აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.102.016248
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

                                                                             

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2026 წლის 2 ოქტომბერი 

ქ. თბილისი

 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, 106​1 მუხლის მე-14 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   25-ე მუხლის  პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1

დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზ ეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი №1 დანართის თანახმად.

 

მუხლი 2

დამტკიცდეს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული ფორმები  №2, №3 და №4   დანართების შესაბამისად.

 

მუხლი 3

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფახაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/დაგამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 13 მაისის №3 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 14/05/2021; 010250050.35.102.016190).

 

 

მუხლი 4
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი



დანართი №1

 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და  ა ჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული   იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული(ბალანსზე რიცხული) ქონების ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება

ეს წესი განსაზღვრავს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული)  „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად  ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ქონება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონება.

2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.

3. შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში – „დაწესებულება“) – აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი.

4.  ჩამოწერის კომისია (შემდგომში – კომისია) – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად,  ორგანიზაციაში ჩატარებული  ინვენტარიზაციის შედეგად  „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82-ე დადგენილების შესაბამისად, ჩამოსაწერი ქონების ჩამოწერის მიზნით  ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.

მუხლი 3. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა

1. ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, მცირეფასიანი აქტივების ჩამოსაწერი აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.

2.  ჩამოწერის მიზნით ჩამოწერის კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ქონების ღირებულების დადგენის აქტს.

3. საჭიროების შემთხვევაში, ჩამოწერის კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.

4. ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ჩამოწერის კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ამტკიცებს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა.

5. ჩამოწერის შემდეგად მიღებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.

6. ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ჩამოწერის კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ჩამოწერის კომისიას.

მუხლი 4. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია

ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება

1.  ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას.

2. ქონების განადგურებას ახორციელებს ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის კომისია.

3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია.

4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.

5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.

6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის  მიერ.

7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია.


📎 დანართები (3)
დანართი #2.doc DOC ⬇

დანართი №2

ჩამოსაწერი ქონების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა

ჩამოსაწერი ქონების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტი

20 - წლის „––––––„––––––––––––––––––– მდგომარეობით

საწარმოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

№ |ქონების

დასახელება |ექსპლუა- ტაციაში შესვლის წელი |ექსპლუა- ტაციაში ყოფნის ვადა |ღირებუ ლება გადაფა-სებამდე (ლარი) |ბუღალტ რული ცვეთა გადაფა-სებამდე |ფიზიკური ცვეთა გადაფა-სებამდე |ნარჩენი საბალანსო ღირებუ ლება გადაფა-სებამდე (ლარი, გრ5-გრ9) |გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წ., №295 ბრძანებულე ბის საფუძველზე |ღირებუ ლება გადაფასების შემდეგ (ლარი) |ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი) |საამორტი ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე |ფიზიკური ცვეთა |ნარჩენი საბალანსო ღირებულება | | | | | | |% |ლარი |% |ლარი | | | | | |ბუღალ-ტრული ცვეთის % |საბოლოო ფაქტობრივი მდგომარე-ობით % |საბოლოო ბუღალტრუ-ლი მდგომარეობით % |ლარი |ლარი |აშშ დოლარი | |1 |2 |3 |4 |5 |6 |7 |8 |9 |10 |11 |12 |13 |14 |15 |16 |17 |18 |19 |20 | |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  | |

კომისიის წევრები:

1. –––––––––––––– ვამტკიცებ: ვადასტურებ:

2. –––––––––––––– საწარმოს აუდიტორი –––––––––––

ხელმძღვანელი

–––––––––––

3. –––––––––––––– ბ.ა. ბ.ა.

დანართი #3.doc DOC ⬇

დანართი №3

ჩამოსაწერი ქონების აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა

საწარმოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ჩამოსაწერი ქონების აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა)

ღირებულების დადგენის აქტი

20 ––––––– წლის მდგომარეობით

№ |ქონების დასახ ელება |ექსპლუატა-ციაში შესვლის წელი |ექსპლუა- ტაციაში ყოფნის ვადა |ღირებუ-ლება გადაფასე ბამდე (ლარი) |ბუღალ-

ტრული ცვეთა გადა-

ფასებამ-დე |ფიზიკუ- რი ცვეთა გადაფასე ბამდე |ნარჩენი საბალანსო ღირებუ- ლება გადაფასე- ბამდე (ლარი), გრ. 5-გრ. 9) |გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანებულე ბის საფუძველზე |ღირებუ-ლება გადაფასე- ბის შემდეგ (ლარი) |ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი) |საამორტი-ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე |ფიზიკური ცვეთა |ნარჩენი საბალანსო ღირებულება | | | | | | |% |ლარი |% |ლარი | | | | | |ბუღალ ტრუ-ლი ცვეთის % |საბო-ლოო ფაქტო-

ბრივი მდგო-მარე- ობით % |საბო-ლოო ბუღალ-ტრული მდგო-მარეო-ბით % |ლარი |ლარი |აშშ დოლარი | |1 |2 |3 |4 |5 |6 |7 |8 |9 |10 |11 |12 |13 |14 |15 |16 |17 |18 |19 |20 | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  | |

კომისიის წევრები: 1. –––––––––––––– ვამტკიცებ: ვადასტურებ:

2. –––––––––––––– საწარმოს აუდიტორი

ხელმძღვანელი

––––––––––– –––––––––––

3. –––––––––––––– ბ.ა. ბ.ა.

დანართი #4.doc DOC ⬇

დანართი №4

ქონების ლიკვიდაციის აქტის ფორმა

ქონების ლიკვიდაციის აქტი

20 ––––– წლის „–––––––„ ––––––––––––––––––––––––––––

დაწესებულების დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

|№ |ქონების დასახელება |

|დოკუმენტაციის |დანახარჯების |თანხა (ლარი) |დოკუმენტაციის |ფასეულობათა სახეები |რაოდენობა |თანხა (ლარი) |

|დასახელება |ჩამონათვალი | |დასახელება | | | |

|1 |2 |3 |4 |5 |6 |7 |

|  |  |  |  |  |  |  |

|  |  |  |  |  |  |  |

|  |  |  |  |  |  |  |

ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: –––––––––––––– (–––––––––––––––––––––––––––––––––) ლარი

ლიკვიდაციის შედეგი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მთავარი ბუღალტერი ––––––––––––––––– „ –––––” ––––––––––––––––––––––––––––– 20 –––– წელი

კომისიის თავმჯდომარე ––––––––––––––––––––

ბ.ა.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.10.2026.
როდის იქნა მიღებული „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“?
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 02.10.2026. მიმღები ორგანო — აჟარის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.102.016248.
სად არის „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“, №9, 02.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.102.016248 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7012292/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 02.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება