„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№332
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.018067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №332

2026 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 271 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27​1. ცალკეული საქონლის მიწოდების/მოძრაობის/ნაშთების აღრიცხვა

1. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული საქონლის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგინოს შესაბამისი საქონლის მიწოდების/მოძრაობის/ნაშთების აღრიცხვის ფორმა და წესი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულება გადასახადის გადამხდელს არ ათავისუფლებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების ან/და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტ(ებ)ის გამოწერის ვალდებულებისგან.“.

2. 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. თუ ცალკეულ სამეურნეო ოპერაციებზე შემოსავლების სამსახურის უფროსს ამ ინსტრუქციის 271 მუხლის საფუძველზე დადგენილი აქვს აღრიცხვის სპეციალური ფორმა და წესი, ამ სამეურნეო ოპერაციებზე ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება აღნიშნული ფორმის და წესის დაცვით შედგენილი დოკუმენტი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.10.2026.
როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №332. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.018067.
სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №332, 26.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.018067 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7026602/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება