„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/369
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016973
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/369

2026 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


 


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 07/03/2014, 040030000.22.024.016315) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა.“;

ბ) მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ტექნოლოგიური ჰაბებისა და პარკების, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების, აქსელერატორების, ბიზნესინკუბატორების, ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრებისა და სამეცნიერო ტექნოლოგიური მუზეუმების შექმნა და განვითარების ხელშეწყობა;“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი4“ ქვეპუნქტი:

„ი4 ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

1. ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) ინოვაციების საზოგადოებისა და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში;

ბ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირებას როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში, ასევე ინფორმაციულ ტექნოლოგიური ბიზნესის და ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას;

გ) ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და განათლების ხელშეწყობას;

დ) სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას, მიზნობრივი პროგრამების განხორციელების გზით;

ე) სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო საერთაშორისო კავშირების დამყარების ხელშეწყობას, საქართველოს ბიზნესკლიმატის უპირატესობების პოპულარიზაციას;

ვ) ანგელოზი ინვესტორების ქსელების განვითარების სტიმულირებას;

ზ) ციფრული ეკონომიკის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის საჭირო მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებას;

თ) საქართველოს მოქალაქეებისთვის ხარისხიან IT განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის შესაბამისი პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;

ი) IT საზოგადოების შექმნის ხელშეწყობას, საჭირო კავშირების დამყარებას და საერთაშორისო IT კომპანიების ქვეყანაში შემოყვანის ხელშეწყობას.

2. სტარტაპ ეკოსისტემის მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) სტარტაპ ეკოსისტემის მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებას, ადმინისტრირებას, მართვასა და მონიტორინგს;

ბ) სტარტაპების შექმნისა და ზრდის მხარდაჭერას სპეციალიზებული პროგრამების მეშვეობით, ასევე სტარტაპების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობას;

გ) სტარტაპების ფინანსებზე წვდომის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.

3. საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას;

ბ) საელჩოებთან, დიასპორებთან, დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობას ინფორმაციის გაცვლის, საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისა და საჭირო კავშირების დამყარების მიზნით;

გ) რელევანტურ სტრატეგიულ ქსელებსა და პლატფორმებში სააგენტოს ინტეგრაციის ხელშეწყობას;

დ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების იდენტიფიცირებას;

ე) სააგენტოს საქმიანობისთვის რელევანტური საერთაშორისო ინდექსების სისტემური ანალიზისა და მიღწეული შედეგების პერიოდული მონიტორინგის განხორციელებას;

ვ) ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით პოლიტიკის დოკუმენტების (მათ შორის, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, კონცეფციების) შემუშავებას. 

4. ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) სააგენტოს ბიუჯეტის დაგეგმვისა და მისი შესრულების უზრუნველყოფას;

ბ) სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფას;

გ) სააგენტოს ბალანსზე არსებული აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვა/კონტროლსა და ინვენტარიზაციას, მათ ჩამოწერასა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა და საკუთარი შემოსავლების ფარგლებში სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადებას, შესყიდვის პროცედურების კოორდინაციასა და კონტროლს;

ე) სააგენტოს სამუშაო პირობების მატერიალურ-ტექნიკური და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას, მშენებლობის, მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, რეკონსტრუქციის სამუშაოთა ორგანიზებას;

ვ) სააგენტოს კუთვნილი ან მისთვის გადმოსაცემი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული საქმიანობა;

ზ) სააგენტოში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ქსელური ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფას;

თ) სააგენტოს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით ხელშეკრულებების, საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და მათ სამართლებრივ ექსპერტიზას, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ანალიზსა და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, სააგენტოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას მესამე პირებთან ურთიერთობებში და სააგენტოს წარმომადგენლობას ყველა ინსტანციის სასამართლოში, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივ უზრუნველყოფას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

ი) ადამიანური რესურსების მართვის პროცედურების შემუშავება/განახლებასა და აღნიშნული პროცედურების შესაბამისად საქმიანობის წარმართვას; პერსონალის განვითარების საჭიროებათა  დადგენასა და მხარდაჭერას; შერჩევის პროცესის მართვას; თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემის შემუშავებასა და განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფას; საერთო-საორგანიზაციო, მივლინებების, შვებულებების, დანიშვნა-გათავისუფლების საკადრო ბრძანებებისა და ხელშეკრულებების მომზადების უზრუნველყოფას;

კ) საქმისწარმოების წესების შესაბამისად ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფას; სააგენტოში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელებას;

ლ) სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებზე პასუხს.

5. ტექნოპარკების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) ადგილობრივი დამწყები ინოვაციური მეწარმეებისა და ტექნოლოგიური სტარტაპების საქმიანობისა და პროცესების ანალიზს, ტექნოპარკების შესაბამისი დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავებას;

ბ) ადგილობრივი ინოვაციური საზოგადოებისა და ეკოსისტემის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების, მათ შორის, სტარტაპ ინკუბატორების, ტრენინგების, კონკურსების, სამეწარმეო და ტექნოლოგიური კვირეულების, ბანაკების და სხვა ტიპის პროექტების ინიციირებას, დაგეგმვას, განხორციელებასა და მონიტორინგს;

გ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათ შორის სხვადასხვა საგანმანათლებლო და საკონკურსო ტიპის პროგრამების განხორციელების გზით, რომელიც თანამედროვე უნარების განვითარებას ემსახურება, როგორიც არის ინოვაციური მეწარმეობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ციფრული ტექნოლოგიები, STEAM დისციპლინები და სხვა;

დ) ტექნოპარკების სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიების (ფაბლაბი) ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებისკენ და ტექნოლოგიური პროტოტიპების შექმნისკენ მიმართული ღონისძიებების ინიციირებას, დაგეგმვასა და განხორციელებას;

ე) ტექნოპარკების სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების (ფაბლაბი), საერთო სამუშაო სივრცეების, საკონფერენციო და სატრენინგო სივრცეების, ასევე სამეცნიერო ტექნოლოგიური მუზეუმის მართვას. 

6. მონაცემთა ანალიტიკისა და პროგნოზირების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) სააგენტოს პროგრამების და პროექტების ეფექტურობის შეფასებისთვის ანალიტიკური ჩარჩოს ჩამოყალიბებას, შეფასების ინდიკატორების და მეტრიკების შემუშავებასა და მათ პერიოდულ განახლებას;

ბ) პროგრამების ეფექტურობის გამოსათვლელად საჭირო სტატისტიკური და სხვა მონაცემების განსაზღვრას, მათი შეგროვების სისტემის ჩამოყალიბებასა და პერიოდულ განახლებას;

გ) პროექტების ეფექტურობის შეფასებისთვის საჭირო მონაცემების შეგროვებასა და მათ ანალიზის;

დ) სააგენტოს პროგრამების შედეგების პერიოდულ გაზომვასა და შედეგებზე დაყრდნობით პროგრამის სრულყოფისათვის განსახორციელებელი ცვლილებების ინიიცირებას;

ე) ახალი პროგრამების საჭიროების გამოვლენა ინოვაციების ეკოსისტემის გასაძლიერებლად;

ვ) კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადებას;

ზ) რელევანტურ საკითხებზე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას;

თ) სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების განხორციელებას.

7. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) სააგენტოს საქმიანობის მარკეტინგულ მხარდაჭერას და პოპულარიზაციას;

გ) სააგენტოს საკომუნიკაციო არხების განვითარებასა და პროცესების მართვას;

დ) მედიასთან ურთიერთობას, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სააგენტოს საქმიანობისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;

ე) სააგენტოს სოციალური ქსელების მართვასა და კონტენტის შექმნას;

ვ) სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას;

ზ) კომუნიკაციურ აუდიტს, მედიამონიტორინგსა და ანალიზს.

8. ინოვაციური სტატუსების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) სტატუსების მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას;

ბ) სტატუსების მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას;

გ) სტატუსების გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას;

დ) ინოვაციების რეესტრის წარმოებას;

ე) სტატისტიკისა და ანალიზის წარმოებას, აგრეთვე სტატუსებთან დაკავშირებულ მხარდამჭერ მექანიზმებთან მიმართებით რეკომენდაციების მომზადებას;

ვ) სტატუსების პორტალის ადმინისტრირებას.“.

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.10.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/369. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.024.016973.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1-1/369, 06.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016973 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7019204/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 06.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება