მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2026 წლის 30 სექტემბერი დაბა მესტია |
2. ამ დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2028 წლის 1 ივლისიდან.
|
1. ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი და კატა) საშენის რეგისტრაციის, ფუნქციონირების და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის პროცედურას, პირობებს და ადგენს საშენის რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესს.
2. წესის მიზანია:
ა) ცხოველთა კანონით დადგენილი კეთილდღეობის პრინციპების დაცვა;
ბ) ცხოველთა პოპულაციის კონტროლი და არასასურველი, არაგეგმიური ნაყარის პრევენცია;
გ) საშენებში საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრული სტანდარტებისა და პირობების, სანიტარიულ-ჰიგიენური და ვეტერინარული ნორმების დაცვა.
1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უფლებამოსილი ორგანო – მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახური;
ბ) სანაშენე ცხოველი – შინაური ბინადარი ცხოველი, რომლის ჯანმრთელობა, ჯიშიანობა და მოსაშენებლად ვარგისიანობა დადასტურებულია „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და რომელიც განკუთვნილია მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენებისთვის;
გ) ერთჯერადი გამრავლების უფლება – უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის მეპატრონის მიმართ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც იძლევა კონკრეტული სანაშენე ცხოველის ერთჯერადად გამრავლების უფლებას;
დ) რეგისტრაციის მოწმობა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საშენის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად რეგისტრაციას;
ე) სანაშენე წიგნი – დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ;
ვ) ცხოველების საშენი (შემდგომში – საშენი) – უფლებამოსილ ორგანოში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას.
2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.
1. საშენის რეგისტრაციის მსურველი პირი უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომელსაც თან უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) საშენის ტერიტორიის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ტერიტორიის არანაკლებ სამი წლის ვადით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ;
დ) კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა სანაშენე ცხოველის ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის შესახებ (ცხოველის წინაპრების მონაცემების მითითებით);
ე) მონაცემები სერტიფიცირებული კინოლოგის ან ფელინოლოგის დასაქმების/მომსახურების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად (შესაბამისი ხელშეკრულება).
2. საშენი ვალდებულია:
ა) ჰყავდეს სერტიფიცირებული კინოლოგი/ფელინოლოგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცხოველის მოშენებასთან დაკავშირებული სტანდარტები და მოთხოვნები;
გ) დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;
დ) უზრუნველყოს ცხოველის კვება-დარწყულება;
ე) მოაწყოს ცხოველის განსათავსებელი ღია და დახურული სივრცეები, უზრუნველყოს მათი ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია;
ვ) მოაწყოს სივრცე ნაყარის მიღების შემთხვევაში;
ზ) უზრუნველყოს სანაშენე ცხოველის და მიღებული ნაყარის დოკუმენტური აღრიცხვის წარმოება და იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) უზრუნველყოს სანაშენე წიგნის წარმოება;
ი) უზრუნველყოს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა;
კ) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულება.
1. უფლებამოსილი ორგანო საშენის რეგისტრაციაზე განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს შემოტანილი დოკუმენტაციის შესაბამისობას კანონისა და ამ წესის მოთხოვნებთან.
2. საშენის რეგისტრაციის განცხადებაზე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო განმცხადებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღეს.
3. ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში ან ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი საფასურის გადახდიდან 20 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს საშენის ადგილზე დათვალიერებას და მის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
4. უფლებამოსილი ორგანოს მიერ საშენის ადგილზე დათვალიერების საფასური განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით საშენის ტერიტორიული ფართობისა და საშენამდე მანძილის გათვალისწინებით. საფასური ირიცხება უფლებამოსილი ორგანოს შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.
5. საშენის დათვალიერების შედეგად ხარვეზის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო განმცხადებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ 10 სამუშაო დღეს.
6. საშენის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმას ამტკიცებს უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი.
7. საშენის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება უფლებამოსილ ორგანოში განცხადების რეგისტრაციიდან არაუმეტეს 40 სამუშაო დღის ვადაში.
8. საშენის რეგისტრაციის მოქმედების ვადაა 3 წელი.
9. საშენი ვალდებულია საშენის რეგისტრაციის მოწმობა განათავსოს საშენის შესასვლელთან, მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას.
1. საშენის რეგისტრაციამდე უფლებამოსილი ორგანო საშენის დათვალიერებისას ამოწმებს მის შესაბამისობას შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) ვოლიერები და გალიები: ცხოველს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება. დაუშვებელია ვოლიერის ოთხმხრივად დახურვა (ვიზუალური იზოლაცია); ვოლიერები/გალიები უნდა შეესაბამებოდეს ცხოველის ზომას და სანაშენე ცხოველთა რაოდენობას;
ბ) ინსოლაცია და ვენტილაცია: დახურულ სივრცეებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი განათება და ხელოვნური ან ბუნებრივი ვენტილაცია;
გ) სანიტარია: ზედაპირები უნდა იყოს რეცხვადი და ექვემდებარებოდეს დეზინფექციას; საშენს უნდა გააჩნდეს ნაყარის მისაღები იზოლირებული სივრცე;
დ) საშენის მდებარეობა: საშენი დაშორებული უნდა იყოს დასახლების საცხოვრებელი ზონიდან არა ნაკლებ 100 მეტრით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა კრიტერიუმები.
2. უფლებამოსილი ორგანო საშენის შემოწმებას ახორციელებს საშენის რეგისტრაციამდე და რეგისტრაციის შემდეგ არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
3. საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში საშენს ხარვეზის/ხარვეზების აღმოსაფხვრელად ეძლევა გონივრული ვადა.
4. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზის/ხარვეზების შესაბამის ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო არ გასცემს საშენის რეგისტრაციას, ხოლო თუ საშენი უკვე რეგისტრირებულია გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს მისი ფუნქციონირების შეჩერების შესახებ.
1. საშენის რეგისტრაციის საფასური განისაზღვრება თითოეულ სანაშენე ცხოველზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით.
2. საშენის რეგისტრაციის საფასურის ზუსტი ოდენობა დგინდება უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით, სანაშენე ცხოველის ჯიშის გათვალისწინებით.
3. უფლებამოსილი ორგანოს მიერ საშენის რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემის მომენტიდან 3 სამუშაო დღის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური.
4. საშენის რეგისტრაციის საფასური ირიცხება უფლებამოსილი ორგანოს შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.
5. საშენის რეგისტრაციის საფასურის სრულად გადახდამდე და რეგისტრაციის მოწმობის გაცემამდე აკრძალულია საშენის ფუნქციონირება.
6. საშენის რეგისტრაციის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო არ გასცემს საშენის სარეგისტრაციო მოწმობას და წყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას.
7. საშენში სანაშენე ცხოველთა რაოდენობის ან ჯიშის ცვლილების შემთხვევაში საშენის მეპატრონე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს და მოითხოვოს ცვლილების შეტანა საშენის სარეგისტრაციო მოწმობაში რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის კორექტირებით.
8. საშენის სარეგისტრაციო მოწმობაში ცვლილება შეიტანება ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
1. ცხოველის მეპატრონეს უფლება აქვს მოითხოვოს სანაშენე ცხოველის ერთჯერადი გამრავლება არაკომერციული მიზნით.
2. სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე თანხმობას გასცემს უფლებამოსილი ორგანო ერთჯერადად 2 წლის ვადით, დამატებით 1 წლამდე გაგრძელების შესაძლებლობით.
3. ცხოველის მეპატრონისათვის სანაშენე ცხოველის გამრავლების თანხმობაზე საფასური არ გადაიხდევინება.
4. პატრონიანი ცხოველის მოშენების უფლება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს:
ა) ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემულ ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობას;
ბ) კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ცხოველის ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისიანობის შესახებ (ცხოველის წინაპრების მონაცემების მითითებით);
გ) სანაშენე ცხოველის რეგისტრაციის მოწმობას;
დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
5. მეპატრონის მიერ გამრავლებული სანაშენე ცხოველი ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შინაური ბინადარი ცხოველის მოშენების მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
----------------------------------------------------
(უფლებამოსილი ორგანოს დასახელება)
ნომერი: № 000000
საშენის დასახელება: ________________________________________
მესაკუთრე: ________________________________________________
ს/ნ ან პირადი ნომერი: ____________________________________
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი: _________________________
ცხოველთა სახეობა: (ძაღლი, კატა)
სანაშენე ცხოველთა რაოდენობა ------------------------------------
სანაშენე ცხოველთა ჯიში -------------------------------------------
პასუხისმგებელი კინოლოგი/ფელინოლოგი: _____________________
გაცემის თარიღი: „__ წ.
მოქმედების ვადა: „__ წ.
[ QR-კოდი ]
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა: _____________________________
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.09.2026. მიმღები ორგანო — მესტიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.103.016500.
- სად არის „მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, №14, 30.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016500 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7014084/