მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2026 წლის 6 ოქტომბერი ქ. ზესტაფონი |
|
მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების და ასევე მათი რეალიზაციის წესს და პირობებს.
მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია დაუშვებელია ქალაქ ზესტაფონის ცენტრალურ და მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე შემდეგი კონფიგურაციით:
ა) დავით აღმაშნებელის, შოთა რუსთაველისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთით არსებულ კვარტალში;
ბ) დავით აღმაშნებელის, გიორგი ჭანტურიას, მეგობრობის, ზაპოროჟიეს და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთით არსებულ კვარტალში;
გ) ზაპოროჟიეს, ფარნავაზ მეფის, შოთა რუსთაველის და მეგობრობის ქუჩის შოთა რუსთაველის ქუჩასთან დამაკავშირებელის საავტომობილო გზის კვეთით არსებულ კვარტალში;
დ) დავით აღმაშნებელის, თამარ მეფის ,ძმები არჩილ და იუზა ცქიტიშვილების და სტაროსელსკის ქუჩების კვეთით არსებულ კვარტალში;
1. ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს ამტვერებადი მასალის ნიადაგში მოხვედრას.
2. განთავსების ან/და რეალიზაციისთვის განკუთვნილი შენობა ნაგებობის იზოლაცია უნდა მოხდეს იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს ამტვერებადი მასალისგან წარმოქმნილი მტვერის ატმოსფერულ ჰაერში მოხვედრა.
3. ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და სარეალიზაციო ადგილზე განთავსება ან/და დატვირთვა უნდა მოხდეს შენობა- ნაგებობის დახურულ სივრცეში ისე, რომ გამორიცხული იყოს განთავსების ან/და დატვირთვის დროს ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მტვერის ნიადაგში მოხვედრა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევა.
1. ადვილად აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებების განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შენობაში ან ნაგებობაში, რომელიც აკმაყოფილებს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით განსაზღვრულ დიდი საფრთხის შემცველი ჯგუფისთვის დადგენილ პირობებსა და მოთხოვნებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადვილად აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებები გულისხმობს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით განსაზღვრულ ადვილად აალებად და ფეთქებად ნივთიერებებს.
მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია:
ა) იმ შენობაში ან ნაგებობაში რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მასალის ან მისგან გამოჟონილი ნივთიერების ნიადაგში მოხვედრას;
ბ) იმ ტერიტორიაზე, რომელიც შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მასალის ან მისგან გამოჟონილი ნივთიერების ნიადაგში მოხვედრას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“?
- „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 06.10.2026. მიმღები ორგანო — ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.127.016539.
- სად არის „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“, №33, 06.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016539 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7018756/