„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.158.016710
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2026  წლის 5 ოქტომბერი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 03/08/2026, 010260020.35.158.016696) დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის  „ა“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ა) მერიის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის  საჭირო საორგანიზაციო საკითხთა მოგვარება  და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა;  უზრუნველყოფს დაწესებულებაში წესრიგსა და  ტექნიკურ უსაფრთხოებასთან  დაკავშირებული საკითხების მონიტორინგს;“

2. მე-7 მუხლის „ლ“, „მ“, „ნ“  და „ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-8 მუხლის  „კ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„კ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე, კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ  ერთეულში  თვითმმართველი  ერთეულის ქონების  აღრიცხვას;“.

4. მე-8 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-8 მუხლის  „პ“, „ჟ“, „რ“ და  „ს“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. მე-8 მუხლის ,„ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-8 მუხლის  „ქ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ქ) მუშაობს ქალთა და გოგონათა ცნობიერების გაზრდაზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების  საკითხებზე;“

8. მე-8 მუხლის  „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე-8 მუხლის  „ც“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ც) მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა პროგრამაზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, რომელთა შესახებ დაინტერესებულ მოქალაქეებს აწვდის  ინფორმაციას; ამ მიზნით ხელს უწყობს ქალთა სამოქალაქო და ეკონომიკური შესაძლებლობის გაძლიერებას, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო შეხვედრების მოწყობას;“.

10. მე-8 მუხლის  „ძ“  ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. მე-9 მუხლის  „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„გ) მერიის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკურ და საცნობარო უზრუნველყოფას; მერიის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას, თვითმმართველი ერთეულის მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზებას;“

12. მე-9 მუხლის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ო) მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას; მერიაში დაგეგმილი შეხვედრების, თათბირების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას;

პ) საგარეო ვიზიტების ორგანიზების  პროცესში მხარეებს შორის კომუნიკაციას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  და გავრცელდეს 2026 წლის 14 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი სვანიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.10.2026.
როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 05.10.2026. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.158.016710.
სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №30, 05.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016710 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7017426/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება