„ტექნიკური რეგლამენტის − ნავთობის და გაზის გადამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№473
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.026022
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №473

2026 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – ნავთობის და გაზის გადამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-9 მუხლის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნტისა  და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ნავთობის და გაზის გადამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები“.
მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი არსებული საქმიანობებისთვის/საწარმოებისთვის ამოქმედდეს აღნიშნული საქმიანობებისთვის/საწარმოებისთვის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის დღიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
473.docx ⬇

ტექნიკური რეგლამენტი – ნავთობის და გაზის გადამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები

რეგულირების სფერო

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ ეს დასკვნები ეხება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართის 1.2 პუნქტით განსაზღვრულ სამრეწველო საქმიანობებს, კერძოდ, ნავთობისა და გაზის გადამუშავებას.

კერძოდ, წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნები მოიცავს შემდეგ პროცესებსა და საქმიანობებს:

საქმიანობა საქმიანობაში შემავალი ქვეკატეგორიები ან პროცესები
ალკილირება ალკილირების ყველა პროცესი: ფტორწყალბადმჟავა (HF), გოგირდმჟავა (H2SO4) და მყარი მჟავა
ბაზური ზეთების წარმოება დეასფალტიზაცია, არომატული ნაერთების ექსტრაქცია, პარაფინების დამუშავება და საპოხი ზეთების საბოლოო ჰიდროწმენდა
ბიტუმის წარმოება ყველა ტექნიკა — შენახვიდან საბოლოო პროდუქტის დანამატებამდე
კატალიზური კრეკინგი კატალიზური კრეკინგის ყველა ტიპის დანადგარი, მათ შორის, ცრუგათხევადებული (ფლუიდიზირებული) კატალიზური კრეკინგი
კატალიზური რიფორმინგი უწყვეტი, ციკლური და სემი-რეგენერაციული კატალიზური რიფორმინგი
დაკოქსვა დაყოვნებული და თხევადი დაკოქსვის პროცესები; კოქსის კალცინირება
გაგრილება ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებში გამოყენებული გაგრილების ტექნიკა
დემინერალიზაცია/გაუმარილოება ნედლი ნავთობის დემინერალიზაცია/გაუმარილოება
ენერგიის წარმოების წვის ბლოკები წვის ბლოკები, რომლებშიც გამოიყენება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის/საწარმოს საწვავი, გარდა იმ დანადგარებისა, რომლებიც იყენებენ მხოლოდ სტანდარტულ ან კომერციულ საწვავს
ეთერიფიკაცია ქიმიური ნივთიერებების (მაგალითად, სპირტებისა და ეთერების, როგორიცაა MTBE, ETBE და TAME) წარმოება, რომლებიც გამოიყენება საავტომობილო საწვავის დანამატებად
აირების სეპარაცია ნედლი ნავთობის მსუბუქი ფრაქციების გამოყოფა, მაგალითად, ნავთობგადამუშავების საწვავი აირი (RFG), თხევადი აირი (LPG)
წყალბადის მომხმარებელი პროცესები ჰიდროკრეკინგი, ჰიდროგაწმენდა, ჰიდროდამუშავება, ჰიდროკონვერსია, ჰიდროპროცესები და ჰიდროგენიზაციის პროცესები
წყალბადის წარმოება ნაწილობრივი ოქსიდაცია, ორთქლით რიფორმინგი, აირით გაცხელებული რიფორმინგი და წყალბადის გაწმენდა
იზომერიზაცია C4, C5 და C6 ნახშირწყალბადური ნაერთების იზომერიზაცია
ბუნებრივი აირის დანადგარები ბუნებრივი აირის (NG) დამუშავება, მათ შორის მისი გათხევადება
პოლიმერიზაცია პოლიმერიზაცია, დიმერიზაცია და კონდენსაცია
პირველადი დისტილაცია ატმოსფერული და ვაკუუმური დისტილაცია
პროდუქტების დამუშავება გოგირდის მოცილება და საბოლოო პროდუქტის დამუშავება
ნავთობგადამუშავების მასალების შენახვა და მართვა ნავთობგადამუშავების მასალების შენახვა, შერევა, ჩატვირთვა და გადმოტვირთვა
ვისბრეკინგი და სხვა თერმული გარდაქმნები თერმული დამუშავების პროცესები, როგორიცაა ვისბრეკინგი ან თერმული გაზოილის პროცესი (თერმული კრეკინგი)
აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირების ან დაჭერის ტექნიკა
ჩამდინარე წყლების გაწმენდა ჩამდინარე წყლების გაწმენდის ტექნიკა, ჩაშვებამდე
ნარჩენების მართვა ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილების ან შემცირების ტექნიკა

წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნები არ მოიცავს შემდეგ საქმიანობებს ან პროცესებს:

  • ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებისა და წარმოების საქმიანობას;

  • ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას;

  • პროდუქტების მარკეტინგსა და დისტრიბუციას.

სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება რელევანტური იყოს წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნებით მოცული საქმიანობებისთვის, არის შემდეგი:

სახელმძღვანელო დოკუმენტი რეგულირების სფერო
ქიმიურ სექტორში ჩამდინარე წყლებისა და ორგანიზებული გაფრქვევის დამუშავების/მართვის საერთო სისტემები (CWW) ჩამდინარე წყლების გაწმენდის და მართვის ტექნიკა
სამრეწველო გაგრილების სისტემები (ICS) გაგრილების პროცესები
ეკონომიკა და მედიათაშორისი ზემოქმედება (ECM) ტექნიკის ეკონომიკური და მედიათაშორისი ზემოქმედება
ემისიები საცავებიდან/საწყობებიდან (EFS) ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მასალების შენახვა, შერევა, ჩატვირთვა და გადმოტვირთვა
ენერგოეფექტურობა (ENE) ენერგოეფექტურობა და ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს ინტეგრირებული მართვა
მსხვილი წვის დანადგარები (LCP) სტანდარტული და კომერციული საწვავების წვა
დიდი მოცულობით არაორგანული ქიმიური ნივთიერებების — ამიაკი, მჟავები და სასუქები (LVIC-AAF) წარმოება ორთქლით რიფორმინგი და წყალბადის გაწმენდა
დიდი მოცულობით ორგანული ქიმიური ნივთიერებების წარმოება (LVOC) ეთერიფიკაციის პროცესი (MTBE, ETBE და TAME-ის წარმოება)
ნარჩენების ინსინერაცია (WI) ნარჩენების ინსინერაცია
ნარჩენების დამუშავება (WT) ნარჩენების დამუშავება
მონიტორინგის ზოგადი პრინციპები (MON) ატმოსფერულ ჰაერსა და წყალში ემისიების მონიტორინგი

ზოგადი დებულებები

წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნებში ჩამოთვლილი და აღწერილი ტექნიკა არ არის ამომწურავი. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა ტექნიკაც, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვის სულ მცირე ეკვივალენტურ დონეს.

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები ზოგადად გამოყენებადია.

ატმოსფერულ ჰაერში ემისიების გასაშუალოების პერიოდები და სტანდარტული პირობები

თუ სხვა რამ მითითებული არ არის, წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნებში ატმოსფერულ ჰაერში ემისიებისთვის განსაზღვრული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები) ეხება კონცენტრაციებს, რომლებიც გამოსახულია გაფრქვეული ნივთიერების მასის სახით აირჰაერმტვერნარევის მოცულობის ერთეულზე, შემდეგ სტანდარტულ პირობებში: მშრალი აირი, ტემპერატურა — 273,15 K, წნევა — 101,3 კპა.

უწყვეტი გაზომვები BAT-AEL-ები ეხება თვიურ საშუალო მნიშვნელობებს, რომლებიც წარმოადგენს ერთი თვის განმავლობაში გაზომილი ყველა ვალიდური საათობრივი საშუალო მნიშვნელობის საშუალოს
პერიოდული გაზომვები BAT-AEL-ები ეხება არანაკლებ 30-წუთიანი ხანგრძლივობის სამი წერტილოვანი სინჯის საშუალო მნიშვნელობას

წვის ბლოკებისთვის, კატალიზური კრეკინგის პროცესებისა და ნარჩენი აირის გოგირდის აღდგენის დანადგარებისთვის ჟანგბადის სტანდარტული პირობები მოცემულია ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1

ატმოსფერულ ჰაერში ემისიებთან დაკავშირებული BAT-AEL-ებისთვის სტანდარტული პირობები

საქმიანობა ერთეული ჟანგბადის სტანდარტული პირობები
თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წვის ბლოკი, აირტურბინებისა და ძრავების გარდა მგ/ნმ³ მოცულობითი წილით 3% ჟანგბადი
მყარ საწვავზე მომუშავე წვის ბლოკი მგ/ნმ³ მოცულობითი წილით 6% ჟანგბადი
აირტურბინები (მათ შორის, კომბინირებული ციკლის აირტურბინები — CCGT) და ძრავები მგ/ნმ³ მოცულობითი წილით 15% ჟანგბადი
კატალიზური კრეკინგის პროცესი (რეგენერატორი) მგ/ნმ³ მოცულობითი წილით 3% ჟანგბადი
ნარჩენი აირის გოგირდის აღდგენის დანადგარი1 მგ/ნმ³ მოცულობითი წილით 3% ჟანგბადი

ემისიის კონცენტრაციის გადაყვანა ჟანგბადის სტანდარტულ დონეზე

ემისიის კონცენტრაციის ჟანგბადის სტანდარტულ დონეზე (იხ. ცხრილი 1) გადაანგარიშებისთვის გამოიყენება ქვემოთ მოცემული ფორმულა.

$$E_{R} = \frac{21 - O_{R}}{21 - O_{M}} \times E_{M}$$

სადაც:

ER (მგ/ნმ³): ემისიის კონცენტრაცია ჟანგბადის სტანდარტულ დონეზე OR
OR (მოც.%): ჟანგბადის სტანდარტული დონე
EM (მგ/ნმ³): ემისიის კონცენტრაცია გაზომილ ჟანგბადის დონეზე OM
OM (მოც.%): გაზომილი ჟანგბადის დონე

ჩამდინარე წყლებში ემისიებისთვის გასაშუალოების პერიოდები და სტანდარტული პირობები

თუ სხვა რამ მითითებული არ არის, წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნებში ჩამდინარე წყლებში ემისიებისთვის განსაზღვრული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები) ეხება კონცენტრაციის მნიშვნელობებს (გაფრქვეული ნივთიერებების მასა წყლის მოცულობის ერთეულზე), რომლებიც გამოსახულია მგ/ლ-ში.

თუ სხვა რამ მითითებული არ არის, BAT-AEL-ებთან დაკავშირებული გასაშუალოების პერიოდები განისაზღვრება შემდეგნაირად:

საშუალო სადღეღამისო საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების 24-საათიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც აღებულია ნაკადის (ხარჯის) პროპორციული შედგენილი სინჯის სახით ან, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებულია ნაკადის (ხარჯის) საკმარისი სტაბილურობა, დროის პროპორციული სინჯის სახით
საშუალო წლიური/თვიური წლის/თვის განმავლობაში მიღებული ყველა საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობის საშუალო მნიშვნელობა, შეწონილი სადღეღამისო ხარჯების მიხედვით

განმარტებები

წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნების მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

ტერმინი განმარტება
ბლოკი (Unit) საწარმოს/დანადგარის სეგმენტი/ნაწილი, რომელშიც ხორციელდება კონკრეტული ტექნოლოგიური ოპერაცია
ახალი ბლოკი ბლოკი, რომელიც მოეწყო 2026 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, ან მოხდა 2026 წლის 1 სექტემბრამდე არსებული ბლოკის სრული ჩანაცვლება საწარმოს/დანადგარის არსებულ ფუნდამენტზე 2026 წლის 1 სექტემბრის შემდეგ
არსებული ბლოკი ბლოკი, რომელიც არ წარმოადგენს ახალ ბლოკს
პროცესული გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევი პროცესის შედეგად წარმოქმნილი და შეგროვებული აირი, რომელიც საჭიროებს გაწმენდას, მაგალითად, მჟავა აირების მოცილების ბლოკში და გოგირდის აღდგენის ბლოკში (SRU)
ნამწვი აირი დაჟანგვის ეტაპის, როგორც წესი, წვის შემდეგ ბლოკიდან გამოყოფილი აირი (მაგალითად, რეგენერატორი, კლაუსის ბლოკი)
ნარჩენი (კუდის) აირი SRU-დან გამომავალი აირის (როგორც წესი, კლაუსის პროცესიდან) გავრცელებული დასახელება
VOC (აონ) ნებისმიერი ორგანული ნაერთი, ასევე, კრეოზოტის ფრაქცია, რომელსაც 293,15 K ტემპერატურაზე გააჩნია 0,01 კპა ან მეტი ორთქლის წნევა, ან აქვს შესაბამისი აქროლადობა გამოყენების კონკრეტული პირობებისთვის
NMVOC (ააონ) აონ-ები მეთანის გამოკლებით
VOC-ის დიფუზური ემისიები VOC-ის არაორგანიზებული ემისიები, რომლებიც არ გამოიყოფა ემისიის კონკრეტული წყაროებიდან, როგორიცაა გაფრქვევის მილები. ისინი შეიძლება წარმოიქმნას ფართობითი წყაროებიდან (მაგალითად, რეზერვუარები) ან წერტილოვანი წყაროებიდან (მაგალითად, მილსადენების მილტუჩები/ქიმურები)
NOX, გამოსახული NO2-ის სახით აზოტის მონოქსიდისა (NO) და აზოტის დიოქსიდის (NO2) ჯამი, გამოსახული NO2-ის სახით
SOX, გამოსახული SO2-ის სახით გოგირდის დიოქსიდისა (SO2) და გოგირდის ტრიოქსიდის (SO3) ჯამი, გამოსახული SO2-ის სახით
H2S გოგირდწყალბადი. კარბონილ სულფიდს და მერკაპტანებს არ მოიცავს
წყალბადის ქლორიდი, გამოსახული HCl-ის სახით ყველა აირადი ქლორიდი, გამოსახული HCl-ის სახით
წყალბადის ფთორიდი, გამოსახული HF-ის სახით ყველა აირადი ფთორიდი, გამოსახული HF-ის სახით
FCC ბლოკი ცრუგათხევადებული (ფლუიდიზირებული) კატალიზური კრეკინგი: მძიმე ნახშირწყალბადების გარდაქმნის პროცესი, რომლის დროსაც სითბოსა და კატალიზატორის გამოყენებით უფრო დიდი ზომის ნახშირწყალბადური მოლეკულები იშლება უფრო მსუბუქ მოლეკულებად
SRU გოგირდის აღდგენის ბლოკი. იხ. განმარტება 1.20.3 ნაწილში
ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს საწვავი ნედლი ნავთობის გადამუშავების დისტილაციისა და გარდაქმნის ეტაპებზე მიღებული მყარი, თხევადი ან აირადი წვადი მასალა. მაგალითებია: ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს საწვავი აირი (RFG), სინთეზური აირი (syngas), ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს ზეთები და ნავთობკოქსი
RFG ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს საწვავი აირი: დისტილაციის ან გარდაქმნის ბლოკებიდან მიღებული ნარჩენი აირები, რომლებიც გამოიყენება საწვავად
წვის ბლოკი ბლოკი, რომელშიც ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს საწვავი გამოიყენება ცალკე ან სხვა საწვავებთან ერთად ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს ტერიტორიაზე ენერგიის წარმოებისთვის, მაგალითად, საქვაბეები (CO-ს საქვაბეების გარდა), ღუმელები და აირტურბინები
უწყვეტი გაზომვა გაზომვა, რომელიც ხორციელდება ობიექტზე მუდმივად დამონტაჟებული „ავტომატური გაზომვის სისტემის“ (AMS) ან „ემისიების უწყვეტი მონიტორინგის სისტემის“ (CEMS) გამოყენებით
პერიოდული გაზომვა გაზომვადი სიდიდის განსაზღვრა დროის განსაზღვრული ინტერვალებით, ხელით ან ავტომატური რეფერენსული მეთოდების გამოყენებით
ატმოსფერულ ჰაერში ემისიების არაპირდაპირი მონიტორინგი დამაბინძურებლის კვამლურ აირში ემისიის კონცენტრაციის შეფასება სუროგატული პარამეტრების (მაგალითად, O₂-ის შემცველობა, ნედლეულში/საწვავში გოგირდის ან აზოტის შემცველობა) გაზომვების, გამოთვლებისა და საკვამურზე ჩატარებული პერიოდული გაზომვების შესაბამისი კომბინაციის გამოყენებით. საწვავში გოგირდის შემცველობაზე დაფუძნებული ემისიის კოეფიციენტების გამოყენება არაპირდაპირი მონიტორინგის ერთ-ერთი მაგალითია. მეორე მაგალითია PEMS-ის გამოყენება
ემისიების პროგნოზირებადი მონიტორინგის სისტემა (PEMS) სისტემა, რომელიც განსაზღვრავს დამაბინძურებლის ემისიის კონცენტრაციას ემისიის წყაროსთვის დამახასიათებელ უწყვეტად მონიტორინგებად პროცესულ პარამეტრებთან (მაგალითად, საწვავი აირის მოხმარება, ჰაერი/საწვავის თანაფარდობა) და საწვავის ან ნედლეულის ხარისხის მონაცემებთან (მაგალითად, გოგირდის შემცველობა) მისი კავშირის საფუძველზე
აქროლადი თხევადი ნახშირწყალბადური ნაერთები ნავთობპროდუქტები, რომელთა რიდის ორთქლის წნევა (RVP) 4 კპა-ზე მეტია, მაგალითად, ნაფტა და არომატული ნაერთები
აღდგენის ხარისხი ორთქლის აღდგენის ბლოკში (VRU) მიწოდებული ნაკადებიდან აღდგენილი NMVOC-ის პროცენტული წილი

1.1. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ ზოგადი დასკვნები ნავთობისა და გაზის გადამუშავებისთვის

1.2-1.19 პუნქტებში მოცემული პროცესებისთვის სპეციფიკური BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება ამ პუნქტში მოცემული BAT-ის შესახებ ზოგად დასკვნებზე დამატებით.

1.1.1. გარემოსდაცვითი მართვის სისტემები

BAT 1. ნავთობისა და გაზის გადამამუშავებელი საწარმოების საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად BAT წარმოადგენს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) დანერგვასა და დაცვას, რომელიც მოიცავს ყველა შემდეგ ელემენტს:

ა) ხელმძღვანელობის, მათ შორის, უმაღლესი ხელმძღვანელობის, ჩართულობას;

ბ) გარემოსდაცვითი პოლიტიკის განსაზღვრას, რომელიც მოიცავს ხელმძღვანელობის მიერ დანადგარის უწყვეტ გაუმჯობესებას;

გ) აუცილებელი პროცედურების, მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვასა და განსაზღვრას ფინანსურ დაგეგმვასა და ინვესტიციებთან კავშირში;

დ) პროცედურების დანერგვას, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით შემდეგზე:

დ.ა) სტრუქტურა და პასუხისმგებლობები;

დ.ბ) ტრენინგი, ცნობიერების ამაღლება და კომპეტენცია;

დ.გ) კომუნიკაცია;

დ.დ) თანამშრომელთა ჩართულობა;

დ.ე) დოკუმენტირება;

დ.ვ) პროცესის ეფექტიანი კონტროლი;

დ.ზ) ტექნიკური მომსახურების პროგრამები;

დ.თ) საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა და რეაგირება;

დ.ი) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ე) შედეგების შემოწმებასა და მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით შემდეგზე:

ე.ა) მონიტორინგი და გაზომვები (იხ. ასევე საცნობარო დოკუმენტი „მონიტორინგის ზოგადი პრინციპები“);

ე.ბ) მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები;

ე.გ) ჩანაწერების წარმოება;

ე.დ) დამოუკიდებელი (სადაც პრაქტიკულად შესაძლებელია) შიდა და გარე აუდიტის განხორციელება, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა EMS დაგეგმილ ღონისძიებებს და სათანადოდ არის თუ არა დანერგილი და შენარჩუნებული;

ვ) უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ EMS-ისა და მისი მუდმივი შესაბამისობის, ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გადახედვას;

ზ) უფრო სუფთა ტექნოლოგიების განვითარების თვალყურის დევნებას;

თ) ახალი საწარმოს პროექტირების ეტაპზე და მისი ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში დანადგარის საბოლოო ექსპლუატაციიდან გამოყვანით გამოწვეული გარემოსდაცვითი ზემოქმედებების გათვალისწინებას;

ი) სექტორული ბენჩმარკინგის [საქმიანობის, პროცესის ან მაჩვენებლების
შედარებითი შეფასება საუკეთესო პრაქტიკასთან ან სექტორის სხვა ანალოგიურ ობიექტებთან]
რეგულარულ გამოყენებას.

გამოყენებადობა

EMS-ის მოცულობა (მაგალითად, დეტალიზაციის დონე) და ხასიათი (მაგალითად, სტანდარტიზებული ან არასტანდარტიზებული) ჩვეულებრივ დაკავშირებულია საწარმოს/დანადგარის ბუნებასთან, მასშტაბთან და კომპლექსურობასთან, ასევე, გარემოზე მისი შესაძლო ზემოქმედების დონესთან.

1.1.2. ენერგოეფექტურობა

BAT 2. ენერგიის ეფექტიანად გამოყენების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა
ა) პროექტირების ტექნიკა
ა.ა) პინჩ-ანალიზი (Pinch Analysis) მეთოდოლოგია, რომელიც ეფუძნება პროცესების ენერგომოხმარების მინიმიზაციის მიზნით თერმოდინამიკური მიზნობრივი მაჩვენებლების სისტემატურ გაანგარიშებას. გამოიყენება, როგორც ინსტრუმენტი მთლიანი სისტემის საპროექტო გადაწყვეტილებების შესაფასებლად.
ა.ბ) სითბოს ინტეგრაცია პროცესული სისტემების სითბოს ინტეგრაცია უზრუნველყოფს, რომ სხვადასხვა პროცესისთვის საჭირო სითბოს მნიშვნელოვანი ნაწილი მიეწოდოს გასათბობ და გასაცივებელ ნაკადებს შორის სითბოს გაცვლის გზით.
ა.გ) სითბოსა და ენერგიის აღდგენა/რეკუპერაცია ენერგიის აღდგენის მოწყობილობების გამოყენება, მაგალითად:

— ნარჩენი/ჭარბი სითბოს საქვაბეები (ქვაბ-უტილიზატორები);
— ექსპანდერები (დეტანდერები)/ენერგიის აღდგენა FCC ბლოკში;
— ნარჩენი/ჭარბი სითბოს გამოყენება ცენტრალიზებული გათბობის სისტემებში.
ბ) პროცესის კონტროლისა და ტექნიკური მომსახურების ტექნიკა
ბ.ა) პროცესის ოპტიმიზაცია ავტომატიზებული კონტროლირებადი წვა გადამუშავებული ნედლეულის ტონაზე საწვავის მოხმარების შესამცირებლად, რომელიც ხშირად შერწყმულია სითბოს ინტეგრაციასთან ღუმელის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
ბ.ბ) ორთქლის მოხმარების მართვა და შემცირება სადრენაჟო სარქველების სისტემების სისტემატური რუკირება ორთქლის მოხმარების შესამცირებლად და მისი გამოყენების ოპტიმიზაციის მიზნით.
ბ.გ) ენერგეტიკული ბენჩმარკინგის გამოყენება რეიტინგისა და ბენჩმარკინგის საქმიანობებში მონაწილეობა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით უწყვეტი გაუმჯობესების მისაღწევად.
გ) ენერგოეფექტური წარმოების ტექნიკა
გ.ა) კომბინირებული სითბოსა და ელექტროენერგიის წარმოების გამოყენება სისტემა, რომელიც განკუთვნილია ერთი და იმავე საწვავიდან სითბოს (მაგალითად, ორთქლის) და ელექტროენერგიის ერთობლივი წარმოებისთვის (კოგენერაცია).
გ.ბ) ინტეგრირებული გაზიფიკაციის კომბინირებული ციკლი (IGCC) ტექნიკა, რომლის მიზანია სხვადასხვა ტიპის საწვავიდან (მაგალითად, მძიმე მაზუთი ან კოქსი) ორთქლის, წყალბადის (საჭიროების შემთხვევაში) და ელექტროენერგიის წარმოება მაღალი გარდაქმნის ეფექტიანობით.

1.1.3. მყარი მასალების შენახვა და მართვა

BAT 3. მტვერწარმომქმნელი მასალების შენახვისა და მართვის შედეგად წარმოქმნილი მტვრის ემისიების თავიდან აცილების მიზნით ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას:

ა) ნაყარი ფხვნილოვანი მასალების შენახვას დახურულ სილოსებში, რომლებიც აღჭურვილია მტვრის შემცირების სისტემით (მაგალითად, ქსოვილოვანი ფილტრით);

ბ) წვრილმარცვლოვანი მასალების შენახვას დახურულ კონტეინერებში ან ჰერმეტულად დალუქულ ტომრებში;

გ) მსხვილმარცვლოვანი მტვერწარმომქმნელი მასალების გროვების დატენიანებას, ზედაპირის სტაბილიზაციას ქერქის წარმომქმნელი საშუალებებით ან მათ შენახვას გადახურულ გროვებად;

დ) გზების გამწმენდი მანქანების გამოყენებას.

1.1.4. ატმოსფერულ ჰაერში ემისიებისა და ძირითადი პროცესული პარამეტრების მონიტორინგი

BAT 4. BAT წარმოადგენს ატმოსფერულ ჰაერში ემისიების მონიტორინგს ქვემოთ მოცემული მონიტორინგის ტექნიკის გამოყენებით, სულ მცირე მითითებული მინიმალური სიხშირით და EN სტანდარტების შესაბამისად. თუ EN სტანდარტები ხელმისაწვდომი არ არის, გამოიყენება ISO-ს, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფს ეკვივალენტური სამეცნიერო ხარისხის მონაცემების მიღებას.

აღწერა ერთეული მინიმალური სიხშირე მონიტორინგის ტექნიკა
ა) SOX, NOX და მტვრის ემისიები კატალიზური კრეკინგი უწყვეტი 2, 3 პირდაპირი გაზომვა
წვის ბლოკები ≥ 100 MW 4 და კალცინაციის ბლოკები უწყვეტი 2, 3 პირდაპირი გაზომვა 5
წვის ბლოკები 50-დან 100 MW-მდე 4 უწყვეტი 2 , 3 პირდაპირი გაზომვა ან არაპირდაპირი მონიტორინგი
წვის ბლოკები < 50 MW 4 წელიწადში ერთხელ და საწვავის მნიშვნელოვანი ცვლილებების შემდეგ 6 პირდაპირი გაზომვა ან არაპირდაპირი მონიტორინგი
გოგირდის აღდგენის ბლოკები (SRU) უწყვეტი მხოლოდ SO₂-ისთვის პირდაპირი გაზომვა ან არაპირდაპირი მონიტორინგი 7
ბ) NH₃-ის ემისიები SCR-ით ან SNCR-ით აღჭურვილი ყველა ბლოკი უწყვეტი პირდაპირი გაზომვა
გ) CO-ის ემისიები კატალიზური კრეკინგისა და წვის ბლოკები ≥ 100 MW 4 უწყვეტი პირდაპირი გაზომვა
სხვა წვის ბლოკები ყოველ 6 თვეში ერთხელ 6 პირდაპირი გაზომვა
დ) ლითონების ემისიები: ნიკელი (Ni), სტიბიუმი (Sb)8, ვანადიუმი (V) კატალიზური კრეკინგი ყოველ 6 თვეში ერთხელ და ბლოკში მნიშვნელოვანი ცვლილებების შემდეგ 6 პირდაპირი გაზომვა ან ანალიზი, რომელიც ეფუძნება კატალიზატორის წვრილ ნაწილაკებსა და საწვავში ლითონების შემცველობას
წვის ბლოკები 9 ყოველ 6 თვეში ერთხელ და ბლოკში მნიშვნელოვანი ცვლილებების შემდეგ 6 პირდაპირი გაზომვა ან ანალიზი, რომელიც ეფუძნება საწვავში ლითონების შემცველობას
ე) პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინებისა და დიბენზოფურანების (PCDD/F) ემისიები კატალიზური რიფორმინგის ბლოკი წელიწადში ერთხელ ან თითოეული რეგენერაციის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო ხანგრძლივია პირდაპირი გაზომვა

BAT 5. BAT წარმოადგენს კატალიზური კრეკინგისა და წვის ბლოკებში დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიებთან დაკავშირებული შესაბამისი პროცესული პარამეტრების მონიტორინგს შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით და სულ მცირე ქვემოთ მითითებული სიხშირით.

აღწერა მინიმალური სიხშირე
მავნე ნივთიერებების ემისიებთან დაკავშირებული პარამეტრების მონიტორინგი, მაგალითად, ნამწვ აირში O₂-ის შემცველობა, საწვავში ან ნედლეულში N-ისა და S-ის შემცველობა (1) O₂-ის შემცველობისთვის — უწყვეტი.

N-ისა და S-ის შემცველობისთვის — პერიოდული, საწვავის/ნედლეულის მნიშვნელოვანი ცვლილებების სიხშირის შესაბამისად.
(1) საწვავში ან ნედლეულში N-ისა და S-ის მონიტორინგი შეიძლება არ იყოს აუცილებელი, თუ გაფრქვევის მილში ხორციელდება NOx-ისა და SO₂-ის ემისიების უწყვეტი გაზომვა.

BAT 6. BAT წარმოადგენს მთელი ობიექტის მასშტაბით ატმოსფერულ ჰაერში VOC (აონ)-ის დიფუზიური ემისიების მონიტორინგს ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ტექნიკის გამოყენებით:

ა) ძირითადი მოწყობილობებისთვის კორელაციურ მრუდებთან დაკავშირებული გაზანალიზატორებით აირის ყნოსვით/ზონდირებით ანალიზის (sniffing) მეთოდები;

ბ) აირის ოპტიკური ვიზუალიზაციის ტექნიკა;

გ) ქრონიკული ემისიების გაანგარიშება ემისიის ფაქტორების საფუძველზე, რომლებიც პერიოდულად (მაგალითად, ორ წელიწადში ერთხელ) დასტურდება გაზომვებით.

სასარგებლო დამატებით ტექნიკას წარმოადგენს ობიექტის ემისიების ანალიზი და რაოდენობრივი განსაზღვრა პერიოდული პროგრამების განხორციელების გზით, ოპტიკურ შთანთქმაზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა დიფერენციალური შთანთქმის ლიდარი – სინათლის დეტექტირებისა და მანძილის განსაზღვრის/დისტანციური ზონდირების მეთოდი (differential absorption light detection and ranging, DIAL) ან მზის გამოსხივების ნაკადის დაბნელების მეთოდი (solar occultation flux, SOF).

აღწერა

იხ. 1.20.6 პუნქტი.

1.1.5. აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის სისტემების ექსპლუატაცია

BAT 7. ატმოსფერულ ჰაერში ემისიების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს მჟავა აირების მოცილების ბლოკების, გოგირდის აღდგენის ბლოკების და აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის ყველა სხვა სისტემის ექსპლუატაციას მაღალი ხელმისაწვდომობითა და ოპტიმალური წარმადობით.

აღწერა

სპეციალური პროცედურები შეიძლება განისაზღვროს ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისგან განსხვავებული პირობებისთვის, კერძოდ:

ა) გაშვებისა და გაჩერების ოპერაციების დროს;

ბ) სხვა გარემოებებში, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სისტემების სათანადო ფუნქციონირებაზე (მაგალითად, ბლოკების ან/და აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის სისტემის გეგმური და არაგეგმური ტექნიკური მომსახურებისა და გაწმენდის სამუშაოების დროს);

გ) აირჰაერმტვერნარევის არასაკმარისი მოცულობის (ხარჯის) ან ტემპერატურის შემთხვევაში, რაც ხელს უშლის აირმტვერდამჭერი სისტემის სრული წარმადობით გამოყენებას.

BAT 8. ატმოსფერულ ჰაერში ამიაკის (NH₃) ემისიების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით, შერჩევითი კატალიზური აღდგენის (SCR) ან შერჩევითი არაკატალიზური აღდგენის (SNCR) ტექნიკის გამოყენებისას, BAT წარმოადგენს SCR-ის ან SNCR-ის აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის სისტემების სათანადო საოპერაციო პირობების შენარჩუნებას, არარეაგირებული NH₃-ის ემისიების შეზღუდვის მიზნით.

BAT-ის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL): იხ. ცხრილი 2.

ცხრილი 2

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში ამიაკის (NH₃) ემისიებისთვის წვის ან გადამუშავების ბლოკებისთვის, რომლებშიც გამოიყენება SCR ან SNCR ტექნიკა

პარამეტრი BAT-AEL
(საშუალო თვიური)
მგ/ნმ³
NH₃-ით გამოსახული ამიაკი < 5 – 15 (1) (2)

(1) დიაპაზონის ზედა ზღვარი დაკავშირებულია შემავალ ნაკადში NOx-ის უფრო მაღალ კონცენტრაციებთან, NOx-ის შემცირების (აღდგენის) უფრო მაღალ ხარისხთან და კატალიზატორის დაბერებასთან.

(2) დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია SCR ტექნიკის გამოყენებასთან.

BAT 9. მჟავე ჩამდინარე წყლების გასაორთქლიანებელი დანადგარის (მჟავა ნაკადების ორთქლის მოცილებისთვის) გამოყენებისას, ატმოსფერულ ჰაერში ემისიების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ამ დანადგარიდან გამოყოფილი მჟავე აირჰაერმტვერნარევის გოგირდის აღდგენის ბლოკში (SRU) ან აირის გაწმენდის სხვა ეკვივალენტურ სისტემაში მიმართვას.

მჟავე ჩამდინარე წყლების გასაორთქლიანებელი დანადგარიდან გამოყოფილი გაუწმენდავი აირჰაერმტვერნარევის პირდაპირი დაწვა არ წარმოადგენს BAT-ს.

1.1.6. წყალში ემისიების მონიტორინგი

BAT 10. BAT წარმოადგენს წყალში ემისიების მონიტორინგს ცხრილ 3-ში მოცემული მონიტორინგის ტექნიკის გამოყენებით, სულ მცირე, ამავე ცხრილში მითითებული სიხშირით და EN სტანდარტების შესაბამისად. თუ EN სტანდარტები არ არსებობს, BAT წარმოადგენს ISO-ს, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფს ეკვივალენტური სამეცნიერო ხარისხის მონაცემების მიღებას.

1.1.7. წყალში ემისიები

BAT 11. წყლის მოხმარებისა და დაბინძურებული ჩამდინარე წყლების მოცულობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) წყლის ნაკადების ინტეგრირება ბლოკის დონეზე წარმოქმნილი ტექნოლოგიური წყლების მოცულობის შემცირება მათ ჩაშვებამდე, წყლის ნაკადების შიდა ხელახალი გამოყენების გზით, მაგალითად, გამაგრილებელი წყლებისა და კონდენსატის გამოყენებით, განსაკუთრებით ნედლი ნავთობის გაუმარილოების პროცესში. როგორც წესი, გამოიყენება ახალი ბლოკებისთვის. არსებული ბლოკებისთვის გამოყენება შესაძლოა საჭიროებდეს ბლოკის ან დანადგარის სრულ რეკონსტრუქციას.
ბ) დაბინძურებული წყლის ნაკადების განცალკევებისთვის წყლისა და სადრენაჟო სისტემის მოწყობა სამრეწველო ობიექტის დაპროექტება წყლის მართვის ოპტიმიზაციის მიზნით, რომლის დროსაც თითოეული წყლის ნაკადი შესაბამისი წესით მუშავდება, მაგალითად, დისტილაციის, კრეკინგის, დაკოქსვის ბლოკებიდან და სხვა პროცესებიდან წარმოქმნილი მჟავე წყლების შესაბამისი წინასწარი გაწმენდის ეტაპზე, მაგალითად, გასაორთქლიანებელ დანადგარში, მიმართვის გზით. როგორც წესი, გამოიყენება ახალი ბლოკებისთვის. არსებული ბლოკებისთვის გამოყენება შესაძლოა საჭიროებდეს ბლოკის ან დანადგარის სრულ რეკონსტრუქციას.
გ) დაუბინძურებელი წყლის ნაკადების სეგრეგაცია/განცალკევება (მაგალითად, ერთჯერადი გამოყენების გამაგრილებელი წყალი, წვიმის წყალი) ობიექტის დაპროექტება იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაუბინძურებელი წყლის საერთო ჩამდინარე წყლების გაწმენდის სისტემაში მოხვედრა და შესაძლო ხელახალი გამოყენების შემდეგ უზრუნველყოფილ იქნეს ამ ტიპის წყლის ნაკადების განცალკევებით ჩაშვება. როგორც წესი, გამოიყენება ახალი ბლოკებისთვის. არსებული ბლოკებისთვის გამოყენება შესაძლოა საჭიროებდეს ბლოკის ან დანადგარის სრულ რეკონსტრუქციას.
დ) დაღვრისა და გაჟონვის პრევენცია ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს სპეციალური პროცედურების და/ან დროებითი მოწყობილობების გამოყენებას განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგალითად, დაღვრის, ჰერმეტულობის დარღვევისა და სხვა შემთხვევებისას), სისტემის მუშაობის ეფექტიანობის შესანარჩუნებლად. ზოგადად გამოყენებადია

BAT 12. წყლის მიმღებ ობიექტში ჩამდინარე წყლების ჩაშვებისას დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს უხსნადი და ხსნადი დამაბინძურებელი ნივთიერებების მოცილებას ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) უხსნადი ნივთიერებების მოცილება ნავთობის ამოღების (აღდგენის) გზით იხ. პუნქტი 1.21.2. ზოგადად გამოყენებადია
ბ) უხსნადი ნივთიერებების მოცილება შეწონილი მყარი ნაწილაკებისა და დისპერსირებული (თხევადწვეთოვანი) ნავთობის/ზეთის ამოღების (აღდგენის) გზით იხ. პუნქტი 1.21.2. ზოგადად გამოყენებადია
გ) ხსნადი ნივთიერებების მოცილება, მათ შორის, ბიოლოგიური გაწმენდისა და გაღიავების (გაკამკამების) გამოყენებით იხ. პუნქტი 1.21.2. ზოგადად გამოყენებადია

BAT-ის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL): იხ. ცხრილი 3.

BAT 13. ორგანული ნივთიერებების ან აზოტის დამატებითი მოცილების საჭიროების შემთხვევაში BAT წარმოადგენს დამატებითი გაწმენდის საფეხურის გამოყენებას, როგორც ეს აღწერილია 1.21.2 პუნქტში.

ცხრილი 3

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ნავთობისა და აირის გადამუშავებისას ჩამდინარე წყლების პირდაპირი ჩაშვებისთვის და BAT-თან დაკავშირებული მონიტორინგის სიხშირეები (1)

პარამეტრი ერთეული BAT-AEL
(წლიური საშუალო)
მონიტორინგის (2) სიხშირე და ანალიზის მეთოდი (სტანდარტი)
ნახშირწყალბადების (HOI) ინდექსი მგ/ლ 0,1–2,5 ყოველდღიურად
EN 9377-2 (3)
შეწონილი მყარი ნაწილაკები (TSS) მგ/ლ 5–25 ყოველდღიურად
ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება (COD) (4) მგ/ლ 30–125 ყოველდღიურად
ჟანგბადის ბიოქიმიური მოთხოვნილება (BOD₅) მგ/ლ BAT-AEL დადგენილი არ არის ყოველკვირეულად
საერთო აზოტი (5), გამოსახული N-ით მგ/ლ 1–25 (6) ყოველდღიურად
ტყვია, გამოსახული Pb-ით მგ/ლ 0,005–0,030 კვარტალში ერთხელ
კადმიუმი, გამოსახული Cd-ით მგ/ლ 0,002–0,008 კვარტალში ერთხელ
ნიკელი, გამოსახული Ni-ით მგ/ლ 0,005–0,100 კვარტალში ერთხელ
ვერცხლისწყალი, გამოსახული Hg-ით მგ/ლ 0,0001–0,001 კვარტალში ერთხელ
ვანადიუმი, გამოსახული V-ით მგ/ლ BAT-AEL დადგენილი არ არის კვარტალში ერთხელ
ფენოლის ინდექსი მგ/ლ BAT-AEL დადგენილი არ არის ყოველთვიურად
EN 14402
ბენზოლი, ტოლუოლი, ეთილბენზოლი, ქსილოლი (BTEX) მგ/ლ ბენზოლი: 0,001–0,050
ტოლუოლის, ეთილბენზოლისა და ქსილოლისთვის BAT-AEL დადგენილი არ არის
ყოველთვიურად

(1) ყველა პარამეტრი და სინჯის აღების სიხშირე არ გამოიყენება აირის გადამამუშავებელი ობიექტებიდან ჩამდინარე წყლების ჩაშვებისთვის.

(2) გულისხმობს 24-საათიანი პერიოდის განმავლობაში აღებულ, ნაკადის (ხარჯის) პროპორციულ შედგენილ სინჯს ან, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებულია ნაკადის (ხარჯის) საკმარისი სტაბილურობა, დროის პროპორციულ სინჯს.

(3) მოქმედი მეთოდიდან EN 9377-2 სტანდარტზე გადასვლას შესაძლოა დასჭირდეს ადაპტაციის პერიოდი.

(4) იმ შემთხვევაში, თუ ობიექტისთვის დადგენილია კორელაციური დამოკიდებულება, COD შეიძლება ჩანაცვლდეს TOC-ით. COD-სა და TOC-ს შორის კორელაცია თითოეული კონკრეტული შემთხვევისთვის უნდა განისაზღვროს. უპირატესობა ენიჭება TOC-ის მონიტორინგს, რადგან იგი არ საჭიროებს მაღალტოქსიკური ნაერთების გამოყენებას.

(5) საერთო აზოტი წარმოადგენს კელდალის საერთო აზოტის (TKN), ნიტრატებისა და ნიტრიტების ჯამს.

(6) ნიტრიფიკაციის/დენიტრიფიკაციის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია 15 მგ/ლ-ზე დაბალი დონის მიღწევა.

1.1.8. ნარჩენების წარმოქმნა და მართვა

BAT 14. ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილების ან, თუ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას, რომელიც პრიორიტეტების მიხედვით უზრუნველყოფს ნარჩენების ხელახალი გამოყენებისთვის მომზადებას, რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას.

BAT 15. დასამუშავებელი ან განსათავსებელი ლამის რაოდენობის შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) ლამის წინასწარი დამუშავება საბოლოო დამუშავებამდე (მაგალითად, ფსკერდუღილა ფენის მქონე ინსინერატორში), ლამი ექვემდებარება გაუწყლოებას და/ან ზეთის მოცილებას (მაგალითად, ცენტრიფუგული დეკანტერების ან ორთქლის საშრობების გამოყენებით), მისი მოცულობის შემცირებისა და ნავთობშემცველი ნარჩენების დამუშავების დანადგარებიდან ნავთობის ამოღების (აღდგენის) მიზნით. ზოგადად გამოყენებადია
ბ) ლამის ხელახალი გამოყენება ტექნოლოგიურ ბლოკებში ლამის გარკვეული სახეობები (მაგალითად, ნავთობშემცველი ლამი) მასში ნავთობის შემცველობის გამო შეიძლება დამუშავდეს ტექნოლოგიურ ბლოკებში (მაგალითად, დაკოქსვის ბლოკში), როგორც ნედლეულის ნაწილი. გამოყენებადობა შეზღუდულია იმ ლამით, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი დამუშავების მქონე ბლოკებში გადამუშავებისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

BAT 16. გამოყენებული მყარი კატალიზატორის ნარჩენების წარმოქმნის შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა
ა) გამოყენებული მყარი კატალიზატორის მართვა კატალიზატორად გამოყენებული მასალების გეგმური და უსაფრთხო მართვა (მაგალითად, კონტრაქტორი ორგანიზაციების მეშვეობით) ობიექტის ფარგლებს გარეთ არსებულ დანადგარებში მათი აღდგენის ან ხელახალი გამოყენების მიზნით. აღნიშნული ოპერაციები დამოკიდებულია კატალიზატორის ტიპსა და ტექნოლოგიურ პროცესზე.
ბ) კატალიზატორის მოცილება დეკანტირებული ნავთობიდან ტექნოლოგიური ბლოკებიდან (მაგალითად, FCC ბლოკიდან) მიღებული დაწდომილი დეკანტირებული ნავთობის ლამი (დეკანტატი) შეიძლება შეიცავდეს კატალიზატორის წვრილი ნაწილაკების მნიშვნელოვან კონცენტრაციას. დეკანტირებული ნავთობის ნედლეულად ხელახალ გამოყენებამდე აღნიშნული ნაწილაკები უნდა გამოიყოს.

1.1.9. ხმაური

BAT 17. ხმაურის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას:

ა) გარემოში ხმაურის შეფასების ჩატარებას და, ადგილობრივი გარემოს პირობების გათვალისწინებით, ხმაურის მართვის გეგმის შემუშავებას;

ბ) ხმაურიანი მოწყობილობის/ოპერაციის ცალკეულ ნაგებობაში/ბლოკში განთავსებას;

გ) ხმაურის წყაროს ეკრანირების მიზნით მიწაყრილების გამოყენებას;

დ) ხმაურდამცავი ეკრანების გამოყენებას.

1.1.10. ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს ინტეგრირებულ მართვასთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 18. VOC (აონ)-ის დიფუზიური ემისიების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
1. საწარმოს დაპროექტებასთან დაკავშირებული ტექნიკა ა) ემისიის პოტენციური წყაროების რაოდენობის შეზღუდვა გამოყენებადობა შესაძლოა შეზღუდული იყოს არსებული ბლოკებისთვის.
ბ) ტექნოლოგიური პროცესის ჰერმეტულობის უზრუნველყოფის თანდაყოლილი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება
გ) მაღალი ჰერმეტულობის მქონე მოწყობილობის შერჩევა
დ) პოტენციურად გამჟონავი ელემენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მონიტორინგისა და ტექნიკური მომსახურების გასაადვილებლად
2. საწარმოს მონტაჟსა და ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებული ტექნიკა ა) მშენებლობისა და მონტაჟის მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურები გამოყენებადობა შესაძლოა შეზღუდული იყოს არსებული ბლოკებისთვის.
ბ) ექსპლუატაციაში გაშვებისა და გადაბარების საიმედო პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საწარმოს დაპროექტების მოთხოვნების შესაბამისად მოწყობას
3. საწარმოს ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ტექნიკა რისკზე დაფუძნებული გაჟონვის გამოვლენისა და შეკეთების (LDAR) პროგრამის გამოყენება გაჟონვის მქონე ელემენტების იდენტიფიცირებისა და აღმოჩენილი გაჟონვის აღმოსაფხვრელად. იხ. პუნქტი 1.20.6. ზოგადად გამოყენებადია

1.2. ალკილირების პროცესთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

1.2.1. ფტორწყალბადმჟავური ალკილირების პროცესი

BAT 19. ფტორწყალბადმჟავური (HF) ალკილირების პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში ფტორწყალბადმჟავის (HF) ემისიების თავიდან აცილების მიზნით BAT წარმოადგენს ტუტე ხსნარის შემცველი სველი სკრუბერის გამოყენებას არაკონდენსირებადი აირჰაერმტვერნარევის გასაწმენდად, მის ჩირაღდანზე მიმართვამდე.

აღწერა

იხ. პუნქტი 1.20.3.

გამოყენებადობა

ზოგადად გამოყენებადია. გათვალისწინებული უნდა იქნეს ფტორწყალბადმჟავის (HF) სახიფათო თვისებებიდან გამომდინარე უსაფრთხოების მოთხოვნები.

BAT 20. ფტორწყალბადმჟავური ალკილირების პროცესიდან წყალში ემისიების შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) დალექვის/ ნეიტრალიზაციის საფეხური დალექვა (მაგალითად, კალციუმის ან ალუმინის შემცველი დანამატების გამოყენებით) ან განეიტრალება (როდესაც ჩამდინარე წყლების ნაკადის განეიტრალება არაპირდაპირი გზით, ხორციელდება კალიუმის ჰიდროქსიდით (KOH)). ზოგადად გამოყენებადია. გათვალისწინებული უნდა იქნეს ფტორწყალბადმჟავის (HF) სახიფათო თვისებებიდან გამომდინარე უსაფრთხოების მოთხოვნები.
ბ) გამოყოფის საფეხური პირველ საფეხურზე წარმოქმნილი უხსნადი ნაერთები (მაგალითად, CaF₂ ან AlF₃) გამოიყოფა, მაგალითად, სალექარში. ზოგადად გამოყენებადია.

1.2.2. გოგირდმჟავური ალკილირების პროცესი

BAT 21. გოგირდმჟავური ალკილირების პროცესიდან წყალში ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს გოგირდმჟავის მოხმარების შემცირებას გამოყენებული გოგირდმჟავის რეგენერაციის გზით და ამ პროცესში წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების განეიტრალებას, ჩამდინარე წყლების გაწმენდაზე მიმართვამდე.

1.3. ბაზური ზეთების წარმოების პროცესებთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 22. ბაზური ზეთების წარმოების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერსა და წყალში სახიფათო ნივთიერებების ემისიების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) დახურული პროცესი გამხსნელის აღდგენით პროცესი, რომლის დროსაც ბაზური ზეთების წარმოებაში (მაგალითად, ექსტრაქციისა და დეპარაფინიზაციის ბლოკებში) გამოყენებული გამხსნელი აღდგება რექტიფიკაციისა (დისტილაციის) და გამოორთქლვის (ორთქლით მოცილების, სტრიპინგი) საფეხურების მეშვეობით. იხ. პუნქტი 1.20.7. ზოგადად გამოყენებადია
ბ) მრავალსაფეხურიანი ექსტრაქციის პროცესი გამხსნელის გამოყენებით გამხსნელით ექსტრაქციის პროცესი, რომელიც მოიცავს აორთქლების რამდენიმე საფეხურს (მაგალითად, ორსაფეხურიან ან სამსაფეხურიან პროცესს), ჰერმეტულობის დარღვევით გამოწვეული დანაკარგების შესამცირებლად. ზოგადად გამოყენებადია ახალი ბლოკებისთვის. სამსაფეხურიანი პროცესის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს მხოლოდ იმ ნედლეულისთვის, რომელიც არ იწვევს დანალექების წარმოქმნას.
გ) ექსტრაქციის ბლოკის პროცესები ნაკლებად სახიფათო ნივთიერებების გამოყენებით საწარმოს დაპროექტება (ახალი საწარმოებისთვის) ან არსებული საწარმოს მოდიფიცირება ისე, რომ გამხსნელით ექსტრაქციის პროცესი განხორციელდეს ნაკლებად სახიფათო გამხსნელის გამოყენებით, მაგალითად, ფურფუროლის ან ფენოლის ექსტრაქციის პროცესის ჩანაცვლება N-მეთილპიროლიდონის (NMP) პროცესით. ზოგადად გამოყენებადია ახალი ბლოკებისთვის. არსებული ბლოკების სხვა გამხსნელზე დაფუძნებულ პროცესზე გადაყვანა, რომელსაც განსხვავებული ფიზიკურ-ქიმიური თვისებები აქვს, შესაძლოა საჭიროებდეს მნიშვნელოვან მოდიფიკაციას.
დ) ჰიდროგენიზაციაზე დაფუძნებული კატალიზური პროცესები პროცესები, რომლებიც ეფუძნება არასასურველი ნაერთების გარდაქმნას კატალიზური ჰიდროგენიზაციის გზით, ჰიდროგაწმენდის ანალოგიურად. იხ. პუნქტი 1.20.3 (ჰიდროგაწმენდა). ზოგადად გამოყენებადია ახალი ბლოკებისთვის.

1.4. ბიტუმის წარმოების პროცესთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 23. ბიტუმის წარმოების პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს აირადი გამონახადის (თავნახადის) დამუშავებას ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) აირადი გამონახადის (თავნახადის) თერმული დაჟანგვა 800 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე იხ. პუნქტი 1.20.6. ზოგადად გამოყენებადია ბიტუმის დაჟანგვის (განბერვის) ბლოკისთვის.
ბ) აირადი გამონახადის (თავნახადის) სველი გაწმენდა იხ. პუნქტი 1.20.3. ზოგადად გამოყენებადია ბიტუმის დაჟანგვის (განბერვის) ბლოკისთვის.

1.5. ცრუგათხევადებული (ფლუიდიზირებული) კატალიზური კრეკინგის პროცესთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 24. კატალიზური კრეკინგის პროცესის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში NOx-ის ემისიების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით (რეგენერატორიდან) BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

1. პირველადი ანუ ტექნოლოგიურ პროცესის მსვლელობასთან დაკავშირებული ტექნიკა, როგორიცაა:

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) პროცესის ოპტიმიზაცია და პრომოტორების ან დანამატების გამოყენება
ა.ა) პროცესის ოპტიმიზაცია სამუშაო პირობებისა და პრაქტიკული ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია NOx-ის წარმოქმნის შემცირებისკენ, მაგალითად, სრული წვის რეჟიმში გამონაბოლქვ აირში ჭარბი ჟანგბადის შემცირება ან CO-ის საქვაბეში ჰაერის ეტაპობრივი მიწოდება ნაწილობრივი წვის რეჟიმში, იმ პირობით, რომ CO-ის საქვაბე სათანადოდ არის დაპროექტებული. ზოგადად გამოყენებადია
ა.ბ) დაბალი NOx-ის წარმომქმნელი CO-ის დაჟანგვის პრომოტორები ნივთიერების გამოყენება, რომელიც შერჩევითად უწყობს ხელს მხოლოდ CO-ის წვას და ხელს უშლის აზოტის შემცველი შუალედური ნაერთების NOx-მდე დაჟანგვას, მაგალითად, პლატინის არშემცველი პრომოტორების გამოყენება. გამოიყენება მხოლოდ სრული წვის რეჟიმში პლატინის შემცველი CO-ის პრომოტორების ჩასანაცვლებლად. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად შესაძლოა საჭირო იყოს რეგენერატორში ჰაერის სათანადო განაწილება.
ა.გ) NOx-ის შემცირების სპეციალური დანამატები სპეციალური კატალიზური დანამატების გამოყენება CO-ით NO-ის აღდგენის გასაძლიერებლად. გამოიყენება მხოლოდ სრული წვის რეჟიმში, შესაბამისი კონსტრუქციისა და მიღწევადი ჭარბი ჟანგბადის პირობებში. სპილენძზე დაფუძნებული NOx-ის შემცირების დანამატების გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს აირის კომპრესორის წარმადობით.

2. მეორადი ანუ ტექნოლოგიური პროცესის შემდგომი (end-of-pipe) ტექნიკა, როგორიცაა:

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) სელექციური კატალიზური აღდგენა (SCR) იხ. პუნქტი 1.20.2. SCR-ის შემდეგ დანალექების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა საჭირო იყოს SCR-მდე დამატებითი ფილტრაციის საფეხურის მოწყობა. არსებული ბლოკებისთვის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს ხელმისაწვდომი სივრცით.
ბ) სელექციური არაკატალიზური აღდგენა (SNCR) იხ. პუნქტი 1.20.2. CO-ის საქვაბით აღჭურვილი ნაწილობრივი წვის FCC ბლოკებისთვის საჭიროა საკმარისი დაყოვნების დრო შესაბამის ტემპერატურაზე. დამხმარე საქვაბის გარეშე მომუშავე სრული წვის FCC ბლოკებისთვის, დაბალი ტემპერატურის დიაპაზონის უზრუნველსაყოფად, შესაძლოა საჭირო იყოს დამატებითი საწვავის (მაგალითად, წყალბადის) შეფრქვევა.
გ) დაბალტემპერატურული დაჟანგვა იხ. პუნქტი 1.20.2. საჭიროა დამატებითი სკრუბერული გაწმენდის სიმძლავრე. სათანადოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ოზონის გენერაცია და მასთან დაკავშირებული რისკების მართვა. გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს ჩამდინარე წყლების დამატებითი გაწმენდის საჭიროებითა და მასთან დაკავშირებული გარემოზე ჯვარედინი ზემოქმედებით (მაგალითად, ნიტრატების ემისიებით), აგრეთვე თხევადი ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდებით (ოზონის გენერაციისთვის). ტექნიკის გამოყენება ასევე შესაძლოა შეზღუდული იყოს ხელმისაწვდომი სივრცით.

BAT-ის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL): იხ. ცხრილი 4.

ცხრილი 4

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში NOx-ის ემისიებისთვის კატალიზური კრეკინგის პროცესის რეგენერატორიდან

პარამეტრი ბლოკის ტიპი/წვის რეჟიმი BAT-AEL (თვიური საშუალო) მგ/ნმ³
NOx, გამოსახული როგორც NO₂ ახალი ბლოკი/წვის ყველა რეჟიმი < 30–100
არსებული ბლოკი/სრული წვის რეჟიმი < 100–300 (1)
არსებული ბლოკი/ნაწილობრივი წვის რეჟიმი 100–400 (1)
(1) როდესაც ლითონების გაპასიურებისთვის გამოიყენება სტიბიუმის (Sb) შეფრქვევა, NOx-ის დონემ შეიძლება მიაღწიოს 700 მგ/ნმ³-ს. დიაპაზონის ქვედა ზღვრის მიღწევა შესაძლებელია SCR ტექნიკის გამოყენებით.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 4-ში.

BAT 25. კატალიზური კრეკინგის პროცესის შედეგად (რეგენერატორიდან) ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და ლითონების ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

1. პირველადი ანუ ტექნოლოგიური პროცესის მსვლელობასთან დაკავშირებული ტექნიკა, როგორიცაა:

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) აბრაზიისადმი მდგრადი კატალიზატორის გამოყენება ისეთი კატალიზატორის შერჩევა, რომელიც მდგრადია ცვეთისა და დანაწევრების მიმართ, მტვრის ემისიების შემცირების მიზნით. ზოგადად გამოყენებადია, იმ პირობით, რომ კატალიზატორის აქტივობა და სელექტიურობა საკმარისია.
ბ) გოგირდის დაბალი შემცველობის ნედლეულის გამოყენება (მაგალითად, ნედლეულის შერჩევის ან ნედლეულის ჰიდროგაწმენდის გზით) ნედლეულის შერჩევა ითვალისწინებს გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე ნედლეულის უპირატეს გამოყენებას იმ ნედლეულიდან, რომლის გადამუშავებაც შესაძლებელია ბლოკში. ჰიდროგაწმენდა მიზნად ისახავს ნედლეულში გოგირდის, აზოტისა და ლითონების შემცველობის შემცირებას. იხ. პუნქტი 1.20.3. საჭიროებს გოგირდის დაბალი შემცველობის ნედლეულის საკმარის ხელმისაწვდომობას, წყალბადის წარმოებას და გოგირდწყალბადის (H₂S) დამუშავების საკმარის სიმძლავრეს (მაგალითად, ამინისა და კლაუსის ბლოკებს).

2. მეორადი ანუ ტექნოლოგიური პროცესის შემდგომი (end-of-pipe) ტექნიკა, როგორიცაა:

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) ელექტროსტატიკური მტვერდამჭერი/ფილტრი (ESP) იხ. პუნქტი 1.20.1. არსებული ბლოკებისთვის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს ხელმისაწვდომი სივრცით.
ბ) მრავალსაფეხურიანი ციკლონური სეპარატორები იხ. პუნქტი 1.20.1. ზოგადად გამოყენებადია.
გ) მესამე საფეხურის უკუშებერვის ფილტრი იხ. პუნქტი 1.20.1. გამოყენებადობა შესაძლოა შეზღუდული იყოს.
დ) სველი სკრუბერი იხ. პუნქტი 1.20.3. გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს არიდულ რეგიონებში, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი ქვეპროდუქტების (მათ შორის, მაგალითად, მარილების მაღალი შემცველობის მქონე ჩამდინარე წყლების) ხელახალი გამოყენება ან სათანადო განთავსება შეუძლებელია. არსებული ბლოკებისთვის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს ხელმისაწვდომი სივრცით.

BAT-ის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL): იხ. ცხრილი 5.

ცხრილი 5

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ემისიებისთვის კატალიზური კრეკინგის პროცესის რეგენერატორიდან

პარამეტრი ბლოკის ტიპი BAT-AEL (თვიური საშუალო) (1) მგ/ნმ³
მტვერი ახალი ბლოკი 10–25
არსებული ბლოკი 10–50 (2)

(1) CO-ის საქვაბესა და აირის გამაცივებლის გავლით ჭვარტლის გაბერვა (soot blowing) გათვალისწინებული არ არის.

(2) დიაპაზონის ქვედა ზღვრის მიღწევა შესაძლებელია 4-ველიანი ელექტროსტატიკური ფილტრის (ESP) გამოყენებით.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 4-ში.

BAT 26. კატალიზური კრეკინგის პროცესის (რეგენერატორის) შედეგად ატმოსფერულ ჰაერში SOx-ის ემისიების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

1. პირველადი ანუ ტექნოლოგიური პროცესის მსვლელობასთან დაკავშირებული ტექნიკა, როგორიცაა:

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) SOx-ის შემცირების კატალიზური დანამატების გამოყენება ნივთიერების გამოყენება, რომელიც კოქსთან დაკავშირებულ გოგირდს რეგენერატორიდან რეაქტორში აბრუნებს. იხ. აღწერა პუნქტში 1.20.3. გამოყენებადობა შესაძლოა შეზღუდული იყოს რეგენერატორის კონსტრუქციული პირობებით. საჭიროებს გოგირდწყალბადის (H₂S) გაუვნებლობის საკმარის სიმძლავრეს (მაგალითად, SRU).
ბ) გოგირდის დაბალი შემცველობის ნედლეულის გამოყენება (მაგალითად, ნედლეულის შერჩევის ან ჰიდროგაწმენდის გზით) ნედლეულის შერჩევა ითვალისწინებს გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე ნედლეულის უპირატეს გამოყენებას იმ ნედლეულიდან, რომლის გადამუშავებაც შესაძლებელია ბლოკში. ჰიდროგაწმენდა მიზნად ისახავს ნედლეულში გოგირდის, აზოტისა და ლითონების შემცველობის შემცირებას. იხ. აღწერა პუნქტში 1.20.3. საჭიროებს გოგირდის დაბალი შემცველობის ნედლეულის საკმარის ხელმისაწვდომობას, წყალბადის წარმოებას და გოგირდწყალბადის (H₂S) დამუშავების საკმარის სიმძლავრეს (მაგალითად, ამინისა და კლაუსის ბლოკებს).

2. მეორადი ანუ ტექნოლოგიური პროცესის შემდგომი (end-of-pipe) ტექნიკა, როგორიცაა:

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) არარეგენერაციული სკრუბერით გაწმენდა სველი სკრუბერით გაწმენდა ან ზღვის წყლით სკრუბერით გაწმენდა. იხ. პუნქტი 1.20.3. გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს არიდულ რეგიონებში, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი ქვეპროდუქტების (მათ შორის, მაგალითად, მარილების მაღალი შემცველობის მქონე ჩამდინარე წყლების) ხელახალი გამოყენება ან სათანადო განთავსება შეუძლებელია. არსებული ბლოკებისთვის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს ხელმისაწვდომი სივრცით.
ბ) რეგენერაციული სკრუბერით გაწმენდა SOx-ის შემწოვი სპეციალური რეაგენტის (მაგალითად, შთამნთქმელი ხსნარის) გამოყენება, რომელიც, როგორც წესი, რეგენერაციის ციკლის განმავლობაში რეაგენტის ხელახალი გამოყენების გზით უზრუნველყოფს გოგირდის, როგორც ქვეპროდუქტის, აღდგენას. იხ. პუნქტი 1.20.3. გამოყენება შეზღუდულია იმ შემთხვევებით, როდესაც რეგენერაციის შედეგად მიღებული ქვეპროდუქტების რეალიზაცია შესაძლებელია. არსებული ბლოკებისთვის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს გოგირდის აღდგენის არსებული სიმძლავრით, აგრეთვე ხელმისაწვდომი სივრცით.

BAT-ის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL): იხ. ცხრილი 6.

ცხრილი 6

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში SO₂-ის ემისიებისთვის კატალიზური კრეკინგის პროცესის რეგენერატორიდან

პარამეტრი ბლოკის ტიპი/რეჟიმი BAT-AEL (თვიური საშუალო) მგ/ნმ³
SO₂ ახალი ბლოკები ≤ 300
არსებული ბლოკები/სრული წვის რეჟიმი < 100–800 (1)
არსებული ბლოკები/ნაწილობრივი წვის რეჟიმი 100–1 200 (1)
(1) იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება გოგირდის დაბალი შემცველობის (მაგალითად, < 0,5% მასური წილი) მქონე ნედლეული (ან მისი ჰიდროგაწმენდა) და/ან სკრუბერით გაწმენდა, წვის ყველა რეჟიმისთვის BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს ≤ 600 მგ/ნმ³.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 4-ში.

BAT 27. კატალიზური კრეკინგის პროცესის (რეგენერატორის) შედეგად ატმოსფერულ ჰაერში ნახშირბადის მონოქსიდის (CO) ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) წვის პროცესის მართვა იხ. პუნქტი 1.20.5. ზოგადად გამოყენებადია
ბ) ნახშირბადის მონოქსიდის (CO) დაჟანგვის პრომოტორების შემცველი კატალიზატორების გამოყენება იხ. პუნქტი 1.20.5. ზოგადად გამოყენებადია მხოლოდ სრული წვის რეჟიმისთვის
გ) ნახშირბადის მონოქსიდის (CO) კმაწვის საქვაბე იხ. პუნქტი 1.20.5. ზოგადად გამოყენებადია მხოლოდ ნაწილობრივი წვის რეჟიმისთვის

BAT-ის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL): იხ. ცხრილი 7.

ცხრილი 7

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში ნახშირბადის მონოქსიდის ემისიებისთვის კატალიზური კრეკინგის პროცესის რეგენერატორიდან ნაწილობრივი წვის რეჟიმში

პარამეტრი წვის რეჟიმი BAT-AEL (თვიური საშუალო) მგ/ნმ³
ნახშირბადის მონოქსიდი, გამოსახული როგორც CO ნაწილობრივი წვის რეჟიმი ≤ 100 (1)
(1) აღნიშნული დონის მიღწევა შესაძლოა შეუძლებელი იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც CO-ის საქვაბე სრული დატვირთვით არ მუშაობს.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 4-ში.

1.6. კატალიზური რიფორმინგის პროცესთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 28. კატალიზური რიფორმინგის ბლოკიდან ატმოსფერულ ჰაერში პოლიქლორირებული დიბენზო-p-დიოქსინებისა და დიბენზოფურანების (PCDD/F) ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) კატალიზატორის პრომოტორის შერჩევა კატალიზატორის პრომოტორის გამოყენება რეგენერაციის პროცესში პოლიქლორირებული დიბენზო-p-დიოქსინებისა და დიბენზოფურანების (PCDD/F) წარმოქმნის მინიმუმამდე შესამცირებლად. იხ. პუნქტი 1.20.7. ზოგადად გამოყენებადია
ბ) რეგენერაციის გამონაბოლქვი აირის დამუშავება
ბ.ა) რეგენერაციის აირის რეცირკულაციის ციკლი ადსორბციული ფენით რეგენერაციის ეტაპზე წარმოქმნილი აირჰაერმტვერნარევის დამუშავება ქლორირებული ნაერთების (მაგალითად, დიოქსინების) მოსაცილებლად. ზოგადად გამოყენებადია ახალი ბლოკებისთვის. არსებული ბლოკებისთვის გამოყენებადობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს რეგენერაციის არსებული ბლოკის კონსტრუქციაზე.
ბ.ბ) სველი სკრუბერით გაწმენდა იხ. პუნქტი 1.20.3. არ გამოიყენება სემი-რეგენერაციული (პერიოდული რეგენერაციის) რიფორმინგის დანადგარებისთვის.
ბ.გ) ელექტროსტატიკური ფილტრი (ESP) იხ. პუნქტი 1.20.1. არ გამოიყენება სემი-რეგენერაციული (პერიოდული რეგენერაციის) რიფორმინგის დანადგარებისთვის.

1.7. დაკოქსვის პროცესებთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 29. დაკოქსვის პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

პირველადი ანუ ტექნოლოგიური პროცესის მსვლელობასთან დაკავშირებული ტექნიკა, როგორიცაა:

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) კოქსის წვრილი ნაწილაკების შეგროვება და რეცირკულაცია დაკოქსვის მთელი პროცესის განმავლობაში (გაბურღვა, გადატვირთვა, დამსხვრევა, გაგრილება და ა.შ.) წარმოქმნილი კოქსის წვრილი ნაწილაკების სისტემატური შეგროვება და რეცირკულაცია. ზოგადად გამოყენებადია
ბ) კოქსის მართვა და შენახვა BAT 3-ის შესაბამისად იხ. BAT 3. ზოგადად გამოყენებადია
გ) დახურული განბერვის სისტემის გამოყენება კოქსის დოლებიდან წნევის განმუხტვის/დაგდების ჩამკეტ-დამცავიანი სისტემა. ზოგადად გამოყენებადია
დ) აირის აღდგენა საკუთარი გამომუშავების საწვავი აირის (RFG) შემადგენელ ნაწილად (მათ შორის, ვენტილირება ატმოსფეროსადმი ღია დოლამდე)

კოქსის დოლიდან გამოყოფილი აირის მიმართვა აირის კომპრესორში მისი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს საწვავ აირად (RFG) აღდგენის მიზნით, ჩირაღდანზე მიმართვის ნაცვლად.

ფლექსიკოკინგის (Flexicoking) პროცესისთვის დაკოქსვის ბლოკიდან მიღებული აირის გაწმენდამდე აუცილებელია გარდაქმნის საფეხურის დამატება (კარბონილსულფიდის (COS) გოგირდწყალბადად (H₂S) გარდასაქმნელად).

არსებული ბლოკებისთვის ტექნიკის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს ხელმისაწვდომი სივრცის სიმცირით.

BAT 30. მწვანე (ნედლი) კოქსის კალცინაციის პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში NOx-ის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს სელექციური არაკატალიზური აღდგენის (SNCR) გამოყენებას.

აღწერა

იხ. პუნქტი 1.20.2.

გამოყენებადობა

SNCR ტექნიკის გამოყენება (განსაკუთრებით დაყოვნების დროსა და ტემპერატურულ დიაპაზონთან მიმართებით) შესაძლოა შეზღუდული იყოს კალცინაციის პროცესის სპეციფიკიდან გამომდინარე.

BAT 31. მწვანე (ნედლი) კოქსის კალცინაციის პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში SOx-ის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) არარეგენერაციული სკრუბერით გაწმენდა

სველი სკრუბერით ან ზღვის წყლით სკრუბერით გაწმენდა.

იხ. პუნქტი 1.20.3.

გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს მშრალ რეგიონებში, ასევე, იმ შემთხვევებში, როდესაც გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი თანაური პროდუქტების (მათ შორის, მაგალითად, მარილების მაღალი შემცველობის მქონე ჩამდინარე წყლების) ხელახალი გამოყენება ან სათანადო განთავსება შეუძლებელია.

არსებული ბლოკებისთვის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს ხელმისაწვდომი სივრცის სიმცირით.

ბ) რეგენერაციული სკრუბერით გაწმენდა

SOx-ის მშთანთქმელი სპეციალური რეაგენტის (მაგალითად, მშთანთქმელი ხსნარის) გამოყენება, რომელიც, როგორც წესი, რეგენერაციის ციკლის განმავლობაში, რეაგენტის ხელახალი გამოყენების გზით, უზრუნველყოფს გოგირდის თანაური პროდუქტის სახით, აღდგენას.

იხ. პუნქტი 1.20.3.

გამოყენება შეზღუდულია იმ შემთხვევებით, როდესაც რეგენერაციის შედეგად მიღებული თანაური პროდუქტების რეალიზაცია შესაძლებელია.

არსებული ბლოკებისთვის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს გოგირდის აღდგენის არსებული სიმძლავრით, აგრეთვე ხელმისაწვდომი სივრცის სიმცირით.

BAT 32. მწვანე (ნედლი) კოქსის კალცინაციის პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) ელექტროსტატიკური ფილტრი (ESP) იხ. პუნქტი 1.20.1.

არსებული ბლოკებისთვის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს ხელმისაწვდომი სივრცის სიმცირით.

გრაფიტისა და ანოდური კოქსის კალცინაციის წარმოებისთვის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს კოქსის ნაწილაკების მაღალი წინაღობის გამო.

ბ) მრავალსაფეხურიანი ციკლონური სეპარატორები იხ. პუნქტი 1.20.1. ზოგადად გამოყენებადია

BAT-ის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL): იხ. ცხრილი 8.

ცხრილი 8

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ემისიებისთვის ნედლი კოქსის კალცინაციის დანადგარიდან

პარამეტრი BAT-AEL (თვიური საშუალო) მგ/ნმ³
მტვერი 10–50 (1) (2)

(1) დიაპაზონის ქვედა ზღვრის მიღწევა შესაძლებელია 4-ველიანი ელექტროსტატიკური ფილტრის (ESP) გამოყენებით.

(2) იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსტატიკური ფილტრის (ESP) გამოყენება შეუძლებელია, მტვრის ემისიის დონემ შესაძლოა მიაღწიოს 150 მგ/ნმ³-ს.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 4-ში.

1.8. ნავთობის გაუმარილოების პროცესთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 33. ნავთობის გაუმარილოების პროცესში წყლის მოხმარებისა და წყალში ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) წყლის რეცირკულაცია და ნავთობის გაუმარილოების პროცესის ოპტიმიზაცია ნავთობის გაუმარილოების საუკეთესო პრაქტიკის ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს ნავთობის გაუმარილოების დანადგარის ეფექტიანობის გაზრდასა და გასარეცხი წყლის მოხმარების შემცირებას, მაგალითად, დაბალი წანაცვლებითი ძალის მქონე შემრევებისა და დაბალი წნევის წყლის გამოყენებით. იგი ასევე მოიცავს რეცხვის (მაგალითად, ეფექტური შერევა) და განცალკევების (მაგალითად, pH, სიმკვრივე, სიბლანტე, ელექტრული ველის პოტენციალი კოალესცენციისთვის) ეტაპების ძირითადი პარამეტრების მართვას. ზოგადად გამოყენებადია
ბ) მრავალსაფეხურიანი ნავთობის გაუმარილოების დანადგარი მრავალსაფეხურიანი ნავთობის გაუმარილოების დანადგარები მუშაობს წყლის დამატებისა და გაუწყლოების მონაცვლეობითი ეტაპებით, რომლებიც მეორდება ორ ან მეტ საფეხურზე, განცალკევების უფრო მაღალი ეფექტიანობის მისაღწევად და, შესაბამისად, შემდგომ ტექნოლოგიურ პროცესებში კოროზიის შესამცირებლად. გამოიყენება ახალი ბლოკებისთვის
გ) დამატებითი განცალკევების საფეხური ნავთობის/წყლისა და მყარი ნაწილაკების/წყლის განცალკევების დამატებითი გაუმჯობესებული საფეხური, რომელიც განკუთვნილია ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობაზე ზეთების/ნავთობის დატვირთვის შესამცირებლად და მისი ტექნოლოგიურ პროცესში დასაბრუნებლად. იგი მოიცავს, მაგალითად, სალექარ დოლს, ფაზათაშორისი დონის ოპტიმალური მარეგულირებლების გამოყენებას. ზოგადად გამოყენებადია

1.9. წვის ბლოკებთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 34. წვის ბლოკებიდან ატმოსფერულ ჰაერში NOx-ის ემისიების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

1. პირველადი ანუ ტექნოლოგიური პროცესის მსვლელობასთან დაკავშირებული ტექნიკა, როგორიცაა:

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) საწვავის შერჩევა ან დამუშავება
ა.ა) თხევადი საწვავის აირადი საწვავით ჩანაცვლება

აირადი საწვავი, როგორც წესი, თხევად საწვავთან შედარებით ნაკლებ აზოტს შეიცავს და მისი წვა NOx-ის ემისიების უფრო დაბალ დონეს იწვევს.

იხ. პუნქტი 1.20.3.

გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე აირადი საწვავის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული შეზღუდვებით (ენერგეტიკული პოლიტიკიდან გამომდინარე).
ა.ბ) აზოტის დაბალი შემცველობის მქონე საკუთარი გამომუშავების საწვავის (RFO) გამოყენება, მაგალითად, RFO-ის შერჩევის ან მისი ჰიდროგაწმენდის გზით ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს საწვავი ზეთის შერჩევა უპირატესობას ანიჭებს აზოტის დაბალი შემცველობის მქონე თხევად საწვავს იმ საწვავებიდან, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მოცემულ ბლოკში. ჰიდროგაწმენდა მიზნად ისახავს საწვავში გოგირდის, აზოტისა და ლითონების შემცველობის შემცირებას. იხ. პუნქტი 1.20.3. გამოყენება შეზღუდულია აზოტის დაბალი შემცველობის მქონე თხევადი საწვავის, წყალბადის წარმოებისა და გოგირდწყალბადის (H₂S) დამუშავების საკმარისი სიმძლავრის (მაგალითად, ამინისა და კლაუსის ბლოკების) ხელმისაწვდომობით.
ბ) წვის პროცესის მოდიფიცირება

ბ.ა) ეტაპობრივი წვა:

— ჰაერის ეტაპობრივი მიწოდება;

— საწვავის ეტაპობრივი მიწოდება

იხ. პუნქტი 1.20.2. შერეული ან თხევადი საწვავის შემთხვევაში საწვავის ეტაპობრივი მიწოდება შესაძლოა საჭიროებდეს სანთურის სპეციალურ კონსტრუქციას.
ბ.ბ) წვის პროცესის ოპტიმიზაცია იხ. პუნქტი 1.20.2. ზოგადად გამოყენებადია.
ბ.გ) ნამწვი აირის რეცირკულაცია იხ. პუნქტი 1.20.2.

გამოიყენება ნამწვი აირის შიდა რეცირკულაციის მქონე სპეციალური სანთურების გამოყენებით.

ტექნიკის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს გარე ნამწვი აირის რეცირკულაციის სისტემის დამატებით მოწყობის აუცილებლობით იმ ბლოკებისთვის, რომლებიც მუშაობენ იძულებითი/გაწოვითი წევის რეჟიმში.

ბ.დ) განმაზავებელი აგენტის შეფრქვევა იხ. პუნქტი 1.20.2. ზოგადად გამოყენებადია აირის ტურბინებისთვის, როდესაც ხელმისაწვდომია შესაბამისი ინერტული განმაზავებელი აგენტები.
ბ.ე) დაბალი NOx-ით სანთურების (LNB) გამოყენება იხ. პუნქტი 1.20.2.

ზოგადად გამოყენებადია ახალი ბლოკებისთვის, საწვავის სპეციფიკური შეზღუდვების გათვალისწინებით (მაგალითად, მაზუთისთვის).

არსებული ბლოკებისთვის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს კონკრეტული ობიექტის პირობებით გამოწვეული სირთულეების გამო (მაგალითად, ღუმლის კონსტრუქცია, მიმდებარე მოწყობილობები).

ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა საჭირო გახდეს მნიშვნელოვანი მოდიფიკაციები.

ტექნიკის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს დაყოვნებული დაკოქსვის პროცესის ღუმლებისთვის, ღუმელში კოქსის შესაძლო წარმოქმნის გამო.

აირის ტურბინებისთვის გამოყენება შეზღუდულია წყალბადის დაბალი შემცველობის მქონე საწვავისთვის (როგორც წესი, < 10%).

2. მეორადი ანუ ტექნოლოგიური პროცესის შემდგომი (end-of-pipe) ტექნიკა, როგორიცაა:

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) სელექციური კატალიზური აღდგენა (SCR) იხ. პუნქტი 1.20.2.

ზოგადად გამოყენებადია ახალი ბლოკებისთვის.

არსებული ბლოკებისთვის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს მნიშვნელოვანი სივრცისა და რეაგენტის ოპტიმალური შეფრქვევისთვის საჭირო მოთხოვნებით.

ბ) სელექციური არაკატალიზური აღდგენა (SNCR) იხ. პუნქტი 1.20.2.

ზოგადად გამოყენებადია ახალი ბლოკებისთვის.

არსებული ბლოკებისთვის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს რეაგენტის შეფრქვევის შედეგად აუცილებელი ტემპერატურული დიაპაზონისა და დაყოვნების დროის მიღწევის მოთხოვნით.

გ) დაბალტემპერატურული დაჟანგვა იხ. პუნქტი 1.20.2.

გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს დამატებითი სკრუბერის სიმძლავრის საჭიროებით, აგრეთვე იმ გარემოებით, რომ სათანადოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ოზონის გენერაცია და მასთან დაკავშირებული რისკების მართვა.

გამოყენება ასევე შესაძლოა შეზღუდული იყოს ჩამდინარე წყლების დამატებითი გაწმენდის საჭიროებითა და მასთან დაკავშირებული გარემოზე ჯვარედინი ზემოქმედებით (მაგალითად, ნიტრატების ემისიებით), აგრეთვე ოზონის გენერაციისთვის საჭირო თხევადი ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდებით.

არსებული ბლოკებისთვის ტექნიკის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს ხელმისაწვდომი სივრცის სიმცირით.

დ) SNOX-ის კომბინირებული ტექნიკა იხ. პუნქტი 1.20.4. გამოიყენება მხოლოდ ნამწვი აირის მაღალი ხარჯის (მაგალითად, > 800 000 ნმ³/სთ) შემთხვევაში, როდესაც საჭიროა NOx-ისა და SOx-ის ერთდროული შემცირება.

BAT-ის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL): იხ. ცხრილები 9, 10 და 11.


ცხრილი 9

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში NOx-ის ემისიებისთვის აირტურბინიდან

პარამეტრი მოწყობილობის ტიპი BAT-AEL (1) (თვიური საშუალო) მგ/ნმ³, 15% O₂-ზე
NOx, გამოსახული როგორც NO₂ აირტურბინა (მათ შორის, კომბინირებული ციკლის აირტურბინა (CCGT) და ინტეგრირებული გაზიფიკაციის კომბინირებული ციკლის ტურბინა (IGCC))

40–120

(არსებული ტურბინა)

20–50

(ახალი ტურბინა) (2)

(1) BAT-AEL ვრცელდება აირტურბინისა და წვის დამხმარე აღდგენის საქვაბის (არსებობის შემთხვევაში) ერთობლივ ემისიებზე.

(2) წყალბადის მაღალი შემცველობის მქონე საწვავისთვის (ანუ 10%-ზე მეტი) დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 75 მგ/ნმ³-ს.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 4-ში.

ცხრილი 10

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში NOx-ის ემისიებისთვის აირად საწვავზე მომუშავე წვის ბლოკებიდან, აირტურბინების გარდა

პარამეტრი წვის ტიპი BAT-AEL (თვიური საშუალო) მგ/ნმ³
NOx, გამოსახული როგორც NO₂ აირადი საწვავის წვა

30–150

(არსებული ბლოკი) (1)

30–100

(ახალი ბლოკი)

(1) ჰაერის მაღალი წინასწარი გახურების (ანუ > 200 °C) გამოყენებისას ან საწვავ აირში 50%-ზე მეტი H₂-ის შემცველობის შემთხვევაში, არსებული ბლოკებისთვის BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 200 მგ/ნმ³-ს.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 4-ში.

ცხრილი 11

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში NOx-ის ემისიებისთვის მრავალსაწვავიანი წვის ბლოკებიდან, აირტურბინების გარდა

პარამეტრი წვის ტიპი BAT-AEL (თვიური საშუალო) მგ/ნმ³
NOx, გამოსახული როგორც NO₂ მრავალსაწვავიანი წვის ბლოკი

30–300

(არსებული ბლოკი) (1) (2)

(1) 100 მგვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის არსებული ბლოკებისთვის, რომლებიც იყენებენ 0,5%-ზე მეტი (მასური წილი) აზოტის შემცველობის მქონე მაზუთს, ან რომლებშიც თხევადი საწვავის წილი 50%-ზე მეტია, ან გამოიყენება ჰაერის წინასწარი გახურება, NOx-ის ემისიის დონემ შესაძლოა მიაღწიოს 450 მგ/ნმ³-ს.

(2) დიაპაზონის ქვედა ზღვრის მიღწევა შესაძლებელია SCR ტექნიკის გამოყენებით.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 4-ში.

BAT 35. წვის ბლოკებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და ლითონების ემისიების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

1. პირველადი ანუ ტექნოლოგიური პროცესის მსვლელობასთან დაკავშირებული ტექნიკა, როგორიცაა:

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) საწვავის შერჩევა ან დამუშავება
ა.ა) თხევადი საწვავის აირადი საწვავით ჩანაცვლება

აირადი საწვავის გამოყენება თხევადი საწვავის ნაცვლად იწვევს მტვრის ემისიების უფრო დაბალ დონეს.

იხ. პუნქტი 1.20.3.

გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე საწვავის (მაგალითად, ბუნებრივი აირის) ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული შეზღუდვებით (ენერგო პოლიტიკიდან გამომდინარე).
ა.ბ) გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე საკუთარი გამომუშავების საწვავის (RFO) გამოყენება, მაგალითად, RFO-ის შერჩევის ან მისი ჰიდროგაწმენდის გზით

ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს საწვავი ზეთის შერჩევა უპირატესობას ანიჭებს გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე თხევად საწვავს იმ საწვავებიდან, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მოცემულ ბლოკში.

ჰიდროგაწმენდა მიზნად ისახავს საწვავში გოგირდის, აზოტისა და ლითონების შემცველობის შემცირებას.

იხ. პუნქტი 1.20.3.

გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე თხევადი საწვავის, წყალბადის წარმოებისა და გოგირდწყალბადის (H₂S) დამუშავების საკმარისი სიმძლავრის (მაგალითად, ამინისა და კლაუსის ბლოკების) ხელმისაწვდომობით.
ბ) წვის პროცესის მოდიფიცირება
ბ.ა) წვის პროცესის ოპტიმიზაცია იხ. პუნქტი 1.20.2. ზოგადად გამოყენებადია ყველა ტიპის წვისთვის.
ბ.ბ) თხევადი საწვავის შეფრქვევა (ატომიზაცია)

მაღალი წნევის გამოყენება თხევადი საწვავის წვეთების ზომის შესამცირებლად.

თანამედროვე ოპტიმალური კონსტრუქციის სანთურები, როგორც წესი, მოიცავს ორთქლით შეფრქვევას (ატომიზაციას).

ზოგადად გამოყენებადია თხევად საწვავზე მომუშავე ბლოკებისთვის.

2. მეორადი ანუ ტექნოლოგიური პროცესის შემდგომი (end-of-pipe) ტექნიკა, როგორიცაა:

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) ელექტროსტატიკური ფილტრი (ESP) იხ. პუნქტი 1.20.1. არსებული ბლოკებისთვის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს ხელმისაწვდომი სივრცის სიმცირით.
ბ) მესამე საფეხურის უკუშებერვის ფილტრი იხ. პუნქტი 1.20.1. ზოგადად გამოყენებადია.
გ) სველი სკრუბერით გაწმენდა იხ. პუნქტი 1.20.3. გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს არიდულ რეგიონებში, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი ქვეპროდუქტების (მათ შორის, მაგალითად, მარილების მაღალი შემცველობის მქონე ჩამდინარე წყლების) ხელახალი გამოყენება ან სათანადო განთავსება შეუძლებელია. არსებული ბლოკებისთვის ტექნიკის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს ხელმისაწვდომი სივრცის სიმცირით.
დ) ცენტრიდანული სკრუბერი (სარეცხელა) იხ. პუნქტი 1.20.1. ზოგადად გამოყენებადია.

BAT-ის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL): იხ. ცხრილი 12.

ცხრილი 12

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ემისიებისთვის მრავალსაწვავიანი წვის ბლოკებიდან, აირტურბინების გარდა

პარამეტრი წვის ტიპი BAT-AEL (თვიური საშუალო) მგ/ნმ³
მტვერი მრავალსაწვავიანი წვა

5–50

(არსებული ბლოკი) (1) (2)

5–25

(ახალი ბლოკი < 50 მგვტ)

(1) დიაპაზონის ქვედა ზღვრის მიღწევა შესაძლებელია ტექნოლოგიური პროცესის შემდგომი (end-of-pipe) ტექნიკის გამოყენებით.

(2) დიაპაზონის ზედა ზღვარი შეესაბამება იმ შემთხვევებს, როდესაც გამოიყენება მაზუთის მაღალი წილი და შესაძლებელია მხოლოდ პირველადი ტექნიკის გამოყენება.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 4-ში.

BAT 36. წვის ბლოკებიდან ატმოსფერულ ჰაერში SOx-ის ემისიების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

1. პირველადი ანუ ტექნოლოგიური პროცესის მსვლელობასთან დაკავშირებული ტექნიკა, რომელიც ეფუძნება საწვავის შერჩევას ან დამუშავებას, როგორიცაა:

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) თხევადი საწვავის აირადი საწვავით ჩანაცვლება იხ. პუნქტი 1.20.3. გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე საწვავის (მაგალითად, ბუნებრივი აირის) ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული შეზღუდვებით (ენერგო პოლიტიკიდან გამომდინარე).
ბ) საკუთარი გამომუშავების საწვავი აირის (RFG) დამუშავება

RFG-ში გოგირდწყალბადის (H₂S) ნარჩენი კონცენტრაცია დამოკიდებულია დამუშავების პროცესის პარამეტრებზე, მაგალითად, ამინური სკრუბერის სამუშაო წნევაზე.

იხ. პუნქტი 1.20.3.

დაბალკალორიული აირისთვის, რომელიც შეიცავს კარბონილსულფიდს (COS) (მაგალითად, დაკოქსვის ბლოკებიდან), H₂S-ის მოცილებამდე შესაძლოა საჭირო იყოს გარდამქმნელი.
გ) გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე საკუთარი გამომუშავების საწვავის (RFO) გამოყენება, მაგალითად, RFO-ის შერჩევის ან მისი ჰიდროგაწმენდის გზით

ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს საწვავი ზეთის შერჩევა უპირატესობას ანიჭებს გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე თხევად საწვავს იმ საწვავებიდან, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მოცემულ ბლოკში.

ჰიდროგაწმენდა მიზნად ისახავს საწვავში გოგირდის, აზოტისა და ლითონების შემცველობის

შემცირებას. იხ. პუნქტი 1.20.3.

გამოყენება შეზღუდულია გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე თხევადი საწვავის, წყალბადის წარმოებისა და გოგირდწყალბადის (H₂S) დამუშავების საკმარისი სიმძლავრის (მაგალითად, ამინისა და კლაუსის ბლოკების) ხელმისაწვდომობით.

2. მეორადი ანუ ტექნოლოგიური პროცესის შემდგომი (end-of-pipe) ტექნიკა:

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) არარეგენერაციული სკრუბერით გაწმენდა

სველი სკრუბერით გაწმენდა ან ზღვის წყლით სკრუბერით გაწმენდა.

იხ. პუნქტი 1.20.3.

გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს მშრალ რეგიონებში, ასევე, იმ შემთხვევებში, როდესაც გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი თანაური პროდუქტების (მათ შორის, მაგალითად, მარილების მაღალი შემცველობის მქონე ჩამდინარე წყლების) ხელახალი გამოყენება ან სათანადო განთავსება შეუძლებელია.

არსებული ბლოკებისთვის ტექნიკის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს ხელმისაწვდომი სივრცის სიმცირით.

ბ) რეგენერაციული სკრუბერით გაწმენდა

SOx-ის შემწოვი სპეციალური რეაგენტის (მაგალითად, შთანმთქმელი ხსნარის) გამოყენება, რომელიც, როგორც წესი, რეგენერაციის ციკლის განმავლობაში რეაგენტის ხელახალი გამოყენების გზით უზრუნველყოფს გოგირდის, როგორც ქვეპროდუქტის, აღდგენას.

იხ. პუნქტი 1.20.3.

გამოყენება შეზღუდულია იმ შემთხვევებით, როდესაც რეგენერაციის შედეგად მიღებული თანაური პროდუქტების რეალიზაცია შესაძლებელია.

არსებული ბლოკებისთვის დამატებითი მოწყობა შესაძლოა შეზღუდული იყოს გოგირდის აღდგენის არსებული სიმძლავრით.

არსებული ბლოკებისთვის ტექნიკის გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს ხელმისაწვდომი სივრცის სიმცირით.

გ) SNOX-ის კომბინირებული ტექნიკა იხ. პუნქტი 1.20.4. გამოიყენება მხოლოდ ნამწვი აირის მაღალი ხარჯის (მაგალითად, > 800 000 ნმ³/სთ) შემთხვევაში, როდესაც საჭიროა NOx-ისა და SOx-ის ერთდროული შემცირება.

BAT-ის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL): იხ. ცხრილები 13 და 14.

ცხრილი 13

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში SO₂-ის ემისიებისთვის საკუთარი გამომუშავების საწვავი აირით (RFG) მომუშავე წვის ბლოკებიდან, აირტურბინების გარდა

პარამეტრი BAT-AEL (თვიური საშუალო) მგ/ნმ³
SO₂ 5–35 (1)
(1) RFG-ის დამუშავების სპეციფიკური კონფიგურაციის შემთხვევაში, როდესაც სკრუბერი მუშაობს დაბალ სამუშაო წნევაზე და საკუთარი გამომუშავების საწვავი აირის H/C მოლური თანაფარდობა 5-ზე მეტია, BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარმა შესაძლოა 45 მგ/ნმ³ შეადგინოს.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 4-ში.

ცხრილი 14

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში SO₂-ის ემისიებისთვის მრავალსაწვავიანი წვის ბლოკებიდან, აირტურბინებისა და აირზე მომუშავე სტაციონარული ძრავების გარდა

აღნიშნული BAT-AEL ეხება ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს არსებული მრავალსაწვავიანი წვის ბლოკებიდან წარმოქმნილი საშუალო შეწონილი ემისიების მნიშვნელობას, აირტურბინებისა და აირზე მომუშავე სტაციონარული ძრავების გარდა.

პარამეტრი BAT-AEL (თვიური საშუალო) მგ/ნმ³
SO₂ 35–600

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 4-ში.

BAT 37. წვის ბლოკებიდან ატმოსფერულ ჰაერში ნახშირბადის მონოქსიდის (CO) ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს წვის პროცესის მართვის გამოყენებას.

აღწერა

იხ. პუნქტი 1.20.5.

BAT-ის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL): იხ. ცხრილი 15.

ცხრილი 15

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში ნახშირბადის მონოქსიდის ემისიებისთვის წვის ბლოკებიდან

პარამეტრი BAT-AEL (თვიური საშუალო) მგ/ნმ³
ნახშირბადის მონოქსიდი, გამოსახული როგორც CO ≤ 100

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 4-ში.

1.10. ეთერიფიკაციის პროცესთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 38. ეთერიფიკაციის პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ტექნოლოგიური პროცესიდან წარმოქმნილი აირების სათანადო გაწმენდის უზრუნველყოფას მათი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს საკუთარი გამომუშავების საწვავი აირის (RFG) სისტემაში მიმართვის გზით.

BAT 39. ბიოლოგიური გაწმენდის პროცესის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, BAT წარმოადგენს შესანახი ავზისა და საწარმოო პროცესის სათანადო მართვის გეგმის გამოყენებას ჩამდინარე წყლებში გახსნილი ტოქსიკური კომპონენტების (მაგალითად, მეთანოლის, ჭიანჭველმჟავისა და ეთერების) შემცველობის საბოლოო გაწმენდამდე გასაკონტროლებლად.

1.11. იზომერიზაციის პროცესთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 40. ქლორირებული ნაერთების ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს კატალიზატორის აქტივობის შესანარჩუნებლად გამოყენებული ქლორირებული ორგანული ნაერთების გამოყენების ოპტიმიზაციას, როდესაც ასეთი პროცესი გამოიყენება, ან არაქლორირებული კატალიზური სისტემების გამოყენებას.

1.12. ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ საწარმოსთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 41. ბუნებრივი აირის გადამამუშავებელი საწარმოდან ატმოსფერულ ჰაერში გოგირდის დიოქსიდის (SO₂) ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს BAT 54-ის გამოყენებას.

BAT 42. ბუნებრივი აირის გადამამუშავებელი საწარმოდან ატმოსფერულ ჰაერში აზოტის ოქსიდების (NOx) ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს BAT 34-ის გამოყენებას.

BAT 43. ნედლ (გაუწმენდავ) ბუნებრივ აირში ვერცხლისწყლის არსებობის შემთხვევაში, მისი ემისიების თავიდან აცილების მიზნით, BAT წარმოადგენს ვერცხლისწყლის მოცილებას და ვერცხლისწყლის შემცველი შლამის აღდგენას ნარჩენის სახით განთავსებისთვის.

1.13. დისტილაციის (რექტიფიკაციის) პროცესთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 44. დისტილაციის (რექტიფიკაციის) პროცესში ჩამდინარე წყლების წარმოქმნის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს თხევადრგოლიანი ვაკუუმური ტუმბოების ან ზედაპირული კონდენსატორების გამოყენებას.

გამოყენებადობა

შესაძლოა არ იყოს გამოყენებადი არსებული ბლოკების მოდერნიზაციის ზოგიერთ შემთხვევაში. ახალი ბლოკებისთვის მაღალი ვაკუუმის (10 მმ. ვწყ. სვ.) მისაღწევად შესაძლოა საჭირო იყოს ვაკუუმური ტუმბოების გამოყენება, როგორც ორთქლის შემფრქვევებთან (ეჟექტორებთან) ერთად, ისე მათ გარეშე. ასევე, ვაკუუმური ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს სარეზერვო ტუმბო.

BAT 45. დისტილაციის (რექტიფიკაციის) პროცესიდან წყლის დაბინძურების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს მჟავე წყლების გამოორთქლვის დანადგარში მიმართვას.

BAT 46. რექტიფიკაციის ბლოკებიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ტექნოლოგიური პროცესიდან წარმოქმნილი აირების, განსაკუთრებით არაკონდენსირებადი აირების, სათანადო დამუშავების უზრუნველყოფას მათი შემდგომ გამოყენებამდე მჟავა აირების მოცილების გზით.

გამოყენებადობა

ზოგადად გამოყენებადია ატმოსფერული და ვაკუუმური რექტიფიკაციის ბლოკებისთვის. შესაძლოა არ იყოს გამოყენებადი საპოხი მასალებისა და ბიტუმის გადამამუშავებელი დამოუკიდებელი (ავტონომიური) საწარმოებისთვის, რომელთა გოგირდოვანი ნაერთების ემისია 1 ტ/დღეზე ნაკლებია. ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს კონკრეტული კონფიგურაციის შემთხვევაში, გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს, მაგალითად, დიდი დიამეტრის მილსადენების, კომპრესორების ან ამინური გაწმენდის დამატებითი სიმძლავრის საჭიროების გამო.

1.14. პროდუქციის დამუშავების/გადამუშავების პროცესთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 47. პროდუქციის დამუშავების პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ტექნოლოგიური პროცესიდან წარმოქმნილი აირების, განსაკუთრებით გამწმენდი/დესულფურიზაციის დანადგარებიდან (sweetening units) სუნის შემცველი ნამუშევარი ჰაერის, სათანადო უტილიზაციის (disposal) უზრუნველყოფას, მათი განადგურებაზე მიმართვით, მაგალითად, დაწვის (ინსინერაციის) გზით.

გამოყენებადობა

ზოგადად, გამოყენებადია პროდუქტების დამუშავების იმ პროცესებისთვის, რომლებშიც აირადი ნაკადების უსაფრთხოდ დამუშავება და მათი გადამუშავების (უტილიზაციის) დანადგარებში მიმართვა შესაძლებელია. უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, შესაძლოა არ იყოს გამოყენებადი გამწმენდი/დესულფურიზაციის დანადგარებისთვის.

BAT 48. პროდუქტების დამუშავების პროცესში, როდესაც გამოიყენება ტუტე, ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების წარმოქმნის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ტუტე ხსნარის კასკადური გამოყენებისა და გამოყენებული ტუტე ხსნარის კომპლექსური მართვის უზრუნველყოფას, მათ შორის, სათანადო დამუშავების შემდეგ (მაგალითად, გამოორთქლვით) მის რეცირკულაციას.

1.15. შენახვისა და გადატვირთვის პროცესებთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 49. აქროლადი თხევადი ნახშირწყალბადების შენახვისას ატმოსფერულ ჰაერში VOC-ის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს მცურავსახურავიანი რეზერვუარების გამოყენებას, რომლებიც აღჭურვილია მაღალი ეფექტიანობის მქონე შემამჭიდროებელი ელემენტებით, ან ფიქსირებული სახურავის მქონე რეზერვუარების გამოყენებას, რომლებიც მიერთებულია ორთქლის აღდგენის სისტემასთან.

აღწერა

მაღალი ეფექტიანობის მქონე შემამჭიდროებელი ელემენტები წარმოადგენს ორთქლის დანაკარგების შესამცირებლად განკუთვნილ სპეციალურ მოწყობილობებს, მაგალითად, გაუმჯობესებულ პირველად შემამჭიდროებლებს ან დამატებით მრავალჯერად (მეორეულ ან მესამეულ) შემამჭიდროებლებს (გამოყოფილი ემისიების რაოდენობის შესაბამისად).

გამოყენებადობა

მაღალი ეფექტიანობის მქონე შემამჭიდროებელი ელემენტების გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს არსებული რეზერვუარებისთვის მესამეული შემამჭიდროებლების დამატებით მოწყობის შემთხვევაში.

BAT 50. აქროლადი თხევადი ნახშირწყალბადების შენახვისას ატმოსფერულ ჰაერში VOC-ის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) ნედლი ნავთობის რეზერვუარის ხელით გაწმენდა რეზერვუარის გაწმენდა ხორციელდება რეზერვუარში მუშაკების შესვლით და შლამის ხელით მოცილებით. ზოგადად გამოყენებადია.
ბ) დახურული ციკლის სისტემის გამოყენება შიდა ინსპექტირების მიზნით რეზერვუარები პერიოდულად იცლება, იწმინდება და თავისუფლდება აირებისგან. გაწმენდა მოიცავს რეზერვუარის ფსკერზე დაგროვილი ნალექის გახსნასაც. დახურული ციკლის სისტემები, რომლებიც შეიძლება შერწყმული იყოს ტექნოლოგიური პროცესის შემდგომ მოძრავ გამწმენდ ტექნიკასთან (end-of-pipe), თავიდან აცილებს ან ამცირებს VOC-ის ემისიებს. გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს, მაგალითად, ნარჩენების ტიპით, რეზერვუარის სახურავის კონსტრუქციით ან რეზერვუარის მასალით.

BAT 51. თხევადი ნახშირწყალბადების შენახვისას ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებში ემისიების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) ტექნიკური მომსახურების პროგრამა, რომელიც მოიცავს კოროზიის მონიტორინგს, პრევენციასა და კონტროლს მართვის სისტემა, რომელიც მოიცავს გაჟონვის გამოვლენას, ექსპლუატაციის კონტროლს რეზერვუარების გადავსების თავიდან ასაცილებლად, მარაგების კონტროლს, რისკზე დაფუძნებულ პერიოდულ ინსპექტირებას რეზერვუარების ჰერმეტულობის დასადასტურებლად და ტექნიკურ მომსახურებას მათი ჰერმეტულობის გასაუმჯობესებლად. იგი ასევე მოიცავს დაღვრის შედეგებზე რეაგირების სისტემას, რათა ზომები იქნეს მიღებული მანამდე, ვიდრე დაღვრა მიწისქვეშა წყლებს მიაღწევს. აღნიშნული ღონისძიებები განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს ტექნიკური მომსახურების პერიოდში. ზოგადად გამოყენებადია.
ბ) ორმაგძირიანი რეზერვუარები მეორე გაუმტარი ძირი, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით დაცვას პირველი ფენის დაზიანების შედეგად შესაძლო გაჟონვისგან. ზოგადად გამოყენებადია ახალი რეზერვუარებისთვის და არსებული რეზერვუარების კაპიტალური რემონტის შემდეგ (1).
გ) გაუმტარი მემბრანული საფარი უწყვეტი დამცავი ბარიერი, რომელიც განლაგებულია რეზერვუარის მთელ ფსკერზე. ზოგადად გამოყენებადია ახალი რეზერვუარებისთვის და არსებული რეზერვუარების კაპიტალური რემონტის შემდეგ (1).
დ) რეზერვუარების პარკის საკმარისი მოცულობის შემოზვინვა რეზერვუარების პარკის შემოზვინვა დაპროექტებულია დიდი მოცულობის დაღვრის შესაკავებლად, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს რეზერვუარის კედლის დაზიანებით ან გადავსებით (როგორც გარემოსდაცვითი, ისე უსაფრთხოების მიზნებისთვის). მისი ზომები და მშენებლობის შესაბამისი მოთხოვნები, როგორც წესი, ადგილობრივი კანონმდებლობით განისაზღვრება. ზოგადად გამოყენებადია.
(1) ტექნიკა ბ და გ შესაძლოა არ იყოს ზოგადად გამოყენებადი იმ რეზერვუარებისთვის, რომლებიც განკუთვნილია ისეთი პროდუქტებისთვის, რომელთა თხევად მდგომარეობაში შესანარჩუნებლად გათბობაა საჭირო (მაგალითად, ბიტუმი), და სადაც გამყარების გამო გაჟონვა ნაკლებად სავარაუდოა.

BAT 52. აქროლადი თხევადი ნახშირწყალბადების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებისას ატმოსფერულ ჰაერში VOC-ის ემისიების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მინიმუმ 95%-იანი აღდგენის ხარისხი.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა (1)

ორთქლის რეკუპერაცია:

ა) კონდენსაცია;

ბ) აბსორბცია;

გ) ადსორბცია;

დ) მემბრანული სეპარაცია;

ე) ჰიბრიდული სისტემები.

იხ. პუნქტი 1.20.6. ზოგადად გამოყენებადია ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებისთვის, რომელთა წლიური გამტარუნარიანობა 5 000 მ³-ზე მეტია. არ გამოიყენება საზღვაო ხომალდების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებისთვის, რომელთა წლიური გამტარუნარიანობა 1 მილიონ მ³-ზე ნაკლებია.
(1) ორთქლის რეკუპერაციის დანადგარის ნაცვლად შესაძლებელია ორთქლის განადგურების დანადგარის (მაგალითად, დაწვის/ინსინერაციის გზით) გამოყენება, თუ ორთქლის აღდგენა უსაფრთხოების თვალსაზრისით მიუღებელია ან ტექნიკურად შეუძლებელია დაბრუნებული ორთქლის მოცულობის გამო.

BAT-ის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL): იხ. ცხრილი 16.

ცხრილი 16

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში არამეთანური აქროლადი ორგანული ნაერთებისა (NMVOC) და ბენზოლის ემისიებისთვის აქროლადი თხევადი ნახშირწყალბადების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებისას

პარამეტრი BAT-AEL (საშუალო საათობრივი) (1)
NMVOC 0,15–10 გ/ნმ³ (2) (3)
ბენზოლი (3) < 1 მგ/ნმ³

(1) უწყვეტი მუშაობის რეჟიმში მიღებული საათობრივი მნიშვნელობები, რომლებიც გამოსახულია და იზომება „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილების შესაბამისად.

(2) დიაპაზონის ქვედა ზღვრის მიღწევა შესაძლებელია ორსაფეხურიანი ჰიბრიდული სისტემების გამოყენებით. დიაპაზონის ზედა ზღვარი მიიღწევა ერთსაფეხურიანი ადსორბციული ან მემბრანული სისტემის გამოყენებისას.

(3) ბენზოლის მონიტორინგი შესაძლოა საჭირო არ იყოს, როდესაც NMVOC-ის ემისიები დიაპაზონის ქვედა ზღვარს შეესაბამება.

1.16. ვისკბრეკინგისა და სხვა თერმული პროცესების შესახებ BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 53. ვისკბრეკინგისა და სხვა თერმული პროცესებიდან წყალში ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ჩამდინარე წყლების ნაკადების სათანადო გაწმენდის უზრუნველყოფას BAT 11-ში მოცემული ტექნიკის გამოყენებით.

1.17. ნამწვი აირების გოგირდისგან გაწმენდასთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 54. გოგირდწყალბადის (H₂S) შემცველი ნამწვი აირებიდან ატმოსფერულ ჰაერში გოგირდის ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა (1)
ა) მჟავა აირების მოცილება, მაგალითად, ამინური გაწმენდის გზით იხ. პუნქტი 1.20.3. ზოგადად გამოყენებადია.
ბ) გოგირდის აღდგენის დანადგარი (SRU), მაგალითად, კლაუსის პროცესის გამოყენებით იხ. პუნქტი 1.20.3. ზოგადად გამოყენებადია.
გ) ნარჩენი (კუდის) აირების გაწმენდის დანადგარი (TGTU) იხ. პუნქტი 1.20.3. არსებული SRU-ის მოდერნიზაციის შემთხვევაში გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს SRU-ის ზომით, ბლოკების კონფიგურაციითა და უკვე დანერგილი გოგირდის აღდგენის პროცესის ტიპით.
(1) შესაძლოა არ იყოს გამოყენებადი საპოხი მასალებისა და ბიტუმის გადამამუშავებელი დამოუკიდებელი (ავტონომიური) საწარმოებისთვის, რომლებშიც გოგირდოვანი ნაერთების გამოყოფა 1 ტ/დღეზე ნაკლებია.

BAT-თან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ეფექტურობის დონეები (BAT-AEPL): იხ. ცხრილი 17.

ცხრილი 17

BAT-თან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ეფექტურობის დონეები (BAT-AEPL) ნამწვი აირებიდან გოგირდწყალბადის (H₂S) აღდგენის სისტემისთვის

პარამეტრი BAT-თან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ეფექტურობის დონე (თვიური საშუალო)
მჟავა აირების მოცილება დამუშავებულ საკუთარ გამომუშავების საწვავ აირში (RFG) გოგირდწყალბადის (H₂S) ისეთი ხარისხით მოცილება, რომელიც უზრუნველყოფს BAT 36-ით დადგენილი აირადი საწვავით წვის BAT-AEL-ის მიღწევას.
გოგირდის აღდგენის ეფექტიანობა (1) ახალი ბლოკი: 99,5 – > 99,9%
არსებული ბლოკი: ≥ 98,5%

(1) გოგირდის აღდგენის ეფექტიანობა გამოითვლება დამუშავების მთელი ჯაჭვისთვის (მათ შორის SRU-სა და TGTU-სთვის), როგორც ნედლეულში არსებული გოგირდის იმ წილის შეფარდება, რომელიც აღდგენილია გოგირდის ნაკადში და მიმართულია შემგროვებელ ორმოებში.

თუ გამოყენებული ტექნიკა არ ითვალისწინებს გოგირდის აღდგენას (მაგალითად, სკრუბერი ზღვის წყლით), აღნიშნული მაჩვენებელი გულისხმობს გოგირდის მოცილების ეფექტიანობას, ანუ დამუშავების მთელი ჯაჭვის მიერ მოცილებული გოგირდის პროცენტულ წილს.

შესაბამისი მონიტორინგი აღწერილია BAT 4-ში.

1.18. ჩირაღდნებთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 55. ჩირაღდნებიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიების თავიდან აცილების მიზნით, BAT წარმოადგენს ჩირაღდნების გამოყენებას მხოლოდ უსაფრთხოების მიზნებისთვის ან არასაშტატო (არარუტინული) ექსპლუატაციის რეჟიმის პირობებში (მაგალითად, გაშვების ან გაჩერებისას).

BAT 56. იმ შემთხვევებში, როდესაც ჩირაღდნის გამოყენება გარდაუვალია, მისგან ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა აღწერა გამოყენებადობა
ა) საწარმოს სწორი პროექტირება იხ. პუნქტი 1.20.7. გამოიყენება ახალი ბლოკებისთვის. არსებული ბლოკებისთვის შესაძლებელია ჩირაღდნის აირის რეკუპერაციის სისტემის დამატებითი მოწყობა.
ბ) საწარმოს მართვა იხ. პუნქტი 1.20.7. ზოგადად გამოყენებადია.
გ) ჩირაღდნის მოწყობილობის სწორი პროექტირება იხ. პუნქტი 1.20.7. გამოიყენება ახალი ბლოკებისთვის.
დ) მონიტორინგი და ანგარიშგება იხ. პუნქტი 1.20.7. ზოგადად გამოყენებადია.

1.19. ემისიების ინტეგრირებულ მართვასთან დაკავშირებული BAT-ის შესახებ დასკვნები

BAT 57. წვის ბლოკებიდან და ცრუგათხევადებული (ფლუიდიზირებული) კატალიზური კრეკინგის (FCC) ბლოკებიდან ატმოსფერულ ჰაერში NOx-ის ემისიების საერთო შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ემისიების ინტეგრირებული მართვის ტექნიკის გამოყენებას BAT 24-ისა და BAT 34-ის გამოყენების ალტერნატივად.

აღწერა

აღნიშნული ტექნიკა გულისხმობს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს რამდენიმე ან ყველა წვის ბლოკიდან და FCC ბლოკიდან NOx-ის ემისიების ინტეგრირებულ მართვას, შესაბამის ბლოკებზე ყველაზე შესაფერისი BAT-ის კომბინაციის დანერგვისა და ექსპლუატაციის, ასევე მისი ეფექტიანობის მონიტორინგის გზით, ისე, რომ შედეგად მიღებული ჯამური ემისია არ აღემატებოდეს ემისიის დონეს, რომელიც მიიღწევა ცალკეული ბლოკისთვის BAT 24-სა და BAT 34-ში მითითებული BAT-AEL-ების გამოყენების შემთხვევაში.

აღნიშნული ტექნიკა განსაკუთრებით მიზანშეწონილია იმ ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებისთვის:

– რომელთაც გააჩნიათ აღიარებული ტექნოლოგიური სირთულე, ურთიერთდაკავშირებული მრავალრიცხოვანი წვისა და ტექნოლოგიური ბლოკებით, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ნედლეულისა და ენერგომომარაგების თვალსაზრისით;

– სადაც ნედლი ნავთობის ხარისხის ცვლილების შესაბამისად საჭიროა ტექნოლოგიური პროცესების ხშირი კორექტირება;

– სადაც ტექნოლოგიური აუცილებლობიდან გამომდინარე, პროცესის ნარჩენების ნაწილის შიდა საწვავად გამოყენება იწვევს საწვავის ნარევის ხშირ კორექტირებას ტექნოლოგიური პროცესის მოთხოვნების შესაბამისად.

BAT-ის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL): იხ. ცხრილი 18.

ამასთან, ემისიების ინტეგრირებული მართვის სისტემაში ჩართული თითოეული ახალი წვის ბლოკისა და ახალი FCC ბლოკისთვის კვლავ ძალაში რჩება BAT 24-სა და BAT 34-ში განსაზღვრული BAT-AEL-ები.

ცხრილი 18

BAT-ის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში NOx-ის ემისიებისთვის BAT 57-ის გამოყენებისას

BAT 57-ით გათვალისწინებული ბლოკებიდან NOx-ის ემისიებისთვის BAT-AEL, რომელიც გამოისახება მგ/ნმ³-ში, როგორც თვიური საშუალო მნიშვნელობა, ტოლი ან ნაკლები უნდა იყოს NOx-ის კონცენტრაციების შეწონილ საშუალოზე (გამოსახული მგ/ნმ³-ში, როგორც თვიური საშუალო მნიშვნელობა), რომელიც პრაქტიკაში მიიღწეოდა თითოეულ შესაბამის ბლოკზე ისეთი ტექნიკის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფდა შემდეგი მოთხოვნების შესრულებას:

ა) კატალიზური კრეკინგის პროცესის (რეგენერატორის) ბლოკებისთვის — BAT 24-ის მე-4 ცხრილში მითითებული BAT-AEL-ების დიაპაზონი;

ბ) საკუთარი გამომუშავების საწვავით ან სხვა საწვავთან ერთად მომუშავე წვის ბლოკებისთვის – BAT 34-ის მე-9, მე-10 და მე-11 ცხრილებში მითითებული BAT-AEL-ების დიაპაზონები.

აღნიშნული BAT-AEL გამოისახება შემდეგი ფორმულით:

$$\frac{\sum_{}^{}\begin{array}{r} \mathbf{\lbrack}\left( \mathbf{შესაბამისი}\mathbf{\ }\mathbf{ბლოკის}\mathbf{\ }\mathbf{ემისიის}\mathbf{\ }\mathbf{მოცულობითი}\mathbf{\ }\mathbf{ხარჯი} \right)\mathbf{\times} \\ \left( \mathbf{NO}_{\mathbf{x}}\mathbf{-}\mathbf{ის}\mathbf{\ }\mathbf{კონცენტრაცია}\mathbf{,}\mathbf{\ }\mathbf{რომელიც}\mathbf{\ }\mathbf{მიიღწევა}\mathbf{\ }\mathbf{ამ}\mathbf{\ }\mathbf{ბლოკისთვის} \right)\mathbf{\rbrack} \end{array}}{\sum_{}^{}{\mathbf{(}\mathbf{ყველა}\mathbf{\ }\mathbf{შესაბამისი}\mathbf{\ }\mathbf{ბლოკის}\mathbf{\ }\mathbf{ემისიის}\mathbf{\ }\mathbf{მოცულობითი}\mathbf{\ }\mathbf{ხარჯი}\mathbf{)}}}$$

შენიშვნები:

  1. ჟანგბადის სტანდარტული პირობები შეესაბამება პირველ ცხრილში მითითებულ პირობებს.

  2. ცალკეული ბლოკების ემისიების დონეების გათვალისწინება (შეწონვა) ხორციელდება შესაბამისი ბლოკის ნამწვი აირის ხარჯის საფუძველზე, რომელიც გამოისახება როგორც თვიური საშუალო მნიშვნელობა (ნმ³/სთ) და წარმოადგენს ამ ბლოკის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში ნორმალური მუშაობის რეპრეზენტატიულ მნიშვნელობას (პირველ შენიშვნაში მოცემული სტანდარტული პირობების გათვალისწინებით).

  3. თუ ადგილი აქვს საწვავის მნიშვნელოვან და სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლებიც გავლენას ახდენს კონკრეტული ბლოკისთვის განსაზღვრულ BAT-AEL-ზე, ან სხვა მნიშვნელოვან და სტრუქტურულ ცვლილებებს შესაბამისი ბლოკების ხასიათსა თუ ფუნქციონირებაში, ან მათი ჩანაცვლების, გაფართოების, ახალი წვის ბლოკების ან FCC ბლოკების დამატების შემთხვევაში, მე-18 ცხრილში განსაზღვრული BAT-AEL შესაბამისად უნდა გადაიხედოს.

BAT 57-თან დაკავშირებული მონიტორინგი

BAT 57-ის ფარგლებში NOx-ის ემისიების მონიტორინგისთვის გამოიყენება BAT 4-ში განსაზღვრული მოთხოვნები, დამატებით შემდეგი ღონისძიებების განხორციელებით:

— მონიტორინგის გეგმა, რომელიც მოიცავს მონიტორინგს დაქვემდებარებული პროცესების აღწერას, თითოეული პროცესისთვის მონიტორინგს დაქვემდებარებული ემისიის წყაროებისა და წყაროებიდან წარმოქმნილი ნაკადების (პროდუქტები, ემისიები) ჩამონათვალს, გამოყენებული მეთოდოლოგიის (გაანგარიშებები, გაზომვები), გამოყენებული დაშვებებისა და მათთან დაკავშირებული სანდოობის დონის აღწერას;

— შესაბამისი ბლოკების ემისიის მოცულობითი ხარჯის უწყვეტი მონიტორინგი პირდაპირი გაზომვის ან ეკვივალენტური მეთოდის გამოყენებით;

— მონაცემთა მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ემისიების ინტეგრირებული მართვის ტექნიკით მოცული წყაროებიდან ემისიების განსაზღვრისთვის საჭირო ყველა მონიტორინგის მონაცემის შეგროვებას, დამუშავებასა და ანგარიშგებას.

BAT 58. წვის ბლოკებიდან, ცრუგათხევადებული (ფლუიდიზირებული) კატალიზური კრეკინგის (FCC) ბლოკებიდან და ნამწვი აირებიდან გოგირდის აღდგენის ბლოკებიდან ატმოსფერულ ჰაერში SO₂-ის ემისიების საერთო შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ემისიების ინტეგრირებული მართვის ტექნიკის გამოყენებას BAT 26-ის, BAT 36-ისა და BAT 54-ის გამოყენების ალტერნატივად.

აღწერა

აღნიშნული ტექნიკა გულისხმობს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს რამდენიმე ან ყველა წვის ბლოკიდან, FCC ბლოკიდან და ნამწვი აირებიდან გოგირდის აღდგენის ბლოკიდან SO₂-ის ემისიების ინტეგრირებულ მართვას, შესაბამის ბლოკებზე ყველაზე შესაფერისი BAT-ის კომბინაციის დანერგვისა და ექსპლუატაციის, ასევე, მისი ეფექტიანობის მონიტორინგის გზით, ისე, რომ შედეგად მიღებული ჯამური ემისია არ აღემატებოდეს ემისიის დონეს, რომელიც მიიღწევა ცალკეული ბლოკისთვის BAT 26-სა და BAT 36-ში განსაზღვრული BAT-AEL-ებისა და BAT 54-ში განსაზღვრული BAT-AEPL-ის გამოყენების შემთხვევაში.

აღნიშნული ტექნიკა განსაკუთრებით მიზანშეწონილია იმ ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებისთვის:

— რომელთაც გააჩნიათ აღიარებული ტექნოლოგიური სირთულე, ურთიერთდაკავშირებული მრავალრიცხოვანი წვისა და ტექნოლოგიური ბლოკებით, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ნედლეულისა და ენერგომომარაგების თვალსაზრისით;

— სადაც ნედლი ნავთობის ხარისხის ცვლილების შესაბამისად საჭიროა ტექნოლოგიური პროცესების ხშირი კორექტირება;

— სადაც ტექნოლოგიური აუცილებლობიდან გამომდინარე პროცესის ნარჩენების ნაწილის შიდა საწვავად გამოყენება იწვევს საწვავის ნარევის ხშირ კორექტირებას ტექნოლოგიური პროცესის მოთხოვნების შესაბამისად.

BAT-ის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL): იხ. ცხრილი 19.

ამასთან, ემისიების ინტეგრირებული მართვის სისტემაში ჩართული თითოეული ახალი წვის ბლოკისთვის, ახალი FCC ბლოკისთვის და ნამწვი აირებიდან გოგირდის აღდგენის თითოეული ახალი ბლოკისთვის კვლავ ძალაში რჩება BAT 26-სა და BAT 36-ში განსაზღვრული BAT-AEL-ები და BAT 54-ში განსაზღვრული BAT-AEPL-ები.

ცხრილი 19

BAT-ის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში SO₂-ის ემისიებისთვის BAT 58-ის გამოყენებისას

BAT 58-ით გათვალისწინებული ბლოკებიდან SO₂-ის ემისიებისთვის BAT-AEL, რომელიც გამოისახება მგ/ნმ³-ში, როგორც თვიური საშუალო მნიშვნელობა, ტოლი ან ნაკლები უნდა იყოს SO₂-ის კონცენტრაციების შეწონილ საშუალოზე (გამოსახული მგ/ნმ³-ში, როგორც თვიური საშუალო მნიშვნელობა), რომელიც პრაქტიკაში მიიღწეოდა თითოეულ შესაბამის ბლოკზე ისეთი ტექნიკის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფდა შემდეგი მოთხოვნების შესრულებას:

ა) კატალიზური კრეკინგის პროცესის (რეგენერატორის) ბლოკებისთვის — BAT 26-ის მე-6 ცხრილში მითითებული BAT-AEL-ების დიაპაზონი;

ბ) საკუთარი გამომუშავების საწვავით ან სხვა საწვავთან ერთად მომუშავე წვის ბლოკებისთვის — BAT 36-ის მე-13 და მე-14 ცხრილებში მითითებული BAT-AEL-ების დიაპაზონები;

გ) ნამწვი აირებიდან გოგირდის აღდგენის ბლოკებისთვის — BAT 54-ის მე-17 ცხრილში მითითებული BAT-AEPL-ების დიაპაზონი.

აღნიშნული BAT-AEL გამოისახება შემდეგი ფორმულით:

$$\frac{\sum_{}^{}\begin{array}{r} \mathbf{\lbrack}\left( \mathbf{შესაბამისი}\mathbf{\ }\mathbf{ბლოკის}\mathbf{\ }\mathbf{ემისიის}\mathbf{\ }\mathbf{მოცულობითი}\mathbf{\ }\mathbf{ხარჯი} \right)\mathbf{\times} \\ \left( \mathbf{SO}_{\mathbf{2}}\mathbf{-}\mathbf{ის}\mathbf{\ }\mathbf{კონცენტრაცია}\mathbf{,}\mathbf{\ }\mathbf{რომელიც}\mathbf{\ }\mathbf{მიიღწევა}\mathbf{\ }\mathbf{ამ}\mathbf{\ }\mathbf{ბლოკისთვის} \right)\mathbf{\rbrack} \end{array}}{\sum_{}^{}{\mathbf{(}\mathbf{ყველა}\mathbf{\ }\mathbf{შესაბამისი}\mathbf{\ }\mathbf{ბლოკის}\mathbf{\ }\mathbf{ემისიის}\mathbf{\ }\mathbf{მოცულობითი}\mathbf{\ }\mathbf{ხარჯი}\mathbf{)}}}$$

შენიშვნები:

  1. ჟანგბადის სტანდარტული პირობები შეესაბამება პირველ ცხრილში მითითებულ პირობებს.

  2. ცალკეული ბლოკების ემისიების დონეების გათვალისწინება (შეწონვა) ხორციელდება შესაბამისი ბლოკის ნამწვი აირის ხარჯის საფუძველზე, რომელიც გამოისახება როგორც თვიური საშუალო მნიშვნელობა (ნმ³/სთ) და წარმოადგენს ამ ბლოკის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში ნორმალური მუშაობის რეპრეზენტატიულ მნიშვნელობას (პირველ შენიშვნაში მოცემული სტანდარტული პირობების გათვალისწინებით).

  3. თუ ადგილი აქვს საწვავის მნიშვნელოვან და სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლებიც გავლენას ახდენს კონკრეტული ბლოკისთვის განსაზღვრულ BAT-AEL-ზე, ან სხვა მნიშვნელოვან და სტრუქტურულ ცვლილებებს შესაბამისი ბლოკების ხასიათსა თუ ფუნქციონირებაში, ან მათი ჩანაცვლების, გაფართოების, ახალი წვის, FCC ან ნამწვი აირებიდან გოგირდის აღდგენის ბლოკების დამატების შემთხვევაში, მე-19 ცხრილში განსაზღვრული BAT-AEL შესაბამისად უნდა გადაიხედოს.

BAT 58-თან დაკავშირებული მონიტორინგი

BAT 58-ის ფარგლებში SO₂-ის ემისიების მონიტორინგისთვის გამოიყენება BAT 4-ში განსაზღვრული მოთხოვნები, დამატებით შემდეგი ღონისძიებების განხორციელებით:

— მონიტორინგის გეგმა, რომელიც მოიცავს მონიტორინგს დაქვემდებარებული პროცესების აღწერას, თითოეული პროცესისთვის მონიტორინგს დაქვემდებარებული ემისიის წყაროებისა და წყაროებიდან წარმოქმნილი ნაკადების (პროდუქტები, ემისიები) ჩამონათვალს, გამოყენებული მეთოდოლოგიის (გაანგარიშებები, გაზომვები), გამოყენებული დაშვებებისა და მათთან დაკავშირებული სანდოობის დონის აღწერას;

— შესაბამისი ბლოკების ემისიის მოცულობითი ხარჯის უწყვეტი მონიტორინგი პირდაპირი გაზომვის ან ეკვივალენტური მეთოდის გამოყენებით;

— მონაცემთა მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ემისიების ინტეგრირებული მართვის ტექნიკით მოცული წყაროებიდან ემისიების განსაზღვრისთვის საჭირო ყველა მონიტორინგის მონაცემის შეგროვებას, დამუშავებასა და ანგარიშგებას.

ტექნიკის აღწერა

1.20. ატმოსფერულ ჰაერში ემისიების პრევენციისა და კონტროლის ტექნიკის აღწერა

1.20.1. მტვერი

ტექნიკა აღწერა
ელექტროსტატიკური ფილტრი (ESP)

ელექტროსტატიკური მტვერდამჭერის/ფილტრის მუშაობის პრინციპი ეფუძნება ნაწილაკების ელექტრულად დამუხტვასა და მათი ელექტრული ველის ზემოქმედებით გამოყოფას.

ელექტროსტატიკურ ფილტრებს შეუძლიათ ეფექტიანად იმუშაონ სხვადასხვა სამუშაო პირობებში.

გაწმენდის ეფექტიანობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს ელექტრული ველის რაოდენობაზე, დაყოვნების დროზე (ფილტრის ზომაზე), კატალიზატორის თვისებებსა და ნაწილაკების მოსაცილებლად ფილტრამდე განთავსებულ მოწყობილობებზე.

FCC ბლოკებში, როგორც წესი, გამოიყენება სამველიანი და ოთხველიანი ელექტროსტატიკური ფილტრები.

ელექტროსტატიკური ფილტრები შეიძლება მუშაობდეს როგორც მშრალ რეჟიმში, ისე ამიაკის შეფრქვევით, ნაწილაკების დაჭერის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.

მწვანე კოქსის კალცინაციის პროცესში ელექტროსტატიკური ფილტრის ეფექტიანობა შესაძლოა შემცირდეს, რადგან კოქსის ნაწილაკების ელექტრულად დამუხტვა რთულია.

მრავალსაფეხურიანი ციკლონური სეპარატორი ციკლონური მტვერდამჭერი მოწყობილობა ან სისტემა, რომელიც მონტაჟდება ციკლონების ორსაფეხურიანი სისტემის შემდეგ. ჩვეულებრივ ცნობილია, როგორც მესამე საფეხურის სეპარატორი და, როგორც წესი, შედგება ერთი კორპუსისგან, რომელშიც განლაგებულია მრავალი სტანდარტული ციკლონი ან გაუმჯობესებული სპირალური მილების (swirl-tube) ტექნოლოგია. FCC ბლოკებისთვის მისი ეფექტიანობა ძირითადად დამოკიდებულია რეგენერატორის შიდა ციკლონების შემდეგ კატალიზატორის წვრილი ნაწილაკების კონცენტრაციასა და ზომით განაწილებაზე.
ცენტრიდანული სკრუბერი (სარეცხელა) ცენტრიდანული სკრუბერი (სარეცხელა) აერთიანებს ციკლონის მუშაობის პრინციპსა და წყალთან ინტენსიურ კონტაქტს, მაგალითად, ვენტურის სკრუბერის გამოყენებით.
მესამე საფეხურის უკუშებერვის ფილტრი კერამიკული ან ფოროვანი ლითონის ფილტრი, რომელიც მუშაობს უკუშებერვის (reverse flow/blowback) პრინციპით. მას შემდეგ, რაც მყარი ნაწილაკები ფილტრის ზედაპირზე დაგროვდება ნალექის (ქერქის) სახით, ისინი სცილდება უკუმიმართული აირის ნაკადის შექმნით, რის შემდეგაც მოცილებული მყარი ნაწილაკები გამოიდევნება ფილტრაციის სისტემიდან.

1.20.2. აზოტის ოქსიდები (NOx)

ტექნიკა აღწერა
წვის პროცესის მოდიფიცირება
ეტაპობრივი წვა

ჰაერის ეტაპობრივი მიწოდება — პირველ ეტაპზე მიმდინარეობს სუბსტექიომეტრული წვა (სტექიომეტრიულზე ნაკლები რაოდენობის ჰაერით), ხოლო დარჩენილი ჰაერი ან ჟანგბადი ღუმელში შემდგომ ეტაპზე მიეწოდება წვის პროცესის დასასრულებლად.

საწვავის ეტაპობრივი მიწოდება — სანთურის ყელში წარმოიქმნება დაბალი ინტენსივობის პირველადი ალი, ხოლო მეორეული ალი ფარავს პირველადი ალის ფუძეს, რითაც ამცირებს მისი ბირთვის ტემპერატურას.

ნამწვი აირის რეცირკულაცია ღუმლიდან გამომავალი ნამწვი აირის ალში დაბრუნება ჟანგბადის შემცველობის და, შესაბამისად, ალის ტემპერატურის შესამცირებლად. სპეციალური სანთურები, რომლებიც იყენებენ წვის აირების შიდა რეცირკულაციას, ალის ფუძის გასაგრილებლად და ალის ყველაზე ცხელ ნაწილში ჟანგბადის შემცველობის შესამცირებლად.
დაბალი NOx-ით სანთურების (LNB) გამოყენება აღნიშნული ტექნიკა (მათ შორის, ულტრადაბალი NOx-ით სანთურები (ULNB)) ეფუძნება ალის მაქსიმალური ტემპერატურის შემცირებას, წვის პროცესის შეფერხებულ, მაგრამ სრულად დასრულებას და სითბოს გადაცემის გაზრდას (ალის ემისიურობის გაზრდის გზით). იგი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ღუმლის წვის კამერის კონსტრუქციის მოდიფიცირებასთან. ულტრადაბალი NOx-ით სანთურების (ULNB) კონსტრუქცია მოიცავს ეტაპობრივ წვას (ჰაერი/საწვავი) და ნამწვი აირის რეცირკულაციას. აირტურბინებისთვის გამოიყენება მშრალი დაბალი NOx-ით სანთურები (DLNB).
წვის პროცესის ოპტიმიზაცია ეფუძნება წვის შესაბამისი პარამეტრების (მაგალითად, O₂-ისა და CO-ის შემცველობის, საწვავისა და ჰაერის (ან ჟანგბადის) თანაფარდობის, დაუწვავი კომპონენტების) უწყვეტ მონიტორინგს. აღნიშნული ტექნიკა იყენებს მართვის სისტემას წვის ოპტიმალური პირობების უზრუნველსაყოფად.
განმაზავებელი აგენტის შეფრქვევა ინერტული განმაზავებელი აგენტების, მაგალითად, ნამწვი აირის, ორთქლის, წყლის ან აზოტის, წვის მოწყობილობაში შეფრქვევა ამცირებს ალის ტემპერატურას და, შესაბამისად, ნამწვ აირში NOx-ის კონცენტრაციას.
სელექციური კატალიზური აღდგენა (SCR) აღნიშნული ტექნიკა ეფუძნება NOx-ის აზოტად აღდგენას კატალიზატორის ფენაში ამიაკთან (როგორც წესი, წყალხსნარის სახით) რეაქციის გზით, დაახლოებით 300–450 °C ოპტიმალურ სამუშაო ტემპერატურაზე. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კატალიზატორის ერთი ან ორი ფენა. NOx-ის შემცირების უფრო მაღალი ხარისხი მიიღწევა კატალიზატორის უფრო დიდი რაოდენობის (ორი ფენის) გამოყენებით.
სელექციური არაკატალიზური აღდგენა (SNCR) აღნიშნული ტექნიკა ეფუძნება NOx-ის აზოტად აღდგენას ამიაკთან ან შარდოვანასთან რეაქციის გზით მაღალ ტემპერატურაზე. ოპტიმალური რეაქციის უზრუნველსაყოფად სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი უნდა შენარჩუნდეს 900 °C-დან 1 050 °C-მდე.
NOx-ის დაბალტემპერატურული დაჟანგვა დაბალტემპერატურული დაჟანგვის პროცესი ითვალისწინებს ოზონის შეფრქვევას ნამწვი აირის ნაკადში 150 °C-ზე დაბალ ოპტიმალურ ტემპერატურაზე, უხსნადი NO-ისა და NO₂-ის კარგად ხსნად N₂O₅-ად დასაჟანგად. N₂O₅ სველი სკრუბერით მოიცილება განზავებული აზოტმჟავას შემცველი ჩამდინარე წყლის წარმოქმნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საწარმოს ტექნოლოგიურ პროცესებში ან განეიტრალდეს ჩაშვებამდე. ამასთან, შესაძლოა საჭირო გახდეს აზოტის დამატებითი მოცილება.

1.20.3. გოგირდის ოქსიდები (SOx)

ტექნიკა აღწერა
ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს საკუთარი გამომუშავების საწვავი აირის (RFG) დამუშავება ზოგიერთი საკუთარი გამომუშავების საწვავი აირი (RFG) წარმოქმნისთანავე არ შეიცავს გოგირდს (მაგალითად, კატალიზური რიფორმინგისა და იზომერიზაციის პროცესებიდან მიღებული აირები), თუმცა სხვა ტექნოლოგიური პროცესების უმეტესობა წარმოქმნის გოგირდის შემცველ აირებს (მაგალითად, ვისკბრეკინგის, ჰიდროგაწმენდის ან კატალიზური კრეკინგის ბლოკებიდან გამომავალი ტექნოლოგიური აირები). აღნიშნული აირადი ნაკადები საჭიროებს სათანადო დესულფურიზაციას (მაგალითად, მჟავა აირების მოცილების გზით — იხ. ქვემოთ — H₂S-ის მოსაცილებლად), ვიდრე ისინი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს საკუთარი გამომუშავების საწვავი აირის (RFG) სისტემაში მიემართება.
ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს საკუთარი გამომუშავების საწვავი ზეთის (RFO) დესულფურიზაცია ჰიდროგაწმენდის გზით გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე ნედლი ნავთობის შერჩევის გარდა, საწვავის დესულფურიზაცია მიიღწევა ჰიდროგაწმენდის პროცესით (იხ. ქვემოთ), რომლის დროსაც მიმდინარეობს ჰიდროგენიზაციის რეაქციები, რაც საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირებას იწვევს.
თხევადი საწვავის აირადი საწვავით ჩანაცვლება თხევადი საწვავის (როგორც წესი, გოგირდის, აზოტის, ლითონებისა და სხვა მინარევების შემცველი მძიმე საწვავის) გამოყენების შემცირება საწარმოში წარმოებული გათხევადებული ნავთობის აირით (LPG), საკუთარი გამომუშავების საწვავი აირით (RFG) ან გარედან მოწოდებული გოგირდისა და სხვა არასასურველი ნივთიერებების დაბალი შემცველობის მქონე აირადი საწვავით (მაგალითად, ბუნებრივი აირით) ჩანაცვლების გზით. მრავალსაწვავიანი წვის შემთხვევაში, თითოეულ წვის ბლოკში ალის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია თხევადი საწვავის მინიმალური წილის გამოყენება.
SOx-ის შემამცირებელი კატალიზატორის დანამატების გამოყენება

ისეთი ნივთიერების (მაგალითად, ლითონის ოქსიდზე დაფუძნებული კატალიზატორის) გამოყენება, რომელიც რეგენერატორში კოქსთან დაკავშირებულ გოგირდს აბრუნებს რეაქტორში. ტექნიკა ყველაზე ეფექტიანია სრული წვის რეჟიმში და ნაკლებად ეფექტიანია ღრმა ნაწილობრივი წვის რეჟიმში.

შენიშვნა: SOx-ის შემამცირებელი კატალიზატორის დანამატებმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მტვრის ემისიებზე კატალიზატორის აბრაზიის შედეგად დანაკარგების გაზრდის გამო, აგრეთვე NOx-ის ემისიებზე, რადგან ისინი ხელს უწყობენ CO-ის დაჟანგვას და SO₂-ის SO₃-ად გარდაქმნას.

ჰიდროგაწმენდა ჰიდროგენიზაციის რეაქციებზე დაფუძნებული პროცესი, რომლის ძირითადი მიზანია გოგირდის დაბალი შემცველობის საწვავის (მაგალითად, 10 ppm-ის შემცველობის ბენზინისა და დიზელის) წარმოება და ტექნოლოგიური სქემის ოპტიმიზაცია (მძიმე ნარჩენების გარდაქმნა და საშუალო დისტილატების წარმოება). პროცესი ამცირებს ნედლეულის გოგირდის, აზოტისა და ლითონების შემცველობას. ვინაიდან პროცესისთვის საჭიროა წყალბადი, აუცილებელია მისი საკმარისი წარმოების სიმძლავრე. ამასთან, რადგან გოგირდი პროცესის განმავლობაში გარდაიქმნება გოგირდწყალბადად (H₂S), შეზღუდვის ფაქტორად შესაძლოა იქცეს H₂S-ის დამუშავების სიმძლავრე (მაგალითად, ამინური გაწმენდისა და კლაუსის ბლოკები).
მჟავა აირების მოცილება, მაგალითად, ამინური გაწმენდის გზით მჟავა აირების (ძირითადად გოგირდწყალბადის) გამოყოფა საწვავი აირებიდან მათი ქიმიურ გამხსნელში (აბსორბენტში) გახსნის (აბსორბციის) გზით. ყველაზე ფართოდ გამოიყენება ამინური ხსნარები. როგორც წესი, ეს წარმოადგენს პირველ ეტაპს, რომელიც აუცილებელია ელემენტარული გოგირდის SRU-ში აღდგენამდე.
გოგირდის აღდგენის დანადგარი (SRU) სპეციალური დანადგარი, რომელიც, როგორც წესი, ეფუძნება კლაუსის პროცესს და გამოიყენება ამინური გაწმენდის ბლოკებიდან და მჟავე წყლების გასაორთქლიანებელი დანადგარებიდან მიღებული გოგირდწყალბადით (H₂S) მდიდარი აირებიდან გოგირდის მოსაცილებლად. როგორც წესი, SRU-ს მოჰყვება ნარჩენი (კუდის) აირების გაწმენდის დანადგარი (TGTU), რომელიც უზრუნველყოფს დარჩენილი H₂S-ის მოცილებას.
ნარჩენი (კუდის) აირების გაწმენდის დანადგარი (TGTU)

ტექნიკის ჯგუფი, რომელიც გამოიყენება SRU-ის შემდეგ გოგირდოვანი ნაერთების დამატებითი მოცილების მიზნით.

ტექნოლოგიები იყოფა ოთხ კატეგორიად:

— გოგირდამდე პირდაპირი დაჟანგვა;

— კლაუსის რეაქციის გაგრძელება (ნამის წერტილზე დაბალ ტემპერატურულ პირობებში);

— SO₂-მდე დაჟანგვა და SO₂-დან გოგირდის აღდგენა;

— H₂S-მდე აღდგენა და ამ H₂S-დან გოგირდის აღდგენა (მაგალითად, ამინური პროცესის გამოყენებით).

სველი სკრუბერით გაწმენდა

სველი სკრუბერით გაწმენდის პროცესში აირადი ნაერთები იხსნება შესაბამის სითხეში (წყალში ან ტუტე ხსნარში). შესაძლებელია როგორც მყარი, ისე აირადი ნაერთების ერთდროული მოცილება. სველი სკრუბერის შემდეგ ნამწვი აირი წყლით არის გაჯერებული, რის გამოც მის ატმოსფეროში გაფრქვევამდე საჭიროა წვეთების განცალკევება. მიღებული სითხე საჭიროებს ჩამდინარე წყლების გაწმენდას, ხოლო უხსნადი ნივთიერებები გამოიყოფა დალექვის ან ფილტრაციის გზით. გამოყენებული სკრუბერის ხსნარის მიხედვით ტექნიკა შეიძლება იყოს:

— არარეგენერაციული (მაგალითად, ნატრიუმის ან მაგნიუმის საფუძველზე);

— რეგენერაციული (მაგალითად, ამინური ან სოდის ხსნარის საფუძველზე).

აირსა და სითხეს შორის კონტაქტის მეთოდის მიხედვით შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მაგალითად:

— ვენტურის სკრუბერი, რომელიც იყენებს შემომავალი აირის ენერგიას სითხის გასაფრქვევად;

— შევსებული კოშკები, თეფშებიანი კოშკები ან შესხურების კამერები.

როდესაც სკრუბერი ძირითადად SOx-ის მოსაცილებლად გამოიყენება, მისი კონსტრუქცია ასევე უნდა უზრუნველყოფდეს მტვრის ეფექტიან მოცილებას.

SOx-ის მოცილების ტიპური ეფექტიანობა 85–98%-ის ფარგლებშია.

არარეგენერაციული სკრუბერით გაწმენდა

ტუტე რეაგენტად გამოიყენება ნატრიუმის ან მაგნიუმის საფუძველზე დამზადებული ხსნარი, რომელიც SOx-ს, როგორც წესი, სულფატების სახით შთანთქავს. ტექნიკა ეფუძნება, მაგალითად:

— კირქვის სველ პროცესს;

— ამიაკის წყალხსნარს;

— ზღვის წყლის გამოყენებას (იხ. ქვემოთ).

ზღვის წყლის სკრუბერით გაწმენდა არარეგენერაციული სკრუბერით გაწმენდის სპეციალური სახეობა, რომელიც იყენებს ზღვის წყლის ტუტიანობას, როგორც მშთანთქმელ საშუალებას. როგორც წესი, საჭიროებს მტვრის წინასწარ მოცილებას.
რეგენერაციული სკრუბერით გაწმენდა SOx-ის შემწოვი სპეციალური რეაგენტის (მაგალითად, მშთანთქმელი ხსნარის) გამოყენება, რომელიც, როგორც წესი, რეგენერაციის ციკლის განმავლობაში რეაგენტის ხელახალი გამოყენების გზით უზრუნველყოფს გოგირდის, როგორც თანაური პროდუქტის, აღდგენას.

1.20.4. SOx-ის, NOx-ისა და მტვრის შემცირების კომბინირებული ტექნიკა

ტექნიკა აღწერა
სველი სკრუბერით გაწმენდა იხ. პუნქტი 1.20.3.
SNOX-ის კომბინირებული ტექნიკა

SOx-ის, NOx-ისა და მტვრის ერთდროულად მოსაცილებელი კომბინირებული ტექნიკა, რომლის დროსაც თავდაპირველად ხორციელდება მტვრის მოცილება ელექტროსტატიკური ფილტრით (ESP), რასაც მოჰყვება სპეციალური კატალიზური პროცესები. გოგირდოვანი ნაერთები აღდგება სასაქონლო ხარისხის კონცენტრირებული გოგირდმჟავის სახით, ხოლო NOx აღდგება აზოტად (N₂).

SOx-ის მოცილების საერთო ეფექტიანობა შეადგენს 94–96,6%-ს.

NOx-ის მოცილების საერთო ეფექტიანობა შეადგენს 87–90%-ს.

1.20.5. ნახშირბადის მონოქსიდი (CO)

ტექნიკა აღწერა
წვის პროცესის მართვა NOx-ის ემისიების შემცირების მიზნით წვის პროცესის მოდიფიცირების (პირველადი ტექნიკის) გამოყენებით გამოწვეული CO-ის ემისიების ზრდა შეიძლება შეიზღუდოს ექსპლუატაციის პარამეტრების ფრთხილი კონტროლით.
ნახშირბადის მონოქსიდის (CO) დაჟანგვის ხელშემწყობი კატალიზატორები ისეთი ნივთიერების გამოყენება, რომელიც შერჩევითად უწყობს ხელს CO-ის CO₂-ად დაჟანგვას (წვას).
ნახშირბადის მონოქსიდის (CO) კმაწვის საქვაბე სპეციალური კმაწვის (შემდგომი წვის) მოწყობილობა, რომელშიც კატალიზატორის რეგენერატორის შემდეგ ემისიაში არსებული CO გამოიყენება ენერგიის აღსადგენად. როგორც წესი, გამოიყენება მხოლოდ ნაწილობრივი წვის მქონე FCC ბლოკებში.

1.20.6. აქროლადი ორგანული ნაერთები (VOC)

ტექნიკა აღწერა
ორთქლის რეკუპერაცია

ყველაზე აქროლადი პროდუქტების, განსაკუთრებით ნედლი ნავთობისა და მსუბუქი ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებისას წარმოქმნილი აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) ემისიები შეიძლება შემცირდეს სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, მაგალითად:

— აბსორბცია: ორთქლის მოლეკულები იხსნება შესაბამის აბსორბციულ სითხეში (მაგალითად, გლიკოლებში ან მინერალური ზეთის ფრაქციებში, როგორიცაა ნავთი ან რიფორმატი). ორთქლით გაჯერებული სკრუბერის ხსნარი შემდეგ ეტაპზე ხელახლა გახურებით განთავისუფლდება შთანთქმული კომპონენტებისგან (დესორბცია). გამოყოფილი აირები შემდგომ უნდა დაკონდენსირდეს, დამუშავდეს და დაიწვას (ინსინერაცია), ან ხელახლა შეიწოვოს შესაბამის ნაკადში (მაგალითად, აღდგენილი პროდუქტის ნაკადში).

— ადსორბცია: ორთქლის მოლეკულები ფიქსირდება ადსორბენტის მყარი მასალის (მაგალითად, გააქტიურებული ნახშირის (AC) ან ცეოლითის) ზედაპირზე არსებულ აქტიურ ცენტრებზე. ადსორბენტი პერიოდულად რეგენერირდება. მიღებული დესორბატი შემდგომი გამრეცხი სვეტის ცირკულირებად პროდუქტის ნაკადში შეიწოვება, ხოლო გამრეცხი სვეტიდან გამოსული ნარჩენი აირი მიემართება დამატებით გაწმენდაზე.

— აირის მემბრანული სეპარაცია: ორთქლის მოლეკულები გადის შერჩევით მემბრანებზე, რომლებიც ორთქლი/ჰაერის ნარევს ყოფს ნახშირწყალბადებით გამდიდრებულ ფაზად (პერმეატი), რომელიც შემდგომ კონდენსირდება ან აბსორბირდება, და ნახშირწყალბადებით გაღარიბებულ ფაზად (რეტენტატი).

— ორსაფეხურიანი გაცივება/კონდენსაცია: ორთქლი/აირის ნარევის გაცივების შედეგად ორთქლის მოლეკულები კონდენსირდება და გამოიყოფა თხევადი სახით. ვინაიდან ტენიანობა იწვევს სითბოს მიმოცვლის აპარატის მოყინვას, საჭიროა ორსაფეხურიანი კონდენსაციის პროცესი მონაცვლეობითი მუშაობის რეჟიმით.

— ჰიბრიდული სისტემები: ზემოაღნიშნული ტექნიკის სხვადასხვა კომბინაცია.

შენიშვნა: აბსორბციისა და ადსორბციის პროცესები მეთანის ემისიების მნიშვნელოვან შემცირებას ვერ უზრუნველყოფს.

ორთქლის უტილიზაცია (დესტრუქცია)

VOC-ის დესატრუქცია/განადგურება შესაძლებელია, მაგალითად, თერმული დაჟანგვის (ინსინერაციის) ან კატალიზური დაჟანგვის გზით, როდესაც რეკუპერაცია პრაქტიკულად შეუძლებელია. აფეთქების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უსაფრთხოების შესაბამისი მოწყობილობების (მაგალითად, ალის ჩამქრობების) გამოყენება.

თერმული დაჟანგვა, როგორც წესი, მიმდინარეობს ერთკამერიან, ცეცხლგამძლე მასალით მოპირკეთებულ ოქსიდატორში, რომელიც აღჭურვილია აირის სანთურითა და გაფრქვევის მილით. თუ აირის ნარევში ბენზინი არის, სითბოს მიმოცვლის აპარატის ეფექტიანობა იზღუდება და წინასწარი გახურების ტემპერატურა 180 °C-ზე დაბლა ნარჩუნდება აალების რისკის შესამცირებლად. სამუშაო ტემპერატურა, როგორც წესი, 760–870 °C-ის ფარგლებშია, ხოლო დაყოვნების დრო დაახლოებით 1 წამს შეადგენს. თუ სპეციალური ინსინერატორი არ არის ხელმისაწვდომი, შესაძლებელია არსებული ღუმელის გამოყენება საჭირო ტემპერატურისა და დაყოვნების დროის უზრუნველსაყოფად.

კატალიზური დაჟანგვა იყენებს კატალიზატორს, რომელიც აჩქარებს დაჟანგვის რეაქციას მის ზედაპირზე ჟანგბადისა და VOC-ის ადსორბციის გზით. კატალიზატორის გამოყენება რეაქციის მიმდინარეობას უფრო დაბალ ტემპერატურაზე უზრუნველყოფს, ვიდრე თერმული დაჟანგვის შემთხვევაში — ჩვეულებრივ 320–540 °C-ის ფარგლებში. თავდაპირველად მიმდინარეობს წინასწარი გახურება (ელექტროენერგიით ან აირით), რათა მიღწეულ იქნეს VOC-ის კატალიზური დაჟანგვის დასაწყებად საჭირო ტემპერატურა, რის შემდეგაც ჰაერი გადის მყარი კატალიზატორის ფენაში და მიმდინარეობს დაჟანგვის პროცესი.

LDAR (გაჟონვის გამოვლენისა და შეკეთების) პროგრამა

LDAR (Leak Detection and Repair) პროგრამა წარმოადგენს სტრუქტურირებულ მიდგომას VOC-ის დიფუზური ემისიების შესამცირებლად, რომელიც ეფუძნება გაჟონვის გამოვლენასა და შემდგომ მჟონავი კომპონენტების შეკეთებას ან შეცვლას. ამჟამად გაჟონვის გამოსავლენად გამოიყენება გაზანალიზატორებით ყნოსვით/ზონდირებით ანალიზის (sniffing) (EN 15446-ის შესაბამისად) და აირის ოპტიკური გამოსახულების (Optical Gas Imaging) მეთოდები.

გაზის ანალიზი: პირველ ეტაპზე გაჟონვა გამოვლინდება ხელით სატარებელი VOC-ანალიზატორებით, რომლებიც ზომავენ მოწყობილობის მახლობლად VOC-ის კონცენტრაციას (მაგალითად, ალის იონიზაციის ან ფოტოიონიზაციის მეთოდით). მეორე ეტაპი მდგომარეობს კომპონენტის იზოლირებაში (bagging), რათა უშუალოდ ემისიის წყაროზე განხორციელდეს გაზომვა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ეტაპი ჩანაცვლებულია მათემატიკური კორელაციის მრუდებით, რომლებიც მიღებულია მსგავსი კომპონენტების მრავალრიცხოვანი გაზომვების სტატისტიკური შედეგების საფუძველზე.

აირის ოპტიკური ვიზუალიზაციის მეთოდი: გამოიყენება მცირე ზომის ხელით სატარებელი კამერები, რომლებიც რეალურ დროში უზრუნველყოფს აირის გაჟონვის ვიზუალიზაციას. გაჟონილი აირი ვიდეოზე „კვამლის“ სახით ჩანს მოწყობილობის ჩვეულებრივ გამოსახულებასთან ერთად, რაც მნიშვნელოვანი VOC-ის გაჟონვის სწრაფ გამოვლენას უზრუნველყოფს. აქტიური სისტემები გამოსახულებას ქმნის ინფრაწითელი ლაზერის სხივის უკუგაბნევის საფუძველზე, ხოლო პასიური სისტემები ეფუძნება მოწყობილობიდან და მისი გარემოდან გამოსხივებულ ბუნებრივ ინფრაწითელ გამოსხივებას.

VOC-ის დიფუზური ემისიების მონიტორინგი

საწარმოს ემისიების სრული სკრინინგი და რაოდენობრივი შეფასება შესაძლებელია ურთიერთშემავსებელი მეთოდების კომბინაციით, მაგალითად, მზის გამოსხივების ნაკადის დაბნელების (solar occultation flux, SOF) ან დიფერენციალური შთანთქმის ლიდარის (DIAL) მეთოდების გამოყენებით. მიღებული შედეგები გამოიყენება დროში ტენდენციების შესაფასებლად, მონაცემების ურთიერთშესადარებლად და მოქმედი LDAR პროგრამის განახლებისა და ვალიდაციისთვის.

მზის გამოსხივების ნაკადის დაბნელება (SOF): ეფუძნება ფართოზოლოვანი ინფრაწითელი ან ულტრაიისფერი/ხილული მზის სპექტრის რეგისტრაციასა და ფურიეს სპექტრომეტრიულ ანალიზს წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე, რომელიც კვეთს ქარის მიმართულებას და VOC-ის ღრუბელს.

დიფერენციალური შთანთქმის ლიდარი (DIAL): DIAL წარმოადგენს ლაზერულ მეთოდს, რომელიც იყენებს დიფერენციალური შთანთქმის ლიდარს (LIDAR – light detection and ranging – სინათლის დეტექტირებით მანძილის განსაზღვრა/დისტანციური ზონდირება) და წარმოადგენს ბგერით რადიოსიხშირეებზე მომუშავე რადარის ოპტიკურ ანალოგს. ტექნიკა ეფუძნება ატმოსფერული აეროზოლებიდან ლაზერის იმპულსების უკუგაფანტვას და ტელესკოპით მიღებული არეკლილი სინათლის სპექტრული თვისებების ანალიზს.

მაღალი ჰერმეტულობის მოწყობილობა

მაღალი ჰერმეტულობის მოწყობილობა მოიცავს, მაგალითად:

— ორმაგი შემამჭიდროებელი ელემენტის მქონე სარქვლებს;

— მაგნიტური ამძრავით აღჭურვილ ტუმბოებს, კომპრესორებსა და შემრევებს;

— ტუმბოებს, კომპრესორებსა და შემრევებს, რომლებიც შემამჭიდროებლების ნაცვლად, აღჭურვილია მექანიკური საკეტებით;

— მაღალი ჰერმეტულობის შუასადებებს (მაგალითად, სპირალურად დახვეულ ან რგოლისებრ შუასადებებს) კრიტიკული დანიშნულების კვანძებისთვის.

1.20.7. სხვა ტექნიკა

ტექნიკა აღწერა
ჩირაღდნიდან ემისიების პრევენციის ან შემცირების ტექნიკა

საწარმოს სწორი პროექტირება: მოიცავს ჩირაღდნის აირის რეკუპერაციის სისტემის საკმარის წარმადობას, მაღალი ჰერმეტულობის მქონე დამცავი (განტვირთვის) სარქვლების გამოყენებასა და სხვა ღონისძიებებს, რათა ჩირაღდანი გამოყენებულ იქნეს მხოლოდ უსაფრთხოების სისტემის სახით, ნორმალური ექსპლუატაციისგან განსხვავებულ პირობებში (გაშვების, გაჩერების ან ავარიული მდგომარეობის დროს).

საწარმოს მართვა: მოიცავს ორგანიზაციულ და კონტროლის ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჩირაღდნის გამოყენების შემთხვევების შემცირებას, მაგალითად, საკუთარი გამომუშავების საწვავი აირის (RFG) სისტემის დაბალანსების, ტექნოლოგიური პროცესის გაფართოებული მართვის (Advanced Process Control) და სხვა ღონისძიებების მეშვეობით.

ჩირაღდნის მოწყობილობის სწორი პროექტირება: მოიცავს ჩირაღდნის სიმაღლეს, სამუშაო წნევას, ორთქლით, ჰაერით ან აირით დამხმარე უზრუნველყოფას, ჩირაღდნის ბუნიკის ტიპს და სხვა პარამეტრებს. მისი მიზანია კვამლის გარეშე და საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა, აგრეთვე ჭარბი აირების ეფექტიანი წვა არასაშტატო (არარუტინული) ექსპლუატაციის პირობებში.

მონიტორინგი და ანგარიშგება: მოიცავს ჩირაღდნისკენ მიმართული აირის უწყვეტ მონიტორინგს (აირის ხარჯის გაზომვას და სხვა პარამეტრების შეფასებას), აგრეთვე წვის პროცესთან დაკავშირებული პარამეტრების (მაგალითად, აირის ნაკადის შემადგენლობისა და თბოუნარიანობის, დამხმარე აირის/ორთქლის თანაფარდობის, აირის სიჩქარის, გამორეცხვის (purge) აირის ხარჯისა და დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიების) მონიტორინგს. ჩირაღდნის გამოყენების შემთხვევების შესახებ ანგარიშგება შესაძლებელს ხდის ჩირაღდნის გამოყენების მაჩვენებლის EMS-ის მოთხოვნებში ჩართვას და მსგავსი შემთხვევების პრევენციას მომავალში.

ჩირაღდნის დისტანციური ვიზუალური მონიტორინგი ასევე შესაძლებელია ფერადი ვიდეოკამერების გამოყენებით ჩირაღდნის მუშაობის დროს.

კატალიზატორის პრომოტორის შერჩევა დიოქსინების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად რიფორმინგის კატალიზატორის რეგენერაციისას, კატალიზატორის ეფექტიანი მუშაობისთვის (კატალიზატორში ქლორის სათანადო ბალანსის აღსადგენად და ლითონების სწორი დისპერსიის უზრუნველსაყოფად), როგორც წესი, საჭიროა ორგანული ქლორირებული ნაერთების გამოყენება. შესაბამისი ქლორირებული ნაერთის შერჩევა გავლენას ახდენს დიოქსინებისა და ფურანების წარმოქმნისა და ემისიების შესაძლებლობაზე.
გამხსნელის აღდგენა საბაზისო ზეთების წარმოების პროცესებში

გამხსნელის აღდგენის დანადგარი შედგება დისტილაციის საფეხურისგან, სადაც გამხსნელები გამოიყოფა ზეთის ნაკადიდან, და გამოორთქლვის (stripping) საფეხურისგან (ორთქლის ან ინერტული აირის გამოყენებით), რომელიც მიმდინარეობს ფრაქციონირების სვეტში.

გამოყენებული გამხსნელები შეიძლება იყოს 1,2-დიქლორეთანის (DCE) და დიქლორმეთანის (DCM) ნარევი (DiMe).

პარაფინის დამუშავების ბლოკებში გამხსნელის აღდგენა (მაგალითად, DCE-ის) ხორციელდება ორი დამოუკიდებელი სისტემით: ერთი — ზეთისგან გამოყოფილი ცვილისთვის (deoiled wax), ხოლო მეორე — რბილი ცვილისთვის. ორივე სისტემა შედგება თბომცვლელებთან ინტეგრირებული ამაორთქლებლების და ვაკუუმური გამოხდის დანადგარისგან. პარაფინმოცილებული ნავთობის და პარაფინების ნაკადები მუშავდება გამოორთქლვის დანადგარში, რათა მოცილდეს გამხსნელის კვალი

1.21. წყალში ემისიების პრევენციისა და კონტროლის ტექნიკის აღწერა

1.21.1. ჩამდინარე წყლების წინასწარი გაწმენდა

ტექნიკა აღწერა
მჟავე წყლების ნაკადების წინასწარი გაწმენდა მათ ხელახლა გამოყენებამდე ან დამუშავებამდე წარმოქმნილი მჟავე წყლები (მაგალითად, დისტილაციის, კრეკინგისა და დაკოქსვის ბლოკებიდან) უნდა მიემართოს შესაბამის წინასწარი გაწმენდის დანადგარში (მაგალითად, გამოორთქლვის დანადგარში (stripper unit)).
სხვა ჩამდინარე წყლების ნაკადების წინასწარი გაწმენდა დამუშავებამდე გაწმენდის პროცესის ეფექტიანობის შესანარჩუნებლად შესაძლოა საჭირო იყოს შესაბამისი წინასწარი გაწმენდა.

1.21.2. ჩამდინარე წყლების გაწმენდა

ტექნიკა აღწერა
უხსნადი ნივთიერებების მოცილება ზეთის აღდგენის გზით

აღნიშნული ტექნიკა, როგორც წესი, მოიცავს:

— API ტიპის ზეთის სეპარატორებს (API);

— გოფრირებული ფირფიტების მქონე სეპარატორებს (CPI);

— პარალელური ფირფიტების მქონე სეპარატორებს (PPI);

— დახრილი ფირფიტების მქონე სეპარატორებს (TPI);

— ბუფერულ და/ან გამათანაბრებელ ავზებს.

უხსნადი ნივთიერებების მოცილება შეწონილი მყარი ნაწილაკებისა და დისპერსირებული ზეთის გამოყოფის გზით

აღნიშნული ტექნიკა, როგორც წესი, მოიცავს:

— გახსნილი აირით ფლოტაციას (DGF);

— აირით ბარბოტირებით ფლოტაციას (IGF);

— ქვიშით ფილტრაციას.

ხსნადი ნივთიერებების მოცილება, ბიოლოგიური გაწმენდისა და გაკამკამების (clarification) ჩათვლით

ბიოლოგიური გაწმენდის ტექნიკა შეიძლება მოიცავდეს:

—სისტემებს ფიქსირებული ფენით;

— სისტემებს შეწონილი (შეტივნარებული) ფენით.

ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობებში ყველაზე ფართოდ გამოყენებული შეწონილი ფენის სისტემა გააქტიურებული შლამის პროცესია. ფიქსირებული ფენის სისტემები შეიძლება მოიცავდეს ბიოფილტრებს ან წვეთოვან ფილტრებს.

დამატებითი გაწმენდის საფეხური ჩამდინარე წყლების გაწმენდის სპეციალური საფეხური, რომელიც ავსებს წინა ეტაპებს, მაგალითად, აზოტისა და ნახშირბადის ნაერთების დამატებითი შემცირების მიზნით. როგორც წესი, გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც წყლის დაცვის განსაკუთრებული ადგილობრივი მოთხოვნები არსებობს.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − ნავთობის და გაზის გადამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − ნავთობის და გაზის გადამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.09.2026.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − ნავთობის და გაზის გადამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე?
„ტექნიკური რეგლამენტის − ნავთობის და გაზის გადამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე მიღებულია 28.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №473. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.026022.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − ნავთობის და გაზის გადამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − ნავთობის და გაზის გადამუშავებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე, №473, 28.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.026022 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7012159/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება