საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №17 |
| 2026 წლის 6 ოქტომბერი |
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
|
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებებით.
4. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივი პროგრამებისა და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით:
ა.ა) შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და შერჩეულ პროექტებზე შესრულებული სამუშაოების ადგილზე დათვალიერება;
ა.ბ) მინისტრისათვის პროგრამის მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის მომზადება;
ა.გ) საჭიროების შემთხვევაში პროექტის მიმდინარეობის თაობაზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ა.დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო/პრევენციული ღონისძიებების მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით:
ბ.ა) საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის ადგილზე დათვალიერება;
ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო/პრევენციული სამუშაოების ფაქტობრივი მიმდინარეობის გადამოწმება;
ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო, აგრეთვე პრევენციული სამუშაოების შესახებ მინისტრისათვის ანგარიშის წარდგენა;
ბ.დ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სამინისტროს უფლებამოსილების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
დ) სამინისტროში შემოსული და დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა, შესაბამისი პასუხის მომზადება და ამ მიზნით შესაბამისი კორესპონდენციის გადაგზავნის უზრუნველყოფა სხვა დაწესებულებაში;
ე) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
დეპარტამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შედის:
ა) ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის სამმართველო;
ბ) მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის სამმართველო.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივი პროგრამებისა და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით:
ა.ა) შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და შერჩეულ პროექტებზე შესრულებული სამუშაოების ადგილზე დათვალიერება;
ა.ბ) მინისტრისათვის პროგრამის მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის მომზადება;
ა.გ) საჭიროების შემთხვევაში პროექტის მიმდინარეობის თაობაზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ა.დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო/პრევენციული ღონისძიებების მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით:
ბ.ა) საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის ადგილზე დათვალიერება;
ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო/პრევენციული სამუშაოების ფაქტობრივი მიმდინარეობის გადამოწმება;
ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო, აგრეთვე პრევენციული სამუშაოების შესახებ მინისტრისათვის ანგარიშის წარდგენა;
ბ.დ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, მუნიციპალიტეტებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ, „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილების საფუძველზე წარდგენილი ცხრილი №3-ით განსაზღვრული CPV კოდების (45100000, 45200000, 45300000, 45400000) ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე შესყიდვის ობიექტის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის მიღება და კოორდინაცია;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ინფორმირების მიზნით წარდგენილ დოკუმენტებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
გ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
გ) წარმოადგენს დეპარტამენტს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) მინისტრს ან კურატორი მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდგომი რეაგირებისათვის განსახილველად წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან კურატორი მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) მინისტრს ან კურატორი მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
გ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას;
დ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
ე) ახდენს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ასრულებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
1. დეპარტამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს შესაბამის სამმართველოში შესულ კორესპონდენციას;
გ) ანაწილებს დავალებებს შესაბამისი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს შესაბამისი სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას და აკონტროლებს შესაბამისი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულებას;
ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
1. დეპარტამენტის შესაბამის საჯარო მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები:
ა) ახორციელებენ დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილებას;
ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე;
გ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულნი არიან დაიცვან წინამდებარე დებულება და საქართველოს კანონმდებლობა;
დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
5. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, მინისტრის გადაწყვეტილებით, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2. დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, მინისტრის გადაწყვეტილებით.
3. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსების ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ, მინისტრის გადაწყვეტილებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 06.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.105.016017.
- სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №17, 06.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.105.016017 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7018989/