„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№480
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.026030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №480

2026 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №2 დანართის („დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“) მე-7 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„20. ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2027 წლის 1 იანვრამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს №21 დანართით განსაზღვრულ დამატებით პირობებთან, ამავე დანართში მითითებული ვადების მხედველობაში მიღებით. ამასთანავე, №21 დანართით ფსიქიატრიული მომსახურებისთვის დადგენილი ყველა პირობის შესრულება აუცილებელია შესაბამისი სანებართვო დანართის მაძიებელთათვის, გარდა ამავე დანართის მე-14,      მე-15 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, რომლებიც მოეთხოვებათ იმავე პუნქტებით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით.“.

2. №21 დანართის („სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები“) დამატებითი სანებართვო პირობების VI ნაწილის („ფსიქიატრიული მომსახურების შემთხვევაში, სტაციონარული დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს“) მე-14 და მე-15 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„14

ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმი ფსიქიატრი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ფსიქიატრიული მდგომარეობების მართვის (მათ შორის, დეესკალაციის ტექნიკები, ფსიქიკურ აშლილობათა მართვა, პაციენტის უფლებები) მიმართულებით და ყოველწლიურად  აგროვებდეს 20 უპგ ქულას

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2027 წლის

1 იანვრიდან

15

ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების/ერთეულის ყველა ექთანმა უნდა გაიაროს სასწავლო კურსი გადაუდებელი მდგომარეობების მართვის საკითხებზე (ბავშვთა ასაკის კონტინგენტის მართვის შემთხვევაში − ბავშვთა ასაკის გადაუდებელი მდგომარეობების მართვის საკითხებზე) დეესკალაციის ტექნიკების ფლობასა და პაციენტის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით

ა) 3 წელიწადში ერთხელ;

 

ბ) აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2027 წლის

1 იანვრიდან“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.10.2026.
როდის იქნა მიღებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 01.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №480. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.026030.
სად არის „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №480, 01.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.026030 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7015088/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება