სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მათი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№015
სარეგისტრაციო კოდი
010230000.58.070.016110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება  №015

2026 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მათი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები − ემბლემა ქართულ და ინგლისურ ენებზე და დროშა თანდართული ნიმუშებისა და აღწერილობების შესაბამისად (დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3), ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების − ემბლემისა და დროშის გამოყენების წესი (დანართი №4).        
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიგიორგი გაბიტაშვილი

დანართი №1

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის

სიმბოლოს − ემბლემის ნიმუში (ქართულ ენაზე)

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის

სიმბოლოს − ემბლემის აღწერილობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომელსაც გარს შემოუყვება ოქროს (ყვითელი) არშია. ფარის ველზე საქართველოს სახელმწიფო დროშის ცენტრში განთავსებულია ოქროს (ყვითელი) არშიაშემოვლებული ლაჟვარდის (ლურჯი) მცირე ჰერალდიკური ფარაკი, რომელზეც გამოსახულია ოქროს (ყვითელი) ეტრატი და კალამი. ფარის გარშემო ლაჟვარდის (ლურჯი) არშიის ველზე ქართული მთავრული ასოებით წრიულად დატანილია ვერცხლის (თეთრი) წარწერა – „სახელმწიფო აუდიტის სამსახური“, წარწერა ერთმანეთისაგან გამოყოფილია ოქროს (ყვითელი) სტილიზებული ორნამენტით. ინგლისურენოვან ემბლემაზე წრიულად დატანილია წარწერა – „STATE AUDIT OFFICE OF GEORGIA“.

დანართი №2

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის

სიმბოლოს − ემბლემის ნიმუში (ინგლისურ ენაზე)

დანართი №3

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის

სიმბოლოს − დროშის ნიმუში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის

სიმბოლოს − დროშის აღწერილობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს, პროპორციით  2:3, რომლის ვერცხლის (თეთრ) ველზე ცენტრში გამოსახულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ემბლემა.

დანართი №4

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის

სიმბოლოების − ემბლემისა და დროშის გამოყენების წესი

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შემდგომ – აუდიტის სამსახური) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები − ემბლემა და დროშა წარმოადგენს აუდიტის სამსახურის ოფიციალურ სიმბოლოებს.

2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს:

ა) აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული შენობების ინტერიერში;

ბ) აუდიტის სამსახურის ბანერებზე, აბრებზე და სახელობით ბარათებზე (ბეიჯი);

გ) აუდიტის სამსახურის ბეჭდვით გამოცემებსა და პოლიგრაფიულ ნაწარმზე;

დ) აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, ელექტრონულ ფოსტასა და პროგრამებზე;

ე) აუდიტის სამსახურის მიერ დამზადებულ ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალაზე;

ვ) აუდიტის სამსახურის სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციასა და ინვენტარზე.

3. დროშა გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ემბლემის და დროშის არადანიშნულებისამებრ გამოყენება აკრძალულია.

5. გენერალური აუდიტორი იღებს გადაწყვეტილებას ემბლემისა და დროშის გამოყენების სხვა შემთხვევების თაობაზე.

6. ემბლემა  და დროშა დაცულია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მათი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მათი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.10.2026.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მათი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მათი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 08.10.2026. მიმღები ორგანო — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი. დოკუმენტის ნომერი — №015. სარეგისტრაციო კოდი — 010230000.58.070.016110.
სად არის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მათი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მათი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“, №015, 08.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 010230000.58.070.016110 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7020590/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება