მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.123.016759
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2026 წლის 30 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

 

მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის 1-ელი პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 152⁴ მუხლის 1-ელი და მე-5 ნაწილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების ან/და რეალიზაციის წესი დანართის შესაბამისად

(მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების ან/და რეალიზაციის წესი თან ერთვის)

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ჭიღვარია



დანართი

 

მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების ან/და რეალიზაციის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, აგრეთვე ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მეორეული საბურავები – გამოყენებული, ექსპლოატაციიდან ამოღებული ან დაზიანებული საბურავები, რომლებიც აღარ გამოიყენება მათი თავდაპირველი დანიშნულებით და ექვემდებარება შეგროვებას, ტრანსპორტირებას, დროებით შენახვას, გადამუშავებას ან რეალიზაციას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) შავი და ფერადი ლითონების ჯართი – შავი ან ფერადი ლითონების ნარჩენი, გამოყენებიდან გამოსული, დაზიანებული ან უვარგისი ლითონური მასალა, რომელიც განკუთვნილია შეგროვების, შენახვის, გადამუშავების ან რეალიზაციისათვის;

გ) ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალება – ტექნიკურად გაუმართავი, დაზიანებული ან განადგურებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ან მისი ნაწილი, რომელიც აღარ გამოიყენება დანიშნულებისამებრ;

დ) ადვილად აალებადი მასალა – ნივთიერება ან ნარევი, რომელიც დაბალი ან ნორმალური ტემპერატურის პირობებში მარტივად ინთება მცირე ანთების წყაროს ზემოქმედებით (ნაპერწკალი, ალი, გახურებული ზედაპირი და სხვა) და სწრაფად იწვის;

ე) ფეთქებადი მასალა – ნივთიერება ან ნარევი, რომელიც ქიმიური რეაქციის შედეგად მოკლე დროში გამოყოფს დიდი რაოდენობით ენერგიას (გაზის, სითბოსა და წნევის სახით) და ქმნის აფეთქების საფრთხეს;

ვ) ამტვერებადი მასალა – მასალა, რომელიც მექანიკური ზემოქმედებისას ან გარემო პირობების გავლენით წარმოქმნის მტვერს, ვრცელდება ჰაერში და შეიძლება ზიანს აყენებდეს გარემოს ან ადამიანის ჯანმრთელობას.


მუხლი 3. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის აკრძალული ზონები და დასაშვები ტერიტორიები
1. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსება ან/და რეალიზაცია დაუშვებელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგ ზონებში:

ა) საცხოვრებელი ზონები;

ბ) რეკრეაციული და დასასვენებელი ზონები;

გ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები;

დ) სანიტარიული და ეკოლოგიური დაცვის ზონები;

ე) სატყეო და ლანდშაფტური ზონები.

2. აღნიშნული საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ფუნქციური დანიშნულების მქონე ტერიტორიებზე (სამრეწველო ან საზოგადოებრივ-საქმიანი ზონები), ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის თანახმად.


მუხლი 4. ამტვერებადი მასალის განთავსებისა და რეალიზაციის პირობები
1. ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია, აგრეთვე სარეალიზაციო ადგილზე მისი განთავსება ან/და დატვირთვა დასაშვებია მხოლოდ იმ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და რომლის გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს ამტვერებადი მასალის ნიადაგში მოხვედრას.

2. განთავსების ან/და რეალიზაციისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა უნდა იყოს იზოლირებული იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს ამტვერებადი მასალისგან წარმოქმნილი მტვრის ნიადაგში მოხვედრა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევა.


მუხლი 5. ადვილად აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებების განთავსების პირობები
1. ადვილად აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებების განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შენობაში ან ნაგებობაში, რომელიც აკმაყოფილებს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით განსაზღვრულ დიდი საფრთხის შემცველი ჯგუფისთვის დადგენილ პირობებსა და მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადვილად აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებები გულისხმობს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით განსაზღვრულ ადვილად აალებად და ფეთქებად ნივთიერებებს.


მუხლი 6. მეორეული საბურავების, ჯართისა და ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების განთავსებისა და რეალიზაციის პირობები
მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია:

ა) იმ შენობაში ან ნაგებობაში, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მასალის ან მისგან გამოჟონილი ნივთიერების ნიადაგში მოხვედრას;

ბ) იმ ტერიტორიაზე, რომელიც შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მასალის ან მისგან გამოჟონილი ნივთიერების ნიადაგში მოხვედრას.


მუხლი 7. წინამდებარე წესის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი სამსახური
წინამდებარე წესის შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

მუხლი 8. პასუხისმგებლობა წესის დარღვევისთვის
წინამდებარე წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისად.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2026.
როდის იქნა მიღებული „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“?
„მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.09.2026. მიმღები ორგანო — ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.123.016759.
სად არის „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“, №29, 30.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016759 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7012634/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება