,,საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№294
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.935
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 182, 24/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №294

2007 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი არველაძე – სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ახალაია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე, რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

რომან დალაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი

ირაკლი ეზუგბაია – შპს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი მელიქიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ლევან რაზმაძე – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

გრიგოლ ქათამაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ეკატერინე შარაშიძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

გიორგი ცაგარელი – სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოს ნინო ნაკაშიძეს – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე