„ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №483 |
|
2026 წლის 5 ოქტომბერი ქ. თბილისი |
2. არსებული საქმიანობებისთვის/დანადგარისთვის ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის I თავი ამოქმედდეს 2030 წლის 1 მარტიდან.
3. არსებული საქმიანობებისთვის/დანადგარისთვის ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის II თავი ამოქმედდეს 2031 წლის 1 მარტიდან.
4. 2030 წლის 1 მარტამდე არსებული საქმიანობების/დანადგარის მიერ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული საქმიანობებისთვის/დანადგარისთვის ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის I თავი ამოქმედდეს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების გაცემის დღიდან.
|
📎 დანართები (1)
483 დან..doc DOC ⬇
ტექნიკური რეგლამენტი − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ
თავი I
ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობები
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. „ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“ (შემდგომ − ტექნიკური რეგლამენტი) ამ თავის მოქმედება ვრცელდება ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის იმ საწარმოებზე, რომლებიც ახორციელებენ მყარი ან თხევადი ნარჩენების ინსინერაციას ან თანაინსინერაციას.
2. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, ტექნიკური რეგლამენტის ეს თავი წარმოადგენს ზოგად სავალდებულო წესებს კანონის I დანართის 5.1, 5.2, 5.3 და 5.4 პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობებისთვის და გამოიყენება ნებართვის პირობების დასადგენად.
3. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური რეგლამენტის ეს თავი ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, შესასრულებლად, ასევე, სავალდებულოა გადაწყვეტილებას დაქვემდებარებული საქმიანობებისთვის, ტექნიკური რეგლამენტის ამ თავის მოთხოვნები წარმოადგენს გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს.
4. ტექნიკური რეგლამენტის ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება გაზიფიკაციის ან პიროლიზის საწარმოებზე, თუ ნარჩენების ამ სახის თერმული დამუშავების შედეგად წარმოქმნილი აირჰაერმტვერნარევი გაიწმინდება იმდენად, რომ ისინი აღარ წარმოადგენს ნარჩენს, როგორც მის ინსინერაციამდე და მათ არ შეუძლიათ გამოიწვიონ ბუნებრივი აირის წვის შედეგად წარმოქმნილ ემისიებზე მაღალი ემისია.
5. ტექნიკური რეგლამენტის ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ საწარმოებზე:
ა) საწარმოებზე, რომლებიც ამუშავებენ მხოლოდ შემდეგ ნარჩენებს:
ა.ა) სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებულ მცენარეულ ნარჩენებს;
ა.ბ) საკვების გადამამუშავებელი მრეწველობიდან მიღებულ მცენარეულ ნარჩენებს იმ შემთხვევაში, თუ ხდება წარმოქმნილი სითბოს აღდგენა;
ა.გ) ცელულოზის წარმოებისას ან ცელულოზიდან ქაღალდის წარმოებისას მიღებულ ბოჭკოვან მცენარეულ ნარჩენებს, თუ თანაინსინერაცია ხდება მათი წარმოქმნის ადგილზე და ადგილი აქვს სითბოს აღდგენას;
ა.დ) კორპის ნარჩენებს;
ა.ე) ხე-ტყის ნარჩენებს (გარდა ისეთი ნარჩენებისა, რომლებიც დამცავი საშუალებებით დამუშავების ან დაფარვის შედეგად შეიძლება შეიცავდნენ ჰალოგენირებულ ორგანულ ნაერთებს ან მძიმე ლითონებს და რომლებსაც ძირითადად მიეკუთვნება მშენებლობის ან ნგრევის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები);
ა.ვ) რადიოაქტიურ ნარჩენებს;
ა.ზ) ცხოველთა ტანხორცს, როგორც ეს განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტის − ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილებით;
ა.თ) ნარჩენებს, რომლებიც წარმოიქმნება ნავთობისა და გაზის რესურსების კვლევისა და ექსპლუატაციის შედეგად ზღვაში განთავსებულ დანადგარებზე და რომელთა ინსინერაციაც ხდება ამ დანადგარების ტერიტორიაზე;
ბ) ექსპერიმენტულ საწარმოებზე, რომლებიც გამოიყენება ინსინერაციის პროცესების გაუმჯობესებისკენ მიმართული სამეცნიერო, კვლევითი და საცდელი საქმიანობებისთვის და რომლებიც ამუშავებენ წელიწადში 50 ტონაზე ნაკლებ ნარჩენს;
გ) საწარმოებზე, რომლებიც ამუშავებენ წელიწადში 10 ტონაზე ნაკლებ არასახიფათო ნარჩენს;
დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის II თავში მოცემულ ახალ საწარმოებზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საწარმო − ნარჩენების ინსინერაციის საწარმო ან/და ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმო;
ბ) ნარჩენების ინსინერაციის საწარმო − სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების თერმული დამუშავებისთვის, გამოყოფილი წვის სითბოს აღდგენით ან მისი აღდგენის გარეშე, ნარჩენების დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია;
გ) ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმო − სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომლის ძირითადი დანიშნულება არის ენერგიის მიღება ან მატერიალური პროდუქტის წარმოება, რომელიც ნარჩენებს ძირითად ან დამატებით საწვავად იყენებს ან რომელშიც ნარჩენები თერმულად მუშავდება განთავსებისათვის, დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია;
ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოები მოიცავენ ინსინერაციისა თუ თანაინსინერაციის ყველა ხაზს, ნარჩენების მიღების, დასაწყობებისა და ადგილზე წინასწარი დამუშავების შენობა-ნაგებობებს, ნარჩენების, საწვავისა და ჰაერის მიწოდების სისტემებს, ბოილერებს, ნარჩენი აირების დამუშავების შენობა-ნაგებობებს, ნარჩენი წყლებისა და ნაშთების ადგილზე დამუშავების ან დასაწყობების შენობა-ნაგებობებს, საკვამურებს, ინსინერაციისა თუ თანაინსინერაციის ოპერაციების კონტროლის, ასევე ინსინერაციისა თუ თანაინსინერაციის პირობების აღრიცხვისა და მონიტორინგის ხელსაწყოებსა და სისტემებს.
თუ ნარჩენების თერმული დამუშავებისათვის გამოიყენება დაჟანგვის (ოქსიდაციის) გარდა სხვა პროცესები, როგორიცაა პიროლიზის, გაზიფიკაციის ან პლაზმური დამუშავების პროცესები, ნარჩენების ინსინერაციისა თუ თანაინსინერაციის საწარმო უნდა მოიცავდეს როგორც თერმული დამუშავების პროცესს, ასევე შემდგომი ინსინერაციის პროცესს;
თუ ნარჩენების თანაინსინერაცია ხორციელდება იმგვარად, რომ საწარმოს მთავარი დანიშნულება არის არა ენერგიის გენერირება ან მატერიალური პროდუქტების წარმოება, არამედ უფრო ნარჩენების თერმული დამუშავება, ეს საწარმო ჩაითვლება ნარჩენების ინსინერაციის საწარმოდ;
დ) ინსინერაციის ან თანაინსინერაციის არსებული საწარმო − ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმო, რომელზეც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2026 წლის 1 სექტემბრამდე ან 2026 წლის 1 სექტემბრამდე არსებული საქმიანობა, რომელიც ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურებს;
ე) ნომინალური სიმძლავრე − ინსინერაციის საწარმოში არსებული ყველა საინსინერაციო ღუმელის სიმძლავრეების ჯამი, რომელიც დადგენილია მწარმოებლის მიერ ნარჩენების კალორიულობის გათვალისწინებით, დადასტურებულია ოპერატორის მიერ და გამოსახულია ერთ საათში ინსინირებული ნარჩენების რაოდენობით;
ვ) ემისია − „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ემისია;
ზ) ემისიის ზღვრული მნიშვნელობა − „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობა;
თ) დიოქსინები და ფურანები − ყველა პოლიქრორირებული დიბენზო-პ-დიოქსინები და დიბენზოფურანები, რომლებიც ჩამოთვლილია ტექნიკური რეგლამენტის ამ თავის I დანართში;
ი) საწარმოო ნაშთი − ნებისმიერი თხევადი ან მყარი ნარჩენი, რომელიც წარმოიქმნება ინსინერაციის და თანაინსინერაციის საწარმოს მიერ;
კ) ნარჩენების ნუსხა − „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილების II დანართით განსაზღვრული ნარჩენები;
ლ) ნებართვა − „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა;
მ) გადაწყვეტილება − გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება;
ნ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.
მუხლი 3. ნებართვის ან/და გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია
ნებართვის ან/და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიცავდეს იმ კონკრეტული ღონისძიებების აღწერას, რომელთა განხორციელებითაც უზრუნველყოფილი იქნება შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა:
ა) საწარმო დაპროექტებულია, აღჭურვილია და მისი მოვლა-შენარჩუნება და ექსპლუატაცია განხორციელდება იმგვარად, რომ მოხდება ტექნიკური რეგლამენტის ამ თავის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ნარჩენების იმ კატეგორიების გათვალისწინებით, რომლებიც ექვემდებარება ინსინერაციას ან თანაინსინერაციას;
ბ) ხორციელდება ინსინერაციის ან თანაინსინერაციის პროცესებისას წარმოქმნილი სითბოს აღდგენა, რამდენადაც ეს პრაქტიკულად განხორციელებადია, სითბოს, ორთქლის ან ენერგიის წარმოების გზით;
გ) ხორციელდება საწარმოო ნაშთების მინიმუმამდე შემცირება რაოდენობისა და სახიფათო თვისებების თვალსაზრისით და მათი შეძლებისდაგვარად რეციკლირება;
დ) ინსინერაციის ან თანაინსინერაციის პროცესში წარმოქმნილი იმ საწარმოო ნაშთის განთავსება, რომელთა თავიდან აცილება, შემცირება ან რეციკლირება შეუძლებელია.
მუხლი 4. ნებართვის/გადაწყვეტილების პირობები
1. ნებართვა/გადაწყვეტილება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის ამ თავით, ნარჩენების მართვის კოდექსით, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსითა და მათ საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენის სახეობების ჩამონათვალი (ნარჩენის თითოეული სახეობის რაოდენობის მითითებით), ნარჩენების ნუსხის შესაბამისად;
ბ) საწარმოს ჯამური სიმძლავრე ნარჩენების ინსინერაციისა თუ თანაინსინერაციის პოტენციალის თვალსაზრისით;
გ) ატმოსფერულ ჰაერსა და წყალში ემისიის ზღვრული მნიშვნელობები, ტექნიკური რეგლამენტის ამ თავის I-VII დანართების შესაბამისად;
დ) მოთხოვნები ჩამდინარე წყლების pH-ის, ტემპერატურისა და ხარჯის მიმართ;
ე) ნიმუშების აღებისა და საზომი მოწყობილობებისა და პროცედურების აღწერა, მათი ჩატარების სიხშირის მითითებით, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს მონიტორინგის პროცესში და ტექნიკური რეგლამენტის ამ თავით განსაზღვრული ემისიის მონიტორინგის პირობების უზრუნველსაყოფად;
ვ) მაქსიმალური დასაშვები პერიოდი გამწმენდი ან გამზომი მოწყობილობების მუშაობის ნებისმიერი ტექნიკურად გარდაუვალი შეჩერების, შეფერხების ან გაუმართაობისათვის, რომელთა დროსაც ემისიებმა ჰაერსა და წყალში შესაძლებელია გადააჭარბოს საწარმოსთვის დადგენილ ემისიების ზღვრულ მნიშვნელობებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოზე გაცემული ნებართვა/გადაწყვეტილება, რომელიც იყენებს სახიფათო ნარჩენებს, დამატებით უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ა) დამუშავებას დაქვემდებარებული სხვადასხვა კატეგორიების სახიფათო ნარჩენების რაოდენობა;
ბ) ამ სახიფათო ნარჩენების მინიმალური და მაქსიმალური ხარჯი და კალორიულობა, მათში პოლიქრორირებული ბიფენილების, პენტაქლოროფენოლის, ქლორის, ფტორის, გოგირდის, მძიმე ლითონებისა და სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების მაქსიმალური კონცენტრაცია.
3. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს ნებართვაში შესატანი ნარჩენების ის კატეგორიები, რომელთა თანაინსინერაციაც შესაძლებელია ნარჩენების თანაინსინერაციის გარკვეული კატეგორიის საწარმოებში.
4. სააგენტო პერიოდულად გადახედავს და აუცილებლობის შემთხვევაში, განაახლებს ნებართვის/გადაწყვეტილების პირობებს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 30-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 5. ემისიების კონტროლი
1. ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისია უნდა ხორციელდებოდეს კონტროლირებადი სახით, გაფრქვევის მილის/აირჰაერსატარის მეშვეობით, რომლის სიმაღლეც გამოითვლება იმგვარად, რომ დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო.
2. ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების ემისიები ჰაერში არ უნდა აღემატებოდეს II და III დანართებში ან III დანართის შესაბამისად განსაზღვრულ ემისიების ზღვრულ მნიშვნელობებს.
3. იმ შემთხვევაში, თუ თანაინსინერაციის საწარმოს მიერ გამოყოფილი სითბოს 40%-ზე მეტი წარმოიქმნება სახიფათო ნარჩენების დამუშავების შედეგად, ან საწარმოში ხდება დაუმუშავებელი შერეული მუნიციპალური ნარჩენების თანაინსინერაცია, გამოყენებულ უნდა იქნეს II დანართში მოცემული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები.
4. აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების ჩაშვება წყლის ობიექტში შეზღუდული უნდა იქნეს, რამდენადაც ეს პრაქტიკულად განხორციელებადია და დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები არ უნდა აღემატებოდეს IV დანართში განსაზღვრულ ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებს.
5. ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დგინდება აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების ნარჩენების ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოდან ჩაშვების წერტილისთვის.
6. იმ შემთხვევაში, თუ აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების გაწმენდა ხორციელდება ნარჩენების ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოს ფარგლებს გარეთ არსებულ ისეთ გამწმენდ ნაგებობაში, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ასეთი სახის ჩამდინარე წყლების გაწმენდისათვის, IV დანართში დადგენილი ემისიის ზღვრული მნიშვნელობები განისაზღვრება გამწმენდი ნაგებობიდან ჩამდინარე წყლების გამოსვლის წერტილში.
7. იმ შემთხვევაში, თუ აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების წმენდა ხორციელდება ჩამდინარე წყლების სხვა წყაროებთან ერთობლივად, საწარმოში ან მის ფარგლებს გარეთ, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი მასური ბალანსის ანგარიში, V დანართის მე-2 პუნქტში მოცემული გაზომვების შედეგებზე დაფუძნებით, საბოლოო ჩამდინარე წყლებში ემისიის იმ დონეების დასადგენად, რომლებიც შეიძლება მიეკუთვნოს უშუალოდ აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის შედეგად წარმოქმნილ ჩამდინარე წყლებს.
8. დაუშვებელია ჩამდინარე წყლების განზავება IV დანართში განსაზღვრულ ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
9. ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში დამაბინძურებელი ნივთიერებების არასანქცირებული და შემთხვევითი მოხვედრის პრევენციის მიზნით, ნარჩენების ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოების ტერიტორია, მათ შორის, მათთან დაკავშირებული ნარჩენების სასაწყობე/შესანახი ადგილები უნდა მოეწყოს ტექნიკური რეგლამენტის ამ თავით და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
10. საწარმოს უნდა გააჩნდეს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი დაბინძურებული წვიმის წყლის ჩამონადენის, დაღვრების ან ხანძრების ლიკვიდაციის შედეგად წარმოქმნილი დაბინძურებული წყლების შემკრები და შესანახი საცავები/ნაგებობები, რომლებიც უნდა იძლეოდეს ჩაშვებამდე (საჭიროების შემთხვევაში) ჩამდინარე წყლების შემოწმებისა და გაწმენდის შესაძლებლობას.
11. ემისიის ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბების შემთხვევაში, დაუშვებელია ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოების, ან ცალკეული ღუმელების მიერ, რომლებიც წამოადგენს მათ ნაწილს, ნარჩენების ინსინერაციის პროცესის 4 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტი პერიოდის განმავლობაში გაგრძელება. ასეთ პირობებში ექსპლუატაციის ჯამური ხანგრძლივობა წლის განმავლობაში 60 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, მითითებული ვადა ვრცელდება იმ ღუმელებზე, რომლებიც დაკავშირებულია ერთ აირმტვერდამჭერ მოწყობილობასთან.
მუხლი 6. გაუმართაობა
გაუმართაობის შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა შეზღუდოს ან შეწყვიტოს ექსპლუატაცია რაც შეიძლება სწრაფად, სანამ არ იქნება შესაძლებელი ნორმალური ექსპლუატაციის აღდგენა.
მუხლი 7. ემისიების მონიტორინგი
1. საწარმოს მიერ ემისიების მონიტორინგი უნდა განხორციელდეს ტექნიკური რეგლამენტის ამ თავის V და VI დანართების შესაბამისად.
2. ავტომატური გაზომვის სისტემების დამონტაჟება და ფუნქციონირება ექვემდებარება შემოწმებას და ყოველწლიურ საკონტროლო ტესტირებას, ტექნიკური რეგლამენტის ამ თავის V დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. ემისიების მონიტორინგისთვის ნიმუშების აღების ან/და გაზომვის წერტილების ადგილმდებარეობას განსაზღვრავს სააგენტო.
4. მონიტორინგის ყველა შედეგის აღრიცხვა, დამუშავება და მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოსთვის წარდგენა უნდა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ იძლეოდეს ნებართვაში/გადაწყვეტილებაში მოცემული ექსპლუატაციის პირობებთან და ემისიების ზღვრულ მნიშვნელობებთან შესაბამისობის გადამოწმების საშუალებას.
მუხლი 8. შესაბამისობა ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებთან
ემისიის ზღვრული მნიშვნელობები ატმოსფერულ ჰაერსა და წყალში ჩაითვლება დაცულად, თუ სრულდება VII დანართით გათვალისწინებული პირობები.
მუხლი 9. ექსპლუატაციის პირობები (რეჟიმი)
1. ნარჩენების ინსინერაციის საწარმოების ექსპლუატაციის პირობებმა (რეჟიმმა) უნდა უზრუნველყოს ინსინერაციის ისეთი დონე, როდესაც ჯამური ორგანული ნახშირბადის შემცველობა წიდასა და ნაცარში არის 3%-ზე ნაკლები ან მისი დანაკარგი წვის შედეგად არის დამუშავებული ნარჩენი მასალის მშრალი წონის 5%-ზე ნაკლები. აუცილებლობის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს ნარჩენების წინასწარი დამუშავების მეთოდები.
2. ნარჩენების ინსინერაციის საწარმოები უნდა დაპროექტდეს, აღიჭურვოს, აშენდეს და მათი ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ინსინერაციის პროცესის შედეგად წარმოქმნილი აირების ტემპერატურა, წვის ღუმელში ჰაერის ბოლო მიწოდების შემდეგ, კონტროლირებად, ერთგვაროვან და ყველაზე არასასურველ პირობებშიც კი აღწევდეს მინიმუმ 850°C-ს, სულ მცირე, ორი წამის განმავლობაში.
3. ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმოები უნდა დაპროექტდეს, აღიჭურვოს, აშენდეს და მათი ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ინსინერაციის პროცესის შედეგად წარმოქმნილი აირების ტემპერატურა, კონტროლირებად, ერთგვაროვან და ყველაზე არასასურველ პირობებშიც კი აღწევდეს მინიმუმ 850°C-ს, სულ მცირე, ორი წამის განმავლობაში.
4. ისეთი სახიფათო ნარჩენების ინსინერაციის ან თანაინსინერაციის შემთხვევაში, რომლებშიც ჰალოგენირებული ორგანული ნივთიერებების (ქლორზე გადაანგარიშებით) შემცველობა აღემატება 1%-ს, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან შესაბამისობისათვის საჭირო ტემპერატურამ უნდა მიაღწიოს, სულ მცირე, 1100°C-ს.
5. ნარჩენების ინსინერაციის საწარმოებში, ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ტემპერატურების გაზომვა უნდა განხორციელდეს წვის კამერის შიდა კედლის სიახლოვეს. სააგენტო უფლებამოსილია დააწესოს ვალდებულება, რომ გაზომვა განხორციელდეს წვის კამერის სხვა რეპრეზენტატულ წერტილში.
6. ნარჩენების ინსინერაციის და თანაინსინერაციის საწარმოს თითოეული წვის კამერა აღჭურვილი უნდა იყოს, სულ მცირე, ერთი დამატებითი სანთურით, რომელიც ავტომატურად უნდა ჩაირთოს იმ შემთხვევაში, თუ წვის კამერაში ჰაერის ბოლო მიწოდების შემდეგ წვის აირების ტემპერატურა გახდება ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ტემპერატურებზე ნაკლები. დამატებითი სანთურა, ასევე, გამოყენებული უნდა იქნეს აღნიშნული ტემპერატურების უზრუნველსაყოფად საწარმოს ექსპლუატაციაში გაშვების ან დახურვის ოპერაციების დროს და, მანამ სანამ წვის კამერაში რჩება დაუწვავი ნარჩენი.
7. დაუშვებელია დამატებითი სანთურისთვის ისეთი საწვავის მიწოდება, რომელსაც შეუძლია უფრო მაღალი ემისიის წარმოქმნა, ვიდრე გაზოილს („ტექნიკური რეგლამენტის – ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის №256 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შესახებ“ მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად), თხევად ან ბუნებრივ აირს.
8. ნარჩენების ინსინერაციის და თანაინსინერაციის საწარმოებს უნდა ჰქონდეთ ავტომატური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების მიწოდების შეწყვეტას შემდეგ შემთხვევებში:
ა) საწარმოს ამუშავების მომენტში, სანამ არ იქნება მიღწეული ამ მუხლის მე-2 − მე-4 ან მე-10 მუხლის პირველი პუნქტებით განსაზღვრული ტემპერატურა;
ბ) როდესაც არ არის შენარჩუნებული ამ მუხლის მე-2 − მე-4 ან მე-10 მუხლის პირველი პუნქტებით განსაზღვრული ტემპერატურა;
გ) როდესაც უწყვეტი გაზომვები აჩვენებს, რომ ადგილი აქვს ნებისმიერი ემისიის ზღვრული მნიშვნელობის გადაჭარბებას, აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გაუმართაობის ან მუშაობის რეჟიმის დარღვევის გამო.
9. სადაც ეს პრაქტიკულად განხორციელებადია, უნდა მოხდეს ნარჩენების ინსინერაციის და თანაინსინერაციის საწარმოების მიერ წარმოქმნილი სითბოს აღდგენა.
10. ინფექციური სამედიცინო ნარჩენები პირდაპირ საწვავ ღუმელში უნდა მოთავსდეს. არ უნდა მოხდეს მათი შერევა სხვა კატეგორიის ნარჩენებთან და მაქსიმალურად უნდა იქნეს აცილებული პერსონალის ფიზიკური კონტაქტი ასეთი სახის ნარჩენებთან.
11. ნარჩენების ინსინერაციის და თანაინსინერაციის საწარმოს ექსპლუატაცია და კონტროლი უნდა განახორციელოს პერსონალმა, რომელიც კომპეტენტურია საწარმოს მართვის საკითხებში.
მუხლი 10. ექსპლუატაციის განსხვავებული პირობები (რეჟიმი)
1. იმის გათვალისწინებით, რომ დაცული იქნება ამ მუხლის სხვა მოთხოვნები, სააგენტო უფლებამოსილია დააწესოს მე-9 მუხლის პირველი, მე-2-მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობებისა და ტემპერატურასთან დაკავშირებით, მე-9 მუხლის მე-8 პუნქტში მოცემული მოთხოვნებისგან განსხვავებული პირობები, რომლებიც გაიწერება ნებართვაში/გადაწყვეტილებაში ნარჩენების გარკვეული კატეგორიების ან გარკვეული თერმული პროცესებისთვის. სააგენტო, ასევე, უფლებამოსილია, განსაზღვროს სპეციალური მარეგულირებელი წესები განსხვავებული პირობების დადგენის მიზნით.
2. ნარჩენების ინსინერაციის საწარმოებისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა ექსპლუატაციის პირობებმა არ უნდა გამოიწვიოს იმაზე მეტი საწარმოო ნაშთის ან ორგანული დამაბინძურებელი ნივთიერებების უფრო მაღალი შემცველობის მქონე საწარმოო ნაშთის წარმოქმნა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იქნებოდა მე-9 მუხლის პირველი და მე-2-მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებში.
3. ორგანული ნახშირბადისა და ნახშირბადის მონოქსიდის ემისიები ნარჩენების თანაინსინერაციის იმ საწარმოებიდან, რომლებიც ფუნქციონირებს ექსპლუატაციის განსხვავებული პირობებით (რეჟიმით), ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ასევე უნდა შეესაბამებოდეს II დანართში განსაზღვრულ ემისიების ზღვრულ მნიშვნელობებს. აღნიშნული ასევე შეეხება ჯამური ორგანული ნახშირბადის ემისიებს ცელულოზისა და ქაღალდის მწარმოებელ მრეწველობაში არსებული ბოილერებიდან (bark boilers), რომლებიც ახორციელებენ ნარჩენების თანაინსინერაციას მათივე წარმოქმნის ადგილზე.
მუხლი 11. ნარჩენების მიტანა და მიღება
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა ნარჩენების ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოში მიტანასა და მიღებასთან დაკავშირებით, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების, ასევე გარემოზე სხვა უარყოფითი ზეგავლენის, სუნისა და ხმაურის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პირდაპირი რისკების პრევენციის ან შეძლებისდაგვარად შეზღუდვის მიზნით.
2. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ნარჩენების ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოში ნარჩენების მიღებამდე დაადგინოს ნარჩენების თითოეული კატეგორიის რაოდენობა ნარჩენების ნუსხის მიხედვით.
3. ნარჩენების ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოში სახიფათო ნარჩენების მიღებამდე, საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა შეაგროვოს ნარჩენების შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ტექნიკური რეგლამენტის ამ თავის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მიზნით, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციაში მოცემული სრულყოფილ ადმინისტრაციულ ინფორმაციას ნარჩენების წარმოქმნასთან დაკავშირებით;
ბ) ნარჩენების ფიზიკურ და, რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, ქიმიური შედგენილობას და ყველა სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია ინსინერაციის დაგეგმილ პროცესთან ნარჩენების შესაბამისობის შესაფასებლად;
გ) ინფორმაციას ნარჩენების სახიფათო თვისებების, ასევე, ნივთიერებების შესახებ, რომლებთანაც არ შეიძლება მათი შერევა და ნარჩენებთან მუშაობის დროს მისაღები უსაფრთხოების ზომების შესახებ.
4. ნარჩენების ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოში სახიფათო ნარჩენების მიღებამდე, საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა შეასრულოს, სულ მცირე, შემდეგი პროცედურები:
ა) მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ნარჩენების მართვის კოდექსით და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახიფათო ნარჩენების/ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის მიღება და შემოწმება;
ბ) თუ ეს არამიზანშეწონილი არ არის, რეპრეზენტატიული ნიმუშების აღება, რამდენადაც ეს პრაქტიკულად განხორციელებადია, ჩამოტვირთვამდე, კონტროლის განხორციელების გზით ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ ინფორმაციასთან შესაბამისობის გადამოწმების მიზნით და იმისათვის, რომ სააგენტოს მიეცეს დასამუშავებელი ნარჩენების იდენტიფიცირების საშუალება;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნიმუშების შენახვა უნდა მოხდეს შესაბამისი ნარჩენების ინსინერაციისა თუ თანაინსინერაციის შემდეგ, სულ მცირე, 1 თვის განმავლობაში.
5. სააგენტო უფლებამოსილია, დაუშვას გამონაკლისი ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებიდან ნარჩენების ინსინერაციისა თუ თანაინსინერაციის იმ საწარმოებისათვის, თუ ისინი წარმოადგენს ისეთი საქმიანობის ნაწილს, რომელზეც ვრცელდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ან/და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება და რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ ამავე საქმიანობის ფარგლებში წარმოქმნილი ნარჩენების ინსინერაციასა თუ თანაინსინერაციას.
მუხლი 12. საწარმოო ნაშთი
1. უნდა განხორციელდეს საწარმოო ნაშთების მინიმუმამდე შემცირება, მათი რაოდენობისა და ზიანის თვალსაზრისით. შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მოხდეს საწარმოო ნაშთების რეციკლირება უშუალოდ საწარმოში ან მის ფარგლებს გარეთ.
2. მტვრის სახით არსებული (ამტვერებადი) მშრალი საწარმოო ნაშთების ტრანსპორტირება და დროებითი შენახვა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული აღნიშნული საწარმოო ნაშთების გარემოში გაბნევა და, შესაბამისად, გამოირიცხოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რისკი.
