„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/127
სარეგისტრაციო კოდი
310010000.84.097.016028
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №1-1/127

2026 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27/02/2026, სარეგისტრაციო კოდი: 310010000.84.097.016022) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების“:

1. 31 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. პრაქტიკული დავალების ფარგლებში ელექტრონულ სისტემაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გენერირდება 10 საკითხი, რომელიც მოიცავს ღია კითხვებს ან/და სიტუაციურ ამოცანებს, რომლებიც მიზნად ისახავს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, მათ შორის, RID-ის სიღრმისეული ცოდნის, სატრანსპორტო სპეციფიკის და სარკინიგზო შემთხვევებსა და ინციდენტებთან დაკავშირებული რისკების შეფასების უნარის გამოვლენას.“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ტესტირებისა და პრაქტიკული დავალების შეფასება ხორციელდება სააგენტოს სერვისების მართვის ერთიან ელექტრონულ პროგრამაში (eDGSA) შემდეგნაირად:

ა) თითოეული ტესტური დავალება ფასდება – 1 ქულით;

ბ) თითოეული პრაქტიკული დავალება ფასდება მაქსიმუმ – 5 ქულით.

8. ტესტური დავალებების ნაწილი ჩაბარებულად ჩაითვლება არანაკლებ 65 ქულის დაგროვების შემთხვევაში, ხოლო პრაქტიკული დავალების ნაწილი – არანაკლებ 40 ქულის დაგროვების შემთხვევაში.“;

გ) მე-10-მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ტესტირება ტარდება ქართულ ენაზე, ელექტრონული ტესტირების მეთოდით. თითოეული კანდიდატი ტესტირებას აბარებს დამოუკიდებლად, სხვა პირის დახმარების ან სხვა ნებისმიერი დამხმარე საცნობარო მასალების გარეშე, ისე რომ ხელი არ შეუშალოს ტესტირების მსვლელობას. დამხმარე საცნობარო მასალების გამოყენების აკრძალვა არ ვრცელდება პრაქტიკული დავალების ნაწილზე, სადაც დასაშვებია RID-ის ქართულენოვანი ელექტრონული ვერსიის შეუზღუდავი გამოყენება.

11. კანდიდატი ტესტირების შედეგს გაეცნობა ელექტრონული ფორმით, ტესტირების დასრულებისთანავე, ხოლო პრაქტიკული დავალების  შედეგს – განცხადებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და საკონტაქტო ნომერზე, პრაქტიკული დავალების დასრულებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც აითვლება პრაქტიკული დავალების დასრულების მომდევნო დღიდან.

12. თუ კანდიდატი ვერ გადალახავს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ტესტური დავალებების ჩაბარებისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს, იგი არ დაიშვება პრაქტიკული დავალების ნაწილზე.“;

დ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. თუ კანდიდატი ვერ დააგროვებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ტესტური და პრაქტიკული დავალებების ჩაბარებისთვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს, განმცხადებელს უფლება აქვს წერილობით მიმართოს სააგენტოს კანდიდატის კომპეტენციის შეფასების ტესტურ და პრაქტიკულ დავალებაზე განმეორებით დაშვების მოთხოვნით.“;

ე) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. კანდიდატს უფლება აქვს, წერილობითი ფორმით მოითხოვოს ტესტირების ან პრაქტიკული დავალების შედეგების ამონაბეჭდი, რომელსაც სააგენტო გასცემს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“;

ვ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 პუნქტი:

„191. თუ კანდიდატი ვერ გადალახავს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ტესტური ან პრაქტიკული დავალების ჩაბარებისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს, მას შეუძლია უარყოფითი შედეგი სააგენტოში გაასაჩივროს შედეგების ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით გაცნობიდან 1 თვის ვადაში.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს სწავლების განმახორციელებელი პირების რეესტრის წარმოებას სააგენტოს სერვისების მართვის ერთიანი ელექტრონული პროგრამის (eDGSA) მეშვეობით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სწავლების განმახორციელებელი პირების რეესტრის განახლების მიზნით, სწავლების განმახორციელებელმა პირმა სააგენტოს უნდა აცნობოს სააგენტოს სერვისების მართვის ერთიან ელექტრონულ პროგრამაში (eDGSA) ასახულ მონაცემებთან დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილების შესახებ.“.

3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი №1

განცხადების ფორმა

I. განცხადების ტიპი

☐ სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარება;

☐ სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის განახლება;

☐ სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის შეჩერება;

☐ სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის გაუქმება.

II. განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია

  1. იურიდიული პირის სახელწოდება;

  2. სამართლებრივი ფორმა;

  3. საიდენტიფიკაციო კოდი;

  4. იურიდიული მისამართი;

  5. ფაქტობრივი მისამართი (არსებობის შემთხვევაში);

  6. ტელეფონის ნომერი;

  7. ელექტრონული ფოსტის მისამართი;

  8. ვებგვერდი (არსებობის შემთხვევაში).

III. საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაცია

  1. სახელი, გვარი;

  2. თანამდებობა;

  3. ტელეფონის ნომერი;

  4. ელექტრონული ფოსტის მისამართი.

IV. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები

  1. სასწავლო პროგრამა;

  2. სასწავლო პროგრამის ზოგადი მიზნების და კომპეტენციის აღწერა;

  3. გამოცდის ჩატარების პროცედურის აღწერა;

  4. სწავლების ჩატარების, შეფასებისა და დასწრების აღრიცხვის პროცედურების აღწერა;

  5. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერა;

  6. კანდიდატისა და სწავლების ჩატარებისათვის აუცილებელ სხვა პირთა კვალიფიკაციის აღწერა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათი საკონტაქტო ინფორმაციის (ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ნომერი) მითითებით;

  7. სწავლების დასრულების შემდეგ პირისათვის მინიჭებული კომპეტენციის აღწერა;

  8. სწავლების სერტიფიკატის ნიმუში;

  9. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

10. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

განმცხადებელი ადასტურებს, რომ წინამდებარე განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არის სრული, ზუსტი და უტყუარი და იღებს ვალდებულებას, სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების შემთხვევაში დაიცვას სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნები.

განცხადების შედგენის თარიღი: ____________________________

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა: ____________________________

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.10.2026.
როდის იქნა მიღებული „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.10.2026. მიმღები ორგანო — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/127. სარეგისტრაციო კოდი — 310010000.84.097.016028.
სად არის „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1-1/127, 20.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 310010000.84.097.016028 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7026789/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება