დმანისის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.156.016607
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №20

2026 წლის 8 ოქტომბერი

ქ. დმანისი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ’’ მე-20 მუხლის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა“, დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი
📎 დანართები (1)
20-1.docx ⬇

დმანისის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა

მეკსგ-SECAP

C:\Users\admin\Downloads\100624515_3081399098590552_181378921336406016_n.jpg

დმანისი 2026 წ.

ევროკავშირი საქართველოსთვის

დოკუმენტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია დმანისის მუნიციპალიტეტი ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოსთან კომუნიკაციით და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

შინაარსი

1. წინასიტყვაობა 5

1.1. მერების შეთანხმება ადგილობრივ პოლიტიკაში 6

1.2. გამოყენებული მეთოდოლოგია 7

2. მუნიციპალიტეტის აღწერა 8

2.1. ისტორიული მიმოხილვა 8

2.2. გეოგრაფია და კლიმატი 8

2.3. მოსახლეობა 10

2.4. ენერგიის მთავარი მწარმოებლები და მომხმარებლები 11

2.5. მუნიციპალური შენობები, აღჭურვილობა/ნაგებობები 13

2.6. მესამეული(არამუნიციპალური) შენობები, აღჭურვილობა/ნაგებობები 17

2.7. საცხოვრებელი შენობები, აღჭურვილობა/ნაგებობები 19

2.8. მუნიციპალური ტრანსპორტი 21

2.9. ადგილობრივი ენერგიის წარმოება 24

2.10. ენერგეტიკასთან დაუკავშირებელი სექტორები 26

2.10.1. ნარჩენების მართვა 26

2.10.2. წყალმომარაგების სისტემა და ჩამდინარე წყლების მართვა 27

2.10.3. სხვა სექტორები(სოფლის მეურნეობა, ტყის რესურსები, ტყით სარგებლობა) 27

ტყის რესურსი-მეტყევეობა 30

3. საბაზისო მდგომარეობა 32

3.1. მუნიციპალიტეტის ენერგეტიკული ბალანსი ენერგორესურსებით 32

3.2. ენერგიის საბოლოო მოხმარება სექტორების მიხედვით 32

3.3. ემისიების საბაზისო ინვენტარიზაცია 33

3.3.1. მეთოდოლოგია 33

3.3.2. ემისიების საბაზისო ინვენტარიზაცია საბაზისო წლის მიხედვით

3.3.3. დმანისის მუნიციპალიტეტში სექტორების მიხედვით 35

3.3.4. რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება 37

3.3.5. ენერგეტიკული სიღარიბე: მდგრად და ხელმისაწვდომ ენერგორესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა 40

4. განსახორციელებელი პროგრამები 44

4.1. განხორციელებული პროექტები 44

4.2. მიტიგაციის − შერბილების ღონისძიებები 48

4.3. ადაპტაციის − შეგუების ღონისძიებები 52

4.4. ქალისა და მამაკაცის თანასწორობა და მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა 55

4.5. კომუნიკაცია და ცნობიერების ამაღლება 58

5. დაფინანსება და მონიტორინგი 60

5.1. დაფინანსების წყაროები და მეკსგ-ის განსახორციელებლად 60

5.2. მეკსგ-ის განხორციელება და მონიტორინგი 61

5.2.1. სამოქმედო გეგმის განხორციელება 61

5.2.2. მეკსგ-ის განხორციელების მონიტორინგი 64

6. შეჯამება და დასკვნები 65

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები.......................................................................66

წინასიტყვაობა

აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს დმანისის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმას, რომელიც ეფუძნება მერების შეთანხმების სამ მნიშვნელოვან პრინციპს:1

  • დეკარბონიზაცია;

  • მედეგობა კლიმატის ცვლილებების შედეგებისადმი;

  • ხელმისაწვდომობა მდგრად და უსაფრთხო ენერგიაზე;

რაც გულისხმობს

  • ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2-ისა და სხვა სათბური აირების ) გაფრქვევის შემცირებას (დეკარბონიზაცია) 35%-ით 2030 წლისათვის.

  • მედეგობის ამაღლებას კლიმატის ცვლილებების რისკებისადმი ზემოქმედებასთან მიმართ ადაპტაციის გზით.

  • ენერგორესურსებზე და შესაბამის ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევის მიზნით.

რაც უზურუნველყოფს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცხოვრების მაღალი ხარისხის შეთავაზებას მდგრად და კლიმატური ცვლილებებისადმი მედეგ მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტში საბაზისო ინვენტარიზაციის(BEI) და რისკების და მოწყვლადობის შეფასების (RVA) საფუძველზე განისაზღვრა კონკრეტული შემარბილებელი და საადაპტაციო აქტივობები სხვადასხვა სექტორისათვის, როგორებიცაა: შენობები(მუნიციპალური/ საბიუჯეტო; მესამეული და საყოფაცხოვრებო), გარე განათება, ტრანსპორტი (მუნიციპალური ავტოპარკი) და სხვა...

ასევე იდენტიფიცირდა კონკრეტული პროგრამები და რეკომენდაციები განახლებად და ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

1.1. მერების შეთანხმება ადგილობრივ პოლიტიკაში

დმანისის მუნიციპალიტეტი მერების შეთანხმებას შეურთდა 2023 წელს, რითაც მან აიღო ვალდებულება 2030 წლისათვის სათბური აირების ემისიები შეემცირებინა მინიმუმ 35%-ით.2

დმანისის მუნიციპალიტეტის ზოგადი ხედვაა მდგრადი განვითარების გზით უზრუნველყოს ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა საკუთარ ტერიტორიაზე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ენრგიის რაციონალურ გამოყენებას ადგილობრივ დონეზე. ასევე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული სტიქიური მოვლენებისადმი რიგი საადაპტაციო ღონისძიებების გატარებით გააძლიეროს მუნიციპალიტეტის მედეგობა და გაზარდოს ხელმისაწვდომობა მდგრად და უსაფრთხო ენერგიაზე ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევის მიზნით.

1.2. გამოყენებული მეთოდოლოგია

დმანისის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა (მეკსგ) ეფუძნება ევროკომისიის ,,ერთობლივი კვლევითი ცენტრის“ (JRC) მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოს ,, როგორ შევიმუშავოთ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მეთოდოლოგიას.3

მეკსგ-ის შემუშავების მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 4 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე (Nბ108. 108232166) შეიქმნა ,,მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმი“ (SECAP) შემუშავებაზე პასუხიმგებელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება მერის, მერის პირველი მოადგილისა და სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის( ეკონომიკის სამსახური, ქონების მართვის განყოფილება, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, მუნიციპალური ინსპექცია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, შიდა აუდიტის სამსახური, იურიდიული განყოფილება, ადმინისტრაციული სამსახური, საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კომისია) წარმომადგენლებისაგან.4

მუნიციპალიტეტის აღწერა

2.1. ისტორიული მიმოხილვა

დმანისის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება წალკის, აღმოსავლეთით თეთრიწყაროსა და ბოლნისის, დასავლეთით − ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით − სომხეთის რესპუბლიკა.5

დმანისის მუნიციპალიტეტი მოიცავს ისტორიული რეგიონების − ზურტაკეტისა და დმანისხევის ტერიოტორიებს. 1930 წლამდე ახლანდელი დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ბორჩალოს მაზრაში, 1930-33 წლებში წალკის რაიონში, ხოლო 1933 წლიდან გამოიყო ცალკე რაიონად. 1963-64 წლებში ეკუთვნოდა ბოლნისის რაიონს, 1965 წლიდან კვლავ გამოიყო ამჟამინდელი საზღვრებით.

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად. სსიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ 289928391) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 4 დეკემბერი, ხოლო მუნიციპალიტეტად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 6 დეკემბერი.

2.2. გეოგრაფია და კლიმატი

დმანისის მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 1198,8 ჰა-ს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2024 წლის მონაცემებით არის 22032 ადამიანი. დმანისის მუნიციპალიტეტში სულ 59 დასახლებული პუნქტია, 58 სოფელი და 1 ქალაქი. დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქ. დმანისი, რომელიც მდებარეობს დედაქალაქიდან (თბილისი) 97 კილომეტრის დაშორებით, ხოლო რეგიონალური ცენტრიდან (ქ. რუსთავი) 105 კილომეტრის დაშორებით. 6

გეომორფოლოგიული თვალსაზრისით მუნიციპალიტეტის ტერიტორია მრავალფეროვანია. მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური ქედი. მუნიციპალიტეტის სამხრეთით განფენილია ლოქის ქედი. კვირიკეთისა და შინდლარის მთიან მასივებს შორის მოქცეულია გომარეთის პლატო, რომელიც თითქმის მთლიანად შავწყაროსწყლის აუზში შედის. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 720-3100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტერიტორია განეკუთვნება კონტინენტური სუბტროპიკული კლიმატიდან ზღვის კლიმატზე გარდამავალი ოლქის ზომიერად ნოტიო კლიმატურ ზონას ზომიერად ცივი ზამთრითა და თბილი ხანგრძლივი ზაფხულით, ნალექების ორი მაქსიმუმით წელიწადში. დმანისის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მაღალმთიან ნაწილს განეკუთვნება და მის მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს კანონი ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიპოვება ბუნებრივი რესურსები: ტორფი („ფშანის“ ტორფის მოპოვება (დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფ. განახლება) და ქალაქ დმანისის მიმდებარე ტერიტორიაზე, „დმანისის“ ტორფის ლიცენზია არის გაცემული 88,678 ჰა-ზე დაახლოებით), პემზა (ვულკანური წიდა) სოფ. მამულოსთან და განახლებასთან), კირი (სოფ. გომარეთში), ტუფი და მწვანე ტუფი (სოფ. ბაზაქლოსთან, მწვანე ტუფის კი სოფ. მთისძირთან), ბაზალტი (სოფ. იფნართან), სამშენებლო ქვიშა (სოფ. ქარიანთან და სოფ. საჯასთან), თიხა (სოფ. განთიადში), ფერადი ლითონები (სოფ. დიდი დმანისის მახლობლად, ლიცენზია არის გაცემული ფერადი ლითონების მომპოვებელ კომპანიაზე შპს RMG GOLD-ზე), შავი გრანიტი (სოფ. ამამლოსთან).

2.3. მოსახლეობა

დმანისის მუნიციპალიტეტში 59 დასახლებული პუნქტია, აქედან, 1 ქალაქი დმანისი და 58 სოფელი, რომელიც 17 ადმინისტრაციულ ერთეულში არის გაერთიანებული. დმანისის მუნიციპალიტეტში 2024 წლის პირველი იანვრის მონაცემებით მოსახლეობა 22032 ადამიანს შეადგენს7. მათ შორის, ქალაქში დასახლებულია 3050 ადამიანი, სოფლად კი 18982 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვე 2024 წლის 1 იანვრის მონაცემით შეადგენს 18 კაცი/კვ. კმ-ზე. სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა 2021 წლიდან 2025 წლის ბოლომდე შემცირდა 3,45 %-ით და მიაღწია 812 კაცს. რაც შეეხება პენსიის მიმღებთა რაოდენობას მოცემული დროის მონაკვეთში გაიზარდა 11,27%-ით (4 927 მოსახლე). 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 15+ ასაკის მოსახლეობაში არის 81%. 2018 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ბიზნესსუბიექტების წილი რეგიონულ მაჩვენებელთან მიმართებაში 103%-ია და 1%-იანი კლებით ხასიათდება (2015 – 2018 წწ.). სექტორულ ჭრილში თუ განვიხილავთ, მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი მოცულობა უკავია საბითუმო და საცალო ვაჭრობას, თუმცა 2015 წლიდან 2018 წლამდე 10%-იანი კლება შეინიშნება. 16%-იანი ზრდით ხასიათდება დამამუშავებელი მრეწველობა და მუნიციპალიტეტზე მთლიანი რეგიონის მაჩვენებლის 3% მოდის. სტაბილურად იზრდება ადმინისტრაციული, დამხმარე მომსახურების და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. დმანისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის 65,5% ეთნიკურად აზერბაიჯანელი, 33,15% ეთნიკურად ქართველი, 0,45% ბერძენი, 0,45% რუსი და 0,45% სომეხი ცხოვრობს.8

2.4. ენერგიის მთავარი მწარმოებლები და მომხმარებლები

ზოგადად, საქართელო არის საწვავისა და ენერგოპროდუქტების ნეტო იმპორტიორი ქვეყანა, რომელიც დამოკიდებულია ბუნებრივი აირის (2019 წელს 2.69 მილიარდი კუბ.მ) ნავთობ პროდუქტების (2019 წელს 1.35 მლნ ტონა) და გარკვეული რაოდენობის ნახშირისა და ბიოსაწვავის იმპორტზე, რათა დააკმაყოფილოს თავისი ენერგომოთხოვნილებების უმეტესი ნაწილი. ნავთობის იმპორტი ძირითადად ხდება უკვე გადამუშავებული პროდუქტების სახით (დიზელი 40.7% და ბენზინი 40.4%). ენერგომომარაგების კუთხით, საქართველოს ენერგიის წარმოება ფარავს მისი ენერგო მოთხოვნის დაახლოებით ერთ მეხუთედს (2019 წელს − 21,4% ხოლო 2020 წელს 21,1%). საქართელოს ენერგიის წარმოების უმეტესი ნაწილი (2019 წელს 1.09 მლნ ტონა) მოდის ჰიდროენერგიაზე და ბიოსაწვავზე (შეშა/ნარჩენები). საქართველოს ენერგო მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 2-ჯერ ნაკლებია მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე, მაგრამ ის ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. 2000 წლიდან 2018 წლამდე როგორც ენერგიაზე მოთხოვნა, ისე ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 1.6-ჯერ არის გაზრდილი.9

ენერგიის მოხმარების მთლიან სტრუქტურაში 36,4% მოდის ბუნებრივ აირზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება ასევე ნავთობპროდუქტები (30%) და ელექტროენერგია (22,6%). 2019 წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 5,3% მოდის ბიოსაწვავზე და ნარჩენებზე, ხოლო დანარჩენი 5,7% − ქვანახშირსა და გეოთერმულ ენერგიაზე. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ შეშა კვლავ რჩება მცირე ზომის მუნიციპალიტეტების სოფლებში შენობების გათბობის ძირითად წყაროდ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ განახორციელა გაზიფიკაციის პროგრამა, რომელმაც სოფლის მოსახლეობის მნიშვნელოვან რაოდენობას საშუალება მისცა გადასულიყვნენ გაზზე, შეშა კვლავ რჩება ენერგიის ძირითად წყაროდ (ადგილობრივი წყაროებიდან წარმოებული ენერგიის 22.4%), განსაკუთრებით სასოფლო ტიპის დასახლებებში.

ენერგიის მოხმარების სექტორული ანალიზი აჩვენებს, რომ ენერგიის უმსხვილესი მომხმარებელი საქართველოში სატრანსპორტო სექტორია, მასზე 2019 წელს მთლიანი მოხმარების 30.9% მოდის, 28.3 % მოდის შინამეურნეობებზე, 19.3 % მრეწველობაზე, 5.3% მშენებლობაზე, 0.6% − სოფლის მეურნეობაზე, სატყეო მეურნეობასა და მეთევზეობაზე, ხოლო დანარჩენი 15.6% ნაწილდება კომერციულ და საჯარო სერვისებზე და სხვა მომხმარებლებზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ენერგოსისტემა ცენტრალიზებულია (ელექტროსისტემა), დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ენერგიის წარმოება ხდება მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების (ჰესი) მიერ, როგორებიცაა: ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2, პანტიანის ჰესი, კარაბულახის ჰესი და ოროჰესი, რომელიც ექსპლუატაციაში 2019 წელს შევიდა. მიუხედავად ამისა დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მცირე ზომის ჰესები ჩართულია საქართველოს ერთიან ელექტროსისტემაში. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის განაწილებას ახორციელებს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“. 10

რაც შეეხება სხვა ენერგორესურსების მიწოდებას (ბუნებრივი აირი), დმანისის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ქ. დმანისი და 41 სოფელი არის გაზიფიცირებული, ხოლო 16 სოფელს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. ბუნებრივი აირის მიწოდებას ახორციელებს აზებაიჯანული კერძო კომპანია ,,სოკარ ჯორჯია“. იგივე ეხება ისეთ წიაღისეულ საწვავს როგორიცაა დიზელი, ბენზინი და ა.შ., რომელთა იმპორტირებაც საქართველოს ტერიტორიაზე ხდება სხვადასხვა კერძო ნავთობიმპორტიორი კომპანიის მიერ.

რაც შეეხება ენერგიის მომხმარებლებს, მუნიციპალიტეტში მთავარ ენერგომომხმარებელს წარმოადგენს შენობების (მუნიციპალური, საყოფაცხოვრებო, მესამეული), ტრანსპორტის, განათების და სხვა სექტორები.

2.5. მუნიციპალური შენობები, აღჭურვილობა/ნაგებობები

დმანისის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური სექტორი წარმოდგენილია დაახლოებით 74-მდე შენობით, რომლის ჯამური ფართობი წარმოადგენს 25927 კვ. მ.-ს. მათი უმრავლესობა წარმოდგენილია ადმინისტრაციული შენობებით, საბავშვო ბაღებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებით, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული დანიშნულების ცენტრებით და მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შენობა-ნაგებობებით. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა აშენებულია საბჭოთა კავშირის პერიოდში. შესაბამისად, არის ძველი (30 წელი და მეტი) აშენებული, ენერგოეფექტური სტანდარტების გაუთვალისწინებლად და არ არის აღჭურვილი ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით. უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალური შენობების უმეტეს ნაწილში არ არის დამონტაჟებული გათბობა გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემები. მათი უდიდესი ნაწილი მოიშალა 90-იანი წლების ენერგეტიკული კრიზისის შედეგად. შესაბამისად, შენობების გათბობა-გაგრილება ხდება ინდივიდუალური მოწყობილობებით, რაც ზრდის ენერგიის არარაციონალურ მოხმარებას შენობაში არასრული გათბობა-გაგრილების უზრუნველყოფით და ამცირებს კომფორტის დონეს. მუნიციპალურ შენობებში გათბობა-გაგრილებისა და საკვების მოსამზადებლად (საბავშვო ბაღები) გამოიყენება ენერგიის შემდეგი წყაროები: ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და შეშა. 2019 წელს, ენერგიის ფაქტობრივმა ჯამურმა მოხმარებამ დმანისის მუნიციპალიტეტში შეადგინა 1444000 მგვტ/სთ. ყველაზე დიდი რაოდენობით ენერგორესურსები გამოყენებულ იქნა კულტურის, სპორტის, აი(ი)პების, ბიბლიოთეკებისა და სხვა კულტურული და საგანმანათლებლო ფუნქციის მქონე მუნიციპალურ შენობებში. შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და ბოლოს ადმინისტრაციული დანიშნულების მქონე შენობებში. სამწუხაროდ, დმანისის მუნიციპალიტეტში მოქმედი ენერგიის მწარმოებელი კომპანიებისგან მოპოვებული ინფორმაცია არ გვაძლევს საშუალებას უფრო დეტალურად განვიხილოთ ფუნქციურად განსხვავებული შენობების მიერ 2019 წლის მანძილზე დახარჯული ენერგიის მაჩვენებლები.11

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ 2019-2025 წლებში ეტაპობრივად განხორციელდა მუნიციპალური შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროცესი და 2025 წლის მონაცემებით ადმინისტრაციული შენობების 70% რეაბილიტირებულია. მიუხედავად ამისა, გათბობა-გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების დამონტაჟება 2024 წლიდან მხოლოდ 10-მდე მუნიციპალურ შენობაში გვხვდება, რაც დაკავშირებულია დმანისის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლისა და გაზიფიცირების ფაქტორებთან (დასახლებული პუნქტების 30% არ არის გაზიფიცირებული და საჭიროებს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას). შესაბამისად, სოფლის ტიპის დასახლებებში გათბობა-გაგრილება დაკავშირებულია ინდივიდუალურ/ ცალკეულ მოწყობილობებთან, რაც საკმაოდ ენერგოხარჯიანია.

სექტორი ელექტროენერგია(მგვტ/სთ) ბუნებრივი აირი(მგვტ.სთ) შეშა(მგვტ.სთ) სულ
მუნიციპალური სექტორი/გარე განათება 1442144 1712 00,00 1443856
მესამეული(არამუნიცი-პალური) შენობები 1499083 2890 00,00 1501973
საყოფაცხოვრებო სექტორი 8131695 14145 25 000 8170840
სულ 11072922 18747 25000 1111666912

გრაფიკი 1. სექტორების ენერგომოხმარება — ცხრილის ჯამური მაჩვენებლები

წყარო: ცხრილი 1.13

ზოგადად, შენობების სექტორში 2019 წელს ენერგორესურსების ჯამურმა მოხმარებამ შეადგინა 11094120 მგვტ/სთ, სადაც ყველაზე დიდი ენერგომოხმარებით გამოირჩევა საყოფაცხოვრებო შენობები, შემდგომ მესამეული შენობები, რომლებსაც მოსდევს მუნიციპალური შენობები.

შენობების სექტორთან მიმართებაში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, კერძოდ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუნიციპალურ სექტორში კვადრატულ მეტრზე მოხმარებული ენერგია არის დაბალი (SECAP სტანდარტებით) − 55,6 კვტ.სთ/მ2, რაც განპირობებულია ენერგეტიკული სიღარიბით, ენერგოეფექტურ შენობებთან და ტექნოლოგიებთან ხელმიუწვდომლობით. შესაბამისად, ენრგიის დაზოგვის პოტენციალი განისაზღვრა არა ფაქტობრივი მოხმარებიდან (2019 წელი), არამედ საბაზისო მოხმარებიდან,რაც გულისხმობს იმ საჭირო ენერგიის რაოდენობას, რომელიც საჭიროა მუნიციპალური შენობების (საერთო ფართი − 25 927 კვ.მ) კომფორტის დონის მისაღწევადე ენრგოეფექტური ღონისძიებების გარეშე, რაც შეადგენს 6481,750 მგვტ.სთ.-ს არსებული რეალობიდან გამომდინარე, მუნიციპალური შენობების სექტორის შემთხვევაში საბაზისო ემისების ინვენტარიზაცია (BEI) განისაზღვრა საბაზისო მოხმარებიდან.

რაც შეეხება გარე განათების სექტორს, გამოთხოვილი ინფორმაცია არ გვაძლევს საშუალებას, ზუსტად განვსაზღვროთ დმანისის მუნიციპალიტეტში 2019 წელს გარე განათების მიერ დახარჯული ენერგია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2019 წლიდან 2025 წლის ჩათვლით მუნიციპალიტეტში შეცვლილი ან ახლად დაყენებული LED სანათების რაოდენობა 3000-ზე მეტია,რაც გარე განათების სექტორში ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. 2025 წლის მონაცემებით დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული გარე განათების 100% შეესაბამება ენერგოეფექტურობის სტანდარტებს.

2.6. მესამეული (არამუნიციპალური) შენობები, აღჭურვილობა/ნაგებობები

დმანისის მუნიციპალიტეტში შენობების მესამეულ სექტორს მიეკუთვნება საზოგადოებრივი შენობები და კომერციული დანიშნულების სხვადასხვა ობიექტი. საზოგადოებრივ შენობებს ძირითადად მიეკუთვნება საჯარო სკოლები: 3 საჯარო სკოლა − განთავსებული ქალაქ დმანისში, 24 საჯარო სკოლა − დმანისის მუნიციპალიტეტის 24 სოფელში და სხვა საჯარო დაწესებულებები (ცესკოს ოფისი, საჯარო რეესტრი, სასამართლო, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი და სხვა.), რომლებიც სახელმწიფოს კუთვნილებაშია და შესაბამისი სახელმწიფო უწყება/სამინისტრო განკარგავს (მოვლა-პატრონობა).

ამავე სექტორს მიეკუთვნება კომერციული ობიექტები, როგორებიცაა: ბანკები, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, რომლებიც კერძო საკუთრებაშია და მათი განკარგვა ხორციელდება კერძო სექტორის მიერ.

აღნიშნულ სექტორში მოიხმარება შემდეგი ენერგორესურსები: ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და შეშა, როგორც გათბობა-გაგრილების, ასევე საკვების მომზადების მიზნით (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, საცხობები).

სამწუხაროდ, დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ვერ ხერხდება მესამეული სექტორების მიერ გამოყენებული ენერგორესურსების სრულად ჩაშლა შენობების ტიპის მიხედვით.14

მესამეული სექტორი ელექტროენერგია (მგვტ.სთ) ბუნებრივი აირი (მგვტ.სთ) ბიომასა
(შეშა/ბრიკეტები)
სულ
საჯარო სკოლები, სახელწიფო უწყებები, კომერციული ობიექტები 1499083 2890 00,00 150197315

გრაფიკი 2. მესამეული სექტორი − ენერგომოხმარება რესურსების მიხედვით

წყარო: ცხრილი 2.16

2.7. საცხოვრებელი შენობები, აღჭურვილობა/ნაგებობები

დმანისის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი შენობების 95% კერძო სახლებია. მათი უმრავლესობა არის ორსართულიანი, სხვადასხვა სამშენებლო მასალისაგან აშენებული და ძირითადად წარმოდგენილია როგორც ქალაქ დმანისში, ისე მუნიციპალიტეტის სასოფლო დასახლებებში. მათი ჯამური რაოდენობა შეადგენს 6500-ს. რაც შეეხება მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობებს, დმანისის მუნიციპალიტეტში სულ არის 21 მრავალბინიანი კორპუსი. საცხოვრებელი შენობების უმეტესობა აგებულია გასული საუკუნის 60-80-იან წლებში.17

საყოფაცხოვრებო სექტორი ელექტროენერგია
(მგვტ.სთ)
ბუნებრივი აირი (მგვტ.სთ) შეშა/ბრიკეტი
(მგვტ.სთ)
სულ
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები; მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები 8131695 14145 25 000 817084018

გრაფიკი 3. საყოფაცხოვრებო სექტორი − ენერგომოხმარება რესურსების მიხედვით

წყარო: ცხრილი 3.

2.8. მუნიციპალური ტრანსპორტი

დმანისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სექტორი მოიცავს მხოლოდ მუნიციპალური ავტოპარკის სექტორს, რომელიც ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. შესაბამისად, 2019 წლის ინვენტარიზაციის ფარგლებში დაკომპლექტებულია მხოლოდ წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მოძველებული ტრანსპორტით, რომელიც წარმოდგენილია 28 სხვადასხვა ფუნქციის ავტოტრანსპორტით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2019 წლის განმავლობაში მოხდა მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, რის შედეგადაც წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მოძველებული ტრანსპორტი ჩანაცვლდა ახალი და უფრო ეკონომიური მოდელებით. 2019-2025 წლების ინვენტარიზაციის შედეგად მუნიციპალური ავტოპარკი დაკომპლექტებულია 27 (ოცდაშვიდი) სხვადასხვა ძარის ტიპის − პიკაპი, ჰეჩბექი, მაღალი გამავლობის, სპეციალური და სპეციალიზებული ავტომანქანითა და 3 (სამი) ერთეული მიკროავტობუსით.19

მუნიციპალური ტრანსპორტი დიზელზე მომუშავე მანქანების რაოდენობა (ცალი) ბენზინზე მომუშავე მანქანების რაოდენობა (ცალი) დიზელი
მგვტ.სთ
ბენზინი
მგვტ.სთ
ჯამი
სამგზავრო ავტომობილი 6 7 47.28 723.24 770.52
მიკროავტობუსი 1 5 7.88 516.6 524.28
ნარჩენების შემგროვებელი მანქანები 2 0,0 15.76 0,0 15.76
სატვირთო ატომობილები 4 3 31.52 309.96 341.38
სულ 13 15 102,44 1549.8 1652.2420

გრაფიკი 4. მუნიციპალური ტრანსპორტი — ავტოპარკის შემადგენლობა

წყარო: ცხრილი 4.21

2025 წლის დასაწყისიდან დმანისის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მუნიციპალური ავტოტრანსპორტი, რომელიც ახორციელებს მოსახლეობის როგორც შიდა გადაყვანას, ისე ქალაქთშორის ტრანსპორტირებას. ამ ფუნქციების გასახორციელებლად დმანისის მუნციპალიტეტში შექმნილია სსიპ ,,დმანისის სატრანსპორტო კომპანია“. აღნიშნული ბერკეტი დმანისის მუნიციპალიტეტს საშუალებას აძლევს, ამ მიმართულებით ენერგოეფექტური ღონისძიებები დანერგოს.

2.9. ადგილობრივი ენერგიის წარმოება

დმანისის მუნიციპალიტეტში 2019 წლის ინვენტარიზაციის შედეგად ფუნქციონირებდა 3 (სამი) ერთეული მცირე სიმძლავრის (30 მგვტ/სთ<) ჰიდროელექტროსადგური: ხრამჰესი 2, კარაბულახჰესი, პანტიანის ჰესი, რომლებიც წარმოადგენს ,,სს ენერგო-პრო ჯორჯიას საკუთრებას“. 2025 წლის მონაცემებით, დმანისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 4 (ოთხი) მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური და 1 (ერთი) მზის ელექტროსადგური, რომლებიც წარმოადგენს შპს ,,სოლარ ვეიქინინგის“ საკუთრებას. სხვა სახის ადგილობრივი ენერგიის წარმოება შეიძლება წარმოადგენდეს საყოფაცხოვრებო სექტორის მცირე მასშტაბის კერძო ინიციატივებს, ძირითადად, საკუთარი მოხმარებისთვის, მაგალითად, მზის წყალგამაცხელებელი ან/და მზის ფოტო,- ელექტროსისტემები. სამწუხაროდ ამ უკანასკნელის აღრიცხვა შეუძლებელია. დმანისის მუნიციპალიტეტში მზის ელექტროსადგურის ფუნქციონირება ქმნის კარგ პრეცედენტს, რაც მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტს გააჩნია პოტენციალი მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სხვა ენერგეტიკული რესურსული პოტენციალის არსებობა სხვა განახლებადი ენერგიის კუთხით, როგორიც არის ქარის ენერგია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქარის ელექტროსადგურების გასავითარებლად, და ამ გზით მუნიციპალიტეტში ენერგეტიკული სიღარიბის საგრძნობლად შემცირება.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, აღსანიშნავია მეცხოველეობიდან წარმოქმნილი ნარჩენი, ბიომასა-წივის სახით,რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც მეორეული ენერგეტიკული რესურსი, როგორც სათბობი ენერგეტიკული წყარო, მყარ საწვავზე მომუშავე გათბობის სისტემებით შენობების გასათბობად. აქვე აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში (განსაკუთრებით ის სოფლები, რომლებიც ბუნებრივი აირით არ არიან მომარაგებული) წივა გამოიყენება საცხოვრებელი შენობების გათბობის წყაროდ. სწორედ ის ფაქტი, რომ წივა, ძირითადად, საყოფაცხოვრებო სექტორში, კერძო ინიციატივით და საკუთარი სარგებლობისათვის გამოიყენება, წარმოადგენს დაბრკოლებას მუნიციპალიტეტისათვის ამ მიმართულებით ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარების კუთხით.

რაც შეეხება მიწისქვეშა წყლებს და თერმულ მინერალურ წყაროებს, ამ კუთხით დმანისის მუნიციპალიტეტი ღარიბია, შესაბამისად, არ არის შექმნილი გარემო ამ მიმართულებით გარკვეული ღონისძიებების გატარებისათვის, მაგალითად, სასათბურე მეურნეობების განვითარება, რომლებიც თერმული წყლების ხარჯზე ზამთრის პერიოდში საკმარისად გათბება.

2.10. ენერგეტიკასთან დაუკავშირებელი სექტორები

2.10.1. ნარჩენების მართვა

დმანისის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ააიპ ,,დმანისის სერვის ჯგუფი“, რომელიც ახდენს ქალაქ დმანისის და მის შემოგარენ სოფლებში მყარი ნარჩენების შეგროვებას და განთავსებას სპეციალურად მოწყობილ პოლიგონზე. 2025 წლის მონაცემებით ნარჩენების მართვას ემსახურება 5 ერთეული თვითმცლელი ნაგავმზიდი, აქედან, 2 ერთეული მაღალი გამავლობის, 7, 10, 13 და 14 მ3 მოცულობის თვითმცლელი ნაგავმზიდი და 1 ერთეული ფორდის ტიპის სპეციალური სატვირთო ავტომობილი სამშენებლო ნარჩენებისთვის. ნარჩენების მართვის კუთხით დმანისის სერვისჯგუფი ემსახურება დმანისის მუნიციპალიტეტის 70%-ს. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2020 წლამდე ფუნქციონირებდა ნაგავსაყრელი, რომელსაც ოპერირებდა შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“. ვინაიდან 2025 წლის მონაცემებით ადგილობრივი დანიშნულების ნაგავსაყრელი არ ფუნქციონირებს, მყარი ნარჩენების განთავსება ხდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში ,,ანდრეევკის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სპეციალურ პოლიგონზე. დმანისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 100%-ით კონტეინერული სისტემა. კონტეინერების რაოდენობა მთლიანად შეადგენს 715 ერთეულს, საიდანაც 106 ლითონისაა, ხოლო 609 პლასტმასის.

რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენების განთავსებას, დმანისის მუნიციპალიტეტში სამშენებლო ნარჩენების დროებითი განთავსებისთვის გამოყოფილია სპეციალური ტერიტორია სოფელ პანტიანის მიმდებარედ არსებულ, დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე. დმანისის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია 2023-2027 წლების ნარჩენების მართვის გეგმა. მუნიციპალიტეტში არ ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება.

2.10.2. წყალმომარაგების სისტემა და ჩამდინარე წყლების მართვა

დმანისის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემა შედგება 60 დიდი და პატარა სათავე ნაგებობისგან. ყველა მათგანი ფუნქციონირებს და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. წყალმომარაგების ქსელთან მიერთებული დასახლებების წილი დასახლებათა მთლიან რაოდენობაში შეადგენს 50%-ს. მუნიციპალური განვითარების პროგრამის ფარგლებში 2021-2026 წლებში დასრულდა მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების ქსელი, რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოები, რითაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქ. დმანისსა და 22 სოფელში სასმელი წყლის ნაგებობებს, მაგისტრალურ მილებს, რეზერვუარებსა და შიდა ქსელებს. ასევე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა 16 სოფლის სასმელი წყლის სისტემას, ხოლო 19 სოფლის წყლის სისტემა სარეაბილიტაციოა. დმანისის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიოტორიის სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის აუცილებელია გაგრძელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგაც მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება 24- საათიან რეჟიმში.

საკანალიზაციო სისტემა მოწყობილია მხოლოდ ქალაქ დმანისში და მისი საერთო სიგრძე შეადგენს 16,5 კილომეტრს. ქალაქ დმანისში, საკანალიზაციო სისტემის არსებობის მიუხედავად, არ არსებობს გამწმენდი ნაგებობა, რის გამოც საყოფაცხოვრებო კანალიზაცია მიედინება დახურულ სანიაღვრე არხებში და არსებული სამეურნეო კანალიზაციის მასა საბოლოოდ ჩაედინება მდინარეებში, რაც იწვევს გარემოს დაბინძურებას.

2.10.3. სხვა სექტორები (სოფლის მეურნეობა, ტყის რესურსები, ტყით სარგებლობა)

სოფლის მეურნეობა. მუნიციპალიტეტის მთლიანი ფართობია 119,880 ჰა, საიდანაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა 85,947.8 ჰა. მათ შორის, კერძო საკუთრებაშია 5,185.8 ჰა, ხოლო სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია 80,762 ჰა. დანიშნულების მიხედვით მიწების გამოყენება შემდეგნაირად ხდება: საძოვარი 59,583 ჰა, სათიბი - 13,331 ჰა, სახნავი - 12,072 ჰა და მრავალწლიანი კულტურები -962 ჰა. ფართობების 54% (6,467 ჰა) კი სათიბად არის გამოყენებული. საწარმოო დანიშნულებით გამოიყენება მეცხოველეობის პროდუქცია ხორცი, ყველი, რძე, მატყლი. განვითარებულია როგორც მსხვილფეხა, ასევე წვრილფეხა პირუტყვის წარმოება, 338 ფერმერული მეურნეობის წამყვანი დარგი მეცხოველეობაა. შედარებით ნაკლებია მეფრინველეობის პროდუქტების: ხორცის, კვერცხის რეალიზაცია. პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად თბილისის ბაზარზე ხდება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საკვანძო ბაზარს წარმოადგენს. რადგან მუნიციპალიტეტში განვითარებულია მესაქონლეობა. შესაძლებელია შეიქმნას რძის მიმღები და გადამამუშავებელი ქარხნები, ასევე საქონლის სასაკლაო მეურნეობა. ერთ-ერთი განვითარებული დარგია მეცხვარეობაც. შესაძლებელია შეიქმნას მატყლის დამამზადებელ-გადამამუშავებელი საამქრო. საზაფხულო საძოვრებზე დიდი რაოდენობით შემოედინება ცხვარი და საქონელი მომთაბარე მოსახლეობის მიერ სხვა რეგიონებიდან. მუნიციპალიტეტს აქვს რესურსი, რომ მეცხოველეობა უფრო განავითაროს, თუმცა ვეტერინარიული მომსახურების დეფიციტი და დაბალპროდუქტიული პირუტყვი გარკვეულწილად აფერხებს პროგრესს. მუნიციპალიტეტში არსებობს მექანიზაციის მომსახურების ცენტრი (შპს „მექანიზატორი“), რომელიც მომსახურეობას უწევს ყველას, ვინც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითაა დაკავებული, თუმცა ტრაქტორების რაოდენობა სამუშაოების პიკის დროს არასაკმარისია, ამავდროულად სერვისის მაღალი ფასი მოსახლეობისათვის ხელმიუწვდომელს ხდის ამ მომსახურებას, ამავდროულად არსებული ტექნიკური ბაზა საჭიროებს გაძლიერებას.22

მუნიციპალიტეტში არსებული სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური კონსულტაციებს უწევს ყველა დაინტერესებულ პირს მათთვის საინტერესო და საჭირო საკითხებზე როგორც მემინდვრეობაში, ასევე მეცხოველეობასა და მეფუტკრეობაში, აგრეთვე სამინისტროსა და მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებზე და პროექტებზე. კონსულტაციებს უწევს როგორც ადგილზე (ოფისში), ასევე სოფლებში გასვლით და მოსახლეობასთან შეხვედრებზე. შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის ხელშეწყობით შესაძლებელი გახდება მუნიციპალიტეტში წარმოებული პროდუქცია ადგილზე გადამუშავდეს და სასაქონლო სახით მიეწოდოს ბაზარს, ეს კი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში დამატებითი თანხების მოზიდვას. მუნიციპალიტეტის აგრარული სექტორის განვითარების მთავარი შემაფერხებელი მიზეზი საირიგაციო სისტემების არასრულყოფილი მუშაობაა, რომელსაც სრული რეაბილიტაციის და დატვირთვის შემთხვევაში შეუძლია სარწყავით უზრუნველყოს 3,900 ჰა სახნავი ფართობი, ამჟამად კი მხოლოდ 800 ჰა ექვემდებარება მორწყვას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სახნავი ფართობები სათიბებად და საძოვრებად გამოიყენება. საერთო ჯამში, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია ამ სფეროში არსებული პრობლემების და გამოწვევების დაძლევა, კერძოდ: ნაკვეთების გამოყენების დაბალი კოფიციენტი, რაც, ერთი მხრივ, გამოწვეულია საირიგაციო სისტემის არაეფექტურობით და ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობით, ხოლო, მეორე მხრივ, ხარისხიანი სარგავ-სათესლე მასალის და შხამქიმიკატების დეფიციტის გამო. საირიგაციო სისტემის სრული რეაბილიტაციით შესაძლებელი გახდება სახნავი ფართობების მნიშვნელოვანი ნაწილის სარწყავით უზრუნველყოფა, რაც შეამცირებს გამოუყენებელი ფართობების რაოდენობას და გაზრდის პროდუქტიულობას. პირველადი წარმოების გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირე, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში წარმოებული ნედლეულის სრულად ათვისება-გადამუშავებას, პროდუქციის დიდი ნაწილი ნედლეულის სახით გაედინება მუნიციპალიტეტიდან და გადამუშავდება სხვა რეგიონებში. სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის სტიმულირება სერიოზული წინსვლა იქნება მუნიციპალიტეტისათვის. იგი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას (მემინდვრეობა-მეცხოველეობა-მეღორეობა-მეფრინველეობა), რომელიც საბოლოო ჯამში შეამცირებს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას და გაზრდის რაოდენობას. ვეტერინარული მომსახურების პრობლემები თავს იჩენს მეცხოველეობის პროდუქციის რაოდენობასა და ხარისხში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დარგის განვითარებას. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის ცოდნის არასაკმარისი დონე თითქმის ყველა დარგში იწვევს მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებების უგულებელყოფას მათი მხრიდან, რაც უარყოფითად აისახება დარგის რენტაბელობაზე და ხშირ შემთხვევებში მიღებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დანახარჯების ტოლფასია. ადგილობრივი კადრების გადამზადება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში და ფერმერების დონეზე ექსტენციური მომსახურების ეფექტური მექანიზმის დანერგვა ხელს შეუწყობს მოსახლეობაში ცოდნის დონის ამაღლებას, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება არსებული დარგების სრული აგროტექნიკური ციკლის შენარჩუნება პირველადი წარმოებიდან საბოლოო პროდუქტამდე, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის გაზრდილ რაოდენობას და ხარისხს. ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობს სხვადასხვა გარემოება, რომელთაგან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ამოქმედდა ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების’’ კანონი, მუდმივად იქმნება დროებითი სამუშაო ადგილები. ინფრასტრუქტურულ და სოფლის მხარდამჭერი პროგრამით განხორციელებული პროექტებზე ძირითადად დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

ტყის რესურსი-ტყით სარგებლობა

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტყის ფონდი შეადგენს 23 940 ჰა-ს, რაც დმანისის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის 20%, რომელიც მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაშია. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთი ნაწილი უჭირავს შერეულ ტყეებს, სადაც ძირითადად წიფელი გვხვდება. ასევე გავრცელებულია მუხა და ფიჭვი. მუნიციპალიტეტის შუა ნაწილში, პლატოებზე, ხეობების ძნელად მისადგომ ადგილებში შემორჩენილია ნეკერჩხალი, ცირცელი, ტირიფი და მუხის მცირე დაკნინებული დერივატები. ეს ტყეები ძირითადად ტყეკაფის კატეგორიას განეკუთვნება. დმანისის მუნიციპალიტეტში თითქმის აღარ შემორჩა ჭალის ტყეები. ასევე, ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფციაში’’ აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში ხდება ტყეებისა და ქარსაფარი ზოლების არაკანონიერი ჭრა, ხოლო ტყის აღდგენა-განაშენიანება არ ხდება. მუნიციპალიტეტში არ არსებობს საშენი მეურნეობაც.23

რაც შეეხება ფაუნას, დმანისის მუნიციპალიტეტში გვხვდება მგელი, მელა, კურდღელი, ტყის კატა, გარეული ღორი, შველი, მურა დათვი, ციყვი და წითელ წიგნში შემავალი სხვა ძუძუმწოვრები. მღრღნელებიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხდება დედოფალა, თეთრკბილა ბრუცი, მემინდვრია და ტყის თაგვი. ქვეწარმავლებიდან − ხვლიკები, გველები და კუები.

დმანისის მუნიციპალიტეტში არ ვხვდებით დაცულ ტერიტორიებს.

3. საბაზისო მდგომარეობა

3.1. მუნიციპალიტეტის ენერგეტიკული ბალანსი ენერგორესურსებით

სამწუხაროდ,მუნიციპალიტეტის რესურსების ენერგეტიკული ბალანსის შედგენა, რომელიც წარმოადგენს სტატისტიკურ ანგარიშს ენერგორესურსების წარმოების, ვაჭრობის, ტრანსფორმაციისა და საბოლოო მოხმარების შესახებ ადგილობრივ/მუნიციპალურ დონეზე არ ხორციელდება. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ყოველწლიურად აღირიცხება მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, სადაც ინფორმაცია ენერგორესურსების შესახებ წარმოდგენილია აგრეგირებული სახით შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით: წარმოება, იმპორტი, ექსპორტი, შიდა მიწოდება, დანაკარგები და ა.შ. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით აღრიცხული ენერგეტიკული მონაცემების განზოგადება მუნიციპალურ დონეზე რთული და არავალიდურია.

თუმცა ის ზოგადი ტენდენციები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად აღირიცხება ენერგეტიკულ ბალანსში, შესაძლებელია განზოგადდეს მუნიციპალურ დონეზეც; კერძოდ, როგორც ქვეყნის, ასევე მუნიციპალურ დონეზე ენერგიის მოხმარება სექტორული ანალიზით ენერგიის უმსხვილესი მომხმარებელია ტრანსპორტის სექტორი და შინამეურნეობა (საყოფაცხოვრებო სექტორი), რომელსაც კომერციული და საჯარო სექტორი მოსდევს. მრეწველობა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა და მეთევზეობა მესამეული(არამუნიციპალური) სექტორის შემდეგ მოდიან. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ სექტორებში ენერგორესურსების მოხმარება დამოკიდებულია მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე და საქმიანობაზე.

3.2. ენერგიის საბოლოო მოხმარება სექტორების მიხედვით

2019 წელს დმანისის მუნიციპალიტეტისთვის ენერგიის საბოლოო მოხმარებამ სხვადასხვა სექტორში, როგორებიცაა: შენობები(მუნიციპალური, არამუნიციპალური/მესამეული, საყოფაცხოვრებო) ტრანსპორტი(მუნიციპალური ავტოპარკი), გარე განათება შეადგინა 11 118 321 მგვტ.სთ. შესაბამისად, ენერგიის ყველაზე მაღალი მოხმარება ფიქსირდება საყოფაცხოვრებო სექტორში-8170840 მგვტ.სთ; შემდეგ მესამეულ/ არამუნიციპალურ სექტორში-1501973 მგვტ.სთ, შემდეგ მუნიციპალურ სექტორში(შენობები, განათება)-1443856 მგვტ.სთ და სატრანსპორტო სექტორში − 1652.24 მგვტ.სთ იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ მუნიციპალური ავტოპარკი არის წარმოდგენილი.

3.3. ემისიების საბაზისო ინვენტარიზაცია

აღნიშნულ ქვეთავში წარმოდგენილია დმანისის მუნიციპალიტეტის სათბური აირების ემისიების (GHG) 2019 წლის ინვენტარიზაციის შედეგები, რომლის ფარგლებშიც შეფასდა შენობების და ტრანსპორტის სექტორები24. შენობების სექტორი მოიცავს მუნიციპალური შენობების, მოწყობილობების/ ობიექტების, მესამეული (არამუნიციპალური) შენობების, მოწყობილობების/ობიექტების, საცხოვრებელი შენობებისა და გარე განათების ქვესექტორებს, ხოლო ტრანსპორტის სექტორი − მუნიციპალური ავტოპარკის ქვესექტორს.

3.3.1. მეთოდოლოგია

საბაზისო წელი: საბაზისო წლად არჩეულია 2019 წელი, როგორც უახლოესი წელი შეთანხმების ხელმოწერიდან, რომლის შესაბამისი მონაცემებიც ხელმისაწვდომია და ამავდროულად მეტნაკლებად ასახავს ენერგორესურსების მოხმარების ზოგად ტენდენციებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სექტორებში, რამეთუ უფრო გვიანდელი წლებში (2020-21) მოხმარებული ენერგია Covid-19 პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების პერიოდში ვერ ასახავდა სექტორების მიერ ენერგორესურსების მოხმარების ზოგად ტენდენციებს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არჩევანი შეესაბამება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის განსაზღვრულ მეთოდოლოგია, რომელიც ეყრდნობა ამ ქვეყნების განვითარების სპეციფიკას 1990 წლიდან დღემდე, რითაც მათ განასხვავებს განვითარებული ქვეყნების მიდგომისგან. 25

საბაზისო დონე: საბაზისო დონედ, რომლის მიმართ ,,მერების შეთანხმების’’ მიხედვით უნდა განხორციელდეს სათბური აირების (GHG) შემცირება 2030 წლისათვის 35%-ით, განიხილება 2019 წლის ფაქტობრივი მოხმარება მესამეული, საყოფაცხოვრებო, განათების, ტრანსპორტის და ნარჩენების მართვის და სოფლის მეურნეობის სექტორებისთვის, ხოლო საბაზისო მოხმარება მუნიციპალური სექტორისათვის. ასევე, დოკუმენტში განხილულია ე.წ. ,,ტრადიციული გზით განვითარების-BAU’’ სცენარი. BAU სცენარი წარმოადგენს საწყისი მდგომარეობის შესაძლო განვითარებას იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდება ენერგიის დაზოგვის ღონისძიებები და პროგრამები. აღნიშნული სცენარის შერჩევა კი ეყრდნობა ლოგიკას, რომ რადგან ქვეყნის ამჟამინდელი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება გარდამავალ პერიოდშია, რაც განაპირობებს ეკონომიკის ყველა სექტორში სათბური აირების აუცილებელ ზრდას. შესაბამისად, BAU-ს სცენარის ასაგებად გამოყენებულ იქნა ეროვნული კოეფიციენტები, რომელიც გამოთვლილია JRC-ის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნისთვის შემუშავებული BAU სცენარის საფუძველზე და ასახავს ენერგიისა და ტექნოლოგიების და ადამიანის ქცევის მიმდინარე ტენდენციების გაგრძელებას ჰიპოთეტურ შემთხვევაში, როცა მეკსგ (SECAP) ან სხვა ეროვნული ან ადგილობრივი პოლიტიკის ზომები არ ხორციელდება.26

შესაბამისად, 2030 წელს სავარაუდო ემისიები გამოთვლილ იქნა შემდეგი ფორმულით

Emissionco2 2030 = Emissionco2Baseline year*K34

სადაც

-K არის ეროვნული კოეფიციენტი, რომელიც არჩულია არჩეული საბაზისო წლის მიხედვით, Emissionco2 Baseline year -საბაზისო წლის (2019) ემისია.

- Emissionco2 2030 - არის სავარაუდო ემისები 2030 წლისათვის.

ემისიის ფაქტორი: ემისიის ფაქტორად არჩეულია სტანდარტული, IPCC სახელმძღვანელოებში მითითებული საერთაშორისო კოეფიციენტები; ხოლო ელექტორენერგიისათვის გამოთვლილია ქვეყნისათვის სპეციფიური კოეფიციენტი.27

ემისიის ანგარიშგების ერთეული: საბაზისო ემისიების და სავალდებულო ემისიების შემცირება გაიზომება რაოდენობაში, ტონა ეკვივალენტი ნახშიროჟანგის ემისიებში (ტ. CO2) აბსოლუტურ ერთეულებში და არა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით.

3.3.2 ემისიების საბაზისო ინვენტარიზაცია საბაზისო წლის მიხედვით 3.3. 3 დმანისის მუნიციპალიტეტში სექტორების მიხედვით

2019 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის სათბური აირების მთლიანმა ემისიებმა შეადგინა 1 144 411, 68 ტონა CO2, სადაც ყველაზე მეტი სათბური აირი, ნახშირორჟანგის (ტ. CO2) სახით გამოიფრქვა საყოფაცხოვრებო სექტორში-840637 ტ.CO2, შემდეგ არამუნიციპალურ/ მესამეულ სექტორში- 154,857 ტ. CO2, რომელსაც მოსდევს მუნიციპალური სექტორი-148,832 ტ.CO2 და ტრანსპორტი, კერძოდ კი, მუნიციპალური ავტოპარკის სექტორი 86 ტ. CO2.

ზოგადად, საბაზისო წლის (2019) ემისიების ინვენტარიზაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ემისიების ზრდა გამოწვეულია მდგრადი, ხელმისაწვდომი ენერგიის დეფიციტით, წიაღისეული საწვავისა და არაენერგოეფექტური მოწყობილობების მოხმარებითა და არაენერგოეფექტური მასალების გამოყენებით. ასევე, აღსანიშნავია დმანისის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მახასიათებლების გავლენაც. კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტში ე.წ ,,გათბობის პერიოდი’’ სტანდარტულად განსაზღვრულია 4( ოთხი) თვით, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დმანისის მუნიციპალიტეტში შეიმჩნევა ნალექიანი დღეების რაოდენობის მატება, რაც გათბობის პერიოდს ზრდის 4-დან 5 თვემდე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საცხოვრებელ, მესამეულ/არამუნიციპალურ და მუნიციპალურ შენობებში არსებობს წიაღისეული საწვავის არარაციონალური მოხმარების პრობლემა, რაც ზემოხსენებული მიზეზის გარდა გამოწვეულია შენობების დაბალი თბოიზოლაციითა და მოძველებული მოწყობილობების გამოყენებით. აღნიშნული კი ზრდის კომუნალურ გადასახადებს და აუარესებს სამუშაო ან/და საცხოვრებელი შენობის შიდა კომფორტის დონეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის გარე განათების სექტორში არ შეგვიძლია ხაზგასმით ვისაუბროთ ენერგიის არარაციონალურ ხარჯვაზე, ვინაიდან 2019 წლიდან 2025 წლის ჩათვლით ქუჩები, გზები და სკვერები ნათდება ენერგოეფექტური(LED) ნათურებით. გარე განათების სექტორში არაენერგოეფექტური (ვარვარა) ნათურების გამოყენება გაზრდიდა მოვლა-პატრონობისა და მუნიციპალიტეტის კომუნალურ ხარჯებს.

რაც შეეხება ემისიების შემცირებას, როგორც ზემოთ აღინიშნა, დმანისის მუნიციპალიტეტი ეფუძნება საბაზისო (2019) წელთან (მუნიციპალური შენობების საბაზისო ემისიების გათვალისწინებით) შედარებით 35%-ით შემცირებას; თუმცა ასევე განიხილავს BAU პროგნოზირების სცენარსაც, რამეთუ მუნიციპალიტეტის განვითარების გარდამავალი პროცესისთვის აღნიშნული მიდგომა შესაძლოა შემაფერხებელი აღმოჩნდეს და მუნიციპალიტეტის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება შეაფერხოს. შესაბამისად, მეთოდოლოგია ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივას და 2030-2050 წლისთვის ემისიების, ენერგორესურსებზე მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით აუცილებელ ზრდას. ეს ზრდა ტრადიციული გზით განვითარების (BAU) სცენარში განიხილება, რომლის მიმართაც ემისიების შემცირება ხდება სხვადასხვა სამიტიგაციო და საადაპტაციო ღონისძიებების დანერგვისა და განხორციელების შედეგად. აქედან გამომდინარე, საბოლოო შემცირების სამიზნე მინიმუმ 35%-ით ეხება ემისიებს 2030 წლისთვის გათვალისწინებული BAU სცენარის მიხედვითაც.28

3.3.4. რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება

დმანისის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვასა და კატასტროფების რისკების შემცირებას. USAID-ის მიერ 2016 წელს დაფინანსებული პროგრამის ,,საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაციის’’ ფარგლებში მომზადებული კვლევაში ყურადღება გამახვილდა 2000 წელს შედგენილ გეოლოგიური საშიშროების ბიულეტენზე, რომლის მიხედვითაც დმანისის მუნიციპიტეტის სივრცეში დაფიქსირებული იყო 8 მეწყრული სხეული, 3 კლდეზვავი და ქვათაცვენის 63 უბანი, ღვარცოფმაფორმირებელი 17 ხევი, მდინარეთა ნაპირების გადარეცხვა 8 კმ-ზე და დატბორვითი ფართობები 818 ჰა-ზე. მათი საშიშროების ზონაში მოქცეული იყო 24 დასახლებული პუნქტი და საავტომობილო გზის 15-კილომეტრიანი მონაკვეთი.29

დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ 2025 წლის 24 დეკემბერს მიღებულ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმაში’' კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეებიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ძლიერ ქარზე, მიწისძვრებსა და უხვ ნალექზე(ხანგრძლივი წვიმები და დიდთოვლობა). მათგან ყველაზე ხშირია მიწისძვრები და ძლიერი ქარები. ზამთრისა და გაზაფხულისთვის დამახასიათებელია როგორც დიდთოვლობა, ისე ხშირი წვიმები, რაც ხელს უწყობს მდინარეების დონის მატებას, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების წარმოქმნის საშიშროებას. ბოლო წლების მანძილზე დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგრძნობლად არის გაზრდილი ასევე მიწისძვრების სიხშირე, რომელთა სიმძლავრეც 0-6 ბალამდე მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მუნიციპალურ, მესამეულ და საყოფაცხოვრებო სექტორებში შენობათა აბსოლუტური უმრავლესობა გასული საუკუნის 60-80-იან წლებშია აგებული, სეისმური აქტიურობა საფრთხეს უქმნის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურას.30

მუნიციპალიტეტის მოწყვლადობა კლიმატის ცვლილებებისადმი პირდაპირ არის დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან. მოცემული მომენტისთვის სოფლის მეურნეობა დმანისის მუნიციპალიტეტის წამყვანი ეკონომიკური საქმიანობაა. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის დარგები, როგორებიცაა მემცენარეობა და მესაქონლეობა (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი) ყველაზე მოწყვლად სექტორებს მიეკუთვნება.

გახშირებულმა წვიმებმა და გვალვიანობის მატებამ ბოლო წლებში გამოიწვია მცენარეთა მოსავლიანობის შემცირება, რაც ბოლო პერიოდში საგრძნობლად შესამჩნევი გახდა. ბუნებრივი კატასტროფები დაბალ მოსავლიანობასთან ან მის განადგურებასთან ერთად იწვევს მოსახლეობისთვის როგორც შემოსავლების შემცირებას, ასევე საქონლის განადგურებას, რაც საბოლოო ჯამში აისახება მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე. შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტისთვის კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები საფრთხეს უქმნის არამხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგებს, არამედსაცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საშუალო წლიური ტემპერატურისა და ნალექების მატებასთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტის გეოლოგიური პირობები განაპირობებს წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიების მატებასა და მდინარის ნაპირების გადარეცხვის მაღალ რისკებს. ბუნებრივი საფრთხეების რისკები მნიშვნელოვნად გაზრდილია ანთროპოგენური ზემოქმედების გამო, რომელთა შორის აღსანიშნავია ჭარბი ძოვება, საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დროს ქვათაცვენის მონაკვეთების წარმოქმნა. როგორც აქამდე აღინიშნა, დმანისის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბუნებრივ საფრთხეს წარმოადგენს ძლიერი ქარი, რომლის სიხშირე და ინტენსივობა შეიძლება გაიზარდოს ტყის ფონდის და ქარსაფარი ზოლების უკანონო ჭრის, სანერგე მეურნეობის არარსებობისა და ტყის აღდგენა-განახლების არარსებობის გამო. წვიმიანი დღეების გაზრდილი რაოდენობის ფონზე მეწყერული პროცესების წარმოქმა და მდინარეთა ნაპირების ეროზია საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, მათ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას.31

დმანისის მუნიციპალტეტში ბუნებრივი საფრთხეებისთვის (ძლიერი ქარი, ქარიშხალი, დიდთოვლობა, მიწისძვრა) მოწყვლად ტერიტორიებსა და დასახლებულ პუნქტებს განეკუთვნება როგორც ქ.დმანისი, ისე ყველა 17 ადმინისტრაციული ერთეული. უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის დადგენილება N42-ში.32

3.3.5. ენერგეტიკული სიღარიბე: მდგრად და ხელმისაწვდომ ენერგორესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა

ენერგეტიკული სიღარიბე წარმოადგენს მერების შეთანხმების სამი მიმართულების/ქვაკუთხედის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, შერბილებასა და ადაპტაციასთან ერთად. შესაბამისად, ენერგეტიკული სიღარიბე შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის არის დაგეგმვისა და მონიტორინგის განუყოფელი ნაწილი.33

ენერგეტიკული სიღარიბე შესაძლებელია დაკავშირებული იყოს როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირი ენერგომომსახურების სრულ ან არასათანადო ხელმისაწვდომობასთან, რაც გულისხმობს ხელმიუწვდომლობას როგორც განათება, ფათბობა-გაგრილების მომსახურებასთან, ასევე ენეროეფექტური მოწყობილობების გამოყენებასთან, ტრანსპორტთან, გამოწვეული მაღალი ენერგიის დანახარჯებით, დაბალი შემოსავლებით, არაეფექტური შენობებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომბინაციით; ასევე სხვა სპეციფიკურ ენერგეტიკულ საჭიროებებთან კლიმატის უკიდურესი ზემოქმედებით, როგორიცაა: სიცივე ან თბური ტალღები, ტერიტორიული დაგეგმვა, მდგრადი მობილობის ინფრასტრუქტურა და სხვა... შესაბამისად, ენერგეტიკულმა სიღარიბემ შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს ადამიანების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე, მოქალაქეთა სამოქალაქო ჩართულობაზე და ცხოვრების ხარისხზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური განვითარება პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკული სიღარიბის ფაქტორთან.

2018 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 99%-ს აქვს წვდომა ელექტროენერგიაზე, ხოლო 68%-ს ბუნებრივ აირზე, თუმცა ოჯახების თითქმის ნახევარი გათბობასა და საჭმლის მომზადებაში დამოკიდებულია შეშაზე. შეშის წვა, ძირითადად, არაეფექტურ ღუმლებში, ჯანმრთელობის დამაზიანებელი მეთოდებით ხდება. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი ეხება სოფლებსა და დაბებში მცხოვრებ მოსახლეობას.

ასევე, ენერგეტიკული სიღარიბის გამომწვევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს შენობების დაბალი ენერგოეფექტურობა. აღსანიშნავია, რომ შენობების უმეტესობა საქართველოში აშენებულია გასული საუკუნის შუა პერიოდში. შესაბამისად, შენობების დაბალი ენერგოეფექტურობა ენერგიის არარაციონალურ ხარჯვას და შიდა კომფორტის დაბალ დონეს განაპირობებს. იმავეს თქმა შეიძლება ტრანსპორტის სექტორზე, რაც განპირობებულია მოძველებული (მეორეული) სატრანსპორტო საშუალებების არსებობით, რაც, თავის მხრივ, გამომდინარეობს მოსახლეობის ზოგადად დაბალი შემოსავლებიდან და, შესაბამისად, მდგრად სატრანსპორტო საშუალებებთან და ინფრასტრუქტურასთან ხელმიუწვდომლობით.

ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევის პოლიტიკა უნდა იყოს ადაპტირებული კონკრეტულ გარემოსთან (მუნიციპალიტეტი), რომელიც მჭიდრო კავშირში იქნება ადგილობრივ კლიმატთან, საყოფაცხოვრებო სექტორის ხარისხთან, ეკონომიკისა და ენერგიის ხარჯებთან. არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მუნიციპალტეტს გაუმკლავდეს ენერგეტიკულ სიღარიბეს. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ზოგადი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაძლეულ იქნეს ენერგეტიკული სიღარიბე:

  • ენერგეტიკული გადასახადების შემცირება სოციალური ტარიფების ან ენერგიის გადასახადების სუბსიდირების გზით;

  • უფასო (მარტივი) ენერგოაუდიტი და რჩევები დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის;

  • ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ენერგეტიკისა და კლიმატის საკითხებზე;

  • საზოგადოებრივი (მდგრადი) ტრანსპორტისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

  • ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად შენობების რეაბილიტაციის დაფინანსება;

  • განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსების შესაძლებლობის გაუმჯობესება;

წარმოდგენილი რეკომენდაციებიდან დმანისის მუნიციპალიტეტი უკვე ახორციელებს რამდენიმე პროგრამას ამ მიმართულებით, კერძოდ, საზოგადოებრივი ენერგეტიკული სუბსიდირებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის ნაწილში. აღსანიშანავია, რომ პროგრამები ხორციელდება ძირითადად ცენტრალური მთავრობის კოორდინირებით, მაგრამ მუნიციპალიტეტის როლი და ინიციატივები ამ შემთხვევაში საგრძნობლად დიდია.

რეკომენდაციების დანერგვა-განხორციელების ნაწილში დმანისის მუნიციპალიტეტს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და კლიმატის საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირების მიმართულებით, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში. კერძოდ, მდგრადი ენრგეტიკის დღეების/კვირების ყოველწლიური აღნიშვნა, რომელიც ინფორმაციას მიაწვდიდა ადგილობრივ მოსახლეობას როგორც განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების, ასევე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევის მიმართულებით.

ამ მიმართულებით კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია მუნიციპალიტეტის მონაწილეობით (მეკსგ განხორციელების და მონიტორინგის ჯგუფის ჩართულობით) მარტივი ენერგოაუდიტის ჩატარება, რომელიც მარტივი (უნარ-ჩვევები, იაფი ენერგოეფექტური ღონისძიებები) რჩევებით დაეხმარება მოწყვლად ჯგუფებს გაიუმჯობესონ კომფორტის დონე და შეამცირონ ენერგოდანახარჯები. ქვემოთ ჩამოთვლილია ის პროექტები, რომლებიც განხორციელდა დმანისის მუნიციპალიტეტში შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე და სავარაუდოდ გაგრძელდება (სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე) 2030 წლამდე ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევის მიზნით.

ენერგეტიკული სიღარიბის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის დმანისის მუნიციპალიტეტში განხორციელებული

2020-2026 წლებში

N დასახელება აღწერა ღირებულება (₾) დაწყების წელი დასრულების წელი
1 ტრანსპორტით სუბსიდირება მოსწავლეებს სასოფლო დასახლებებში მცხოვრები მოსწავლეების სუბსიდირება ტრანსპორტით 3825000 2019 2026
2 სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სათბობიენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფა ბრიკეტების გადაცემა დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის (200 ოჯახი), საშუალოდ 0.25მ3 ოჯახზე 306500 2019 2026
3 სუბსიდიები სტუდენტებზე, შშმ პირებზე, ომის ვეტერანებზე და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტზე დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საქალაქთაშორისო გადაადგილებისას სტუდენტებზე, შშმ პირებზე, სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებზე N/A 2019 2030

4. განსახორციელებელი პროგრამები

4.1. განხორციელებული პროექტები

ქვემოთ წარმოდგენილია დმანისის მუნიციპალიტეტში 2020-2025 წლებში განხორციელებული საადაპტაციო და სამიტიგაციო ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების მიმართ დმანისის მუნიციპალიტეტის მდგრადობის გაზრდისა და სთბური აირების შემცირების მიზნით; უფრო დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

ადაპტაცია
N პროექტის დასახელება ადგილმდებარეობა ღირებულება სექტორი დაწყების წელი დასრულების წელი
1 მდ. მაშავერის ნაპირსამაგრი სამუშაოები გუგუთის ადმ. ერთეული სოფელი ლოქჭანდარი 181330 მუნიციპალური შენობები და ნაგებობები 2024 2025
2 მდ. მაშავერის ნაპირსამაგრი სამუშაოები ამამლოს ადმ. ერთეული სოფ. ბაზაქლო 253068 მუნიციპალური შენობები და ნაგებობები 2024 2025
3 მდ. მაშავერის ნაპირსამაგრი სამუშაოები ოროზმანის ადმინ. ერთეული სოფ. ზემო ოროზმანი 262560 მუნიციპალური შენობები და ნაგებობები 2024 2025
4 მდ. მაშავერის ნაპირსამაგრი სამუშაოები ირგანჩაის ადმ. ერთეული სოფ. ირგანჩაი 139890 მუნიციპალური შენობები და ნაგებობები 2024 2025
5 ადგილობრივი გზის სავალი ნაწილიდან წყლის ნაკადის არიდება ირგანჩაის ადმ. ერთეული სოფ. ირგანჩაი 6580 მუნიციპალური შენობები და ნაგებობები 2024 2026
6 დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საფეხმავლო ხიდების, სამანქანე ხიდებისა და მილხიდების რეაბილიტაცია დმანისის მუნიციპალიტეტი 2400000 მუნიციპალური შენობები და ნაგებობები 2019 2025
მიტიგაცია
7 არსებული გარე განათების რეაბილიტაცია/ახლის მონტაჟი ქალაქ დმანისსა და სოფლებში სულ 3450 LED სანათი ქ. დმანისსა და 57 სოფელში 5055000 განათება 2019 2025
8 საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია(23 კორპუსი) ქ. დმანისში 1417000 შენობები 2019 2025
9 საბავშვო ბაღების მშენებლობა სოფ. ირგანჩაი; სოფ. ამამლო; სოფ. კამარლო განხორციელდა იაპონიის საერთაშორისო განვითარების ფონდის(JICA) საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით შენობები 2022 2025
10 სტიქიის შედეგად საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული ოჯახების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია (200 სახლი) ქ. დმანისი 2916000 შენობები 2021 2026
11 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ( 7 ბაღი) ქ. დმანისი; სოფლები: მაშავერა, ვარდისუბანი, ჯავახი, განთიადი, სარკინეთი, გომარეთი 3348000 შენობები 2019 2026

გრაფიკი 5. განხორციელებული პროექტები — განაწილება სექტორების მიხედვით

წყარო: ცხრილი 5.

4.2. მიტიგაციის − შერბილების ღონისძიებები

ქვემოთ წარმოდგენილია დმანისის მუნიციპალიტეტში 2027-2030 წლებში დაგეგმილი სხვადასხვა შემარბილებელი/სამიტიგაციო ღონისძიებები, რომელიც მიმართულია მუნიციპალურ დონეზე სათბური აირების შემცირებისკენ

N პროექტის დასახელება ადგილმდებარეობა სექტორი ღირებულება დაწყების წელი დასრულების წელი
მიტიგაცია
მუნიციპალური შენობები
1 მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობების(საზოგადოებრივი თავშეყრის) რეაბილიტაცია მოთხოვნების გათვალისწინებით დმანისის მუნიციპალიტეტი შენობები გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში 2027 2030
2 დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბოსლები, ზემო ოროზმანი საბავშვო ბაღების მშენებლობა სოფელი ბოსლები; სოფელი ზემო ოროზმანი შენობები გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში 2027 2030
მესამეული(არამუნიციპალური) სექტორი
1 სოფელ განთიადისა და ზემო ოროზმანის საჯარო სკოლების მშენებლობა სოფელი განთიადი; სოფელი ზემო ოროზმანი შენობები გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში 2025 2027
2 ქ. დმანისსა და სოფლებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოები მოთხოვნების გათვალისწინებით ქ. დმანისი და 21 სოფელში შენობები გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში 2027 2030
3 მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიები საჯარო სკოლებში ქ. დმანისი და 24 სოფელი შენობები გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში 2027 20230
საცხოვრებელი შენობები
1 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია/დათბუნება ქ. დმანისი შენობები გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში 2027 2030
2 სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციაში დახმარების გაწევა(წელიწადში 30-50 ოჯახი) დმანისის მუნიციპალიტეტი შენობები გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში 2027 2030
3 მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარება მოსახლეობაში დმანისის მუნიციპალიტეტი შენობები გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში 2027 2030
გარე განათების სექტორი
1 დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანში გარე განათების მოწყობა LED სანათებით სოფ. კაკლიანი გარე განათება გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში 2027 2030
ტრანსპორტის სექტორი
1 დმანისის მუნიციპალური ავტოპარკის/ სადგომის მოწყობა (იგეგმება შიდასაპარკინგე მოედნის მოწყობა) ქ. დმანისი ტრანსპორტი გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში 2027 2030
2 დაბალემისიანი მობილობის( ბიო-დიზელზე მომუშავე ტრანსპორტის წახალისება) დმანისის მუნიციპალიტეტი ტრანსპორტი გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში 2027 2030
3 ქ. დმანისში ველობილიკების მოწყობა სუფთა ტრანსპორტის(ველოსიპედი) განვითარების ხელშეწყობის მიზნით ქ. დმანისი ტრანსპორტი გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში 2027 2030
გამწვანების სექტორი
1 ქ. დმანისში არსებული მწვანე საფარის მოვლა-შენარჩუნება (ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა) 1000 ძირი ხე-ბუჩქოვანი მცენარეები − ყოველწლიურად ირგვება 50 ძირი ხე-ბუჩქოვანი მცენარე (10 000 ლარს ფარგლებში) ქ. დმანისი გამწვანება გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში 2027 2030
2 მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში (სოფლებში) ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის რეკრეაციულ- მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა (ნარგავების რ-ბა, ჰა რ-ბა, სოფლები) 10-20 ძირი დმანისის მუნიციპალიტეტი გამწვანება გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში 2027 2030

გრაფიკი 6. მიტიგაციის ღონისძიებები — განაწილება მიმართულებების მიხედვით

წყარო: ცხრილი 6.

4.3. ადაპტაციის − შეგუების ღონისძიებები

ქვემოთ წარმოდგენილია დმანისის მუნიციპალიტეტში 2027-2030 წლებში დაგეგმილი სხვადასხვა საადაპტაციო ღონისიებები, რომლებიც მიმართულია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მუნიციპალიტეტის მდგრადობის გაზრდის მიზნით

N პროექტების დასახელება ადგილმდებარეობა ღირებულება სექტორი დაწყების წელი დასრულების წელი
ადაპტაცია
1 ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რაც ითვალისწინებს მდინარეების კალაპოტების გაწმენდას და საინჟინრო ნაგებობების (გაბიონები) მონტაჟს ქ. დმანისი; სოფელი ირგანჩაი გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა 2027 2030
2 ქარსაცავი ზოლების აღდგენა-მოწყობა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და სოფლების მიმდებარედ რაც უზრუნველყოფს ქარის უარყოფითი გავლენისაგან დასახლებების და ნიადაგის/ სავარგულის დაცვას დმანისის მუნიციპალიტეტი გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა 2027 2030
3 წყალარიდებისა და სადრენაჟეო არხების მოწყობა საფრთხის ქვეშ მყოფ გზის მონაკვეთებზე დმანისის მუნიციპალიტეტი გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში ტრანსპორტი 2027 2030
4 სამელიორაციო და სადრენაჟე სისტემების მოწყობა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიმდებარედ დმანისის მუნიციპალიტეტი გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა 2027 2030
5 ქ. დმანისის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის მოვლა-შენარჩუნება (ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა) ქ. დმანისი გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში გამწვანება 2027 2030
6 მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში(სოფლებში) ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტებისთვის რეკრეაციულ- მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა დმანისის მუნიციპალიტეტი გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში გამწვანება 2027 2030
7 ქ. დმანისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მზის ენერგიაზე მომუშავე საჩრდილობლის (,,ჭკვიანი სკამი“) მოწყობა ქ. დმანისი გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში გამწვანება 2027 2030
8 დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სეპარირებული ნარჩენების ბუნკერების განთავსება დმანისის მუნიციპალიტეტი გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში ნარჩენების მართვა 2027 2030
9 მუნიციპალური შენობების ენერგოაუდიტი და ენერგომენეჯმენტი დმანისის მუნიციპალიტეტი გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში შენობები 2027 2030
10 ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მუნიციპალური შენობების სექტორში დმანისის მუნიციპალიტეტი გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში შენობები 2027 2030
11 სატესტოდ, მინიმუმ 1 მუნიციპალურ შენობაზე 500 კვტ. მზის ფოტოელექტრული სისტემის დამონტაჟება დმანისის მუნიციპალიტეტი გათვალისწინებული იქნება 2027-2030 წლების ბიუჯეტში შენობები 2027 2030

გრაფიკი 7. ადაპტაციის ღონისძიებები − განაწილება სექტორების მიხედვით

წყარო: ცხრილი 7.34

უნდა აღინიშნოს რომ დმანისის მუნიციპალიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გამწვანების სექტორს და ამ მიზნით ყოველწლიურად განხორციელდება ქ. დმანისსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მწვანე საფარის (ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, მათი მოვლა-პატრონობა), ასევე, განხორციელდება სკვერებსა და რეკრეაციულ ადგილებში ხეების მოჭრა-გადაბელვა და კირით შეთეთრება.

4.4. ქალისა და მამაკაცის თანასწორობა და მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა

როგორც შერბილების, ისე საადაპტაციო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების დროს გასათვალისწინებელია ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები, რაც ქალთა და მამაკაცთა თანასწორი ჩართულობის (სადაც შესაძლებელია), მათთვის სარგებელის მოტანას, ქალებისა და მამაკაცებისათვის შექმნილი ბარიერების იდენტიფიკაციას და მათი გადალახვის გზების გათვალისწინებას გულისხმობს.

შერბილების ღონისძიებები: როგორც მუნიციპალური, ისე არამუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია-რეინოვაციის შემთხვევაში იკვეთება სარგებელი, რომლის მოტანაც შეიძლება როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის, თუმცა, ზოგიერთი მათგანი ქალებისთვის უფრო ხელსაყრელია: საბავშვო ბაღებისა და სხვა მუნიციპალური შენობების შემთხვევაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა უკეთესად აისახება ქალებზე და მათ სამუშაო პირობებზე, რადგან ამ შენობებში მოსამსახურე პერსონალის უდიდესი ნაწილი ქალია. გარდა ამისა, მზის წყლის გამათბობლები და მზის ენერგიაზე მომუშავე გათბობის სისტემები შენობების უწყვეტი გათბობას უზრუნველყოფს. სწორედ ასეთი სტაბილური და კომფორტული გარემო აძლევს საშუალებას, მშვიდად დატოვონ ბავშვები და სრულფასოვნად დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაოს. მსგავსი ღონისძიებები მიმზიდველია, პირველ რიგში, დედებისათვის, რომელიც უფრო აქტიურად არიან ჩართული შვილის მოვლის პროცესში, და უფრო მეტი დრო გამოუთავისუფლდებათ სხვა აქტივობებისათვის. და ბოლოს, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ გათბობის ,,სუფთა“ ტექნოლოგიებზე გადასვლა გააუმჯობესებს შენობის შიდა ჰაერს, რაც ნებისნიერი სქესისა და ასაკის ადამიანის ჯანმრთელობისათვის არის კარგი. ვინაიდან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის უმეტესობა არის ქალბატონი, რაც უპირველეს ყოვლისა მათ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

საავადმყოფოებსა და ამბულატორიებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა თანამშრომელ ქალთა და მამაკაცთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მსგავსი შენობების ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვა, ,,სუფთა“ გათბობა და შენობების შიგნით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება დადებითად აისახება როგორც პაციენტებზე, ისე მათ მეურვეებზე (ძირითადად დედებსა და ბებიებზე) და მომსახურე პერსონალზე, რომელთა უმეტესობა ქალბატონია. ასევე მოწყვლად სოფლებში სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ენერგოეფექტური ღუმელების, მზის წყლის გამათბობლების ან სხვა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გადაცემა (რისი დაგეგმა და განხორციელება შეიძლება როგორც ადგილობრივი სახსრებით, ისე თანადაფინასებით) ანალოგიურად დადებით შედეგს იქონიებს შენობების შიგნით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე და შესაბამისად მოსარგებლე ოჯახების ჯანმრთელობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საოჯახო საქმეებით ძირითადად ქალები არიან დაკავებული, მათ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულად დადებითად აისახება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების ბენეფიტები.

საცხოვრებელი შენობების ენერგოეფექტური განათებით უზრუნველყოფა შეამცირებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში ადამიანებზე ძალადობის პოტენციურ შემთხვევებს. ანალოგიურად მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტში ენერგოეფექტური გარე განათების დამონტაჟებისას მინიმუმამდე დავა ძალადობისა და სექსუალური შევიწროვების შემთხვევები, რომელთა დიდი ნაწილი ქალებისადმი არის მიმართული. დმანისის მუნიციპალიტეტში 2025 წლიდან მოქმედებს ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც ამცირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთვის რისკს და დადებითად აისახება ზემოხსენებულ პრობლემაზე. გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თავის მხრივ ქალების მიმართ სარისკო ქცევებისათვის ხელსაყრელი ადგილია.

ენერგოეფექტური ქცევისადმი მზადყოფნას ქალები უფრო გამოხატავენ, ვიდრე მამაკაცები. ამდენად, ცნობიერების ამაღლების კამპანია, მათ შორის, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ ტრენინგები, შეხვედრები და კვირეულები დადებითად უნდა აისახოს ქალ მონაწილეებზე. ელექტრომობილების დასატენი სადგურის მონტაჟისას ასევე გასათვალისწინებელია ქალთა ინტერესები და სასურველია, თუ ამგვარი სადგურ(ებ)ი მოეწყობა სკოლებთან, საბავშო ბაღებთან ახლოს.

გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის მასწავლებელთა უმეტესობა ქალია, მათი სატრანსპორტო ხარჯების სუბსიდირება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

საადაპტაციო ღონისძიებები: ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების შემცირებისკენ იქნება მიმართული (იქნება ეს ნაპირსამაგრი სამუშაოები, ქარსაფარი ზოლების მოწყობა და სხვა), ხელსაყრელია ნებისმიერი ადამიანისათვის, თუმცა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისათვის, მათ შორის, ქალებისთვის; ისინი უფრო დაუცველები არიან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებისადმი თავიანთი ფიზიოლოგიიდან და ყოველდღიური ვალდებულებებიდან გამომდინარე.

გამწვანებული სივრცეების მოწყობისას გასათვალისწინებელია ქალებისა და მამაკაცების თანასწორობისთვის მეგობრული სივრცეები, რაც გულისხმობს ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გასაჩერებელი ადგილების შექმნას( ბავშვების გასართობი, დასაჯდომი, წყლის დასალევი სივრცეები). მწვანე და ეკოლოგიურად ჯანსაღი სივრცეები მეტად მიმზიდველია მშობლებისთვის, ასევე ველო ბილიკების მოწყობა დადებითად იმოქმედებს ჯანსაღი ქცევების ჩამოყალიბებაზე როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

4.5. კომუნიკაცია და ცნობიერების ამაღლება

ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას და ცნობიერების ამაღლებას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მეკსგ-ის განხორციელებასა და მონიტორინგში. შესაბამისად, საზოგადოების სხვადასხვა ფენებში ცნობიერების ამაღლებას ენერგოფექტურობასა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით შეუძლია სერიოზული როლი ითამაშოს მერების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ამ მიზნით დმანისის მუნიციპალიტეტის მეკსგ ითვალისწინებს სხვადსხვა სახის ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ისე შესაძლო დაინტერესებული პირებისათვის.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო და ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ადგილობრივ მოსახლეობაში როგორც კლიმატ- გონივრული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ემისიების შემცირების, ასევე მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, კლიმატური ცვლილებეით გამოწვეულ საფრთხეებზე მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ცნობიერების ამაღლების კომპანიების დაგეგმვა და განხორციელება შესაძლებელია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული სათათბიროს და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების (კერძო სექტორი, საგანმანათლებლო სექტორი, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი და სხვა...) აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ( ახალგაზრდები, ქალები, მოხუცები და სხვ.) ცნობიერების ამაღლებას განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების უპირატესობისა და სარგებელის შესახებ სხვადასხვა სექტორში (შენობები, ტრანსპორტი, მრეწველობა და სხვ.) როგორც ემისიების შემცირების თვალსაზრისით, ასევე ენერგიის რაციონალური მოხმარების მიზნით, რაც თავისთავად უზრუნველყოფს ფულადი სახსრების დაზოგვასაც.

ამასთან ერთად, ცნობიერების ამაღლების კომპანიები უზრუნველყოფს როგორც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისად მდგრადობის გაზრდას, ასევე მდგრადი ენერგიის მიმართ ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ცნობიერების ამაღლების კომპანიებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე მოწყვლადი ჯგუფების (ბავშვები, ქალები, მოხუცები და ა.შ...) ჩართულობას და მონაწილეობას მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ზემოთ აღნიშნული ნებისმიერი ტიპის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია (საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული აქტივობები), რომელიც დაკავშირებული იქნება მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის საკითხებთან შესაძლებელია დაიგეგმოს და დანხორციელდეს ე. წ. ,,მდგრადი ენერგეტიკის დღეების ან/და კვირეულის“ ფარგლებში, რაც მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების ვალდებულებას წარმოადგენს.

ცნობიერების ამაღლების კამპანიების უფრო ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ღონისძიებების შესახებ უფრო ფართო მასშტაბების გავრცელების მიზნით მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო საინფორმაციო ინსტრუმენტის გამოყენება, როგორებიცაა დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდი, სოციალური ქსელები, პრესა − გაზეთი ,,დმანისი“ და სხვა...

5. დაფინანსება და მონიტორინგი

5.1. დაფინანსების წყაროები მეკსგ-ის განსახორციელებლად

დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებები ფინანსდება როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან.

ზოგადად, დმანისის მუნიციპალიტეტი არ წარმოადგენს დიდ მუნიციპალიტეტს, შესაბამისად, მისი ბიუჯეტიც მწირია და ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების, განსაკუთრებით კი შემარბილებელი და საადაპტაციო ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე გაუჭირდება, ასევე, მერების შეთანხმებით აღებული ვალდებულების (CO2 ემისიების მინიმუმ 35% შემცირება 2030 წლისათვის) შესრულება. დაგეგმილი ღონისძიებების, რომლებიც მუნიციპალიტეტის მიერ ჩაიდო აღნიშნულ სამოქმედო გეგმაში, ვერ უზუნველყოფს მხოლოდ ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი თანხები. ამიტომ, მუნიციპალიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და განიხილავს, საერთაშორისო ფონდებთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელოს დაგეგმილი აქტივობები.

აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტი უკვე თანამშრომლობს დმანისის ტერიტორიაზე კოოპერირებად კერძო კომპანიებთან ( RMG) ამ მიმართულებით. ასევე, განიხილავს თანამშრომლობას საერთაშორისო (დონორ) ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან განახლებადი და ენერგოეფექტური ღონისძიებების განსახორციელებლად, სათბური ემისიების შემცირების სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად.

5.2 მეკსგ-ის განხორციელება და მონიტორინგი

5.2.1. სამოქმედო გეგმის განხორციელება

კოორდინაცია ერივნულ დონეზე: კლიმატის ცვლილება და საქართველო: 2015 წელს საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, შეუერთდა ,,პარიზის შეთანხმებას“ გლობალური დათბობისა და მისი ზემოქმედების შეზღუდვის შესახებ. შესაბამისად, ამ შეთანხმებით ქვეყანამ განახლებული ,,ეროვნულად განსაზღვრული წვლილის“ (NDC) დოკუმენტის საფუძველზე აიღო შემდეგი ვალდებულებები:

  • უპირობო ვალდებულება, რომ 2030 წლისათვის ეროვნულ დონეზე სათბური აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით 35%-ით შეამციროს;

  • პირობითი ვალდებულება, რომლის მიხედვითაც 2030 წლისათვის ეროვნულ დონეზე სათბური აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით 50-57%-ით შემცირდება, იმ შემთხვევაში, თუ იგი მიიღებს საერთაშორისო მარდაჭერას.

ეროვნული ვალდებულებიდან გამომდინარე, 2020 წლის №54 დადგენილებით შეიქმნა საქართველოს მთავრობასთან არსებული ,,კლიმატის ცვლილების საბჭო“, რომელიც შედგება უშუალოდ საბჭოსგან, მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების საკოორდინაციო ჯგუფისა და სამუშაო ჯგუფისაგან. აღნიშნული საბჭო უფლებამოსილია განიხილოს შესაბამის ფონდებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში წარსადგენი კლიმატთან დაკავშირებული პროექტები და გასცეს რეკომენდაციები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ, ზემოხსენებული პროექტების მხარდაჭერაზე. გამომდინარე აქედან ,იგი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ერთობლივი (ცენტრალური და ადგილობრივი სახელისუფლებო რგოლი) ძალისხმევა და კოორდინაცია კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საერთო (ეროვნული და საერთაშორისო) მიზნების განხორციელებას კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული რისკების და გამოწვევების დაძლევას.

კოორდინაცია მერების შეთანხმების ხელმომწერ მუნიციპალიტეტებს შორის: ამჟამად, საქართველოში სულ 32 ხელმომწერია; მათ შორის, კოორდინაცია მიმდინარეობს კლიმატის ცვლილებების საბჭოში შემავალი საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში. საკოორდინაციო ჯგუფი იკრიბება საჭიროებისამებრ სულ მცირე წელიწადში ერთხელ. საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრულია მუნიციპალიტეტების მიერ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების (SECAP) შემუშავება და განხორციელება. ასევე, დონორებისა და ინვესტორების დაინტერესება ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მიერ თავიანთი პროექტების (მიტიგაცია, ადაპტაცია) განხორციელებით. საკოორდინაციო ჯგუფის სამდივნოს წარმოადგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კლიმატის ცვლილების სამმართველო.

მუნიციპალურ დონეზე მეკსგ-ის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის გუნდი: მეკსგ-ის შემუშავების მიზნით დმანისის მუნიციპალიტეტში 2023 წლის 4 აგვისტოს მერის ბრძანების საფუძველზე (№ბ108. 108232166) შეიქმნა ,,მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის“ (SECAP) შემუშავებაზე პასუხიმგებელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება მერის, მერის პირველი მოადგილისა და სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის (ეკონომიკის სამსახური, ქონების მართვის განყოფილება, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, მუნიციპალური ინსპექცია, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, შიდა აუდიტის სამსახური, იურიდიული განყოფილება, ადმინისტრაციული სამსახური, საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კომისია) წარმომადგენლებისაგან, რომელიც დამტკიცდა მერის მიერ. ასევე, სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდა დავალებებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილება, იმისთვის რომ გეგმის შემუშავების პროცესი ყოფილიყო მოქნილი და შედეგზე (დოკუმენტის შემუშავება/შემდგომი განხორციელება) ორიენტირებული.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმის უშუალო განხორციელებას და მონიტორინგს, გეგმის დამტკიცების შემდეგ იგეგმება იგივე ჯგუფის ჩართულობა, შესაძლო მცირე ცვლილებების გათვალისწინებით. კერძოდ, აღნიშნულ პროცესში შედარებით გაზრდილი ფუნქციების მინიჭება შეიძლება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის. უფრო კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით დაიგეგმება მეკსგ-ის დამტკიცების შემდეგ.

შეთანხმების კოორდინატორები: მერების შეთანხმების ფარგლებში განსაზღვრული კოორდინატორები, რომლებიც წარმოადგენენ სახელწიფო ორგანოებს, აქვთ უფლებამოსილება განახორციელონ სტრატეგიული ხელმძღვანელობა, გაუწიონ ტექნიკური და ფინანსური დახმარება მერების შეთანხმების ხელმომწერ მუნიციპალიტეტებს. ფინანსურ დახმარებასთან ერთად, კოორდინატორები, ტრადიციულად, CO2 -ის ემისიების ინვენტარიზაციასა და კლიმატთან დაკავშირებული რისკების/ მოწყვლადობის შეფასებაშიც, ასევე მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის მომზადებასა და განხორციელებაშიც ეხმარებიან ხელმომწერებს.

შეთანხმების ფარგლებში არსებობენ ორი სახის კოორდინატორები:

  • შეთანხმების ტერიტორიული კოორდინატორები: ხელისუფლების დეცენტრალიზებული ორგანოები, როგორებიცაა რეგიონალური, რაიონული და ჯგუფური სახელისუფლებო ორგანოები; საქართველოში შეთანხმების ტერიტორიულ კოორდინატორებს წარმოადგენენ სახელმწიფოს რწმუნებული გურიის მხარეში, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში და სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში;

  • შეთანხმების ეროვნული კოორდინატორები: ეროვნული სახელმწიფო ორგანოები, როგორებიცაა სამინისტროები და ენერგეტიკის ეროვნული სააგენტოები. შესაბამისად, საქართველოში ეროვნული კოორდინატორები არიან ,,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“ და ,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“.

● შეთანხმების მხარდამჭერები: მერების შეთანხმების ფარგლებში ფუნქციონირებს მხარდამჭერთა ინსტიტუტი. შეთანხმების მხარდამჭერები არიან ადგილობრივი და რეგიონალური სახელისუფლებო ასოციაციები და სააგენტოები. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ მერების შეთანხმების განხორციელებას და ამ შეთანხმების ხელმომწერ მუნიციპალიტეტებს აქტიურად ეხმარებიან ხსენებული შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელება-მიღწევაში. საქართველოში მერების შეთანხმების მხარდამჭერები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები ,,ენერგო ეფექტურობის ცენტრი საქართველო“ (EECG), ,,კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი“ (SD), და ,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია“ (NALA).

● გარე კონსულტანტი: წინამდებარე სამოქმედო გეგმის მომზადებაში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას ტექნიკური მხარდაჭერა დაუწია ,,ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველომ“, როგორც ,,მერების შეთანხმების მხარდამჭერმა’’ UNDP − საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმები (მეკსგ) შეთანხმების ახალი ხელმომწერებისთვის“ ფარგლებში. მხარდაჭერა მოიცავდა ტრენინგების სერიას მუნიციპალიტეტის წარმომადგნელებისთვის უნარ-ჩვევების, გაძლიერებისათვის, მეკსგ-ის შემუშავებისთვის.

5.2.2. მეკსგ-ის განხორციელების მონიტორინგი

მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის განხორციელების ზედამხედველობა/ მონიტორინგი გულისხმობს მონიტორინგის ანგარიშების წარმოებას და წარდგენას ხელმოწერის თარიღიდან 2 ან/და 4 წელიწადში ერთხელ. მონიტორინგის ანგარიშის წარდგენა ხდება ,,My Covenant“ ვებპლატფორმის მეშვეობით.

იქიდანაც გამომდინარე, რომ ნებისმიერი მონიტორინგის ანგარიშის წარმოება მოითხოვს როგორც ადამიანურ, ისე ფინანსურ რესურსს შესაძლებელია, წარედგინოს მხოლოდ ორწლიანი ანგარიში განხორციელებული პროექტების/ღონისძიებების შესახებ; ხოლო 4 წელიწადში ერთხელ მოახდინოს სრული ანგარიშგება მონიტორინგის ემისიების ინვენტარიზაციის ჩათვლით, განხორციელებულ ღონისძიებებთან/ პროექტებთან ერთად.

6. შეჯამება და დასკვნები

დოკუმენტში წარმოდგენილი მონაცემების შეფასებისა და შემუშავებული მოსაზრებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ასევე დროში გაწელილ კონკრეტულ შემარბილებელ და საადაპტაციო ღონისძიებებს/აქტივობებს, მათი განხორციელების პირობებში დმანისის მუნიციპალიტეტი საბაზისო წელთან შედარებით( მუნიციპალური სექტორი) სავარაუდოდ შეამცირებს სათბური ემისიებს 400544 ტონა CO2-ით 2030 წლისათვის.

თუმცა აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა დმანისის მუნიციპალიტეტისათვის შესაძლებელი იქნება მხოლოდ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ურთიერთთანამშრომლობით და შესაბამისი ფინანსური, ტექნიკური და სტრატეგიული მხარდაჭერის პირობებში.

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები

წყაროების მითითებები დაზუსტებულია მომხმარებლის მიერ მოწოდებული ჩამონათვალის შესაბამისად.

1. დმანისის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი 2020-2023.

2. დმანისის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი 2026-2037.

3. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ყოველწლიური ანგარიში 2019-2025

4. USAID-ის მიერ 2016 წელს დაფინანსებული პროგრამა „საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია“.

5. დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ 2025 წლის 24 დეკემბერს მიღებული „დმანისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა“
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6718567.

6. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია.

7. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია.

8. ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრი (JRC). How to develop a Sustainable Energy and Climate Action Plan (SECAP) in the Eastern Partnership Countries. JRC145839, 2026.
https://publications.jrc.ec.europa.eu/repository/handle/JRC145839.

9. IPCC. 2006 IPCC Guidelines for National Greenhouse Gas Inventories. Volume 2: Energy.
https://www.ipcc-nggip.iges.or.jp/public/2006gl/vol2.html.

10. მერების შეთანხმება — აღმოსავლეთი (CoM East). FAQ: ვალდებულებები, SECAP-ის განხორციელება და ანგარიშგება.
https://com-east.eu/faq/.

11. გაერო (UNFCCC). პარიზის შეთანხმება (Paris Agreement), 2015.
https://unfccc.int/sites/default/files/resource/english_paris_agreement.pdf.

12. საქართველოს განახლებული ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (Georgia’s Updated Nationally Determined Contribution), 2021.
https://mepa.gov.ge/En/Files/ViewFile/35777.

13. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №54 დადგენილება „კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ“.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4780380.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დმანისის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.10.2026.
როდის იქნა მიღებული „დმანისის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“?
„დმანისის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 08.10.2026. მიმღები ორგანო — დმანისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.156.016607.
სად არის „დმანისის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“, №20, 08.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016607 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7020299/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება