„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №203 |
|
2026 წლის 29 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-12 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსამსახურეთა სამსახურში მიღებისთვის ან/და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:
ა) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უმცროს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს საშუალო სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
ბ.ა) უმაღლესი განათლება; ან
ბ.ბ) სრული ზოგადი განათლება და დადგენილი წესით გავლილი ჰქონდეს ან გაიაროს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, ან სპეციალური მომზადების პროგრამა ან კურსი;
გ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.“;
ბ) 41 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 47-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. უფროსი სპეციალური წოდებები მიენიჭებათ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 10 სექტემბრიდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №203. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.63.075.016242.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №203, 29.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016242 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7012427/