1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად (დელეგირებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ბავშვის უფლებათა კოდექსით და სხვა საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება) სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული  მიზნობრივი ტრანსფერი, 1739,53785ათასი ლარი მიიმართოს:

ა) ა(ა)იპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის“ მიერ, დელეგირებული უფლებამოსილებით 2026 წელს განსახორციელებელი სავალდებულო ღონისძიებებისათვის გამოიყო 290,19285 ათასი ლარი (2026 წლის ტრანსფერი), ხოლო აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად ხელმისაწვდომი საერთო თანხა შეადგენს 317,36 ათას ლარს (მათ შორის 27,16715 ათასი ლარი 2025 წლის ტრანსფერის ნაშთი).

ბ) №620 27/03/2026 წლის საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, „მუნიციპალიტეტებისათვის მიზნობრივი ტრანსფერის გამოყოფის შესახებ“,  დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით,  მიზნობრივი ტრანსფერი 20.0 ათასი ლარი

გ) დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით  მიზნობრივი ტრანსფერი პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდებისთვის  175,392 ათასი ლარი

დ) №2260 29/12/2025 წლის საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მიზნობრვი ტრანსფერის სახით განისაზღვრა 705,714 ათასი ლარი.

ე) №2260 29/12/2025 წლის საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სისტემის განვითარების მიზნით, მიზნობრვი ტრანსფერის სახით განისაზღვრა 33,989 ათასი ლარი.

ვ) №2260 29/12/2025 წლის საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შეყიდვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ტრანსფერის სახით განისაზღვრა 514,25ათასი ლარ