თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი’’ ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.126.016517
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №61

2026 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თერჯოლა

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში (ვებგვერდი: https://matsne.gov.ge/, 07/11/2018 წ., სარეგიტრაციო კოდი: 010250000.35.126.016286) „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი“, კერძოდ:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი“.

2. დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი“.

3. დადგენილების დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულება

ეს წესი განსაზღვრავს წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების პირობებსა და წესს.“.

4. დადგენილების დანართის მე-2  მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიურ (პარალიმპიურ) თამაშებში თერჯოლის ან საქართველოს სახელით მოასპარეზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტსმენი და/ან საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე ა(ა)იპ – თერჯოლის სპორტული სკოლისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II ან III ადგილი;“.

5. დადგენილების დანართის მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ზ“ ქვეპუნქტი.

6. დადგენილების დანართის მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. წარმატებული  სპორტსმენისა  და  წარმატებული  მწვრთნელის  დაჯილდოება

 1. წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი  – 600 ლარი; II ადგილი – 500; III – 400 ლარი;

ბ) საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირზე: I ადგილი – 700 ლარი, II ადგილი – 600 ლარი, III ადგილი – 500 ლარი;

გ) ევროპის ჩემპიონატზე: I ადგილი – 2 000 ლარი, II ადგილი – 1 500 ლარი, III ადგილი – 1 000 ლარი;

დ) მსოფლიო ჩემპიონატზე: I ადგილი – 4 000 ლარი, II ადგილი – 3 000 ლარი, III ადგილი – 2 000 ლარი;

 ე) ოლიმპიურ (პარალიმპიურ) თამაშებზე: I ადგილი – 8000 ლარი, II ადგილი – 6 000 ლარი, III ადგილი – 4 000 ლარი.

2. წარმატებული მწვრთნელის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

„ა) უმაღლესი სპორტული მიღწევებისთვის (საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს, ოლიმპიურ ჩემპიონატზე I, II, III საპრიზო ადგილი) – 2000 ლარი;

ბ) სპორტული მიღწევებისთვის  (საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ   როგორც საქართველოს,  ასევე  საერთაშორისო   ტურნირებზე I, II, III საპრიზო ადგილი) – 1500 ლარი.“.

3. წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისთვის, საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს, ოლიმპიურ (პარალიმპიურ) თამაშებსა და საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირებზე/შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების შესაბამისად, ფულადი ჯილდო ეძლევათ ერთჯერადად, თითოეულ, შესაბამის ჩემპიონატზე/შეჯიბრებაზე სპორტული  სახეობების მიხედვით,  მიღწეული შედეგისთვის. ჯილდოზე სპორტსმენებსა და მწვრთნელებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ა(ა)იპ – თერჯოლის სპორტული სკოლისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის დირექტორი.’’.

7. დადგენილების დანართიდან ამოღებულ იქნეს 6¹ მუხლი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო ჩაფიჩაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი’’ ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.10.2026.
როდის იქნა მიღებული „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი’’ ცვლილების შეტანის შესახებ“?
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 07.10.2026. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №61. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.126.016517.
სად არის „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი’’ ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი’’ ცვლილების შეტანის შესახებ“, №61, 07.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.126.016517 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7019579/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება