„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9981-GE
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016877
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)
სესხის ნომერი 9981-GE

 

სასესხო შეთანხმება

 

(ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)

 

საქართველოსა

და

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს

შორის

 

 

სასესხო შეთანხმება

წინამდებარე შეთანხმება დადებულია ხელმოწერის თარიღით საქართველოს („მსესხებელი“) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს („ბანკი“) შორის. მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე:


 

მუხლი  I – ზოგადი პირობები; განსაზღვრებები

1.01 ზოგადი პირობები (განსაზღვრულია ამ შეთანხმების დანართში) ვრცელდება ამ შეთანხმებაზე და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

1.02  თუ სხვაგვარად არ არის კონტექსტით განსაზღვრული, ამ შეთანხმების ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ზოგადი პირობებით ან ამ შეთანხმების დანართით განსაზღვრული მნიშვნელობები. 

მუხლი II – სესხი

2.01 ბანკი თანახმაა მსესხებელს გამოუყოს სესხი თანხით სამასოცდაოთხი მილიონ შვიდასი ათასი (€324,700,000) ევრო, რომლის კონვერტაციაც შეიძლება პერიოდულად განხორციელდეს ვალუტის კონვერტაციის („სესხი“) საშუალებით, (a) ამ შეთანხმების 1-ლ განრიგში აღწერილი პროექტის („პროექტი“)  დაფინანსებაში დახმარების მიზნით; და (b) სწრაფი საპასუხო რეაგირების (“RRO”) უზრუნველყოფის მიზნით.

2.02  მსესხებელმა შეიძლება  აითვისოს საკრედიტო სახსრები ამ შეთანხმების  მე-2 განრიგის III თავის შესაბამისად.

2.03 სესხის დამტკიცების ერთჯერადი საკომისიო შეადგენს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%).

2.04 ვალდებულების საკომისიო შეადგენს აუთვისებელი საკრედიტო ნაშთის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%) წელიწადში.

2.05 საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს საბაზისო განაკვეთის და ცვლადი სპრედის ჯამს ან ისეთ განაკვეთს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონვერტაციის შემდეგ ზოგადი პირობების  3.02 (e)  პუნქტის შესაბამისად.

2.06 გადახდის თარიღებია ყოველი წლის 15 ივნისი და 15 დეკემბერი.

2.07 სესხის ძირითადი თანხა დაფარულ უნდა იქნეს ზოგადი პირობების 3.03 პუნქტის და ამ შეთანხმების მე-3 განრიგის შესაბამისად.  

მუხლი  III  – პროექტი; საგანგებო საპასუხო ღონისძიებების პროექტი

3.01 მსესხებელი აცხადებს თავის ვალდებულებას პროექტის ამოცანების შესრულებისა და საგანგებო საპასუხო ღონისძიებების პროექტის („CERP“) მიმართ. ამ მიზნით მსესხებელი უზრუნველყოფს (a)(i) პროექტის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების განხორციელებას  საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს („MOI“) საავტომობილო გზების დეპარტამენტის („RD“), და (ii) პროექტის 1-ლი ნაწილის შესრულებას პროექტის განმახორცილებელი ორგანიზაციის („PIE“) საშუალებით,  ამ შეთანხმების ზოგადი პირობების   V მუხლის  და  მე-2 განრიგის დებულებების და პროექტის შეთანხმების შესაბამისად; და განახორციელებს, ან უზრუნველყოფს CERP-ის განხორციელებას ზოგადი პირობების V მუხლის შესაბამისად.

მუხლი IV  – ბანკის ხელთ არსებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმები

4.01. შეჩერების დამატებითი გარემოება გულისხმობს შემდეგს, კერძოდ, ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადგილი აქვს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის კანონმდებლობის ცვლილებას, შეჩერებას, გაუქმებას,  ძალადაკარგულად გამოცხადებას ან შეუსრულებლობას, რაც არსებით და უარყოფით გავლენას ახდენს პროექტის განმახორციელებელი სუბიექტის უნარზე შეასრულოს პროექტის შეთანხმებით განსაზღვრული თავისი რომელიმე ვალდებულება.

4.02. პროექტის 1-ლი ნაწილის თანადაფინანსების შეთანხმების ძალაში შესვლისთვის თანადაფინანსების ბოლო ვადა არის ძალაში შესვლის თარიღიდან 12 თვე.

4.03. დაჩქარების დამატებითი გარემოება გულისხმობს შემდეგს, კერძოდ,  ამ შეთანხმების 4.01 პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი მოვლენის დადგომას და მის არსებობას მსესხებლისთვის ბანკის მიერ მოვლენის შესახებ შეტყობინების მიწოდების თარიღიდან ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში.

მუხლი  V  – ძალაში შესვლა; შეწყვეტა

5.01. შეთანხმების ძალაში შესვლის ბოლო ვადაა ხელმოწერის თარიღიდან ას ოცი  (120) დღე.

მუხლი  VI  – წარმომადგენელი; მისამართები

6.01 მსესხებლის წარმომადგენელია მისი ფინანსთა მინისტრი.

6.02 ზოგადი პირობების 10.01 პუნქტის მიზნებისთვის:

(a) მსესხებლის მისამართია:

ფინანსთა სამინისტრო

გორგასლის ქუჩა 16

0114 თბილისი

საქართველო, და

(b)  მსესხებლის ელექტრონული მისამართია:

ელფოსტა: publicdebt@mof.ge

6.03. ზოგადი პირობების 10.01 პუნქტის მიზნებისთვის:

(a)  ბანკის მისამართია:

რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)

ამერიკის შეერთებული შტატები

ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 20433

1818 H Street, N.W.

(b)  ბანკის ელექტრონული მისამართია:

ტელექსი: ფაქსი:

248423 (MCI) ან 1-202-477-6391           

 

               

შეთანხმება მიღწეულია შეთანხმების ხელმოწერის თარიღის მდგომარეობით.

 

საქართველო

 _____________________________________

უფლებამოსილი წარმომადგენელი

 

სახელი, გვარი: __________________________

თანამდებობა: __________________________

თარიღი: __________________________

 

რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი

___________________________________

უფლებამოსილი წარმომადგენელი

სახელი, გვარი:  __________________________

თანამდებობა:  __________________________

თარიღი: __________________________

 

განრიგი  1

პროექტის აღწერა

პროექტის მიზანია საქართველოში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ეფექტიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესება.

პროექტი შემდეგი ნაწილებისგან შედგება:

ნაწილი 1. სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვის და მდგრადობის გაუმჯობესება

A. ელექტრიფიცირებული რკინიგზის ელექტროლოკომოტივების შეძენა რკინიგზის გამტარუნარიანობის გასაზრდელად

რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდა ელექტრიფიცირებული რკინიგზის ელექტრო ლოკომოტივების შეძენის, ტესტირებისა და ექსპლუატაციაში გაშვების გზით.

B. ელექტროქვესადგურის მშენებლობა ან ელექტროქვესადგურების განახლება

ელექტრიფიცირებული რკინიგზის ელექტრო ლოკომოტივების ექსპლუატაციის მხარდასაჭერად ელექტროქვესადგურის მშენებლობა ან ელექტროქვესადგურების განახლება.

C. საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციური გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა

i. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (PIE) პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება და მათთვის ტრენინგების ჩატარება რკინიგზის ტექნიკური და ოპერაციული საქმიანობის შესახებ;

ii. რეკომენდაციების შემუშავება და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება დაკავშირებადობისა და მულტიმოდალური ინტეგრაციის გაუმჯობესების მიზნით;

iii. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (PIE)  ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლება კორპორაციული განზრახვის განაცხადის მომზადებითა და დამტკიცებით, მდგრადი განვითარების ანგარიშების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანით;

iv. პროექტის განმახორციელებელი გუნდის („PIT“) შესაძლებლობების გაძლიერება შესყიდვების, ფინანსური მართვის, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის და ტექნიკური ექსპერტიზის სფეროში პროექტის ყოველდღიური მართვის მიზნით;

v. პროექტის 1-ლი ნაწილის აუდიტის ჩატარება;

vi. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (PIE) საწარმოო რესურსების დაგეგმვის სისტემის განახლება; და

vii. სარკინიგზო ლიანდაგების იდენტიფიცირებული მონაკვეთების განახლება.

ნაწილი 2.   გზების დაკავშირებადობის გაუმჯობესება

A. საგზაო სამშენებლო სამუშაოები

(a) კახეთის ავტომაგისტრალის გასწვრივ ბადიაურიდან ჩალაუბნამდე  ოთხზოლიანი  მონაკვეთის და  ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე  ოთხზოლიანი მონაკვეთის პროექტირება და მშენებლობა, და (b) გურჯაანიდან თელავამდე  ავტომაგისტრალის მონაკვეთის პროექტირება და მშენებლობა; ზემოაღნიშნული მოიცავს: კვეთებს, ესტაკადებს, ხიდებს, ამაღლებულ ვაკისებს, მართკუთხა წყალგამტარ მილებს, მოქნილ ტროტუარებს და რკინაბეტონის კედლების მშენებლობას.

B. პროექტის მართვის მხარდაჭერა საგზაო სექტორისთვის

i. პროექტის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების განხორციელებასთან დაკავშირებით RD-ისთვის პროექტის მართვის მხარდასაჭერად საქონლის, საკონსულტაციო მომსახურების, არასაკონსულტაციო მომსახურების, ტრენინგისა და საოპერაციო ხარჯების უზრუნველყოფა, მათ შორის: (a)  შესყიდვების, ფინანსური მართვის, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის, მონიტორინგისა და შეფასების, ასევე პროექტის აუდიტის მხარდაჭერა; და (b)  RD-ის შესაძლებლობების გაძლიერება მომავალი პროექტებისთვის; და

ii. მე-2(A) ნაწილის ფარგლებში განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა; და

ნაწილი 3.  საგზაო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება

A. დიგიტალიზაცია და ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები

i. ეროვნული ავტომაგისტრალების კონტროლის ცენტრის შექმნა, მათ შორის,  პროექტირება, მშენებლობა, აღჭურვილობის შესყიდვა და მონტაჟი, ასევე ექსპლუატაციისა და ტექნიკური მოვლა-პატრონობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა, დამონტაჟებული აღჭურვილობისა და სისტემების გამოსაყენებლად საჭირო ტრენინგის ჩათვლით;

ii. ეროვნული ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის შექმნა ეროვნული ავტომაგისტრალების კონტროლის ცენტრთან არსებული სისტემების ინტეგრირებით;

iii. საგზაო ინფრასტრუქტურის აქტივების დისტანციური მონიტორინგის აღჭურვილობის შეძენა და მონტაჟი საგზაო აქტივების მართვის სისტემის (RAMS) ინფორმირებისთვის;

iv. კახეთის ავტომაგისტრალზე დინამიური აწონვის სისტემისა და ღერძული დატვირთვის კონტროლის აღჭურვილობის შესყიდვა და მონტაჟი; და

v. დისტანციური ზონდირების ინსტრუმენტების შეძენა და მონტაჟი, რეალურ დროში ძირითადი ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემების უზრუნველსაყოფად კახეთის ავტომაგისტრალზე და პროექტის მე-2 ნაწილის ფარგლებში აშენებული გზის მონაკვეთებზე.

B. კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის ამაღლება

ინსტიტუციური ჩარჩოებისა და ინსტრუმენტების შემუშავება საგზაო ქსელის კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის გასაძლიერებლად, შემდეგი ღონისძიებებით:

i. კლიმატის რისკის სკრინინგის პროტოკოლების შემუშავება, საფრთხეების გადაფარვის რუკების და კლიმატური მედეგობის საპროექტო სტანდარტების ჩათვლით;

ii. გზების დეპარტამენტისთვის კლიმატის მონაცემთა ბაზებსა და მონაცემთა წყაროებზე, მათ შორის, ჰიდროლოგიისა და ჰიდრავლიკის მონაცემთა მასივებზე, მეწყრების ინვენტარიზაციის მონაცემებზე და კრიტიკულობის რუკებზე  წვდომის უზრუნველყოფა;

iii. კლიმატის ცვლილების მიმართ დაუცველობის ანალიზის, დანაკარგების შეფასებისა და სარგებლის ანალიზის ჩასატარებლად ქსელისა და აქტივების დონეზე გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტების შემუშავება, მორგება და დანერგვა; და

iv. გზების დეპარტამენტისა და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამების შემუშავება და განხორციელება საგზაო ქსელის წინაშე არსებული კლიმატური რისკების ახალი კლიმატური ინსტრუმენტებისა და პროტოკოლების გამოყენებით ეფექტურად მართვის მიზნით.

ნაწილი 4.   ეკონომიკური გაძლიერება და ანალიზი რეგიონული ინტეგრაციისა და საგზაო სექტორის მდგრადი განვითარებისთვის

A. ქალი მეწარმეების მხარდაჭერა

i. კახეთის რეგიონში ქალი მეწარმეებისთვის ტრენინგების ჩატარება  ბიზნესის, ფინანსების და ციფრული მიმართულებით აუცილებელი უნარების, ასევე მცირე ბიზნესის საკვები და სასოფლო სამეურნეო ტექნიკური აღჭურვილობის და შრომის დამზოგავი აღჭურვილობის ექსპლუატაციის, მოვლა-პატრონობისა და უსაფრთხოების შესახებ; და

ii. შერჩეული ბენეფიციარების მხარდაჭერა არაფულადი აქტივების უზრუნველყოფის გზით დაფინანსებული აქტივობებიოსთვის და ბიზნესგეგმების განხორციელებისა და ეფექტური გამოყენების მხარდასაჭერად საკონსულტაციო მომსახურების გაწევის საშუალებით.  

B. კერძო სექტორის ხელშეწყობის ღონისძიებები და ანალიზი ტრანსპორტის სექტორის მხარდასაჭერად

i. საგზაო მოსაკრებლის პროგრამის შემუშავების მხარდაჭერა, მათ შორის, ქვემოთ ჩამოთვლილის მეშვეობით: (a)  მოსაკრებლის განსაზღვრის სხვადასხვა მიდგომებისა და ტექნოლოგიური ვარიანტების მიზანშეწონილობის ანალიზის ჩატარება; (b)  ტრანსპორტის სექტორის მხარდასაჭერად მდგრადი ფინანსური დაგეგმვის რეკომენდაციების შემუშავება; და (c) საგზაო მოსაკრებლის პოტენციური საპილოტო სქემების მხარდასაჭერად დეტალური სამოქმედო გეგმის მომზადება;

ii. ეროვნული საგზაო ქსელის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის შეფასების განხორციელება და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების მიმართულებით ინვესტიციების და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; და

iii. გვირაბების განვითარებისა და მართვის, საგზაო უსაფრთხოებისა და კონტრაქტების მართვის სფეროებში მომავალი პროექტების მომზადების მხარდაჭერა, ტექნიკური პროექტების შემუშავების ჩათვლით.

ნაწილი 5.  საპასუხო ღონისძიებები გაუთვალისწინებელი საგანგებო სიტუაციების მიმართ

შესაბამის კრიზისულ ან საგანგებო სიტუაციებში დაუყოვნებლივ, საჭიროებისამებრ იქნება უზრუნველყოფილი საპასუხო ღონისძიებების განხორციელება.  

განრიგი  2

პროექტის განხორციელება

თავი I. განხორციელების მექანიზმები

A. ინსტიტუციური მექანიზმები

1. მსესხებელი უზრუნველყოფს და განაპირობებს პროექტის განხორციელებას ამ შეთანხმების, პროექტის შეთანხმების, პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოების, განხორციელების ხელშეკრულებისა და თანხის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისი დებულებების თანახმად:

(a) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია (PIE) პროექტის პირველ ნაწილს ასრულებს ფინანსთა სამინისტროსთან („MoF“) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან („MoESD“) კოორდინაციით;

(b) RD განახორციელებს პროექტის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ; და

(c) ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი („ETCIC“) დაეხმარება და ხელს შეუწყობს RD-ს პროექტის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების განხორციელებაში ფინანსური მართვის ფუნქციების უზრუნველყოფით.

2. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პროექტის მთელი პერიოდის განმავლობაში პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ შეინარჩუნოს პროექტის განმახორციელებელი გუნდი ბანკისთვის მისაღები კვალიფიციითა და რაოდენობით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროექტის 1-ლი ნაწილის ყოველდღიურ განხორციელებაზე და სხვა საკითხებზე GR-ის საოპერაციო სახელმძღვანელოს შესაბამისად.

3. მსესხებელი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მეშვეობით უზრუნველყოფს, რომ RD-ს: (i) ჰქონდეს ადეკვატური ფუნქციები, პასუხისმგებლობები და რესურსები; (ii) ჰყავდეს კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი საკმარისი რაოდენობით; და (iii) ზემოთ ჩამოთვლილი მუდმივად იყოს შენარჩუნებული პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში.

4. მსესხებელი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მეშვეობით ვალდებულია: (a) განახორციელოს ETCIC-ის მართვა და მოვლა-პატრონობა ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი შემადგენლობით, ტექნიკური დავალებით და რესურსებით; და (b)  უზრუნველყოს, რომ პროექტის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ფინანსური მართვის ვალდებულებები შესრულდეს ETCIC-ის მიერ განხორციელების ხელშეკრულების შესაბამისად.

5. მსესხებელი ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით შექმნის და შემდეგ, პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნებს პროექტის სამეთვალყურეო კომიტეტს, რომელიც შედგება ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, RD-ისა და GR-ის წარმომადგენლებისგან, პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოების შესაბამისად. აღნიშნული კომიტეტი პასუხისმგებელი იქნება: (a)  პროექტის განხორციელების პროგრესის მონიტორინგზე; (b) რკინიგზისა და გზების სექტორის რეფორმისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით ვალდებულებების შესრულების პროგრესის განხილვაზე; და (c) პოლიტიკისა და სტრატეგიული საკითხების განხილვაზე, რომლებიც მოითხოვს ინსტიტუციებს შორის კოორდინაციას, პროექტის სამეთვალყურეო კომიტეტის შეხვედრების ჩატარებით მინიმუმ წელიწადში ერთხელ და მსესხებლის მიერ თითოეული აღნიშნული შეხვედრის ანგარიშის ბანკისთვის გაზიარებას.

6. პროექტის მე-4 ნაწილის B (iii) პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საქმიანობის განხორციელებამდე მსესხებელი, ბანკთან კონსულტაციით, ვალდებულია:

(a) მაქსიმალურად ეცადოს პროექტის მე-4 ნაწილის B (iii) პუნქტით შემოთავაზებული აქტივობების შემოწმებას აკრძალულ საქმიანობებთან მიმართებით, RD-ის ოპერაციულ სახელმძღვანელოში დაწვრილებით აღწერილი პროცესის შესაბამისად; და

(b) უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი აკრძალული საქმიანობა ამოღებულ იქნეს პროექტიდან.

7. მსესხებელი RD-ის მეშვეობით უზრუნველყოფს, რომ (i) თითოეული შერჩეული ბენეფიციარის შერჩევა განხორციელდეს ღიად და გამჭვირვალედ და შეესაბამებოდეს RD-ის ოპერატიულ სახელმძღვანელოში დადგენილ პროცესსა და კრიტერიუმებს საჭიროებების შეფასების საფუძველზე; და (ii) არაფულადი აქტივები მიეწოდოს და გამოიყენოს შერჩეულმა ბენეფიციარებმა ამ შეთანხმებისა და RD-ის ოპერაციული სახელმძღვანელოს დებულებების შესაბამისად.

B. სახელმძღვანელოები

1. მსესხებელი: (a)  RD-ის მეშვეობით მოამზადებს და დაამტკიცებს RD-ის ოპერაციულ სახელმძღვანელოს; (b)  უზრუნველყოფს, რომ ETCIC-მა დაამტკიცოს RD-ის ოპერაციული სახელმძღვანელოს შესაბამისი თავები; და (c) უზრუნველყოფს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ მოამზადოს და დაამტკიცოს GR-ის ოპერაციული სახელმძღვანელო; (RD-ის ოპერაციული სახელმძღვანელო და GR-ის ოპერაციული სახელმძღვანელო ერთად მოიხსენება, როგორც „პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოები“).

2. RD-ის ოპერაციული სახელმძღვანელო განსაზღვრავს პროექტის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების განხორციელების დეტალურ მითითებებსა და პროცედურებს, მათ შორის:

(a)  პროექტის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით მხარდაჭერილი ყველა ღონისძიების დეტალურ აღწერას, მათ თანმიმდევრობას და  მათ სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებულ  გრაფიკს;

(b)  პროექტის განხორციელების დეტალურ პოლიტიკას, პროცედურებს, მითითებებსა და სტანდარტულ დოკუმენტებს, მათ შორის დეტალურ პროცესებს და ღონისძიებებს აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალის მიმართ აქტივობების გასაცხრილად და აღნიშნულ ჩამონათვალთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

(c) შერჩეული ბენეფიციარების შესაბამისობისა და შერჩევის კრიტერიუმები, მხარდაჭერილი აქტივობების სია, არაფულადი აქტივების შეფასების პროცედურები, არაფულადი აქტივების ტიპები და მაქსიმალური ღირებულება, ასევე არაფულადი აქტივის ფორმის შაბლონი, რომელიც უნდა ხელმოწერილი იყოს არაფულადი აქტივის გადაცემისას RD-ისა და შერჩეული ბენეფიციარის მიერ;

(d) გარემოსდაცვით და სოციალურ ვალდებულებებს, გარემოსდაცვით და სოციალურ ინსტრუმენტებს და მექანიზმებს, საჩივრების განხილვის მექანიზმი(ები)ს ეფექტიანობის დეტალებს და დაინტერესებული მხარეების ჩართულობას პროექტის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებისთვის, ამ განრიგის I თავის G ნაწილის და გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმის დებულებების შესაბამისად;

(e) ფინანსური მართვის სახელმძღვანელოს, რომელიც მოიცავს ფინანსურ მართვასთან, ჩამორიცხვასთან და სხვა ფუნქციებთან დაკავშირებულ, ETCIC-ის მიერ RD-ის დასახმარებლად განხორციელებულ დეტალურ ღონისძიებებს, პროცესებსა და პროცედურებს,  პროექტის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების შესასრულებლად;

(f) შესყიდვების მითითებებს და პროცედურებს, რომლებიც შეესაბამება შესყიდვების რეგულაციების დებულებებს;

(g) ანტიკორუფციული მითითებების მოთხოვნებს;

(h) პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს პროექტის ფარგლებში მოპოვებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას, გამოყენებას და დამუშავებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, რაც განაპირობებს ასეთი მონაცემების ლეგიტიმურ, სათანადო და პროპორციულ გამოყენებას;

(i) შესაბამის მხარეებს შორის კოორდინაციის მექანიზმებს პროექტის ყოველდღიური განხორციელებისთვის; და

(j) პროექტის მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგებისა და კომუნიკაციის მოთხოვნებს და პროცედურებს.

3. GR-ის ოპერაციული სახელმძღვანელო განსაზღვრავს პროექტის პირველი ნაწილის განხორციელების დეტალურ მითითებებსა და პროცედურებს, მათ შორის:

(a) პროექტის პირველი ნაწილით მხარდაჭერილი ყველა ღონისძიების დეტალურ აღწერას, მათ თანმიმდევრობას და მათ სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებულ  გრაფიკს;

(b) პროექტის განმახორციელებელი გუნდის შემადგენლობას და პასუხისმგებლობებს;

(c) პროექტის განხორციელების დეტალურ პოლიტიკას, პროცედურებს, მითითებებს და სტანდარტულ დოკუმენტებს;

(d) დეტალურ მითითებებს პროექტის პირველი ნაწილის კოორდინაციისთვის, განსაკუთრებით GR-ს, ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის კოორდინაციის მექანიზმთან დაკავშირებით, კოორდინაციის მკაფიო როლების და პასუხისმგებლობების და შესასრულებელი პროცესების ჩათვლით;

(e) ვერიფიკაციის პროტოკოლს, რომელიც შეიცავს ტექნიკურ სტანდარტებს და პროცედურებს შესრულებაზე დაფუძნებული პირობის შესრულების დამადასტურებელი მონაცემების და სხვა მტკიცებულებების მონიტორინგის, ანგარიშგების და ვერიფიკაციისთვის;

(f) გარემოსდაცვით და სოციალურ ვალდებულებებს, გარემოსდაცვით და სოციალურ ინსტრუმენტებს და მექანიზმ(ებ)ს, საჩივრების განხილვის მექანიზმების ეფექტიანობის დეტალებს და დაინტერესებული მხარეების ჩართულობას პროექტის პირველ ნაწილთან დაკავშირებით, ამ განრიგის I თავის G ნაწილის და გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმის შესაბამისად;

(g) ფინანსური მართვის სახელმძღვანელოს, რომელიც მოიცავს პროექტის პირველი ნაწილისთვის ფინანსურ მართვასთან და ჩამორიცხვის ფუნქციებთან დაკავშირებულ დეტალურ ღონისძიებებს, პროცესებსა და პროცედურებს;

(h) შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებებს და პროცედურებს შესყიდვების რეგულაციების დებულებების შესაბამისად;

(i) ანტიკორუფციული სახელმძღვანელო მითითებების მოთხოვნებს;

(j) პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს პროექტის ფარგლებში მოპოვებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას, გამოყენებას და დამუშავებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, რაც განაპირობებს ასეთი მონაცემების ლეგიტიმურ, სათანადო და პროპორციულ გამოყენებას;

(k) პროექტის მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგებისა და კომუნიკაციების მოთხოვნებს და პროცედურებს.

4. მსესხებელი RD-ის მეშვეობით უზრუნველყოფს და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას მიუთითებს უზრუნველყოს, რომ პროექტი განხორციელდეს პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოების შესაბამისად.

5. მსესხებელი უზრუნველყოფს და მიუთითებს პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას, რომ არ შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს რომელიმე დებულება ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.  პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს და ამ შეთანხმების დებულებებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში უპირატესობა ამ შეთანხმების დებულებებს ენიჭება.

C. თანხის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება

1. პროექტის პირველი ნაწილის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მსესხებელი სესხის თანხის ნაწილს გადასცემს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციას (PIE) ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას შორის დადებული თანხის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკის მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესების შესაბამისად, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს: („თანხის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება“).

(a) მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის (PIE) ხელმისაწვდომი უნდა გახადოს  სესხის ნაწილი არადაბრუნებადი პირობებით პროექტის პირველი ნაწილის განსახორციელებლად;

(b) პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ პროექტის პირველი ნაწილი  უნდა განახორციელოს: (i) სათანადო სიფრთხილით და ეფექტიანობით შესაბამისი ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, მმართველობითი, გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების და პრაქტიკის შესაბამისად;  (ii) სასესხო შეთანხმების, პროექტის შეთანხმების, გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების, GR-ის ოპერაციული სახელმძღვანელოს, მათ შორის, მსესხებლის გარდა სესხის თანხების სხვა ბენეფიციარების მიმართ გამოყენებული ანტიკორუფციული მითითებებით განსაზღვრული ვადების და პირობების შესაბამისად; და (iii) დროულად და საჭიროებისამებრ გამოყოს რესურსები ამ მიზნით;

(c) მსესხებელს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (PIE) უფლება სესხის თანხის გამოყენებასთან  დაკავშირებით, ან დაიბრუნოს სესხის ათვისებული თანხა მთლიანად ან ნაწილობრივ, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (PIE) მიერ თანხის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული თავისი რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში;

(d) პირობა, რომელიც გაითვალისწინებს, რომ სასესხო შეთანხმებისა და თანხის გადაცემის ხელშეკრულების დებულებებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სასესხო შეთანხმების დებულებებს;

(e) პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ თავისი უფლებები უნდა განახორციელოს თანხის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმგვარად, რომ დაიცვას მსესხებლის და ბანკის ინტერესები და მიღწეულ იქნეს სესხის მიზანი;    და

(f)  თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ არ გადასცეს, არ შეცვალოს, არ შეაჩეროს ან გააუქმოს თანხის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება ან მისი რომელიმე დებულება.

2. მსესხებელმა უნდა გამოიყენოს თავისი უფლებები თანხის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმგვარად, რომ დაცულ იქნეს მსესხებლისა და ბანკის ინტერესები და მიღწეულ იქნეს  სესხის მიზანი. თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მსესხებელმა არ უნდა გადასცეს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს თანხის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება ან მისი რომელიმე დებულება.

D. განხორციელების შეთანხმება

1. პროექტის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, RD და ETCIC აფორმებენ განხორციელების შეთანხმებას ბანკის მიერ დამტკიცებული პირობების შესაბამისად, რომლებშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებულია შემდეგი:

(a) მსესხებელი უზრუნველყოფს სესხის თანხის ნაწილის ხელმისაწვდომობას ETCIC RD-ის დასახმარებლად პროექტის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების განხორციელებაში;

(b) RD-ის და ETCIC-ის კონკრეტული როლები და პასუხისმგებლობები პროექტის განხორციელებაში და სხვა ისეთი ღონისძიებები და პროცედურები, რომლებიც საჭირო იქნება პროექტის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების ეფექტური განხორციელებისთვის;

(c)  დებულება, რომელიც მიუთითებს სესხის შეთანხმების ყველა შესაბამის დათქმაზე და უზრუნველყოფს მათ გავრცელებას ETCIC მიმართ, საჭიროებისამებრ, განსაკუთრებით ფინანსურ მართვასთან, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან და შესყიდვებთან დაკავშირებით;

(d) ETCIC დაეხმარება RD-ს პროექტის განხორციელებაში: (i) სათანადოდ და ეფექტურად და შესაბამისი ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, მართვის პრაქტიკის შესაბამისად; (ii) სესხის შეთანხმების, RD-ის ოპერაციული სახელმძღვანელოს, მათ შორის, მსესხებლის გარდა სესხის თანხების სხვა ბენეფიციარების მიმართ გამოყენებული ანტიკორუფციული მითითებებით განსაზღვრული ვადების და პირობების შესაბამისად; და (iii) დროულად და საჭიროებისამებრ  უზრუნველყოფს აუცილებელ რესურსებს;

(e) მსესხებელს შეუძლია შეაჩეროს ან შეწყვიტოს ETCIC-ის უფლება სესხის თანხის გამოყენებასთან  დაკავშირებით, ან დაიბრუნოს სესხის ათვისებული თანხა მთლიანად ან ნაწილობრივ, ETCIC-ის მიერ განხორციელების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავისი რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

(f) კონფლიქტის შემთხვევაში სასესხო შეთანხმების და განხორციელების ხელშეკრულების დებულებებს შორის უპირატესობა სასესხო შეთანხმების დებულებებს ენიჭება;

(g) თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ETCIC არ ახდენს განხორციელების ხელშეკრულების ან მისი რომელიმე დათქმის გადაცემას, ცვლილებას, შეჩერებას ან გაუქმებას.

2. თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, RD არ ახდენს განხორციელების ხელშეკრულების ან მისი რომელიმე დათქმის გადაცემას, ცვლილებას, შეჩერებას ან გაუქმებას.

E. თანამონაწილეობითი დაფინანსება

1. ზოგადი პირობების 5.03 პუნქტის შეზღუდვის გარეშე, მსესხებელი ვალდებულია დროულად უზრუნველყოს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (PIE) მიერ ადეკვატური თანამონაწილეობითი დაფინანსება არანაკლებ 22,230,000 აშშ დოლარის ეკვივალენტური ოდენობით პროექტის 1.C (vi) და (vii) ნაწილებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიზნით („თანამონაწილეობითი დაფინანსება“), როგორც ეს აღწერილია თანხის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში.

F. გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები

1. მსესხებელი პროექტს ახორციელებს და ასევე უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (PIE) მიერ გარემოს დაცვის და სოციალური სტანდარტების შესაბამისად, ბანკისთვის მისაღები ფორმით.

2. 1-ლი პუნქტის დებულებების შეზღუდვის გარეშე მსესხებელი პროექტს ახორციელებს და ასევე უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (PIE) მიერ  გარემოს დაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის შესაბამისად, ბანკისთვის მისაღები ფორმით. ამ მიმართულებით მსესხებელი ასრულებს შემდეგ მოთხოვნებს და ასევე უზრუნველყოფს მათ შესრულებას პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (PIE) მიერ, იმისათვის რომ:

(a) გარემოს დაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები და ქმედებები შესრულდეს სათანადოდ და ეფექტიანობით და  გარემოს დაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმაში მოცემული მითითებების მიხედვით;

(b) ხელმისაწვდომი იყოს საკმარისი სახსრები გარემოს დაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმით გათვალისწინებული ხარჯების დასაფარად;

(c) პოლიტიკა და პროცედურები შენარჩუნებულია და გარემოს დაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმით გათვალისწინებული წესით, გარემოს დაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის განსახორციელებლად საკმარისი რაოდენობით შენარჩუნებულია კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი; და

(d) გარემოს დაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმა (ESCP) ან მისი ნებისმიერი დათქმა არ შეიცვალოს, შეჩერდეს ან გაუქმდეს ბანკის მიერ წერილობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, რომლებიც მითითებულია აღნიშნულ გეგმაში, რის შემდეგაც მსესხებელი გამოაქვეყნებს  გარემოს დაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განახლებულ გეგმას (ESCP).

3. ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის დებულებებს და ამ შეთანხმებას  შორის უპირატესობა ამ უკანასკნელს ენიჭება.

4. მსესხებელი, თავის მხრივ, და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (PIE) მხრიდან უზრუნველყოფს:

(a) ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელებას იმისათვის, რომ შეკრიბოს, შეადგინოს და ბანკს პროექტის რეგულარული ანგარიშების საშუალებით, გარემოს დაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმით განსაზღვრული სიხშირით და ვადებში, ცალკე ანგარიშის ან ანგარიშების სახით, ბანკის მხრიდან ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, წარუდგინოს  ინფორმაცია გარემოს დაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმასთან და მასში მითითებულ მართვის ინსტრუმენტებთან  და მექანიზმებთან  შესაბამისობის სტატუსის შესახებ, ყველა ასეთი ანგარიში მომზადებული უნდა იქნეს ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით და სხვა საკითხებთან ერთად მათში განსაზღვრული უნდა იყოს: (i) გარემოს დაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის შესრულების სტატუსი; (ii) პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ხელს უშლის ან ქმნის ხელის შეშლის საფრთხეს გარემოს დაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით; და (iii) მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა ან უნდა განხორციელდეს ასეთ პირობებზე რეაგირებისთვის; და

(b) ბანკისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას ნებისმიერი  ინციდენტის ან უბედური შემთხვევის შესახებ, რომელიც უკავშირდება ან გავლენას იქონიებს პროექტზე და რომელსაც აქვს ან სავარაუდოდ ექნება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა გარემოზე, ზემოქმედების ქვეშ მყოფ თემზე, საზოგადოებაზე ან მშრომელებზე, მათ შორის, გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის შესაბამისად მასში მითითებულ ინსტრუმენტებზე და გარემოს დაცვით და სოციალურ სტანდარტებზე.

5. მსესხებელი, თავის მხრივ, და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (PIE) მხრიდან უზრუნველყოფს საჩივრებზე რეაგირების მექანიზმის შექმნას, ოპერირებას და მისი არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას, იმისათვის რომ პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირებისგან მიღებულ და განხილულ იქნეს ნებისმიერი პრეტენზია და საჩივარი და გატარებულ იქნეს ყველა აუცილებელი და სათანადო ღონისძიება ასეთი მექანიზმის საშუალებით მიღებული პრეტენზიის ან საჩივრის გადასაწყვეტად ან გადაწყვეტის ხელშესაწყობად  ბანკისთვის მისაღები ფორმით.

6. მსესხებელი, თავის მხრივ, და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (PIE) მხრიდან უზრუნველყოფს, რომ ყველა სატენდერო დოკუმენტი და სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული კონტრაქტი შეიცავდეს კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების და საზედამხედველო ორგანოების ვალდებულებას: (a) შეასრულონ გარემოს დაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის შესაბამისი ასპექტები და მასში აღნიშნული გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნები; (b) მიიღონ და აღასრულონ ქცევის კოდექსი, რომელიც მიწოდებული უნდა იქნეს ყველა მუშაკისთვის და ხელმოწერილი მათ მიერ. ქცევის კოდექსში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ღონისძიებები გარემოსდაცვით, სოციალურ, ჯანდაცვის და უსაფრთხოების, სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის, სექსუალური დევნის და ბავშვების წინააღმდეგ ძალადობის რისკებზე რეაგირებისთვის, კოდექსი გამოყენებული უნდა იქნეს დაკვეთით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ან აღნიშნული კონტრაქტების შესაბამისად განხორციელებული სამუშაოების მიმართ.

G. საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული საპასუხო ღონისძიებები

1. პროექტის მე-5 ნაწილით („საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული საპასუხო ღონისძიებები“) გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციების მიმართ საპასუხო ღონისძიებების სათანადოდ განსახორციელებლად მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ:

(a) მომზადდეს და დამტკიცდეს სახელმძღვანელო („CERC-ის – „საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული საპასუხო ღონისძიებები – სახელმძღვანელო“)  ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით, რომელიც განსაზღვრავს  საგანგებო სიტუაციების მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელების დეტალურ წესებს, მათ შორის: (i) ნებისმიერ სტრუქტურას ან ინსტიტუციურ მექანიზმს  საგანგებო საპასუხო ღონისძიებების კოორდინაციისა და განხორციელებისთვის; (ii) კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება შედიოდეს  საგანგებო სიტუაციების მიმართ საპასუხო ღონისძიებების რეაგირების ნაწილში, მათ განსახორციელებლად საჭირო საგანგებო ხარჯების ჩათვლით და ნებისმიერ პროცედურას ასეთი ჩართვისთვის; (iii) ფინანსური მართვის მექანიზმებს საგანგებო საპასუხო ღონისძიებების ნაწილისთვის;  (iv) შესყიდვის მეთოდებს და პროცედურებს საგანგებო საპასუხო ღონისძიებების ნაწილისთვის; (v) საგანგებო ხარჯების დასაფინანსებლად თანხების გამოსაყოფად საჭირო დოკუმენტაციას; (vi) საგანგებო საპასუხო ღონისძიებების ნაწილის გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასებისა და მართვის მექანიზმების აღწერას; და (vii)  საგანგებო საპასუხო ღონისძიებების სამოქმედო გეგმის შაბლონს;

(b)  საგანგებო საპასუხო ღონისძიებების სამოქმედო გეგმა მომზადდეს და დამტკიცდეს ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით;

(c) საგანგებო სიტუაციების მიმართ საპასუხო ღონისძიებების  ნაწილი განხორციელდეს საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული საპასუხო ღონისძიებების სახელმძღვანელოსა და საგანგებო საპასუხო ღონისძიებების სამოქმედო გეგმის  შესაბამისად; თუმცა, იმ პირობით, რომ საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული საპასუხო ღონისძიებების სახელმძღვანელოს ან საგანგებო საპასუხო ღონისძიებების სამოქმედო გეგმის და ამ შეთანხმების დებულებებს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ამ უკანასკნელის დებულებებს ენიჭება; და

(d)  არც საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული საპასუხო ღონისძიებების სახელმძღვანელო და არც საგანგებო საპასუხო ღონისძიებების სამოქმედო გეგმა არ შეიცვალოს, შეჩერდეს, გაუქმდეს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

2. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული საპასუხო ღონისძიებების სახელმძღვანელოში მითითებული სტრუქტურები და ღონისძიებები შენარჩუნდეს საგანგებო სიტუაციების მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი საკმარისი პერსონალითა და რესურსებით.

3. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ:

(a) საგანგებო სიტუაციების მიმართ საპასუხო ღონისძიებების ნაწილისთვის საჭირო გარემოსდაცვითი და სოციალური ინსტრუმენტები მომზადდეს, გამჟღავნდეს და დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული საპასუხო ღონისძიებების სახელმძღვანელოსა და გარემოს დაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის შესაბამისად, ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით; და

(b) საგანგებო სიტუაციების მიმართ საპასუხო ღონისძიებების ნაწილი განხორციელდეს გარემოსდაცვითი და სოციალური ინსტრუმენტების შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით.

4. საგანგებო სიტუაციების მიმართ საპასუხო ღონისძიებების ნაწილის ფარგლებში აქტივობები უნდა განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი კრიზისის ან საგანგებო სიტუაციის წარმოშობის შემდეგ.

თავი II.  პროექტის მონიტორინგის ანგარიშგება და შეფასება

1. მსესხებელი, RD-ის მეშვეობით და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის (PIE) მითითებით, უზრუნველყოფს ბანკისთვის თითოეული პროექტის შესახებ კალენდარული სემესტრის ანგარიშის წარდგენას,   კალენდარული სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს ორმოცდახუთი (45) დღის ვადაში. 

2. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ამ შეთანხმებით სხვაგვარად არის განსაზღვრული ან დაშვებული ან ბანკის მიერ ცალსახად მოთხოვნილი, ამ შეთანხმების 1-ლ განრიგში აღწერილ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის, ანგარიშის ან დოკუმენტის გაზიარებისას, მსესხებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ასეთი ინფორმაცია, ანგარიში ან დოკუმენტი არ შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

თავი III. საკრედიტო სახსრების ათვისება

A. ზოგადი მოთხოვნები

ზოგადი პირობების II მუხლის დებულებების შეზღუდვის გარეშე, მსესხებელმა შეიძლება აითვისოს საკრედიტო სახსრები: (a) პროექტის ან („საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული საპასუხო ღონისძიებების სათანადო ხარჯების დასაფინანსებლად ჩამორიცხვის და ფინანსური ინფორმაციის წერილის შესაბამისად; და (b)  (i) სესხის დამტკიცების ერთჯერადი საკომისიოს და (ii) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის პრემიის გადასახდელად; და (c) Cat DDO-ს დამატებითი დაფინანსებისთვის, Cat DDO-ს იურიდიული შეთანხმების „პროგრამის ქმედებები, სესხის თანხების ხელმისაწვდომობა“ (ან ასეთი ეკვივალენტური სათაური) შესაბამისი დანართის II.A ნაწილის დებულებების შესაბამისად (მათ შორის, Cat DDO-ს იურიდიული შეთანხმების ნაწილი ან მასზე მითითებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის შესაბამისი დებულებები), რომლებიც შეტანილია მითითებით ამ შეთანხმებაში და რომლებიც გამოიყენება შესაბამისი კატეგორიისთვის გამოყოფილი სესხის ოდენობაზე; ზემოთ ჩამოთვლილის გადახდა უნდა განხორციელდეს გამოყოფილი თანხის ოდენობით და, საჭიროების შემთხვევაში, შემდეგ ცხრილში თითოეული კატეგორიის გასწვრივ მითითებული  განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში:

კატეგორია

გამოყოფილი სესხის თანხა

(ევრო)

დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული მაჩვენებელი

 [(გადასახადების ჩათვლით)]

(1) საქონელი, სამუშაოები, არასაკონსულტაციო სერვისები, და საკონსულტაციო სერვისები, პროექტის  1.A ნაწილისთვის (2) კატეგორიის ფარგლებში დაფინანსებული ღონისძიებების გარდა

 

43,650,000

 

 

50%

 

(2) (a)  შესაბამისი ხარჯები შედეგებზე დამყარებული პირობებისთვის პროექტის 1.A ნაწილის თანახმად

(b)  შესაბამისი ხარჯები შედეგებზე დამყარებული პირობებისთვის პროექტის 1.B და 1.C ნაწილების თანახმად, გარდა პროექტის 1-ლი ნაწილის C (vi) და (vii) -თვის.

 

109,110,000

 

 

13,100,000

50% 

 

 

 100% 

(3) საქონელი, სამუშაოები, არასაკონსულტაციო სერვისები , და საკონსულტაციო სერვისები , ტრენინგი და  ოპერაციული ხარჯები პროექტის მე- 2, მე -3 და მე- 4  ნაწილებისთვის.

158,028,250

50%

(4) გადაუდებელი ხარჯი

0

100%-მდე

(5) საგანგებო საპასუხო ღონისძიებების ხარჯები

0

100%

(6) Cat DDO-ს დამატებითი დაფინანსება

0

(არ შეესაბამება)

(7) სესხის დამტკიცების ერთჯერადი საკომისიო

811,750

ამ შეთანხმების 2.03 პუნქტის თანახმად, ზოგადი პირობების 2.07 (b)  პუნქტის შესაბამისად გადასახდელი თანხა

(8) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და  საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის  პრემია

0

ზოგადი პირობების 4.05 (c) პუნქტის შესაბამისად გადასახდელი თანხა

მთლიანი თანხა

324,700,000

 

 

B. ათვისების პირობები; ათვისების პერიოდი

1. A ნაწილის დებულებების მიუხედავად, საკრედიტო სახსრების გამოყენება დაუშვებელია:

(a)  ხელმოწერის თარიღამდე განხორციელებული გადახდებისთვის; ან

(b) (1)-ლი და მე-(2) კატეგორიების შესაბამისად, თუ და სანამ: (i) მსესხებლისა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (PIE) სახელით არ გაფორმდება თანხის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება; (ii) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (PIE) მიერ არ იქნება მიღებული GR-ის ოპერაციული სახელმძღვანელო, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით; და (iii) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (PIE) მიერ არ იქნება დანიშნული პროექტის განმახორციელებელი გუნდი, მათ შორის პროექტის დირექტორი, შესყიდვების სპეციალისტი, ფინანსური მართვის სპეციალისტი, გარემოსდაცვითი და სოციალური სპეციალისტი, ტექნიკური სპეციალისტი და მატარებლების ოპერირების სპეციალისტი; ან

(c)  მე-(2)(b)  კატეგორიის შესაბამისად, თუ და სანამ არ იქნება გაფორმებული პირველი ნაწილის თანადაფინანსების შეთანხმება და არ იქნება შესრულებული ყველა წინაპირობა მისი ეფექტურობისთვის ან მსესხებლის მიერ შესაბამისად თანხების გატანის უფლებისთვის; ან

(d)  მე-(2)  კატეგორიის შესაბამისად, თუ და სანამ მსესხებელი არ წარადგენს ბანკისთვის დამაკმაყოფილებელ მტკიცებულებას, GR-ის ოპერაციულ სახელმძღვანელოში მითითებული ვერიფიკაციის პროტოკოლის შესაბამისად, რომ შესრულებაზე დაფუძნებული პირობები, რომელთათვისაც სესხის თანხების გატანა არის ან იყო მოთხოვნილი, მათ შორის ქვემოთ მოცემული მე-4 პუნქტის შესაბამისად, შესრულებული და დამოწმებულია ვერიფიკაციის პროტოკოლისა და GR-ის ოპერაციული სახელმძღვანელოს შესაბამისად; ან

(e) მე-(3) კატეგორიების შესაბამისად, თუ და სანამ: (i) AIIB-ის თანადაფინანსების შეთანხმება არ იქნება ხელმოწერილი და არ შესრულდება მისი ძალაში შესვლის ან მსესხებლის მიერ მის ფარგლებში თანხების გატანის უფლების ყველა წინაპირობა; (ii) RD-ს და ETCIC-ს შორის არ იქნება ხელმოწერილი განხორციელების შეთანხმება ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით; (iii) RD არ დაამტკიცებს თავის ოპერაციულ სახელმძღვანელოს ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით; და (iv) ETCIC არ დაამტკიცებს RD-ის ოპერაციული სახელმძღვანელოს შესაბამის თავებს; ან

(f) მე-(4) კატეგორიის ფარგლებში საგანგებო ხარჯებისთვის, თუ და სანამ ყველა წარმოდგენილი პირობა, აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, არ იქნება შესრულებული:

(i) (A) მსესხებელმა დაადგინა, რომ ადგილი აქვს შესაბამისი კრიზისს ან საგანგებო სიტუაციას და წარუდგინა ბანკს მოთხოვნა მე-(4) კატეგორიის შესაბამისად სესხის თანხების გატანის შესახებ; და (B) ბანკი დაეთანხმა ასეთ გადაწყვეტილებას, მიიღო აღნიშნული მოთხოვნა და აცნობა ამის შესახებ მსესხებელს; და

(ii) მსესხებელმა მიიღო საგანგებო სიტუაციების საპასუხო ღონისძიებების მართვის სახელმძღვანელო და საგანგებო სიტუაციების სამოქმედო გეგმა, ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით; ან

(g) მე-(5) კატეგორიის ფარგლებში საგანგებო ხარჯებისთვის, თუ და სანამ ბანკი შეატყობინებს მსესხებელს, რომ ზოგადი პირობების 5.15(a) პუნქტში წარმოდგენილი პირობები შესრულებულია; ან

(h)   მე-(6) კატეგორიის ფარგლებში Cat DDO-ს დამატებითი დაფინანსებისთვის, თუ და სანამ:

(i) მსესხებელმა ბანკს წარუდგინა მოთხოვნა Cat DDO-ს დამატებითი დაფინანსებისთვის აუთვისებელი სესხის ნაშთის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოტანის შესახებ და ასეთი შეტყობინება განსაზღვრავს Cat DDO-ს იურიდიულ შეთანხმებას; და

(ii) ბანკმა მიიღო აღნიშნული მოთხოვნა და აცნობა ამის შესახებ მსესხებელს და კმაყოფილია, მისთვის დამაკმაყოფილებელი მტკიცებულებების საფუძველზე, რომ შესრულებულია Cat DDO-ს იურიდიული შეთანხმებით გათვალისწინებული დაფინანსების გაუქმების წინაპირობები.

2. Cat DDO-სთვის დამატებითი დაფინანსების გაუქმების შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია დაიცვას Cat DDO-ს იურიდიული შეთანხმების „პროგრამის ქმედებების, სესხის შემოსავლების ხელმისაწვდომობის“ (ან ასეთი ეკვივალენტური სათაურის) შესაბამისი დანართის II თავში მოცემული „სესხის შემოსავლების/თანხის დეპოზიტების“ და „აუდიტების“ (ან ასეთი ეკვივალენტური სათაურის) ნებისმიერი დებულება (მათ შორის, ნებისმიერი სხვა დოკუმენტის შესაბამისი დებულებები, რომლებიც მითითებულია Cat DDO-ს იურიდიული შეთანხმების ნაწილად ან წარმოადგენს მის ნაწილს) იმავე ზომით, თითქოს ეს დებულებები სრულად იყოს ასახული ამ შეთანხმებაში, გარდა იმისა, რომ: (ა) ტერმინი „სესხი“ (ან ასეთი ეკვივალენტური ტერმინი) ჩაითვლება Cat DDO-სთვის დამატებითი დაფინანსების ოდენობად; და (ბ) ტერმინი „სესხის ანგარიში“ (ან ასეთი ეკვივალენტური ტერმინი) ჩაითვლება ამ სესხის სესხის ანგარიშად.

3. ამ თავის A ნაწილის დებულებების მიუხედავად,  მე-(2) კატეგორიის ფარგლებში ათვისებული თანხები არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი შესრულებაზე დაფუძნებული პირობისთვის გამოყოფილი სესხის ოდენობას ამ შეთანხმების მე-4 განრიგის შესაბამისად.

4. მე-(2) კატეგორიასთან დაკავშირებით, მსესხებელს შეუძლია მოითხოვოს ბანკის დაფინანსების გამოყენება შესაბამისი ხარჯების გაწევის შემდეგ, მაგრამ PBC-ის შესრულებამდე, იმ პირობით, რომ მსესხებელი:

(a) შესრულების დადგენილი თარიღის არმქონე შესრულებაზე დაფუძნებულ პირობასთან დაკავშირებით:

(i) შეასრულებს ასეთ შესრულებაზე დაფუძნებულ პირობას არაუგვიანეს დახურვის თარიღისა; და

(ii) ბანკს წარუდგენს საკმარის მტკიცებულებას, არაუგვიანეს სესხის თანხის გაცემის ბოლო ვადისა, რომ ასეთი შესრულებაზე დაფუძნებული პირობები შესრულებულია ვერიფიკაციის პროტოკოლის, GR-ის ოპერაციული სახელმძღვანელოს და სესხის გაცემისა და ფინანსური ინფორმაციის წერილის  მოთხოვნების შესაბამისად;

(b) შესრულების დადგენილი თარიღის მქონე შესრულებაზე დაფუძნებულ პირობასთან დაკავშირებით, ამ შეთანხმების მე-4 განრიგის შესაბამისად:

(i) დააკმაყოფილებს ასეთ შესრულებაზე დაფუძნებულ პირობებს არაუგვიანეს ამ შეთანხმების მე-4 განრიგით მითითებული შესაბამისი შესრულებაზე დაფუძნებული პირობის შესრულების თარიღისა; და

(ii) შესრულებაზე დაფუძნებული პირობის შესრულების თარიღიდან არაუგვიანეს ოთხ თვეში ბანკს წარუდგენს დამაკმაყოფილებელ მტკიცებულებას, რომ ასეთი შესრულებაზე დაფუძნებული პირობები შესრულებულია ვერიფიკაციის პროტოკოლის, GR-ის ოპერაციული სახელმძღვანელოს და სესხის გაცემისა და ფინანსური ინფორმაციის წერილის  მოთხოვნების შესაბამისად.

5. თუ ამ თავის 4(a)(ii) და 4(b)(ii) პუნქტებით განსაზღვრულ თარიღამდე მსესხებელი ბანკს ვერ წარუდგენს დამაკმაყოფილებელ მტკიცებულებას  PBC-ების შესრულების შესახებ, მსესხებელი, ბანკის შეტყობინების შემდეგ, დაუყოვნებლივ დაუბრუნებს ბანკს ამ კატეგორიასთან (2) დაკავშირებით სესხის ათვისებულ თანხას. თუ ბანკი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, ბანკი გააუქმებს ამ თავის შესაბამისად დაბრუნებულ ყველა თანხას.

6. ამ თავის 1(d)  და მე-3 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ ბანკი, ამ მუხლის 1(d) პუნქტის შესაბამისად მსესხებლის მიერ მოწოდებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაადგენს, რომ რომელიმე PBC არ არის შესრულებული, ბანკს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, მსესხებლისთვის შეტყობინების გაგზავნით:

(a) მთლიანად ან ნაწილობრივ დააკავოს ასეთი შესრულებაზე დაფუძნებული პირობისთვის გამოყოფილი სესხის თანხა;

(b)  მთლიანად ან ნაწილობრივ გადაანაწილოს ასეთი შესრულებაზე დაფუძნებული პირობისთვის გამოყოფილი სესხის ნებისმიერი თანხა სხვა შესრულებაზე დაფუძნებულ პირობებზე მე-(2) კატეგორიაში ან სხვა კატეგორიებში; და/ან

(c) გააუქმოს აღნიშნული შესრულებაზე დაფუძნებული პირობისთვის გამოყოფილი სესხის თანხები მთლიანად ან ნაწილობრივ.

7. (a) ამ თავის B.1 ნაწილის დებულებების მიუხედავად და ზოგადი პირობების 7.03 პუნქტში მოცემული დებულებების შეზღუდვის გარეშე, ბანკს შეუძლია გააუქმოს (1) და (3) კატეგორიების მიხედვით სესხის აუთვისებელი ნაშთი მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ ნებისმიერ დროს ბანკი დაადგენს და აცნობებს მსესხებელს და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას პროექტის განხორციელებაში  პროგრესის არარსებობის შესახებ.

(b) ზემოთ მოცემული (a) პუნქტის მიზნებისთვის, ტერმინი „პროექტის განხორციელებაში  პროგრესის არარსებობა“ ნიშნავს მსესხებლის მიერ მოთხოვნილი სესხის თანხების  სესხის ანგარიშიდან აუთვისებლობას შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ თორმეტი (12) ან მეტი თანმიმდევრული თვის განმავლობაში, და რომ პროექტი არ აჩვენებს პროგრესს თავის ამოცანების შესრულების თვალსაზრისით,   ზოგადი პირობების 5.08 პუნქტში მითითებულ ინდიკატორებზე დაკვირვების საფუძველზე, ასეთი პრობლემების გამოსასწორებლად მსესხებლის ან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (PIE) მიერ ბანკისთვის მისაღები დროული და შესაბამისი ქმედებების განხორციელების გარეშე.

8. დასრულების თარიღია 2031 წლის 31 დეკემბერი.

თავი IV. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

პროექტის მასშტაბი მკაცრად შემოიფარგლება ამ შეთანხმების 1-ლ განრიგში აღწერილი საქმიანობით, სამომავლო პროექტების მომზადების მხარდაჭერის ჩათვლით. პროექტი არ მოიცავს და არ აფინანსებს ამ პროექტის ფარგლებში მომზადებული არცერთი ამ სამომავლო პროექტის ფაქტობრივ განხორციელებას და, შესაბამისად, ბანკი არ იქნება პასუხისმგებელი ასეთი სამომავლო პროექტების განხორციელების ზედამხედველობაზე ან სხვა სახის მხარდაჭერაზე, მათ შორის, განხორციელებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემაზე. ამ პროექტის ფარგლებში მომზადებული სამომავლო პროექტების განხორციელების შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემური საკითხი, მათ შორის, მსესხებლის გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შედეგები, მსესხებლის ერთპიროვნული პასუხისმგებლობაა.

განრიგი  3

 ვალდებულებასთან დაკავშირებული  დაფარვის ამორტიზაციის გრაფიკი

მსესხებელი სესხის ძირითად თანხას დაფარავს შემდეგი ცხრილის შესაბამისად, რომელშიც მითითებულია სესხის ძირითადი თანხის დაფარვის თარიღები და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის დაფარვის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც გადასახდელია ძირითადი თანხის თითოეული გადახდის თარიღის მდგომარეობით („გადასახდელი თანხის წილი“).

ძირითადი თანხის თანაბარი წილობრივი დაფარვა

ძირითადი თანხის დაფარვის თარიღი

გადასახდელი თანხის წილი

ყოველ 15 ივნისს და 15 დეკემბერს

დაწყების თარიღი: 15 ივნისი, 2036

დასრულების თარიღი: 15 ივნისი, 2050

 

 

3.33%

15 დეკემბერი, 2050

3.43%

 

განრიგი  4

შედეგზე დამყარებული პირობები

შედეგზე დამყარებული პირობები (PBC)

PBC შესრულების თარიღი

სესხის გაცემის ფორმულა

PBC -ზე გამოყოფილი სესხის თანხა ევროთი

PBC 1: რკინიგზის (GR) ლიანდაგის იდენტიფიცირებული მონაკვეთები განახლებულია.

 

 

 

8,727,000 ევრო განახლებული ლიანდაგის პირველი 32 კმ-ისთვის და 8,727,000 ევრო დამატებით განახლებული 33 კმ-ისთვის, მთლიანობაში 65 კმ -მდე

17,454,000

PBC 2: საქართველოს რკინიგზის ყველა ლოკომოტივის მემანქანე სერტიფიცირებული და ლიცენზირებულია ლიცენზირებისა და სერტიფიცირების წესების შესაბამისად.

 

 

17,454,000

PBC 3: საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების ანაზღაურება PSO შეთანხმების შესაბამისად გადახდილია საქართველოს რკინიგზისთვის:

PBC 3.1: საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების ანაზღაურება 2025 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდისთვის PSO შეთანხმების შესაბამისად გადახდილია საქართველოს რკინიგზისთვის.

PBC 3.2: საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების ანაზღაურება 2026 წლის 1 დეკემბრიდან 2027 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდისთვის PSO შეთანხმების შესაბამისად გადახდილია საქართველოს რკინიგზისთვის.

PBC 3.3: საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების ანაზღაურება 2027 წლის 1 დეკემბრიდან 2028 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდისთვის PSO შეთანხმების შესაბამისად გადახდილია საქართველოს რკინიგზისთვის.

 

 

30 ივნისი, 2027

 

 

30 ივნისი, 2028

 

 

30 ივნისი, 2029

 

 

 

 

4,363,667

 

 

4,363,667

 

 

4,363,666

 

PBC 4: საქართველოს რკინიგზის ფინანსური რესტრუქტურიზაციის გეგმა, რომელიც მოიცავს ვალის პროფილს, რეფინანსირების სტრატეგიას და ვალის  სამიზნე მაჩვენებელს და რომელიც დამტკიცებულია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.

 

 

8,758,000

PBC 5: საქართველოს რკინიგზის მიერ წლიური შემოსავლის ზრდა ერთ თანამშრომელზე მიღწეულია

 

 

 2025 წელს თითოეული თანამშრომლისთვის წლიური შემოსავლის  55,000 ლარის საბაზისო მაჩვენებლიდან ორნახევარ პროცენტიანი წლიური ზრდის შემთხვევაში, ორ წლამდე პერიოდში

8,727,000 ევრო თითოეულ წელს

17,454,000

PBC 6: საქართველოს რკინიგზის  მდგრადი განვითარების ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ეტაპობრივად შესაბამისობაში მოდის  მდგრადი განვითარების ანგარიშგების ევროპულ სტანდარტებთან, გამოქვეყნებულია [GR-ის ვებგვერდზე]

 

6,545,500 ევრო თითოეული წლისთვის, ორ წლამდე პერიოდში, როდესაც საქართველოს რკინიგზა გამოაქვეყნებს მდგრადი განვითარების წლიურ ანგარიშს

13,091,000]

 

PBC 7: საქართველოს რკინიგზის საწარმოო რესურსების დაგეგმვის სისტემა განახლებულია

 

 

17,454,000

PBC 8: 2026-2029 წლების დაგეგმვის პერიოდისთვის კორპორაციული განზრახვის განაცხადი დამტკიცებულია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ

 

 

17,454,000

სულ:

 

 

122,210,000


 

დანართი

განსაზღვრებები

1. „ADB“ ნიშნავს აზიის განვითარების ბანკს

2. „ADB-ის მიერ თანადაფინანსება“ ნიშნავს ზოგადი პირობების დანართის მე-19 პუნქტის მიზნებისთვის $175,000,000-ის ეკვივალენტურ თანხას, რომელიც გამოყოფილი უნდა იქნეს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ პროექტის 1.A ნაწილის დაფინანსებაში დასახმარებლად. 

3. „AIIB“ ნიშნავს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს.

4. „AIIB-ის მიერ თანადაფინანსება“ ნიშნავს ზოგადი პირობების დანართის მე-19 პუნქტის მიზნებისთვის $182,000,000-ის ეკვივალენტურ თანხას, რომელიც გამოყოფილი უნდა იქნეს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ პროექტის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების დაფინანსებაში დასახმარებლად.

5. „AIIB-ის თანადაფინანსების შეთანხმება“ ნიშნავს მსესხებელსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის გასაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს AIIB -ის მიერ თანადაფინანსებას.

6. „ანტიკორუფციული მითითებები“ ზოგადი პირობების დანართის მე-5 (a)  პუნქტის მიზნებისთვის ნიშნავს, „რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხებით და განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) კრედიტებით და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში თაღლითობასთან და კორუფციასთან ბრძოლის და მათი პრევენციის მითითებებს“, რომლებიც გამოქვეყნდა 2006 წლის 15 ოქტომბერს და შესწორებულ იქნა 2011 წლის იანვარში და 2016 წლის 1-ლ ივლისს.

7. „Cat DDO-ს იურიდიული შეთანხმება“ ნიშნავს მსესხებელსა და ბანკს ან ასოციაციას შორის შეთანხმებას, შესაბამის შემთხვევაში, Cat DDO-სთან დაკავშირებით, რომლის დახურვის თარიღი არის იმ თარიღის შემდეგ, როდესაც მსესხებელი მოითხოვს Cat DDO-სთვის დამატებითი დაფინანსების გამოთხოვას, როგორც ეს დამატებით არის მითითებული მსესხებლის მიერ თანხის გამოთხოვის მოთხოვნაში.

8. „Cat DDO“ ნიშნავს Cat DDO-ს იურიდიული შეთანხმებით გათვალისწინებულ დაფინანსებას კატასტროფის რისკებისთვის გადავადებული ჩამორიცხვის ოფციით.

9. „კატეგორია“ ნიშნავს III.A თავის ცხრილში წარმოდგენილ კატეგორიას. იხ. ამ შეთანხმების მე-2 განრიგი.

10. „CERC სახელმძღვანელო“ ნიშნავს ამ შეთანხმების მე-2 განრიგის G ნაწილში მითითებულ სახელმძღვანელოს, რომელიც შეიძლება პერიოდულად განახლდეს ბანკთან შეთანხმებით და რომელიც პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს (POMs) განუყოფელი ნაწილია.

11. „თანადამფინანსებელი“ ნიშნავს ADB-ს ან AIIB -ს.

12. „Cat DDO-ს დამატებითი დაფინანსება“ ნიშნავს სესხის ოდენობას, რომელიც გამოყოფილია კატეგორიისთვის სახელწოდებით „Cat DDO-ს დამატებითი დაფინანსება“ ამ შეთანხმების მე-2 განრიგის III.A ნაწილში მოცემულ ცხრილში.

13. „საგანგებო საპასუხო ღონისძიებების ნაწილი“ ნიშნავს ნებისმიერ ღონისძიებას ან ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს პროექტის მე-5 ნაწილის ფარგლებში, შესაბამისი კრიზისის ან საგანგებო სიტუაციის საპასუხოდ.

14. „თანამონაწილეობითი დაფინანსება“ ნიშნავს ამ შეთანხმების მე-2 განრიგის I.E პუნქტში აღნიშნულ თანხას, ან ნებისმიერ სხვა თანხას, რომელიც შეთანხმებულია მსესხებელსა და ბანკს შორის და მითითებულია საქართველოს რკინიგზის საოპერაციო სახელმძღვანელოში.

15. „ჩამორიცხვის ბოლო ვადა“ ნიშნავს ბანკის მიერ დადგენილ საბოლოო თარიღს, სესხის თანხების მოთხოვნის განაცხადების და დამხმარე დოკუმენტაციის ბანკისთვის წარსადგენად; ჩამორიცხვისა და ფინანსური ინფორმაციის წერილის შესაბამისად ბოლო ვადად განისაზღვრება ოთხი თვე პროექტის დასრულების თარიღიდან. 

16. „ჩამორიცხვის ფორმულა“ ნიშნავს PBC-ების მიმართ ჩამოსარიცხი სესხის თანხის გამოთვლის საზომს ამ შეთანხმების მე-4 განრიგის შესაბამისად.

17. „შესაბამისი კრიზისი ან საგანგებო სიტუაცია“ ნიშნავს მოვლენას, რომელმაც გამოიწვია ან რომელიც სავარაუდოდ მალე გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით ეკონომიკურ და/ან სოციალურ ზემოქმედებას მსესხებელზე, რაც დაკავშირებულია ბუნებრივ ან ადამიანის მიერ გამოწვეულ კრიზისთან ან კატასტროფასთან.

18. „PBC-ების შესაბამისი ხარჯები“ ნიშნავს შესაბამისი ხარჯების ერთობლიობას, რომელიც შედგება საქონლის, სამუშაოების, საკონსულტაციო სერვისების, არასაკონსულტაციო სერვისებისა და ტრენინგის ხარჯებისგან, პროექტის 1-ლი ნაწილის 1.C(vi) და (vii) და (1) კატეგორიის ფარგლებში დაფინანსებული ნაწილების გარდა.

19. „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამოქმედო გეგმა“ ნიშნავს G ნაწილში მითითებულ გეგმას, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ღონისძიებები, ბიუჯეტი, განხორციელების გეგმა და მონიტორინგისა და შეფასების ღონისძიებები შესაბამისი კრიზისის ან საგანგებო სიტუაციების საპასუხოდ.

20. „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარჯები“ ნიშნავს ნებისმიერ შესაფერის ხარჯს, რომელიც განსაზღვრულია CERC-ის სახელმძღვანელოში ამ შეთანხმების მე-2 განრიგის G თავში და საჭიროა  საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საპასუხო ღონისძიებებისთვის.

21. „გარემოს დაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმა“ ან „ESCP“ ნიშნავს პროექტის გეგმას გარემოს დაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, რომლის თარიღია 2026 წლის 27 აპრილი, და რომელიც პერიოდულად შეიძლება შეიცვალოს მისი დებულებების შესაბამისად და განსაზღვრავს მსესხებლის მიერ განსახორციელებელ არსებით ღონისძიებებს და ქმედებებს პროექტით გამოწვეულ პოტენციურ გარემოს დაცვით და სოციალურ რისკებზე და ზემოქმედებაზე რეაგირებისთვის, ქმედებების და ღონისძიებების ვადების, ინსტიტუციური, პერსონალის, ტრენინგის, მონიტორინგის და ანგარიშგების მექანიზმების და მის ფარგლებში მომზადებული ნებისმიერი გარემოსდაცვითი და სოციალური ინსტრუმენტის ჩათვლით.

22. „გარემოს დაცვის და სოციალური სტანდარტები“  ან „ESSs“ ნიშნავს ზოგადი პირობების დანართის 53-ე პუნქტის მიზნებისთვის აღნიშნულ პუნქტში მითითებულ სტანდარტებს, რომლებიც ძალაში შევიდა 2018 წლის 1-ელ ოქტომბერს და გამოქვეყნებულია ბანკის ვებგვერდზე.

23. „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ ან „ETCIC“ ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრს, რომელიც შეიქმნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №153 დადგენილების შესაბამისად, ან მის სამართალმემკვიდრეს.

24. „მდგრადი განვითარების ანგარიშგების ევროპული სტანდარტები“ ნიშნავს ევროკომისიის მიერ მიღებულ მდგრადი განვითარების ანგარიშგების სტანდარტებს კორპორაციული მდგრადი განვითარების ანგარიშგების დირექტივის (ევროპარლამენტისა და საბჭოს 2022 წლის 14 დეკემბრის დირექტივა (EU) 2022/2464) და კომისიის 2023 წლის 31 ივლისის დელეგირებული რეგლამენტის (EU) 2023/2772 შესაბამისად; ასეთი სტანდარტები შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს.

25. „აკრძალული საქმიანობა“ ნიშნავს ინვესტიციებსა და აქტივობებს, რომლებიც შეუსაბამოა ბანკის გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებთან და/ან ESCP-ში დადგენილ მოთხოვნებთან, და ინვესტიციები, რომლებიც მოიცავს ბანკისა და მსესხებლის მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა გამონაკლისს, როგორც ეს მითითებულია RD-ის საოპერაციო სახელმძღვანელოში.

26. „ზოგადი პირობები“ ნიშნავს რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) ძირითად პირობებს ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსებისთვის, საინვესტიციო პროექტის დაფინანსებისთვის, რომელიც თარიღდება 2018 წლის 14 დეკემბრით (ბოლოს შესწორებულ იქნა 2025 წლის 1-ილ ივლისს).

27. „GEL“ ნიშნავს ქართულ ლარს.

28. „საქართველოს რკინიგზა“ ან „GR“ ნიშნავს სააქციო საზოგადოებას „საქართველოს რკინიგზა“, საიდენტიფიკაციო ნომრით 202886010, რომელიც რეგისტრირებულია თბილისის ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 1998 წლის 21 დეკემბერს რეგისტრაციის ნომრით 03/4-965, ან მის ნებისმიერ მემკვიდრეს.

29. „საქართველოს რკინიგზის საოპერაციო სახელმძღვანელო“ ნიშნავს სახელმძღვანელოს მითითებულს წინამდებარე შეთანხმების განრიგი 2-ის ნაწილი I.B.3-ში და აღნიშნული სახელმძღვანელო შესაძლოა შეიცვალოს დროდადრო, ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით და ეს ტერმინი მოიცავს სახელმძღვანელოს ნებისმიერ დანართს.

30. „იდენტიფიცირებული მონაკვეთები“ ნიშნავს GR-ის რკინიგზის ლიანდაგის შემდეგ მონაკვეთებს: ხაშური-ბორჯომი, ბორჯომი-ახალციხე, გრაკალი-კასპი, აჯამეთი-არგვეთა, ხაშურის სადგური, მცხეთის სადგური, ზესტაფონის სადგური საჯავახოს სადგური და რიონის სადგური, ან სხვა ნებისმიერ მონაკვეთს,  ბანკსა და GR-ს შორის წერილობით გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, რაც განსაზღვრულია GR-ის საოპერაციო სახელმძღვანელოთი.

31. „განხორციელების შეთანხმება“ ნიშნავს ამ შეთანხმების მე-2 განრიგის I.D ნაწილში მითითებულ შეთანხმებას, რომლის პერიოდული განახლება ან ცვლილება შეიძლება განხორციელდეს  ბანკის თანხმობით.

32. „არაფულადი აქტივი“ ნიშნავს სესხის თანხით დაფინანსებულ საქონელს, რომელიც  მიწოდებული უნდა იქნეს შერჩეული ბენეფიციარისთვის პროექტის მე-4.A (ii) ნაწილის შესაბამისად, მხარდაჭერილი საქმიანობის მიზნებისთვის, როგორც ეს განსაზღვრულია RD-ის საოპერაციო სახელმძღვანელოში. „არაფულადი აქტივი“ ნიშნავს ერთზე მეტ არაფულად აქტივს.

33. „კახეთის ავტომაგისტრალი“ ნიშნავს თბილის-ბაკურციხე-ლაგოდეხის მაგისტრალს.

34. „ლიცენზირებისა და სერტიფიცირების წესები“ ნიშნავს ლოკომოტივის მემანქანის ლიცენზიებისა და სერტიფიკატების გაცემის, განახლების და აღდგენის, შეჩერებისა და გაუქმების წესებსა და პირობებს, რომლებიც დამტკიცებულია მთავრობის 2024 წლის 25 დეკემბრის №442 დადგენილებით.

35. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“ ან „MoESD“  ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც პასუხისმგებელია ეკონომიკურ და მდგრად განვითარებაზე, ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს.

36. „ფინანსთა სამინისტრო“ ან „MoF“ ნიშნავს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსებზე, ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს.

37. „ინფრასტრუქტურის სამინისტრო“ ან „MoI“ ნიშნავს ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელ მსესხებლის სამინისტროს, ან მის სამართალმემკვიდრეს.

38. „საავტომობილო გზების მართვის ეროვნული ცენტრი“ ნიშნავს საავტომობილო მოძრაობის ცენტრალიზებული ციფრული მართვის ცენტრს, რომელიც აშენდება თბილისში და რომლის მართვას RD განახორციელებს.

39. „საოპერაციო ხარჯები“ ნიშნავს პროექტის განხორციელების, მართვის, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით RD-ის მიერ პირდაპირ გაწეულ გონივრულ დამატებით ხარჯებს, მათ შორის, საოფისე მასალების და მარაგების, შესყიდვების შესახებ შეტყობინებების გამოქვეყნების, კომუნიკაციის, თარგმანის  საფასურს, პროექტის თანამშრომლების მგზავრობისა და დღიურ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის განხორციელებასთან და  სხვადასხვა ხარჯს, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული პროექტის საქმიანობის განხორციელებასთან და შეთანხმებულია ბანკსა და მსესხებელს შორის, გარდა საჯარო მოხელეების, თანამდებობის პირებისა და მსესხებლის თანამშრომლების ხელფასებისა და შეღავათებისა, თუ  ყველა აღნიშნული ხარჯი ბანკისთვის მისაღებია.

40. „თანადაფინანსების შეთანხმება“ ნიშნავს მსესხებელსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დადებულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს აზიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებას.

41. „შედეგზე დამყარებული პირობის (PBC) შესრულების თარიღი“ ნიშნავს თარიღს, როდესაც PBC უნდა შესრულდეს ამ შეთანხმების მე-4 განრიგში მითითებული წესით.

42. „შესრულებაზე დაფუძნებული პირობა“ ან „PBC“ ნიშნავს ამ შეთანხმების მე-4 განრიგში მითითებულ ნებისმიერ პირობას. „PBC“ აღნიშნავს ერთზე მეტ PBC-ს.

43. „პერსონალური მონაცემები“ ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირი არის ის, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია გონივრული საშუალებებით, პირდაპირ ან ირიბად, მონაცემებში არსებული ატრიბუტის ან ატრიბუტების კომბინაციის მითითებით, ან მონაცემების სხვა ხელმისაწვდომ ინფორმაციასთან კომბინაციით. ატრიბუტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იდენტიფიცირებადი პირის იდენტიფიკაციისთვის, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ, სახელით, საიდენტიფიკაციო ნომრით, მდებარეობის მონაცემებით, ონლაინ იდენტიფიკატორით, მეტამონაცემებით და ფაქტორებით, რომლებიც დამახასიათებელია ინდივიდის ფიზიკური, ფიზიოლოგიური, გენეტიკური, ფსიქიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური იდენტობისთვის.

44. „შესყიდვის რეგულაციები“ ზოგადი პირობების დანართის 89 (a)  პუნქტის მიზნებისთვის ნიშნავს „მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციებს IPF მსესხებლებისთვის“, რომლებიც დათარიღებულია 2025 წლის სექტემბრით.

45. „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია“ ან „PIE“ ნიშნავს საქართველოს რკინიგზას.

46. „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის კანონმდებლობა“ ნიშნავს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსს“, რომელიც მიღებულია 2002 წლის 28 დეკემბრის კანონით და „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის“ წესდებას, რომელიც დამტკიცებულია პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის საერთო კრების მიერ 2024 წლის 26 დეკემბერს.

47. „პროექტის განმახორციელებელი გუნდი“ ან „PIT“ ნიშნავს გუნდს, რომელიც მითითებულია ამ შეთანხმების მე-2 განრიგის I.A.2 ნაწილში.

48. „პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოები“ ნიშნავს GR-ს საოპერაციო სახელმძღვანელოს და RD-ის საოპერაციო სახელმძღვანელოს ერთად.

49. „პროექტის სამეთვალყურეო კომიტეტი“ ნიშნავს ამ შეთანხმების მე-2 განრიგის  I.A.5 ნაწილში მითითებულ კომიტეტს.

50. „PSO შეთანხმება“ ნიშნავს 2024 წლის 14 ივნისის საჯარო მომსახურების ვალდებულების №1370/2024 შეთანხმებას, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსა და GR-ს შორის.

51. „საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების კომპენსაცია“ ნიშნავს თანხას, რომელიც უნდა გადაეცეს GR-ს საზოგადოებრივი სარკინიგზო ტრანსპორტის მომსახურების შესრულების სანაცვლოდ, რომელიც კომერციული თვალსაზრისით არ არის სიცოცხლისუნარიანი არსებულ საბაზრო პირობებში, როგორც ეს მითითებულია PSO შეთანხმებაში და მის შესაბამისად.

52. „RD-ის საოპერაციო სახელმძღვანელო“ ნიშნავს ამ შეთანხმების მე-2 განრიგის I.B.2 პუნქტით განსაზღვრულ სახელმძღვანელოს, რომელიც შესაძლოა პერიოდულად შეიცვალოს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით და ასეთი ტერმინი მოიცავს სახელმძღვანელოს ნებისმიერ განრიგებს.

53. „საგზაო აქტივების მართვის სისტემა“ ან „RAMS“ ნიშნავს გზების, ხიდების და გვირაბების მართვის სისტემას, რომელიც გამოიყენება RD-ის მრავალწლიანი პროგრამირებისა და ასეთი აქტივების წლიური დაგეგმვის პროცესების ინფორმირებისთვის.

54. „საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ან „RD“ ნიშნავს მსესხებლის ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ  საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელიც პასუხისმგებელია მსესხებლის გზების ქსელის მართვაზე და მოქმედებს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2025 წლის 1 ივლისის №14/N ბრძანების საფუძველზე, ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს.

55. „სწრაფი საპასუხო რეაგირების ოპციაა“ ან „RRO“ ნიშნავს სესხის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებას, რომელიც მოთხოვნილია მსესხებლის მიერ და მიღებულია ბანკის მიერ ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად: (ა) CERP-ის დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით; და (ბ) Cat DDO-ს იურიდიულ შეთანხმებაში განსაზღვრული პროგრამის მხარდასაჭერად დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად.

56. „შერჩეული ბენეფიციარი“ ნიშნავს ქალს, რომელიც RD-მა შეარჩია პროექტის მე-4 ნაწილის „A“ (ii) პუნქტის შესაბამისად  არაფულადი აქტივის მისაღებად, RD-ის საოპერაციო სახელმძღვანელოში მითითებული კრიტერიუმებისა და პროცედურების შესაბამისად. „შერჩეული ბენეფიციარები“ ნიშნავს ერთზე მეტ შერჩეულ ბენეფიციარს.

57. „ხელმოწერის თარიღი“ ნიშნავს ორი თარიღიდან უგვიანესს, როცა მსესხებელი და ბანკი ხელს აწერენ შეთანხმებას და ასეთი განსაზღვრება გამოიყენება ძირითად პირობებში საკრედიტო შეთანხმების თარიღის ყოველი მითითების მიმართ.

58. „კორპორაციული განზრახვის განაცხადი“ ნიშნავს დაგეგმვის დოკუმენტს, რომელიც ასახავს GR-ის სტრატეგიულ მიზნებს, ძირითად ფინანსურ და არაფინანსურ სამიზნე მაჩვენებლებს, ოპერაციულ პრიორიტეტებს და ანგარიშვალდებულების ჩარჩოს განსაზღვრული პერიოდისთვის.

59. „თანხის გადაცემის ხელშეკრულება“ ზოგადი პირობების დანართის 104-ე პუნქტის მიზნებისათვის ნიშნავს ამ შეთანხმების მე-2 განრიგის I.C ნაწილში მითითებულ შეთანხმებას, რომელიც შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

60. „სამეთვალყურეო საბჭო“ ნიშნავს GR-ის მმართველ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ ზედამხედველობაზე, აღმასრულებელი საქმიანობის კონტროლზე და კანონებისა და პოლიტიკის დაცვის მონიტორინგზე.

61. „მხარდაჭერილი საქმიანობა“ ნიშნავს პროდუქტიული მიზნებისთვის შემოთავაზებულ ბიზნეს საქმიანობას, რომელიც მხარდაჭერილი იქნება არაფულადი აქტივით და აკმაყოფილებს RD-ის საოპერაციო სახელმძღვანელოთი დადგენილ კრიტერიუმებს.

62. „ტრენინგი“ ნიშნავს ხარჯებს (რომლებიც განსხვავებულია კონსულტანტის სერვისებისგან), რომლებიც გაწეულია მსესხებლის მიერ პროექტის ფარგლებში ტრენინგის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, მათ შორის, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებსა და სასწავლო ტურებს, ტრენინგის მონაწილეთა მგზავრობის, საცხოვრებლისა და საკვების ხარჯებს, ტრენერების ჰონორარს, სასწავლო ობიექტების დაქირავებას, სასწავლო მასალების მომზადებასა და რეპროდუცირებას და სასწავლო აქტივობების მომზადებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებს.

63. „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი“ ნიშნავს საერთაშორისო მულტიმოდალურ სატრანსპორტო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ აზიასა და ევროპას, ცენტრალური აზიის ქვეყნების, კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით.

64. „ვერიფიკაციის პროტოკოლი“ ნიშნავს ბანკთან შეთანხმებულ პროტოკოლს, რომელიც განსაზღვრავს PBC-ების ვერიფიკაციისთვის საჭირო ქმედებებსა და მექანიზმებს; ის  შეტანილია GR-ის საოპერაციო სახელმძღვანელოში და შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს ბანკთან შეთანხმებით.

 


 

 

📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“?
დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.06.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“?
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“ მიღებულია 10.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №9981-GE. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016877.
სად არის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“, №9981-GE, 10.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016877 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7023916/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება