საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ
მიღების თარიღი 23.04.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/68
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.010.231
გამოქვეყნების წყარო სსმ, 59, 27/04/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.04.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.010.231
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/68
2007 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. ქ. თბილისის საბავშვო სამხატვრო სკოლა-ათწლედის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებელი.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის თანდართული წესდება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებელი (შემდგომში – სასწავლებელი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამხატვრო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე.
2. სასწავლებელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.
3. სასწავლებელი შექმნილია და ფუნქციონირებს ქ. თბილისის საბავშვო სამხატვრო სკოლა-
ათწლედის ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს.
4. სასწავლებელს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სასწავლებელი საკუთარი სახელით ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
6. სასწავლებელის იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, ათონელის ქ. №5.
მუხლი 2🔗. სასწავლებლის მიზნები, ამოცანები
1. სასწავლებლის მიზნებია:
ა) მისცეს მოსწავლეებს საშუალო სამხატვრო განათლება; სწავლების ხანგრძლივობაა 10 წელი;
ბ) მოიზიდოს შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე მოზარდები და ხელოვნებასთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნით ხელი შეუწყოს პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებას, გარესამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას, გამომსახველობით საშუალებათა ტექნიკის განვითარებას.
გ) მოამზადოს მოსწავლეები უმაღლესი აკადემიური და პროფესიული სამხატვრო განათლების მისაღებად.
2. სასწავლებლის ამოცანებია:
ა) აზიაროს მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საფუძვლებს;
ბ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები;
გ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე, შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების სისტემატურ გაღრმავებასა და რეალიზებაზე, შემოქმედებითი მუშაობის აქტივიზაციაზე;
დ) გამოუმუშაოს მოსწავლეებს სამყაროს მხატვრული აღქმის, საკუთარი ინტერპრეტაციის უნარ-
ჩვევები პრაქტიკული მხატვრული აქტივობების განვითარებით.
მუხლი 3🔗. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია
1. სასწავლებელში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებისა და საგნობრივი პროგრამების საფუძველზე.
2. სასწავლებელში ახალი განყოფილების გახსნა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში.
3. სასწავლებელში სწავლის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები 7-8 წლის ასაკიდან (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის III კლასი). ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები სასწავლებელში მიიღებიან საერთო წესით.
4. სასწავლებლის ნებისმიერ კლასში მიღება ხორციელდება, კონკურსის საფუძველზე, რომლის წესი და პირობები განისაზღვრება შინაგანაწესით.
5. ფასიანი მომსახურების ჯგუფებში მიღება ხდება იმ შემთხვევაში, თუ სასწავლებლში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება საბიუჯეტო სექტორზე მისაღებ კონტინგენტს.
6. სასწავლებელში საბიუჯეტო სექტორზე მისაღებ კონტინგენტს განსაზღვრავს დამკვეთი.
7. სასწავლებელში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება შინაგანაწესით).
8. სასწავლებელში სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმებია: ჯგუფური გაკვეთილი, კლასგარეშე მუშაობა და საზაფხულო სასწავლო პრაქტიკა.
9. სასწავლებლის დამთავრებისას გაიცემა სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც გასცემს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
მუხლი 4🔗. სასწავლებლის სტრუქტურა და მართვა
1. სასწავლებლის სტრუქტურული ერთეულებია ადმინისტრაცია, ძირითადი სასწავლო (განყოფილებები) და დამხმარე-სასწავლო სტრუქტურული ერთეულები.
2. სასწავლებელში ოთხი წლის განმავლობაში (I-IVკლ.) სწავლება ხორციელდება ერთიანი სასწავლო გეგმით, რაც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, ეზიარონ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საფუძვლებს.
3. სწავლების მე-5 წლიდან სასწავლებელში ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები:
ა) ფერწერის;
ბ) გრაფიკის;
გ) ქანდაკების;
დ) გამოყენებითი ხელოვნების.
4. სასწავლებელს მართავს ადმინისტრაცია (რომელსაც ხელმძღვანელობს დირექტორი) და პედაგოგიური საბჭო.
5. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის სასწავლებლის ყველა პედაგოგი.
6. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს სასწავლებლის დირექტორი.
7. პედაგოგიური საბჭო:
ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე;
ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლამენტს;
გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ სასწავლებლის წლიურ სამუშაო გეგმას;
დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს სასწავლებლის სასწავლო გეგმებს;
ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის(ების), შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა და სხვათა ანგარიშს (ინფორმაციას) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით;
ვ) იხილავს სასწავლებელში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
8. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და სხდომის მდივანი.
9. სასწავლებლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
10. სასწავლებლის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება, პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი და ორგანიზაციული საქმიანობის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.
11. სასწავლებლის დირექტორი:
ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სასწავლებლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასწავლებლის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;
გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სასწავლებელს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;
დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სასწავლებლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სასწავლებლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასწავლებლის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომის ხელშეკრულებებს სასწავლებლის თანამშრომლებთან და დროებით მოწვეულ პირებთან; იღებს გადაწყვეტილებებს სასწავლებლის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირთვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების სასწავლებელში ჩარიცხვისა და გარიცხვის საკითხს;
ზ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს; ამტკიცებს მისაღები, კლასიდან კლასში გადასაყვანი და გამოსაშვები გამოცდების კომისიის შემადგენლობას; შეიმუშავებს და ამტიცებს სასწავლებლის შინაგანაწესს და წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
თ) ამტკიცებს სასწავლებლის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ი) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად სასწავლებლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომლსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან;
კ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები.
12. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი აკადემიური სამხატვრო განათლებას მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს შესაბამისი პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის;
13. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში:
ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პროცესზე.
ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
14. სასწავლებლის განყოფილების უფროსად შეიძლება დაინიშნოს განყოფილების პროფილის შესაბამისი უმაღლესი აკადემიური სამხატვრო განათლების მქონე პირი.
მუხლი 5🔗. სასწავლებლის პედაგოგი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი
1. სასწავლებლის პედაგოგად მუშაობის უფლება აქვს უმაღლესი აკადემიური სამხატვრო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად.
2. სასწავლებლის სასწავლო-დამხმარე პერსონალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და სასწავლებლის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები.
3. სასწავლებლის პედაგოგისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით.
მუხლი 6🔗. სასწავლებლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დადგენილი წესით, სასწავლებელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. სასწავლებლის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) კანონმდებლობით ნებართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სასწავლებლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სასწავლებლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
4. სასწავლებელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.
5. სასწავლებლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 7🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სასწავლებელს შეუძლია მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან.
მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სასწავლებლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. სასწავლებლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სასწავლებლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 10🔗. სასწავლებლის წესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი
სასწავლებლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.