„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1890-VIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
200020000.05.001.103263
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრები უნდა განთავსდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საკუთარი სახსრებისგან განცალკევებით, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე (ანგარიშებზე); ამასთანავე, ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მასთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრები განათავსოს მის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მომხმარებლის ფულადი სახსრების საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე განთავსების წესი და პირობები, მათ შორის, განსათავსებელი ფულადი სახსრების ოდენობა, აგრეთვე მათ განთავსებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები.

22. დაუშვებელია მომხმარებლის ფულადი სახსრების მიმართ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.“.

2. 41​9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

15 ოქტომბერი 2026 წ.

N1890-VIმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.10.2026.
როდის იქნა მიღებული „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1890-VIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 200020000.05.001.103263.
სად არის „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1890-VIმს-XIმპ, 15.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 200020000.05.001.103263 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7023423/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 15.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება