საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.04.2007
ძალის დაკარგვა 15.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/584
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.010.191
გამოქვეყნების წყარო სსმ, 50, 12/04/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:27.0pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:53.95pt 46.3pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.010.191
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/584
2007 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულება“.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. არველაძე
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) შექმნილია „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.
2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ დებულების საფუძველზე.
3. ადმინისტრაცია შესყიდვებს ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. ადმინისტრაციის დოკუმენტი და ჩანაწერი (მათ შორის, ფინანსური) საჯაროა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად.
5. ადმინისტრაციის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით.
6. ადმინისტრაციას აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.
7. ადმინისტრაცია ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
8. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №12.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. ადმინისტრაციის საქმიანობის ძირითადი სფეროა ტექნიკური რეგულირების განხორციელება სატრანსპორტო საშუალებებისა და სატრანსპორტო პროცესების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია:
ა) საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამოქალაქო ავიაციის, საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მასზე დელეგირებული ფუნქციების განხორციელება;
ბ) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის (ფოსტის) გადაზიდვის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და დამტკიცება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნუსხის შესაბამისად;
გ) ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება;
დ) აეროპორტების (აეროდრომების), საჰაერო ხომალდების, საზღვაო გემების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ე) საავიაციო და საზღვაო ტექნიკის ექსპლუატაციისა და შეკეთების უფლების მოწმობების გაცემა (საფრენოსნო და სანაოსნო პერსონალი, ტექნიკური მომსახურების პერსონალი, საავიაციო უშიშროების პერსონალი, სახიფათო ტვირთების მომსახურე პერსონალი);
ვ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
3. ადმინისტრაცია თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ადმინისტრაცია, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას, უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა. ადმინისტრაცია თავისი საქმიანობიდან გამომდინარე დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და მართვა
1. ადმინისტრაციის საქმიანობას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. ადმინისტრაციის უფროსი:
ა) ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროსთან შეთანხმებით, ანაწილებს ფუნქციებს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებს შორის;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) ზედამხედველობს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ადმინისტრაციის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) მოქმედებს ადმინისტრაციის სახელით, წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
ე) კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს ადმინისტრაციის სახელით;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის თანამშრომლებს;
ზ) პასუხისმგებელია ადმინისტრაციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
თ) ადმინისტრაციის საშტატო განრიგს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს დასამტკიცებლად;
ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ და ნორმატიულ აქტებს (ბრძანებებს);
კ) ამტკიცებს ადმინისტრაციის შინაგანაწესს.
3. ადმინისტრაციის უფროსის მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. ადმინისტრაციის უფროსის და ადმინისტრაციის თანამშრომლების შრომითი ურთიერთობები რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით.
5. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაგან ერთ-ერთი ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის პერიოდში ასრულებს მის უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციის ანგარიშვალდებულება
1. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს ადმინისტრაციის უფროსის არამართლზომიერი აქტები.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურა
ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი;
ბ) საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტი;
გ) საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი;
დ) სატრანსპორტო უშიშროებისა და ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის სამსახური;
ე) იურიდიული სამსახური;
ვ) ადმინისტრაციის აპარატი.
მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი:
ა) ფრენის სტანდარტების და სერტიფიცირების სამმართველო – სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურებისა და საფრენად ვარგისობის ნორმების დაცვის უზრუნველყოფის ზედამხედველობა; ავიასაწარმოების სერტიფიცირება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემა, გამოცვლა, მოქმედების ვადის გაგრძელება და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემა; პილოტინსპექტორების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა; სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარება; საჰაერო ხომალდებზე მომხდარი საავიაციო მოვლენების გამოკვლევა; ავიაკომპანიების ეკიპაჟების საფრენოსნო შემოწმება; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება;
ბ) აეროდრომების და აეროპორტების სამმართველო – სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირების მიზნით აეროპორტების და აეროდრომების სერტიფიცირება და ტექნიკური ზედამხედველობა; აეროდრომების, ვერტოდრომების და საფრენი მოედნების რეგისტრაცია; საჰაერო ხომალდების საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველმყოფი საწარმოების სერტიფიცირება; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება;
გ) სააერნაოსნო მომსახურების ორგანიზაციის სამმართველო – საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრავი ნაკადების სააერნაოსნო მომსახურების ორგანიზება; ავიასაწარმოების მიერ მეტეოუზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; სამოქალაქო ავიაციაში საძებნ-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება;
დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის სამმართველო – საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტაცია, შესაბამისი რეესტრის წარმოება; საჰაერო ხომალდების ფრენებისათვის ვარგისობის დადგენა და სათანადო დოკუმენტების გაცემა; ავიასაწარმოების მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების ორგანიზაციების სერტიფიცირება და მათ ფუნქციონირებაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავებ;
ე) გადაყვანა-გადაზიდვების სამმართველო – საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საერთაშორისო ბაზარზე დაშვების უზრუნველყოფა, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველების საქართველოს ავიაბაზარზე დაშვების უზრუნველყოფა, ავიაგადამზიდველებზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის უზრუნველყოფა, საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვების გაცემის უზრუნველყოფა, ავიასაწარმოების მიერ სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული პერსონალის კვალიფიკაციის შემოწმება, რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული აუქციონის ჩატარების ორგანიზება, სანავიგაციო სეზონების მიხედვით ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგების დამტკიცება, კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტი:
ა) საზღვაო ინსპექცია – მეზღვაურთა მომზადების და გადამზადების სისტემაზე ზედამხედველობა, საზღვაო სპეციალისტების აღრიცხვა, საკვალიფიკაციო მოწმობების, საზღვაო დიპლომების და მეზღვაურთა წიგნაკების გაცემის უზრუნველყოფა. საქართველოს დროშის კონტროლი, ნავსადგურებში გემების კონტროლის ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი ნებისმიერ გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლევაზე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტებისა და ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობა. ზედამხედველობა ნაოსნობის უსაფრთხოების დაცვაზე. კონტროლი საზღვაო კონვენციების მოთხოვნების შესრულებაზე. საზღვაო ნავსადგურებისა და საზღვაო ხომალდების დაცვის გეგმის შემუშავება და მიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) სამაშველო საკოორდინაციო და ნავთობის ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო ცენტრი – ზედამხედველობა ზღვაზე ადამიანის სიცოცხლისა და გემების გადარჩენასთან დაკავშირებული საძიებო-სამაშველო და ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის სამუშაოებზე, ჩაძირული ქონების ამოღებასა და შენახვაზე. კონტროლი სამაშველო-სამძებრო რაიონში ნაოსნობაზე. საჭიროების შემთხვევაში ეროვნული და რეგიონალური რესურსების მობილიზების უზრუნველყოფა. სადღეღამისო მორიგეობის განხორციელების უზრუნველყოფა და პასუხისმგებლობის ზონაში ნაოსნობის უწყვეტი ზედამხედველობა და კონტროლი;
გ) გემების რეგისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო დროშის კონტროლის სამსახური – გემების სახელმწიფო რეესტრის წარმოება, ყველა სამოქალაქო გემის რეგისტრაცია და ნაოსნობისათვის აუცილებელი შესაბამისი მოწმობის გაცემა. კონტროლი საქართველოს დროშით მცურავ გემებზე. გემთმფლობელებთან, საკვალიფიკაციო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების საზღვაო ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში.
3. საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი:
ა) გადაზიდვა-გადაყვანის სამმართველო – თავისი კომპეტენციის ფარგლებში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნებართვების გაცემის უზრუნველყოფა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და მონიტორინგი; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურების გატარება; ECMT-ს (ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის) მრავალჯერადი წლიური და ერთთვიანი ნებართვების გაცემის უზრუნველყოფა, რეესტრის წარმოება და მონიტორინგი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) უსაფრთხოების და ტექნიკური რეგლამენტირების სამმართველო – ECMT-ს (ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის) მრავალჯერადი წლიური და ერთთვიანი ნებართვების გაცემისათვის აუცილებელი უსაფრთხოების სერტიფიკატების (A და B) გაცემა/დადასტურება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება და მათზე ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშების დამზადება და ტესტირების ცენტრებისათვის მათი მოთხოვნების შესაბამისად მიწოდება. სერტიფიცირების/დეკლარირების სამუშაოების ორგანიზებაში მონაწილეობა; საავტომობილო ტრანსპორტის დარგში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების და ასოციაციების საექსპერტო კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში. საერთაშორისო კონვენციებთან და ხელშეკრულებებთან მიერთების, გაწევრიანებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა და მიერთების შემდგომ გათვალისწინებული თანმხლები პროცედურებისა და საქმიანობის განხორციელება ადმინისტრაციისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
4. სატრანსპორტო უშიშროებისა და ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის სამსახური – საერთაშორისო კონვენციების და შეთანხმებების მოთხოვნების შესაბამისად სატრანსპორტო საქმიანობაში უკანონო აქტების თავიდან აცილების მიზნით ღონისძიებების ორგანიზება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ტრანსპორტის სფეროში უშიშროების რეჟიმის დაცვის მიზნით საწარმოების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობა; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა.
5. იურიდიული სამსახური – ადმინისტრაციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის შემუშავება; ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ადმინისტრაციის ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შესაბამისობაში მოყვანა მოქმედ კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლო ინსტანციებში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. ადმინისტრაციის აპარატი – ადმინისტრაციის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ადმინისტრაციის საკადრო საკითხების რეგულირება და საქმიანობის განხორციელება საქმისწარმოების ერთიანის წესების შესაბამისად. ადმინისტრაციის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა.
მუხლი 7🔗. ადმინისტრაციის დაფინანსება და ანგარიშვალდებულება
1. ადმინისტრაციის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. ადმინისტრაციის ხარჯთაღრიცხვა მტკიცდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად.
3. ადმინისტრაციის ფუნქციონირების განხორციელების პროცესში მიღებული ყველა შემოსავალი ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. დაუშვებელია ადმინისტრაციამ შექმნას საქველმოქმედო თუ სხვა მსგავსი ფონდები და საკუთარი ბიუჯეტიდან გაიღოს ხარჯები სხვადასხვა სახის დახმარებისა და სპონსორობის გაწევის მიზნით.
5. ადმინისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას და ადგენს ბალანსს.
მუხლი 8🔗. მატერიალური უზრუნველყოფა
ადმინისტრაციას თავისი მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული აქვს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები.
მუხლი 9🔗. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
ადმინისტრაციის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.