„საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №140/ნ |
|
2026 წლის 12 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„მუხლი 35. 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებული საგნის გამოცდის თავისებურებები
1. 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდის ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს:
ა) მასწავლებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული ერთ-ერთი სტატუსი და 2026 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) არსებული მონაცემების მიხედვით, ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) ან რომელშიც განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი;
ბ) მასწავლებელს, რომელიც 2026 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) არსებული მონაცემების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის 31-ე მუხლის საფუძველზე;
გ) მოწვეულ მასწავლებელს, რომელიც 2026 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) არსებული მონაცემების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის იმ საგანს, რომელშიც ჩაბარებული არ აქვს საგნის გამოცდა, ან არ აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია, ან არ უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან არ აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) ან რომელშიც არ აქვს განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანის/საგნების ტესტირებაში, რომელ საგანს/საგნებსაც ასწავლის (გარდა უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალი სხვა უცხოური ენების საგნის/საგნებისა, ეთნიკური უმცირესობების ენებისა, სპორტისა, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველებისა (I – IV კლასები), აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველებისა (I-IV კლასები), რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველებისა (I-IV კლასები) და სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველებისა (I-IV კლასები)) და უფლებამოსილია რეგისტრაციის დროს მიუთითოს არაუმეტეს სამი საგანი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის 31-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი საგნის/საგნების ტესტირებაში და უფლებამოსილია რეგისტრაციის დროს მიუთითოს არაუმეტეს სამი საგანი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოწვეულ მასწავლებელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ იმ ტესტირებაში, რომელ საგანსაც ასწავლის და უფლებამოსილია, რეგისტრაციის დროს მიუთითოს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი საგანი.
5. რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ ხუთი დღით ადრე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს ცენტრისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლების/მოწვეული მასწავლებლების შესახებ ინფორმაციის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ინფორმაცია ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საგნის/საგნების შესახებ) მიწოდებას.
6. ცენტრი ვალდებულია, საგნის გამოცდებზე რეგისტრირებული მასწავლებლების/მოწვეული მასწავლებლების ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებთან შესაბამისობის გადამოწმების მიზნით, ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ინფორმაცია არჩეული საგამოცდო საგნის/საგნების შესახებ) რეგისტრაციის დასრულებიდან 3 დღეში გადაუგზავნოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც ამოწმებს მონაცემებს და გადამოწმებულ ინფორმაციას უგზავნის ცენტრს 7 დღის ვადაში .“.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №140/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.018918.
- სად არის „საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №140/ნ, 12.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018918 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7022099/