3. საწარმოო ნაშთების განთავსების ან რეციკლირების გზების განსაზღვრამდე უნდა განხორციელდეს სათანადო ანალიზი, მათი ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების და დაბინძურების პოტენციალის დადგენის მიზნით. აღნიშნული ანალიზი უნდა ჩაუტარდეს საწარმოო ნაშთის როგორც ჯამურ ხსნად ფრაქციას, ასევე მძიმე ლითონების ხსნად ფრაქციას.
მუხლი 13. არსებითი ცვლილება
სახიფათო ნარჩენების ინსინერაციასთან ან თანაინსინერაციასთან დაკავშირებული ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ან/და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნარჩენების ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოში, რომელიც ახორციელებს მხოლოდ არასახიფათო ნარჩენების დამუშავებას, ჩაითვლება არსებით ცვლილებად.
მუხლი 14. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობას, საჯარო განხილვების ჩატარებას, ასევე შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და საზოგადოებისთვის მიწოდებას, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სააგენტო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციის გარდა, სააგენტო გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე აქვეყნებს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის:
ა) ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოებისთვის, რომელთა ნომინალური სიმძლავრეც შეადგენს ან აღემატება 2 ტონას საათში − ინფორმაციას საწარმოს ფუნქციონირებისა და მონიტორინგის შესახებ, ასევე, ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პროცესის მიმდინარეობის და ატმოსფერულ ჰაერსა და წყალში ემისიების დონეების შესახებ, ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებთან მიმართებით;
ბ) ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების ჩამონათვალს, რომელთა ნომინალური სიმძლავრე საათში 2 ტონაზე ნაკლებია.
დანართი I
დიბენზო-პ-დიოქსინების და დიბენზოფურანების ეკვივალენტურობის კოეფიციენტები
დიოქსინებისა და ფურანების ჯამური კონცენტრაციების დასადგენად, შემდეგი დიბენზო-პ-დიოქსინების და დიბენზოფურანების მასური კონცენტრაციები უნდა გამრავლდეს ეკვივალენტურობის შემდეგ კოეფიციენტებზე:
|დიბენზო-პ-დიოქსინი/დიბენზოფურანი |ტოქსიკურობის ეკვივალენტურობის |
| |კოეფიციენტი |
|2,3,7,8 |-ტეტრაქლორდიბენზოდიოქსინი (TCDD) |1 |
|1,2,3,7,8 |-პენტაქლორდიბენზოდიოქსინი (PeCDD) |0.5 |
|1,2,3,4,7,8 |-ჰექსაქლორდიბენზოდიოქსინი (HxCDD) |0.1 |
|1,2,3,6,7,8 |-ჰექსაქლორდიბენზოდიოქსინი (HxCDD) |0.1 |
|1,2,3,7,8,9 |-ჰექსაქლორდიბენზოდიოქსინი (HxCDD) |0.1 |
|1,2,3,4,6,7,8 |-ჰეპტაქლორდიბენზოდიოქსინი (HpCDD) |0.01 |
| |ოქტაქლორდიბენზოდიოქსინი (OCDD) |0.001 |
|2,3,7,8 |-ტეტრაქლორდიბენზოფურანი (TCDF) |0.1 |
|2,3,4,7,8 |-პენტაქლორდიბენზოფურანი (PeCDF) |0.5 |
|1,2,3,7,8 |-პენტაქლორდიბენზოფურანი (PeCDF) |0.05 |
|1,2,3,4,7,8 |-ჰექსაქლორდიბენზოფურანი (HxCDF) |0.1 |
|1,2,3,6,7,8 |-ჰექსაქლორდიბენზოფურანი (HxCDF) |0.1 |
|1,2,3,7,8,9 |-ჰექსაქლორდიბენზოფურანი (HxCDF) |0.1 |
|2,3,4,6,7,8 |-ჰექსაქლორდიბენზოფურანი (HxCDF) |0.1 |
|1,2,3,4,6,7,8 |-ჰეპტაქლორდიბენზოფურანი (HpCDF) |0.01 |
|1,2,3,4,7,8,9 |-ჰეპტაქლორდიბენზოფურანი (HpCDF) |0.01 |
| |ოქტაქლორდიბენზოფურანი (OCDF) |0.001 |
დანართი II
ატმოსფერულ ჰაერში ემისიის ზღვრული მნიშვნელობები
1. ემისიის ზღვრული მნიშვნელობები (ეზმ) უნდა დაანგარიშდეს 273,15 oK ტემპერატურისა და 101.3 კპა წნევის პირობებში გაფრქვეულ აირებში წყლის ორთქლის შემცველობის კორექტირების შემდეგ. ეზმ სტანდარტიზებულია ემისიებში ჟანგბადის 11%-იანი შემცველობის პირობებისთვის, გარდა მინერალური ნარჩენი ზეთის დაწვის შემთხვევისა, როდესაც ეზმ სტანდარტიზებულია ემისიებში ჟანგბადის 11%-იანი შემცველობის პირობებისთვის და V დანართის 2.7 ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევებისა.
1.1. ემისიის საშუალო, დღიური, ზღვრული მნიშვნელობები (მგ/ნმ3):
|მტვერი ჯამურად |10 |
|აირადი და აქროლადი ორგანული ნივთიერებები, გამოსახული ჯამური ორგანული ნახშირბადის სახით (TOC) |10 |
|ქლორწყალბადი (HCl) |10 |
|ფტორწყალბადი (HF) |1 |
|გოგირდის დიოქსიდი (SO2) |50 |
|აზოტის მონოქსიდი (NO) და აზოტის დიოქსიდი (NO2) გადაანგარიშებული აზოტის დიოქსიდზე ინსინერაციის იმ |200 |
|არსებული საწარმოებისთვის, რომელთა ნომინალური სიმძლავრე საათში 6 ტონას აღემატება, ან ინსინერაციის ახალი | |
|საწარმოებისთვის | |
|აზოტის მონოქსიდი (NO) და აზოტის დიოქსიდი (NO2) გადაანგარიშებული აზოტის დიოქსიდზე ინსინერაციის იმ |400 |
|არსებული საწარმოებისთვის, რომელთა ნომინალური სიმძლავრე საათში 6 ტონა ან 6 ტონაზე ნაკლებია | |
1.2. ემისიის საშუალო, 30 წთ-იანი, ზღვრული მნიშვნელობები (მგ/ნმ3):
|მავნე ნივთიერება |A |B |
| |(100%) |(97%) |
|მტვერი ჯამურად |30 |10 |
|აირადი და აქროლადი ორგანული ნივთიერებები, გამოსახული ჯამური ორგანული ნახშირბადის სახით (TOC)|20 |10 |
|ქლორწყალბადი (HCl) |60 |10 |
|ფტორწყალბადი (HF) |4 |2 |
|გოგირდის დიოქსიდი(SO2) |200 |50 |
|აზოტის მონოქსიდი (NO) და აზოტის დიოქსიდი (NO2) აზოტის დიოქსიდზე გადაანგარიშებით ინსინერაციის|400 |200 |
|იმ არსებული საწარმოებისთვის, რომელთა ნომინალური სიმძლავრე საათში 6 ტონას აღემატება, ან | | |
|ინსინერაციის ახალი საწარმოებისათვის | | |
1.3. მძიმე მეტალების ემისიის საშუალო ზღვრული მნიშვნელობები (მგ/ნმ3) სინჯების აღების 30 წუთზე მეტი და 8 საათზე ნაკლები პერიოდისთვის:
|კადმიუმი და მისი ნაერთები, კადმიუმზე გადაანგარიშებით (Cd) |სულ: 0.05 |
|თალიუმი და მისი ნაერთები, თალიუმზე გადაანგარიშებით (Tl) | |
|ვერცხლისწყალი და მისი ნაერთები, ვერცხლისწყალზე გადაანგარიშებით (Hg) |0.05 |
|სტიბიუმი და მისი ნაერთები, სტიბიუმზე გადაანგარიშებით (Sb) |სულ: 0.5 |
|დარიშხანი და მისი ნაერთები, დარიშხანზე გადაანგარიშებით (As) | |
|ტყვია და მისი ნაერთები, ტყვიაზე გადაანგარიშებით (Pb) | |
|ქრომი და მისი ნაერთები, ქრომზე გადაანგარიშებით (Cr) | |
|კობალტი და მისი ნაერთები, კობალტზე გადაანგარიშებით (Co) | |
|სპილენძი და მისი ნაერთები, სპილენძი გადაანგარიშებით (Cu) | |
|მანგანუმი და მისი ნაერთები, მანგანუმზე გადაანგარიშებით (Mn) | |
|ნიკელი და მისი ნაერთები, ნიკელზე გადაანგარიშებით (Ni) | |
|ვანადიუმი და მისი ნაერთები, ვანადიუმზე გადაანგარიშებით (V) | |
აღნიშნული საშუალო მნიშვნელობები მოიცავს ასევე შესაბამისი მძიმე ლითონების ემისიის როგორც აირად და აქროლად ფორმებს, ისე მათ ნაერთებს.
1.4. დიოქსინების და ფურანების ემისიის საშუალო ზღვრული მნიშვნელობა სინჯების აღების მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 8-საათიანი პერიოდისთვის. ემისიის ზღვრული მნიშვნელობა გულისხმობს დიოქსინებისა და ფურანების ჯამურ კონცენტრაციას, გამოანგარიშებულს ტოქსიკურობის ეკვივალენტურობის კოეფიციენტების გამოყენებით დანართ I-ის შესაბამისად.
|დიოქსინები და ფურანები |0.1 ნგ/მ3 |
1.5. ნახშირბადის მონოქსიდი − გაფრქვევებში (გარდა საწარმოს ამუშავებისა და გაჩერების ეტაპებზე) ნახშირბადის მონოქსიდის (CO) კონცენტრაციები არ უნდა აღემატებოდეს ემისიის შემდეგ ზღვრულ მნიშვნელობებს:
ა) 50 მგ 1 მ3 გაფრქვევაში − საშუალო დღიური სიდიდე;
ბ) 100 მგ 1 მ3 გაფრქვევაში − საშუალო 30 წთ-იანი სიდიდე;
გ) 150 მგ 1 მ3 გაფრქვევაში − საშუალო ათწუთიანი სიდიდე.
ინსინერაციის ისეთი საწარმობისათვის, რომლებიც ფსევდოგათხევადებული შრის ტექნოლოგიას იყენებენ, სააგენტო უფლებამოსილია, დაუშვას გამონაკლისი იმ შემთხვევაში, თუ ნახშირბადის მონოქსიდის ემისიის ზღვრული სიდიდე 100 მგ/მ3 საშუალო ერთსაათიან სიდიდეს არ აღემატება.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტსა და მე-6 მუხლში მოცემულ შემთხვევებში გამოყენებული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები:
ატმოსფერულ ჰაერში ნარჩენების ინსინერაციის საწარმოდან ემისიებში მტვრის საერთო კონცენტრაცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ/ნმ³-ს, გამოსახულს საშუალო 30 წთ-იანი მნიშვნელობით. ამასთან, ამ დანართის 1.2 და 1.5(ბ) ქვეპუნქტებით დადგენილი ატმოსფერულ ჰაერში ემისიის ზღვრული მნიშვნელობები ჯამური ორგანული ნახშირბადისთვის (TOC) და ნახშირბადის ოქსიდისთვის (CO) არ უნდა იქნეს გადაჭარბებული.
3. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს წესები ამ დანართით გათვალისწინებული გამონაკლისების გამოყენების მიზნით.
დანართი III
ატმოსფერულ ჰაერში ემისიის ზღვრული მნიშვნელობები ნარჩენების თანაინსინერაციისთვის
1. ზოგადი დებულებები
ნარჩენების თანაინსინერაციის პროცესის შედეგად წარმოქმნილ გაფრქვევებში თითოეული დამაბინძურებლისა და ნახშირბადის მონოქსიდის ემისიის ზღვრული მნიშვნელობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით (ფორმულა გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როცა წინამდებარე დანართის ცხრილებში არ არის დადგენილი კონკრეტული ჯამური ემისიის ზღვრული მნიშვნელობა _ C):
[pic]
სადაც:
Vნარჩ: ყველაზე დაბალი კალორიულობის მქონე ნარჩენების ინსინერაციის პროცესის შედეგად წარმოქმნილი გაფრქვევის მოცულობა, სტანდარტიზებული ტექნიკური რეგლამენტის პირობების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ სახიფათო ნარჩენების ინსინერაციით გამოყოფილი სითბო საწარმოს მიერ გამოყოფილი მთლიანი სითბოს 10%-ზე ნაკლებია, Vნარჩ გამოითვლება ნარჩენების იმ (პირობითი) რაოდენობიდან, რომლის დაწვის შედეგად წარმოიქმნება საწარმოს მიერ გამოყოფილი მთლიანი სითბოს 10%.
Cნარჩ: ინსინერაციის საწარმოებისთვის დანართ II-ში დადგენილი შესაბამისი დამაბინძურებლებისა და ნახშირბადის მონოქსიდის ემისიის ზღვრული სიდიდეები.
Vპროც: გაფრქვევის ის მოცულობა, რომელიც წარმოიქმნება საწარმოს ტექნოლოგიური, მათ შორის ნებადართული საწვავის (ნარჩენების გარდა) წვის პროცესის შედეგად, განსაზღვრული ჟანგბადის რეალური შემცველობისთვის პროცესისათვის არააუცილებელი აირით განზავების გარეშე.
Cპროც: ამ დანართით ცალკეული სამრეწველო დარგისთვის განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ნამდვილი მასური კონცენტრაციები.
C: ჯამური ემისიის ზღვრული მნიშვნელობები ჟანგბადის ამ დანართში წარმოდგენილი შემცველობისთვის ზოგიერთი სამრეწველო საქმიანობისა და დამაბინძურებელი ნივთიერებებისთვის.
ემისიის ყველა ზღვრული მნიშვნელობა გამოიანგარიშება 273,15 K ტემპერატურისა და 101,3 kPa წნევის პირობებისთვის, გაფრქვევებში წყლის ორთქლის შემცველობის კორექტირების შემდეგ.
სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს წესები ამ დანართით გათვალისწინებული გამონაკლისების გამოყენების მიზნით.
2. სპეციალური დებულებები ცემენტის გამოსაწვავი ღუმელებისთვის, რომლებშიც ნარჩენების თანაინსინერაცია ხორციელდება
2.1. ამ პუნქტის 2.2 და 2.3 ქვეპუნქტებით დადგენილი ემისიის ზღვრული მნიშვნელობები წარმოადგენს ჯამური მტვრის, HCl, HF, NOx, SO2 და ჯამური ორგანული ნახშირბადის (TOC) საშუალო დღიურ სიდიდეებს უწყვეტი გაზომვების პირობებში, მძიმე ლითონების საშუალო სიდიდეებს სინჯების აღების მინიმუმ 30 წთ-იანი და მაქსიმუმ 8 სთ-იანი პერიოდისთვის და დიოქსინებისა და ფურანების საშუალო სიდიდეებს სინჯების აღების მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 8 სთ-იანი პერიოდისთვის; ყველა სიდიდე სტანდარტიზებულია ჟანგბადის 10%-იანი შემცველობისთვის; საშუალო 30 წთ-იანი მნიშვნელობები აუცილებელია მხოლოდ საშუალო დღიური სიდიდეების გამოსათვლელად;
2.2. ნივთიერებების ჯამური ემისიის ზღვრული მნიშვნელობა _ C
|მავნე ნივთიერება |C, მგ/ნმ3 |
|მტვერი ჯამურად |30 |
|HCL |10 |
|HF |1 |
|Nox |500 |
|Cd + Tl |0.05 |
|Hg |0.05 |
|Sb+As+Pb+Cr+Co+Cu+Mn+Ni+V |0.5 |
|დიოქსინები და ფურანები (ნგ/ნმ3) |0.1 |
2.3. SO2-ის და ჯამური ორგანული ნახშირბადის (TOC) ჯამური ემისიის ზღვრული მნიშვნელობები (მგ/ნმ3) _ C
|მავნე ნივთიერება |C, მგ/ნმ3 |
|SO2 |50 |
|TOC |10 |
სააგენტოს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი ამ პუნქტით დადგენილი ემისიის ზღვრული მნიშვნელობებისთვის იმ შემთხვევებში, როდესაც TOC და SO2 არ წარმოიქმნება ნარჩენების თანაინსინერაციის შედეგად.
2.4. CO-ს ემისიის ჯამური ზღვრული მნიშვნელობები _ C
სააგენტო უფლებამოსილია, დაადგინოს CO-ს ემისიის ზღვრული მნიშვნელობები.
3. სპეციალური დებულებები წვის დანადგარებისათვის, რომლებშიც ხორციელდება ნარჩენების თანაინსინერაცია
წვის დანადგარებისთვის ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრის დასადგენად გამოიყენება „წვის დანადგარების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული აგრეგაციის წესები. საშუალო 30 წთ-იანი მნიშვნელობები აუცილებელია მხოლოდ საშუალო დღიური სიდიდეების გამოსათვლელად;
2.
3.
3.1. ემისიის საშუალო დღიური ზღვრული მნიშვნელობები არსებული საწარმოებისთვის (მგ/ნმ3) – Cპროც, აირტურბინებისა და აირზე მომუშავე ძრავების გარდა
|Cპროც მყარი საწვავისთვის (გარდა ბიომასისა) (O2-ის შემცველობა 6%) |
|მავნე ნივთიერება |ჯამური თბური სიმძლავრე |
| |<50 მგვტ |50-100 მგვტ |100-300 მგვტ |>300 მგვტ |
|SO2 |___ |400/ |200 |200 |
| | |ტორფისთვის − 300 | | |
|NOx |___ |300/ |200 |200 |
| | |მტვრისებრი ლიგნიტისთვის | | |
| | |− 400 | | |
|მტვერი |50 |30 |25/ ტორფისთვის − 20 |20 |
|Cპროც ბიომასისთვის (O2-ის შემცველობა 6%) |
|მავნე ნივთიერება |ჯამური თბური სიმძლავრე |
| |<50 მგვტ |50-100 მგვტ |100-300 მგვტ |>300 მგვტ |
|SO2 |___ |200 |200 |200 |
|NOx |___ |300 |250 |200 |
|მტვერი |50 |30 |20 |20 |
|Cპროც თხევადი საწვავისთვის (O2-ის შემცველობა 3%) |
|მავნე ნივთიერება |ჯამური თბური სიმძლავრე |
| |<50 მგვტ |50-100 მგვტ |100-300 მგვტ |>300 მგვტ |
|SO2 |___ |350 |250 |200 |
|NOx |___ |400 |200 |150 |
|მტვერი |50 |30 |25 |20 |
3.2. ემისიის საშუალო დღიური ზღვრული მნიშვნელობები ახალი საწარმოებისთვის (მგ/ნმ3) − Cპროც აირტურბინებისა და აირზე მომუშავე ძრავების გარდა
|Cპროც მყარი საწვავისთვის (გარდა ბიომასისა) (O2-ის შემცველობა 6%) |
|მავნე ნივთიერება |ჯამური თბური სიმძლავრე |
| |<50 მგვტ |50-100 მგვტ |100-300 მგვტ |>300 მგვტ |
|SO2 |___ |400/ ტორფისთვის: 300 |200/ |150/ ცირკულირებად ან დაჭირხნულ |
| | | |ტორფისთვის _ 300/ |მდუღარე შრეში წვის, ან |
| | | |მდუღარე შრეში წვის |ტორფისთვის – ყველა სახის მდუღარე|
| | | |შემთხვევისთვის _ 250 |შრეში წვისთვის _ 200 |
|NOx |___ |300 |200 |150/ |
| | |ტორფისთვის: 250 | |მტვრისებრი ლიგნიტისთვის _ 200 |
|მტვერი |50 |20 |20 |10 |
| | | | |ტორფისთვის _ 20 |
|Cპროც ბიომასისთვის (O2-ის შემცველობა 6%) |
|მავნე ნივთიერება |ჯამური თბური სიმძლავრე |
| |<50 მგვტ |50-100 მგვტ |100-300 მგვტ |>300 მგვტ |
|SO2 |___ |200 |200 |150 |
|NOx |___ |250 |200 |150 |
|მტვერი |50 |20 |20 |20 |
|Cპროც თხევადი საწვავისთვის (O2-ის შემცველობა 3%) |
|მავნე ნივთიერება |ჯამური თბური სიმძლავრე |
| |<50 მგვტ |50-100 მგვტ |100-300 მგვტ |>300 მგვტ |
|SO2 |___ |350 |200 |150 |
|NOx |___ |300 |150 |100 |
|მტვერი |50 |20 |20 |10 |
3.3. C – მძიმე ლითონების ემისიის ჯამური ზღვრული მნიშვნელობა (მგ/ნმ3) გამოსახული სინჯების აღების მინიმუმ 30 წთ-იანი და მაქსიმუმ 8 სთ-იანი პერიოდის საშუალო მაჩვენებლით (O2-ის შემცველობა მყარი საწვავისთვის − 6%, თხევადი საწვავისთვის − 3%)
|მავნე ნივთიერება |C |
|Cd + Tl |0.05 |
|Hg |0.05 |
|Sb+As+Pb+Cr+Co+Cu+Mn+Ni+V |0.5 |
3.4. C – დიოქსინების და ფურანების ჯამური ზღვრული მნიშვნელობა (ნგ/ნმ3) გამოსახული სინჯების აღების მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 8 სთ-იან პერიოდში გაზომილი საშუალო მაჩვენებლით (O2-ის შემცველობა მყარი საწვავისთვის − 6%, თხევადი საწვავისთვის − 3%):
|მავნე ნივთიერება |C |
|დიოქსინები და ფურანები |0.1 |
4. სპეციალური დებულებები იმ თანაინსინერაციის დანადგარებისთვის, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ დანართის მე-2 და მე-3 პუნქტებში
4.
4.1. C – დიოქსინების და ფურანების ჯამური ზღვრული მნიშვნელობა (ნგ/ნმ3) გამოსახული სინჯების აღების მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 8 სთ-იან პერიოდში გაზომილი საშუალო მაჩვენებლით:
|მავნე ნივთიერება |C |
|დიოქსინები და ფურანები |0.1 |
4.2. C − მძიმე ლითონების ემისიის ჯამური ზღვრული მნიშვნელობა (მგ/ნმ3) გამოსახული სინჯების აღების მინიმუმ 30 წთ-იანი და მაქსიმუმ 8 სთ-იანი პერიოდის საშუალო მაჩვენებლით:
|მავნე ნივთიერება |C |
|Cd + Tl |0.05 |
|Hg |0.05 |
დანართი IV
გაფრქვევების გაწმენდის შედეგად წარმოქმნილ ჩამდინარე წყლებში დამაბინძურებლების ზღვრული მნიშვნელობა
|გაფრქვევების გაწმენდის შედეგად წარმოქმნილ ჩამდინარე წყლებში დამაბინძურებლების ზღვრული მნიშვნელობა |
|დამაბინძურებელი ნივთიერებები |ემისიის ზღვრული მნიშვნელობები1 |
|ჯამური შეწონილი მყარი ნაწილაკები |95% − 30 |100% − 45 |
|ვერცხლისწყალი და მისი ნაერთები ვერცხლისწყალზე გადაანგარიშებით |0.03 |
|კადმიუმი და მისი ნაერთები, კადმიუმზე გადაანგარიშებით |0.05 |
|თალიუმი და მისი ნაერთები, თალიუმზე გადაანგარიშებით |0.05 |
|დარიშხანი და მისი ნაერთები, დარიშხანზე გადაანგარიშებით |0.15 |
|ტყვია და მისი ნაერთები, ტყვიაზე გადაანგარიშებით |0.2 |
|ქრომი და მისი ნაერთები, ქრომზე გადაანგარიშებით |0.5 |
|სპილენძი და მისი ნაერთები, სპილენძზე გადაანგარიშებით |0.5 |
|ნიკელი და მისი ნაერთები, ნიკელზე გადაანგარიშებით |0.5 |
|თუთია და მისი ნაერთები, თუთიაზე გადაანგარიშებით |1.5 |
|დიოქსინები და ფურანები2 |0.3 ნგ/ლ |
1. გამოსახული მასის კონცენტრაციებით გაუფილტრავ ნიმუშებში (მგ/ლ), გარდა დიოქსინებისა და ფურანებისა (ნგ/ლ).
2. განსაზღვრული, როგორც დანართ I-ში მოცემული ტოქსიკურობის ეკვივალენტურობის კოეფიციენტების გამოყენებით შეფასებული დიოქსინებისა და ფურანების ჯამი.
დანართი V
ემისიის მონიტორინგი
1. გაზომვის მეთოდები
1.1. ჰაერისა და წყლის დამაბინძურებელი ნივთიერებების გაზომვები რეპრეზენტატიულად უნდა განხორციელდეს;
1.2. ყველა დამაბინძურებლის, მათ შორის, დიოქსინებისა და ფურანების, სინჯის აღება და ანალიზი, ასევე ავტომატური გაზომვის სისტემების და მათი კალიბრაციის საკონტროლო გაზომვის მეთოდების ხარისხის უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს CEN სტანდარტების შესაბამისად. CEN სტანდარტების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ISO ან სხვა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს სამეცნიერო თვალსაზრისით სათანადო ხარისხის მონაცემების მიღებას. ავტომატური გაზომვის სისტემები წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ექვემდებარებოდეს სტანდარტული მეთოდების გამოყენებით პარალელური გაზომვების საშუალებით კონტროლს;
1.3. ემისიის დღიური ზღვრული მნიშვნელობის დონეზე, ცალკეული გაზომვის შედეგის ნდობის ინტერვალების 95% სიდიდეები არ უნდა აღემატებოდეს შემდეგს:
|ნახშირბადის მონოქსიდი |10% |
|გოგირდის დიოქსიდი |20% |
|აზოტის დიოქსიდი |20% |
|მტვერი ჯამურად |30% |
|ჯამური ორგანული ნახშირბადი |30% |
|ქლორწყალბადი |40% |
|ფტორწყალბადი |40% |
წყალსა და ჰაერში ემისიების პერიოდული გაზომვები უნდა განხორციელდეს ამ პუნქტის 1.2 და 1.3 ქვეპუნქტების შესაბამისად.
2. ჰაერის დამაბინძურებელი მავნე ნივთიერებების გაზომვა
2.1. უნდა განხორციელდეს ჰაერის დამაბინძურებელი მავნე ნივთიერებების შემდეგი სახის გაზომვები:
ა) უწყვეტი გაზომვა ნივთიერებებისთვის: NOx (თუ დადგენილია ემისიის ზღვრული მნიშვნელობები), CO, ჯამური მტვერი, ჯამური ორგანული ნახშირბადი (TOC), HCl, HF, SO2;
ბ) საექსპლუატაციო პარამეტრების უწყვეტი გაზომვა: ტემპერატურა წვის ღუმელის შიდა კედელთან ან წვის ღუმელის სხვა, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სხვა წერტილში, ჟანგბადის კონცენტრაცია, წნევა, ტემპერატურა და წყლის ორთქლის შემცველობა გაფრქვევებში;
გ) მძიმე ლითონების, დიოქსინებისა და ფურანების გაზომვა წელიწადში სულ მცირე ორჯერ, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლიდან პირველი 12 თვის მანძილის განმავლობაში − სულ მცირე სამ თვეში ერთხელ;
2.2. გაფრქვევების გამოყოფის პერიოდი, ასევე მათი მინიმალური ტემპერატურა და ჟანგბადის შემცველობა უნდა შემოწმდეს ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოს ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ სულ მცირე ერთხელ და ყველაზე არახელსაყრელი მოსალოდნელი საექსპლუატაციო პირობების დროს;
2.3. წყალბადის ფტორიდის (HF) უწყვეტი გაზომვების ჩატარება არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, თუ HCl-ისთვის განსაზღვრული გაწმენდის ეტაპები უზრუნველყოფენ იმას, რომ HCl-ის ემისიის ზღვრული მნიშვნელობა არ იქნეს გადაჭარბებული. ასეთ შემთხვევაში წყალბადის ფტორიდის (HF) ემისია პერიოდულად უნდა გაიზომოს ამ პუნქტის 2.1(გ) ქვეპუნქტის შესაბამისად;
2.4. წყლის ორთქლის შემცველობის უწყვეტი გაზომვა არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, თუ ემისიის ანალიზის ჩატარებამდე ხდება გაფრქვევის წინასწარი გამოშრობა;
2.5. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოებს არ მოსთხოვოს HCl, HF და SO2-ის კონცენტრაციების უწყვეტი გაზომვების ჩატარება და დაავალდებულოს პერიოდული გაზომვების განხორციელება ამ პუნქტის 2.1(გ) ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) უწყვეტი გაზომვების ნაცვლად მისცეს NOx-ის ამ პუნქტის 2.1(გ) ქვეპუნქტის შესაბამისად პერიოდული გაზომვების განხორციელების უფლება ინსინერაციის ან თანაინსინერაციის ისეთ არსებულ საწარმოს, რომლის ნომინალური სიმძლავრე საათში 6 ტონაზე ნაკლებია, იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ოპერატორი დამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენების ხარისხის, გამოყენებული ტექნოლოგიებისა და ემისიის მონიტორინგის შედეგების შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე დაამტკიცებს, რომ NOx-ის ემისია არანაირ პირობებში არ გადააჭარბებს ემისიის დადგენილ ზღვრულ სიდიდეებს;
2.6. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს 2 წელიწადში ერთხელ მძიმე ლითონებისა და წელიწადში ერთხელ დიოქსინებისა და ფურანების გაზომვა შემდეგ შემთხვევებში:
ა) ნებისმიერ პირობებში ნარჩენების ინსინერაციის ან თანაინსინერაციის შედეგად წარმოქმნილი ემისია, ემისიის ზღვრული მნიშვნელობების 50%-ზე ნაკლებია;
ბ) ინსინერაციას ან თანაინსინერაციას დაქვემდებარებული ნარჩენები შედგება მხოლოდ არასახიფათო ნარჩენების განსაზღვრული დახარისხებული წვადი ფრაქციებისგან, რომლებიც არ არის რეციკლირებადი, გააჩნია განსაზღვრული თვისებები და აკმაყოფილებს ამ პუნქტის 2.6(გ) ქვეპუნქტში განსაზღვრულ პირობებს;
გ) დამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენების ხარისხისა და ემისიის მონიტორინგის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ოპერატორს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ნებისმიერ პირობებში მძიმე ლითონების, ფურანებისა და დიოქსინების ემისია შესაბამისი ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებზე მნიშვნელოვნად დაბალია.
