„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/128
სარეგისტრაციო კოდი
310010000.84.097.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №1-1/128

2026 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/31 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27/02/2026, სარეგისტრაციო კოდი: 310010000.84.097.016023) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების“:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სერტიფიკატის მისაღები გამოცდა (შემდგომ – გამოცდა) – სააგენტოს მიერ ორგანიზებული თეორიული გამოცდა ტესტური და პრაქტიკული დავალებებით, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პირი მიიღებს სერტიფიკატს;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პრაქტიკული დავალება – სიტუაციური ამოცანა ან/და ღია კითხვის ტიპის სავარჯიშო;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოში ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, განმცხადებელი ინფორმაციას მიიღებს საგამოცდო დროისა და ადგილის შესახებ იმ საკონტაქტო ნომერზე ან/და ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც მითითებული ჰქონდა განცხადებაში.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51  პუნქტი:

„51. გამოცდა ტარდება სააგენტოს სერვისების მართვის ერთიან ელექტრონულ პროგრამაში (eDGSA), რომელშიც განმცხადებლის ავტორიზაცია ხორციელდება პირადი ნომრისა და  განმცხადებლის საკონტაქტო ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით  გაგზავნილი ოთხნიშნა ერთჯერადი კოდის გამოყენებით.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე, ელექტრონული ტესტირების მეთოდით. თითოეული გამოსაცდელი გამოცდას აბარებს დამოუკიდებლად, სხვა პირის დახმარების ან სხვა ნებისმიერი დამხმარე საცნობარო მასალების გარეშე, ისე რომ ხელი არ შეუშალოს გამოცდის მსვლელობას. გამოსაცდელი ეცნობა გამოცდის წესებს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.”;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. გამოსაცდელისთვის პრაქტიკული დავალებების ფარგლებში, ელექტრონულ ფორმატში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევა 5 პრაქტიკული დავალება, იმ მიზნით, რომ გამოსაცდელმა წარმოაჩინოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა, მათ შორის, სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების სპეციფიკა, რისკის შეფასება სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით, ამავდროულად სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი, რითაც გამოსაცდელმა უნდა აჩვენოს, თუ როგორ მიიღებს გადაწყვეტილებებს სახიფათო ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.“;

ე) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111  პუნქტი:

„111. ტესტური დავალება ფასდება პროგრამულად, ხოლო  პრაქტიკული დავალებების შეფასება ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირების მიერ.“;

ვ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. გამოსაცდელი გამოცდის ტესტური დავალებების შედეგს გაეცნობა ელექტრონული ფორმით ტესტირების დასრულებისთანავე, ხოლო პრაქტიკული დავალებების შედეგს – განცხადებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და საკონტაქტო ნომერზე, პრაქტიკული დავალებების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც აითვლება პრაქტიკული დავალებების დასრულების მომდევნო დღიდან.“;

ზ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. თუ გამოსაცდელი ჩააბარებს გამოცდის ტესტური დავალებების ნაწილს, მაგრამ ვერ გადალახავს ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ გამოცდის პრაქტიკული დავალებების ჩაბარებისათვის საჭირო ზღვარს, იგი უფლებამოსილია გამოცდის მხოლოდ პრაქტიკული დავალებების ნაწილზე განმეორებით, არაუმეტეს სამჯერ, დაშვების განცხადებით მიმართოს სააგენტოს ყოველი წინა მცდელობის შედეგის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის დინება ჩერდება შედეგის გასაჩივრების შემთხვევაში და განახლდება საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან.“;

თ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. გამოსაცდელს შეუძლია თავიდან ჩააბაროს გამოცდა (ტესტური და პრაქტიკული დავალება), თუ:

ა) ტესტურ დავალებაზე წარუმატებელი შედეგი დადგა;

ბ) გამოცდის პრაქტიკულ დავალებაზე და განმეორებით პრაქტიკულ დავალებებზე წარუმატებელი შედეგი დადგა;

გ) გამოცდის პრაქტიკულ დავალებაზე წარუმატებელი შედეგი დადგა და გამოსაცდელმა ამ მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად არ მიმართა სააგენტოს განმეორებით პრაქტიკულ დავალებაზე დაშვების მიზნით.“.

3.  დანართი №2-ის:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგამოცდო პროცესის დასრულების შემდეგ კომპიუტერის მონიტორზე აისახება გამოცდის ტესტურ დავალებებზე გაცემული როგორც სწორი, ასევე არასწორი პასუხების რაოდენობა. გამოსაცდელის მიერ გამოცდის ტესტურ დავალებებზე გაცემული პასუხების შეჯამება და შედეგის შეფასება ხორციელდება სააგენტოს სერვისების მართვის ერთიანი ელექტრონული პროგრამის (eDGSA) მიერ.“.

გ) მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამოცდაზე მუშაობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამკვირვებელი გასცემს შესაბამის მითითებას და კომპიუტერში დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა.

5. თუ გამოსაცდელი დროზე ადრე დაასრულებს გამოცდის ტესტურ და პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობას, ხელის აწევით ანიშნებს დამკვირვებელს, რომელიც ჩაინიშნავს გამოსაცდელის მიერ ტესტურ დავალებებზე მიღებულ ქულას, მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებს გამოსაცდელი საგამოცდო ადგილს.“;

დ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დამკვირვებელს უფლება აქვს მისცეს გამოსაცდელს პირველადი გაფრთხილება, ხოლო ამ დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მოხსნას იგი გამოცდიდან.“;

ე) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სააგენტოს სერვისების მართვის ერთიანი ელექტრონული პროგრამა (eDGSA)

სააგენტოს სერვისების მართვის ერთიანი ელექტრონული პროგრამა (eDGSA) ავტომატურად ინახავს გამოსაცდელის მიერ გაცემულ პასუხებს, რაც უზრუნველყოფს მისი შედეგების შენახვას გამოცდის ნებისმიერ ეტაპზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.10.2026.
როდის იქნა მიღებული „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.10.2026. მიმღები ორგანო — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/128. სარეგისტრაციო კოდი — 310010000.84.097.016029.
სად არის „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1-1/128, 21.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 310010000.84.097.016029 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7026961/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება