცხიმოვნების შემთხვევაში გაუცხიმოვნება ხორციელდება დახურულ ავზებში და ხდება ჰაერის გაწოვა.
აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა
ბ) სველი სკრუბერი იხ. პუნქტი 1.7.2.
გ) წვეთდამჭერი/ნისლდამჭერი (Demister) იხ. პუნქტი 1.7.2.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.

1.1.7.3. პიკელირების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიები

BAT 24. ცხელი გლინვის, ცივი გლინვის, ამოვლებით ცხელი დაფარვისა და მავთულის ადიდვის პროცესებში პიკელირებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრის, მჟავების (HCl, HF, H₂SO₄) და SOₓ-ის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს (ა) ან (ბ) ტექნიკის გამოყენებას ქვემოთ მოცემულ (გ) ტექნიკასთან კომბინაციაში.

ტექნიკა აღწერა
ემისიების შეგროვება
ა) უწყვეტი პიკელირება დახურულ აბაზანებში აირების გაწოვასთან კომბინაციაში უწყვეტი პიკელირება ხორციელდება დახურულ აბაზანებში, რომლებსაც ფოლადის ზოლის ან მავთულის შესაყვანად და გამოსაყვანად შეზღუდული ზომის ღიობები აქვს. მაპიკელირებელი აბაზანებიდან წარმოქმნილი აირები გაიწოვება.
ბ) სერიული (პერიოდული) პიკელირება თავსახურებით ან ქოლგებით აღჭურვილ აბაზანებში აირების გაწოვასთან კომბინაციაში სერიული (პერიოდული) პიკელირება ხორციელდება თავსახურებით ან ქოლგებით აღჭურვილ აბაზანებში, რომლებიც შეიძლება გაიხსნას მავთულის გორგლების ჩასატვირთად. მაპიკელირებელი აბაზანებიდან წარმოქმნილი აირები გაიწოვება.
აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა
გ) სველი სკრუბერი წვეთდამჭერთან/ ნისლდამჭერთან (demister) კომბინაციაში იხ. პუნქტი 1.7.2.

ცხრილი 1.14

ცხელი გლინვის, ცივი გლინვისა და ამოვლებით ცხელი დაფარვის პროცესებში პიკელირებიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული HCl-ის, HF-ისა და SOₓ-ის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL)

პარამეტრი ერთეული

BAT-AEL

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

HCl მგ/ნმ³ < 2–10¹
HF მგ/ნმ³ < 1²
SOₓ მგ/ნმ³ < 1–6³

¹ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ მარილმჟავით პიკელირების შემთხვევაში.

² BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ ფტორწყალბადმჟავას შემცველი მჟავების ნარევებით პიკელირების შემთხვევაში.

³ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ გოგირდმჟავით პიკელირების შემთხვევაში.

ცხრილი 1.15

მავთულის ადიდვის პროცესში მარილმჟავით ან გოგირდმჟავით პიკელირებიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული HCl-ისა და SOₓ-ის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL)

პარამეტრი ერთეული BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)
HCl მგ/ნმ³ < 2–10 1
SOₓ მგ/ნმ³ < 1–6 2

1 BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ მარილმჟავით პიკელირების შემთხვევაში.

2 BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ გოგირდმჟავით პიკელირების შემთხვევაში.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.

BAT 25. ცხელი გლინვისა და ცივი გლინვის პროცესებში აზოტმჟავით (ცალკე ან სხვა მჟავებთან კომბინაციაში) პიკელირებიდან ატმოსფერულ ჰაერში NOₓ-ის ემისიებისა და SCR-ის გამოყენების შედეგად NH₃-ის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ემისიების წარმოქმნის შემცირება
ა) მაღალლეგირებული ფოლადის პიკელირება აზოტმჟავის გარეშე მაღალლეგირებული ფოლადის პიკელირება ხორციელდება აზოტმჟავის სრულად ჩანაცვლებით ძლიერი დამჟანგავი საშუალებით (მაგ., წყალბადის ზეჟანგით). გამოიყენება მხოლოდ ახალ საწარმოებსა და საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში.
ბ) მაპიკელირებელ მჟავაში წყალბადის ზეჟანგის ან შარდოვანას დამატება NOₓ-ის ემისიების შესამცირებლად წყალბადის ზეჟანგი ან შარდოვანა პირდაპირ ემატება მაპიკელირებელ მჟავას. ზოგადად გამოყენებადია.
ემისიების შეგროვება
გ) უწყვეტი პიკელირება დახურულ აბაზანებში აირების გაწოვასთან კომბინაციაში უწყვეტი პიკელირება ხორციელდება დახურულ აბაზანებში, რომლებსაც ფოლადის ზოლის ან მავთულის შესაყვანად და გამოსაყვანად შეზღუდული ზომის ღიობები აქვს. მაპიკელირებელი აბაზანიდან წარმოქმნილი აირები გაიწოვება. ზოგადად გამოყენებადია.
დ) სერიული (პერიოდული) პიკელირება თავსახურებით ან ქოლგებით აღჭურვილ აბაზანებში აირების გაწოვასთან კომბინაციაში სერიული (პერიოდული) პიკელირება ხორციელდება თავსახურებით ან ქოლგებით აღჭურვილ აბაზანებში, რომლებიც შეიძლება გაიხსნას მავთულის გორგლების ჩასატვირთად. მაპიკელირებელი აბაზანებიდან წარმოქმნილი აირები გაიწოვება. ზოგადად გამოყენებადია.
აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა
ე) სველი სკრუბერი დამჟანგავი საშუალების (მაგ., წყალბადის ზეჟანგის) დამატებით იხ. პუნქტი 1.7.2. სკრუბერის ხსნარს ემატება დამჟანგავი საშუალება (მაგ., წყალბადის ზეჟანგი) NOₓ-ის ემისიების შესამცირებლად. წყალბადის ზეჟანგის გამოყენების შემთხვევაში წარმოქმნილი აზოტმჟავა შეიძლება რეცირკულირდეს მაპიკელირებელ აბაზანებში. ზოგადად გამოყენებადია.
ვ) სელექციური კატალიზური აღდგენა (SCR) იხ. პუნქტი 1.7.2. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცის ნაკლებობის გამო.
ზ) SCR-ის პროექტირებისა და ექსპლუატაციის ოპტიმიზაცია იხ. პუნქტი 1.7.2. გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც SCR გამოიყენება NOₓ-ის ემისიების შესამცირებლად.

ცხრილი 1.16

ცხელი გლინვისა და ცივი გლინვის პროცესებში აზოტმჟავით (ცალკე ან სხვა მჟავებთან კომბინაციაში) პიკელირებიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული NOₓ-ის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL)

პარამეტრი ერთეული

BAT-AEL

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

NOₓ მგ/ნმ³ 10–200

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.

1.1.7.4. ცხელ ნალღობში ამოვლების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიები

BAT 26. მავთულის ამოვლებით ცხელი დაფარვისა და სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის პროცესებში დაფლუსების შემდეგ ამოვლებით ცხელი დაფარვიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და თუთიის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ემისიების წარმოქმნის შემცირებას ქვემოთ მოცემული (ბ) ტექნიკის ან (ა) და (ბ) ტექნიკის გამოყენებით, ემისიების შეგროვებას (გ) ან (დ) ტექნიკის გამოყენებით და აირჰაერმტვერნარევის გაწმენდას (ე) ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ემისიების წარმოქმნის შემცირება
ა) დაბალი აირწარმოქმნის მქონე ფლუსი მტვრის წარმოქმნის შესამცირებლად ფლუსში არსებული ამონიუმის ქლორიდი ნაწილობრივ ჩანაცვლებულია სხვა ტუტე ლითონების ქლორიდებით (მაგ., კალიუმის ქლორიდით). გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს პროდუქტის სპეციფიკაციებით.
ბ) ფლუსის ხსნარის გადატანის (carry-over) მინიმიზაცია ეს მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

– ფლუსის ხსნარის სრულად ჩამოსაწურად საკმარისი დროის უზრუნველყოფა (იხ. BAT 15-ის (გ) ტექნიკა);
– ამოვლებამდე გაშრობა.
ზოგადად გამოყენებადია.
ემისიების შეგროვება
გ) ჰაერის გაწოვა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს აბაზანიდან ჰაერი გაიწოვება, მაგალითად, გვერდითი შეწოვის ქოლგა (lateral hood) ან ავზის კიდეზე განთავსებული – კიდურა გამწოვის (lip extraction) გამოყენებით. ზოგადად გამოყენებადია.
დ) დახურული აბაზანა ჰაერის გამწოვთან კომბინაციაში ამოვლებით ცხელი დაფარვა ხორციელდება დახურულ აბაზანაში და ხდება ჰაერის გაწოვა. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს, თუ სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის პროცესში დახურული კონსტრუქცია ხელს უშლის ნაკეთობების არსებული სატრანსპორტო სისტემის მუშაობას.
აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა
ე) სახელოიანი ფილტრი იხ. პუნქტი 1.7.2. ზოგადად გამოყენებადია.

ცხრილი 1.17
მავთულის ამოვლებით ცხელი დაფარვისა და სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის პროცესებში დაფლუსების შემდეგ ამოვლებით ცხელი დაფარვიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული მტვრის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL)

პარამეტრი ერთეული

BAT-AEL

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

მტვერი მგ/ნმ³ < 2–5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.

1.1.7.4.1. შეზეთვის (oiling) პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიები

BAT 27. ნედლეულის ზედაპირის შეზეთვის პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში ზეთის ნისლის ემისიების თავიდან აცილებისა და ზეთის მოხმარების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა
ა) ელექტროსტატიკური გაპოხვა/შეზეთვა ზეთი მეტალის ზედაპირზე დაიტანება ელექტროსტატიკური ველის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს ზეთის ერთგვაროვან განაწილებას და გამოყენებული ზეთის რაოდენობის ოპტიმიზაციას. ზეთის დატანის დანადგარი დახურულია, ხოლო ის ზეთი, რომელიც მეტალის ზედაპირზე არ ილექება, გროვდება და ხელახლა გამოიყენება დანადგარშივე.
ბ) კონტაქტური შეზეთვა მეტალის ზედაპირთან უშუალო კონტაქტში გამოიყენება ლილვიანი საპოხები (roller lubricators), მაგალითად, თექის ლილვები (felt rolls) ან საწური ლილვები (squeeze rolls).
გ) ზეთის დატანა შეკუმშული ჰაერის გარეშე ზეთი მეტალის ზედაპირთან ახლოს განლაგებული საქშენებით (ფრქვევანებით) მიეწოდება მაღალი სიხშირის სარქველების გამოყენებით.

1.1.7.5. შემდგომი დამუშავების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიები

BAT 28. შემდგომი დამუშავების (ანუ ფოსფატირებისა და პასივაციის) პროცესში ქიმიური აბაზანებიდან ან ავზებიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ემისიების შეგროვებას (ა) ან (ბ) ტექნიკის გამოყენებით, ხოლო ამ შემთხვევაში აირჰაერმტვერნარევის გაწმენდას (გ) და/ან (დ) ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ემისიების შეგროვება
ა) ჰაერის გაწოვა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს ქიმიური საცავი ავზებიდან და ქიმიური აბაზანებიდან წარმოქმნილი ემისიები იჭირება, მაგალითად, შემდეგი ტექნიკის ერთ-ერთის ან მათი კომბინაციის გამოყენებით:

– გვერდითი შეწოვის ქოლგა (lateral hood) ან ავზის კიდეზე/პირზე განთავსებული – კიდურა გამწოვის (lip extraction);
– მოძრავი თავსახურებით აღჭურვილი საცავები;
– ქოლგები;
– აბაზანების დახურულ სივრცეში განთავსება.

დაჭერის შემდეგ ხდება ემისიების გაწოვა.
გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც დამუშავება ხორციელდება შესხურებით ან გამოიყენება აქროლადი ნივთიერებები.
ბ) დახურული ავზები ჰაერის გაწოვასთან კომბინაციაში უწყვეტი შემდგომი დამუშავების შემთხვევაში ფოსფატირება და პასივაცია ხორციელდება დახურულ ავზებში, საიდანაც ხდება ჰაერის გაწოვა. გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც დამუშავება ხორციელდება შესხურებით ან გამოიყენება აქროლადი ნივთიერებები.
აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა
გ) სველი სკრუბერი იხ. პუნქტი 1.7.2. ზოგადად გამოყენებადია.
დ) წვეთდამჭერი/ნისლდამჭერი (Demister) იხ. პუნქტი 1.7.2. ზოგადად გამოყენებადია.

1.1.7.6. მჟავის რეკუპერაციის პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიები

BAT 29. ნამუშევარი მჟავის რეკუპერაციის პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრის, მჟავების (HCl, HF), SO₂-ისა და NOₓ-ის ემისიების (CO-ის ემისიების შეზღუდვის პირობებში), ასევე SCR-ის გამოყენების შედეგად NH₃-ის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) გოგირდის დაბალი შემცველობის და/ან NOₓ-ის წარმოქმნის დაბალი პოტენციალის მქონე საწვავის ან საწვავის კომბინაციის გამოყენება იხ. BAT 21 და BAT 22-ის (ა) ტექნიკა. ზოგადად გამოყენებადია.
ბ) წვის პროცესის ოპტიმიზაცია იხ. პუნქტი 1.7.2. როგორც წესი, გამოიყენება სხვა ტექნიკასთან კომბინაციაში. ზოგადად გამოყენებადია.
გ) დაბალი NOₓ-ის ემისიის მქონე სანთურები (Low-NOₓ burners) იხ. პუნქტი 1.7.2. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს კონსტრუქციული და/ან ექსპლუატაციის თავისებურებების გამო.
დ) სველი სკრუბერი წვეთდამჭერთან/ნისლდამჭერთან (Demister) კომბინაციაში იხ. პუნქტი 1.7.2. შერეული მჟავის რეკუპერაციის შემთხვევაში, HF-ის კვალის მოსაშორებლად სკრუბერის ხსნარს ემატება ტუტე და/ან NOₓ-ის ემისიების შესამცირებლად – დამჟანგავი საშუალება (მაგ., წყალბადის ზეჟანგი). წყალბადის ზეჟანგის გამოყენების შემთხვევაში წარმოქმნილი აზოტმჟავა შეიძლება რეცირკულირდეს პიკელირების აბაზანებში. ზოგადად გამოყენებადია.
ე) სელექციური კატალიზური აღდგენა (SCR) იხ. პუნქტი 1.7.2. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცის ნაკლებობის გამო.
ვ) SCR-ის პროექტირებისა და ექსპლუატაციის ოპტიმიზაცია იხ. პუნქტი 1.7.2. გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც SCR გამოიყენება NOₓ-ის ემისიების შესამცირებლად.

ცხრილი 1.18
შეფრქვევითი გამოწვით ან ფსევდოგათხევადებული ფენის რეაქტორების გამოყენებით მარილმჟავის რეკუპერაციის პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული მტვრის, HCl-ის, SO₂-ისა და NOₓ-ის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL)

პარამეტრი ერთეული BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)
მტვერი მგ/ნმ³ < 2–15
HCl მგ/ნმ³ < 2–15
SO₂ მგ/ნმ³ < 10
NOₓ მგ/ნმ³ 50–180

ცხრილი 1.19
შეფრქვევით გამოწვით ან აორთქლებით შერეული მჟავის აღდგენის პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული მტვრის, HF-ისა და NOₓ-ის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL)

პარამეტრი ერთეული

BAT-AEL

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

HF მგ/ნმ³ < 1
NOₓ მგ/ნმ³ 50–100¹
მტვერი მგ/ნმ³ < 2–10
¹ BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 200 მგ/ნმ³-ს შერეული მჟავის შეფრქვევითი გამოწვით რეკუპერაციის შემთხვევაში.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.

1.1.8. წყალში ემისიები

BAT 30. შემდგომი გაწმენდისთვის გაგზავნილ ზეთით ან ცხიმით დაბინძურებულ წყალში ორგანული დამაბინძურებლების შემცირების მიზნით (მაგ., ზეთის დაღვრებიდან ან გლინვისა და მოშვების ემულსიების, გაუცხიმოვნების ხსნარებისა და მავთულის ადიდვის საპოხების გაწმენდიდან წარმოქმნილი წყალი) (იხ. BAT 31), BAT წარმოადგენს ორგანული და წყლიანი ფაზების განცალკევებას.

აღწერა

ორგანული ფაზა განცალკევდება წყლიანი ფაზისგან, მაგალითად, გაუცხიმოვნებით (სკიმინგით) ან ემულსიის დაშლით სათანადო რეაგენტების გამოყენებით, აორთქლებით ან მემბრანული ფილტრაციით. ორგანული ფაზა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ენერგიის ან მასალების რეკუპერაციისთვის (მაგ., იხ. BAT 34-ის (ვ) ტექნიკა).

BAT 31. წყალში ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ჩამდინარე წყლების გაწმენდას ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინაციის გამოყენებით.

ტექნიკა¹ ტიპური სამიზნე დამაბინძურებლები
წინასწარი, პირველადი და ზოგადი გაწმენდა, მაგალითად:
ა) გათანაბრება ყველა დამაბინძურებელი
ბ) ნეიტრალიზაცია მჟავები, ტუტეები
გ) ფიზიკური განცალკევება, მაგ., ცხაურები, საცრები, ქვიშადამჭერები, ცხიმდამჭერები, ჰიდროციკლონები, ზეთი-წყლის განცალკევება ან პირველადი სალექარები მსხვილი მყარი ნაწილაკები, შეწონილი ნაწილაკები, ზეთი/ცხიმი
ფიზიკურ-ქიმიური გაწმენდა, მაგალითად:
დ) ადსორბცია ადსორბირებადი გახსნილი არაბიოდეგრადირებადი ან ინჰიბირებადი დამაბინძურებლები, მაგ., ნახშირწყალბადები, ვერცხლისწყალი
ე) ქიმიური დალექვა დალექვადი გახსნილი არაბიოდეგრადირებადი ან ინჰიბირებადი დამაბინძურებლები, მაგ., ლითონები, ფოსფორი, ფტორიდი
ვ) ქიმიური აღდგენა აღდგენადი გახსნილი არაბიოდეგრადირებადი ან ინჰიბირებადი დამაბინძურებლები, მაგ., ექვსვალენტიანი ქრომი
ზ) ნანოფილტრაცია/უკუოსმოსი ხსნადი არაბიოდეგრადირებადი ან ინჰიბირებადი დამაბინძურებლები, მაგ., მარილები, ლითონები
ბიოლოგიური გაწმენდა, მაგალითად:
თ) აერობული გაწმენდა ბიოდეგრადირებადი ორგანული ნაერთები
მყარი ნაწილაკების მოცილება, მაგალითად:
ი) კოაგულაცია და ფლოკულაცია შეწონილი ნაწილაკები და ნაწილაკებთან დაკავშირებული ლითონები
კ) სედიმენტაცია
ლ) ფილტრაცია (მაგ., ქვიშის ფილტრაცია, მიკროფილტრაცია, ულტრაფილტრაცია)
მ) ფლოტაცია
¹ ტექნიკის აღწერა მოცემულია 1.7.3 პუნქტში.

ცხრილი 1.20
მიმღები წყლის ობიექტში პირდაპირი ჩაშვების შემთხვევაში წყალში ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL)

ნივთიერება/პარამეტრი ერთეული BAT-AEL¹ პროცესი(ები), რომლებზეც BAT-AEL ვრცელდება
საერთო (ჯამური) შეწონილი ნაწილაკები (TSS) მგ/ლ 5–30 ყველა პროცესი
საერთო ორგანული ნახშირბადი (TOC) ² მგ/ლ 10–30 ყველა პროცესი
ჟქმ (COD) ² მგ/ლ 30–90 ყველა პროცესი
ნახშირწყალბადოვანი ნავთობის ინდექსი (HOI) მგ/ლ 0,5–4 ყველა პროცესი
ლითონები კადმიუმი (Cd) მკგ/ლ 1–5 ყველა პროცესი³
ქრომი (Cr) მგ/ლ 0,01–0,1⁴ ყველა პროცესი³
ექვსვალენტიანი ქრომი [Cr(VI)] მკგ/ლ 10–50 მაღალლეგირებული ფოლადის პიკელირება ან ექვსვალენტიანი ქრომის ნაერთებით პასივაცია
რკინა (Fe) მგ/ლ 1–5 ყველა პროცესი
ვერცხლისწყალი (Hg) მკგ/ლ 0,1–0,5 ყველა პროცესი³
ნიკელი (Ni) მგ/ლ 0,01–0,2⁵ ყველა პროცესი³
ტყვია (Pb) მკგ/ლ 5–20⁶,⁷ ყველა პროცესი³
კალა (Sn) მგ/ლ 0,01–0,2 ცხელი დაფარვა ამოვლებით კალის გამოყენებით
თუთია (Zn) მგ/ლ 0,05–1 ყველა პროცესი³
საერთო ფოსფორი (Total P) მგ/ლ 0,2–1 ფოსფატირება
ფტორიდი (F⁻) მგ/ლ 1–15 ფტორწყალბადმჟავას შემცველი მჟავების ნარევებით პიკელირება

¹ საშუალო მნიშვნელობის განსაზღვრის პერიოდები მოცემულია ზოგად დებულებებში.

² გამოიყენება COD-ისთვის განსაზღვრული BAT-AEL ან TOC-ისთვის განსაზღვრული BAT-AEL. უპირატესობა ენიჭება TOC-ის მონიტორინგს, რადგან იგი არ საჭიროებს მაღალი ტოქსიკურობის მქონე ნაერთების გამოყენებას.

³ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ნივთიერება(ები)/პარამეტრი(ები) ჩამდინარე წყლების ნაკადში, BAT 2-ში მოცემული ინვენტარიზაციის საფუძველზე, იდენტიფიცირებულია, როგორც რელევანტური.

⁴ მაღალლეგირებული ფოლადის შემთხვევაში, BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 0,3 მგ/ლ-ს.

⁵ აუსტენიტური უჟანგავი ფოლადის მწარმოებელი საწარმოების შემთხვევაში, BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 0,4 მგ/ლ-ს.

⁶ ტყვიის აბაზანების გამოყენებით მავთულის ადიდვის საწარმოებში BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 35 მკგ/ლ-ს.

⁷ ტყვიის შემცველი ფოლადის გადამამუშავებელი საწარმოების შემთხვევაში, BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 50 მკგ/ლ-ს.

ცხრილი 1.21
მიმღებ წყლის ობიექტში არაპირდაპირი ჩაშვების შემთხვევაში წყალში ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL)

ნივთიერება/პარამეტრი ერთეული BAT-AEL¹,² პროცესი(ები), რომლებზეც BAT-AEL ვრცელდება
ნახშირწყალბადოვანი ნავთობის ინდექსი (HOI) მგ/ლ 0,5–4 ყველა პროცესი
ლითონები კადმიუმი (Cd) მკგ/ლ 1–5 ყველა პროცესი³
ქრომი (Cr) მგ/ლ 0,01–0,1⁴ ყველა პროცესი³
ექვსვალენტიანი ქრომი [Cr(VI)] მკგ/ლ 10–50 მაღალლეგირებული ფოლადის პიკელირება ან ექვსვალენტიანი ქრომის ნაერთებით პასივაცია
რკინა (Fe) მგ/ლ 1–5 ყველა პროცესი
ვერცხლისწყალი (Hg) მკგ/ლ 0,1–0,5 ყველა პროცესი³
ნიკელი (Ni) მგ/ლ 0,01–0,2⁵ ყველა პროცესი³
ტყვია (Pb) მკგ/ლ 5–20⁶,⁷ ყველა პროცესი³
კალა (Sn) მგ/ლ 0,01–0,2 ცხელი დაფარვა ამოვლებით კალის გამოყენებით
თუთია (Zn) მგ/ლ 0,05–1 ყველა პროცესი³
ფტორიდი (F⁻) მგ/ლ 1–15 ფტორწყალბადმჟავას შემცველი მჟავების ნარევებით პიკელირება

¹ საშუალო მნიშვნელობის განსაზღვრის პერიოდები მოცემულია ზოგად დებულებებში.

² BAT-AEL-ები შეიძლება არ გამოიყენებოდეს, თუ ჩამდინარე წყლების ქვედა დინებაში მდებარე გამწმენდი ნაგებობა სათანადოდ არის დაპროექტებული და აღჭურვილი შესაბამისი დამაბინძურებელი ნივთიერებების შესამცირებლად, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს გარემოს დაბინძურების უფრო მაღალ დონეს.

³ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ნივთიერება(ები)/პარამეტრი(ები) ჩამდინარე წყლების ნაკადში, BAT 2-ში მოცემული ინვენტარიზაციის საფუძველზე, იდენტიფიცირებულია, როგორც რელევანტური.

⁴ მაღალლეგირებული ფოლადის შემთხვევაში, BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 0,3 მგ/ლ-ს.

⁵ აუსტენიტური უჟანგავი ფოლადის მწარმოებელი საწარმოების შემთხვევაში BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 0,4 მგ/ლ-ს.

⁶ ტყვიის აბაზანების გამოყენებით მავთულის ადიდვის საწარმოებში BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 35 მკგ/ლ-ს.

⁷ ტყვიის შემცველი ფოლადის გადამამუშავებელი საწარმოების შემთხვევაში, BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 50 მკგ/ლ-ს.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 8-ში.

1.1.9. ხმაური და ვიბრაცია

BAT 32. ხმაურისა და ვიბრაციის ემისიების თავიდან აცილების ან, თუ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს EMS-ის (იხ. BAT 1) ფარგლებში ხმაურისა და ვიბრაციის მართვის გეგმის შემუშავებას, დანერგვასა და რეგულარულ გადახედვას, რომელიც მოიცავს ყველა შემდეგ ელემენტს:

ა) შესაბამისი ღონისძიებებისა და მათი განხორციელების ვადების შემცველ პროტოკოლს;

ბ) ხმაურისა და ვიბრაციის მონიტორინგის ჩატარების პროტოკოლს;

გ) გამოვლენილი ხმაურისა და ვიბრაციის შემთხვევებზე (მაგ., საჩივრებზე) რეაგირების პროტოკოლს;

დ) ხმაურისა და ვიბრაციის შემცირების პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს წყაროს (წყაროების) იდენტიფიცირებას, ხმაურისა და ვიბრაციის ზემოქმედების გაზომვას/შეფასებას, ცალკეული წყაროების წვლილის დახასიათებას, პრევენციული და/ან შემამცირებელი ღონისძიებების განხორციელებას.

გამოყენებადობა

გამოყენებადობა შემოიფარგლება იმ შემთხვევებით, როდესაც მოსალოდნელია და/ან დადასტურებულია მგრძნობიარე რეცეპტორებზე ხმაურისა ან ვიბრაციის შემაწუხებელი ზემოქმედება.

BAT 33. ხმაურისა და ვიბრაციის ემისიების თავიდან აცილების ან, თუ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) მოწყობილობებისა და შენობების სათანადო განლაგება ხმაურის დონე შეიძლება შემცირდეს ემისიის წყაროსა და მიმღებს შორის მანძილის გაზრდით, შენობების ხმაურდამცავი ეკრანის სახით გამოყენებით და შენობების შესასვლელებისა და გამოსასვლელების გადანაცვლებით. არსებული საწარმოებისთვის მოწყობილობების, აგრეთვე შენობების შესასვლელებისა და გამოსასვლელების გადატანა შეიძლება არ იყოს შესაძლებელი სივრცის ნაკლებობის და/ან გადაჭარბებული ხარჯების გამო.
ბ) საოპერაციო ღონისძიებები ეს მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

– მოწყობილობების ინსპექტირება და ტექნიკური მომსახურება;
– შესაძლებლობის შემთხვევაში, დახურული სივრცეების კარ-ფანჯრების დახურვა;
– მოწყობილობების ექსპლუატაცია გამოცდილი პერსონალის მიერ;
– შესაძლებლობის შემთხვევაში, ღამის საათებში ხმაურიანი საქმიანობის თავიდან აცილება;
– ხმაურის კონტროლის ღონისძიებების განხორციელება, მაგალითად, წარმოების, ტექნიკური მომსახურების, ნედლეულისა და მასალების ტრანსპორტირებისა და გადამუშავების პროცესებში.
ზოგადად გამოყენებადია.
გ) ხმაურის დაბალი დონის მქონე მოწყობილობების გამოყენება ეს მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა პირდაპირი ამძრავის მქონე ძრავები, დაბალხმაურიანი კომპრესორები, ტუმბოები და ვენტილატორები. ზოგადად გამოყენებადია.
დ) ხმაურისა და ვიბრაციის კონტროლის მოწყობილობები ეს მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

– ხმაურის დამხშობები;
– მოწყობილობების აკუსტიკური და ვიბროსაიზოლაციო საშუალებები;
– ხმაურიანი მოწყობილობების (მაგ., ცეცხლით გაწმენდის, სახეხი, მავთულის ადიდვის დანადგარები, ჰაერჭავლური დანადგარები – საქშენები) დახურვა;
– მაღალი ხმის საიზოლაციო თვისებების მქონე სამშენებლო მასალების გამოყენება (მაგ., კედლებისთვის, სახურავებისთვის, ფანჯრებისთვის, კარებისთვის).
გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცის ნაკლებობის გამო.
ე) ხმაურის შემცირება ემისიის წყაროებსა და მიმღებებს შორის ბარიერების მოწყობა (მაგ., დამცავი კედლები, მიწაყრილები და შენობები). გამოიყენება მხოლოდ არსებულ საწარმოებში, რადგან ახალი საწარმოების პროექტირება ისე უნდა განხორციელდეს, რომ აღნიშნული ტექნიკის გამოყენების საჭიროება არ არსებობდეს. არსებული საწარმოებისთვის ბარიერების მოწყობა შეიძლება არ იყოს შესაძლებელი საჭირო სივრცის ნაკლებობის გამო.

1.1.10. ნაშთები

BAT 34. განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ლითონების, ლითონის ოქსიდების, ზეთიანი ლამისა და ჰიდროქსიდული ლამის განთავსების თავიდან აცილებას ქვემოთ მოცემული (ა) ტექნიკისა და (ბ)-დან (თ)-მდე ტექნიკის შესაბამისი კომბინაციის გამოყენებით.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) ნაშთების მართვის გეგმა ნაშთების მართვის გეგმა წარმოადგენს EMS-ის ნაწილს (იხ. BAT 1) და მოიცავს ღონისძიებების ერთობლიობას, რომლის მიზანია: 1) ნაშთების წარმოქმნის მინიმიზაცია; 2) ნაშთების ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და/ან რეკუპერაციის ოპტიმიზაცია; და 3) ნარჩენების სათანადო განთავსების უზრუნველყოფა.

ნაშთების მართვის გეგმა შეიძლება ინტეგრირებული იყოს უფრო დიდი დანადგარის (მაგ., რკინისა და ფოლადის წარმოების) ნაშთების მართვის საერთო გეგმაში.
ნაშთების მართვის გეგმის დეტალიზაციის დონე და ფორმალიზების ხარისხი, როგორც წესი, დამოკიდებულია დანადგარის ბუნებაზე, მასშტაბსა და კომპლექსურობაზე.
ბ) ზეთიანი ხენჯის წინასწარი დამუშავება შემდგომი გამოყენების მიზნით ეს მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

– ბრიკეტირება ან პელეტირება (დაგუნდავება/გრანულირება);
– ზეთიანი ხენჯის ზეთის შემცველობის შემცირება, მაგალითად, თერმული დამუშავებით, რეცხვით ან ფლოტაციით.
ზოგადად გამოყენებადია.
გ) ხენჯის გამოყენება ხენჯი გროვდება და გამოიყენება საწარმოში ან მის ფარგლებს გარეთ, მაგალითად, რკინისა და ფოლადის ან ცემენტის წარმოებაში. ზოგადად გამოყენებადია.
დ) ლითონის ჯართის გამოყენება მექანიკური პროცესებიდან (მაგ., კიდეების მოჭრისა და დასრულების ოპერაციებიდან) წარმოქმნილი ლითონის ჯართი გამოიყენება რკინისა და ფოლადის წარმოებაში. პროცესი შეიძლება განხორციელდეს როგორც საწარმოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ზოგადად გამოყენებადია.
ე) მშრალი აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის შედეგად მიღებული ლითონებისა და ლითონის ოქსიდების რეციკლირება მექანიკური პროცესებიდან (მაგ., ცეცხლით გაწმენდის ან ხეხვის პროცესებიდან) წარმოქმნილი აირჰაერმტვერნარევის მშრალი გაწმენდის (მაგ., სახელოიანი ფილტრების) შედეგად მიღებული ლითონებისა და ლითონის ოქსიდების მსხვილი ფრაქცია სელექციურად გამოიყოფა მექანიკური (მაგ., საცრების) ან მაგნიტური ტექნიკის გამოყენებით და იგზავნება რეციკლირებისთვის, მაგალითად, რკინისა და ფოლადის წარმოებაში. პროცესი შეიძლება განხორციელდეს როგორც საწარმოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ზოგადად გამოყენებადია.
ვ) ზეთიანი ლამის გამოყენება ნარჩენი ზეთიანი ლამი (მაგ., გაუცხიმოვნების პროცესიდან) გაუწყლოვდება მასში არსებული ზეთის მასალების ან ენერგიის რეკუპერაციის მიზნით. თუ წყლის შემცველობა დაბალია, ლამი შეიძლება გამოყენებულ იქნეს უშუალოდ. პროცესი შეიძლება განხორციელდეს როგორც საწარმოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ზოგადად გამოყენებადია.
ზ) შერეული მჟავის რეკუპერაციის შედეგად წარმოქმნილი ჰიდროქსიდული ლამის თერმული დამუშავება შერეული მჟავის რეკუპერაციის შედეგად წარმოქმნილი ლამი თერმულად მუშავდება, რათა მიღებულ იქნეს კალციუმის ფტორიდით მდიდარი მასალა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს არგონ-ჟანგბადური დეკარბურიზაციის კონვერტერებში (AOD). გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცის ნაკლებობის გამო.
თ) საფანტჭავლური დამუშავების მასალის რეკუპერაცია და ხელახალი გამოყენება როდესაც ხენჯის მექანიკური მოცილება ხორციელდება საფანტჭავლური დამუშავებით, საფანტჭავლური მასალა გამოიყოფა ხენჯისგან და ხელახლა გამოიყენება. ზოგადად გამოყენებადია.

BAT 35. ამოვლებით ცხელი დაფარვის პროცესიდან განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს თუთიის შემცველი ნაშთების განთავსების თავიდან აცილებას ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) სახელოიანი ფილტრის მტვრის რეციკლირება ამონიუმის ქლორიდისა და თუთიის ქლორიდის შემცველი სახელოიანი ფილტრის მტვერი გროვდება და ხელახლა გამოიყენება, მაგალითად, ფლუსის საწარმოებლად. პროცესი შეიძლება განხორციელდეს როგორც საწარმოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გამოიყენება მხოლოდ დაფლუსების შემდეგ ამოვლებით ცხელი დაფარვის პროცესში.

გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს ბაზრის ხელმისაწვდომობაზე დამოკიდებულებით.
ბ) თუთიის ნაცრისა და ზედაპირული ხენჯის რეციკლირება მეტალური თუთია რეკუპერირდება თუთიის ნაცრიდან და ზედაპირული ხენჯიდან სარეკუპერაციო ღუმლებში გადადნობით. დარჩენილი თუთიის შემცველი ნაშთი გამოიყენება, მაგალითად, თუთიის ოქსიდის წარმოებისთვის. პროცესი შეიძლება განხორციელდეს როგორც საწარმოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ზოგადად გამოყენებადია.
გ) აბაზანის ძირზე წარმოქმნილი ხენჯის რეციკლირება აბაზანის ძირზე წარმოქმნილი ხენჯი გამოიყენება, მაგალითად, ფერადი ლითონების წარმოებაში თუთიის საწარმოებლად. პროცესი შეიძლება განხორციელდეს როგორც საწარმოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ზოგადად გამოყენებადია.

BAT 36. ამოვლებით ცხელი დაფარვის პროცესში წარმოქმნილი თუთიის შემცველი ნაშთების (ანუ თუთიის ნაცრის, ზედაპირული ხენჯის, აბაზანის ძირზე წარმოქმნილი ხენჯის, თუთიის შხეფებისა და სახელოიანი ფილტრის მტვრის) რეციკლირების შესაძლებლობისა და რეკუპერაციის პოტენციალის გაუმჯობესების, ასევე მათი დასაწყობებით გამოწვეული გარემოსდაცვითი რისკის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს მათ განცალკევებულად შენახვას როგორც ერთმანეთისგან, ისე სხვა ნაშთებისგან:

– სახელოიანი ფილტრის მტვრისთვის – წყალგაუმტარ ზედაპირზე, დახურულ სივრცეში და დახურულ კონტეინერებში/ტომრებში;

– ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სხვა ტიპის ნაშთისთვის – წყალგაუმტარ ზედაპირზე და გადახურულ ადგილებში, რომლებიც დაცულია ზედაპირული ჩამონადენი წყლებისგან.

BAT 37. სამუშაო ლილვების ტექსტურირების პროცესში მასალების გამოყენების ეფექტურობის გაზრდისა და განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა
ა) სახეხი ემულსიის გაწმენდა და ხელახალი გამოყენება სახეხი ემულსიები მუშავდება ფირფიტოვანი ან მაგნიტური სეპარატორების გამოყენებით ან დალექვა/გაღიავების პროცესით, სახეხი ლამის მოსაცილებლად და სახეხი ემულსიის ხელახლა გამოყენების მიზნით.
ბ) სახეხი ლამის დამუშავება სახეხი ლამი მუშავდება მაგნიტური სეპარაციით, ლითონის ნაწილაკების აღდგენის და ლითონების რეციკლირების მიზნით, მაგალითად, რკინისა და ფოლადის წარმოებაში.
გ) გაცვეთილი სამუშაო ლილვების რეციკლირება გაცვეთილი სამუშაო ლილვები, რომლებიც ტექსტურირებისთვის აღარ არის გამოსადეგი, რეციკლირდება/გადამუშავდება შავი ლითონების წარმოებაში ან უბრუნდება მწარმოებელს ხელახლა დასამზადებლად (refabrication).

განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით, დამატებითი სექტორისთვის სპეციფიკური ტექნიკა მოცემულია წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნების 1.4.4 პუნქტში.

1.2. ცხელი გლინვის პროცესისთვის BAT-ის შესახებ დასკვნები

ამ პუნქტში მოცემული BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება 1.1 პუნქტში მოცემულ ზოგად BAT-ის შესახებ დასკვნებთან ერთად.

1.2.1. ენერგოეფექტურობა

BAT 38. ნედლეულის გახურების პროცესში ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს BAT 11-ში მოცემული ტექნიკის გამოყენებას ქვემოთ მოცემული ტექნიკის შესაბამის კომბინაციასთან ერთად.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) თხელი სლაბებისა და საკოჭე ნამზადების საბოლოო ფორმასთან მიახლოებული ფორმით (near-net-shape), ჩამოსხმა შემდგომი გლინვით იხ. პუნქტი 1.7.1. გამოიყენება მხოლოდ უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარის მიმდებარედ განთავსებულ საწარმოებში და საწარმოს განლაგებითა და პროდუქტის სპეციფიკაციებით განსაზღვრული შეზღუდვების ფარგლებში.
ბ) ცხლად/პირდაპირი ჩატვირთვა უწყვეტი ჩამოსხმის შედეგად მიღებული ფოლადის პროდუქცია ცხლად, უშუალოდ იტვირთება ხელახალი გახურების ღუმლებში. გამოიყენება მხოლოდ უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარის მიმდებარედ განთავსებულ საწარმოებში და საწარმოს განლაგებითა და პროდუქტის სპეციფიკაციებით განსაზღვრული შეზღუდვების ფარგლებში.
გ) სტელაჟების გაგრილებიდან სითბოს რეკუპერაცია ნედლეულის ხელახალი გახურების ღუმელში ნედლეულის დამჭერი სტელაჟების (skids) გაგრილებისას წარმოქმნილი ორთქლი გაიწოვება და გამოიყენება საწარმოს სხვა ტექნოლოგიურ პროცესებში. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცის ნაკლებობის და/ან ორთქლზე შესაბამისი მოთხოვნის არარსებობის გამო.
დ) ნედლეულის გადატანისას/ტრანსპორტირებისას სითბოს შენარჩუნება თბოიზოლირებული საფარები გამოიყენება უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარსა და ხელახალი გახურების ღუმელს შორის, ასევე, მომჭიმავი (პირველადი გალების ხაზის) და საბოლოო გლინვის დგანს (სასუფთაო გალების ხაზს) შორის. ზოგადად გამოყენებადია საწარმოს განლაგებით განსაზღვრული შეზღუდვების ფარგლებში.
ე) გორგლის გამშლელი სითბოშემნახველი კამერები (Coil boxes) იხ. პუნქტი 1.7.1. ზოგადად გამოყენებადია.
ვ) გორგლის ტემპერატურის აღმდგენი ღუმლები (Coil recovery furnaces) გორგლის ტემპერატურის აღმდგენი ღუმლები (სითბოს რეკუპერაციის ხვეულებიანი მილოვანი ღუმელები) გამოიყენება გორგლის სითბოშემნახველ კამერებთან (coil boxes) ერთად, რათა გლინვის ხაზის შეფერხების შემთხვევაში აღდგეს გორგლების გლინვის ტემპერატურა და ისინი დაუბრუნდეს გლინვის ნორმალურ ტექნოლოგიურ თანმიმდევრობას. ზოგადად გამოყენებადია.
ზ) მაკალიბრებელი პრესი/დგანი იხ. BAT 39-ის (ა) ტექნიკა. მაკალიბრებელი პრესი გამოიყენება ნედლეულის გახურების პროცესის ენერგოეფექტურობის გასაზრდელად, რადგან იგი ზრდის ცხლად ჩატვირთვის მაჩვენებელს. გამოიყენება მხოლოდ ცხელი ზოლების (hot strip) საამქროებში და მხოლოდ ახალ საწარმოებსა და საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში.

BAT 39. გლინვის პროცესში ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) მაკალიბრებელი პრესი მომჭიმავ დგანამდე მაკალიბრებელი პრესის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ცხლად ჩატვირთვის მაჩვენებელს და უზრუნველყოფს პროდუქტის როგორც კიდეებში, ისე ცენტრში სიგანის უფრო ერთგვაროვან შემცირებას. შედეგად, საბოლოო სლაბის ფორმა თითქმის მართკუთხაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პროდუქტის სპეციფიკაციებთან შესაბამისობის მისაღწევად საჭირო გლინვის გატარების/გავლის რაოდენობას. გამოიყენება მხოლოდ ცხელი ზოლების გლინვის დგანებზე. გამოიყენება მხოლოდ ახალ საწარმოებსა და საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში.
ბ) კომპიუტერის გამოყენებით გლინვის პროცესის ოპტიმიზაცია სისქის შემცირების პროცესი კონტროლდება კომპიუტერის გამოყენებით, გლინვის გატარების/გავლის რაოდენობის მინიმიზაციის მიზნით. ზოგადად გამოყენებადია.
გ) გლინვის პროცესში ხახუნის შემცირება იხ. პუნქტი 1.7.1. გამოიყენება მხოლოდ ცხელი ზოლების გლინვის დგანებზე.
დ) გორგლის გამშლელი სითბოშემნახველი კამერები (Coil boxes) იხ. პუნქტი 1.7.1. ზოგადად გამოყენებადია.
ე) სამგლინიანი დგარი/გალი სამგლინიანი გალი თითოეულ გავლებაზე ზრდის კვეთის შემცირების ხარისხს, რაც მთლიანობაში ამცირებს მავთულისა და ღეროების საწარმოებლად საჭირო გლინვის გავლების რაოდენობას. ზოგადად გამოყენებადია.
ვ) თხელი სლაბებისა და საკოჭე ნამზადების საბოლოო ფორმასთან მიახლოებული ფორმით (near-net-shape) ჩამოსხმა შემდგომი გლინვით იხ. პუნქტი 1.7.1. გამოიყენება მხოლოდ უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარის მიმდებარედ განთავსებულ საწარმოებში და საწარმოს განლაგებითა და პროდუქტის სპეციფიკაციებით განსაზღვრული შეზღუდვების ფარგლებში.

ცხრილი 1.22

გლინვის პროცესში ენერგიის ხვედრითი მოხმარებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონეები (BAT-AEPL)

გლინვის პროცესის ბოლოს მიღებული ფოლადის პროდუქცია ერთეული BAT-AEPL (საშუალო წლიური მნიშვნელობა)
ცხლად გლინული გორგლები (ზოლები), სქელი ფურცლები მჯ/ტ 100–400
ღეროები, მავთული მჯ/ტ 100–500¹
კოჭები, ნამზადები (billets), რელსები, მილები მჯ/ტ 100–300
¹ მაღალლეგირებული ფოლადის (მაგ., აუსტენიტური უჟანგავი ფოლადის) შემთხვევაში, BAT-AEPL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 1 000 მჯ/ტ-ს.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 6-ში.

1.2.2. მასალების გამოყენების ეფექტურობა

BAT 40. ნედლეულის კონდიცირების პროცესში მასალების გამოყენების ეფექტურობის გაზრდისა და განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ნედლეულის კონდიცირების თავიდან აცილებას ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, კონდიცირების საჭიროების შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) კომპიუტერის გამოყენებით ხარისხის კონტროლი სლაბების ხარისხი კონტროლდება კომპიუტერის გამოყენებით, რაც ჩამოსხმის პირობების კორექტირების შესაძლებლობას იძლევა ზედაპირული დეფექტების მინიმიზაციის მიზნით და უზრუნველყოფს მხოლოდ დაზიანებული უბნების ხელით ცეცხლით გაწმენდას მთელი სლაბის ნაცვლად. გამოიყენება მხოლოდ უწყვეტი ჩამოსხმის მქონე საწარმოებში.
ბ) სლაბების გრძივი ჭრა სლაბები (რომლებიც ხშირად სხვადასხვა სიგანის ჩამოისხმება) ცხელი გლინვის დაწყებამდე იყოფა სპეციალური გრძივი ჭრის მოწყობილობების, გრძივი გლინვის (slit rolling) ან საჭრელი სანთურების გამოყენებით, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც ხელით სამართავი, ისე დანადგარზე დამონტაჟებული შეიძლება არ გამოიყენებოდეს ზოდებიდან წარმოებული სლაბებისთვის.
გ) სოლისებრი სლაბების კიდეების დამუშავება ან მოჭრა სოლისებრი სლაბები იგლინება სპეციალური პარამეტრების გამოყენებით, რომლის დროსაც სოლისებრი ფორმა აღმოიფხვრება კიდეების დამუშავებით (მაგ., სიგანის ავტომატური კონტროლის სისტემის ან დამაკალიბრებელი პრესის გამოყენებით) ან კიდეების მოჭრით. შეიძლება არ გამოიყენებოდეს ზოდებიდან წარმოებული სლაბებისთვის. გამოიყენება მხოლოდ ახალ საწარმოებსა და საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში.

BAT 41. ბრტყელი პროდუქციის გლინვის პროცესში მასალების გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს ლითონის ჯართის წარმოქმნის შემცირებას ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა აღწერა
ა) თავისა და ბოლოს ჩამოჭრის ოპტიმიზაცია მომჭიმავი გლინვის შემდეგ ნედლეულის თავისა და ბოლოს ჩამოჭრის პროცესი კონტროლდება ფორმის საზომი სისტემის (მაგ., კამერის) გამოყენებით, ჩამოსაჭრელი ლითონის რაოდენობის მინიმიზაციის მიზნით.
ბ) გლინვის პროცესში ნედლეულის ფორმის კონტროლი გლინვის პროცესში ხორციელდება ნედლეულის ნებისმიერი დეფორმაციის მონიტორინგი და კონტროლი, რათა ნაგლინ ფოლადს მაქსიმალურად მართკუთხა ფორმა ჰქონდეს და კიდეების ჩამოჭრის საჭიროება მინიმუმამდე შემცირდეს.

1.2.3. ატმოსფერულ ჰაერში ემისიები

BAT 42. მექანიკური დამუშავების (მათ შორის, გრძივი ჭრის, ხენჯის მოცილების, ხეხვის, მომჭიმავი გლინვის, გლინვის, საბოლოო დამუშავების, გასწორების), ცეცხლით გაწმენდისა და შედუღების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრის, ნიკელისა და ტყვიის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ემისიების შეგროვებას ქვემოთ მოცემული (ა) და (ბ) ტექნიკის გამოყენებით, ხოლო ამ შემთხვევაში აირჰაერმტვერნარევის გაწმენდას ქვემოთ მოცემული (გ)-დან (ე)-მდე ტექნიკის ერთ-ერთის ან მათი კომბინაციის გამოყენებით.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ემისიების შეგროვება
ა) დახურულ სივრცეში ცეცხლით გაწმენდა და ხეხვა ჰაერის გაწოვასთან კომბინაციაში ცეცხლით გაწმენდის (გარდა ხელით ცეცხლით გაწმენდისა) და ხეხვის ოპერაციები სრულად დახურულ სივრცეში (მაგ., ქოლგების ქვეშ) ხორციელდება და ხდება ჰაერის გაწოვა. ზოგადად გამოყენებადია.
ბ) ჰაერის გაწოვა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს გრძივი ჭრის, ხენჯის მოცილების, მომჭიმავი გლინვის, გლინვის, საბოლოო დამუშავების, გასწორებისა და შედუღების პროცესებიდან წარმოქმნილი ემისიები გროვდება, მაგალითად, ქოლგის (hood) ან ავზის კიდეზე/პირზე განთავსებული – კიდურა გამწოვის გამოყენებით. მომჭიმავი გლინვისა და გლინვის პროცესებში, როდესაც მტვრის წარმოქმნის დონე დაბალია (მაგ., 100 გ/სთ-ზე ნაკლები), ამის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყლის ჭავლები (იხ. BAT 43). შეიძლება არ გამოიყენებოდეს შედუღების პროცესში, როდესაც მტვრის წარმოქმნის დონე დაბალია (მაგ., 50 გ/სთ-ზე ნაკლები).
აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა
გ) ელექტროსტატიკური ფილტრი იხ. პუნქტი 1.7.2. ზოგადად გამოყენებადია.
დ) სახელოიანი ფილტრი იხ. პუნქტი 1.7.2. შეიძლება არ გამოიყენებოდეს მაღალი ტენიანობის მქონე აირჰაერმტვერნარევის შემთხვევაში.
ე) სველი სკრუბერი იხ. პუნქტი 1.7.2. ზოგადად გამოყენებადია.

ცხრილი 1.23

მექანიკური დამუშავების (მათ შორის, გრძივი ჭრის, ხენჯის მოცილების, ხეხვის, მომჭიმავი გლინვის, გლინვის, საბოლოო დამუშავების, გასწორების), ცეცხლით გაწმენდის (გარდა ხელით ცეცხლით გაწმენდისა) და შედუღების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული მტვრის, ტყვიისა და ნიკელის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL)

პარამეტრი ერთეული

BAT-AEL

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

მტვერი მგ/ნმ³ < 2–5¹
Ni მგ/ნმ³ 0,01–0,1²
Pb მგ/ნმ³ 0,01–0,035²

¹ თუ სახელოიანი ფილტრის გამოყენება შეუძლებელია, BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 7 მგ/ნმ³-ს.

² BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ნივთიერება BAT 2-ში მოცემული ინვენტარიზაციის საფუძველზე აირჰაერმტვერნარევის ნაკადში იდენტიფიცირებულია, როგორც რელევანტური.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.

BAT 43. მომჭიმავი გლინვისა და გლინვის პროცესებში, მტვრის წარმოქმნის დაბალი დონის შემთხვევაში (მაგ., 100 გ/სთ-ზე ნაკლები (იხ. BAT 42-ის (ბ) ტექნიკა)), ატმოსფერულ ჰაერში მტვრის, ნიკელისა და ტყვიის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს წყლის ჭავლების გამოყენებას.

აღწერა

წყლის შესხურების სისტემები მონტაჟდება თითოეული მომჭიმავი და გლინვის დგანის გამოსასვლელ მხარეს მტვრის წარმოქმნის შესამცირებლად. მტვრის ნაწილაკების დატენიანება ხელს უწყობს მათ აგლომერაციასა და დალექვას. წყალი გროვდება დგანის ქვედა ნაწილში და მუშავდება (იხ. BAT 31).

1.3. ცივი გლინვის პროცესისთვის BAT-ის შესახებ დასკვნები

ამ პუნქტში მოცემული BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება 1.1 პუნქტში მოცემულ ზოგად BAT-ის შესახებ დასკვნებთან ერთად.

1.3.1. ენერგოეფექტურობა

BAT 44. გლინვის პროცესში ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) დაბალლეგირებული და ლეგირებული ფოლადის უწყვეტი გლინვა ტრადიციული წყვეტილი გლინვის (მაგ., რევერსიული დგანების გამოყენებით) ნაცვლად გამოიყენება უწყვეტი გლინვა (მაგ., ტანდემური – ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული, დგანების გამოყენებით), რაც უზრუნველყოფს ნედლეულის სტაბილურ მიწოდებას და ამცირებს გაშვებისა და გაჩერების სიხშირეს. გამოიყენება მხოლოდ ახალ საწარმოებსა და საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში. გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს პროდუქტის სპეციფიკაციებით.
ბ) გლინვის პროცესში ხახუნის შემცირება იხ. პუნქტი 1.7.1. ზოგადად გამოყენებადია.
გ) კომპიუტერის გამოყენებით გლინვის პროცესის ოპტიმიზაცია სისქის შემცირების პროცესი კონტროლდება კომპიუტერის გამოყენებით, გლინვის გატარების/გავლის რაოდენობის მინიმიზაციის მიზნით. ზოგადად გამოყენებადია.

ცხრილი 1.24

გლინვის პროცესში ენერგიის ხვედრითი მოხმარებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონეები (BAT-AEPL)

გლინვის პროცესის ბოლოს მიღებული ფოლადის პროდუქცია ერთეული BAT-AEPL (საშუალო წლიური მნიშვნელობა)
ცივად ნაგლინი ხვეულები/გორგლები მჯ/ტ 100–300¹
შემოსაკრავი/შესაფუთი ფოლადი მჯ/ტ 250–400
¹ მაღალლეგირებული ფოლადის (მაგ., აუსტენიტური უჟანგავი ფოლადის) შემთხვევაში, BAT-AEPL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 1 600 მჯ/ტ-ს.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 6-ში.

1.3.2. მასალების გამოყენების ეფექტურობა

BAT 45. გლინვის პროცესში მასალების გამოყენების ეფექტურობის გაზრდისა და განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) გლინვის ემულსიის ხარისხის მონიტორინგი და რეგულირება გლინვის ემულსიის მნიშვნელოვანი მახასიათებლები (მაგ., ზეთის კონცენტრაცია, pH, ემულსიის წვეთების ზომა, გასაპვნის რიცხვი, მჟავის კონცენტრაცია, რკინის წვრილი ნაწილაკების კონცენტრაცია, ბაქტერიების კონცენტრაცია) რეგულარულად ან უწყვეტად მოწმდება, ემულსიის ხარისხში ანომალიების გამოსავლენად და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების გასატარებლად. ზოგადად გამოყენებადია.
ბ) გლინვის ემულსიის დაბინძურების თავიდან აცილება გლინვის ემულსიის დაბინძურების თავიდან აცილება ხორციელდება ისეთი ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა:

– ჰიდრავლიკური სისტემისა და ემულსიის ცირკულაციის სისტემის რეგულარული კონტროლი და პრევენციული ტექნიკური მომსახურება;
– გლინვის ემულსიის სისტემაში ბაქტერიების გამრავლების შემცირება რეგულარული გაწმენდით ან დაბალ ტემპერატურაზე მუშაობით.
ზოგადად გამოყენებადია.
გ) გლინვის ემულსიის გაწმენდა და ხელახალი გამოყენება გლინვის ემულსიის დამაბინძურებელი მყარი ნაწილაკები (მაგ., მტვერი, ფოლადის ნაფხვენები და ხენჯი) მოცილდება გაწმენდის ციკლში (როგორც წესი, დალექვის, ფილტრაციის და/ან მაგნიტური სეპარაციის კომბინაციის გამოყენებით), ემულსიის ხარისხის შესანარჩუნებლად, ხოლო დამუშავებული გლინვის ემულსია ხელახლა გამოიყენება. ხელახალი გამოყენების ხარისხი შეზღუდულია ემულსიაში არსებული მინარევების შემცველობით. გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს პროდუქტის სპეციფიკაციებით.
დ) გლინვის ზეთისა და ემულსიის სისტემის ოპტიმალური შერჩევა გლინვის ზეთი და ემულსიის სისტემა ფრთხილად შეირჩევა კონკრეტული პროცესისა და პროდუქციისთვის ოპტიმალური წარმადობის უზრუნველსაყოფად. გასათვალისწინებელი მახასიათებლებია, მაგალითად:

– კარგი საპოხი თვისებები;
– დამაბინძურებლების მარტივად განცალკევების შესაძლებლობა;
– ემულსიის სტაბილურობა და მასში ზეთის დისპერსია;
– ხანგრძლივი უმოქმედობის პერიოდში ზეთის თვისებების შეუცვლელობა.
ზოგადად გამოყენებადია.
ე) ზეთის/გლინვის ემულსიის მოხმარების მინიმიზაცია ზეთის/გლინვის ემულსიის მოხმარება მინიმუმამდე მცირდება ისეთი ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა:

– ზეთის კონცენტრაციის შეზღუდვა შეზეთვისთვის აუცილებელ მინიმალურ დონემდე;
– წინა დგანებიდან ემულსიის გადატანის მინიმიზაცია (მაგ., ემულსიის რეზერვუარების განცალკევებით, გლინვის დგანების ეკრანირებით);
– ზოლზე დარჩენილი ემულსიისა და ზეთის რაოდენობის შესამცირებლად საჰაერო დანებისა და კიდურა გამწოვის (ვაკუუმური სისტემები კიდეების გასწვრივ ზეთის მოსაცილებლად) ერთობლივად გამოყენება.
ზოგადად გამოყენებადია.

1.3.3. ატმოსფერულ ჰაერში ემისიები

BAT 46. მავთულის გაშლის (decoiling), ხენჯის წინასწარი მოცილების, გასწორებისა და შედუღების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრის, ნიკელისა და ტყვიის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ემისიების შეგროვებას (ა) ტექნიკის გამოყენებით, ხოლო ამ შემთხვევაში აირჰაერმტვერნარევის გაწმენდას (ბ) ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ემისიების შეგროვება
ა) ჰაერის გაწოვა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს მავთულის გაშლის (decoiling), ხენჯის წინასწარი მოცილების, გასწორებისა და შედუღების პროცესებიდან წარმოქმნილი ემისიები გროვდება, მაგალითად, ქოლგის (hood) ან კიდურა გამწოვის (lip extraction) გამოყენებით. შეიძლება არ გამოიყენებოდეს შედუღების პროცესში, როდესაც მტვრის წარმოქმნის დონე დაბალია (მაგ., 50 გ/სთ-ზე ნაკლები).
აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა
ბ) სახელოიანი ფილტრი იხ. პუნქტი 1.7.2. ზოგადად გამოყენებადია.

ცხრილი 1.25

მავთულის გაშლის (decoiling), ხენჯის წინასწარი მოცილების, გასწორებისა და შედუღების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული მტვრის, ნიკელისა და ტყვიის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL)

პარამეტრი ერთეული

BAT-AEL

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

მტვერი მგ/ნმ³ < 2–5
Ni მგ/ნმ³ 0,01–0,1¹
Pb მგ/ნმ³ ≤ 0,003¹
¹ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ნივთიერება BAT 2-ში მოცემული ინვენტარიზაციის საფუძველზე აირჰაერმტვერნარევის ნაკადში იდენტიფიცირებულია, როგორც რელევანტური.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.

BAT 47. წრთობის (მოშვების) პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში ზეთის ნისლის ემისიის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) მშრალი მოშვება მოშვების პროცესში არ გამოიყენება წყალი ან საპოხი მასალები. არ გამოიყენება თუნუქის შესაფუთი პროდუქციისა და სხვა ისეთი პროდუქციისთვის, რომელსაც მაღალი დრეკადობის მოთხოვნები აქვს.
ბ) საპოხი მასალის მცირე მოცულობით მიწოდება სველი მოშვების პროცესში სველი მოშვების პროცესში გამოიყენება მცირე მოცულობის შეზეთვის სისტემები, რომლებიც ზუსტად იმ რაოდენობის საპოხ მასალას აწვდიან, რომელიც საჭიროა სამუშაო ლილვებსა და ნედლეულს შორის ხახუნის შესამცირებლად. გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს უჟანგავი ფოლადის შემთხვევაში, პროდუქტის სპეციფიკაციებიდან გამომდინარე.

BAT 48. გლინვის, სველი მოშვებისა და საბოლოო დამუშავების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში ზეთის ნისლის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს (ა) ტექნიკის გამოყენებას (ბ) ტექნიკასთან კომბინაციაში ან (ბ) და (გ) ტექნიკებთან კომბინაციაში.

ტექნიკა აღწერა
ემისიების შეგროვება
ა) ჰაერის გაწოვა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს გლინვის, სველი მოშვებისა და საბოლოო დამუშავების პროცესებიდან წარმოქმნილი ემისიები გროვდება, მაგალითად, ქოლგის (hood) ან კიდურა გამწოვის (lip extraction) გამოყენებით.
აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა
ბ) წვეთდამჭერი/ნისლდამჭერი იხ. პუნქტი 1.7.2.
გ) ზეთის ნისლის სეპარატორი ზეთის გამოსაყოფად გაწოვილ ჰაერში გამოიყენება სეპარატორები, რომლებიც აღჭურვილია ტიხრებით (baffle packing), თერმოსანგრევებით (impingement plates) ან ბადისებრი ჩანართებით/სადებებით (mesh pads).

ცხრილი 1.26

გლინვის, სველი მოშვებისა და საბოლოო დამუშავების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული TVOC-ის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL)

პარამეტრი ერთეული

BAT-AEL

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

TVOC მგ/ნმ³ < 3–8

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.

1.4. მავთულის ადიდვის პროცესისთვის BAT-ის შესახებ დასკვნები

ამ პუნქტში მოცემული BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება 1.1 პუნქტში მოცემულ ზოგად BAT-ის შესახებ დასკვნებთან ერთად.

1.4.1. ენერგოეფექტურობა

BAT 49. ტყვიის აბაზანებისთვის ენერგიის და მასალების მოხმარების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს ტყვიის აბაზანის ზედაპირზე მცურავი დამცავი ფენის ან აბაზანის თავსახურის გამოყენებას.

აღწერა

მცურავი დამცავი ფენა და აბაზანის თავსახური ამცირებს სითბოს დანაკარგებსა და ტყვიის დაჟანგვას.

1.4.2. მასალების მოხმარების ეფექტურობა

BAT 50. სველი ადიდვის პროცესში მასალების მოხმარების ეფექტურობის გაზრდისა და განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს მავთულის ადიდვის საპოხი მასალის გაწმენდასა და ხელახლა გამოყენებას.

აღწერა

მავთულის ადიდვის საპოხი მასალის გასაწმენდად და ხელახლა გამოსაყენებლად გამოიყენება გაწმენდის ციკლი, მაგალითად, ფილტრაციის და/ან ცენტრიფუგირების გამოყენებით.

1.4.3. ატმოსფერულ ჰაერში ემისიები

BAT 51. ტყვიის აბაზანებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და ტყვიის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა
ემისიების წარმოქმნის შემცირება
ა) ტყვიის გადატანის/წატაცების მინიმიზაცია გამოიყენება ისეთი ტექნიკა, როგორიცაა ტყვიის მოსაშორებლად ანტრაციტის ღორღის გამოყენება და ტყვიის აბაზანის ხაზზე განლაგებულ (in-line) პიკელირების პროცესთან კომბინირება.
ბ) მცურავი დამცავი ფენა ან აბაზანის თავსახური იხ. BAT 49. მცურავი დამცავი ფენა და აბაზანის თავსახური ასევე ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში ემისიებს.
ემისიების შეგროვება
გ) ჰაერის გაწოვა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს ტყვიის აბაზანიდან წარმოქმნილი ემისიები გროვდება, მაგალითად, ქოლგის (hood) ან კიდურა გამწოვის (lip extraction) გამოყენებით.
აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა
დ) სახელოიანი ფილტრი იხ. პუნქტი 1.7.2.

ცხრილი 1.27

ტყვიის აბაზანებიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული მტვრისა და ტყვიის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL)

პარამეტრი ერთეული

BAT-AEL

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

მტვერი მგ/ნმ³ < 2–5
Pb მგ/ნმ³ ≤ 0,5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.

BAT 52. მშრალი ადიდვის პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ემისიების შეგროვებას ქვემოთ მოცემული (ა) ან (ბ) ტექნიკის გამოყენებით, ხოლო აირჰაერმტვერნარევის გაწმენდას (გ) ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ემისიების შეგროვება
ა) დახურული ადიდვის დანადგარი ჰაერის გაწოვასთან კომბინაციაში მტვრის გაბნევის თავიდან აცილების მიზნით, ადიდვის დანადგარი მთლიანად დახურულია და ხდება ჰაერის გაწოვა. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს საწარმოს განლაგებით.
ბ) ჰაერის გაწოვა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს ადიდვის დანადგარიდან წარმოქმნილი ემისიები გროვდება, მაგალითად, ქოლგის (hood) ან კიდურა გამწოვის (lip extraction) გამოყენებით. ზოგადად გამოყენებადია.
აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა
გ) სახელოიანი ფილტრი იხ. პუნქტი 1.7.2. ზოგადად გამოყენებადია.

ცხრილი 1.28

მშრალი ადიდვის პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული მტვრის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL)

პარამეტრი ერთეული

BAT-AEL

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

მტვერი მგ/ნმ³ < 2–5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.

BAT 53. ზეთის საწრთობი აბაზანებიდან ატმოსფერულ ჰაერში ზეთის ნისლის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა
ემისიების შეგროვება
ა) ჰაერის გაწოვა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს ზეთის საწრთობი აბაზანებიდან წარმოქმნილი ემისიები გროვდება, მაგალითად, გვერდითი ქოლგის (lateral hood) ან კიდურა გამწოვის (lip extraction) გამოყენებით.
აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა
ბ) წვეთდამჭერი/ნისლდამჭერი იხ. პუნქტი 1.7.2.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.

1.4.4. ნაშთები

BAT 54. განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ტყვიის შემცველი ნაშთების განთავსების თავიდან აცილებას მათი რეციკლირების გზით, მაგალითად, ფერადი ლითონების მრეწველობაში ტყვიის საწარმოებლად.

BAT 55. ტყვიის აბაზანებიდან წარმოქმნილი ტყვიის შემცველი ნაშთების (მაგ., დამცავი ფენის მასალებისა და ტყვიის ოქსიდების) დასაწყობებით გამოწვეული გარემოსდაცვითი რისკის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ტყვიის შემცველი ნაშთების სხვა ნაშთებისგან განცალკევებით შენახვას გაუმტარ ზედაპირზე, დახურულ სივრცეში ან დახურულ კონტეინერებში.

1.5. ფურცლებისა და მავთულის ამოვლებით ცხელი დაფარვის პროცესისთვის BAT-ის შესახებ დასკვნები

ამ პუნქტში მოცემული BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება 1.1 პუნქტში მოცემულ ზოგად BAT-ის შესახებ დასკვნებთან ერთად.

1.5.1. მასალების გამოყენების ეფექტურობა

BAT 56. ზოლების უწყვეტი ამოვლებით ცხელი დაფარვისას მასალების გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს მეტალით ჭარბი დაფარვის თავიდან აცილებას ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა აღწერა
ა) საჰაერო დანები საფარის სისქის კონტროლისთვის გამდნარი თუთიის აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ, ზოლის მთელ სიგანეზე განლაგებული ჰაერის ჭავლები ზედმეტ საფარ მასალას ზოლის ზედაპირიდან უკან, გალვანიზაციის აბაზანაში აბრუნებს.
ბ) ზოლის სტაბილიზაცია საჰაერო დანების მიერ ზედმეტი საფარის მოცილების ეფექტურობა იზრდება ზოლის რხევის შეზღუდვით, მაგალითად, ზოლის დაჭიმულობის გაზრდით, დაბალვიბრაციული საკისარების ან ელექტრომაგნიტური სტაბილიზატორების გამოყენებით.

BAT 57. მავთულის უწყვეტი ამოვლებით ცხელი დაფარვისას მასალების გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს მეტალით ჭარბი დაფარვის თავიდან აცილებას ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა აღწერა
ა) ჰაერით ან აზოტით გაწმენდა გამდნარი თუთიის აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ, მავთულის გარშემო წრიულად განლაგებული ჰაერის ან აირის ჭავლები მავთულის ზედაპირიდან მეტალის ჭარბ საფარს, გალვანიზაციის აბაზანაში აბრუნებს.
ბ) მექანიკური გაწმენდა გამდნარი თუთიის აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ, მავთული გაივლის მექანიკური გაწმენდის მოწყობილობაში/მასალაში (მაგ., გაწმენდის ბალიშები, საქშენები, რგოლები, ხის ნახშირის გრანულები), რომლებიც მავთულის ზედაპირიდან ზედმეტ საფარ მეტალს უკან, გალვანიზაციის აბაზანაში აბრუნებს.

1.6. სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის პროცესისთვის BAT-ის შესახებ დასკვნები

ამ პუნქტში მოცემული BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება 1.1 პუნქტში მოცემულ ზოგად BAT-ის შესახებ დასკვნებთან ერთად.

1.6.1. ნაშთები

BAT 58. მაღალი შემცველობის თუთიისა და რკინის მქონე ნამუშევარი მჟავების წარმოქმნის თავიდან აცილების ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი განთავსებისთვის გაგზავნილი რაოდენობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს პიკელირების პროცესის განცალკევებით ჩატარებას დანაფარის მოცილების (stripping) პროცესისგან.

აღწერა

პიკელირება და საფარის მოცილება (stripping) ხორციელდება ცალ-ცალკე ავზებში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მაღალი შემცველობის თუთიისა და რკინის მქონე ნამუშევარი მჟავების წარმოქმნა ან შემცირდეს მათი განთავსებისთვის გაგზავნილი რაოდენობა.

გამოყენებადობა

არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცის ნაკლებობის გამო, როდესაც საჭიროა დანაფარის მოცილებისთვის (stripping) დამატებითი ავზების მოწყობა.

BAT 59. მაღალი შემცველობის თუთიის მქონე ნამუშევარი დანაფარის მოსაცილებელი (stripping) ხსნარების განთავსებისთვის გაგზავნილი რაოდენობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ნამუშევარი დანაფარის მოსაცილებელი ხსნარების და/ან მათში არსებული ZnCl₂-ისა და NH₄Cl-ის რეკუპერაციას.

