„საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №479 |
|
2026 წლის 1 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 252 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №78 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2019, 300160070.10.003.021093) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების“:
1. მე-9 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კოლხეთის ეროვნული პარკის, დაცული ტერიტორიების, საქართველოს ტერიტორიული ზღვის სამხრეთ რაიონის კოორდინატები: ა.ა) უბანი 1:
ა.ბ) უბანი 2:
“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 − 36 პუნქტები: „31. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
32. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დასაშვებია „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 252 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა. 33. ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით მცურავი საშუალებები, რომლებიც კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას ნაოსნობისთვის იყენებენ, ვალდებულნი არიან: ა) კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე შესვლამდე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყონ სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ინფორმირება და წინასწარი თანხმობის მიღება; ბ) თავი შეიკავონ სხვა მცურავი საშუალების გასწრებისგან, გარდა ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გასწრების აუცილებლობის შემთხვევებისა, რა დროსაც დაცულ უნდა იქნეს ზღვაზე გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესები; გ) უზრუნველყონ ნავსადგურში შესვლისას/გასვლისას სატვირთო გემების უპირატესი გავლის უფლების დაცვა; დ) სხვა მცურავი საშუალებებისგან შეინარჩუნონ უსაფრთხო დისტანცია. 34. 500 ტონამდე ტვირთამწეობის თევზსაჭერი გემების გადაადგილება დასაშვებია არანაკლებ 4 კვანძი და არაუმეტეს 9 კვანძი სიჩქარით. 35. 100 რეგ. ტონა და ნაკლები გემების მიერ ამ მუხლის 33-34 პუნქტებით დადგენილი წესების დარღვევა განიხილება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით განსაზღვრული წესით. 36. ამ მუხლის 33-34 პუნქტებით დადგენილი წესების დარღვევა არ გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას რთული სანავიგაციო პირობების (ქარის, დინების, ტალღის, შეზღუდული ხილვადობის) ზემოქმედების ან სხვა ფორსმაჟორულ გარემოებებში. აღნიშნული რთული სანავიგაციო პირობები და სხვა ფორსმაჟორული გარემოებები შეთანხმებული უნდა იყოს სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან.“. 2. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კოლხეთის ეროვნული პარკის, დაცული ტერიტორიების, საქართველოს ტერიტორიული ზღვის ჩრდილოეთ და სამხრეთ რაიონის კოორდინატები:
.“.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 01.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №479. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.026029.
- სად არის „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №479, 01.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.026029 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7015067/