2.7. აუცილებელია ჩატარებული გაზომვების შედეგების სტანდარტიზაცია (II დანართში მოცემულ სტანდარტულ პირობებზე გადათვლა) დანართ II-ით განსაზღვრულ ჟანგბადის სტანდარტულ კონცენტრაციებზე ან გამოანგარიშება დანართ III-ის შესაბამისად, დანართი VI-ში დადგენილი ფორმულის გამოყენებით.
2.8. როდესაც ნარჩენების ინსინერაცია ან თანაინსინერაცია ხდება ჟანგბადით გამდიდრებულ გარემოში, შედეგების სტანდარტიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს მიერ ცალკეული შემთხვევისა და პირობების გათვალისწინებით განსაზღვრული ჟანგბადის შემცველობაზე.
2.9. როდესაც სახიფათო ნარჩენების გადამამუშავებელი ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოებში მავნე ნივთიერებათა ემისიის შემცირება გამოყოფილი აირმტვერნარევის გაწმენდით ხდება, სტანდარტიზაცია ამ პუნქტის 2.7 ქვეპუნქტში მოყვანილი ჟანგბადის შემცველობაზე უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მავნე ნივთიერების გაზომვის პერიოდში დაფიქსირებული ჟანგბადის შემცველობა შესაბამის სტანდარტულ შემცველობას აღემატება.
3. წყლის დამაბინძურებლებთან დაკავშირებული გაზომვები
3.1. ჩამდინარე წყლის ჩაშვების წერტილში უნდა ჩატარდეს შემდეგი სახის გაზომვები:
ა) pH-ის, ტემპერატურისა და ნაკადის უწყვეტი გაზომვა;
ბ) ჯამური შეწონილი მყარი ნაწილაკების ყოველდღიური წერტილოვანი ნიმუშების ან ჩამდინარე წყლების 24-საათიანი ნაკადის პროპორციული რეპრეზენტატიული ნიმუშის ანალიზი;
გ) ჩამდინარე წყლების 24-საათიანი ნაკადის პროპორციულ რეპრეზენტატიულ ნიმუშში Hg, Cd, TI, As, Pb, Cr, Cu, Ni და Zn-ის გაზომვა, სულ მცირე, თვეში ერთხელ;
დ) დიოქსინებისა და ფურანების გაზომვა, სულ მცირე, 6 თვეში ერთხელ (თუმცა ექსპლუატაციაში შესვლიდან პირველი 12 თვის მანძილზე გაზომვები უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, სამ თვეში ერთხელ).
3.2. იმ შემთხვევაში, როდესაც გაფრქვევების გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების დამუშავება/გაწმენდა ხორციელდება ადგილზე, საწარმოს ტერიტორიაზე წარმოქმნილ სხვა სახის ჩამდინარე წყლებთან ერთად, საწარმოს ოპერატორი ვალდებულია განახორციელოს:
ა) გაფრქვევების დამუშავება/გაწმენდის პროცესის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების პარამეტრების გაზომვა, ჩამდინარე წყლების საერთო გამწმენდ ნაგებობაში ჩაშვებამდე;
ბ) სხვა სახის ჩამდინარე წყლების პარამეტრების გაზომვა, ჩამდინარე წყლების საერთო გამწმენდ ნაგებობაში ჩაშვებამდე;
გ) ჩამდინარე წყლების პარამეტრების გაზომვა ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოდან გაწმენდილი ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილზე.
დანართი VI
ჟანგბადის სტანდარტული პროცენტული შემცველობის პირობებში ემისიის კონცენტრაციების გამოსათვლელი ფორმულა
[pic] = [pic] x [pic]
ES − ჟანგბადის სტანდარტული პროცენტული შემცველობის პირობებში გამოთვლილი ემისიის კონცენტრაცია;
EM − ემისიის გაზომილი კონცენტრაცია;
OS − ჟანგბადის სტანდარტული კონცენტრაცია;
OM − ჟანგბადის გაზომილი კონცენტრაცია.
დანართი VII
ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებთან შესაბამისობის შეფასება
1. ატმოსფერულ ჰაერში ემისიის ზღვრული მნიშვნელობები
1.1. ჰაერში ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დაცულია, თუ:
ა) არცერთი საშუალო დღიური სიდიდე არ აღემატება დანართ II-ის 1.1 ქვეპუნქტში განსაზღვრულ ან დანართ III-ის შესაბამისად გამოანგარიშებულ ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებს;
ბ) არცერთი საშუალო 30 წთ-იანი სიდიდე არ აღემატება დანართ II-ის 1.2 ქვეპუნქტში წარმოდგენილი ცხრილის A სვეტში მოცემულ სიდიდეებს (საშუალო 30-წუთიანი სიდიდეები), ან, შესაბამის შემთხვევებში, წლის განმავლობაში დაფიქსირებული საშუალო 30-წუთიანი სიდიდეების 97% არ აღემატება დანართ II-ის 1.2 ქვეპუნქტში წარმოდგენილი ცხრილის B სვეტში მოცემულ სიდიდეებს (საშუალო 30-წუთიანი სიდიდეები);
გ) მძიმე ლითონების და დიოქსინებისა და ფურანებისთვის დადგენილ სინჯის აღების პერიოდებში არცერთი საშუალო მნიშვნელობა არ აღემატება დანართ II-ის 1.3 და 1.4 ქვეპუნქტებში განსაზღვრულ ან დანართ III-ში მოცემულ ან მის შესაბამისად გამოანგარიშებულ ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებს;
დ) ნახშირბადის მონოქსიდისთვის (CO):
დ.ა) ნარჩენების ინსინერაციის საწარმოს შემთხვევაში:
- წლის განმავლობაში დაფიქსირებული საშუალო დღიური მაჩვენებლების, სულ მცირე, 97% არ აღემატება დანართ II-ით განსაზღვრული ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებს; და
- ნებისმიერ 24-საათიან პერიოდში დაფიქსირებული საშუალო 10-წუთიანი მაჩვენებლების სულ მცირე, 95%, ან იმავე პერიოდში დაფიქსირებული ყველა საშუალო 30 წთ-იანი მაჩვენებლები არ აღემატება დანართი II-ით განსაზღვრულ ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებს; ნარჩენების ინსინერაციის ისეთი საწარმოების შემთხვევაში, სადაც ინსინერაციის შედეგად მიღებული აირების ტემპერატურა, სულ მცირე, ორი წამის განმავლობაში 1100°C-ს აღწევს, სააგენტო უფლებამოსილია დაადგინოს საშუალო 10-წუთიანი სიდიდეების შეფასების 7- დღიანი პერიოდი;
დ.ბ) ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმოს შემთხვევაში: დანართ III -ით განსაზღვრული მოთხოვნები დაკმაყოფილებულია;
1.2. საშუალო 30-წუთიანი და საშუალო 10-წუთიანი მნიშვნელობები უნდა განისაზღვროს ეფექტურად ოპერირების პერიოდში (საწარმოს გაშვების და გაჩერების პერიოდების გამოკლებით, როდესაც არ ხდება ნარჩენების ინსინერაცია) გაზომილი მაჩვენებლებისთვის დანართ V-ის 1.3 ქვეპუნქტში მოცემული შესაბამისი ნდობის ინტერვალების გამოკლებით. საშუალო დღიური მნიშვნელობა განისაზღვრება აღნიშნული დამოწმებული მნიშვნელობების გასაშუალოების საფუძველზე. ამასთან, სანდო საშუალო დღიური სიდიდის მისაღებად, უწყვეტი მონიტორინგისა და გაზომვის სისტემის გაუმართაობით ან ტექნიკური მომსახურების წარმოების გამო, შესაძლებელია დღეში არაუმეტეს ხუთი 30-წთ-იანი საშუალო სიდიდის უგულებელყოფა. უწყვეტი მონიტორინგისა და გაზომვის სისტემის გაუმართაობით ან ტექნიკური მომსახურების წარმოების გამო, შესაძლებელია წელიწადში არაუმეტეს ათი საშუალო დღიური სიდიდის უგულებელყოფა;
1.3. საანგარიშო პერიოდის საშუალო მნიშვნელობა და საშუალო მნიშვნელობა HF, HCl და SO2-ის პერიოდული გაზომვების შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ტექნიკური რეგლამენტის ამ თავის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის და დანართ V-ის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
2. წყალში ემისიის ზღვრული მნიშვნელობა
წყალში ემისიის ზღვრული მნიშვნელობა დაცულია, თუ:
ა) ჯამური შეწონილი მყარი ნაწილაკების შემთხვევაში გაზომილი სიდიდეების 95% და 100% არ აღემატება დანართ IV-ში წარმოდგენილ შესაბამისი ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებს;
ბ) მძიმე ლითონების (Hg, Cd, TI, As, Pb, Cr, Cu, Ni და Zn) შემთხვევაში, დანართ IV-ში განსაზღვრული ემისიის ზღვრულ მნიშვნელობას აღემატება ერთ წელიწადში ჩატარებული გაზომვების არაუმეტეს ერთი შედეგისა; წელიწადში 20-ზე მეტი ნიმუშის ანალიზის აღების შემთხვევაში დანართ IV-ში განსაზღვრული ემისიის ზღვრულ მნიშვნელობას აღემატება ნიმუშების არაუმეტეს 5%-ისა;
გ) დიოქსინებისა და ფურანების შემთხვევაში წელიწადში ორჯერ ჩატარებული გაზომვები არ აღემატება დანართ IV-ში განსაზღვრული ემისიის ზღვრულ მნიშვნელობას.
თავი II. დასკვნები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ ნარჩენების ინსინერაციისთვის
რეგულირების სფერო
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ეს დასკვნები ვრცელდება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართის შემდეგ საქმიანობებზე:
5.2. ნარჩენების განთავსება ან აღდგენა ნარჩენების ინსინერაციის საწარმოებში:
(ა) არასახიფათო ნარჩენების შემთხვევაში − როდესაც წარმადობა აღემატება 3 ტონას საათში;
(ბ) სახიფათო ნარჩენების შემთხვევაში − როდესაც წარმადობა აღემატება 10 ტონას დღე-ღამეში.
5.2. ნარჩენების განთავსება ან აღდგენა ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმოებში:
(ა) არასახიფათო ნარჩენების შემთხვევაში − როდესაც წარმადობა აღემატება 3 ტონას საათში;
(ბ) სახიფათო ნარჩენების შემთხვევაში − როდესაც წარმადობა აღემატება 10 ტონას დღე-ღამეში;
რომელთა ძირითადი მიზანი არ არის მატერიალური პროდუქტის მიღება და სადაც ქვემოთ მოცემულიდან ერთ-ერთი პირობა მაინც არის დაკმაყოფილებული:
— ხორციელდება მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის I თავის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ა“-„ა.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნარჩენებისგან განსხვავებული ნარჩენების დაწვა;
— გამოთავისუფლებული სითბოს 40%-ზე მეტი გამოიყოფა სახიფათო ნარჩენებიდან;
— ხდება შერეული მუნიციპალური ნარჩენების დაწვა.
5.3. დღე-ღამეში 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის განთავსება, რომელიც მოიცავს ნარჩენების ინსინერაციის შედეგად მიღებული წიდის და/ან ნაცრის დამუშავებას.
5.4. დღე-ღამეში 75 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის აღდგენა, ან აღდგენა და განთავსება, რომელიც მოიცავს ნარჩენების ინსინერაციის შედეგად მიღებული წიდის და/ან ნაცრის დამუშავებას.
5.1. სახიფათო ნარჩენების განთავსება ან აღდგენა, რომლის სიმძლავრე აღემატება 10 ტონას დღე-ღამეში, რომელიც მოიცავს ნარჩენების ინსინერაციის შედეგად მიღებული წიდის და/ან ნაცრის დამუშავებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააგენტო უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ გამოიყენოს BAT 11-ის, BAT 12-ის, BAT 13-ის და BAT 24-ის დებულებები ნარჩენების განთავსებასთან და აღდგენასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობებისთვის.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ეს დასკვნები არ არეგულირებს შემდეგს:
— ნარჩენების წინასწარ დამუშავებას ინსინერაციამდე. ეს შეიძლება განხილულ იქნეს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში ნარჩენების დამუშავების (WT) შესახებ.
— აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის (FGC) შედეგად მიღებული აქროლადი ნაცრის ან სხვა საწარმოო ნაშთის დამუშავებას. ეს შეიძლება განხილულ იქნეს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში ნარჩენების დამუშავების (WT) შესახებ.
— მხოლოდ აირადი ნარჩენების ინსინერაციას ან თანაინსინერაციას, რომლებიც არ არის მიღებული ნარჩენების თბური დამუშავების შედეგად.
— ამ ტექნიკური რეგლამენტის I თავის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ა-გ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნარჩენების დამუშავებას.
ქვემოთ ჩამოთვლილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის სხვა დასკვნები და მოდალური დოკუმენტები შესაძლოა აქტუალური იყოს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნებით გათვალისწინებული აქტივობებისთვის:
— ნარჩენების დამუშავება (WT);
— ეკონომიკა და ურთიერთგადამკვეთი ეფექტები (ECM);
— ემისიები საცავებიდან (EFS);
— ენერგოეფექტურობა (ENE);
— სამრეწველო გაგრილების სისტემები (ICS);
— IED დანადგარებიდან ჰაერსა და წყალში ემისიების მონიტორინგი (ROM);
— წვის დიდი დანადგარები (LCP);
— ჩამდინარე წყლებისა და აირჰაერმტვერნარევის წმენდის/მართვის საერთო სისტემები ქიმიურ სექტორში (CWW).
ტერმინთა განმარტება
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში გამოყენებულ ტერმინებს ამ დასკვნების მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
|ტერმინი |განმარტება |
|ზოგადი ტერმინები |
|საქვაბის ეფექტიანობა |თანაფარდობა ქვაბის გამოსავალზე წარმოებულ ენერგიასა (მაგ., ორთქლი, ცხელი წყალი) და ღუმელში მიწოდებულ |
| |ნარჩენებისა და დამხმარე საწვავის ენერგიას შორის (როგორც უფრო დაბალი თბურითბოუნარიანობის). |
|ნაცრის გადამამუშავებელი დანადგარი |წვის შედეგად მიღებული წიდის და/ან ნაცრის ნარჩენების გადამამუშავებელი დანადგარი, რათა გამოიყოს და |
| |აღდგეს ღირებული ფრაქცია და უზრუნველყოფილ იქნეს დარჩენილი ფრაქციის სარგებლიანი გამოყენება. |
| |იგი არ მოიცავს მეტალების ერთჯერად განცალკევებას ინსინერაციის საწარმოში. |
|სამედიცინო ნარჩენები |მოიცავს ყველა სახის ნარჩენებს, რაც წარმოიქმნება სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო და |
| |ვეტერინარული ლაბორატორიების, სამედიცინო კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის დაწესებულებების, |
| |ფარმაცევტული საწარმოებისა და საწყობების მიერ. ვეტერინარულ კლინიკებში წარმოქმნილი ნარჩენები, ასევე, |
| |შესაძლებელია, განხილულ იქნეს, როგორც სამედიცინო ნარჩენები. |
|ორგანიზებული ემისია |გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისია ნებისმიერი სახის ჰაერსატარის, საკვამლე მილის, სავენტილაციო შახტის|
| |და სხვა არხების გავლით. |
|უწყვეტი გაზომვა |გაზომვა, რომლისთვისაც გამოიყენება ადგილზე მუდმივად დამონტაჟებული გაზომვის ავტომატური სისტემა. |
|დიფუზიური ემისია |არაორგანიზებული ემისია (მაგ., მტვრის, აქროლადი ნაერთების, სუნის) გარემოში, რომელიც შეიძლება |
| |მომდინარეობდეს დაბინძურების არეალიდან (მაგ., რეზერვუარებიდან) ან წერტილოვანი წყაროებიდან (მაგ., |
| |მილსადენის მილტუჩებიდან). |
|არსებული საწარმო (დანადგარი) |ამ ტექნიკური რეგლამენტის I თავის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინსინერაციის ან |
| |თანაინსინერაციის არსებული საწარმო. |
|აქროლადი ნაცარი |ნაწილაკები წვის კამერიდან ან აირჰაერმტვერნარევის ნაკადში ფორმირებული ნაწილაკები, რომლებიც |
| |ტრანსპორტირდება აირჰაერმტვერნარევში. |
|სახიფათო ნარჩენი |ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სახიფათო ნარჩენი |
|ნარჩენების ინსინერაცია |ნარჩენის წვა, ცალკე ან საწვავთან ერთად, ინსინერაციის საწარმოში. |
|ინსინერაციის საწარმო (დანადგარი) |ამ ტექნიკური რეგლამენტის I თავის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინსინერაციის საწარმო, |
| |რომელიც საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ამ დასკვნების ფარგლებში განიხილება. |
|საწარმოს არსებითი მოდერნიზაცია |დანადგარის კონსტრუქციის ან ტექნოლოგიის ძირეული შეცვლა პროცესის და/ან ემისიების შემცირების ტექნიკის |
| |და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების მნიშვნელოვანი კორექტირებით ან ჩანაცვლებით. |
|მუნიციპალური მყარი ნარჩენები |საყოფაცხოვრებო (შინამეურნეობიდან) მაყრი ნარჩენები (შერეული ან სეპარირებული წესით შეგროვებული), ასევე|
| |მყარი ნარჩენები სხვა წყაროებიდან, რომელიც შეიძლება თავისი ბუნებით და შემადგენლობით საყოფაცხოვრებო |
| |ნარჩენის მსგავსი იყოს. |
|ახალი საწარმო (დანადგარი) |საწარმო/დანადგარი, რომელზედაც პირველად გაიცა ნებართვა ან რომლის სრული ჩანაცვლება განხორციელდა 2026 |
| |წლის 1 სექტემბრიდან |
|სხვა არასახიფათო ნარჩენები |არასახიფათო ნარჩენი, რომელიც არც მუნიციპალური მყარი ნარჩენია და არც საკანალიზაციო შლამი. |
|ინსინერაციის დანადგარის ნაწილი |ნარჩენების ინსინერაციის დანადგარის სრული ელექტრო- ან სრული ენერგოეფექტურობის განსაზღვრის მიზნით, |
| |მისი ნაწილი შეიძლება ეხებოდეს, მაგალითად: |
| |წვის ხაზს და მის ორთქლის სისტემას იზოლირებულად; |
| |ორთქლის სისტემის ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია ერთ ან მეტ ქვაბთან, რომელიც მიერთებულია კონდენსაციის|
| |ტურბინასთან; |
| |იმავე ორთქლის სისტემის დანარჩენი ნაწილი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მიზნით, მაგ., ხდება ორთქლის |
| |პირდაპირი ექსპორტი. |
|პერიოდული გაზომვა |გაზომვა დროის კონკრეტულ ინტერვალში, მანუალური ან ავტომატიზებული მეთოდების გამოყენებით. |
|საწარმოო ნაშთი |ნებისმიერი თხევადი ან მყარი ნარჩენი, რომელიც წარმოიქმნება ინსინერაციის დანადგარში ან ნაცრის |
| |გადამამუშავებელ დანადგარში. |
|მგრძნობიარე რეცეპტორი |ტერიტორია, რომელსაც სპეციალური დაცვა სჭირდება, როგორიცაა: |
| |საცხოვრებელი უბნები; |
| |ადგილები, სადაც ტარდება აქტივობები ადამიანთა მონაწილეობით (მაგ., ახლომდებარე დაწესებულებები, |
| |სკოლები, დღის მზრუნველობითი ცენტრები, რეკრეაციული ტერიტორიები, საავადმყოფოები ან მოწყალების |
| |სახლები). |
|საკანალიზაციო ნარჩენი (ჩამდინარე |საყოფაცხოვრებო, ურბანული ან სამრეწველო ჩამდინარე წყლების შეგროვების და გაწმენდის შედეგად დარჩენილი |
|წყლები) |ლექი. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნების მიზნებისთვის, არ განიხილება ნარჩენი ლექი, |
| |რომელიც სახიფათო ნარჩენს წარმოადგენს. |
|წიდა და/ან ნაცრის ნარჩენი |მყარი ნარჩენი, რომელიც ამოღებულია ღუმლიდან ნარჩენების ინსინერაციის შემდეგ. |
|ვალიდური ნახევარსაათიანი საშუალო |ნახევარსაათიანი საშუალო მნიშვნელობა ვალიდურად მიიჩნევა, როდესაც არ ხდება ტექნიკური მომსახურება ან არ|
|მნიშვნელობა |ფიქსირდება ავტომატომატური საზომი სისტემის გაუმართაობა |
|ტერმინი |დეფინიცია |
|დამაბინძურებლები და პარამეტრები |
|As |დარიშხანის და მისი ნაერთების ჯამი, გამოსახული As |
|Cd |კადმიუმის და მისი ნაერთების ჯამი, გამოსახული Cd |
|Cd+Tl |კადმიუმის, თალიუმის და მათი ნაერთების ჯამი, გამოსახული Cd+Tl |
|CO |ნახშირბადის მონოქსიდი |
|Cr |ქრომის და მისი ნაერთების ჯამი, გამოსახული Cr |
|Cu |სპილენძის და მისი ნერთების ჯამი, გამოსახული Cu |
|დიოქსინის მსგავსი PCB-ები |პოლიქლორირებული ბიფენილები (PCB), რომლებსაც ახასიათებს 2,3,7,8-ჩანაცვლებულ პოლიქლორირებული |
| |დიბენზო-პ-დიოქსინების (PCDD) და პოლიქლორირებული დიბენზოფურანების (PCDF) მსგავსი ტოქსიკურობა, |
| |ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით. |
|მტვერი |მყარი ნაწილაკები ჯამურად (ჰაერში) |
|HCl |ქლორწყალბადი |
|HF |ფტორწყალბადი |
|Hg |ვერცხლისწყალი და მისი ნაერთების ჯამი, გამოსახული Hg |
|დანაკარგი აალებისას |მასის ცვლილება ნიმუშის გაცხელების შედეგად, განსაზღვრულ პირობებში |
|N2O |დიაზოტის მონოქსიდი (აზოტის ოქსიდი) |
|NH3 |ამიაკი |
|NH4-N |ამონიუმის აზოტი, გამოსახული აზოტით (N), შეიცავს თავისუფალ ამიაკს (NH3) და ამონიუმის იონს (NH4+) |
|Ni |ნიკელის და მისი ნაერთების ჯამი, გამოსახული Ni |
|NOX |აზოტის მონოოქსიდის (NO) და აზოტის დიოქსიდის (NO2) ჯამი, გამოსახული NO2 |
|Pb |ტყვიისა და მისი შენაერთების ჯამი, გამოსახული Pb |
|PBDD/F |პოლიბრომირებული დიბენზო-პ-დიოქსინები და ფურანები |
|PCBs |პოლიქლორირებული ბიფენილები |
|PCDD/F | პოლიქლორირებული დიბენზო-პ-დიოქსინები და ფურანები |
|POPs |მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები, რომლებიც ჩამოთვლილია ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EC) |
| |No850/2004[1] IV დანართში და მის შესწორებებში |
|Sb |სტიბიუმისა და მისი ნაერთების ჯამი, გამოსახული Sb |
|Sb+As+Pb+Cr+Co+Cu+Mn+Ni+V |სტიბიუმის, დარიშხანის, ტყვიის, ქრომის, კობალტის, სპილენძის, მანგანუმის, ნიკელის, ვანადიუმის და მათი |
| |ნაერთების ჯამი, გამოსახული Sb+As+Pb+Cr+Co+Cu+Mn+Ni+V |
|SO2 |გოგირდის დიოქსიდი |
|სულფატი (SO42-) |გახსნილი სულფატი, გამოსახულიSO42- |
|TOC |ჯამური ორგანული ნახშირბადი, გამოსახული C (წყალში); მოიცავს ყველა ორგანულ ნაერთს. |
|TOC შემცველობა (წვის შედეგად |ორგანული ნახშირბადის ჯამური შემცველობა. ნახშირბადის რაოდენობა, რომელიც გარდაიქმნება ნახშირორჟანგად |
|დარჩენილ მყარ ნარჩენში) |ნარჩენების წვის შედეგად და რომელიც არ გამოიყოფა ნახშირორჟანგად მჟავით დამუშავების შედეგად |
|TSS |შეწონილი მყარი ნაწილაკების ჯამი. ყველა შეწონილი მყარი ნაწილაკის კონცენტრაცია (წყალში), გაზომილი |
| |ფილტრაციით, მინის ბოჭკოვანი ფილტრებისა და გრავიმეტრული მეთოდის მეშვეობით |
|Tl |თალიუმისა და მისი ნაერთების ჯამი, გამოსახული Tl |
|TVOC |ჯამური აქროლადი ორგანული ნაერთები, გამოსახული ნახშირბადით C (ჰაერში) |
|Zn |თუთიის და მისი ნაერთების ჯამი, გამოსახული Zn. |
შემოკლებები
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასკვნების მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი შემოკლებები:
|შემოკლება |განმარტება |
|EMS |გარემოსდაცვითი მართვის სისტემა |
|FDBR |Fachverband Anlagenbau (ორგანიზაციის ადრინდელი სახელწოდებიდან: Fachverband Dampfkessel-, Behälter- |
| |und Rohrleitungsbau) |
|FGC |გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის წმენდა |
|OTNOC |ექსპლუატაციისაგან ნორმალური პირობებისგან განსხვავებული პირობები |
|შკა (SCR) |შერჩევითი კატალიზური აღდგენა |
|შაკა (SNCR) |შერჩევითი არაკატალიზატორული აღდგენა |
|I-TEQ |ტოქსიკურობის საერთაშორისო ეკვივალენტი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) სქემების |
| |მიხედვით |
|WHO-TEQ |ტოქსიკურობის ეკვივალენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სქემების მიხედვით. |
ზოგადი დებულებები
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა (BAT)
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნებში ჩამოთვლილ და აღწერილ მეთოდებს არც ინსტრუქციის დანიშნულება აქვს და არც ამომწურავი არის. შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვა მეთოდები, რომლებიც, სულ მცირე, გარემოს დაცვის თანაბარ დონეს უზრუნველყოფს.
თუ რაიმე სხვაგვარად არ არის მითითებული, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები გამოსადეგია საყოველთაო გამოყენებისთვის.
საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული ემისიის დონეები (BAT-AELs) ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებთან მიმართებით
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნებში მოცემული ემისიების დონეები, რომლებიც დაკავშირებულია საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებისთვის, წამოადგენს კონცენტრაციებს, რომლებიც გამოისახება გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა მასით გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის მოცულობაში შემდეგი სტანდარტული პირობებისთვის: მშრალი აირი 273,15 K ტემპერატურასა და 101,3 კპა წნევაზე, და გამოისახება შემდეგ ერთეულებში − მგ/ნმ3, მკგ/ნმ3, ნგ I-TEQ/ნმ3 ან ნგ WHO-TEQ/ნმ3.
ქვემოთ ცხრილში ნაჩვენებია ჟანგბადის სტანდარტული დონეები, რომლებიც გამოიყენება ამ დოკუმენტში BAT-AEL-ების გამოსახვისთვის
|აქტივობა |ჟანგბადის სტანდარტული დონე (OR) |
|ნარჩენების ინსინერაცია |11 მშრალი მოც. % |
|ნაცრის დამუშავება |ჟანგბადის დონის კორექტირება არ მოითხოვება |
ჟანგბადის სტანდარტულ დონეზე ემისიის კონცენტრაციის გამოსაანგარიშებელი ფორმულაა:
სადაც:
ER: ემისიის კონცენტრაცია ჟანგბადის OR სტანდარტულ დონეზე;
OR: ჟანგბადის სტანდარტული დონე მოც. %;
EM: გაზომილი ემისიის კონცენტრაცია;
OM: გაზომილი ჟანგბადის დონე მოც. %.
გასაშუალოების პერიოდებისთვის გამოიყენება შემდეგი დეფინიციები:
|გაზომვის ტიპი |გასაშუალოების პერიოდი |განმარტება |
| |საშუალო ნახევარსაათობრივი მაჩვენებელი |საშუალო მაჩვენებელი 30-წუთიან პერიოდში |
| | | |
|უწყვეტი | | |
| |საშუალო დღიური მაჩვენებელი |უწყვეტი გაზომვებით მიღებული საათობრივი საშუალო მაჩვენებლებიდან |
| | |მიღებული საშუალო სიდიდე 24-საათიანი პერიოდისთვის |
| |საშუალო მაჩვენებელი სტანდარტული პერიოდის |სამი თანმიმდევრული გაზომვის შედეგების საშუალო სიდიდე, თითოეული |
| |განმავლობაში |არანაკლებ 30 წუთის ხანგრძლივობის [2] |
|პერიოდული | | |
| |გრძელვადიანი სტანდარტული პერიოდი |2-იდან 4 კვირამდე სტანდარტული პერიოდის დროს მიღებული სიდიდე |
როდესაც ნარჩენების თანაინსინერაცია არანარჩენი საწვავით ხდება, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნებში მოცემული BAT-AEL-ები ჰაერში, ემისიებისთვის მიესადაგება გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის მთელ მოცულობას.
საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული ემისიის დონეები (BAT-AELs) წყალში ემისიისთვის
საუკეთესო ხელმისაწვდომ მეთოდებთან დაკავშირებული ემისიების დონე (BAT-AELs) წყალში ემისიებთან მიმართებით, რომლებიც საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნებშია მოცემული, მიუთითებს კონცენტრაციაზე (ჩამდინარე წყლის თითოეულ მოცულობაში გაფრქვეულ ნივთიერებათა მასაზე), რომელიც გამოისახება როგორც მგ/ლ ან ნგ I- TEQ/ლ.
გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის შედეგად წარმოქმნილ ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებით, BAT-AEL ეხება წერტილოვანი ნიმუშების/სინჯების აღებას (მხოლოდ შეწონილი ნაწილაკებისთვის) ან ყოველდღიურ საშუალო მაჩვენებლებს, ანუ 24-საათიანი ნაკადის პროპორციულ კომპოზიტურ ნიმუშებს. დროის პროპორციული კომპოზიტური სინჯის გამოყენება შესაძლებელია იმ პირობით, რომ დემონსტრირებული იქნება ნაკადის საკმარისი სტაბილურობა.
ნაცრის დამუშავებისგან მიღებული ჩამდინარე წყლებისთვის BAT-AEL ეხება რომელიმე შემდეგ ორ შემთხვევას:
— უწყვეტი ჩაშვების შემთხვევაში ყოველდღიური საშუალო მნიშვნელობები, ანუ 24-საათიანი ნაკადის პროპორციული კომპოზიტური ნიმუშები;
— სერიული ჩაშვების შემთხვევაში საშუალო მნიშვნელობები ჩაშვების ხანგრძლივობის განმავლობაში, რომელიც აღებულია როგორც ნაკადის პროპორციული კომპოზიტური ნიმუშები, ან იმ პირობით, რომ ჩამდინარე წყლები სათანადოდ შერეული და ერთგვაროვანია, ხოლო მოცემულ წერტილზე ნიმუში აღებულია ჩაშვებამდე.
BAT-AEL-ები წყალში ემისიებთან მიმართებით გამოიყენება იმ წერტილში, სადაც დანადგარიდან ხდება გამოფრქვევა.
საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული ენერგოეფექტურობის დონეები (BAT-AEELs)
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნებში მოცემული BAT-AEEL-ები არასახიფათო ნარჩენების ინსინერაციისთვის, რომლებიც არ წარმოადგენს საკანალიზაციო ჩამდინარე წყლებს და სახიფათო მერქნულ ნარჩენებს, გამოისახება, როგორც:
— მთლიანი ელექტროეფექტურობა ინსინერაციის დანადგარის ან ინსინერაციის დანადგარის ნაწილისთვის, რომელიც აწარმოებს ელექტროენერგიას კონდენსატორული ტურბინის გამოყენებით;
— მთლიანი ენერგოეფექტურობა ინსინერაციის დანადგარის ან ინსინერაციის დანადგარის ნაწილისთვის, რომელიც:
— აწარმოებს მხოლოდ სითბოს, ან
— აწარმოებს ელექტროენერგიას წნევის საწინააღდეგო ტურბინის და სითბოს გამოყენებით, რომელიც ტურბინიდან გამომავალი ორთქლისგან მიიღება.
ეს შემდეგნაირად გამოისახება:
|მთლიანი ელექტროეფექტურობა |[pic] |
|მთლიანი ენერგოეფექტურობა |[pic] |
|საიდანაც | |
| |— We: |გამომუშავებული ელექტროენერგია, მეგავატებში (MW); |
| |— Qhe: |თბური ენერგია, რომელიც თბოგამცვლელებს მიეწოდება პირველად მხარეზე, მეგავატებში (MW); |
| |— Qde: |უშუალოდ ექსპორტირებული თბური ენერგია (ორთქლის ან ცხელი წყლის სახით) უკუნაკადის თბური ენერგიის გამოკლებით, |
| | |მეგავატებში (MW); |
| |— Qb: |საქვაბეში მიღებული თბური ენერგია, მეგავატებში (MW); |
| |— Qi: |თბური ენერგია (ორთქლის ან ცხელი წყლის სახით), რომელიც შიგნით გამოიყენება (მაგ., გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის |
| | |ხელახალი გაცხელებისთვის), მეგავატებში (MW); |
| |— Qth: |თბური დამუშავების დანადგარებზე მიწოდებული თბური ენერგია, ნარჩენებისა და დამხმარე საწვავის ჩათვლით, რომლებიც |
| | |უწყვეტად გამოიყენება (გამშვები მოწყობილობების გარდა), გამოისახება როგორც MWth − თბური ენერგიის წარმოშობის დაბალი |
| | |უნარის მქონე. |
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნებში მოცემული BAT-AEEL-ები ჩამდინარე წყლების ლექისა და სახიფათო ნარჩენების ინსინერაციისთვის − სახიფათო მერქნული ნარჩენის გარდა − ასახავს საქვაბის ეფექტიანობას.
BAT-AEEL-ები გამოისახება პროცენტებში.
BAT-AEEL-ებთან დაკავშირებული მონიტორინგი მოცემულია ‘BAT 2’-ში.
დაუწვავი ნივთიერებების შემცველობა ნაცარში/წიდაში
დაუწვავი ნივთიერებების შემცველობა ნაცარში/წიდაში გამოიხატება როგორც მშრალი წონის პროცენტული რაოდენობა − ან აალების დროს მასის დანაკარგის ან ჯამური ორგანული ნახშირბადის (TOC) მასის ხვედრითი წილის სახით.
1. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასკვნები
1.1. გარემოსდაცვითი მართვის სისტემები
BAT 1. გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტიანობის საერთო გაუმჯობესების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის პირობებში, საწარმომ უნდა შეიმუშავოს და დანერგოს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა (EMS), რომელიც მოიცავს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მახასიათებელს:
ა) მენეჯმენტის, მათ შორის, მენეჯმენტის მაღალი რგოლის მონდომება, ხელმძღვანელობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური EMS-ის განსახორციელებლად;
ბ) ანალიზი, რომელიც მოიცავს ორგანიზაციის საქმიანობისა და ფუნქციური თავისებურებების განსაზღვრას, დაინტერესებული მხარეების საჭიროებებისა და მოლოდინების იდენტიფიცირებას, გარემოსა და/ან ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო რისკების გამომწვევი ან ამ რისკებთან დაკავშირებული დანადგარების მახასიათებლების გამოვლენას, ასევე გარემოსდაცვით სფეროში მოქმედი სამართლებრივი და სხვა სავალდებულო მოთხოვნების დადგენას;
გ) გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც მოიცავს დანადგარების გარემოსდაცვითი ეფექტურობის მუდმივ გაუმჯობესებას;
დ) ამოცანებისა და შესრულების ინდიკატორების განსაზღვრა მნიშვნელოვან გარემოსდაცვით ასპექტებთან დაკავშირებით, მოქმედ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის დაცვის ჩათვლით;
ე) საჭირო პროცედურებისა და ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში მაკორექტირებელი და პრევენციული ქმედებების), რათა მიღწეულ იქნეს გარემოსდაცვითი მიზნები და თავიდან იქნეს აცილებული გარემოსდაცვითი რისკები;
ვ) სტრუქტურული ერთეულების, როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა გარემოსდაცვით ასპექტებთან და მიზნებთან მიმართებით და საჭირო ფინანსური და ადამიანური რესურსების უზრუნველყოფა;
ზ) პერსონალის უზრუნველყოფა საჭირო კომპეტენციებითა და ცნობიერების ამაღლებით, რომლის მუშაობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დანადგარების გარემოსდაცვით ეფექტურობაზე (მაგ., ინფორმაციის მიწოდებითა და ტრენინგით);
თ) შიდა და გარე კომუნიკაცია;
ი) თანამშრომელთა ჩართვა კარგ გარემოსდაცვითი მართვის პრაქტიკაში;
კ) მენეჯმენტის სახელმძღვანელოს და წერილობითი პროცედურების შედგენა და დაცვა გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე აქტივობების კონტროლისთვის, აგრეთვე შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
ლ) ექსპლუატაციის ეფექტური დაგეგმვა და პროცესის კონტროლი;
მ) ტექნიკური მომსახურების სათანადო პროგრამების განხორციელება;
ნ) საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების ოქმები, საგანგებო სიტუაციების გარემოზე მავნე ზემოქმედების პრევენციისა და/ან შერბილების ჩათვლით;
ო) (ახალი) დანადგარის ან მისი ნაწილის (ხელახალი) პროექტირებისას, გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინება მისი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, რომელიც მოიცავს მშენებლობას, ტექნიკურ მომსახურებას, ექსპლუატაციას და ჩამოწერას;
პ) მონიტორინგისა და გაზომვის პროგრამის განხორციელება; საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საცნობარო ანგარიშში IED დანადგარებიდან ატმოსფერულ ჰაერსა და წყალში ემისიების მონიტორინგის შესახებ;
ჟ) სექტორული ნიშნულების რეგულარული გამოყენება;
რ) პერიოდული დამოუკიდებელი (რამდენადაც ეს შესაძლებელია) შიდა აუდიტი და პერიოდული დამოუკიდებელი გარე აუდიტი, რათა შეფასდეს გარემოსდაცვითი ეფექტურობა და დადგინდეს, შეესაბამება თუ არა EMS-ი დაგეგმილ ღონისძიებებს და მოხდა თუ არა მისი სათანადოდ განხორციელება და შესაბამისი ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;
ს) შეუსაბამობების გამომწვევი მიზეზების შეფასება, გამოვლენილი შეუსაბამობების საპასუხოდ მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება და მათი ეფექტიანობის შეფასება და იმის დადგენა, არსებობს თუ არა ან რამდენად არის შესაძლებელი მსგავსი შეუსაბამობების წარმოშობა;
ტ) EMS-ის და მისი შემდგომი შესაბამისობის, ადეკვატურობისა და ეფექტურობის განხილვა/ანალიზი მენეჯმენტის მაღალი რგოლის მიერ;
უ) სუფთა ტექნოლოგიების განვითარების და დანერგვის მიზნით ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების მონიტორინგი და მათი გათვალისწინება;
სპეციალურად ინსინერაციის დანადგარებისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, ნაცრის დამამუშავებელი დანადგარებისთვის, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა EMS-ში ასევე ითვალისწინებს შემდეგ მახასიათებლებს, როგორიცაა:
ფ) ინსინერაციის დანადგარებისთვის, ნარჩენების ნაკადის მართვა (იხ. BAT 9);
ქ) ნაცრის დამამუშავებელი დანადგარებისთვის, შედეგის ხარისხის მართვა (იხ. BAT 10);
ღ) ნარჩენების მართვის გეგმა, მათ შორის, ღონისძიებები, რომელთა მიზანია:
ღ.ა) ნარჩენების წარმოქმნის მინიმიზაცია;
ღ.ბ) ნარჩენების ხელახალი გამოყენების, აღდგენის, რეციკლირების და/ან ნარჩენებიდან ენერგიის მიღების პროცესების ოპტიმიზაცია;
ღ.გ) ნარჩენების სათანადო განთავსების უზრუნველყოფა;
ყ) ინსინერაციის დანადგარებისთვის, OTNOC-ის მართვის გეგმა (იხ. BAT 18);
შ) ინსინერაციის დანადგარებისთვის, ავარიების მართვის გეგმა (იხ. პუნქტი 2.4);
ჩ) ნაცრის გადამამუშავებელი დანადგარებისთვის, ინსინერაციის დანადგარებისთვის, დიფუზიური მტვრის ემისიების მართვა (იხ. BAT 23);
ც) სუნის მართვის გეგმა, იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია და/ან დასაბუთებულია მგრძნობიარე რეცეპტორებზე უსიამოვნო სუნით გამოწვეული ზემოქმედება (იხ. პუნქტი 2.4);
ძ) ხმაურის მართვის გეგმა, (იხ. აგრეთვე BAT 37) იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია და/ან დასაბუთებული მგრძნობიარე რეცეპტორებზე ხმაურით გამოწვეული შეწუხება (იხ. პუნქტი 2.4).
შენიშვნა
რეგულაცია (EC) No 1221/2009 ნერგავს ევროკავშირის ეკოლოგიური მართვის და აუდიტის სქემას (EMAS), რომელიც წარმოადგენს ამ საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან შესაბამისი EMS-ის მაგალითს.
გამოყენებადობა
EMS-ის ფორმალიზების დეტალების დონე და ხარისხი ზოგადად დაკავშირებული იქნება დანადგარის ბუნებასთან, მასშტაბთან და სირთულესთან და გარემოზე მისი შესაძლო ზემოქმედების დიაპაზონთან (ასევე განისაზღვრება გადამუშავებული ნარჩენების ტიპით და რაოდენობით).
1.2. მონიტორინგი
BAT 2. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა წარმოადგენს მთლიანად ნარჩენების ინსინერაციის საწარმოს ან მისი ყველა შემადგენელი ნაწილისთვის სრული ელექტროეფექტურობის, სრული ენერგოეფექტურობის ან საქვაბის ეფექტურობის განსაზღვრას.
აღწერა
ინსინერაციის ახალი დანადგარის მოწყობის ან ინსინერაციის არსებული დანადგარის ყოველი მოდიფიკაციის შემდეგ, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ენერგოეფექტურობაზე, სრული ენერგოეფექტურობა ან ქვაბის ეფექტურობა განისაზღვრება ეფექტიანობის ტესტის ჩატარების საფუძველზე, დანადგარის სრული დატვირთვით მუშაობის პირობებში.ინსინერაციის არსებული დანადგარის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს ჩატარებული ეფექტურობის ტესტირება, ან როდესაც ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ხორციელდება ეფექტურობის ტესტირება სრული დატვირთვის პირობებში, მთლიანი ელექტროეფექტურობა, მთლიანი ენერგოეფექტურობა ან ქვაბის ეფექტურობა შეიძლება განისაზღვროს ეფექტურობის ტესტის პირობებში, საპროექტო სიდიდეების გათვალისწინებით.
ეფექტურობის ტესტის ჩასატარებლად, ინსინერაციის საწარმოს საქვაბის ეფექტურობის დასადგენი EN სტანდარტი ხელმისაწვდომი არ არის. ცხაურიანი ინსინერაციის დანადგარებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს FDBR გაიდლაინი RL 7.
BAT 3. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს წარმოების პროცესში ჰაერსა და წყალში ემისიებთან დაკავშირებული ძირითადი პარამეტრების მონიტორინგს, მათ შორის, ქვემოთ მოცემული პარამეტრების ჩათვლით:
|ნაკადი/ლოკაცია |პარამეტრ(ებ)ი |მონიტორინგი |
|ნარჩენების ინსინერაციისას მიღებული |ნაკადი, ჟანგბადის შემცველობა, ტემპერატურა, წნევა, |უწყვეტი გაზომვა |
|აირჰაერმტვერნარევი |წყლის ორთქლის შემადგენლობა | |
|წვის სექცია |ტემპერატურა | |
|ჩამდინარე წყალი სველი FGC-დან |ნაკადი, pH, ტემპერატურა | |
|ჩამდინარე წყალი ნაცრის დამამუშავებელი |ნაკადი, pH, გამტარობა | |
|დანადგარიდან | | |
BAT 4. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მონიტორინგს ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებულ ემისიებზე, სულ მცირე, ქვემოთ განსაზღვრული სიხშირით და EN-ის სტანდარტების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ EN-ის სტანდარტები ხელმისაწვდომი არ არის, უნდა იქნეს გამოყენებული ISO-ის, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფს სამეცნიერო თვალსაზრისით თანაბარი ხარისხის მონაცემების მიღებას.
|ნივთიერება/ პარამეტრი |პროცესი |სტანდარტ(ებ)ი[3] |მონიტორინგის მინიმალური |მონიტორინგი |
| | | |სიხშირე[4] |დაკავშირე-ბულია |
|NOX |ნარჩენების ინსინერაცია |EN-ის საერთო |უწყვეტი |BAT 29 |
| | |სტანდარტები | | |
|NH3 |ნარჩენების ინსინერაცია SNCR|EN-ის საერთო |უწყვეტი |BAT 29 |
| |და/ან SCR-ის გამოყენებით |სტანდარტები | | |
|N2O |ნარჩენების ინსინერაცია |EN 21258[5] |წელიწადში ერთხელ |BAT 29 |
| |ფლუიდიზირებულ ღუმელში, | | | |
| |როდესაც SNCR-ი ხორციელდება | | | |
| |შარდოვანას დამატებით | | | |
|CO |ნარჩენების ინსინერაცია |EN-ის საერთო |უწყვეტი |BAT 29 |
| | |სტანდარტები | | |
|SO2 |ნარჩენების ინსინერაცია |EN-ის საერთო |უწყვეტი |BAT 27 |
| | |სტანდარტები | | |
|HCl |ნარჩენების ინსინერაცია |EN-ის საერთო |უწყვეტი |BAT 27 |
| | |სტანდარტები | | |
|HF |ნარჩენების ინსინერაცია |EN-ის საერთო |უწყვეტი[6] |BAT 27 |
| | |სტანდარტები | | |
|მტვერი |ნაცრის გადამუშავება |EN 13284-1 |წელიწადში ერთხელ |BAT 26 |
| |ნარჩენების ინსინერაცია |EN-ის საერთო |უწყვეტი |BAT 25 |
| | |სტანდარტები და EN | | |
| | |13284-2 | | |
|მეტალები და |ნარჩენების ინსინერაცია |EN 14385 |ექვს თვეში ერთხელ |BAT 25 |
|მეტალოიდები, | | | | |
|ვერცხლისწყლის გარდა | | | | |
|(As, Cd, Co, Cr, Cu, | | | | |
|Mn, Ni, Pb, Sb, Tl, V) | | | | |
|Hg |ნარჩენების ინსინერაცია |EN-ის საერთო |უწყვეტი[7] |BAT 31 |
| | |სტანდარტები და EN 14884| | |
|TVOC |ნარჩენების ინსინერაცია |EN-ის საერთო |უწყვეტი |BAT 30 |
| | |სტანდარტები | | |
|PBDD/F |ნარჩენების ინსინერაცია[8] |არ არის EN-ის სტანდარტი|ექვს თვეში ერთხელ |BAT 30 |
|PCDD/F |ნარჩენების ინსინერაცია |EN 1948-1, EN 1948-2, |ექვს თვეში ერთხელ |BAT 30 |
| | |EN 1948-3 |მოკლევადიანი სტანდარტული| |
| | | |სინჯებისთვის | |
| | |გრძელვადიანი |თვეში ერთხელ |BAT 30 |
| | |სტანდარტული |გრძელვადიანი სტანდარტული| |
| | |სინჯების-თვის არ არის |პერიოდისთვის[9] | |
| | |EN-ის სტანდარტი, EN | | |
| | |1948-2, EN 1948-3 | | |
|PCB-ის მსგავსი |ნარჩენების ინსინერაცია |EN 1948-1, EN 1948-2, |ექვს თვეში ერთხელ |BAT 30 |
|დიოქსინები | |EN 1948-4 |მოკლევადიანი სტანდარტული| |
| | | |სინჯებისთვის[10] | |
| | |გრძელვადინი სტანდარტული|თვეში ერთხელ |BAT 30 |
| | |სინჯებისთვის არ არის |გრძელვადიანი სტანდარტული| |
| | |EN-ის სტანდარტი, EN |სინჯებისთვის 9, 10 | |
| | |1948-2, EN 1948-4 | | |
|ბენზო[ა]პირენი |ნარჩენების ინსინერაცია |არ არის EN-ის სტანდარტი|წელიწადში ერთხელ |BAT 30 |
BAT 5. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა წარმოადგენს OTNOC-ის განმავლობაში ინსინერაციის დანადგარებიდან ორგანიზებული ემისიების სათანადო მონიტორინგს.
აღწერა
მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს ემისიების პირდაპირი გაზომვით ან სუროგატული პარამეტრების მონიტორინგის საშუალებით, თუ ეს უზრუნველყოფს ემისიების პირდაპირ გაზომვასთან შედარებით სამეცნიერო თვალსაზრისით თანაბარი ან უკეთესი ხარისხის მონაცემების მიღებას. დანადგარის ჩართვისა და გამორთვის მომენტში, როდესაც ნარჩენის ინსინერაცია არ ხორციელდება, ემისიების, მათ შორის, PCDD/F ემისიების, შეფასება უნდა განხორციელდეს გაზომვის კამპანიებზე დაყრდნობით, მაგ., ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, დაგეგმილი ჩართვისა და გამორთვის ოპერაციების დროს.
BAT 6. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს FGC-დან ან ნაცრის დამუშავების დროს წყალში წარმოქმნილი ემისიების მონიტორინგს, სულ მცირე, ქვემოთ მოცემული სიხშირით და EN სტანდარტების დაცვით. თუ EN სტანდარტი ხელმისაწვდომი არ არის, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის მიერ გამოყენებული უნდა იქნეს ISO-ის, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც თანაბარი სამეცნიერო ხარისხის მქონე მონაცემების მიღებას უზრუნველყოფს.
|ნივთიერება/ პრამეტრი |პროცესი |სტანდარტ(ებ)ი |მონიტორინგის მინიმალური|მონიტო-რინგი |
| | | |სიხშირე |დაკავშირე-ბულია |
|ჯამური ორგანული |FGC |EN 1484 |თვეში ერთხელ |BAT 34 |
|ნახშირბადი (TOC) | | | | |
| |ნაცრის დამუშავება | |თვეში ერთხელ[11] | |
|ჯამური შეწონილი |FGC |EN 872 |დღეში ერთხელ[12] | |
|ნაწილაკები (TSS) | | | | |
| |ნაცრის დამუშავება | |თვეში ერთხელ 11 | |
|As |FGC |ხელმისაწვდომია სხვადასხვა EN |თვეში ერთხელ | |
| | |სტანდარტი (მაგ., EN ISO 11885, EN | | |
| | |ISO15586 ან EN ISO17294-2) | | |
|Cd |FGC | | | |
|Cr |FGC | | | |
|Cu |FGC | | | |
|Mo |FGC | | | |
|Ni |FGC | | | |
|Pb |FGC | |თვეში ერთხელ | |
| |ნაცრის დამუშავება | |თვეში ერთხელ 11 | |
|Sb |FGC | |თვეში ერთხელ | |
|Tl |FGC | | | |
|Zn |FGC | | | |
|Hg |FGC |ხელმისაწვდომია სხვადასხვა EN | | |
| | |სტანდარტი (მაგ. EN ISO 12846 ან EN | | |
| | |ISO17852) | | |
|აზოტის ამონიუმი |ნაცრის დამუშავება |ხელმისაწვდომია სხვადასხვა EN |თვეში ერთხელ[13] | |
|(NH4-N) | |სტანდარტი (მაგ. EN ISO 11732, EN | | |
| | |ISO14911) | | |
|ქლორი (Cl-) |ნაცრის დამუშავება |ხელმისაწვდომია სხვადასხვა EN | | |
| | |სტანდარტი (მაგ. EN ISO 10304-1, EN | | |
| | |ISO15682) | | |
|სულფატი (SO42-) |ნაცრის დამუშავება |EN ISO 10304-1 | | |
|PCDD/F |FGC |არ არის EN-ის სტანდარტი |თვეში ერთხელ13 | |
| |ნაცრის დამუშავება | |ექვს თვეში ერთხელ | |
BAT 7. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ინსინერაციის დანადგარში წიდასა და ნაცარში დაუწვავი ნივთიერებების შემადგენლობის მონიტორინგს, სულ მცირე, ქვემოთ მოცემული სიხშირით და EN სტანდარტების დაცვით.
|პარამეტრი |სტანდარტ(ებ)ი |მონიტორინგის მინიმალური |მონიტორინგი დაკავშირებულია |
| | |სიხშირე | |
|დანაკარგი ანთების დროს[14] |EN 14899 და, EN 15169 ან |ყოველ სამ თვეში ერთხელ |BAT 14 |
| |EN 15935 | | |
|სულ ორგანული ნახშირბადი14, [15] |EN 14899 და, EN 13137 ან | | |
| |EN 15936 | | |
BAT 8. მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების (POPs) შემცველი სახიფათო ნარჩენების ინსინერაციისთვის, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს გამომავალ ნაკადებში (მაგ., წიდასა და ნაცარში, გამოყოფილ აირჰაერმტვერნარევში, ჩამდინარე წყლებში) POPs-ის შემადგენლობის განსაზღვრას ინსინერაციის დანადგარის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ და ყოველი შემდგომი ცვლილების განხორციელებისას, რომელმაც შესაძლოა არსებითი ზემოქმედება იქონიოს გამომავალ ნაკადებში POP-ის შემადგენლობაზე.
აღწერა
გამოყოფილ აირჰაერმტვერნარევში მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების (POPs) შემადგენლობა განისაზღვრება პირდაპირი ინსტრუმენტული გაზომვებით ან არაპირდაპირი/საანგარიშო მეთოდებით (მაგ., მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების კუმულაციური რაოდენობა აქროლად ნაცარში, მშრალი FGC-ის ნარჩენები, FGC-დან მიღებული ჩამდინარე წყლები და ჩამდინარე წყლების გაწმენდისას მიღებული შლამი შეიძლება დადგინდეს აირჰაერმტვერნარევში POP-ის შემადგენლობის მონიტორინგით, FGC სისტემამდე და მის შემდეგ) ან დანადგარის/საწარმოს რეპრეზენტატული მონაცემების საფუძველზე.
გამოყენებადობა
გამოყენებადია მხოლოდ იმ დანადგარებისთვის, რომლებიც:
— ახდენს მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შემცველი სახიფათო ნარჩენების ინსინერაციას, სადაც კონცენტრაცია აღემატება (EC) No 850/2004 რეგულაციის IV დანართსა და შესწორებებში განსაზღვრულ ზღვრებს; და
— არ აკმაყოფილებს პროცესის აღწერის სპეციფიკაციებს, რომლებიც აღწერილია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ტექნიკური გაიდლაინების IV თავის G.2 ნაწილის (ზ) პუნქტში (UNEP/CHW.13/6/Add.1/Rev.1.)
1.3. ზოგადი გარემოსდაცვითი და ნარჩენების წვის ეფექტურობა
BAT 9. ნარჩენების ნაკადის მართვის მეშვეობით (იხ. BAT 1) ნარჩენების წვის დანადგარის/საწარმოს საერთო გარემოსდაცვითი მახასიათებლების გაუმჯობესების მიზნით საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ქვემოთ (ა)-დან (გ)-მდე პუნქტებში აღწერილი ყველა მეთოდის გამოყენებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში (დ), (ე) და (ვ) პუნქტებში აღწერილი მეთოდებისაც.
| |მეთოდი |აღწერა |
|ა) |ნარჩენების ტიპების დადგენა, რომელთა|ინსინერაციის დანადგარის მახასიათებლების საფუძველზე, ნარჩენების ტიპების დადგენა, |
| |ინსინერაცია შესაძლებელია |რომელთა ინსინერაცია შეიძლება განხორციელდეს, მაგალითად, ფიზიკური მდგომარეობის, |
| | |ქიმიური მახასიათებლების, სახიფათო მახასიათებლების, და სითბოს წარმოშობის |
| | |შესაძლებლობის, ტენიანობის, ნაცრის შემადგენლობის და ზომის მიხედვით. |
|ბ) |ნარჩენების დახასიათებისა და |ეს პროცედურები ითვალისწინებს კონკრეტული ნარჩენების საწარმოში მიღებამდე დამუშავების |
| |ინსინერაციის საწარმოში მიღებამდე |ტექნიკური (და იურიდიული) პროცედურების უზრუნველყოფას. ისინი მოიცავს შემოსულ |
| |განსახორციელებელი წინასწარი |ნარჩენებზე ინფორმაციის შეგროვების პროცედურებს და შეიძლება ითვალისწინებდეს ნარჩენების|
| |პროცედურების შემუშავება და დანერგვა|სინჯების აღებას და მათ დახასიათებას ნარჩენების შემადგენლობის შესახებ საკმარისი |
| | |ცოდნის მიღების მიზნით. ნარჩენების მიღებამდე წინასწარი პროცედურები ეფუძნება რისკების |
| | |შეფასებას, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს, მაგალითად, ნარჩენების თვისებები; |
| | |ნარჩენებთან დაკავშირებული რისკები ტექნოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით; შრომის |
| | |უსაფრთხოების და გარემოზე ზემოქმედების რისკები; ასევე, ინფორმაცია ნარჩენების |
| | |ადრინდელი მფლობელ(ებ)ისგან. |
|გ) |ნარჩენების დახასიათებისა და |მიღების პროცედურების მიზანია ნარჩენების მახასიათებლების დადასტურება, რომლებიც |
| |ინსინერაციის საწარმოში მიღებისას |მიღებისწინა სტადიაზე განისაზღვრა. ეს პროცედურები განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომლებიც|
| |განსახორციელებელი წინასწარი |უნდა შემოწმდეს ნარჩენების საწარმოში მიტანისას, ასევე, ნარჩენების მიღებისა და |
| |პროცედურების შემუშავება და დანერგვა|დაწუნების კრიტერიუმებს. ისინი შეიძლება მოიცავდეს ნარჩენების სინჯების აღებას, |
| | |შემოწმებასა და ანალიზს. ნარჩენების მიღების პროცედურები ეფუძნება რისკების შეფასებას, |
| | |რომლის დროსაც ყურადღება ექცევა, მაგალითად, ნარჩენების სახიფათო მახასიათებლებს, |
| | |ნარჩენებისაგან წარმოშობილ რისკებს პროცესის უსაფრთხოების თვალსაზრისით, შრომის |
| | |უსაფრთხოებას და გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესალო ზემოქმედებას, ასევე, |
| | |ინფორმაციას ნარჩენების ადრინდელი მფლობელ(ებ)ისგან. პროცედურული ელემენტები, რომლებიც |
| | |მონიტორინგს ექვემდებარება, დეტალურად არის აღწერილი BAT 11-ში ნარჩენის თითოეული |
| | |ტიპისთვის. |
|დ) |ნარჩენების მიკვლევადობის სისტემის |ნარჩენების მიკვლევადობის სისტემა და ინვენტარიზაცია მიზნად ისახავს ქარხანაში ან/და |
| |და ინვენტარიზაციის პროცედურების |ნარჩენების წარმოქმნის ობიექტზე ნარჩენების ადგილმდებარეობისა და რაოდენობის თვალყურის |
| |შემუშავება და დანერგვა |დევნებას. იგი მოიცავს ნარჩენების წინასწარი მიღების, შენახვის, დამუშავებისა და/ან |
| | |ტერიტორიის გარეთ გატანის შესახებ ყველა შესაბამის ინფორმაციას, მათ შორის: საწარმოში |
| | |ნარჩენების შემოტანის თარიღს და ნარჩენების უნიკალურ საიდენტიფიკაციო ნომერს; |
| | |ინფორმაციას ნარჩენების წინა მფლობელ(ებ)ის შესახებ; წინასწარი მიღებისა და მიღებისას |
| | |ჩატარებული ანალიზის შედეგებს; ნარჩენების სახეობასა და რაოდენობას; ადგილზე შენახული |
| | |ნარჩენების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, ყველა გამოვლენილ საფრთხეს. ნარჩენების |
| | |მიკვლევადობის სისტემა მოიცავს ნარჩენების მკაფიო მარკირებას, იმ შემთხვევაში, როდესაც |
| | |ისინი ინახება ისეთ ადგილებში, რომლებიც არ წარმოადგენს ბუნკერს ან წიდის შესანახ ავზს |
| | |(მაგ., კონტეინერებში, კასრებში, ტომრებში ან სხვა სახის შესაფუთ საშუალებებში) რათა |
| | |მათი იდენტიფიცირება და მიკვლევადობა შესაძლებელი იყოს ნებისმიერ დროს. |
|ე) |ნარჩენების სეპარირება | ნარჩენები ინახება სეპარირებულად, მათი თვისებებისა და მახასიათებლების შესაბამისად, |
| | |რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი მარტივად და ეკოლოგიურად უსაფრთხოდ შენახვა და |
| | |ინსინერაცია. ნარჩენების სეპარაცია ეფუძნება სხვადასხვა სახეობის ნარჩენის ფიზიკურ |
| | |განცალკევებას და პროცედურებს, რომლებიც ნარჩენების შენახვის დროსა და ადგილმდებარეობას|
| | |განსაზღვრავს. |
|ვ) |ნარჩენების თავსებადობის შემოწმება |თავსებადობა უზრუნველყოფილია ვერიფიცირების ღონისძიებებითა და ტესტირებით, რათა |
| |სახიფათო ნარჩენების შერევამდე |გამოვლინდეს ნარჩენებს შორის ნებისმიერი არასასურველი და/ან პოტენციურად სახიფათო |
| | |ქიმიური რეაქცია (მაგ., პოლიმერიზაცია, აირების განვითარება, ეგზოთერმული რეაქციები, |
| | |დეკომპოზიცია) შერევის დროს. შესაბამისობის ტესტები არის რისკზე დაფუძნებული |
| | |მოსაზრებები, მაგალითად, ნარჩენების სახიფათოობის მახასიათებლები, ნარჩენებთან |
| | |დაკავშირებული რისკები ტექნოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით; შრომის უსაფრთხოების და|
| | |გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რისკები; ასევე ინფორმაცია |
| | |ნარჩენების წინა მფლობელ(ებ)ისგან. |
BAT 10. ნაცრის დამამუშავებელი დანადგარების საერთო გარემოსდაცვითი ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს EMS-ში შედეგების ხარისხის მართვის მახასიათებლების ჩართვას (იხ. BAT 1).
აღწერა
შედეგის ხარისხის მართვის ფუნქციები შედის EMS-ში, რათა უზრუნველყოს ნაცრის დამუშავების შედეგის შესაბამისობა მოლოდინებთან, არსებული EN სტანდარტების გამოყენებით, სადაც ეს შესაძლებელია. ეს ამავდროულად ნაცრის დამუშავების ეფექტიანობის მონიტორინგისა და ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა.
BAT 11. ინსინერაციის დანადგარის მთლიანი გარემოსდაცვითი ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ნარჩენების მიწოდების მონიტორინგს, როგორც ნარჩენების მიღების პროცედურის ნაწილს (იხ. BAT 9(გ)), შემომავალი ნარჩენებით გამოწვეული რისკის გათვალისწინებით, ქვემოთ მოცემული ელემენტების ჩათვლით.
|ნარჩენების ტიპი |ნარჩენების მიწოდების მონიტორინგი |
|მუნიციპალური მყარი ნარჩენი და სხვა |— რადიოაქტიურობის გამოვლენა |
|არასახიფათო ნარჩენი |— მიწოდებული ნარჩენების აწონვა |
| |— ვიზუალური დათვალიერება |
| |— მიწოდებული ნარჩენების პერიოდული სინჯების აღება და ძირითადი |
| |მახასიათებლების/ნივთიერებების ანალიზი (მაგ., სითბოს წარმოშობის უნარი, ჰალოგენების და |
| |მეტალების/მეტალოიდების შემცველობა). მუნიცილალური მყარი ნარჩენების შემთხვევაში |
| |გათვალისწინებულია ცალკე გადმოტვირთვა. |
|საკანალიზაციო შლამი |— მიწოდებული ნარჩენების აწონვა (ან ნაკადის გაზომვა, თუ საკანალიზაციო ლამი მილებით |
| |მიეწოდება) |
| |— ვიზუალური დათვალიერება, რამდენადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია |
| |— ძირითადი მახასიათებლების/ნივთიერებების სტანდარტული სინჯების პერიოდული აღება და ანალიზი |
| |(მაგ., სითბოს წარმოშობის უნარი, წყლის, ნაცრის და ვერცხლისწყლის შემცველობა). |
|სახიფათო ნარჩენები, სამედიცინო |— რადიოაქტიურობის გამოვლენა |
|ნარჩენების გარდა |— მიწოდებული ნარჩენების აწონვა |
| |— ვიზუალური დათვალიერება, რამდენადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია |
| |— ნარჩენების ინდივიდუალური მიწოდების კონტროლი და მისი შედარება ნარჩენების წარმომქმნელის |
| |მიერ შედგენილ დეკლარაციასთან |
| |— სტანდარტული სინჯების აღება: |
| |— ყველა ცისტერნიდან და მისაბმელიდან |
| |— შეფუთული ნარჩენებიდან (მაგ., კასრებიდან, შუალედური კონტეინერებიდან ან მცირე |
| |პაკეტებიდან) |
| |და ანალიზი: |
| |— წვის პარამეტრების (სითბოს წარმოშობის უნარისა და ანთების წერტილის ჩათვლით) |
| |— ნარჩენების შესაბამისობა, რათა აღმოჩენილ იქნეს შესაძლო სახიფათო რეაქციები ნარჩენების |
| |შერევის შედეგად, შენახვამდე (BAT 9 ვ) |
| |— ძირითადი ნივთიერებები, მათ შორის, მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები, ჰალოგენები და |
| |გოგირდი, მეტალები/მეტალოიდები. |
|სამედიცინო ნარჩენები |სამედიცინო ნარჩენების მიღებამდე უნდა განხორციელდეს ნარჩენების იდენტიფიცირება, |
| |რაოდენობრივი და თვისობრივი შემოწმება და შესაბამისობის კონტროლი, მათ შორის: |
| |— რადიოაქტიურობის/რადიოაქტიური მასალების გამოვლენა; |
| |— მიწოდებული ნარჩენების აწონვა და რაოდენობის აღრიცხვა; |
| |— ნარჩენების წარმომავლობის, სახეობისა და შესაბამისი ნარჩენის კოდის იდენტიფიცირება; |
| |— ნარჩენების თანმხლები დოკუმენტაციისა და მიკვლევადობის ინფორმაციის შემოწმება; |
| |— სეპარირებული შეგროვების მოთხოვნების დაცვის კონტროლი, მათ შორის, ბასრი და არაბასრი |
| |ნარჩენების სათანადო განცალკევების შემოწმება; |
| |— შეფუთვის მთლიანობის ვიზუალური დათვალიერება, მათ შორის, დაზიანების, გაჟონვის ან სხვა |
| |ხილული დეფექტების გამოვლენა; |
| |— ნარჩენების ეტიკეტირებისა და მარკირების შემოწმება, რათა შესაძლებელი იყოს მათი |
| |წარმომავლობის, სახეობისა და რაოდენობის იდენტიფიცირება; |
| |— ნარჩენების შემადგენლობის ვიზუალური კონტროლი, რათა გამოვლინდეს ინსინერატორში დასაშვებ |
| |ნარჩენებთან შეუსაბამო ან არასასურველი მასალები; |
| |— ინსინერატორში მიუღებელი ნარჩენების გამოვლენა და განცალკევება, მათ შორის, ისეთი |
| |ნარჩენების, რომელთა ინსინერაცია არ არის დაშვებული შესაბამისი ტექნოლოგიური ან |
| |გარემოსდაცვითი მოთხოვნების მიხედვით; |
| |— ნარჩენების მიღებაზე პასუხისმგებელი პერსონალის მიერ შემოწმების შედეგების დოკუმენტირება, |
| |მათ შორის, მიღების თარიღის, წარმომავლობის, რაოდენობის, ნარჩენის ტიპისა და გამოვლენილი |
| |შეუსაბამობების აღრიცხვა; |
| |— შეუსაბამო ან საეჭვო ნარჩენების მიღების შემთხვევაში შესაბამისი პროცედურის ამოქმედება, |
| |მათ შორის, ნარჩენის მიღების შეჩერება/უარყოფა, უსაფრთხოდ განცალკევება და პასუხისმგებელი |
| |პირის ინფორმირება. |
BAT 12. ნარჩენების მიღებასთან, დამუშავებასთან და შენახვასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი რისკების შემცირების მიზნით საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული მეთოდების გამოყენებას.
| |მეთოდი |აღწერა |
|ა) |წყალგაუმტარი ზედაპირები დრენაჟის |წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებული რისკების გამო, ნარჩენების მიღების, დამუშავებისა |
| |სათანადო ინფრასტრუქტურით |და შენახვის ზონების ზედაპირი არის სითხეგაუმტარი და ისინი აღჭურვილია შესაბამისი |
| | |დრენაჟის ინფრასტრუქტურით (იხ. BAT 32). ამ ზედაპირის მთლიანობა პერიოდულად მოწმდება, |
| | |რამდენადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია. |
|ბ) |ნარჩენების შენახვის სათანადო |ტარდება ღონისძიებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნარჩენების დაგროვება, კერძოდ: |
| |შესაძლებლობა |— მკაფიოდ არის განსაზღვრული ნარჩენების შენახვის მაქსიმალური შესაძლებლობა (მოცულობა) |
| | |და არ ხდება გადაჭარბება, გათვალისწინებულია ნარჩენების თვისებები და მახასიათებლები |
| | |(მაგ., ხანძრის რისკთან დაკავშირებით) და გადამუშავების სიმძლავრე; |
| | |— ხორციელდება შენახული ნარჩენების რაოდენობის რეგულარული მონიტორინგი მაქსიმალურად |
| | |დასაშვები შენახვის შესაძლებლობების (მოცულობის) გათვალისწინებით; |
| | |— მკაფიოდ არის დადგენილი მაქსიმალური დაყოვნების დრო იმ ნარჩენებისთვის, რომელთა |
| | |შერევა შენახვის დროს არ ხდება (მაგ., სამედიცინო ნარჩენები, შეფუთული ნარჩენები). |
BAT 13. სამედიცინო ნარჩენების შენახვასა და დამუშვებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი რისკების შემცირების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული მეთოდების კომბინაციას.
| |მეთოდი |აღწერა |
|ა) |ნარჩენების ავტომატიზირებული ან ნახევრად |სამედიცინო ნარჩენების სატრანსპორტო საშუალებიდან, რომელიც აკმაყოფილებს სახიფათო |
| |ავტომატიზირებული მეთოდით გადამუშავება |ტვირთების გადაზიდვისათვის წაყენებული მოთხოვნებს, გადმოტვირთვა ხდება შენახვის (საცავის)|
| | |ზონაში, ავტომატიზებული ან მანუალური სისტემით, ამ ოპერაციასთან დაკავშირებული რისკის |
| | |გათვალისწინებით. შენახვის ზონიდან სამედიცინო ნარჩენების გადატანა ხდება ღუმელში |
| | |მიწოდების ავტომატიზებული სისტემის გამოყენებით. |
|ბ) |ერთჯერადი დალუქული კონტეინერების გამოყენების |სამედიცინო ნარჩენების შემოტანა ხორციელდება ჰერმეტულად დახურულ, გამძლე და შესაბამისი |
| |შემთხვევაში, მათი ინსინერაცია |მახასიათებლების მქონე კონტეინერებში, რომელთა გახსნა დაუშვებელია შენახვისა და |
| | |დამუშავების ოპერაციების განმავლობაში. თუ კონტეინერები გამოიყენება ნემსების ან სხვა |
| | |ბასრი საგნების შესაგროვებლად, ისინი დამატებით გაჩხვლეტის/გაჭრის მიმართ მდგრადია, რათა |
| | |უზრუნველყოფილი იქნეს მათში მოთავსებული ნარჩენის უსაფრთხო შენახვა, გადაადგილება და |
| | |დამუშავება. |
|გ) |მრავალჯერადი მოხმარების კონტეინერების |ნარჩენებისთვის განკუთვნილი მრავალჯერადი გამოყენების კონტეინერების გაწმენდა ხორციელდება|
| |გამოყენების შემთხვევაში, მათი გაწმენდა და |სპეციალურად გამოყოფილ და ამ მიზნით მოწყობილ ზონაში, ხოლო მათი დეზინფექცია − შესაბამისი|
| |დეზინფექცია |ტექნიკური და სანიტარიული მოთხოვნების დაცვით, სპეციალურად გამოყოფილ სადეზინფექციო |
| | |სივრცეში/ნაგებობაში. გაწმენდისა და დეზინფექციის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები, მათ |
| | |შორის, დაბინძურებული საწმენდი მასალები და სხვა ნარჩენი მასალა, უნდა შეგროვდეს ცალკე და|
| | |დაექვემდებაროს ინსინერაციას, შესაბამისი მოთხოვნების შესაბამისად. |
| | |კონტეინერების გაწმენდისა და დეზინფექციის პროცესები უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავიდან|
| | |იქნეს აცილებული ინფექციური აგენტების, დამაბინძურებლებისა და ნარჩენების გავრცელება |
| | |სამუშაო ზონის ფარგლებს გარეთ. პროცესის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლები, თუ ასეთი |
| | |წარმოიქმნება, უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს შესაბამისი მოთხოვნების შესაბამისად. |
BAT 14. ნარჩენების ინსინერაციის პროცესის საერთო გარემოსდაცვითი ეფექტურობის გაუმჯობესების, წიდასა და ნაცარში დაუწვავი ნივთიერებების შემცირებისა და ჰაერში ემისიების შემცირების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული მეთოდების სათანადო კომბინაციას.
| |მეთოდი |აღწერა |გამოყენებადობა |
|ა) |ნარჩენების შერევა |ინსინერაციამდე ნარჩენების შერევა მოიცავს, |არ გამოიყენება, თუ საჭიროა ღუმელში პირდაპირი მიწოდება, |
| | |მაგალითად, შემდეგ ოპერაციებს: |უსაფრთხოების დაცვის ან ნარჩენების ბუნების გათვალისწინების|
| | |— შერევა ბუნკერის შემრევში; |გამო (მაგ., ინფექციური სამედიცინო ნარჩენები, სუნის |
| | |— ნარჩენების მიწოდების ნაკადის გათანაბრების |შემცველი ნარჩენები, ან ნარჩენები, რომლებმაც შესაძლოა |
| | |სისტემის გამოყენება; |გამოყონ აქროლადი ნივთიერებები). |
| | |— თავსებადი თხევადი და პასტისებური ნარჩენების |არ გამოიყენება, სადაც შეიძლება მოხდეს არასასურველი |
| | |ერთმანეთთან შერევა. |რეაქცია სხვადასხვა ტიპის ნარჩენებს შორის (იხ.BAT 9(ვ)) |
| | |ზოგიერთ შემთხვევაში, ნარჩენების ერთგვაროვანი | |
| | |შერევისა და ინსინერაციის პროცესის ეფექტიანობის | |
| | |უზრუნველსაყოფად, შერევამდე მყარი ნარჩენების | |
| | |დაქუცმაცება ხორციელდება. | |
|ბ) |კონტროლის თანამედროვე |იხ. პუნქტი 2.1 |ზოგადად გამოყენებადია. |
| |სისტემა | | |
|გ) |ინსინერაციის პროცესის |იხ. პუნქტი 2.1 |არსებული ღუმელებისთვის კონსტრუქციის ოპტიმიზაცია მისაღები |
| |ოპტიმიზაცია | |არ არის |
ცხრილი 1
საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ეფექტურობის დონეები (BAT-AEPL) ნარჩენების ინსინერაციის დროს წიდასა და ნაცარში დარჩენილი დაუწვავი ნივთიერებებისთვის
|პარამეტრი |ერთეული |BAT-AEPL |
|ჯამური ორგანული ნახშირბადის (TOC) შემცველობა წიდასა და |მშრალი მასის-% |1–3[17] |
|ნაცარში[16] | | |
|დანაკარგი წიდისა და ნაცრის ანთებაზე16 |მშრალი მასის-% |1–517 |
მასთან დაკავშირებული მონიტორინგი მოცემულია BAT 7-ში.
BAT 15. ნარჩენების წვის დანადგარის/საწარმოს საერთო გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და ჰაერში ემისიების შემცირების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს დანადგარების ექსპლუატაციის რეჟიმის კორექტირების პროცედურების დანერგვას, მათ შორის, საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, კონტროლის თანამედროვე სისტემის გამოყენებით (იხ. აღწერა განყოფილებაში 2.1), ნარჩენების მახასიათებლებისა და მათი კონტროლის შედეგების საფუძველზე (იხ. BAT 11).
BAT 16. ნარჩენების ინსინერაციის დანადგარის/საწარმოს საერთო გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და ჰაერში ემისიების შემცირების მიზნით საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ოპერაციული პროცედურების შემუშავებას და დანერგვას (მაგ., ნარჩენების მიწოდების ჯაჭვის ორგანიზება, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების მიწოდების უწყვეტ და თანმიმდევრულ პროცესს, და გამორიცხავს დანაწევრებულ მიწოდებას) რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლებლობის ფარგლებში დანადგარის ჩართვისა და გამორთვის ოპერაციების რაოდენობა.
— BAT 17. ინსინერაციის დანადგარიდან/საწარმოდან ჰაერში და, იმ წყალში, რომელიც შესაძლოა დაბინძურდეს, ემისიების შემცირების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა მოითხოვს, რომ უზრუნვლყოფილ იქნეს აირების გამწმენდი სისტემისა (FGC) და ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს სათანადო დაპროექტება და ექსპლუატაცია (მაგ., აირჰაერმტვერნარევის მაქსიმალური მოცულობითი სიჩქარის მავნე ნივთერებათა მაქსიმალური კონცენტრაციის გათვალისწინებით), რომლებიც ფუნქციონირებენ მათი საპროექტო დიაპაზონის ფარგლებში. ამასთან, მათი ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს სათანადოდ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სისტემების ოპტიმალურ პირობებში უწყვეტი და ეფექტიანი ფუნქციონირება.
— BAT 18. ნორმალური ექსპლუატაციის პირობებისგან განსხვავებული პირობების (OTNOC) დროს ინსინერაციის დანადგარიდან ასეთი პირობების წარმოშობის სიხშირისა და, შესაბამისად, ჰაერში და, იმ წყალში, რომელიც პოტენციურად რისკის ქვეშაა, ემისიების შემცირების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალსიწინებს რისკზე დაფუძნებული OTNOC-ის მართვის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას, როგორც გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ნაწილს (იხ. BAT 1), რომელიც მოიცავს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ელემენტს: პოტენციური OTNOC-ის (მაგ., მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლა, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით („კრიტიკული მოწყობილობები“), მათი გამომწვევი მიზეზების და მათი პოტენციური შედეგების იდენტიფიცირება, და იდენტიფიცირებული OTNOC-ების ჩამონათვალის განახლება, ქვემოთ მოცემული პერიოდული შეფასების გათვალისწინებით;
— კრიტიკული მოწყობილობების სათანადო დიზაინი (მაგ., სახელოიანი ფილტრის სექციებად დაყოფა, აირჰაერმტვერნარევის გათბობის მეთოდები და ჩართვისა და გამორთვის დროს სახელოიანი ფილტრის გამოყენების გათვალისწინება)
— კრიტიკული მოწყობილობებისთვის პრევენციული ტექნიკური მომსახურების გეგმის შემუშავება და განხორციელება (იხ. BAT 1 (მ));
— OTNOC-ის დროს და მსგავსი გარემოებებისას ემისიების მონიტორინგი და სათანადო ჩანაწერების წარმოება (იხ. BAT 5);
— OTNOC-ის დროს წარმოშობილი ემისიების პერიოდული შეფასება (მაგ., მოვლენათა სიხშირე, ხანგრძლივობა, გაფრქვეული მავნე ნივთიერებების რაოდენობა) და საჭიროების შემთხვევაში, მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება.
1.4. ენერგოეფექტურობა
BAT 19. ინსინერაციის დანადგარის რესურსეფექტურობის გაზრდის მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს სითბოს აღმდგენი საქვაბის გამოყენებას.
აღწერა
აირჰაერმტვერნარევში დაგროვილი ენერგიის აღდგენა ხდება სითბოს აღმდგენ საქვაბეში, რომელიც აწარმოებს ცხელ წყალს და/ან ორთქლს, რომლის გადაცემაც შესაძლებელია, და იგი გამოიყენება საწარმოს შიდა მიზნებისთვის და/ან ელექტროენერგიის საწარმოებლად.
გამოყენებადობა
დანადგარებში, რომლებიც სახიფათო ნარჩენების ინსინერაციისთვის გამოიყენება, გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდოს:
— აქროლადი ნაცრის სიმკვრივემ;
— აირჰაერმტვერნარევის კოროზიულობამ.
