„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.161.016639
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2026 წლის 30 სექტემბერი

ქ. გარდაბანი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №15 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/06/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.161.016581) და:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად.“.

3. დადგენილების დანართის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და  სპორტის სამსახურის დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) დაქვემდებარებაში არსებული განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის  დაწესებულებათა კოორდინაციასა და საქმიანობის ხელშეწყობას. სამსახურის კომპეტენციაში  შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს მერიის სახელით და  ანგარიშვალდებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე (შემდგომში – მერი).“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი მათ მიმდინარეობაზე;

ბ) მუნიციპალიტეტში ადრეული ასაკის, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებისა და სასკოლო მზაობის სერვისების მიწოდების მონიტორინგი;

გ) კულტურის, განათლების (მათ შორის, ადრეული და სკოლამდელი განათლების),  ახალგაზრდობისა და  სპორტის სფეროში მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი დაწესებულებების (ა.(ა.)ი.პ-ები) საქმიანობის კოორდინაცია;

დ) საჭიროების შემთხვევაში პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მუნიციპალიტეტის მერთან წინადადებების წარდგენა;

ე) საგანმანათლებლო, კულტურული, ახალგაზრდული, სპორტული და ტურისტული სფეროების ხელშეწყობა;

ვ) წარმატებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსა და ვერცხლისმედალოსანთა) წახალისების ხელშეწყობა;

ზ) სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ახალგაზრდობის ჩართულობის ზრდა;

თ) ახალგაზრდებისთვის მათი მონაწილეობის მიზნით სოციალურ-საგანმანათლებლო,  გასართობ-შემეცნებითი,  სპორტული და სხვა ტიპის ღონისძიებების მოწყობა;

ი) ახალგაზრდული ინიციატივების, ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების  ხელშეწყობა;

კ) ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა-განხორციელება და ორგანიზება;

ლ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი, პროფესიული და ხალხური ხელოვნების დარგების, სპორტული განათლებისა და სპორტის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, დაცვა და პოპულარიზაცია;

მ) კომპეტენციის ფარგლებში საბიბლიოთეკო საქმიანობისათვის ხელის შეწყობა;

ნ) ადგილობრივი კონკურსების, დათვალიერებების, ფესტივალების, გამოფენების, შეჯიბრებების, ტურნირებისა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება-ხელშეწყობა;

ო) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობებისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციულ-მეთოდური ხელშეწყობა;

პ)  შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისთვის სხვადასხვა ფესტივალში, დათვალიერებასა და  კონკურსში მონაწილეობის ხელშეწყობა როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის გარეთ;

ჟ) ხალხური რეწვის ოსტატთა, ფერმწერთა,  მხატვარ-დეკორატორთა გამოფენების მოწყობის  ან/და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის გარეთ;

რ) სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებულ სპორტსმენთა წახალისება-დაჯილდოება;

ს) ოლიმპიადებსა და  სხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის  ხელის შეწყობა;

ტ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების სამსახურთან განხილვა-შეთანხმება, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; 

უ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშეწყობისთვის აუცილებელი პროექტების შემუშავება ან/და წარმოდგენილ პროექტებში მონაწილეობის მიღების ხელშეწყობა;

ფ) შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით სოციალურად დაუცველთა კულტურულ- საგანმანათლებლო, ახალგაზრდული და სპორტული პროექტების შემუშავება-ორგანიზება;

ქ) მუნიციპალიტეტის მერის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ღ) საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  სხვა ფუნქციების განხორციელება.“;

დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) განათლებისა და კულტურის განყოფილება;

ბ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.“;

ე) მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. განათლებისა და კულტურის განყოფილება

განათლებისა და კულტურის განყოფილების ფუნქციებია:

ა) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;

ბ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწესებულებების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

გ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდული,  ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა;

დ) განათლებისა და კულტურის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა     სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 7. სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა განყოფილება

სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა განყოფილების ფუნქციებია:

ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

ბ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) სპორტულ-ახალგაზრდულ ღონისძიებათა და სპორტული მიმართულებების/სახეობების განვითარების ხელშეწყობა;

გ) სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარება;

დ) სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, გამოჩენილი პიროვნებების (სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სხვათა)  ხსოვნის უკვდავყოფა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“;

ვ) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.09.2026.
როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.09.2026. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.161.016639.
სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №19, 30.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.161.016639 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7013685/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება