თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/24250-26
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/24250-26
საქმე №330211926013226739
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2026 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ქეთევან კურცხალია
განმცხადებელი (მოვალე) – შპს „აკვაენერჯი“
წარმომადგენელი (დირექტორი) – დავით კობერიძე
მოთხოვნა – რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა
განმცხადებელი – სერგი ჯორბენაძე
მოთხოვნა – თვითაცილება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რეაბილიტაციის ზედამხედველის სერგი ჯორბენაძის თვითაცილების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2026 წლის 2 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „აკვაენერჯის“ წარმომადგენელმა დავით კობერიძემ, შპს „აკვაენერჯის“ მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნისა და მოვალის მართვაში დატოვების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი წარმოდგენილ განცხადებაზე და განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა. 2026 წლის 11 სექტემბრის განცხადებით შპს „აკვაენერჯის“ მიერ აღმოფხვრილ იქნა დადგენილი ხარვეზი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შპს „აკვაენერჯის“ განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი. შპს „აკვაენერჯის“ მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი. შპს „აკვაენერჯის“ დირექტორი, დავით კობერიძე (პ/ნ 01019011112), დარჩა მართვაში. შპს „აკვაენერჯის“ (ს/ნ 400123898) რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – სერგი ჯორბენაძე, რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე.
2026 წლის 23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას თვითაცილების თაობაზე განცხადებით მომართა რეაბილიტაციის ზედამხედველმა სერგი ჯორბენაძემ.
განმცხადებლის განმარტებით, 2026 წლის 22 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც დაინიშნა შპს „აკვაენერჯის“ რეაბილიტაციის ზედამხედველად (საქმე №2/24250-26). როგორც მოვალის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, კრედიტორული მოთხოვნების ჯამური ოდენობა შეადგენს 64 407 632,5 ლარს, საიდანაც 32 350 487,5 ლარი არის კონკრეტულ კრედიტორთა მოთხოვნები, რომელიც მიმდინარე ვალდებულებადაა მოხსენიებული, ხოლო, დარჩენილი 32 057 145 ლარი − სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაკისრებული ვალი. თავის მხრივ, სასამართლო გადაწყვეტილება ეხება შპს „აკვაენერჯისა“ (ერთ-ერთი მოპასუხე) და შპს „ბლექს სი ენერჯის“, შპს „სქაი უოთერსა“ და შპს „კომპანია ბლექ სი გრუპს“ შორის არსებულ დავას, სადაც მოსარჩელის მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ განმცხადებელი წარმოადგენს სასამართლო მედიატორს და 2022 წლიდან ეწევა მედიატორის საქმიანობას. აღნიშნულის ფარგლებში, 2024 წელს, გადაეცა საქმე, რომელიც სწორედ შპს „აკვაენერჯისა“ (როგორც ერთ-ერთი მოპასუხისა) და შპს „ბლექს სი ენერჯის“, შპს „სქაი უოთერსა“ და შპს „კომპანია ბლექ სი გრუპს“ შორის არსებულ დავას ეხებოდა. მხარემ (წინამდებარე საქმეში კრედიტორმა) ის დაასახელა მედიატორად. როგორც შპს „აკვაენერჯის“ განმარტებიდან იკვეთება, მოვალის მხრიდან გადახდისუუნარობის რეჟიმის გახსნაში უდიდესი როლი ითამაშა სწორედ ამ დავამ (თანდართული სახით შესაბამისი გადაწყვეტილებაცაა წარმოდგენილი).
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ როგორც მედიატორს, დასახელებულ მედიაციაში რაიმე სახის ანაზღაურება არ მიუღია. როგორც აღინიშნა, მედიაციის პროცესი დაიწყო 2024 წლის ზაფხულში, რომელიც არ დასრულდა მხარეთა ურთიერთშეთანხმებით (რაც იკვეთება მოწოდებული მასალებითაც). 2024 წლის 29 აგვისტოს სასამართლოს ორივე მედიატორმა მიმართა შეტყობინებით, რომ „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ელი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიატორებმა მედიაციის გაგრძელება არაგონივრულად და გაუმართლებლად მიიჩნიეს, შესაბამისად, შეწყდა მედიაციის საქმის წარმოება (მედიაცია დასრულდა).
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეაბილიტაციის ზედამხედველის მიმართ აუცილებლად უნდა გააჩნდეთ მხარეებს ნდობა და არ უნდა არსებობდეს რაიმე ეჭვი. აღნიშნულის გათვალისწინებით განცხადების მოთხოვნას წარმოადგენს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის (რეაბილიტაციის ზედამხედველის) თვითაცილება.
სასამართლო გაეცნო სერგი ჯორბენაძის შუამდგომლობას თვითაცილების თაობაზე, რის შემდეგაც მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი საპროცესო ნორმები. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი ითვალისწინებს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილების/თვითაცილების საკითხს და აკეთებს ჩამონათვალს, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი აღნიშნული ნორმის გამოყენება. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი არ შეიძლება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში დაინიშნოს მმართველად/რეაბილიტაციის ზედამხედველად/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველად, თუ ის: ა) ამ საქმეში თვითონ არის მხარე ან მას აღნიშნული საქმის რომელიმე მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; გ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაინტერესებული ამ საქმის შედეგით ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც მის მიუკერძოებლობას საეჭვოს ხდის. ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აცილების საფუძვლის არსებობისას გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აცილების საფუძვლის არსებობისას გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს და მიუთითოს შესაბამისი საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი წარმოადგენს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით შერჩეული რეაბილიტაციის ზედამხედველ პირს, რომელმაც სასამართლოს მომართა მოტივირებული და არგუმენტირებული შუამდგომლობით თვითაცილების შესახებ.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი არის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, პროფესიული წრეების წარმომადგენელი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი. იგი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი. გაკოტრების მმართველის მიერ აღნიშნული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობისას მნიშვნელოვანია, რომ მისი მიუკერძოებლობა ნათლად იქნეს აღქმული საზოგადოების მხრიდან, განსაკუთრებული როლი კი აღნიშნულ შემთხვევაში ენიჭება მხარეს, რომელსაც არ უნდა გაუჩნდეს ეჭვი ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რათა დაცული იყოს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის უმთავრესი პრინციპები, საფრთხე არ შეექმნას კანონის მიზნის მიღწევასა და არ შეეშალოს ხელი კრედიტორთა დაკმაყოფილების ჯეროვან პროცესს უნდა დაკმაყოფილდეს რეაბილიტაციის ზედამხედველის სერგი ჯორბენაძის შუამდგომლობა თვითაცილების თაობაზე.
განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის შესაბამისად ირჩევა ახალი გადახდიუუნარობის პრაქტიკოსი, ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გადახდისუუნარობის საქმეზე მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი შეირჩევა ავტომატურად, მისი შესარჩევი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შპს „აკვაენერჯის“ რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – ნიკოლოზ აბუთიძე, რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11, მე-12,47-ე, 99-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი, რეაბილიტაციის ზედამხედველი – სერგი ჯორბენაძე (პ/ნ 01008028649) აცილებულ იქნეს საქმიდან.
2. შპს „აკვაენერჯის“ (ს/ნ 400123898) რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – ნიკოლოზ აბუთიძე (პ/ნ 01002023923, ქ. თბილისი, აბაშიძის ქუჩა N34, 597734773, abutidze@jgc.ge), რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.
3. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
4. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/).
მოსამართლე ქეთევან კურცხალია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/24250-26“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/24250-26“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/24250-26“?
- „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/24250-26“ მიღებულია 29.09.2026. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/24250-26.
- სად არის „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/24250-26“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/24250-26“, №2/24250-26, 29.09.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7018085/