ცოცხალი დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის (მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და შესაბამისი რისკების შეფასების პროცედურებისა და კრიტერიუმების), აგრეთვე ცოცხალი დონორების რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №51/ნ |
|
2026 წლის 13 ნოემბერი ქ. თბილისი |
2. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გადანერგვის საინფორმაციო ცენტრის ამოქმედებამდე, უფლებამოსილი უწყებებისა და დაწესებულებების მიერ ამ სისტემაში ასასახი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება შესაბამის უწყებაში/დაწესებულებაში, მატერიალური (ქაღალდის) ან ელექტრონული ფორმით.
3. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გადანერგვის საინფორმაციო ცენტრის ამოქმედების შემდეგ, 2026 წლის 1 სექტემბრიდან განხორციელებულ ადამიანის ორგანოთა გადანერგვის პროცესთან დაკავშირებული, ამ ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, აისახება აღნიშნულ გადანერგვის საინფორმაციო ცენტრში.
|
1. ცოცხალი დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესი (მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და შესაბამისი რისკების შეფასების პროცედურები და კრიტერიუმები) (შემდგომ – დანართი) აწესრიგებს ცოცხალი დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასებასთან, მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და შესაბამისი რისკების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ეს დანართი არ არეგულირებს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ ცოცხალ დონორსა და რეციპიენტს შორის არსებული ნათესაური კავშირისა და ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირი) დადგენის საკითხებს.
3. ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც დადგენილია „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
1. ცოცხალი დონორისგან ორგანოს მოპოვება ხორციელდება მხოლოდ მისი წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება დონორის თავისუფალ ნებას და გამორიცხავს ნებისმიერ იძულებასა და ჩარევას.
2. ინფორმირებული თანხმობის განცხადებამდე მომავალმა დონორმა ცოცხალი დონაციის სპეციალისტისგან უნდა მიიღოს მიუკერძოებელი კონსულტაცია ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული რისკებისა და მისი უფლება-მოვალეობების შესახებ.
3. ცოცხალი დონაციის სპეციალისტი დონორს მკაფიოდ განუმარტავს, რომ მას აქვს თავისუფალი ნება და შეუძლია ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი დონაციაზე ისე, რომ ამას მისთვის არანაირი შედეგი არ მოჰყვეს.
4. ცოცხალი დონორისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციის გასაწევად მისგან მოპოვებული უნდა იქნეს ყველა საჭირო ინფორმაცია. კონსულტაცია უნდა მოიცავდეს ყველა ინფორმაციას, რომელიც ეხება ცოცხალი დონაციის პროცესს, მის მიზანს, არსსა და მოსალოდნელ შედეგებს, დონორის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მოსალოდნელ მოკლევადიან და გრძელვადიან სამედიცინო და ფსიქოლოგიურ რისკებს, რეციპიენტისთვის მოსალოდნელ რისკებსა და გართულებებს და მისი მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს, იმ უკუჩვენებებს, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ორგანოს დონაციას, აგრეთვე დონორის უფლებებს, მისი დაცვის გარანტიებსა და მის ვალდებულებებს.
5. დონორთან ორმხრივი ინფორმაციის გაცვლისა და კონსულტირების მიზნით, ცოცხალი დონაციის სპეციალისტი ატარებს გასაუბრებას დონორთან. ამავდროულად, ცოცხალი დონაციის სპეციალისტი დონორს გადასცემს მის საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული ფოსტის მისამართი ან/და ტელეფონის ნომერი), დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად.
6. ცოცხალი დონაციის სპეციალისტის გადაწყვეტილებით, ცოცხალი დონაციის სპეციალისტსა და ცოცხალ დონორს შორის კონსულტაციის გაწევისა და ინფორმაციის მიმოცვლის პროცესი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დასაშვებია წარიმართოს, დისტანციურ ფორმატში.
7. ცოცხალი დონაციის სპეციალისტი ცოცხალი დონორისთვის კონსულტაციის გაწევისა და ინფორმაციის მიწოდების, აგრეთვე, მისგან ინფორმაციის მიღების შედეგების შესახებ ადგენს დოკუმენტს/ანგარიშს, რომელიც დონორის შესახებ დოკუმენტაციის ნაწილია.
1. ცოცხალი დონორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ფიზიკური და ფსიქოსოციალური რისკების განსაზღვრისა და მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ტარდება ცოცხალი დონორის სრული სამედიცინო და ფსიქოსოციალური შეფასება, კერძოდ:
ა) სამედიცინო შეფასებას ატარებს გადანერგვის ცენტრი, რომელსაც აქვს ცოცხალ დონორთა ორგანოების გადანერგვის სათანადო ლიცენზია;
ბ) ფსიქოსოციალურ შეფასებას ატარებს ცოცხალი დონაციის კომისია (რომლის შემადგენლობაში შედიან ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ცოცხალი დონაციის სპეციალისტი) დონორისა და რეციპიენტის ურთიერთობის, ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებლის შესახებ მათი ცნობიერების, ცოდნისა და აღქმის, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მოტივაციისა და მოლოდინის შეფასებისა და სოციალური მხარდაჭერის მიზნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო შეფასებისათვის ექიმი საჭიროებისამებრ, იყენებს ცოცხალი დონორის შესახებ არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციას/ინფორმაციას ან/და შესაბამის კლინიკურ-სადიაგნოსტიკო საშუალებებს. დონორის სამედიცინო შეფასება მოიცავს ანამნეზს, ქცევით და მოგზაურობის შესახებ მონაცემებს (მათ შორის, დამატებით ინფორმაციას მისი მკურნალი/პირველადი ჯანდაცვის ექიმისგან), კლინიკურ გამოკვლევებსა და ტესტებს, რომლებიც საჭიროა დონორისა და გადასანერგი ორგანოს ვარგისიანობის, ასევე, დონორისა და რეციპიენტის ანტიგენური თავსებადობის დასადგენად. სამედიცინო შეფასების შედეგების თაობაზე დგება შესაბამისი დოკუმენტი/დოკუმენტები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფსიქოსოციალური შეფასებისათვის ცოცხალი დონაციის კომისია, საჭიროებისამებრ, იყენებს ცოცხალი დონორის შესახებ არსებულ შესაბამის დოკუმენტებს/ინფორმაციას, კითხვარებს, ტესტებს, ინტერვიუებს ან/და სხვა ფსიქოსოციალური შეფასების საშუალებებს. ფსიქოსოციალური შეფასება მოიცავს ცოცხალ დონორსა და რეციპიენტს შორის ურთიერთობის გამოკვლევას, ორგანოს დონაციისთვის პირის ფსიქოლოგიური და სოციალური შესაბამისობის შეფასებას, ასევე დონაციის განხორციელების მიზეზს. დონორის ფსიქოსოციალური შეფასების შედეგების თაობაზე დგება შესაბამისი ანგარიში.
4. ცოცხალი დონაციის კომისიის გადაწყვეტილებით, ცოცხალი დონაციის კომისიის მიერ შეფასების პროცესი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დასაშვებია წარიმართოს დისტანციურ ფორმატში.
5. დონორის თანხმობის/სურვილის არსებობის მიუხედავად, დონორისგან ორგანოს ამოღება არ განხორციელდება, თუ მის სიცოცხლეს, ფსიქიკურ ან ფიზიკურ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
დანართი №2
ცოცხალი დონორების რეესტრის წარმოების წესი
1. ეს დანართი არეგულირებს ცოცხალი დონორების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც დადგენილია „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
1. ცოცხალი დონორი არის ცოცხალი ადამიანი, რომლის ორგანოს ან ორგანოს ნაწილის დონაციაც ხორციელდება გადასანერგად, „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ისე, რომ დონაცია მის სიცოცხლესთან შეთავსებადი იქნება და მისი ორგანიზმი შეძლებს ამ ორგანოს ან ორგანოს ნაწილის ფუნქციის ადეკვატურად და საკმარისად უსაფრთხოდ კომპენსირებას.
2. ცოცხალი დონორების რეესტრი არის ცოცხალი დონორების შესახებ მონაცემთა ბაზა მათზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მეთვალყურეობისთვის/დაკვირვებისთვის.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) ქმნის ცოცხალი დონორების რეესტრს, რომელიც ინტეგრირებულია გადანერგვის სახელმწიფო საინფორმაციო სისტემაში (შემდგომ − გადანერგვის საინფორმაციო ცენტრი).
4. ცოცხალ დონორთა რეესტრში რეგისტრირებულ დონორს ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი.
1. გადანერგვის ცენტრის მიერ ცოცხალი დონაციის შესახებ ინფორმაცია ორგანოს გადანერგვიდან 24 საათში აისახება დონორის სამედიცინო ჩანაწერებსა და ცოცხალი დონორების რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ორგანოს გადანერგვის შეტყობინების ფორმის შესაბამისად.
2. გადანერგვის ცენტრი ვალდებულია სერიოზული გვერდითი მოვლენისა ან/და რეაქციის გამოვლენიდან 12 საათში ცოცხალ დონორთა რეესტრში ასახოს ინფორმაცია ორგანოს ამოღებით გამოწვეული დონორის სერიოზული გვერდითი მოვლენისა ან/და რეაქციის და დონორის მიმდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
3. გადანერგვის ცენტრი ახდენს ცოცხალი დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გრძელვადიან, მკურნალობისშემდგომ მეთვალყურეობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით. ამ მეთვალყურეობის შედეგები და შესაბამისი მონაცემები აისახება ცოცხალი დონორების რეესტრში.
ცოცხალი დონორების რეესტრის წარმოებისას და მართვისას შესაბამისი პერსონალური მონაცემები მუშავდება „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცოცხალი დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის (მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და შესაბამისი რისკების შეფასების პროცედურებისა და კრიტერიუმების), აგრეთვე ცოცხალი დონორების რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ცოცხალი დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის (მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და შესაბამისი რისკების შეფასების პროცედურებისა და კრიტერიუმების), აგრეთვე ცოცხალი დონორების რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.11.2026.
- როდის იქნა მიღებული „ცოცხალი დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის (მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და შესაბამისი რისკების შეფასების პროცედურებისა და კრიტერიუმების), აგრეთვე ცოცხალი დონორების რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“?
- „ცოცხალი დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის (მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და შესაბამისი რისკების შეფასების პროცედურებისა და კრიტერიუმების), აგრეთვე ცოცხალი დონორების რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 13.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №51/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470100000.22.035.017244.
- სად არის „ცოცხალი დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის (მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და შესაბამისი რისკების შეფასების პროცედურებისა და კრიტერიუმების), აგრეთვე ცოცხალი დონორების რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ცოცხალი დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის (მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და შესაბამისი რისკების შეფასების პროცედურებისა და კრიტერიუმების), აგრეთვე ცოცხალი დონორების რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“, №51/ნ, 13.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 470100000.22.035.017244 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7021910/