საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 202-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთია მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის ბოლოს არსებული დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არაუმეტეს 1 პროცენტისა.“.
2. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება;“.
მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 2026 წელს უნდა განხორციელდეს.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 30 სექტემბერი 2026 წ. N1874-VIმს-XIმპ |
კანონპროექტები პარლამენტში
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 30.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1874-VIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.103259.
- იგეგმება თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ში ცვლილებები?
- საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესშია 2 კანონპროექტი, რომელიც ამ აქტის შეცვლას ითვალისწინებს (უახლესი დარეგისტრირდა 03.06.2026).
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1874-VIმს-XIმპ, 30.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.103259 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7013098/