„სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების და სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 22 ნოემბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №76 |
|
2026 წლის 12 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების და სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 22 ნოემბრის №71 ბრძანებით (ვებგვერდი, 25/11/2021; სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016927) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ხომალდის მოდერნიზაციის შემთხვევაში მფლობელმა სერტიფიკატის შეცვლის მიზნით უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის გამოცვლის შესახებ განაცხადი’’ (დანართი №7); ბ) სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი (დანართი №6); გ) ხომალდის მოდერნიზაციის დროს ჩატარებული სამუშაოების აქტი ან მისი დამოწმებული ასლი; დ) ადრე გაცემული სერტიფიკატი.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ხომალდის სარეგისტრაციო ნიშნის შეცვლის შემთხვევაში მფლობელმა სერტიფიკატის შეცვლის მიზნით, უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) „სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის გამოცვლის შესახებ განაცხადი“ (დანართი №7); ბ) ადრე გაცემული სერტიფიკატი.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველ, მე-2 და 21 პუნქტებში მითითებული შესაბამისი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემდეგ სამინისტრო: ა) ხომალდის მფლობელის შეცვლის შემთხვევაში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სერტიფიკატის უკანა მხარეს (დანართი №2 (უკანა მხარე)); ბ) ხომალდის მოდერნიზაციის ან/და სარეგისტრაციო ნიშნის შეცვლის შემთხვევაში იბრუნებს ადრე გაცემულ სერტიფიკატს და გასცემს ახალ სერტიფიკატს.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების და სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 22 ნოემბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების და სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 22 ნოემბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების და სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 22 ნოემბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების და სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 22 ნოემბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №76. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.017510.
- სად არის „სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების და სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 22 ნოემბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების და სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 22 ნოემბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №76, 12.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017510 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7019451/