BAT 20. ინსინერაციის დანადგარის ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული მეთოდების სათანადო კომბინაციას.
| |მეთოდი |აღწერა |გამოყენებადობა |
|ა) |კანალიზაციის შლამის გაშრობა |მექანიკური გაუწყლოების შემდეგ კანალიზაციის შლამი |შეზღუდულია დაბალტემპერატურული სითბოს |
| | |საჭიროებს დამატებით გაშრობას, რისთვისაც გამოიყენება |ხელმისაწვდომობით. |
| | |დაბალი ტემპერატირის სითბო, ღუმელში მის მიწოდებამდე. | |
| | |ლამის გაშრობის შესაძლებლობა ღუმელის ჩატვირთვის სისტემაზეა| |
| | |დამოკიდებული. | |
|ბ) |გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის |გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის შემცირება შეიძლება, |არსებული დანადგარებისთვის გამოყოფილი |
| |ნაკადის შემცირება |შემდეგი საშუალებებით, მაგალითად,: |აირჰაერმტვერნარევის რეცირკულაციის |
| | |— პირველადი და მეორადი წვის გაუმჯობესება ჰაერის |გამოყენება შეიძლება შეიზღუდოს |
| | |მიწოდება/განაწილებისას; |ტექნიკური მიზეზების გამო (მაგ., |
| | |— გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის რეცირკულაცია (იხ. პუნქტი|აირჰაერმტვერნარევში დამაბინძურებლების |
| | |2.2). |არსებობით ან/და ინსინერა-ციის |
| | |გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის უფრო მცირე ნაკადი ამცირებს|პირობები). |
| | |დანადგარის მიერ ენერგიის მოხმარებას (მაგ., გამწოვი | |
| | |ვენტილატორების მიშაობისათვის საჭირო ენერგიის რაოდენობა). | |
|გ) |სითბოს დანაკარგის მინიმუმამდე |სითბოს დანაკარგის მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია |ინტეგრირებული ღუმელ-საქვაბეები არ |
| |შემცირება |შემდეგი საშუალებებით, მაგალითად: |გამოიყენება მბრუნავი ღუმლების ან სხვა |
| | |— ერთიანი/ ინტეგრირებული ღუმელ-საქვაბის გამოყენებით, |ტიპის ღუმლების შემთხვევაში, რომლებშიც |
| | |რომელიც სითბოს აღდგენის საშუალებას ასევე იძლევა ღუმლის |სახიფათო ნარჩენების ინსინერაცია ხდება |
| | |გვერდითი კედლებიდან; |მაღალ ტემპერატურაზე. |
| | |— ღუმლების და საქვაბეების თბოიზოლაცია; | |
| | |— გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის რეცირკულაცია (იხ. პუნქტი| |
| | |2.2.); | |
| | |— წიდის და ნაცრის გაგრილების პროცესიდან სითბოს აღდგენა | |
| | |(იხ. BAT 20 (ი)) | |
|დ) |საქვაბის კონსტრუქციის |საქვაბეში სითბოს გადაცემის გაუმჯობესება ხდება |გამოყენებადია ახალი დანადგარებისთვის |
| |ოპტიმიზაცია |ოპტიმიზაციით, შემდეგი კომპონენტებისთვის, მაგალითად: |და არსებული დანადგარების კაპიტალური |
| | |გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის სიჩქარე და განაწილება; |მოდერნიზაციისთვის. |
| | |წყლის/ორთქლის ცირკულაცია; | |
| | |კონვექციური კონები; | |
| | |საქვაბის წმენდის ოპერატიული და ავტონომიური სისტემები, | |
| | |რათა მინიმუმამდე შემცირდეს კონვექციური კონებით | |
| | |დანაგვიანება. | |
|ე) |დაბალტემპერატუ-რული |სპეციალური უჟანგავი თბომცვლელები გამოიყენება დამატებითი |გამოყენებადია FGC სისტემის |
| |აირჰაერმტვერნარევის |ენერგიის აღსადგენად საქვაბეში არსებული გამოყოფილი |საექსპლუატაციო ტემპერატურის პროფილის |
| |თბომცვლელები |აირჰაერმტვერნარევისგან, ESP-ის შემდეგ, ან სისტემაში |შეზღუდვის პირობებში. |
| | |მშრალი სორბენტის დამატების შემდეგ. |არსებული დანადგარების შემთხვევაში |
| | | |გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს |
| | | |ადგილის უქონლობის გამო. |
|ვ) |ორთქლის მაღალი პარამეტრების |რაც უფრო მაღალია ორთქლის პარამეტრები (ტემპერატურა და |გამოიყენება ახალი დანადგარებისთვის და |
| |პირობებში |წნევა), მით უფრო მაღალია ელექტროენერგიის გარდაქმნის |არსებული დანადგარების კაპიტალური |
| | |ეფექტურობა, რომელსაც ორთქლის ციკლი იძლევა. |მოდერნიზაციისთვის, როდესაც დანადგარი |
| | |ორთქლის მაღალი პარამეტრების პირობებში ინსინერაციის |ძირითადად ორიენტირებულია |
| | |საწარმოს/დანადგარის მუშაობა (მაგ., 45 ბარზე და 400°C-ზე |ელექტროენერგიის გენერირებაზე. |
| | |მეტი) მოითხოვს სპეციალური ფოლადის შენადნობის გამოყენებას |გამოყენება შეიძლება შეიზღუდოს: |
| | |ან ცეცხლგამძლე მოპირკეთებას, რათა დაცული იქნეს საქვაბის |— აქროლადი ნაცრის შეწებებით; |
| | |სექციები ძალიან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისგან. |— გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის |
| | | |კოროზიულობით. |
|ზ) |თანაგენერირება |სითბოსა და ელექტროენერგიის ერთდროული |გამოყენებადობის შეზღუდვა უკავშირდება |
| | |წარმოქმნა/გენერირება, რომლის დროსაც მიღებული სითბო |ადგილობრივ მოთხოვნას გათბობასა და |
| | |(ძირითადად ტურბინიდან გამომავალი ორთქლის სახით) |ენერგიაზე და/ან ქსელების არსებობაზე. |
| | |გამოიყენება ცხელი წყლის ანორთქლის საწარმოებლად, | |
| | |სამრეწველო პროცესებში, სხვადასხვა საქმიანობისთვის ან | |
| | |ცენტრალური გათბობის ან/და გაგრილების სისტემებში. | |
|თ) |გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის |თბოგამცვლელი ან თბოგამცვლელიანი სკრუბერი, რომელშიც |გამოყენებადია შეზღუდვების ფარგლებში, |
| |კონდენსატორი |აირჰაერმტვერნარევში არსებული წყლის ორთქლი კონდენსირდება, |რომლებიც დაკავშირებულია |
| | |ფარულ სითბოს გადასცემს წყალს საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე |დაბალტემპერატურულ სითბოზე |
| | |(მაგალითად, უკუნაკადი ცენტალური გათბობის ქსელში). |მოთხოვნასთან, მაგ., ცენტრალური |
| | |გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის კონდენსატორს დამატებითი |გათბობის ქსელის არსებობა, რომელიც |
| | |სარგებელიც მოაქვს − ამცირებს ემისიებს ჰაერში (მაგ., |დაბრუნებული ნაკადის დაბალ ტემპერატურას|
| | |მტვერს და მჟავურ აირებს). |მოითხოვს. |
| | |თბური ტუმბოების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გამოყოფილი |. |
| | |აირჰაერმტვერნარევის კონდენსაციის შედეგად მიღებული | |
| | |ენერგიის რაოდენობა | |
|ი) |მშრალი ნაცრის დამუშავება |მშრალი ცხელი ნაცარი ცხაურადან ცვივა კონვეირის სისტემაზე |გამოყენებადია მხოლოდ ცხაურიანი |
| | |და გრილდება ატმოსფერული ჰაერით. ენერგიის აღდგენა |ღუმელებისთვის. შეიძლება არსებობდეს |
| | |ხორციელდება გამაგრილებელი ჰაერის გაცხელების გამოყენებით. |ტექნიკური შეზღუდვა, რომელიც ხელს უშლის|
| | | |არსებული ღუმლების მოდერნიზაციას. |
ცხრილი 2
საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული ენერგოეფექტურობის დონეები (BAT-AEEL-ები) ნარჩენების ინსინერაციისთვის
(%)
|BAT-AEEL |
|დანადგარი/საწარმო |მუნიციპალური მყარი ნარჩენები, სხვა არასახიფათო ნარჩენები და |სახიფათო ნარჩენები, სახიფათო |კანალიზაციის შლამი |
| |სახიფათო მერქნული ნარჩენები |მერქნული ნარჩენების გარდა[18]| |
| |მთლიანი |მთლიანი |საქვაბის ეფექტურობა |
| |ელექტრო-ეფექტურობა[19],[20] |ენერგო-ეფექტურობა[21] | |
|ახალი დანადგარი |25–35 |72–91[22] |60–80 |60–70[23] |
|არსებული დანადგარი |20–35 | | | |
შესაბამისი მონიტორინგისთვის იხ. BAT 2.
1.5 ემისიები ატმოსფერულ ჰაერში
1.5.1 დიფუზიური ემისიები
BAT 21. ინსინერაციის დანადგარიდან დიფუზიური ემისიების (მათ შორის, სუნი) , პრევენციის ან შემცირების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს:
- სუნის და აქლორადი ნივთიერებების გამოყოფის საფრთხის მქონე მყარი და ფხვიერი ნარჩენების შენახვას დახურულ შენობებში, ატმოსფერულზე დაბალი (ანუ უარყოფითი) წნევის კონტროლირებად პირობებში, როდესაც წვის ჰაერად გამოიყენება გამოტყორცნილი ჰაერი, ან ასეთი ჰაერის ნაკადები მიემართება გადამუშავების სხვა სათანადო სისტემაში, აფეთქების რისკის აცილების მიზნით;
- თხევადი ნარჩენების შენახვას რეზერვუარებში, წნევის სათანადო კონტროლის პირობებში, და რეზერვუარების სავენტილაციო მილების მიმართვას წვისთვის გამოყენებული ჰაერის მიწოდების სისტემასთან ან სხვა შესაბამის გამწმენდ სისტემასთან.
- სრული გამორთვის პერიოდებში, როდესაც ინსინერაცია შეუძლებელია, სუნის რისკის კონტროლს, მაგალითად, შემდეგი ღონისძიებების განხორციელებით:
სავენტილაციო ან გამწოვი ჰაერის მიმართვა ალტერნატიულ გამწმენდ სისტემაში, მაგალითად, სველ სკრუბერში ან აბსორბციის ფიქსირებულ შრეში;
საცავში ნარჩენების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირებით, მაგ., ნარჩენების მიღების შეწყვეტა ან/და დროებით შეჩერება, შემცირება ან ნარჩენების მიღების პარტიების გადანაცვლება ან/და გადანაწილება ნარჩენების მართვის მოთხოვნების შესაბამისად ფარგლებში (იხ. BAT 9) სათანადოდ მარკირებულ შეფუთებში ან/და კონტეინერებში.
BAT 22. სუნის და აქლორადი ნივთიერებების გამოყოფის საფრთხის მქონე ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში აირადი და თხევადი ნარჩენების დამუშავების დროს, აქროლადი ნაერთების დიფუზიური ემისიების შემცირების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ღუმლებში მათ მიწოდებას პირდაპირი ჩატვირთვის გზით.
აღწერა
ნაყარი ნარჩენების კონტეინერებით (მაგ., ცისტერნებით) მიწოდებული აირადი და თხევადი ნარჩენებისთვის, პირდაპირი ჩატვირთვა ხორციელდება ნარჩენების კონტეინერის ღუმელის მიწოდების სისტემასთან მიერთებით. რის შემდეგაც კონტეინერი იცლება აზოტის წნევის ზეწოლით ან, საკმარისად დაბალი სიბლანტის შემთხვევაში, სითხის გადატუმბვით. აირადი და თხევადი ნარჩენებისთვის, რომლებიც მიწოდებულია ნარჩენების ინსინერაციისთვის ვარგის კონტეინერებში (მაგ., დოლურები), პირდაპირი ჩატვირთვა ხორციელდება კონტეინერების უშუალოდ ღუმელში შეტანით.
გამოყენებადობა
შეიძლება არ იყოს გამოყენებული კანალიზაციის შლამის ინსინერაციისთვის, რაც დამოკიდებულია, მაგალითად, წყლის შემცველობაზე და წინასწარი გაშრობის ან სხვა ნარჩენებთან შერევის საჭიროებაზე.
BAT 23. წიდის და ნაცრის გადამუშავების დროს ჰაერში მტვრის დიფუზიური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა გარემოსდავითი მართვის სისტემაში (იხ. BAT 1) ითვალისწინებს მტვრის დიფუზიური ემისიის მართვის შემდეგ ელემენტებს:
მტვრის დიფუზიური ემისიის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროს იდენტიფიცირებას (მაგ., EN 15445-ის გამოყენება);
სათანადო მოქმედებებისა და მეთოდების განსაზღვრას და განხორციელებას დიფუზიური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით დროის მოცემულ პერიოდში.
BAT 24. წიდისა და ნაცრის დამუშავებისას მტვრის დიფუზიური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული მეთოდების სათანადო კომბინაციას.
| |მეთოდი |აღწერა |გამოყენებადობა |
|ა) |მოწყობილობების |პოტენციურად მტვრიანი ოპერაციების იზოლირება (როგორიცაა, |დანადგარების დახურულ შენობაში |
| |მოთავსება კარკასებში|დაქუცმაცება, გაცრა) ან კონვეიერების და/ან ელევატორების დაფარვა.|დამონტაჟება შეიძლება გამოყენებადი |
| |ან შალითის |იზოლირება ასევე შეიძლება განხორციელდეს მთლიანი დანადგარის |არ იყოს დამუშავების მობილური |
| |გადაფარება |დახურულ შენობაში მოთავსებით. |ხელსაწყოებისთვის. |
|ბ) |წიდისა და ნაცხის |გადმოტვირთვის სიმაღლე უნდა შეესაბამებოდეს გადმოსატვირთი გროვის |ზოგადად გამოყენებადია. |
| |გადმოტვირთვის |ცვლად სიმაღლეს, შესაძლებლობის ფარგლებში, ავტომატიზირებული | |
| |სიმაღლის შეზღუდვა |სისტემის გამოყენებით (მაგ., კონვეირული ღვედები სიმაღლის | |
| | |რეგულირებით). | |
|გ) |საწყობების/საცავების|ფხვიერი მასალების შენახვის ადგილების ან საწყობების/საცავების |ზოგადად გამოყენებადია. |
| |დაცვა |დაცვა შალითების ან ქარსაფარი ბარიერების დამონტაჟების მეშვეობით,| |
| |დამახასიათე-ბელი |როგორიცაა, ეკრანები, კედლები ან ვერტიკალურად მზარდი გამწვანება,| |
| |ქარისაგან |ასევე, საწყობების/საცავების სწორი განთავსება ქარის | |
| | |დამახასიათებელი მიმართულების გათვალისწინებით. | |
|დ) |წყლის შესხურების |მტვრის დიფუზიური ემისიების ძირითად წყაროებზე წყლის შესხურების |ზოგადად გამოყენებადია. |
| |სისტემების |სისტემების დამონტაჟება. მტვრის ნაწილაკების დატენიანება ხელს | |
| |გამოყენება |უწყობს მტვრის აგლომერაციას და დალექვას. | |
| | |ნარჩენების შესანახ საწყობებში/საცავებში მტვრის დიფუზიური | |
| | |ემისიები მცირდება დამუხტვისა და განმუხტვის წერტილების სათანადო | |
| | |დატენიანებით, ან თვით ამ სივრცეების დატენიანებით. | |
|ე) |ტენის შემცველობის |წიდაში/ნაცარში ტენის შემცველობის ოპტიმიზაცია იმ დონემდე, |ზოგადად გამოყენებადია. |
| |ოპტიმიზაცია |რომელიც მოითხოვება მეტალებისა და მინერალების ეფექტური | |
| | |აღდგენისთვის, რაც ამავდროულად მინიმუმამდე ამცირებს მტვრის | |
| | |გავრცელებას. | |
|ვ) |სუბატმოსფე-რული |წიდისა და ნაცრის დამუშავება ხორციელდება დახურულ დანადგარებში ან|გამოყენებადია მხოლოდ მშრალი |
| |წნევის პირობებში |შენობებში, რომლებიც |გამოყოფილი ნაკადებისა და სხვა |
| |ოპერირება |სუბატმოსფერული წნევის პირობებში ფუნქციონირებს (იხ.BAT 24 (ა)), |დაბალი ტენიანობის მქონე |
| | |რათა გამოთავისუფლებული ჰაერი შეგროვდეს და გაიწმინდოს (იხ. BAT |ნაცრისთვის. |
| | |26), როგორც ორგანიზებული ემისიები. | |
1.5.2 ემისიების გამტარი არხით გავრცელებული ემისიები
1.5.2.1 მტვრის, მეტალებისა და მეტალოიდების ემისიები
BAT 25. ნარჩენების ინსინერაციის დროს ჰაერში მტვრის, მეტალებისა და მეტალოიდების ემისიების გამტარ არხებში გავრცელების შემცირების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი მეთოდის ან მათი კომბინაციის გამოყენებას.
| |მეთოდი |აღწერა |გამოყენებადობა |
|ა) |სახელოიანი ფილტრი |იხ. პუნქტი 2.2 |ზოგადად გამოიყენება ახალ დანადგარებში. |
| | | |არსებულ დანადგარებში მისი გამოყენება |
| | | |შესაძლებელია FGC სისტემის სამუშაო |
| | | |ტემპერატურის მაჩვენებლების |
| | | |გათვალისწინებით. |
|ბ) |ელექტრო ფილტრი |იხ. პუნქტი 2.2 |ზოგადად გამოყენებადია. |
| გ) |მშრალი სორბენტის |იხ. პუნქტი 2.2. |ზოგადად გამოყენებადია. |
| |დამატება |მტვრის ემისიის შემცირების თვალსაზრისით აქტუალური არ | |
| | |არის. | |
| | |აქტივირებული ნახშირით ან სხვა რეაგენტების გამოყენებით | |
| | |მეტალების ადსორბცია, მშრალი სორბენტის დამატების | |
| | |სისტემის ან ნახევრად სველი აბსორბენტის გამოყენებით, | |
| | |რაც ხელს უწყობს მჟავა აირების ემისიებს. | |
|დ) |სველი სკრუბერი |იხ. პუნქტი 2.2. |გამოყენებადობას შესაძლოა ხელი შეეშალოს |
| | |სველი სკრუბერი არ გამოიყენება მტვრის ძირითადი მასის |წყლის ნაკლებობის გამო, მაგალითად, |
| | |მოსაშორებლად, მაგრამ, გაწმენდის სხვა ხელსაწყოს |უწყლო/არიდულ ტერიტორიებზე |
| | |გამოყენების შემდეგ მისი დამონტაჟების შემთხვევაში, | |
| | |ამცირებს მტვრის, მეტალებისა და მეტალოიდების | |
| | |კონცენტრაციას აირმტვერნარევში. | |
|ე) |ადსორბცია ფიქსირებული |იხ. პუნქტი 2.2. |გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს წნევის |
| |ან მოძრავი შრით |ეს სისტემა ძირითადად გამოიყენება ვერცხლისწყლის და სხვა|საერთო ცვალებადობით, რომელიც |
| | |მეტალებისა და მეტალოიდების ადსორბციისთვის, ასევე |დაკავშირებულია FGC სისტემის |
| | |ორგანული ნაერთებისთვის, PCDD/F-ის ჩათვლით, მაგრამ |კონფიგურაციასთან. |
| | |ასევე კარგია „გამაპრიალებელი“ ფილტრი. |არსებული დანადგარების შემთხვევაში |
| | | |გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს ადგილის |
| | | |უქონლობის გამო. |
ცხრილი 3
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონები (BAT-AELs) ნარჩენების ინსინერაციის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მტვრის, მეტალისა და მეტალოიდების ორგანიზებული ემისიებისთვის
(მგ/ნმ3)
|პარამეტრი |BAT-AEL |საშუალო მნიშვნელობის დადგენის პერიოდი |
|მტვერი |< 2–5[24] |დღიური საშუალო |
|Cd+Tl |0,005–0,02 |საშუალო სტანდარტულ პერიოდში |
|Sb+As+Pb+Cr+Co+Cu+Mn+Ni+V |0,01–0,3 |საშუალო სტანდარტულ პერიოდში |
შესაბამისი მონიტორინგისთვის იხ. BAT 4.
BAT 26. ჰაერით გამოტანის მეთოდით (იხ. BAT 24(ვ)), წიდის და ნაცრის დახურულ სისტემაში დამუშავებისას, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ორგანიზებული ემისიების შემცირების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს გამოყოფილი ჰაერის გაწმენდას სახელოიანი ფილტრით (იხ. პუნქტი 2.2).
ცხრილი 4
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიების დონეები (BAT-AELs) მტვრის ორგანიზებული ემისიებისთვის, ჰაერით გამოტანის მეთოდით ლამის და ნაცრის დახურულ სისტემაში დამუშავებისას
(მგ/ნმ3)
|პარამეტრი |BAT-AEL |საშუალო მნიშვნელობის დადგენის პერიოდი |
|პარამეტრი |BAT-AEL |გასაშუალოების პერიოდი |
|მტვერი |2–5 |საშუალო სტანდარტული პერიოდი |
შესაბამისი მონიტორინგისთვის იხ. BAT 4.
1.5.2.2 HCl, HF და SO2-ის ემისიები
BAT 27. ნარჩენების ინსინერაციის დროს ემისიების გამტარი არხების გავლით ჰაერში HCl, HF და SO2-ის ემისიების შემცირების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი მეთოდის ან მათი კომბინაციის გამოყენებას.
| |მეთოდი |აღწერა |გამოყენებადობა |
|ა) |სველი სკრუბერი |იხ. პუნქტი 2.2 |შეიძლება გამოყენებადობას ხელი შეუშალოს წყლის |
| | | |ნაკლებობამ, მაგალითად, უწყლო/არიდულ |
| | | |ტერიტორიებზე |
|ბ) |ნახევრად სველი ადსორბენტი |იხ. პუნქტი 2.2 |ზოგადად გამოყენებადია. |
|გ) |მშრალი სორბენტის დამატება |იხ. პუნქტი 2.2 |ზოგადად გამოყენებადია. |
|დ) |პირდაპირი დესულფურიზაცია |იხ. პუნქტი 2.2. |გამოყენებადია მხოლოდ მდუღარე ძირის მქონე |
| | |გამოიყენება მჟავა გაზების ემისიების ნაწილობრივი |ღუმელებისთვის. |
| | |შემცირებისთვის, სხვა მეთოდების გამოყენებამდე. | |
|ე) |საქვაბეში სორბენტის |იხ. პუნქტი 2.2. |ზოგადად გამოყენებადია. |
| |შეფრქვევა |გამოიყენება მჟავა გაზების ემისიების ნაწილობრივი | |
| | |შემცირებისთვის, სხვა მეთოდების გამოყენებამდე. | |
BAT 28. ნარჩენების ინსინერაციის დროს HCl, HF და SO2-ის ორგანიზებული ემისიების შემცირებისა და, ამავდროულად, რეაგენტების მოხმარების შეზღუდვის და წვის ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით, რომელიც გენერირდება მშრალი სორბენტის და ნახევრად სველი აბსორბენტების მიწოდებით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს (ა) მეთოდის ან ქვემოთ მოცემული ორივე მეთოდის გამოყენებას.
| |მეთოდი |აღწერა |გამოყენებადობა |
|ა) |რეაგენტების ოპტიმიზირებული და |HCl და/ან SO2-ის უწყვეტი გაზომვების გამოყენება (და/ან სხვა |ზოგადად გამოყენებადია. |
| |ავტომატიზირებული დოზირება |პარამეტრების, რომლებიც შეიძლება გამოსადეგი იყოს ამ მიზნისთვის)| |
| | |FGC სისტემის ზედა და/ან ქვედა ნაკადებში რეაგენტების | |
| | |ავტომატიზირებული დოზირების ოპტიმიზაციისთვის. | |
|ბ) |რეაგენტების რეცირკულაცია |გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის (FGC) პროცესში |ზოგადად გამოყენებადია ახალ |
| | |შეგროვებული მყარი ნაწილაკების ნაწილის რეცირკულაცია, რათა |დანადგარებში. |
| | |შემცირდეს წვის ნარჩენებში დარჩენილი, რეაქციაში არშესული |გამოყენებადია არსებული |
| | |რეაგენტების რაოდენობა. |დანადგარებისთვის, სახელოიანი |
| | | |ფილტრის ზომის შეზღუდვების |
| | |ეს მეთოდი განსაკუთრებით აქტუალურია FGC მეთოდების შემთხვევაში, |ფარგლებში. |
| | |რომლებიც მაღალი სტექიომეტრული სიჭარბის პირობებში მუშაობს. | |
ცხრილი 5
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები) ატმოსფერულ ჰაერში HCl, HF და SO2-ის ორგანიზებული ემისიებისთვის
(მგ/ნმ3)
|პარამეტრი |BAT-AEL |გასაშუალოების პერიოდი |
| |ახალი დანადგარი |არსებული დანადგარი | |
|HCl |< 2–6[25] |< 2–825 |დღიური საშუალო |
|HF |< 1 |< 1 |დღიური საშუალო ან საშუალო სტანდარტული პერიოდის |
| | | |განმავლობაში |
|SO2 |5–30 |5–40 |დღიური საშუალო |
შესაბამისი მონიტორინგისთვის იხ. BAT 4.
1.5.2.3 NOx, N2O, CO და NH3-ის ემისიები
BAT 29. ნარჩენების ინსინერაციის დროს ჰაერში ემისიების გამტარი არხების გავლით NOX-ის ემისიების შემცირებისა და, ამავდროულად, CO და N2O-ის ემისიების და SNCR და/ან SCR-ის გამოყენების შედეგად NH3-ის ემისიების შეზღუდვის მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული მეთოდების სათანადო კომბინაციის გამოყენებას.
| |მეთოდი |აღწერა |გამოყენებადობა |
|ა) |ინსინერაციის პროცესის ოპტიმიზაცია |იხ. პუნქტი 2.1 |ზოგადად გამოყენებადია. |
|ბ) |გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის |იხ. პუნქტი 2.2 |არსებული დანადგარებისთვის გამოყენება |
| |რეცირკულაცია | |შეიძლება შეიზღუდოს ტექნიკური სირთულეების |
| | | |გამო (მაგ., დამაბინძურებლების რაოდენობა |
| | | |აირჰაერმტვერნარევში, ინსინერაციის |
| | | |პირობები). |
|გ) |შერჩევითი არაკატალიზატორული აღდგენა|იხ. პუნქტი 2.2 |ზოგადად გამოყენებადია. |
| |(SNCR) | | |
|დ) |შერჩევითი კატალიზატორული აღდგენა |იხ. პუნქტი 2.2 |არსებული დანადგარების შემთხვევაში, |
| |(SCR) | |გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს ადგილის|
| | | |უქონლობის გამო. |
|ე) |კატალიზატორული სახელოიანი ფილტრი |იხ. პუნქტი 2.2 |გამოყენებადია მხოლოდ იმ დანადგარებისთვის,|
| | | |რომლებიც აღჭურვილია სახელოიანი ფილტრით. |
|ვ) |SNCR/SCR-ის კონსტრუქციის და |რეაგენტისა და NOX-ის თანაფარდობის ოპტიმიზაცია ღუმელის|გამოყენებადია მხოლოდ იქ, სადაც SNCR და/ან|
| |ექსპლუატაციის ოპტიმიზაცია |ან საჰაერო არხის განივკვეთთან, რეაგენტის წვეთების |SCR გამოიყენება NOX-ის ემისიების |
| | |ზომასთან და ტემპერატურის დიაპაზონთან, რომელშიც ხდება |შესამცირებლად. |
| | |რეაგენტის შეტანა. | |
|ზ) |სველი სკრუბერი |იხ. პუნქტი 2.2. |შეიძლება გამოყენებადობას ხელი შეუშალოს |
| | |სადაც სველი სკრუბერი გამოიყენება მჟავა აირის |წყლის ნაკლებობამ, მაგალითად, უწყლო/არიდულ|
| | |შესამცირებლად, განსაკუთრებით კი SNCR-თან |ტერიტორიებზე |
| | |კომბინაციაში, რეაქციაში არმყოფი ამიაკი, შეიწოვება | |
| | |გამწმენდი ხსნარით და, მისი გამოყოფისა და აღდგენის | |
| | |შემდეგ, შესაძლებელია მისი რეციკლირება SNCR-ის ან | |
| | |SCR-ის რეაგენტად გამოყებების მიზნით. | |
ცხრილი 6
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონები (BAT-AEL-ები) ნარჩენების ინსინერაციის დროს ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული NOX და CO-ის ემისიებისა და SNCR და/ან SCR-ის გამოყენების დროს NH3-ის ემისიებისთვის
(მგ/ნმ3)
|პარამეტრი |BAT-AEL |გასაშუალოების პერიოდი |
| |ახალი დანადგარი |არსებული დანადგარი | |
|NOX |50–120[26] |50–15026,[27] |დღიური საშუალო |
|CO |10–50 |10–50 | |
|NH3 |2–1026 |2–1026,[28] | |
შესაბამისი მონიტორინგისთვის იხ. BAT 4.
1.5.2.4 ორგანული ნაერთების ემისია
BAT 30. ნარჩენების ინსინერაციის დროს ჰაერში ორგანიზებული ორგანული ნაერთების ემისიის, მათ შორის PCDD/F და PCB-ების ემისიების შემცირების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ქვემოთ მოცემულ (ა), (ბ), (გ) (დ) მეთოდებს და (ე)-დან (ი)-მდე რომელიმე მეთოდს, ან მათ კომბინაციას.
| |მეთოდი |აღწერა |გამოყენებადობა |
|ა) |ინსინერაციის პროცესის ოპტიმიზაცია |იხ. პუნქტი 2.1. |ზოგადად გამოყენებადია. |
| | |ინსინერაციის პარამეტრების ოპტიმიზაცია, ორგანული ნაერთების | |
| | |ჟანგვის ხელშეწყობის მიზნით, ნარჩენებში არსებული PCDD/F და | |
| | |PCB-ების ჩათვლით, და მათი პრეკურსორების ფორმირების/ხელახალი| |
| | |ფორმირების პრევენცია. | |
|ბ) |ნარჩენების ჩატვირთვის კონტროლი |ღუმელში ჩატვირთული ნარჩენების წვის მახასიათებლების ცოდნა და|არ არის გამოყენებადი სამედიცინო |
| | |კონტროლი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ოპტიმალური და, |ნარჩენებისთვის ან მუნიციპალური მყარი |
| | |რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჰომოგენური და სტაბილური |ნარჩენებისთვის |
| | |ინსინერაციის პირობები. | |
|გ) |საქვაბის ოპერატიული და ავტონომიური|საქვაბის პაკეტების ეფექტური გაწმენდა, რათა შემცირდეს |ზოგადად გამოყენებადია. |
| |გაწმენდა |საქვაბეში მტვრის გაჩერების დრო და დაგროვების შესაძლებლობა, | |
| | |რითაც მცირდება საქვაბეში PCDD/F-ის ფორმირება. | |
| | |გამოიყენება საქვაბის ოპერატიული და ავტონომიური წმენდის | |
| | |მეთოდების კომბინაცია. | |
|დ) |გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის |გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის სწრაფი გაგრილება 400 °C-დან |ზოგადად გამოყენებადია. |
| |სწრაფი გაგრილება |250 °C-ზე უფრო ქვემოთ მტვრისაგან გაწმენდამდე, რათა არ | |
| | |მოხდეს PCDD/F-ის ხელახალი სინთეზი. ეს მიიღწევა საქვაბის | |
| | |სათანადო კონსტრუქციით და/ან გაგრილების სისტემის | |
| | |გამოყენებით. ეს უკანასკნელი ზღუდავს ენერგიის რაოდენობას, | |
| | |რომლის აღდგენა შესაძლებელია გამოყოფილი | |
| | |აირჰაერმტვერნარევისგან და, განსაკუთრებით გამოიყენება | |
| | |ჰალოგენების მაღალი შემცველობის მქონე სახიფათო ნარჩენების | |
| | |ინსინერაციის დროს. | |
|ე) |მშრალი სორბენტის დამატება |იხ. პუნქტი 2.2. |ზოგადად გამოყენებადია. |
| | |ადსორბცია გააქტიურებული ნახშირის ან სხვა რეაგენტების | |
| | |დამატებით, ზოგადად კომბინაციაშია სახელოიან ფილტრთან, სადაც | |
| | |რეაქციის შრე იქმნება ფილტრის აფსკში და ხდება შეგროვებული | |
| | |მყარი ნაწილაკების მოშორება. | |
|ვ) |ადსორბციის ფიქსირებული ან მოძრავი |იხ. პუნქტი 2.2. |გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს |
| |შრე | |წნევის საერთო ცვალებადობით, რომელიც |
| | | |დაკავშირებულია FGC სისტემასთან. |
| | | |არსებული დანადგარების შემთხვევაში, |
| | | |გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს |
| | | |ადგილის უქონლობის გამო. |
|ზ) |SCR |იხ. პუნქტი 2.2. |არსებული დანადგარების შემთხვევაში, |
| | |სადაც SCR გამოიყენება NOX-ის შესამცირებლად, SCR სისტემის |გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს |
| | |შესაბამისი კატალიზატორის ზედაპირი ასევე უზრუნველყოფს PCDD/F|სათანადო ადგილის არარსებობის გამო. |
| | |და PCB-ების ემისიების ნაწილობრივ შემცირებას. | |
| | |ეს მეთოდი ზოგადად გამოიყენება (ე), (ვ) ან (ი) მეთოდებთან | |
| | |ერთად. | |
|თ) |კატალიზური სახელოიანი ფილტრი |იხ. პუნქტი 2.2 |გამოყენებადია მხოლოდ იმ |
| | | |დანადგარებისთვის, რომლებიც აღჭურვილია |
| | | |სახელოიანი ფილტრით. |
|ი) |ნახშირის სორბენტი სველ სკრუბერში |PCDD/F და PCB-ები ადსორბირებულია ნახშირის სორბენტით, |გამოყენებადია მხოლოდ იმ |
| | |რომელიც დამატებულია სველ სკრუბერში, ან გამწმენდ ხსნარში, ან|დანადგარებისთვის, რომლებიც აღჭურვილია |
| | |ჩაჟღენთილია შესაფუთი ელემენტების სახით. ეს მეთოდი |სველი სკრუბერით |
| | |გამოიყენება ზოგადად PCDD/F-ის მოსაშორებლად, ასევე სკრუბერში| |
| | |დაგროვებული PCDD/F-ის ხელახალი გამოყოფის თავიდან | |
| | |ასაცილებლად და/ან შესამცირებლად (ე.წ. მეხსიერების ეფექტი), | |
| | |რომელიც განსაკუთრებით გამორთვისა და ჩართვის დროს ხდება. | |
ცხრილი 7
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონები (BAT-AEL-ები) ნარჩენების ინსინერაციის დროს ჰაერში ორგანიზებული TVOC, PCDD/F და PCB-ის მსგავსი დიოქსინების ემისიებისთვის
|პარამეტრი |ერთეული |BAT-AEL |გასაშუალოების პერიოდი |
| | |ახალი დანადგარი |არსებული დანადგარი | |
|TVOC |მგ/ნმ3 |< 3–10 |< 3–10 |დღიური საშუალო |
|PCDD/F[29] |ნგ I-TEQ/ნმ3 |< 0,01–0,04 |< 0,01–0,06 |საშუალო სტანდარტული პერიოდში |
| | |< 0,01–0,06 |< 0,01–0,08 |გრძელვადიანი სტანდარტული პერიოდი[30] |
|PCDD/F + PCB-ის |ნგ WHO-TEQ/ნმ3 |< 0,01–0,06 |< 0,01–0,08 |საშუალო სტანდარტული პერიოდში |
|მსგავსი დიოქსინები29 | | | | |
| | |< 0,01–0,08 |< 0,01–0,1 |გრძელვადიანი სტანდარტული პერიოდი30 |
შესაბამისი მონიტორინგისთვის იხ. BAT 4.
1.5.2.5 ვერცხლისწყლის ემისიები
BAT 31. ნარჩენების ინსინერაციის დროს ჰაერში ორგანიზებული ვერცხლისწყლის ემისიების (ვერცხლისწყლის ემისიების პიკის ჩათვლით) შემცირების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი მეთოდის ან მათი კომბინაციის გამოყენებას.
| |მეთოდი |აღწერა |გამოყენებადობა |
|ა) |სველი სკრუბერი (დაბალი pH) |იხ. პუნქტი 2.2. |შეიძლება გამოყენებადობას ხელი შეუშალოს |
| | |სველი სკრუბერის მუშაობის დროს pH-ის სიდიდე არის 1-ის ფარგლებში. |წყლის ნაკლებობამ, მაგალითად, უწყლო/არიდულ|
| | |ამ მეთოდით ვერცხლისწყლის მოცილების შესაძლებლობა შეიძლება გაიზარდოს |ტერიტორიებზე |
| | |სკრუბერის ხსნარში რეაგენტების და/ან ადსორბენტების დამატებით, მაგ.: | |
| | |- ოქსიდანტები, როგორიცაა წყალბადის ზეჟანგი, რათა გარდაქმნას ელემენტური | |
| | |ვერცხლისწყალი წყალში ხსნად დაჟანგულ ფორმად; | |
| | |- გოგირდის ნაერთები ვერცხლისწყალთან სტაბილური კომპლექსების ან მარილების| |
| | |შესაქმნელად; | |
| | |- ნახშირის სორბენტი ვერცხლისწყლის ადსორბციისთვის, ელემენტური | |
| | |ვერცხლისწყლის ჩათვლით. | |
| | |როდესაც ვერცხლისწყლის დაჭერისთვის საკმარისად მაღალი ბუფერული სიმძლავრით| |
| | |არის შექმნილი, ეს მეთოდი ეფექტურად აფერხებს ვერცხლისწყლის ემისიის | |
| | |პიკური სიტუაციების შექმნას. | |
|ბ) |მშრალი სორბენტის დამატება |იხ. პუნქტი 2.2. |ზოგადად გამოყენებადია. |
| | |ადსორბცია გააქტიურებული ნახშირის ან სხვა რეაგენტების დამატებით, ზოგადად| |
| | |კომბინირებულია სახელოიან ფილტრთან, სადაც რეაქციის ფენა არის შექმნილი | |
| | |ფილტრის აფსკში და ხდება გენერირებული მყარი ნივთიერებების ამოღება. | |
|გ) |სპეციალური, მაღალაქტიური |განსაკუთრებით მაღალი რეაქციის უნარის მქონე, აქტივირებული ნახშირის |შეიძლება არ იქნეს გამოყენებული იმ |
| |ნახშირის შეფრქვევა |შეფრქვევა ლეგირებული გოგირდის ან სხვა რეაგენტების მეშვეობით, რათა |დანადგარებში, რომლებიც ახდენს |
| | |გაზარდოს ვერცხლისწყალთან რეაქციაში შესვლის უნარი. ჩვეულებრივ, |საკანალიზაციო შლამის ინსინერაციას. |
| | |სპეციალურად გააქტიურებული ასეთი ნახშირის შეტანა ხდება არა უწყვეტად, | |
| | |არამედ ვერცხლისწყლის პიკის დაფიქსირების დროს. ამ მიზნით ეს მეთოდი | |
| | |შეიძლება გამოყენებული იქნეს გაუწმენდავ აირჰაერმტვერნარევში | |
| | |ვერცხლისწყლის შემცველობის მუდმივი მონიტორინგის პირობებში. | |
|დ) |ბრომის დამატება საქვაბეში |ბრომიდი, ნარჩენებში დამატების ან ღუმელში შეტანის შემდეგ, მაღალ |ზოგადად გამოყენებადია. |
| | |ტემპერატურებზე ელემენტურ ბრომად გარდაიქმნება, რომელიც ჟანგავს ელემენტურ| |
| | |ვერცხლისწყალს წყალში ხსნად და კარგად აბსორბირებული HgBr2-ის | |
| | |მდგომარეობამდე. | |
| | |ეს მეთოდი გამოიყენება ემისიების შემდგომი შემცირების სხვა მეთოდებთან | |
| | |კომბინაციაში, როგორიცაა, სველი სკრუბერი ან აქტივირებული ნახშირის | |
| | |დამატება. | |
| | |ჩვეულებრივ, ბრომიდის შეტანა ხდება არა უწყვეტად, არამედ ვერცხლისწყლის | |
| | |პიკის დაფიქსირების დროს. ამ მიზნით ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებული | |
| | |იქნეს გაუწმენდავ აირჰაერმტვერნარევში ვერცხლისწყლის შემცველობის მუდმივი | |
| | |მონიტორინგის პირობებში. | |
|ე) |ადსორბცია ფიქსირებული ან |იხ. პუნქტი 2.2. |გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს წნევის|
| |მოძრავი შრით |მაღალი ადსორბციის უნარის მეშვეობით, ეს მეთოდი ეფექტურად ახდენს |საერთო ცვალებადობით, რომელიც |
| | |ვერცხლისწყლის ემისიის პიკის წარმოქმნის პრევენციას |დაკავშირებულია FGC სისტემასთან. |
| | | |არსებული დანადგარების შემთხვევაში, |
| | | |გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს |
| | | |ადგილის სიმწირის გამო. |
ცხრილი 8
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ნარჩენების ინსინერაციის დროს ჰაერში (BAT-AELs) ორგანიზებული ვერცხლისწყლის ემისიებისთვის
(მგ/ნმ3)
|პარამეტრი |BAT-AEL[31] |გასაშუალოების პერიოდი |
| |ახალი დანადგარი |არსებული დანადგარი | |
|Hg |< 5–20[32] |< 5–2032 |დღიური საშუალო ან საშუალო სტანდარტული პერიოდი |
| |1–10 |1–10 |გრძელვადიანი სტანდარტული პერიოდი |
ორიენტაციისთვის, ვერცხლისწყლის ნახევარსაათიანი ემისიის საშუალო დონეები ძირითადად იქნება:
— < 15–40 მკგ/ნმ3 არსებული დანადგარებისთვის
— < 15–35 მკგ/ნმ3 − ახალი დანადგარებისთვის;
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 4-ში.
1.6 ემისიები წყალში
BAT 32. სუფთა წყლის დაბინძურების პრევენციის, წყალში ემისიების შემცირების და რესურსეფექტურობის გაზრდის მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ჩამდინარე წყლების განცალკევებას და მათ ცალკე გაწმენდას/დამუშავებას, მათი მახასიათებლების საფუძველზე.
აღწერა
ჩამდინარე წყლების ნაკადები (მაგ., ზედაპირული გამდინარე წყლები; გაგრილების სისტემებში გამოყენებული წყლები; გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის და ნაცრის დამუშავებისას მიღებული წყლები; ნარჩენების მიღების, დამუშავებისა და შენახვის ადგილებიდან (იხ. BAT 12 (ა)) შეგროვებული ნაჟური წყლები) არის განცალკევებული, რათა მათი ცალკე გაწმენდა მოხდეს მათი მახასიათებლების საფუძველზე და სათანადო კომპლექსური მეთოდების გამოყენებით. დაუბინძურებელი (სუფთა) წყლის ნაკადები განცალკევდება იმ ჩამდინარე წყლის ნაკადებისაგან, რომლებსაც გაწმენდა ესაჭიროება.
სკრუბერის სითხიდან მარილმჟავას და/ან თაბაშირის აღდგენისას, სხვადასხვა ეტაპის (მჟავა და ტუტე) ჩამდინარე წყლების დამუშავება ცალ-ცალკე ხორციელდება.
გამოყენებადობა
ზოგადად გამოიყენება ახალი დანადგარებისთვის.
გამოყენებადია არსებული დანადგარებისთვის წყლის შემგროვებელი სისტემის კონფიგურაციასთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით.
BAT 33. ინსინერაციის საწარმოებიდან წყლის მოხმარების შემცირების ან ჩამდინარე წყლების შემცირების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი მეთოდის ან მათი კომბინაციის გამოყენებას.
| |მეთოდი |აღწერა |გამოყენებადობა |
|ა) |ჩამდინარე წყლებისგან |FGC მეთოდების გამოყენება, რომლებიც არ ახდენს ჩამდინარე |შეიძლება არ იყოს გამოყენებადი |
| |თავისუფალი FGC მეთოდები |წყლების გენერირებას (მაგ., მშრალი სორბენტის ან ნახევრად |ჰალოგენების მაღალი შემცველობის მქონე |
| | |სველი ადსორბენტის დამატება, იხ. პუნქტი 2.2). |სახიფათო ნარჩენების ინსინერაციის დროს.|
|ბ) |FGC-დან ჩამდინარე |FGC-დან ჩამდინარე წყლების გადატანა ხდება FGC-ის სისტემის |გამოყენებადია მხოლოდ მუნიციპალური |
| |წყლების გადატანა |ცხელ ნაწილში |მყარი ნარჩენების ინსინერაციის დროს. |
|გ) |წყლის ხელახალი |ხდება წყლის ნარჩენი ნაკადების ხელახალი გამოყენება და |ზოგადად გამოყენებადია. |
| |გამოყენება / რეციკლირება|რეციკლირება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე | |
| | |ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით გათვალისწინებული | |
| | |მოთხოვნების შესაბამისად. | |
| | |ხელახალი გამოყენების / რეციკლირების შესაძლებლობები შეიძლება | |
| | |შეზღუდული იყოს იმ პროცესის ხარისხის მოთხოვნებით, რომელშიც | |
| | |აღნიშნული წყალი გამოიყენება. | |
|დ) |მშრალი ნაცრის დამუშავება|მშრალი ცხელი ნაცარი ცხაურადან ცვივა კონვეირულ ხაზზე და |გამოიყენება მხოლოდ ცხაურიანი |
| | |გრილდება ატმოსფერული ჰაერის გამოყენებით. ნაცრის გაგრილების |ღუმელებისთვის. |
| | |პროცესში წყალი არ გამოიყენება. |შეიძლება არსებობდეს ტექნიკური |
| | | |შეზღუდვა, რომელიც ხელს უშლის არსებული |
| | | |ინსინერაციის დანადგარების |
| | | |მოდერნიზაციას. |
BAT 34. FGC-დან და/ან წიდისა და ნაცრის საცავიდან და გამწმენდი ნაგებობებიდან წყალში დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიების შემცირების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული მეთოდების სათანადო კომბინაციების გამოყენებას, და მეორადი გამწმენდი მეთოდების გამოყენებას, წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სითხის განზავება.
| |მეთოდი |ტიპური სამიზნე დამაბინძურებლები |
|პირველადი მეთოდები |
|ა) |ინსინერაციის პროცესის (იხ. BAT 14) და/ან FGC |ორგანული ნაერთები, PCDD/F-ის, ამიაკის/ამონიუმის ჩათვლით |
| |სისტემის (მაგ., SNCR/SCR, იხ. BAT 29 (ვ)) | |
| |ოპტიმიზაცია | |
|მეორეული მეთოდები[33] |
|წინასწარი და პირველადი დამუშავება |
|ბ) |გათანაბრება |ყველა დამაბინძურებელი |
|გ) |ნეიტრალიზაცია |მჟავები, ტუტეები |
|დ) |ფიზიკური განცალკევება, მაგ., ეკრანები, |მყარი ნივთიერებები, შეწონილი ნაწილაკები ჯამურად |
| |ცხაურები, ქვიშის საცრები, პირველადი დალექვის | |
| |რეზერვუარები | |
|ფიზიკური და ქიმიური დამუშავება |
|ე) |ადსორბცია აქტივირებულ ნახშირზე |ორგანული ნაერთები, PCDD/F-ის და ვერცხლისწყლის ჩათვლით |
|ვ) |დალექვა |გახსნილი მეტალები/მეტალოიდები, სულფატი |
|ზ) |დაჟანგვა |სულფიდი, სულფიტი, ორგანული ნაერთები |
|თ) |იონების მიმოცვლა |გახსნილი მეტალები/მეტალოიდები, |
|ი) |გარე შრის მოცილება |გამწმენდი დამაბინძურებელი ნივთიერებები (მაგ., ამიაკი/ამონიუმი) |
|კ) |უკუოსმოსი |ამიაკი/ამონიუმი, მეტალები/მეტალოიდები, სულფატი, ქლორიდი, ორგანული |
| | |ნაერთები |
|მყარი ნაწილაკების საბოლოო მოცილება |
|ლ) |კოაგულაცია და ფლოკულაცია |შეწონილი მყარი ნაწილაკები, მყარ ნაწილაკებთან დაკავშირებული |
| | |მეტალები/მეტალოიდები |
|მ) |დალექვა | |
|ნ) |ფილტრაცია | |
|ო) |ფლოტაცია | |
ცხრილი 9
BAT-AEL-ები წყლის მიმღებ ობიექტში პირდაპირი ჩაშვებისთვის
|პარამეტრი |პროცესი |ერთეული |BAT-AEL[34] |
| შეწონილი ნაწილაკები (TSS) |FGC |მგ/ლ |10–30 |
| |ნაცრის დამუშავება/წმენდა | | |
|ჯამური ორგანული ნახშირბადი (TOC) |FGC | |15–40 |
| |ნაცრის დამუშავება/წმენდა | | |
|მეტალები და |As |FGC | |0,01–0,05 |
|მეტალოი-დები |Cd |FGC | |0,005–0,03 |
| |Cr |FGC | |0,01–0,1 |
| |Cu |FGC | |0,03–0,15 |
| |Hg |FGC | |0,001–0,01 |
| |Ni |FGC | |0,03–0,15 |
| |Pb |FGC | |0,02–0,06 |
| |Sb |ნაცრის დამუშავება/წმენდა | |0,02–0,9 |
| | |FGC | | |
| |Tl |FGC | |0,005–0,03 |
| |Zn |FGC | |0,01–0,5 |
|ამონიუმის აზოტი (NH4-N) |ნაცრის დამუშავება/წმენდა | |10–30 |
|სულფატი (SO42-) |ნაცრის დამუშავება/წმენდა | |400–1 000 |
|PCDD/F |FGC |ნგ I-TEQ/ლ |0,01–0,05 |
შესაბამისი მონიტორინგისთვის იხ. BAT 6.
ცხრილი 10
BAT-AEL-ები წყლის მიმღებ ობიექტში არაპირდაპირი ჩაშვებისთვის
|პარამეტრი |პროცესი |ერთეული |BAT-AEL[35],[36] |
|მეტალები და |As |FGC |მგ/ლ |0,01–0,05 |
|მეტალოი-დები | | | | |
| |Cd |FGC | |0,005–0,03 |
| |Cr |FGC | |0,01–0,1 |
| |Cu |FGC | |0,03–0,15 |
| |Hg |FGC | |0,001–0,01 |
| |Ni |FGC | |0,03–0,15 |
| |Pb |FGC | |0,02–0,06 |
| | |ნაცრის დამუშავება/წმენდა | | |
| |Sb |FGC | |0,02–0,9 |
| |Tl |FGC | |0,005–0,03 |
| |Zn |FGC | |0,01–0,5 |
|PCDD/F |FGC |ნგ I-TEQ/ლ |0,01–0,05 |
შესაბამისი მონიტორინგისთვის იხ. BAT 6.
1.7 მასალების ეფექტურობა
BAT 35. რესურსების ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ნაცრის მართვას და დამუშავებას FGC-ის ნარჩენებისაგან განცალკევებით.
BAT 36. წიდისა და ნაცრის დამუშავების პროცესის რესურსეფექტურობის ამაღლების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული მეთოდების სათანადო კომბინაციას, რისკების შეფასებაზე დაყრდნობით, წიდისა და ნაცრის სახიფათო მახასიათებლების გათვალისწინებით.
| |მეთოდი |აღწერა |გამოყენებადობა |
|ა) |ეკრანირება და გაცრა |ვიბრაციული ეკრანები და მბრუნავი ეკრანები გამოიყენება ზომის მიხედვით ნაცრის |ზოგადად გამოყენებადია. |
| | |საწყისი კლასიფიკაციისთვის, შემდგომი დამუშავების წინ. | |
|ბ) |დამტვრევა / დანაწევრება |მექანიკური დამუშავების ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს მასალების მომზადებას|ზოგადად გამოყენებადია. |
| | |ლითონების აღსადგენად ან ამ მასალების შემდგომი გამოყენებისთვის, მაგ., გზების | |
| | |მშენებლობისთვის და მიწის სამუშაოებისთვის. | |
|გ) |აერავლიკური განცალკევება|აერავლიკური განცალკევება გამოიყენება მსუბუქი, დაუწვავი ფრაქციების დასალაგებლად,|ზოგადად გამოყენებადია. |
| | |რომლებიც შერეულია ფერფლში მსუბუქი ფრაგმენტების შებერვის შედეგად. | |
| | |ვიბრაციული მაგიდა გამოიყენება ნაცრის ჭურჭელში გადასატანად, სადაც მასალა ხვდება | |
| | |ჰაერის ნაკადში, რომელსაც დაუწვავი მსუბუქი მასალები, როგორიცაა მერქანი, ქაღალდი | |
| | |ან პლასტმასი, გადააქვს ამოსაღებ კენტზე ან კონტეინერში, რათა მასალამ კვლავ | |
| | |გაიაროს ინსინერაცია. | |
|დ) |შავი და ფერადი ლითონების|გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის: |ზოგადად გამოყენებადია. |
| |აღდგენა |— ლითონების განცალკევება მაგნიტით; | |
| | |— ფერადი ლითონების განცალკევება ცვლადი ძაბვის გამოყენებით; | |
| | |— ყველა ლითონის ინდუქციური მეთოდით განცალკევება. | |
|ე) |დაძველება |დაძველების პროცესი ახდენს ნაცრის მინერალური ფრაქციების სტაბილიზებას ატმოსფერული|ზოგადად გამოყენებადია. |
| | |CO2-ის შთანთქმის (კარბონიზაციის) ხარჯზე, ხდება ზედმეტი წყლის მოშორება და | |
| | |დაჟანგვა. | |
| | |მეტალების ამოღების შემდეგ, ნაცარი ინახება ღია ცის ქვეშ, ან დახურულ შენობებში, | |
| | |რამდენიმე კვირის განმავლობაში, ძირითადად სითხეგაუმტარ იატაკზე, რომელიც შემდგომი| |
| | |გაწმენდის მიზნით დრენაჟისა და გამდინარე წყლების შეგროვების საშუალებას იძლევა. | |
| | |შტაბელები შეიძლება დაინამოს, რათა მოხდეს ტენის შემცველობის ოპტიმიზაცია, რაც | |
| | |ხელს უწყობს მარილების გამორეცხვისა და კარბონიზაციის პროცესს. ნაცრის დანამვა | |
| | |ასევე ხელს უწყობს მტვრის ემისიების პრევენციას. | |
|ვ) |გარეცხვა |ნაცრის ნარჩენების გარეცხვა რეციკლირებადი მასალების წარმოების საშუალებას იძლევა |ზოგადად გამოყენებადია. |
| | |ხსნადი ნივთიერებების (მაგალითად, მარილების) მინიმალური გამორეცხვით. | |
1.8 ხმაური
BAT 37. ხმაურის პრევენციის ან, სადაც ეს შეუძლებელია, მისი შემცირების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან მათი კომბინაციის გამოყენებას.
| |მეთოდი |აღწერა |გამოყენებადობა |
|ა) |მოწყობილობებისა და შენობების |ხმაურის დონე შეიძლება შემცირდეს ემიტორსა და |არსებული დანადგარების შემთხვევაში, შეიძლება |
| |სათანადო განლაგება |მიმღებს შორის მანძილის გაზრდით და შენობების |შეზღუდული იყოს მოწყობილობების გადაადგილება |
| | |ეკრანად გამოყენების მეშვეობით. |ადგილის უქონლობის ან დიდი ხარჯის გამო. |
|ბ) |ექსპლუატაციასთან |ეს მოიცავს: |ზოგადად გამოყენებადია. |
| |დაკავშირებული ღონისძიებები |— ხელსაწყოების გაუმჯობესებულ ინსპექტირებას და | |
| | |უკეთეს ტექნიკურ მომსახურებას; | |
| | |— დახურულ ტერიტორიებზე კარებისა და ფანჯრების | |
| | |დახურვას, შესაძლებლობის ფარგლებში; | |
| | |— ხელსაწყოებთან გამოცდილი პერსონალის მუშაობას; | |
| | |— ხმაურის წარმომქმნელი აქტივობების, | |
| | |შესაძლებლობის ფარგლებში, მოქმედი თავიდან | |
| | |აცილებას, მათ შორის მავნე ზემოქმედებას ადამიანის| |
| | |ჯანმრთელობაზე მოქმედი კანონმდებლობითა და | |
| | |ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი პარამეტრების | |
| | |მიხედვით; | |
| | |ტექნიკური მომსახურების დროს ხმაურის კონტროლის | |
| | |უზრუნველყოფას. | |
|გ) |დაბალხმაურიანი ხელსაწყოები |ეს მოიცავს დაბალხმიან კომპრესორებს, ტუმბოებს და |ზოგადად გამოყენებადია, როდესაც არსებული |
| | |ვენტილატორებს. |ხელსაწყოების ჩანაცვლება ხდება, ან როდესაც |
| | | |ამონტაჟებენ ახალ ხელსაწყოებს. |
|დ) |ხმაურის შესუსტება |ხმაურის გავრცელება შეიძლება შემცირდეს წყაროსა და|არსებული დანადგარების შემთხვევაში, |
| | |მიმღებს შორის დაბრკოლების/ბარიერების აღმართვით. |დაბრკოლების აღმართვას შეიძლება ხელი შეუშალოს|
| | |სათანადო ბარიერად მიიჩნევა დამცავი კედლები, |ადგილის უქონლობამ. |
| | |მიწაყრილები და შენობები | |
|ე) |ხმაურის კონტროლის მოწყობილობა|იგი მოიცავს შემდეგს: |არსებული დანადგარების შემთხვევაში, |
| |/ ინფრასტრუქტურა |— ხმაურის შემცირების / ხმაურის დამხშობ |გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს ადგილის |
| | |საშუალებებს მოწყობილობების იზოლაციას; |უქონლობის გამო. |
| | |— ხმაურიანი მოწყობილობის შეფუთვას; | |
| | |— შენობების ხმაგაუმტარი საშუალებებით აღჭურვას. | |
2. მეთოდების აღწერა
2.1 ზოგადი მეთოდები
|მეთოდი |აღწერა |
|კონტროლის თანამედროვე სისტემა |წვის პროცესის ეფექტურობის კონტროლისა და ემისიების პრევენციისა და/ან შემცირების მიზნით, |
| |კომპიუტერიზებული ავტომატიზებული სისტემის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის |
| |პარამეტრების უწყვეტ მონიტორინგსა და კონტროლს. |
|ინსინერაციის პროცესის ოპტიმიზაცია|ნარჩენების მიწოდების სისწრაფისა და მათი შემადგენლობის, ტემპერატურის, მოცულობითი სიჩქარის და |
| |წვისთვის საჭირო ჰაერის პირველადი და მეორადი მიწოდების წერტილების ოპტიმიზაცია, რათა მოხდეს |
| |ორგანული ნაერთების ეფექტური დაჟანგვა და, ამავდროულად, NOX-ის წარმოქმნის შემცირება. |
| |ღუმელის კონსტრუქციისა და ექსპლუატაციის (გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის ტემპერატურა და |
| |ტურბულენტობა, გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის და ნარჩენების გაჩერების დრო, ჟანგბადის დონე, |
| |ნარჩენების შერევა) ოპტიმიზაცია. |
2.2 ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირების მეთოდები
|მეთოდი |აღწერა |
|სახელოიანი ფილტრი |სახელოიანი ან ქსოვილის ფილტრები მზადდება ფოროვანი ან მოთელილი/ნაქსოვი ქსოვილისაგან, რომლის |
| |გავლითაც აირჰაერმტვერნარევი გადის ნაწილაკების დაჭერისა და მოცილების მიზნით. სახელოიანი |
| |ფილტრის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენებისთვის საჭიროა ისეთი ქსოვილის შერჩევა, რომელიც |
| |შეესაბამება გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის მახასიათებლებს და უძლებს მაქსიმალურ სამუშაო |
| |ტემპერატურას. |
|საქვაბეში სორბენტის შეფრქვევა |მაგნიუმის ან კალიუმის ფუძეზე მომზადებული აბსორბენტების მიწოდება მაღალი ტემპერატურის |
| |პირობებში წვის-შემდგომ ზონაში, ნაწილობრივ ამცირებს მჟავა აირების ემისიებს. ეს მეთოდი |
| |განსაკუთრებით ეფექტურია SOX-სა და HF-ის მოსაშორებლად და იგი უზრუნველყოფს დამატებით |
| |სარგებელს, ემისიების პიკების გათანაბრების თვალსაზრისით. |
|კატალიზური სახელოიანი ფილტრები |სახელოიანი ფილტრები გაჟღენთლია კატალიზატორით ან კატალიზატორი უშუალოდ არის შერეული ორგანულ |
| |ნაერთებთან ერთად ბოჭკოებში ფილტრების წარმოებისას. ასეთი ფილტრების გამოყენება შესაძლებელია |
| |როგორც PCDD/F-ის, ისე NH3-ის წყაროსთან კომბინაციაში, NOx ემისიების შესამცირებლად |
|პირდაპირი დესულფურიზაცია |მანგანუმის ან კალციუმის ფუძეზე მომზადებული აბსორბენტის დამატება ღუმელის მდუღარე შრეში. |
|მშრალი სორბენტის დამატება |გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის ნაკადში მშრალი ფხვნილის ფორმით სორბენტის შეტანა და დისპერსია.|
| |ტუტე სორბენტების შეტანა ხდება (მაგ., ნატრიუმის ბიკარბონატი, ჩამქრალი კირი) მჟავა აირებთან |
| |(HCl, HF და SOX) რეაქციაში შესვლის მიზნით. აქტივირებული ნახშირის შეტანა ხდება PCDD/F-ის და |
| |ვერცხლისწყლის ადსორბციის მიზნით. შედეგად მიღებული მყარი ნივთიერებების ამოღება უმრავლეს |
| |შემთხვევაში სახელოიანი ფილტრის მეშვეობით ხორციელდება. შეიძლება მოხდეს განსაკუთრებით მაღალი |
| |რეაქტიულობის მქონე აგენტების რეცირკულაცია მათი მოხმარების შემცირების მიზნით, მას შემდეგ, რაც|
| |მოხდება რეაქტივაცია მომწიფების ან ორთქლის მიწოდების გზით (იხ.BAT 28(ბ)). |
|ელექტროფილტრი |ელექტროსტატიკური ფილტრი იმგვარად მუშაობს, რომ ნაწილაკები იმუხტება და განცალკევდება ელექტრული|
| |ველის ზემოქმედებით. ელექტროსტატიკურ პრესიპიატორებს შეუძლია სხვადასხვა პირობების ფართო |
| |დიაპაზონში მუშაობა. დაბინძურების შემცირების ეფექტურობა ჩვეულებრივ დამოკიდებულია ველების |
| |რაოდენობაზე, ყოფნის დროზე (ზომაზე), და მოწყობილობების მახასიათებლებზე, რომლებიც ნაკადის |
| |აღმასვლისას ნაწილაკების მოცილებისთვის გამოიყენება. |
| |ელექტროსტატიკური პრესიპიტატორი, როგორც წესი, ორიდან ხუთამდე ველს მოიცავს. ელექტროსტატიკური |
| |პრესიპიტატორი შეიძლება ოყოს როგორც მშრალი, ისე სველი ტიპის, რაც დამოკიდებულია ელექტროდებიდან|
| |მტვრის შეგროვების მეთოდებზე. სველი ელექტროსტატიკური პრესიპიტატორი გამოიყენება გაწმენდის |
| |ეტაპზე, სველი სკრუბერების შემდეგ მტვრის ნარჩენებისა და ნაწილაკების მოსაცილებლად. |
|ადსორბცია ფიქსირებული ან მოძრავი |აირჰაერმტვერნარევი გაივლის ფიქსირებული ან მოძრავი შრის მქონე ფილტრს, სადაც ადსორბენტი (მაგ.,|
|შრით |აქტივირებული კოქსი, აქტივირებული ლიგნიტი ან ნახშირბადით გაჟღენთილი პოლიმერი) გამოიყენება |
| |დამაბინძურებლების ადსორბციისთვის. |
|აირჰაერმტვერნარევის რეცირკულაცია |ღუმელში აირჰაერმტვერნარევის ნაწილის რეცირკულაცია, წვისთვის საჭირო ჰაერის ნაწილობრივი |
| |ჩანაცვლების მიზნით, ტემპერატურის დაწევის ორმაგი ეფექტით და O2-ის შემცველობის შეზღუდვით, |
| |რითაც იზღუდება NOX-ის გენერირება. იგი ითვალისწინებს აირჰაერმტვერნარევის მიწოდებას ღუმელიდან |
| |ცეცხლში, რათა შემცირდეს ჟანგბადის შემცველობა და, ამის შედეგად, ცეცხლის ტემპერატურა. |
| |ეს მეთოდი ასევე ამცირებს აირჰაერმტვერნარევის ენერგიის კარგვას. ენერგიის დაზოგვა ასევე ხდება |
| |მაშინ, როდესაც რეცირკულირებული აირჰაერმტვერნარევის ამოღება ხდება FGC-მდე, FGC სისტემაში |
| |აირის ნაკადის შემცირებით და საჭირო FGC სისტემის ზომის შემცირებით. |
|შერჩევითი კატალიზური აღდგენა |აზოტის ოქსიდების შერჩევითი აღდგენა ამიაკით ან შარდოვანათი კატალიზატორის თანხლებით. ეს მეთოდი|
|(SCR) |ეფუძნება NOX-ის დაყვანას აზოტამდე კატალიზატორის შრეში ამიაკთან რეაქციის გზით ოპტიმლური |
| |ტემპერატურის პირობებში − დაახლოებით 200–450 °C მაღალი მტვრის და 170–250 °C კვალის (უმცირესი |
| |რაოდენობის) ტიპისთვის. ზოგადად ამიაკის დამატება ხდება წყლის ხსნარის მეშვეობით; ამიაკის წყარო|
| |ასევე შეიძლება იყოს უწყლო ამიაკი ან შარდოვანას სითხე. შესაძლებელია კატალიზატორის რამდენიმე |
| |შრის დატანა. NOX-ის უფრო მაღალი გარდაქმნის მიღწევა შესაძლებელია კატალიზატორის რამდენიმე შრის|
| |გამოყენებით. |
|შერჩევითი არაკატალიზური აღდგენა |აზოტის ოქსიდის შერჩევითი აღდგენა ამიაკის ან შარდოვანას გამოყენებით, მაღალ ტემპერატურაზე და |
|(SNCR) |კატალიზატორის გარეშე. მეთოდი ეფუძნება NOX-ის გარდაქმნას აზოტად ამიაკთან და შარდოვანასთან |
| |რეაქციის მეშვეობით, მაღალი ტემპერატურის პირობებში. მუშა ტემპერატურა არის 800 °C − 1 000 °C |
| |დიაპაზონში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ოპტიმალური რეაქცია. |
| |SNCR-ის სისტემის ეფექტურობა შეიძლება გაიზარდოს რეაგენტების შეტანის კონტროლით რამდენიმე |
| |შემფრქვევიდან, რასაც ეხმარება (სწრაფად მოქმედი) ტემპერატურის გაზომვის აკუსტიკური ან |
| |ინფრაწითელი სისტემა, რათა მუდამ იქნეს უზრუნველყოფილი რეაგენტის შეტანა ოპტიმალური |
| |ტემპერატურის ზონაში. |
|ნახევრადსველი აბსორბცია |მას ნახევრად მშრალ აბსორბციასაც უწოდებენ. წყლის ტუტე ხსნარი ან სუსპენზია (მაგალითად, კირის |
| |რძე) ემატება აირჰაერნარევის ნაკადს, რათა ჩაიჭიროს მჟავა აირები. წყალი ორთქლდება, ხოლო |
| |რეაქციის პროდუქტი რჩება მშრალი. რეაგენტების დაზოგვის მიზნით შეიძლება მოხდეს მიღებული მყარი |
| |ნივთიერებების რეცირკულირება (იხ.BAT 28(ბ)). |
| |ეს მეთოდი მოიცავს სხვადასხვა სახის კონსტრუქციას, მყისიერი შრობის პროცესების ჩათვლით, რომლის |
| |დროსაც ხდება წყლის შეფრქვევა (რაც უზრუნველყოფს გაზის სწრაფად გაგრილებას) და რეაგენტის შეტანა|
| |ფილტრის შესასვლელში. |
|სველი სკრუბერი |გამოიყენება სითხე, ჩვეულებრივ, წყალი ან წყლიანი ხსნარი/სუსპენზია, რათა მოხდეს მავნე |
| |ნივთიერებათა დაჭერა აირჰაერნარევიდან მჟავა აირების, ასევე სხვა ხსნადი ნაერთების და მყარი |
| |ნივთიერებების აბსორბციის საშუალებით |
| |ვერცხლისწყლის და/ან PCDD/F-ის ადსორბციისთვის, სველ სკრუბერში შეიძლება დამატებული იქნეს |
| |ნახშირის სორბენტი. |
| |სკრუბერის სხვადასხვა კონსტრუქცია არსებობს, მაგალითად, რეაქტიული სკრუბერი, როტაციული |
| |სკრუბერი, ვენტურის სკრუბერი, გამფრქვევი სკრუბერი და თავაკიანი სკრუბერი. |
2.3. წყალში ემისიების შემცირების მეთოდები
|მეთოდი |აღწერა |
|ადსორბცია აქტივირებული ნახშირით |ხსნადი ნივთიერებების (გახსნილი ნივთიერებების) ამოღება ჩამდინარე წყლიდან მყარ, მაღალფოროვან |
| |ნაწილაკებზე (ადსორბენტზე) მათი გადატანის მეშვეობით. აქტივირებული ნახშირი ჩვეულებრივ |
| |გამოიყენება ორგანული ნაერთებისა და ვერცხლისწყლის ადსორბციისთვის. |
|დალექვა |გახსნილი დამაბინძურებელი ნივთიერების გარდაქმნა უხსნად ნაერთად პრესიპიტატორების დამატების |
| |მეშვეობით. წარმოქმნილი მყარი ლექის გამოყოფა შემდგომში ხდება სედიმენტაციის, ფლოტაციის ან |
| |ფილტრაციის მეშვეობით. კირი, დოლომიტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის |
| |სულფიდი და ორგანული სულფიდები არის ტიპური ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მეტალების დასალექად|
| |გამოიყენება. კალციუმის მარილები (კირის გარდა) გამოიყენება სულფატების ან ფტორიდების |
| |დასალექად. |
|კოაგულაცია და ფლოკულაცია |კოაგულაცია და ფლოკულაცია გამოიყენება ჩამდინარე წყლებიდან შეწონილი მყარი ნაწილაკების |
| |გამოსაყოფად და ხშირად თანმიმდევრული ნაბიჯებით ტარდება. კოაგულაცია ხდება კოაგულანტის |
| |დამატებით (მაგალითად, რკინის ქლორიდის), რომელიც დამუხტულია შეწონილი მყარი ნაწილაკების |
| |საწინააღმდეგო მუხტით. ფლოკულაცია ხდება პოლიმერების დამატებით, იმგვარად, რომ მიკროფლოკულანტის|
| |ნაწილაკების შეჯახებამ მათი დაკავშირება გამოიწვიოს, რითაც უფრო მსხვილი ფლოკულანტები |
| |წარმოიქმნება. წარმოქმნილი ფლოკულანტები შემდგომში განცალკევდებიან დალექვის, ჰაერში ფლოტაციის |
| |ან ფილტრაციის მეშვეობით. |
|გათანაბრება |ნაკადებისა და დამაბინძურებელი მასის დაბალანსება რეზერვუარების ან მართვის სხვა ტექნოლოგიების |
| |გამოყენებით. |
|ფილტრაცია |ჩამდინარე წყლისგან მყარი ნივთიერებების გამოყოფა ფოროვან მასალაში გავლის გზით. იგი მოიცავს |
| |სხვადასხვა სახის მეთოდს, მაგ,. ქვიშით ფილტრაცია, მიკროფილტრაცია და ულტრაფილტრაცია. |
|ფლოტაცია |მყარი ან თხევადი ნაწილაკების განცალკევება ჩამდინარე წყლიდან აირის (ძირითადად − ჰაერის) |
| |პატარა ბუშტუკებზე, მათი მიმაგრების მეშვეობით. მცურავი ნაწილაკები გროვდება წყლის ზედაპირზე და|
| |შემდეგ მათი შეგროვება ხდება სკიმერის („ქაფქირის“) მეშვეობით. |
|იონების მიმოცვლა |ჩამდინარე წყლებიდან იონური დამაბინძურებლების შეკავება და მათი ჩანაცვლება უფრო მისაღები |
| |იონებით იონგამცვლელი ფისის გამოყენებით. ხდება დამაბინძურებლების დროებითი შეკავება და შემდეგ |
| |მათი სითხეში გამოთავისუფლება რეგენერაციისთვის ან ხელახალი გარეცხვისთვის. |
|განეიტრალება |ჩამდინარე წყლების pH-ის რეგულირება ნეიტრალურ pH დონემდე (დაახლოებით 7) ქიმიკატების |
| |დამატებით. ნატრიუმის ჰიდროქსიდი (NaOH) ან კალციუმის ჰიდროქსიდი (Ca(OH)2) ჩვეულებრივ |
| |გამოიყენება pH-ის გასაზრდელად, ხოლო გოგირდის მჟავა (H2SO4), მარილმჟავა (HCl) ან |
| |ნახშირორჟანგი (CO2) ზოგადად გამოიყენება pH-ის შესამცირებლად. ზოგიერთი დამაბინძურებლის |
| |დალექვა შეიძლება მოხდეს ნეიტრალიზაციის დროს. |
|დაჟანგვა |დამაბინძურებლის გარდაქმნა ანალოგიურ ნაერთად ქიმიური დამჟანგავი აგენტების მეშვეობით, რომლებიც|
| |ნაკლებად სახიფათოა და/ან მათი მოცილება უფრო იოლია. ჰაერის სველი გაწმენდის სისტემიდან |
| |მიღებული ჩამდინარე წყლების შემთხვევაში, ჰაერი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სულფიტის (SO32–) |
| |დაჟანგვისთვის, რის შედეგადაც მიიღება სულფატი (SO42–). |
|უკუოსმოსი |მემბრანული პროცესი, რომელის დროსაც, მემბრანით განცალკევებულ სექციებს შორის წნევის სხვაობის |
| |შედეგად, წყალი უფრო კონცენტრირებული ხსნარიდან ნაკლებად კონცენტრირებულში გადადის. |
|სედიმენტაცია |შეწონილი მყარი ნივთიერების გამოყოფა გრავიტაციული დალექვით. |
|მოცილება |გამწმენდი დამაბინძურებლების ამოღება (მაგ., ამიაკის) ჩამდინარე წყლებიდან აირის ძლიერ ნაკადთან|
| |კონტაქტის მეშვეობით, რათა მოხდეს მათი გადაყვანა აირად ფაზაში. შემდგომში ხდება |
| |დამაბინძურებელი ნივთიერებების აღდგენა (მაგ., კონდენსირებით) შემდგომი გამოყენებისთვის ან |
| |განთავსებისთვის. მოცილება შეიძლება გაძლიერდეს ტემპერატურის მომატებით ან წნევის შემცირებით. |
2.4 მართვის ტექნიკა
|ტექნიკა |აღწერა |
|სუნის მართვის გეგმა |სუნის მართვის გეგმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ნაწილია (იხ. BAT 1) და იგი მოიცავს: |
| |(ა) სუნის მონიტორინგის ჩატარების ოქმს EN-ის სტანდარტების შესაბამისად (მაგ., დინამიკური |
| |ოლფაქტომეტრი EN 13725-ის შესაბამისად, რათა დადგინდეს სუნის კონცენტრაცია); მას შეიძლება |
| |დაემატოს სუნის ზემოქმედების საზომი/შემფასებელი (მაგ.,EN 16841-1 ან EN 16841-2-ის |
| |შესაბამისად), ან ადამიანის ჯანმრთელობაზე სუნის ზემოქმედების შეფასება; |
| |(ბ) სუნთან დაკავშირებულ ინციდენტებზე მაგ., საჩივრებზე რეაგირების ოქმს; |
| |(გ) სუნის პრევენციის და შემცირების პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია წყაროს |
| |იდენტიფიცირების, წყაროს წვლილის განსაზღვრის და პრევენციული და/ან შემარბილებელი ღონისძიებების|
| |განხორციელების მიზნით. |
|ხმაურის მართვის გეგმა |ხმაურის მართვის გეგმა არის გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ნაწილი (იხ.BAT 1) და იგი მოიცავს:|
| |(ა) ხმაურის მონიტორინგის ჩატარების ოქმს; |
| |(ბ) ხმაურთან დაკავშირებულ ინციდენტებზე, მაგალითად, საჩივრებზე რეაგირების ოქმს; |
| |(გ) ხმაურის პრევენციის და შემცირების პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია წყაროს |
| |იდენტიფიცირების, წყაროს წვლილის განსაზღვრის და პრევენციული და/ან შემარბილებელი ღონისძიებების|
| |განხორციელების მიზნით. |
|ავარიების (უბედური შემთხვევების) |ავარიების (უბედური შემთხვევების) მართვის გეგმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ნაწილია (იხ. |
|მართვის გეგმა |BAT 1) და ახდენს საფრთხეების იდენტიფიცირებას, რომელსაც ხელსაწყო-დანადგარები ქმნის, |
| |განსაზღვრავს თანმდევ რისკებს და ამ რისკებზე რეაგირების ღონისძიებებს. იგი ითვალსიწინებს იმ |
| |დამაბინძურებლების ინვენტარიზაციას − რომლებიც არსებობს ან არის მათი არსებობის ალბათობა − |
| |რომლებმაც შესაძლოა ზემოქმედება იქონიოს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი გავრცელების |
| |შემთხვევაში. გეგმის შემუშავება შესაძლებელია, მაგალითად FMEA (ავარიული რეჟიმის და შედეგების |
| |ანალიზი) მეთოდის და/ან FMECA (ავარიული რეჟიმის, შედეგების და კრიტიკული ასპექტების ანალიზი) |
| |მეთოდის გამოყენებით. |
| |ავარიების/უბედური შემთხვევების მართვის გეგმა მოიცავს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების |
| |შემუშავებას და დანერგვას; გამოვლენისა და კონტროლის გეგმას, რომელიც არის რისკზე დაფუძნებული |
| |და მოიცავს ხანძრის ავტომატური გამოვლენისა და გაფრთხილების სისტემებს; და ხანძრის მართვისა და |
| |კონტროლის მანუალურ და/ან ავტომატურ სისტემებს. ხანძრის პრევენციის, გამოვლენისა და კონტროლის |
| |გეგმა განსაკუთრებით აქტუალურია: |
| |— ნარჩენების შენახვისა და წინასწარი დამუშავების ტერიტორიებისთვის; |
| |— ღუმელის ჩატვირთვის ტერიტორიაზე; |
| |— ელექტრონული კონტროლის სისტემებში; |
| |— სახელოიანი ფილტრებისთვის; |
| |— ფიქსირებული ადსორბციის შრეებში. |
| |ავარიების (უბედური შემთხვევების) მართვის გეგმა, ასევე, მოიცავს (განსაკუთრებით, იმ |
| |დანადგარებისთვის, სადაც ხდება სახიფათო ნარჩენების მიღება), პერსონალის ტრენინგის პროგრამებს |
| |შემდეგ საკითხებზე: |
| |— აფეთქების და ხანძრის პრევენცია; |
| |— ხანძრის ჩაქრობა; |
| |— ქიმიური რისკების შესახებ ცოდნა (მარკირება, კანცეროგენული ნივთიერებები, ტოქსიკურობა, |
| |კოროზია, ხანძარი); |
| |— უბედური შემთხვევის ან სახიფათო ნივთიერების ზემოქმედების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო |
| |დახმარების გაწევა სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, შესაბამისი პირველადი დახმარების |
| |პროცედურების გათვალისწინებით. |
-----------------------
[1] ევროპარლამენტის და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგუალაცია (EC) No 850/2004 მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ და შემასწორებელი დოკუმენტი 79/117/EEC (OJ L 158, 30.4.2004, გვ. 7).
2 ნებისმიერი პარამეტრისთვის, ნიმუშების აღებასთან ან ანალიტიკურ ასპექტთან დაკავშირებული შეზღუდვების შემთხვევაში, მიზანშეწონილი არ არის 30-წუთიან ინტერვალში ნიმუშების აღება/გაზომვა და/ან საშუალო მნიშვნელობის დადგენა სამი მიმდევრობითი გაზომვით და გამოყენებული უნდა იქნეს უფრო შესაბამისი პროცედურა. PCDD/F-სთვის და PCB-ის მსგავსი დიოქსინებისთვის გამოიყენება ნიმუშის აღების პერიოდი 6-დან 8 საათამდე, როდესაც ხდება მოკლევადიანი ნიმუშების აღება.
[2] საერთო EN სატანდარტები უწყვეტი გაზომვებისთვის არის: EN 15267-1, EN 15267-2, EN 15267-3 და EN 14181. EN სტანდარტები პერიოდული გაზომვისთვის მოცემულია ცხრილში ან სქოლიოებში.
[3] პერიოდული მონიტორინგის შემთხვევაში, მონიტორინგის სიხშირე რელევანტური არ არის, როდესაც დანადგარის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ ემისიის გაზომვის მიზნით.
[4] N2O-ის უწყვეტი მონიტორინგის შემთხვევაში გამოიყენება EN-ის უწყვეტი გაზომვის საერთო სტანდარტები.
[5] HF-ის უწყვეტი გაზომვა შეიძლება ჩანაცვლდეს პერიოდული გაზომვებით, მინიმალური სიხშირით − ექვს თვეში ერთხელ, იმ შემთხვევაში, თუ HCl-ის ემისიის დონე საკმარის სტაბილურობას ავლენს. HF-ის პერიოდული გაზომვებისთვის EN-ის სტანდარტი ხელმისაწვდომი არ არის.
[6] დანადგარებისთვის, სადაც ნარჩენების ინსინერაცია ხდება გარანტირებულ დონეზე და ვერცხლისწყლის სტაბილური შემცველობით (მაგ., მართული შემადგენლობის ნარჩენების მონო-ნაკადი), ემისიების უწყვეტი მონიტორინგი შეიძლება ჩანაცვლდეს გრძელვადიანი სტანდარტული პერიოდით (ვერცხლისწყლის გრძელვადიანი სტანდარტული პერიოდისთვის EN სტანდარტი ხელმისაწვდომი არ არის) ან პერიოდული გაზომვებით − მინიმუმ ექვს თვეში ერთხელ. ამ ბოლო შემთხვევაში რელევანტური სტანდარტი არის EN 13211.
[7] მონიტორინგი ეხება მხოლოდ იმ ნარჩენების ინსინერაციას, რომლებიც შეიცავს ბრომირებული ალის ინჰიბიტორებს ან იმ დანადგარებს, რომლებიც იყენებს ‘BAT 31’-ს (დ) ბრომის უწყვეტი მიწოდებით.
[8] მონიტორინგი არ მოითხოვება, თუ დადასტურებულია, რომ ემისიის დონეები საკმარისად სტაბილურია.
[9] მონიტორინგი არ მოითხოვება, როდესაც PCB-ის მსგავსი დიოქსინები დადასტურებულად ნაკლებია 0,01 ნგ WHO-TEQ/ნმ3-ზე.
[10] მონიტორინგის სიხშირე დაშვებულია ექვს თვეში ერთხელ, თუ დადასტურებულია, რომ ემისიის დონეები საკმარისად სტაბილურია.
[11] 24-საათიანი ყოველდღიური, ნაკადის პროპორციული სინჯების კომპოზიტური შერჩევა შეიძლება ჩანაცვლდეს ყოველდღიური წერტილოვანი სინჯების აღებით.
[12] მონიტორინგის სიხშირე დაშვებულია ექვს თვეში ერთხელ, თუ დადასტურებულია, რომ ემისიის დონეები საკმარისად სტაბილურია.
[13] ხდება ანთების დროს დანაკარგის ან ორგანული ნახშირბადის მონიტორინგი.
[14] ელემენტური ნახშირბადი (მაგ., რომელიც განსაზღვრულია DIN 19539-ის შესაბამისად) შეიძლება გამოაკლდეს გაზომვის შედეგს
[15] გამოიყენება ან BAT-AEPL ჯამური ორგანული ნახშირბადის შემცველობისთვის, ან BAT-AEPL აალებაზე დანაკარგისთვის.
[16] BAT-AEPL-ის დიაპაზონის ქვედა ზღვარი შეიძლება მიღწეული იქნეს მაშინ, როდესაც გამოიყენება ფსევდო მდუღარე ძირიანი ან მბრუნავი ღუმელები, რომლებიც წიდის რეჟიმში მუშაობს.
[17] BAT-AEEL-ი მიესადაგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სითბოს აღმდგენი საქვაბე.
[18] BAT-AEEL-ები მთლიანი ელექტროეფექტურობისთვის მიესადაგება მხოლოდ იმ დანადგარებს და დანადგარების ნაწილებს, რომლებიც ელექტროენერგიას აწარმოებენ კონდენსატორული ტურბინის მეშვეობით.
[19] BAT-AEEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება მიღწეული იქნეს BAT 20 (ვ)-ის გამოყენების დროს.
[20] BAT-AEEL-ები მთლიანი ენერგოეფექტურობისთვის მიესადაგება მხოლოდ იმ დანადგარებს და დანადგარების ნაწილებს, რომლებიც აწარმოებენ მხოლოდ სითბოს ან ელექტროენერგიას ისეთი ტურბინებით, რომლებსაც აქვთ წნევის საწინააღმდეგო სისტემა და იყენებენ ტურბინიდან გამომავალ სითბოს და ორთქლს.
[21] მთლიანი ენერგოეფექტურობა, რომელიც მეტია BAT-AEEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარზე (100%-ზე მეტიც კი), შეიძლება მიღწეულ იქნეს იქ, სადაც გამოიყენება გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის კონდენსაცია.
[22] კანალიზაციის შლამის ინსინერაციისთვის, საქვაბის ეფექტურობა განსაკუთრებით არის დამოკიდებული საკანალიზაციო შლამში წყლის შემცველობაზე, რომელიც ღუმელში მიეწოდება.
[23] არსებული დანადგარებისთვის, რომლებიც სახიფათო ნარჩენების ინსინერაციისთვის არის განკუთვნილი და რომლებსაც არ მიესადაგება სახელოიანი ფილტრი, BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი არის 7 მგ/ნმ3.
[24] BAT-AEL-ის დიაპაზონის დაბალი ზღვარი შეიძლება მიღწეული იქნეს სველი სკრუბერის გამოყენებისას; დიაპაზონის მაღალი ზღვარი შეიძლება დაკავშირებული იყოს მშრალი სორბენტის გამოყენებასთან.
[25] BAT-AEL-ის დიაპაზონის ქვედა ზღვარი შეიძლება მიღწეული იქნეს SCR-ის გამოყენებით. BAT-AEL-ის დიაპაზონის ქვედა ზღვარის მიღწევა შეიძლება არ მოხდეს, როდესაც ინსინერაციას დაქვემდებარებულ ნარჩენში აზოტის მაღალი შემცველობაა (მაგ., ორგანული აზოტის ნაერთების შემცველი ნარჩენები).
[26] BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი არის 180 მგ/ნმ3, სადაც SCR-ი არ გამოიყენება.
[27] არსებული დანადგარებისთვის, რომლებიც აღჭურვილია SNCR-ით სველი გაწმენდის ტექნოლოგიის გარეშე, BAT-AEL დიაპაზონის ზედა ზღვარი არის 15 მგ/ნმ3.
[28] მიესადაგება PCDD/F-ის ან PCDD/F + PCB-ის მსგავსი დიოქსინებისთვის განსაზღვრული BAT-AEL.
[29] BAT-AEL-ი არ მიესადაგება, თუ დადასტურებულია, რომ ემისიების დონეები საკმარისად სტაბილურია.
[30] მიესადაგება BAT-AEL-ი დღიური საშუალოსთვის ან საშუალო სტანდარტული პერიოდისთვის, ან BAT-AEL გრძელვადიანი სტანდარტული პერიოდისთვის. გრძელვადიანი სტანდარტული პერიოდის BAT-AEL-ი შეიძლება მიესადაგებოდეს იმ დანადგარებსაც, სადაც ნარჩენების ინსინერაცია დადასტურებულად ხდება ვერცხლისწყლის დაბალი და სტაბილური შემცველობის ფონზე (მაგ., კონტროლირებული შემადგენლობის ნარჩენების მონო-ნაკადები).
[31] BAT-AEL-ის დიაპაზონის დაბალი ზღვარი შეიძლება მიღწეული იქნეს, როდესაც:
— ნარჩენების ინსინერაცია დადასტურებულად ხდება ვერცხლისწყლის დაბალი და სტაბილური შემცველობის ფონზე (მაგ., კონტროლირებული შემადგენლობის ნარჩენების მონო-ნაკადები), ან
— ვერცხლისწყლის პიკური ემისიების სიტუაციის შექმნის პრევენცია ან შემცირება ხდება არასახიფათო ნარჩენების ინსინერაციისას. BAT-AEL-ის დიაპაზონის მაღალი ზღვარი შეიძლება დაკავშირებული იყოს მშრალი სორბენტის დამატებით გამოყენებასთან.
[32] ტექნიკის აღწერა მოცემულია 2.3 პუნქტში
[33] გასაშუალოების პერიოდები განსაზღვრულია ზოგად დებულებებში.
[34] გასაშუალოების პერიოდები განსაზღვრულია ზოგად დებულებებში.
[35] ეს BAT-AEL-ები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული, თუ დინების ქვემო ნაწილში დამონტაჟებული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა სათანადოდ არის დაპროექტებული და აღჭურვილი შესაბამისი დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცირებისთვის, იმ პირობით, რომ იგი არ იწვევს გარემოს უფრო მეტად დაბინძურებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე?
- „ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მიღებულია 05.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №483. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.026033.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე, №483, 05.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.026033 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7017357/
ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება