„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№321
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.018061
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №321

2026 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

 


 


მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში (სსმ III, №145, 25.11.09,  მუხლი 1695) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის“:

1. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 39. სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა შტატების შემცირების, სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაციის ან/და ლიკვიდაციის გამო

 1. სამსახურის რეორგანიზაცია მოიცავს  მისი ინსტიტუციური მოწყობის შეცვლას, რის შედეგადაც მიიღება სამსახურის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა და რასაც თან ახლავს შტატების გადაადგილება ან/და შემცირება.

2. რეორგანიზაციის პროცესში სამსახური განსაზღვრავს იმ თანამდებობებს (შტატებს), რომლებიც ექვემდებარება გადაადგილებას ან/და შემცირებას და სამსახურის იმ თანამშრომლების სიას, რომელთა თანამდებობებიც (შტატები) მცირდება ან/და რომელთა მიმართაც იცვლება  შრომითი ურთიერთობების არსებული პირობები.

3. რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების (დათხოვნის) შესახებ თანამშრომელს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე (დათხოვნამდე) 1 თვით ადრე. აღნიშნული შეტყობინება სამსახურის თანამშრომელმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში თანამშრომელს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კუთვნილი კომპენსაციის გარდა, ეძლევა 1 თვის თანამდებობრივი სარგო.

4. სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) შემთხვევაში, მას ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. სამსახური ვალდებულია მოახდინოს სამსახურის თანამშრომელთან საბოლოო ანგარიშსწორება და დაუბრუნოს მას შრომის წიგნაკი, აგრეთვე სხვა საბუთები.“.

2. მე-40 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ორგანიზაციულ-საშტატო ღონისძიებებში იგულისხმება სტრუქტურული ერთეულის (ან ერთეულების) შემცირება (გაერთიანება-გაყოფა) შტატების შემცირების გარეშე, სტრუქტურული ერთეულებისათვის ფუნქციების დამატება ან გამოკლება.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კაკაურიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.10.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №321. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.22.033.018061.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №321, 15.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.018061 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7023744/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 15.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება