„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესების, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/129 |
|
2026 წლის 21 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სერტიფიკატის მისაღებ გამოცდაზე დასაშვებად განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის დანართით განსაზღვრული განცხადება და შემდეგი დოკუმენტები:
ა) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სწავლების სერტიფიკატი;
გ) სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. სერტიფიკატის მისაღებ გამოცდაზე განმეორებით ან/და გამოცდის პრაქტიკული დავალებების ნაწილზე განმეორებით დასაშვებად განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის დანართით განსაზღვრული განცხადება და შემდეგი დოკუმენტები:
ა) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. სერტიფიკატის გაცემის თარიღად ითვლება გამოცდის პრაქტიკული ნაწილის წარმატებით ჩაბარების თაობაზე გამოსაცდელისათვის შეტყობინების გაგზავნის დღე.“;
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სერტიფიკატი გაიცემა ერთ ეგზემპლარად, ორ ენაზე, რომელიც წარმოადგენს ორიგინალს და მისი მფლობელის საკუთრებაა.“.
2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სერტიფიკატის ვადის გასაგრძელებლად, დაინტერესებული პირი აბარებს გამოცდას სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით დამტკიცებული „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების“ შესაბამისად.“.
3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სერტიფიკატის აღდგენა ხდება სერტიფიკატის დაზიანების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში. აღნიშნულის შესახებ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს სპეციალისტის სერტიფიკატების რეესტრის განახლების მიზნით.“.
4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სერტიფიკატში ცვლილების შეტანა ხორციელდება სერტიფიკატში ასახული მონაცემების შეცვლის ან შესწორების საჭიროების შემთხვევაში.“.
5. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „121“ მუხლი:
„მუხლი 121. სააგენტოს სერვისების მართვის ერთიანი ელექტრონული პროგრამა (eDGSA)
1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3−მე-6 პუნქტებით, მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებები რეგისტრირდება სააგენტოს სერვისების მართვის ერთიან ელექტრონულ პროგრამაში (eDGSA).
2. სერტიფიკატი გაიცემა სააგენტოს სერვისების მართვის ერთიანი ელექტრონული პროგრამის (eDGSA) მეშვეობით.“.
6. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სიტყვები „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი – CERTIFICATE OF DANGEROUS GOODS SAFETY ADVISER“;
ბ) სერტიფიკატის ნომერი – Certificate Number;
გ) სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი – GE;
დ) სერტიფიკატის მფლობელის მონაცემები – Certificate Holder Details:
დ.ა) სახელი – First name;
დ. ბ) გვარი – Surname;
დ.გ) პირადი ნომერი – Personal number;
დ.დ) მოქალაქეობა – Nationality;
დ.ე) დაბადების თარიღი – Date of birth;
დ.ვ) სერტიფიკატის მფლობელის ხელმოწერა – Signature of Holder;
ე) სერტიფიკატის გაცემის თარიღი – Date Issued;
ვ) სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღი – Certificate Expiry Date;
ზ) სერტიფიკატის გამცემი ორგანო – Authority Issuing the Certificate;
თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა – Signature;
ი) დამატებითი ინფორმაცია – Additional Information.“.
7. დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესების, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესების, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესების, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.10.2026. მიმღები ორგანო — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/129. სარეგისტრაციო კოდი — 310010000.84.097.016030.
- სად არის „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესების, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესების, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1-1/129, 21.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 310010000.84.097.016030 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7026971/