2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №486 |
|
2026 წლის 7 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2025, 470000000.10.003.025549) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №17 დანართის („იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“ − პროგრამული კოდი: 27 03 03 06):
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის: ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან ფენილკეტონურიით და ფენილალანინემიის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეები; ბ) „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან ცისტური ფიბროზის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეები.“. 2. მე-3 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი: „ა.გ) ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.გ.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, ბენეფიციართა ამბულატორიულ მომსახურებას (კონსულტაციები, კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები), მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოცულობის შესაბამისად;“; ბ) „გ1“ ქვეპუნქტს „გ1.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1.ე“ ქვეპუნქტი: „გ1.ე) ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ნ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, ბენეფიციართა მეთვალყურეობა (კონსულტაციები, კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები), მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოცულობისა და პირობების შესაბამისად;“; გ) „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ჟ“ ქვეპუნქტი: „დ.ჟ) ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.გ.ი“ და „დ.ნ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, მედიკამენტების შენახვას/გაცემას, პაციენტის შეფასებასა და მკურნალობასთან შემდგომ თავსებადობას, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად.“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, სრულად, თანაგადახდის გარეშე, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის: ა) „დ.მ.ბ“ და „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად, თანაგადახდის გარეშე, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად; ბ) „დ.ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად, გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის შესაბამისად.“. 4. მე-5 მუხლის: ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გარდა „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტისა, „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ“, „დ.ო.ბ“ და „დ.ჟ“ ქვეპუნქტებისა) განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტის, „გ1“ ქვეპუნქტისა და „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ.ა“, „დ.მ.ბ.ბ“ და „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. 3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ.გ“ და „დ.ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“, „დ.გ“ (გარდა „დ.გ.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მედიკამენტებისა), „დ.დ“, „დ.ე“, „დ.ვ“, „დ.ზ“, „დ.თ“, „დ.ი“, „დ.კ“, „დ.ლ“, „დ.მ“ და „დ.ნ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესყიდული საქონლის ვაუჩერის მფლობელი უფლებამოსილია, კუთვნილი სპეციფიკური მედიკამენტები და/ან საკვები დანამატი მიიღოს ამავე პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.პ“ ქვეპუნქტის მიმწოდებლისაგან.“; გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.გ.ი“ და „დ.ნ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მედიკამენტების გაცემა ვაუჩერის მფლობელზე ხორციელდება პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლის მიერ.“. 5. მე-6 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გარდა „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტისა და „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ“, „დ.ო.ბ“ და „დ.ჟ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტისა და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და პროგრამის განმახორციელებელს წერილობით დაუდასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ.გ“ და „დ.ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 84 853.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
7. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ“, „დ.ო.ბ“ და „დ.ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროგრამის განმახორციელებელი მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“, „დ.გ“ (გარდა „დ.გ.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისა), „დ.დ“, „დ.ე“, „დ.ვ“, „დ.ზ“, „დ.თ“, „დ.ი“, „დ.კ“, „დ.ლ“, „დ.მ“ და „დ.ნ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეების შესახებ ინფორმაციას წინასწარ დადგენილი ფორმით (ელექტრონული ონლაინსისტემის საშუალებით) აწვდის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების მიმწოდებელს.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41 პროგრამის განმახორციელებელი მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.გ.ი“ და „დ.ნ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეების შესახებ ინფორმაციას წინასწარ დადგენილი ფორმით (ელექტრონული ონლაინსისტემის საშუალებით) აწვდის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების მიმწოდებელს.“. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 07.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №486. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.10.003.026036.
- სად არის „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №486, 07.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.026036 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7019627/