გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.148.016890
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2026 წლის 9 ოქტომბერი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „კულტურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემარლენ ნადირაძე



დანართი № 1

 

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წინამდებარე წესი (შემდგომში − წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ვრცელდება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2. ამ წესის მიზანია გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.

3. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებისას დაცული უნდა იქნეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების ობიექტი უნდა იყოს შინაარსობრივად მიზანშეწონილი, გამომდინარეობდეს კულტურული და სახელმწიფოებრივი ფასეულობებიდან. ამავე დროს, პროექტი არ უნდა ეწინააღმდებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობის მოთხოვნებს, მორალურ და ზნეობრივ ნორმებს, მიზნად არ უნდა ისახავდეს დისკრიმინაციასა და პიროვნების შეურაცხყოფას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია − პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის უკვდავსაყოფად, სხვადასხვა მასალით შექმნილი ობიექტი, რომელიც კულტურულ ფასეულობას მიეკუთვნება: ძეგლი (ქანდაკება, სკულპტურა), ობელისკი, ინსტალაცია (კონცეპტუალური ხელოვნების ობიექტი), რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ენაზე მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ავტორი, არქიტექტორი, განთავსების თარიღი და მასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ინფორმაცია არქიტექტურულ-მხატვრულ კომპოზიციაზე, საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად, შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზე;

ბ) მემორიალური დაფა − პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის უკვდავყოფის აღმნიშვნელი დაფა. ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად, შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზე;

გ) სამსახური − გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

დ) სამინისტრო − საქართველოს კულტურის სამინისტრო;

ე) კომისია − გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი სათათბირო ორგანო, რომელიც ახდენს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსათავსებელი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციისათვის შესაბამისი ესკიზის თაობაზე გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საუკეთესო ნაშრომის გამოვლენას; განიხილავს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობას და იღებს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ.

მუხლი 3. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის ინიცირება

1. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების საკითხის ინიცირების უფლება აქვს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, გორის მუნიციპალიტეტის მერს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს.

2. საკითხის ინიცირებისთვის დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის მერს. თუ განცხადება წარედგინება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარე საკითხს შესასწავლად უგზავნის გორის მუნიციპალიტეტის მერს.

3. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი);

ბ) ინფორმაციას, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ან მემორიალური დაფის განთავსების სავარაუდო ადგილმდებარეობის შესახებ;

გ) ინფორმაცია იმ პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის ან განსათავსებელი ობიექტის მხატვრული ღირებულების შესახებ, რომელსაც უკავშირდება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ან მემორიალური დაფის განთავსების საკითხი;

დ) მესაკუთრის თანხმობას (საჭიროების შემთხვევაში);

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა რეკვიზიტებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის მერის მხრიდან დამატებით მოთხოვნილ დოკუმენტს ან ინფორმაციას.

4. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის განცხადებით გათვალისწინებულია არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსება, განცხადებას ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა უნდა ერთოდეს:

ა) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის პროექტი, ესკიზი და მოდელი, შესასრულებელი მასალის მითითებით;

ბ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების მისამართი (ადგილმდებარეობა) და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (მიწაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი), საკადასტრო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განშლის ამსახველი ფოტომასალა.

5. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ითხოვს მემორიალური დაფის განთავსებას და კისრულობს ვალდებულებას, მემორიალური დაფის განთავსებასთან დაკავშირებული სამუშაოები განახორციელოს საკუთარი რესურსით, განცხადებას უნდა დაერთოს განსათავსებელი მემორიალური დაფის ესკიზი შესრულებული/შესასრულებელი მასალის მითითებით.

6. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკრებულოს არ წარედგინება განცხადებით გათვალისწინებული საკითხი განსახილველად, განმცხადებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მას შემდეგ, რაც კომისიას განახორციელების მისთვის ამ წესით მინიჭებულ უფლებამოსილებებს და მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ან მემორიალური დაფის განთავსების საკითხის თაობაზე ინიცირებული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ტექნიკური დამუშავება, განცხადება თანდართული მასალებით გადაეგზავნება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ან მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის.

მუხლი 4. გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების საკითხის მიზანშეწონილობის კრიტერიუმები

თვალსაჩინო ისტორიული პიროვნებების, ეროვნული გმირების, მწერლების, გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეების ან/და ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პიროვნებების (შემდგომში – შესაბამისი პიროვნება) სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის ან ისტორიული მოვლენის (ფაქტის) ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი პიროვნების გარდაცვალებიდან (ან/და შესაბამისი ისტორიული მოვლენის, ფაქტის დადგომიდან) 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისის დაშვების (20 წლის გასვლამდე) მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

მუხლი 5. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის ესკიზის შერჩევა ღია კონკურსით

1. გორის მუნიციპალიტეტის მერი საკუთარი ინიციატივით ახდენს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის ესკიზის შერჩევას ღია კონკურსის (შემდგომში „კონკურსი“) გზით, რომლის ჩატარების მიზანია კონკურსის საფუძველზე საუკეთესო საპროექტო წინადადებისა და ესკიზის გამოვლენა.

2. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის საუკეთესო საპროექტო წინადადებისა და ესკიზის შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადების, საკონკურსო ვადების, კონკურსის პირობების, შედეგების, საუკეთესო საპროექტო წინადადებისა და ესკიზის გამოვლენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გორის მუნიციპალიტეტის მერი, გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

3. კომისიის მუშაობის წესი და პირობები განისაზღვრება გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი კომისიის დებულებით.

4. კონკურსის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირი.

5. კომისია კონკურსში მონაწილეთაგან გამოავლენს გამარჯვებულს.

6. კონკურსის საუკეთესო არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის ავტორს გორის მუნიციპალიტეტი გადასაცემს გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულ ფულად ჯილდოს.

მუხლი 6. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი საქონლის, მომსახურებისა ან სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა

1. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №3/203 ბრძანებით გათვალისწინებულ მასალებს საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის სამინისტროს.

3. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ან მემორიალური დაფის განთავსებისთვის საჭირო შესყიდვის განხორციელების თაობაზე, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

4. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსება შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივი ან/და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, თვითმმართველობის მიერ კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრებით. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსება, ნებაყოფლობითობის პრინციპის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ, შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.10.2026.
როდის იქნა მიღებული „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“?
„გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 09.10.2026. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.148.016890.
სად არის „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“, №39, 09.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.148.016890 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7020969/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება