,,საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვარის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№292
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.933
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 182, 24/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №292

2007 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვარის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვარის №14 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

,,1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი მელიქიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეეველი, კომისიის მდივანი

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ეკატერინე შარაშიძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე