„საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №475 |
|
2026 წლის 30 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შემადგენლობა
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
5. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.
6. საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
7. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
9. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი.
10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
11. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
13. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
14. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
15. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
16. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.
17. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი.
18. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზის მართვისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი − კომისიის მდივანი.“.
2. დანართ №2-ის − „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების“ მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №475. სარეგისტრაციო კოდი — 300010000.10.003.026025.
- სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №475, 30.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.026025 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7014308/