აღწერა

მაღალი შემცველობის თუთიის მქონე ნამუშევარი დანაფარის მოსაცილებელი ხსნარების რეკუპერაციის ტექნიკა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც საწარმოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მოიცავს:

– თუთიის მოცილებას იონგაცვლითი პროცესით. დამუშავებული მჟავა შეიძლება გამოყენებულ იქნეს პიკელირების პროცესში, ხოლო იონგაცვლითი ფისის რეგენერაციის შედეგად მიღებული ZnCl₂-ისა და NH₄Cl-ის შემცველი ხსნარი – დაფლუსების პროცესში.

– თუთიის მოცილებას გამხსნელით ექსტრაქციის გზით. დამუშავებული მჟავა შეიძლება გამოყენებულ იქნეს პიკელირების პროცესში, ხოლო დანაფარის მოცილებისა (stripping) და აორთქლების შედეგად მიღებული თუთიის შემცველი კონცენტრატი – სხვა დანიშნულებით.

1.6.2. მასალების მოხმარების ეფექტურობა

BAT 60. ამოვლებით ცხელი დაფარვის პროცესში მასალების გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა
ა) ამოვლების დროის ოპტიმიზაცია ამოვლების დრო შემოიფარგლება მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, რომელიც საჭიროა დანაფარის სისქის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ბ) ნაკეთობების აბაზანიდან ნელა ამოღება გალვანიზებული ნაკეთობების გალვანიზაციის აბაზანიდან ნელა ამოღება აუმჯობესებს თუთიის ჩამოდენას (drain-off) და ამცირებს თუთიის შხეფების წარმოქმნას.

BAT 61. გალვანიზებული მილებიდან ზედმეტი თუთიის მოცილების შედეგად წარმოქმნილი და განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირების, ასევე, მასალების გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს თუთიის შემცველი ნაწილაკების აღდგენას და მათ გალვანიზაციის აბაზანაში ხელახლა გამოყენებას ან თუთიის აღსადგენად გაგზავნას.

1.6.3. ატმოსფერულ ჰაერში ემისიები

BAT 62. სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის პროცესში პიკელირებისა და დანაფარის მოცილების (stripping) პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში HCl-ის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ტექნოლოგიური პარამეტრების (ანუ აბაზანაში ტემპერატურისა და მჟავას კონცენტრაციის) კონტროლს და ქვემოთ მოცემული ტექნიკის გამოყენებას შემდეგი პრიორიტეტულობის მიხედვით:

– (ა) ტექნიკა (გ) ტექნიკასთან კომბინაციაში;

– (ბ) ტექნიკა (გ) ტექნიკასთან კომბინაციაში;

– (დ) ტექნიკა (ბ) ტექნიკასთან კომბინაციაში;

– (დ) ტექნიკა.

(დ) ტექნიკა BAT-ად მიიჩნევა მხოლოდ არსებული საწარმოებისთვის და იმ პირობით, რომ იგი უზრუნველყოფს გარემოს დაცვის არანაკლებ ეკვივალენტურ დონეს (გ) ტექნიკის (ა) ან (ბ) ტექნიკებთან კომბინაციაში გამოყენებასთან შედარებით.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ემისიების შეგროვება
ა) წინასწარი დამუშავების დახურული უბანი ჰაერის გაწოვასთან კომბინაციაში წინასწარი დამუშავების მთელი უბანი (მაგ., გაუცხიმოვნება, პიკელირება, დაფლუსება) ჰერმეტულად დახურულია (ინკაფსულირებულია) და წარმოქმნილი ორთქლი დახურული სივრციდან გაიწოვება. გამოიყენება მხოლოდ ახალ საწარმოებსა და საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში.
ბ) ჰაერის გაწოვა გვერდითი ქოლგის ან კიდურა გამწოვის გამოყენებით პიკელირების ავზებიდან მჟავის ორთქლი გაიწოვება გვერდითი ქოლგების (lateral hood) ან ავზის კიდეზე განთავსებული კიდურა გამწოვის (lip extraction) გამოყენებით. ეს შეიძლება ასევე მოიცავდეს გაუცხიმოვნების ავზებიდან წარმოქმნილ ემისიებს. გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში შეიძლება შეზღუდული იყოს სივრცის ნაკლებობის გამო.
აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა
გ) სველი სკრუბერი წვეთდამჭერთან/ნისლდამჭერთან კომბინაციაში იხ. პუნქტი 1.7.2. ზოგადად გამოყენებადია.
ემისიების წარმოქმნის შემცირება
დ) მარილმჟავას ღია პიკელირების აბაზანების მუშაობა შეზღუდულ ოპერაციულ დიაპაზონში

მარილმჟავას აბაზანები ექსპლუატირდება მხოლოდ იმ ტემპერატურისა და HCl-ის კონცენტრაციის დიაპაზონში, რომელიც განისაზღვრება შემდეგი პირობებით:

ა) 4 °C < T < (80 – 4w) °C;

ბ) 2 წონ.% < w < (20 – T/4) წონ.%, სადაც T არის პიკელირების მჟავის ტემპერატურა (°C), ხოლო w – HCl-ის კონცენტრაცია (წონ.%).

აბაზანის ტემპერატურა იზომება სულ მცირე დღეში ერთხელ. აბაზანაში HCl-ის კონცენტრაცია იზომება ყოველ ჯერზე, როდესაც ემატება ახალი მჟავა და ნებისმიერ შემთხვევაში – სულ მცირე კვირაში ერთხელ. აორთქლების შესამცირებლად აბაზანის ზედაპირზე ჰაერის მოძრაობა (მაგ., ვენტილაციის შედეგად) მინიმუმამდე მცირდება.

ზოგადად გამოყენებადია.

ცხრილი 1.29

სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის პროცესში მარილმჟავით პიკელირებისა და დანაფარის მოცილების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული HCl-ის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL)

პარამეტრი ერთეული

BAT-AEL

(საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდისთვის)

HCl მგ/ნმ³ < 2–6

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.

1.6.4. ჩამდინარე წყლების ჩაშვება

BAT 63. სერიული (პერიოდული) გალვანიზაციის პროცესიდან ჩამდინარე წყლების ჩაშვება არ წარმოადგენს BAT-ს.

აღწერა

წარმოიქმნება მხოლოდ თხევადი ნაშთები (მაგ., ნამუშევარი პიკელირების მჟავა, ნამუშევარი გაუცხიმოვნების ხსნარები და ნამუშევარი დაფლუსების ხსნარები). აღნიშნული ნაშთები გროვდება. ისინი სათანადოდ მუშავდება რეციკლირების ან აღდგენის მიზნით და/ან იგზავნება განთავსებისთვის (იხ. BAT 18 და BAT 59).

1.7. ტექნიკის აღწერა

1.7.1. ენერგოეფექტურობის გაზრდის ტექნიკა

ტექნიკა აღწერა
გორგლის გამშლელი სითბოშემნახველი კამერები (Coil boxes) თბოიზოლირებული კამერები მონტაჟდება მომჭიმავ და საბოლოო გლინვის დგანებს შორის, რათა გორგლად დახვევისა და გაშლის პროცესში შემცირდეს ნედლეულის ტემპერატურის დანაკარგები და ცხელი ზოლების გლინვის დგანებზე შემცირდეს გლინვის ძალები.
წვის პროცესის ოპტიმიზაცია ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ღუმელში ენერგიის გარდაქმნის ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდას და ემისიების (განსაკუთრებით CO-ის) მინიმიზაციას. ეს მიიღწევა ისეთი ტექნიკის კომბინაციით, როგორიცაა ღუმლის სათანადო კონსტრუქცია, ტემპერატურის ოპტიმიზაცია (მაგ., საწვავისა და წვის ჰაერის ეფექტური შერევა), წვის ზონაში დაყოვნების დროის ოპტიმიზაცია, ასევე ღუმლის ავტომატიზაციისა და მართვის სისტემების გამოყენება.
ალის გარეშე წვა ალის გარეშე წვა მიიღწევა საწვავისა და წვის ჰაერის ღუმლის წვის კამერაში ცალ-ცალკე, მაღალი სიჩქარით შეყვანით, რის შედეგადაც ითრგუნება ალის წარმოქმნა, მცირდება თერმული NOₓ-ის წარმოქმნა და მიიღწევა სითბოს უფრო თანაბარი განაწილება მთელ წვის კამერაში. ალის გარეშე წვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საწვავის ჟანგბადის არეში წვასთან (oxy-fuel combustion) კომბინაციაში.
ღუმლის ავტომატიზაცია და მართვა გახურების პროცესის ოპტიმიზაცია ხდება კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, რომელიც რეალურ დროში აკონტროლებს ძირითად პარამეტრებს, როგორიცაა ღუმლისა და ნედლეულის ტემპერატურა, ჰაერისა და საწვავის თანაფარდობა და ღუმელში წნევა.
თხელი სლაბებისა და საკოჭე ნამზადების საბოლოო ფორმასთან მიახლოებული ფორმით (near-net-shape) ჩამოსხმა შემდგომი გლინვით თხელი სლაბები და საკოჭე ნამზადები მიიღება ჩამოსხმისა და გლინვის ერთი ტექნოლოგიური ეტაპის ფარგლებში. შედეგად მცირდება გლინვამდე ნედლეულის ხელახალი გახურების საჭიროება და გლინვაზე გატარების/გავლების რაოდენობა.
SNCR/SCR-ის პროექტირებისა და ექსპლუატაციის ოპტიმიზაცია ოპტიმიზდება რეაგენტისა და NOₓ-ის თანაფარდობა ღუმლის ან აირგამტარის განივი კვეთის მასშტაბით, რეაგენტის წვეთების ზომა და ტემპერატურული დიაპაზონი, რომლის ფარგლებშიც ხდება რეაგენტის შეყვანა.
ჟანგბადის არეში წვა (Oxy-fuel combustion) წვის ჰაერი სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლებულია სუფთა ჟანგბადით. ჟანგბადით წვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ალის გარეშე წვასთან კომბინაციაში.
წვის ჰაერის წინასწარი გახურება წვის შედეგად წარმოქმნილი ნამწვი აირებიდან აღდგენილი სითბოს ნაწილი გამოიყენება წვისთვის საჭირო ჰაერის წინასწარი გახურებისთვის.
ტექნოლოგიური აირების მართვის სისტემა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს რკინისა და ფოლადის წარმოების ტექნოლოგიური აირების ნედლეულის გახურების ღუმლებისკენ მიმართვას მათი ხელმისაწვდომობის შესაბამისად.
რეკუპერაციული სანთურა რეკუპერაციული სანთურები იყენებს სხვადასხვა ტიპის რეკუპერატორებს (მაგ., გამოსხივებით, კონვექციით მოქმედ, კომპაქტურ ან მილაკოვანი გამოსხივების (რადიანტული მილი) ტიპის სითბომცვლელებს), რომლებიც უშუალოდ ნამწვი აირებიდან აღადგენს სითბოს და მას წვის ჰაერის წინასწარი გახურებისთვის იყენებს.
გლინვის პროცესში ხახუნის შემცირება საგლინავი ზეთები შეირჩევა განსაკუთრებული სიფრთხილით. სამუშაო ლილვებსა და ნედლეულს შორის ხახუნის შესამცირებლად და ზეთის მოხმარების მინიმიზაციის მიზნით, გამოიყენება სუფთა ზეთი და/ან ემულსიური სისტემები. ცხელი გლინვის პროცესში ეს, როგორც წესი, ხორციელდება საბოლოო გლინვის დგანის პირველ გალებში.
რეგენერაციული სანთურა რეგენერაციული სანთურები შედგება ორი სანთურისგან, რომლებიც მონაცვლეობით მუშაობს და შეიცავს ცეცხლგამძლე ან კერამიკული მასალის შემავსებლებს. როდესაც ერთი სანთურა მუშაობს, ნამწვი აირების სითბოს შთანთქავს მეორე სანთურის ცეცხლგამძლე ან კერამიკული მასალა, რომელიც შემდგომ გამოიყენება წვის ჰაერის წინასწარი გახურებისთვის.
ნარჩენი სითბოს აღდგენის ქვაბი (ქვაბი უტილიზატორი) ცხელი ნამწვი აირების სითბო გამოიყენება ორთქლის წარმოსაქმნელად ნარჩენი სითბოს აღდგენის ქვაბში. მიღებული ორთქლი გამოიყენება საწარმოს სხვა ტექნოლოგიურ პროცესებში, ორთქლის ქსელის მომარაგებისთვის ან ელექტროსადგურში ელექტროენერგიის წარმოებისთვის.

1.7.2. ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირების ტექნიკა

ტექნიკა აღწერა
წვის პროცესის ოპტიმიზაცია იხ. პუნქტი 1.7.1.
წვეთდამჭერი/ნისლდამჭერი წვეთდამჭერები/ნისლდამჭერები წარმოადგენს ფილტრაციის მოწყობილობებს, რომლებიც აირის ნაკადიდან გამოყოფს მასში წაყოლილ სითხის წვეთებს. ისინი შედგება ლითონის ან პლასტმასის მავთულებისგან დამზადებული ნაქსოვი სტრუქტურისგან, რომელსაც აქვს მაღალი ხვედრითი ზედაპირი. ინერციის ძალების ზემოქმედებით, აირის ნაკადში არსებული მცირე წვეთები ეჯახება მავთულებს, ერთიანდება (კოალესცირდება) და წარმოქმნის უფრო დიდ წვეთებს.
ელექტროსტატიკური ფილტრი ელექტროსტატიკური ფილტრები (ESP) მუშაობს იმ პრინციპით, რომ ნაწილაკები ელექტრული ველის ზემოქმედებით იმუხტება და გამოიყოფა. ელექტროსტატიკურ ფილტრებს შეუძლია მუშაობა ფართო დიაპაზონის პირობებში. გაწმენდის ეფექტურობა შეიძლება დამოკიდებული იყოს ველების რაოდენობაზე, დაყოვნების დროზე (ფილტრის ზომაზე) და ნაწილაკების წინასწარი მოცილების მოწყობილობებზე. როგორც წესი, ისინი მოიცავს ორიდან ხუთამდე ველს. მტვრის ელექტროდებიდან მოცილების მეთოდის მიხედვით, ელექტროსტატიკური ფილტრები შეიძლება იყოს მშრალი ან სველი ტიპის. სველი ელექტროსტატიკური ფილტრები, როგორც წესი, გამოიყენება საბოლოო გაწმენდის ეტაპზე, სველი სკრუბერის შემდეგ დარჩენილი მტვრისა და წვეთების მოსაშორებლად.
სახელოიანი ფილტრი სახელოიანი ფილტრები, რომლებსაც ხშირად ქსოვილიან/ ტომრის ფილტრებსაც უწოდებენ, დამზადებულია ფოროვანი ნაქსოვი ან თექისებრი ქსოვილისგან, რომლის გავლითაც აირჰაერმტვერნარევი გადის მყარი ნაწილაკების მოსაცილებლად. სახელოიანი ფილტრის გამოყენება მოითხოვს ისეთი ქსოვილის შერჩევას, რომელიც შეესაბამება აირჰაერმტვერნარევის მახასიათებლებსა და მაქსიმალურ სამუშაო ტემპერატურას.
ალის გარეშე წვა იხ. პუნქტი 1.7.1.
ღუმლის ავტომატიზაცია და მართვა იხ. პუნქტი 1.7.1.
დაბალი NOₓ-ის წარმოქმნის სანთურა (Low-NOₓ burner) აღნიშნული ტექნიკა (მათ შორის, ულტრადაბალი NOₓ-ის წარმოქმნის სანთურები) ეფუძნება ალის პიკური/მაქსიმალური ტემპერატურის შემცირების პრინციპს. ჰაერისა და საწვავის შერევის ოპტიმიზაცია ამცირებს ჟანგბადის ხელმისაწვდომობას და ალის მაქსიმალურ ტემპერატურას, რის შედეგადაც ფერხდება საწვავში არსებული აზოტის NOₓ-ად გარდაქმნა და თერმული NOₓ-ის წარმოქმნა, ამასთანავე შენარჩუნებულია წვის მაღალი ეფექტურობა.
SNCR/SCR-ის პროექტირებისა და ექსპლუატაციის ოპტიმიზაცია იხ. პუნქტი 1.7.1.
ჟანგბადის არეში წვა (Oxy-fuel combustion) იხ. პუნქტი 1.7.1.
სელექციური კატალიზური აღდგენა (SCR) SCR ტექნიკა ეფუძნება NOₓ-ის აზოტად აღდგენას კატალიზატორის ფენაში შარდოვანასთან ან ამიაკთან რეაქციის გზით, დაახლოებით 300–450 °C ოპტიმალურ სამუშაო ტემპერატურაზე. შესაძლებელია კატალიზატორის რამდენიმე ფენის გამოყენება. კატალიზატორის რამდენიმე ფენის გამოყენება უზრუნველყოფს NOₓ-ის შემცირების უფრო მაღალ ეფექტურობას.
სელექციური არაკატალიზური აღდგენა (SNCR) SNCR ეფუძნება NOₓ-ის აზოტად აღდგენას ამიაკთან ან შარდოვანასთან რეაქციის გზით მაღალ ტემპერატურაზე. რეაქციის ოპტიმალური მიმდინარეობისთვის სამუშაო ტემპერატურა შენარჩუნებულია 800 °C-დან 1 000 °C-მდე დიაპაზონში.
სველი სკრუბერი აირის ნაკადიდან აირადი ან მყარი დამაბინძურებლების მოცილება სითხეში (უმეტესად წყალში ან წყალხსნარში) მასის გადატანის პროცესის საშუალებით. პროცესი შეიძლება მოიცავდეს ქიმიურ რეაქციას (მაგ., მჟავა ან ტუტე სკრუბერის შემთხვევაში). ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია დამაბინძურებელი ნივთიერებების გამხსნელიდან აღდგენა.

1.7.3. წყალში ემისიების შემცირების ტექნიკა

ტექნიკა აღწერა
ადსორბცია ჩამდინარე წყლიდან გახსნილი ნივთიერებების მოცილება მათი მყარ, მაღალი ფორიანობის მქონე ნაწილაკების (როგორც წესი, გააქტიურებული ნახშირის) ზედაპირზე გადატანის გზით.
აერობული ბიოლოგიური გაწმენდა წყალში გახსნილი ორგანული დამაბინძურებლების ბიოლოგიური დაჟანგვა ჟანგბადის მონაწილეობით, მიკროორგანიზმების მეტაბოლიზმის გამოყენებით. გახსნილი ჟანგბადის (ჰაერის ან სუფთა ჟანგბადის სახით მიწოდებული) არსებობისას ორგანული ნივთიერებები მინერალიზდება ნახშირორჟანგად და წყლად ან გარდაიქმნება სხვა მეტაბოლიტებად და ბიომასად.
ქიმიური დალექვა გახსნილი დამაბინძურებლების უხსნელ ნაერთებად გარდაქმნა ქიმიური დამლექავი რეაგენტების დამატებით. წარმოქმნილი მყარი ნალექი შემდგომ გამოიყოფა დალექვით, ჰაეროვანი ფლოტაციით ან ფილტრაციით. საჭიროების შემთხვევაში, პროცესს შეიძლება მოჰყვეს მიკროფილტრაცია ან ულტრაფილტრაცია. ფოსფორის დასალექად გამოიყენება მრავალვალენტიანი ლითონის იონები (მაგ., კალციუმი, ალუმინი, რკინა).
ქიმიური აღდგენა დამაბინძურებლების ქიმიური აღმდგენი რეაგენტების გამოყენებით გარდაქმნა მსგავსი, მაგრამ ნაკლებად მავნე ან ნაკლებად სახიფათო ნაერთებად.
კოაგულაცია და ფლოკულაცია კოაგულაცია და ფლოკულაცია გამოიყენება ჩამდინარე წყლიდან შეწონილი მყარი ნაწილაკების გამოსაყოფად და, როგორც წესი, ხორციელდება თანმიმდევრულ ეტაპებად. კოაგულაცია მიმდინარეობს კოაგულანტების დამატებით, რომელთა მუხტი საპირისპიროა შეწონილი ნაწილაკების მუხტისა. ფლოკულაცია ხორციელდება პოლიმერების დამატებით, რის შედეგადაც მიკროფლოკების (მიკროფანტელების) შეჯახება იწვევს მათ ერთმანეთთან დაკავშირებას და უფრო დიდი ფლოკების (ფანტელების) წარმოქმნას.
ნაკადისა და დამაბინძურებლების დატვირთვის გათანაბრება საბოლოო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის შესასვლელში ნაკადისა და დამაბინძურებლების დატვირთვის გათანაბრება ცენტრალური ავზების გამოყენებით. გათანაბრება შეიძლება განხორციელდეს როგორც დეცენტრალიზებულად, ისე სხვა მართვის ტექნიკის გამოყენებით.
ფილტრაცია ჩამდინარე წყლიდან მყარი ნაწილაკების გამოყოფა ფოროვანი მასალის გავლით, მაგალითად, ქვიშის ფილტრაციის, მიკროფილტრაციის ან ულტრაფილტრაციის გამოყენებით.
ფლოტაცია ჩამდინარე წყლიდან მყარი ან თხევადი ნაწილაკების გამოყოფა მათზე წვრილი აირის ბუშტუკების (როგორც წესი, ჰაერის) მიმაგრების გზით. ამოტივტივებული ნაწილაკები გროვდება წყლის ზედაპირზე და მოიხსნება ქაფმომხსნელი მოწყობილობებით (skimmers).
ნანოფილტრაცია ფილტრაციის პროცესი, რომლის დროსაც გამოიყენება მემბრანები დაახლოებით 1 ნმ ზომის ფორებით.
ნეიტრალიზაცია ჩამდინარე წყლის pH-ის ნეიტრალურ მნიშვნელობამდე (დაახლოებით 7) კორექტირება ქიმიური რეაგენტების დამატებით. ნატრიუმის ჰიდროქსიდი (NaOH) ან კალციუმის ჰიდროქსიდი (Ca(OH)₂), როგორც წესი, გამოიყენება pH-ის ასამაღლებლად, ხოლო გოგირდმჟავა (H₂SO₄), მარილმჟავა (HCl) ან ნახშირორჟანგი (CO₂) – pH-ის დასაქვეითებლად. ნეიტრალიზაციის პროცესში შესაძლებელია ზოგიერთი ნივთიერების დალექვა.
მექანიკური (ფიზიკური) სეპარაცია ჩამდინარე წყლიდან მსხვილი მყარი ნაწილაკების, შეწონილი მყარი ნაწილაკებისა და/ან ლითონის ნაწილაკების გამოყოფა, მაგალითად, ცხაურების, საცრების, ქვიშდამჭერების, ცხიმდამჭერების, ჰიდროციკლონების, ზეთი-წყლის სეპარატორების ან პირველადი დალექვის ავზების გამოყენებით.
უკუოსმოსი მემბრანული პროცესი, რომლის დროსაც მემბრანის ორ მხარეს შექმნილი წნევის სხვაობის შედეგად წყალი უფრო კონცენტრირებული ხსნარიდან ნაკლებად კონცენტრირებულ ხსნარში გადადის.
დალექვა შეწონილი ნაწილაკებისა და მყარი მასალის გამოყოფა სიმძიმის ძალის მოქმედებით მათი დალექვის გზით.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − შავი ლითონების დამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − შავი ლითონების დამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.09.2026.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − შავი ლითონების დამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე?
„ტექნიკური რეგლამენტის − შავი ლითონების დამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე მიღებულია 28.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №471. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.026023.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − შავი ლითონების დამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − შავი ლითონების დამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე, №471, 28.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.026023 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7011987/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება