„ტექნიკური რეგლამენტის − სამჭედლო და სამსხმელო მრეწველობისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№507
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.026059
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №507 

2026 წლის 22 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − სამჭედლო და სამსხმელო მრეწველობისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-9 მუხლის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − სამჭედლო და სამსხმელო მრეწველობისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები“.
მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი არსებული საქმიანობებისთვის/საწარმოებისთვის ამოქმედდეს აღნიშნული საქმიანობებისთვის/საწარმოებისთვის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის დღიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
_BAT-სამჭედლო, სამსხმელო მრეწველობა.docx ⬇

ტექნიკური რეგლამენტი – „სამჭედლო და სამსხმელო მრეწველობისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები

რეგულირების სფერო

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT-ის) შესახებ ეს დასკვნები ვრცელდება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართით განსაზღვრულ შემდეგ საქმიანობებზე:

შავი ლითონების დამუშავება (საქმიანობა 2.3):

სამჭედლო უროების ექსპლუატაცია, რომელთა ენერგია თითოეული უროსთვის 50 კილოჯოულს, ხოლო მოხმარებული თბოუნარიანობა 20 მეგავატს აღემატება (საქმიანობა 2.3.2);

დღე-ღამეში 20 ტონაზე მეტი საწარმოო სიმძლავრის შავი ლითონების სამსხმელო საამქროების ექსპლუატაცია (საქმიანობა 2.4);

ფერადი ლითონების დამუშავება (საქმიანობა 2.5):

ფერადი ლითონების (მათ შორის, აღდგენილი პროდუქტების) გამოდნობა (ლეგირების ჩათვლით) და ფერადი ლითონების სამსხმელო საამქროების ექსპლუატაცია, სადაც გამოდნობის სიმძლავრე ტყვიისა და კადმიუმისთვის დღე-ღამეში 4 ტონას ან ყველა სხვა ლითონისთვის დღე-ღამეში 20 ტონას აღემატება (საქმიანობა 2.5.2);

ჩამდინარე წყლების გაწმენდა დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების (გარდა ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებისა) საშუალებით, იმ პირობით, რომ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ძირითადი დატვირთვა წარმოიშობა წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნებით გათვალისწინებული საქმიანობებიდან (საქმიანობა 6.13).

BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნები, ასევე ვრცელდება შემდეგ საქმიანობებზე:

შავი ლითონების სამსხმელო საამქროებზე, რომლებშიც რუხი ან მაღალი სიმტკიცის (სფეროსებრი) თუჯისგან საბოლოო ან საბოლოო ფორმასთან მიახლოებული ფორმის სხმულების წარმოებისთვის გამოიყენება უწყვეტი ჩამოსხმის პროცესები;

ფერადი ლითონების სამსხმელო საამქროებზე, რომლებშიც საბოლოო ან საბოლოო ფორმასთან მიახლოებული ფორმის სხმულების წარმოებისთვის გამოიყენება ლეგირებული ზოდები, ჯართი, აღდგენილი პროდუქტები ან თხევადი ლითონი;

სხვადასხვა წარმოშობის ჩამდინარე წყლების კომბინირებულ (ერთობლივ) გაწმენდაზე, იმ პირობით, რომ ძირითადი დამაბინძურებელი დატვირთვა წარმოიქმნება BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნებით გათვალისწინებული საქმიანობებიდან და ჩამდინარე წყლების გაწმენდა არ რეგულირდება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ურბანული ჩამდინარე წყლების მართვის მოთხოვნებით;

შავი და ფერადი ლითონების სამსხმელო საამქროებში სამსხმელო ყალიბებისა და სამსხმელო კოპების დაფარვაზე;

მასალების შენახვაზე, გადატანასა და დამუშავებაზე, მათ შორის, სამსხმელო საამქროებში ჯართისა და ქვიშის შენახვასა და დამუშავებაზე;

წვის პროცესებზე, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნებით გათვალისწინებულ საქმიანობებს, იმ პირობით, რომ წვის აირადი პროდუქტები უშუალო კონტაქტში შედის მასალასთან (მაგ., ნედლეულის პირდაპირი გახურება ან ნედლეულის პირდაპირი შრობა).

BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნები არ ვრცელდება შემდეგ საქმიანობებზე:

რკინის და/ან ფოლადის უწყვეტ ჩამოსხმაზე (ანუ თხელი სლაბების, თხელი ზოლებისა და ფურცლების წარმოებაზე). აღნიშნული საქმიანობა რეგულირდება რკინისა და ფოლადის წარმოებისთვის (IS) BAT-ის შესახებ დასკვნებით;

ფერადი ლითონების ნახევარფაბრიკატების წარმოებაზე, რომლებიც საჭიროებს შემდგომ ფორმირებას. აღნიშნული საქმიანობა რეგულირდება ფერადი ლითონების წარმოებისთვის BAT-ის შესახებ დასკვნებით;

სხმულების დაფარვაზე. აღნიშნული საქმიანობა შეიძლება რეგულირდებოდეს ორგანული გამხსნელების გამოყენებით ზედაპირის დამუშავებისთვის, მათ შორის, ხისა და ხის ნაწარმის ქიმიური საშუალებებით კონსერვაციისთვის BAT-ის შესახებ დასკვნებით;

სამჭედლო პრესებზე;

არაპირდაპირი გაგრილების სისტემებიდან წარმოქმნილ ჩამდინარე წყლებზე. აღნიშნული შეიძლება რეგულირდებოდეს სამრეწველო გაგრილების სისტემებისთვის (ICS) BAT-ის შესახებ დასკვნებით;

საგლინავ დგანებზე. აღნიშნული საქმიანობა რეგულირდება შავი ლითონების დამუშავებისთვის BAT-ის შესახებ დასკვნებით;

საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებულ წვის დანადგარებზე, რომლებიც წარმოქმნის ცხელ აირებს და რომლებიც არ გამოიყენება ნაკეთობებისა ან მასალების უშუალო კონტაქტით გახურებისთვის, გაშრობისთვის ან სხვა სახის დამუშავებისთვის. აღნიშნული დანადგარები შესაძლებელია რეგულირდებოდეს წვის დიდი დანადგარებისთვის (LCP) BAT-ის შესახებ დასკვნებით.

BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნებით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის, ასევე შეიძლება რელევანტური იყოს BAT-ის შესახებ შემდეგი დასკვნები და საცნობარო დოკუმენტები:

ლითონებისა და პლასტმასების ზედაპირების დამუშავება (STM);

ნარჩენების დამუშავება (WT);

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართის I (IED) დანადგარებიდან ჰაერსა და წყალში ემისიების მონიტორინგი (ROM);

ეკონომიკა და მედიათაშორისი ზემოქმედება (ECM);

შენახვის პროცესებიდან (საცავებიდან) ემისიები (EFS);

ენერგოეფექტურობა (ENE).

BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნები გამოიყენება სხვა შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შეზღუდვის გარეშე, მაგალითად, ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციის, შეფასების, ავტორიზაციისა და შეზღუდვის (REACH), აგრეთვე ნივთიერებებისა და ნარევების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის (CLP) შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების შეზღუდვის გარეშე.

ტერმინთა განმარტება

BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნების მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი ტერმინები და განმარტებები:

ზოგადი ტერმინები

გამოყენებული ტერმინი

განმარტება

სხმული

ჩამოსხმის პროცესით მიღებული ლითონის ნაკეთობა, რომელიც სამსხმელო ყალიბიდან გამოიდევნება ან გამოთავისუფლდება.

ჩამოსხმის პროცესი

გამდნარი ლითონის ჩასხმა სამსხმელო ყალიბის ღრუში. შემდგომ გამდნარი ლითონი მყარდება.

ცენტრიდანული ჩამოსხმა

გამდნარი ლითონი ისხმება წინასწარ გახურებულ მბრუნავ სამსხმელო ყალიბში, რომელიც პროდუქტის ფორმის მიხედვით განლაგებულია ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად. ჩასხმის შემდეგ ყალიბი ბრუნავს თავისი ცენტრალური ღერძის გარშემო და წარმოქმნის ცენტრიდანულ ძალას, რომელიც გამდნარ ლითონს პერიფერიისკენ გადაადგილებს და აიძულებს მას დაილექოს ყალიბის კედლებზე.

ორგანიზებული ემისიები (Channelled emissions)

მავნე ნივთიერებების გარემოში მიმართული ნაკადით გაფრქვევა ნებისმიერი ტიპის არხის, მილსადენის, საკვამურისა და სხვა მსგავსი საშუალების მეშვეობით.

სუფთა ჯართი

ლითონის ჯართი, რომელიც სულ მცირე ყველა შემდეგ მახასიათებელს აკმაყოფილებს:

— არ შეიცავს არალითონურ მინარევებს;

— არ შეიცავს გალვანიზებულ, დაგრუნტულ ან შეღებილ ჯართის ნაწილებს;

— არ შეიცავს ზეთსა და ცხიმს;

— არ შეიცავს ფეთქებად ტარას;

— არ შეიცავს ინსტრუმენტულ ფოლადს, უჟანგავ ფოლადს ან ქრომით ლეგირებულ ფოლადს, გარდა ფოლადის სამსხმელო საამქროებისა;

— რკინისა და ფოლადის სამსხმელო საამქროების შემთხვევაში, არ შეიცავს ფერადი ლითონების ჯართის ნაწილებს.

„არ შეიცავს“ ნიშნავს, რომ მინარევების ნაშთი იმდენად მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, რომ ისინი უარყოფით გავლენას არ ახდენს გარემოსდაცვით ეფექტიანობაზე (მაგ., TVOC-ის, PCDD/F-ის და/ან მძიმე ლითონების ემისიების ზრდით) და საწარმოს ექსპლუატაციაზე/უსაფრთხოებაზე.

ცივად გამყარების პროცესები (Cold-setting/cold-box processes)

სამსხმელო ყალიბებისა და კოპების გამყარების პროცესები, რომელთა დროსაც ქვიშის შემკვრელი (ბუნებრივ პირობებში) გარემოს ტემპერატურაზე მყარდება. გამყარება იწყება ქვიშის შემკვრელი ნარევის ბოლო კომპონენტის ნარევში დამატებისთანავე.

უწყვეტი ჩამოსხმა

გამდნარი ლითონი ისხმება წყლით გაგრილებად სამსხმელო ყალიბში, რომელიც ქვედა ან გვერდით ნაწილში ღიაა. ინტენსიური გაგრილების შედეგად ლითონის ნაწარმის გარე ნაწილი მყარდება, რა დროსაც ხორციელდება მისი ნელ-ნელა გამოტანა ყალიბიდან. შემდგომ ნაწარმი (მაგ., ზოდები, მილები, პროფილები) იჭრება საჭირო სიგრძეზე.

უწყვეტი გაზომვა

გაზომვა, რომელიც ხორციელდება საწარმოში მუდმივად დამონტაჟებული ავტომატური გაზომვის სისტემის გამოყენებით.

კოპების დამზადება

კოპების წარმოება, რომლებიც შეიძლება იყოს მთლიანი ან ღრუ. სამსხმელო ყალიბის ნახევრების შეერთებამდე კოპები თავსდება ყალიბში სხმულის შიდა ღრუების ან მისი გარე ფორმის ნაწილის შესაქმნელად.

დიფუზური ემისიები

ატმოსფერულ ჰაერში არაორგანიზებული ემისიები. დიფუზური ემისიები მოიცავს როგორც არაკონტროლირებად (fugitive), ისე სხვა არაორგანიზებულ კონტროლირებად (non-fugitive) ემისიებს.

პირდაპირი ჩაშვება

ჩამდინარე წყლების უშუალოდ წყლის მიმღებ ობიექტში ჩაშვება შემდგომი გაწმენდის გარეშე.

ნამწვი/ხენჯი (Dross)

მყარი ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნება ლითონის დნობის ან თხევად მდგომარეობაში დაყოვნების დროს გამდნარი ლითონის ზედაპირზე, მაგალითად, ჰაერით დაჟანგვის შედეგად.

არსებული საწარმო

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართით განსაზღვრული საქმიანობა/ობიექტი, რომელზეც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2026 წლის 1 სექტემბრამდე ან 2026 წლის 1 სექტემბრამდე არსებული საქმიანობა/ობიექტი, რომელიც ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურებს ან საქმიანობა/ობიექტი, რომელზეც ვრცელდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და რომელსაც შესაბამის სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის სამსახურთან შეთანხმებული აქვს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში 2026 წლის 1 სექტემბრამდე.

ნედლეული

სამჭედლო წარმოების პროცესში გამოყენებული ნებისმიერი ლითონური ნედლეული.

საბოლოო დამუშავება

სამსხმელო საამქროებში მოიცავს ჩამოსხმის პროცესის შემდეგ განხორციელებულ რიგ მექანიკურ ოპერაციებს, მათ შორის, ხიწვების მოცილებას, აბრაზიულ ჭრას, სატეხით დამუშავებას, ნემსოვანი ინსტრუმენტით დამუშავებას, სხმულის გაწმენდას (fettling), სრიალით ხეხვას, საფანტჭავლურ დამუშავებასა და შედუღებას.

სამჭედლო საქმიანობისას მოიცავს გაწმენდას (fettling), ხიწვების მოცილებას, მექანიკურ დამუშავებას, ჭრასა და ნატეხების მოცილებას.

ნამწვი აირი (Flue-gas)

წვის დანადგარიდან გამომავალი ნამწვი აირი.

ჭედვა

ლითონის დეფორმაციისა და ფორმის მიცემის პროცესი გახურებისა და უროების (მაგ., პნევმატური, ორთქლით მოქმედი, მექანიკური, ელექტრული ან ჰიდრავლიკური) გამოყენებით.

სრული ყალიბის პროცესი 1

ყალიბში ჩამოსხმის ტექნიკა, რომლის დროსაც გამოიყენება აქაფებული/გაფართოებული პოლიმერისგან (მაგ., გაფართოებული პოლისტიროლისგან) დამზადებული ქაფპოლიმერული მოდელი, რომელიც მოთავსებულია ქიმიურად შეკავშირებულ ქვიშაში. ჩასხმისას ქაფპოლიმერული მოდელი იკარგება. ეს პროცესი, როგორც წესი, გამოიყენება დიდი ზომის სხმულების წარმოებისთვის.

აირით გამყარების პროცესები (Gas-hardening processes)

კოპების გამყარების (განმტკიცების, წრთობის) პროცესები, რომელთა დროსაც კატალიზატორი ან გამამყარებელი აირადი სახით შეიყვანება კოპის ყუთში.

გრავიტაციული ჩამოსხმა ყალიბში (Gravity die-casting)

გამდნარი ლითონი ჩამჩიდან უშუალოდ, სიმძიმის ძალის მოქმედებით, ისხმება ლითონის ყალიბში. გამყარების შემდეგ ყალიბი იხსნება და ლითონის ნაკეთობა ამოიღება.

საყალიბე ქვიშა (Green sand)

ქვიშის, თიხის (მაგ., ბენტონიტის) და დანამატების (მაგ., ქვანახშირის მტვრის, მარცვლოვანი წარმოშობის (სახამებლის საფუძველზე შემკვრელების) ნარევი, რომელიც გამოიყენება სამსხმელო ყალიბების დასამზადებლად.

სახიფათო ნივთიერებები

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ნივთიერებები ან/და ნარევები.

თერმული დამუშავება

თერმული პროცესი, რომლის დროსაც სხმულები (სამსხმელო საამქროებში) ან ნაკეთობები (სამჭედლო საქმიანობისას) მათი ფიზიკური თვისებების გაუმჯობესების მიზნით ცხელდება მათი დნობის ტემპერატურაზე დაბალ ტემპერატურამდე.

მაღალი წნევით ჩამოსხმა ყალიბში (High-pressure die-casting)

ხორციელდება გამდნარი ლითონის წნევის ქვეშ იძულებით შეყვანა დახურული ყალიბის ღრუში. ლითონის გამყარებამდე იგი ძლიერი მომჭერი ძალის მოქმედებით რჩება ყალიბში. გამყარების შემდეგ ყალიბი იხსნება და ხორციელდება ლითონის ნაკეთობის ამოღება.

ცხლად გამყარების პროცესები (Hot-curing/hot-box processes)

კოპების ან სამსხმელო ყალიბების გამყარების პროცესები, რომელთა დროსაც ქვიშის შემკვრელი მყარდება გახურებულ კოპის ყუთში ან გახურებულ მოდელთან კონტაქტისას, რომლებიც დამზადებულია ლითონისგან ან ხისგან.

არაპირდაპირი ჩაშვება

ჩაშვება, რომელიც არ წარმოადგენს პირდაპირ ჩაშვებას.

შიდა ჯართი

შიდა ჯართი მოიცავს საწარმოში წარმოქმნილ სამსხმელო არხებს (gates), მკვებავებს (risers), წუნდებულ სხმულებსა და ლითონის სხვა ნაწილებს.

ციცხვის წინასწარი გახურება

დნობის ღუმელიდან ჩამოსხმის პროცესამდე გამდნარი ლითონის გადასატანად გამოყენებული ციცხვები წინასწარ ცხელდება კონტროლირებად ტემპერატურამდე, რათა მომზადების შემდეგ ციცხვი გაშრეს, ჩამოსხმისას მინიმუმამდე შემცირდეს თერმული დარტყმა და ცეცხლგამძლე ამონაგის ცვეთა, ასევე შემცირდეს გამდნარი ლითონის ტემპერატურული დანაკარგები.

თხევადი ლითონის გამოსავალი (გამოსავლიანობა)

სადნობ ღუმელებში წარმოებული თხევადი ლითონის რაოდენობა.

დაკარგული ქაფის მოდელით (შემოკლ: დაკარგული ყალიბით) ჩამოსხმა (Lost foam casting) 1

შემოკლებით დაკარგული ყალიბების ჩამოსასხმელი დეტალების აქაფებული/გაფართოებული პოლიმერებისგან (მაგ., გაფართოებული პოლისტიროლისგან) დამზადებული ქაფპოლიმერული მოდელები იწარმოება ავტომატური საყალიბე დანადგარების გამოყენებით და ერთიანდება ჯგუფებად. შემდგომ ეს ჯგუფები თავსდება შეუკავშირებელ ქვიშაში. ჩასხმისას გამდნარი ლითონი იწვევს გაფართოებული პოლისტიროლის პიროლიზს და ავსებს მისგან გათავისუფლებულ სივრცეს.

დაბალი წნევით ჩამოსხმა ყალიბში (Low-pressure die-casting)

გამდნარი ლითონი ჰერმეტული ღუმელიდან ამწევი მილის გავლით მიეწოდება ლითონის ყალიბს. დაბალი აირის წნევის მოქმედებით გამდნარი ლითონი ზემოთ, ყალიბში მიემართება. გამყარების შემდეგ აირის წნევა იხსნება, რის შედეგადაც ამწევ მილში დარჩენილი ჯერ კიდევ გამდნარი ლითონი უკან, ღუმელში ჩაედინება; შემდეგ ყალიბი იხსნება და სხმული ამოიღება.

საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია

საწარმოს კონსტრუქციის ან ტექნოლოგიის არსებითი ცვლილება, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიური პროცესისა და/ან ემისიების შემცირების ტექნიკისა და შესაბამისი მოწყობილობების მნიშვნელოვან მოდიფიკაციას ან შეცვლას.

მასური ხარჯი (Mass flow)

მოცემული ნივთიერების ან პარამეტრის მასა, რომელიც დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში გამოიყოფა.

ლითონის დნობა

შავი ან ფერადი ლითონის გამდნარ მდგომარეობაში მიღება ღუმელების გამოყენებით. ეს ასევე მოიცავს, მაგალითად, საწარმოში წარმოქმნილი ჯართის გამოდნობას და გამდნარი ლითონის სითბოს შენარჩუნებას დამყოვნებელ ღუმელებში.

ყალიბის დამზადება

სამსხმელო ყალიბის დამზადება, რომელშიც შემდგომ ჩაიღვრება გამდნარი ლითონი. ეს ასევე მოიცავს მოდელების დამზადებას.

ბუნებრივი ქვიშა

კვარცის ქვიშის (მაგ., 85 %), თიხის (მაგ., 15 %) და წყლისგან შემდგარი ნარევი. როგორც წესი, ნარევს სხვა დანამატები არ ემატება.

ახალი საქმიანობა/საწარმო

საქმიანობა/საწარმო, რომელიც არ წარმოადგენს არსებულ საქმიანობას/საწარმოს.

მაღალი სიმტკიცის (სფეროსებრ-გრაფიტიანი) თუჯი (Nodular iron)

თუჯი, რომელშიც ნახშირბადი ბურთისებრი/სფეროსებრი ფორმითაა წარმოდგენილი; ჩვეულებრივ მოიხსენიება როგორც მაღალი სიმტკიცის თუჯი (ductile iron).

განმტკიცება (Nodularisation)

გამდნარი თუჯის დამუშავება მაგნიუმით ან იშვიათმიწა ელემენტით, ნახშირბადის ნაწილაკებისთვის ბურთისებრი/სფეროსებრი ფორმის მისაცემად.

პერიოდული გაზომვა

გაზომვა განსაზღვრული დროითი ინტერვალებით, ხელით ან ავტომატური მეთოდების გამოყენებით.

გახურება/ხელახალი გახურება

თერმული პროცესის თანმიმდევრული ეტაპები, რომლებიც გამოიყენება ნედლეულის ტემპერატურის ასამაღლებლად სამჭედლო უროთი დამუშავებამდე.

ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტები (Process chemicals)

ნივთიერებები და/ან ნარევები, როგორც ეს განსაზღვრულია რეგულაციის (EC) № 1907/2006 მე-3 მუხლით, რომლებიც გამოიყენება ტექნოლოგიურ პროცესში/პროცესებში. ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტები შეიძლება შეიცავდეს სახიფათო ნივთიერებებს და/ან განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებებს.

ფოლადის რაფინირება

ფოლადის დამუშავების პროცესი, რომლის დროსაც თუჯიდან თავდაპირველად ხდება ნახშირბადის მოცილება (გაუნახშირბადოება — პირველადი რაფინირება), რასაც შემდგომ მოჰყვება მინარევების მოცილება.

ნაშთი

ნივთიერება ან საგანი, რომელიც BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნების რეგულირების სფეროში მოქცეული საქმიანობების შედეგად წარმოიქმნება ნარჩენის ან თანმდევი (თანაური) პროდუქტის სახით.

სამსხმელო ქვიშის ხელახალი გამოყენება

სამსხმელო საამქროში ქვიშის ხელახალი გამოყენება მისი აღდგენის ან რეგენერაციის შემდეგ.

ქვიშის აღდგენა

საწარმოში განხორციელებული ნებისმიერი მექანიკური ოპერაცია, რომლის მიზანია საყალიბე და/ან ბუნებრივი ქვიშის ხელახალი გამოყენება. ეს მოიცავს გაცხრილვას, უცხო ლითონური მინარევების მოცილებას, წვრილი ფრაქციებისა და მსხვილი აგლომერატების განცალკევებასა და მოცილებას. შემდგომ ქვიშა გაგრილდება და იგზავნება შესანახად ან ხელახლა გამოსაყენებლად.

ქვიშის რეგენერაცია

საწარმოში განხორციელებული ნებისმიერი მექანიკური და/ან თერმული ოპერაცია, რომლის მიზანია ქიმიურად შეკავშირებული ან შერეული ქვიშის ხელახალი გამოყენება. პროცესი მოიცავს საწყის მექანიკურ ეტაპს (მაგ., დამსხვრევა, გაცხრილვა), რასაც მოჰყვება მექანიკური (მაგ., სახეხი ბორბალი, დარტყმითი დოლურა) და/ან თერმული (მაგ., ფსევდოგათხევადებული ფენა, მბრუნავი ღუმელი) დამუშავება შემკვრელების ნაშთების მოსაცილებლად.

მგრძნობიარე რეცეპტორები

ტერიტორიები, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას, როგორიცაა: — საცხოვრებელი ზონები; — ტერიტორიები, სადაც ხორციელდება ადამიანთა საქმიანობა (მაგ., მეზობელი სამუშაო ადგილები, სკოლები, საბავშვო ბაღები, რეკრეაციული ზონები, საავადმყოფოები ან მოხუცებულთა სახლები).

წიდა

თხევადი ნივთიერებები, რომლებიც არ იხსნება გამდნარ ლითონში, ადვილად გამოიყოფა მისგან და უფრო დაბალი სიმკვრივის გამო გამდნარი ლითონის ზედაპირზე ცალკე ფენას წარმოქმნის. წიდა წარმოიქმნება ლითონის კაზმში არსებული არალითონური ელემენტების დაჟანგვის შედეგად.

განსაკუთრებით საშიში ნივთიერებები (Substances of very high concern)

ნივთიერებები, რომლებიც აკმაყოფილებს REACH რეგულაციის ((EC) № 1907/2006) 57-ე მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შეტანილია ევროპის ქიმიური ნივთიერებების სააგენტოს განსაკუთრებით საშიში ნივთიერებების ჩამონათვალში.

ზედაპირული ჩამონადენი წყალი

ატმოსფერული ნალექის შედეგად წარმოქმნილი წყალი, რომელიც მიედინება მიწის ზედაპირზე ან წყალგაუმტარ ზედაპირებზე, როგორიცაა დაგებული გზები, შესანახი ტერიტორიები და სახურავები, და არ იჟონება ნიადაგში.

გამდნარი ლითონის დამუშავება

ალუმინის გამოდნობის პროცესებში გამოყენებული რაფინირების ოპერაციები, რომლებიც მოიცავს დეგაზაციას, მარცვლის სტრუქტურის რაფინირებას და დაფლუსებას. დეგაზაცია (ანუ გახსნილი წყალბადის მოცილება აზოტის გამოყენებით) ხშირად კომბინირებულია გაწმენდასთან (ანუ ტუტე ან ტუტემიწათა ლითონების, მაგ., Ca-ის მოცილებასთან) Cl₂ აირის გამოყენებით.

ვალიდური (ნამდვილი) საშუალო საათობრივი (ან ნახევარსაათობრივი) მნიშვნელობა

საშუალო საათობრივი (ან ნახევარსაათობრივი) მნიშვნელობა ვალიდურად (ნამდვილად) მიიჩნევა, თუ ავტომატური საზომი სისტემის ტექნიკური მომსახურება ან გაუმართაობა არ ფიქსირდება.

დამაბინძურებლები და პარამეტრები

გამოყენებული ტერმინი

განმარტება

ამინები

ამიაკის წარმოებულების საერთო სახელწოდება, რომლებშიც წყალბადის ერთი ან რამდენიმე ატომი ჩანაცვლებულია ალკილის ან არილის ჯგუფით.

AOX

ადსორბირებადი ორგანულად შეკავშირებული ჰალოგენები, გამოსახული Cl-ის სახით, რომლებიც მოიცავს ადსორბირებად ორგანულად შეკავშირებულ ქლორს, ბრომსა და იოდს.

As

დარიშხანისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში, გამოსახული As-ის სახით.

B[a]P

ბენზო[a]პირენი.

BOD₅

ჟანგბადის ბიოქიმიური მოთხოვნილება. ჟანგბადის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ორგანული და/ან არაორგანული ნივთიერებების ბიოქიმიური დაჟანგვისთვის 5 დღის განმავლობაში (BOD₅).

Cd

კადმიუმისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში, გამოსახული Cd-ის სახით.

Cl₂

ელემენტური ქლორი.

CO

ნახშირბადის მონოქსიდი.

COD

ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება. ჟანგბადის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ორგანული ნივთიერებების დიქრომატის გამოყენებით სრულად ქიმიური დაჟანგვისთვის ნახშირორჟანგამდე. COD წარმოადგენს ორგანული ნაერთების მასური კონცენტრაციის მაჩვენებელს.

Cr

ქრომისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში, გამოსახული Cr-ის სახით.

Cu

სპილენძისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში, გამოსახული Cu-ის სახით.

მტვერი

ატმოსფერულ ჰაერში არსებული ნაწილაკების ჯამური რაოდენობა.

Fe

რკინისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში, გამოსახული Fe-ის სახით.

HCl

ქლორწყალბადი.

HF

ფტორწყალბადი.

Hg

ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში, გამოსახული Hg-ის სახით.

HOI

ნახშირწყალბადური ნავთობის ინდექსი. ნახშირწყალბადური გამხსნელით ექსტრაგირებადი ნაერთების ჯამი, მათ შორის, გრძელჯაჭვიანი ან განშტოებული ალიფატური, ალიციკლური, არომატული ან ალკილჩანაცვლებული არომატული ნახშირწყალბადები.

Mg

მაგნიუმი.

MgO

მაგნიუმის ოქსიდი.

MgS

მაგნიუმის სულფიდი.

MgSO₄

მაგნიუმის სულფატი.

Ni

ნიკელისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში, გამოსახული Ni-ის სახით.

NOₓ

აზოტის ოქსიდისა (NO) და აზოტის დიოქსიდის (NO₂) ჯამი, გამოსახული NO₂-ის სახით.

PCDD/F

პოლიქლორირებული დიბენზო-პ-დიოქსინები და დიბენზოფურანები.

ფენოლის ინდექსი (Phenol index)

ფენოლური ნაერთების ჯამი, გამოსახული ფენოლის კონცენტრაციის სახით და გაზომილი EN ISO 14402-ის შესაბამისად.

Pb

წყალში: ტყვიისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში, გამოსახული Pb-ის სახით. ატმოსფერულ ჰაერში: ტყვიისა და მისი ნაერთების ჯამი, გამოსახული Pb-ის სახით.

SO₂

გოგირდის დიოქსიდი.

TOC

საერთო ორგანული ნახშირბადი, გამოსახული C-ის სახით (წყალში), რომელიც მოიცავს ყველა ორგანულ ნაერთს.

TSS

საერთო შეწონილი მყარი ნივთიერებები. წყალში არსებული ყველა შეწონილი მყარი ნივთიერების მასური კონცენტრაცია, რომელიც იზომება მინის ბოჭკოს ფილტრებზე გაფილტვრითა და გრავიმეტრიული მეთოდით.

საერთო აზოტი (TN)

საერთო აზოტი, გამოსახული N-ის სახით, რომელიც მოიცავს თავისუფალ ამიაკსა და ამონიუმის აზოტს (NH₄-N), ნიტრიტის აზოტს (NO₂-N), ნიტრატის აზოტს (NO₃-N) და ორგანულად შეკავშირებულ აზოტს.

TVOC

ჯამური აქროლადი ორგანული ნახშირბადი, გამოსახული C-ის სახით (ატმოსფერულ ჰაერში).

VOC

აქროლადი ორგანული ნაერთი, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივა 2010/75/EU-ის მე-3 მუხლის 45-ე პუნქტით.

Zn

თუთიისა და მისი ნაერთების ჯამი, გახსნილ ან ნაწილაკებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში, გამოსახული Zn-ის სახით.

შემოკლებები

BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნების მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი შემოკლებები:

შემოკლება

განმარტება

CBC

ცივი შებერვის (ცივბერვითი) ბოვი (Cold Blast Cupola)

CMS

ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემა

CMR

კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური

CMR 1A

1A კატეგორიის CMR ნივთიერება, როგორც ეს განსაზღვრულია (EC) №1272/2008 რეგულაციით, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, ანუ ნივთიერება, რომელსაც მინიჭებული აქვს საფრთხის აღმნიშვნელი ფრაზები H340, H350, H360.

CMR 1B

1B კატეგორიის CMR ნივთიერება, როგორც ეს განსაზღვრულია (EC) №1272/2008 რეგულაციით, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, ანუ ნივთიერება, რომელსაც მინიჭებული აქვს საფრთხის აღმნიშვნელი ფრაზები H340, H350, H360.

CMR 2

მე-2 კატეგორიის CMR ნივთიერება, როგორც ეს განსაზღვრულია (EC) №1272/2008 რეგულაციით, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, ანუ ნივთიერება, რომელსაც მინიჭებული აქვს საფრთხის აღმნიშვნელი ფრაზები H341, H351, H361.

DMEA

N,N-დიმეთილეთილამინი

EAF

ელექტრორკალური ღუმელი

EMS

გარემოსდაცვითი მართვის სისტემა

ESP

ელექტროსტატიკური ფილტრი (პრეციპიტატორი)

HBC

ცხელი შებერვის ბოვი (Hot Blast Cupola)

HPDC

მაღალი წნევით ჩამოსხმა ყალიბში

NFM

ფერადი ლითონი

OME

მასალების გამოყენების ეფექტიანობა

OTNOC

ნორმალური ექსპლუატაციის რეჟიმისგან განსხვავებული პირობები

TEA

ტრიეთილამინი

ზოგადი დებულებები

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა (BAT)

წინამდებარე BAT-ის შესახებ დასკვნებში ჩამოთვლილი და აღწერილი ტექნიკა არ არის ამომწურავი. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა ტექნიკაც, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვის სულ მცირე ეკვივალენტურ დონეს.

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები ზოგადად გამოყენებადია.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) და ატმოსფერულ ჰაერში ემისიების ინდიკატორული დონეები

სამსხმელო საამქროებისთვის, BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნებში მოცემული ატმოსფერულ ჰაერში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები) და ემისიების საორიენტაციო დონეები ეხება კონცენტრაციებს (გაფრქვეული ნივთიერებების მასა აირჰაერმტვერნარევის მოცულობის ერთეულზე) შემდეგ სტანდარტულ პირობებში: მშრალი აირი, 273,15 K ტემპერატურასა და 101,3 კპა წნევაზე, ჟანგბადის სტანდარტულ დონეზე კორექტირების გარეშე, და გამოსახულია მგ/ნმ³ ან ნგ WHO-TEQ/ნმ³ ერთეულებში.

სამჭედლო საამქროებისთვის, BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნებში მოცემული ატმოსფერულ ჰაერში BAT-AEL-ები და ემისიის საორიენტაციო დონე ეხება კონცენტრაციებს (გაფრქვეული ნივთიერებების მასა აირჰაერმტვერნარევის მოცულობის ერთეულზე) შემდეგ სტანდარტულ პირობებში: მშრალი აირი, 273,15 K ტემპერატურასა და 101,3 კპა წნევაზე, მშრალ აირში ჟანგბადის 3 მოც.% სტანდარტულ დონეზე კორექტირებით, და გამოსახულია მგ/ნმ³ ერთეულში.

ჟანგბადის სტანდარტულ დონეზე ემისიის კონცენტრაციის გადაანგარიშებისთვის გამოიყენება შემდეგი ფორმულა:

$$E_{R} = \frac{21 - O_{R}}{21 - O_{M}} \times E_{M}$$

სადაც:

ER (მგ/ნმ³):

ემისიის კონცენტრაცია ჟანგბადის სტანდარტულ დონეზე OR;

OR (მოც. %):

ჟანგბადის სტანდარტული დონე, მოც.%;

EM (მგ/ნმ³):

გაზომილი ემისიის კონცენტრაცია;

OM (მოც. %):

გაზომილი ჟანგბადის დონე, მოც.%.

BAT-AEL-ებისა და ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული ემისიების საორიენტაციო დონეების გასაშუალოების პერიოდებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

გაზომვის ტიპი

გასაშუალოების პერიოდი

განმარტება

უწყვეტი

საშუალო სადღეღამისო

ერთი დღის განმავლობაში მიღებული საშუალო მნიშვნელობა, რომელიც ეფუძნება ნამდვილ (ვალიდურ) საშუალო საათობრივ ან ნახევარსაათობრივ მნიშვნელობებს.

პერიოდული

სინჯის აღების პერიოდის საშუალო მნიშვნელობა

სულ მცირე, სამი 30-წუთიანი თანმიმდევრული სინჯის აღების/გაზომვის საშუალო მნიშვნელობა 1.

1 ნებისმიერი პარამეტრისთვის, რომლის შემთხვევაშიც სინჯის აღების ან ანალიზის შეზღუდვების და/ან საოპერაციო პირობების (მაგ., პერიოდული პროცესების) გამო 30-წუთიანი სინჯის აღება/გაზომვა და/ან სამი თანმიმდევრული სინჯის აღების/გაზომვის საშუალო მნიშვნელობის განსაზღვრა შეუსაბამოა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უფრო რეპრეზენტატიული სინჯის აღების/გაზომვის პროცედურა. PCDD/F-ის შემთხვევაში გამოიყენება 6-დან 8 საათამდე ხანგრძლივობის სინჯის აღების ერთი პერიოდი.

თუ ორი ან მეტი წყაროდან (მაგ., ღუმელებიდან) წარმოქმნილი აირჰაერმტვერნარევი საერთო მილით გაიფრქვევა, BAT-AEL-ები ვრცელდება გაფრქვევის მილიდან გაერთიანებულ ემისიაზე.

BAT 12-თან დაკავშირებული მასური ხარჯის (ნაკადების) გაანგარიშების მიზნით, თუ მსგავსი მახასიათებლების მქონე აირჰაერმტვერნარევი, რომელიც, მაგალითად, შეიცავს იმავე (ტიპის) ნივთიერებებს/პარამეტრებს და გამოიყოფა ორი ან მეტი ცალკეული გაფრქვევის მილიდან, კომპეტენტური ორგანოს შეფასებით, შესაძლებელია გაფრქვეულ იქნეს ერთი საერთო მილით, აღნიშნული მილები გაფრქვევის ერთ მილად განიხილება.

საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) წყალში ემისიებისთვის

BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნებში მოცემული წყალში ემისიების საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები) ეხება კონცენტრაციებს (გაფრქვეული ნივთიერებების მასა წყლის მოცულობის ერთეულზე) და გამოსახულია მგ/ლ-ში.

BAT-AEL-ებთან დაკავშირებული გასაშუალოების პერიოდები ეხება შემდეგი ორი შემთხვევიდან ერთ-ერთს:

— უწყვეტი ჩაშვების შემთხვევაში — საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობები, ანუ 24-საათიანი ხარჯის (ნაკადის) საშუალოპროპორციული შედგენილი სინჯები;

— პერიოდული ჩაშვების შემთხვევაში — ჩაშვების ხანგრძლივობის განმავლობაში მიღებული საშუალო მნიშვნელობები, რომლებიც განისაზღვრება ხარჯის (ნაკადის) პროპორციული შედგენილი სინჯების საფუძველზე ან, იმ პირობით, რომ ჩამდინარე წყალი სათანადოდ არის შერეული და ერთგვაროვანია, ჩაშვებამდე აღებული ერთჯერადი სინჯის საფუძველზე.

დროის პროპორციული შედგენილი სინჯების გამოყენება შესაძლებელია იმ პირობით, რომ დადასტურებულია ხარჯის საკმარისი სტაბილურობა. ალტერნატიულად, შესაძლებელია ერთჯერადი სინჯების აღება, იმ პირობით, რომ ჩამდინარე წყალი სათანადოდ არის შერეული და ერთგვაროვანია.

BAT-AEL-ები გამოიყენება იმ წერტილში, სადაც ემისია საწარმოს ტოვებს.

საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ეფექტიანობის სხვა დონეები (BAT-AEPL) და საორიენტაციო დონეები

ენერგიის ხვედრითი (კუთრი) მოხმარების BAT-AEPL-ები (სამსხმელო საამქროები)

ენერგიის ხვედრითი (კუთრი) მოხმარების BAT-AEPL-ები ეხება საშუალო წლიურ მნიშვნელობებს, რომლებიც გამოითვლება შემდეგი ფორმულის გამოყენებით:

$$ხვედრითი\ ენერგომოხმარება = \frac{ენერგომოხმარების\ დონე}{წარმადობა}$$

სადაც:

ენერგომოხმარების დონე:

შესაბამის პროცესებში (ლითონის გამოდნობა და თხევად მდგომარეობაში დაყოვნება, ციცხვის წინასწარი გახურება) მოხმარებული სითბოს (პირველადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული) და ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა, გამოსახული კვტ·სთ/წელიწადში;

წარმადობა:

თხევადი ლითონის მთლიანი გამოსავალი, გამოსახული ტ/წელიწადში.

ენერგომოხმარება შეესაბამება შესაბამის პროცესებში — ლითონის გამოდნობა და თხევად მდგომარეობაში დაყოვნება, ციცხვის წინასწარი გახურება — ყველა ღუმელის მიერ მოხმარებული სითბოს (პირველადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული) და ელექტროენერგიის ჯამურ რაოდენობას.

ენერგიის ხვედრითი მოხმარების საორიენტაციო დონეები (სამჭედლო საამქროები)

ხვედრით ენერგომოხმარებასთან დაკავშირებული საორიენტაციო დონეები ეხება საშუალო წლიურ მნიშვნელობებს და გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

$$ხვედრითი\ ენერგომოხმარება = \frac{ენერგომოხმარების\ დონე}{წარმადობა}$$

სადაც:

ენერგომოხმარების დონე:

სამჭედლო საამქროში საწარმოს მიერ მოხმარებული სითბოს (პირველადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული) და ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა, გამოსახული კვტ·სთ/წელიწადში;

წარმადობა:

ნედლეულის მთლიანი რაოდენობა, გამოსახული ტ/წელიწადში.

წყლის ხვედრითი მოხმარების BAT-AEPL-ები (სამსხმელო საამქროები)

წყლის ხვედრით მოხმარებასთან დაკავშირებული BAT-AEPL-ები ეხება საშუალო წლიურ მნიშვნელობებს და გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

$$წყლის\ ხვედრითი\ მოხმარება = \frac{წყლის\ მოხმარება}{წარმადობა}$$

სადაც:

წყლის მოხმარება:

საწარმოს მიერ მოხმარებული წყლის ჯამური რაოდენობა, გარდა:

— რეცირკულირებული და ხელახლა გამოყენებული წყლის;

— ერთჯერადი გაგრილების სისტემებში გამოყენებული გამაგრილებელი წყლის;

— საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებული წყლის;

გამოსახული მ³/წელიწადში;

წარმადობა:

თხევადი ლითონის მთლიანი გამოსავალი, გამოსახული ტ/წელიწადში.

განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების ხვედრითი (კუთრი) რაოდენობის BAT-AEPL-ები (სამსხმელო საამქროები)

განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების ხვედრით რაოდენობასთან დაკავშირებული BAT-AEPL-ები ეხება საშუალო წლიურ მნიშვნელობებს და გამოითვლება შემდეგი განტოლებით:

$განთავსებისთვის\ გაგზავნილი\ ნარჩენების\ ხვედრითი\ რაოდენობა = \frac{განთავსებისთვის\ გაგზავნილი\ ნარჩენების\ რაოდენობა}{წარმადობა}$

სადაც:

განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობა:

განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების მთლიანი რაოდენობა, გამოსახული კგ/წელიწადში;

წარმადობა:

თხევადი ლითონის მთლიანი გამოსავალი, გამოსახული ტ/წელიწადში.

მასალების გამოყენების ეფექტიანობის (OME) საორიენტაციო დონეები (სამსხმელო საამქროები)

OME-ის საორიენტაციო დონეები ეხება საშუალო წლიურ მნიშვნელობებს, გამოსახულია პროცენტული მაჩვენებლის სახით და გამოითვლება შემდეგი განტოლებით:

$$მასალების\ გამოყენების\ ეფექტიანობა = \frac{ვარგისი\ სხმულების\ რაოდენობა}{წარმადობა}$$

სადაც:

ვარგისი სხმულების რაოდენობა:

საწარმოში წარმოებული დეფექტების არმქონე საბოლოო სხმულების მთლიანი რაოდენობა, გამოსახული ტ/წელიწადში;

წარმადობა:

თხევადი ლითონის მთლიანი გამოსავალი, გამოსახული ტ/წელიწადში.

სამსხმელო ქვიშის ხელახალი გამოყენების BAT-AEPL-ები (სამსხმელო საამქროები)

სამსხმელო ქვიშის ხელახალ გამოყენებასთან დაკავშირებული BAT-AEPL-ები ეხება საშუალო წლიურ მნიშვნელობებს, გამოსახულია პროცენტული მაჩვენებლის სახით და გამოითვლება შემდეგი განტოლებით:

$$ქვიშის\ ხელახალი\ გამოყენების\ კოეფიციენტი = \frac{ხელახლა\ გამოყენებული\ ქვიშის\ რაოდენობა}{გამოყენებული\ ქვიშის\ ჯამური\ რაოდენობა}$$

სადაც:

ხელახლა გამოყენებული ქვიშის რაოდენობა:

აღდგენის ან რეგენერაციის შედეგად ხელახლა გამოყენებული ქვიშის მთლიანი რაოდენობა, გამოსახული ტ/წელიწადში;

გამოყენებული ქვიშის ჯამური რაოდენობა:

გამოყენებული ქვიშის მთლიანი რაოდენობა, გამოსახული ტ/წელიწადში.

1. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ ზოგადი დასკვნები

1.1. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობა

BAT 1. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, BAT წარმოადგენს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) შემუშავებასა და დანერგვას, რომელიც მოიცავს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მახასიათებელს:

ა) მენეჯმენტის, მათ შორის უმაღლესი მენეჯმენტის, ვალდებულებას, ლიდერობასა და ანგარიშვალდებულებას ეფექტიანი EMS-ის დანერგვისთვის;

ბ) ანალიზს, რომელიც მოიცავს ორგანიზაციის კონტექსტის განსაზღვრას, დაინტერესებული მხარეების საჭიროებებისა და მოლოდინების იდენტიფიცირებას, დანადგარის ისეთი მახასიათებლების იდენტიფიცირებას, რომლებიც დაკავშირებულია გარემოსთვის შესაძლო რისკებთან, ასევე გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნების იდენტიფიცირებას;

გ) გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც მოიცავს დანადგარის გარემოსდაცვითი ეფექტიანობის უწყვეტ გაუმჯობესებას;

დ) მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ასპექტების მიმართ მიზნებისა და ეფექტიანობის ინდიკატორების განსაზღვრას, მათ შორის მოქმედ სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას;

ე) აუცილებელი პროცედურებისა და ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებას (საჭიროების შემთხვევაში, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების ჩათვლით) გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად და გარემოსდაცვითი რისკების თავიდან ასაცილებლად;

ვ) გარემოსდაცვით ასპექტებსა და მიზნებთან დაკავშირებული სტრუქტურების, როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრას და საჭირო ფინანსური და ადამიანური რესურსების უზრუნველყოფას;

ზ) იმ პერსონალის საჭირო კომპეტენციისა და ცნობიერების უზრუნველყოფას, რომლის საქმიანობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დანადგარის გარემოსდაცვით ეფექტიანობაზე (მაგ., ინფორმაციისა და ტრენინგების მიწოდების გზით);

თ) შიდა და გარე კომუნიკაციას;

ი) თანამშრომელთა ჩართულობის ხელშეწყობას გარემოსდაცვითი მართვის კარგი პრაქტიკის დანერგვაში;

კ) მართვის სახელმძღვანელოსა და წერილობითი პროცედურების შემუშავებასა და შენარჩუნებას მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ზემოქმედების მქონე საქმიანობების სამართავად, ასევე შესაბამისი ჩანაწერების წარმოებას;

ლ) ეფექტიან საოპერაციო დაგეგმვასა და პროცესების კონტროლს;

მ) შესაბამისი ტექნიკური მომსახურების პროგრამების დანერგვას;

ნ) ავარიული სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების პროტოკოლებს, მათ შორის ავარიული სიტუაციების უარყოფითი გარემოსდაცვითი ზემოქმედების პრევენციასა და/ან შერბილებას;

ო) ახალი დანადგარის ან მისი ნაწილის პროექტირების ან ხელახალი პროექტირებისას მისი გარემოსდაცვითი ზემოქმედების გათვალისწინებას მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, რაც მოიცავს მშენებლობას, ტექნიკურ მომსახურებას, ექსპლუატაციასა და ექსპლუატაციიდან გამოყვანას;

პ) მონიტორინგისა და გაზომვის პროგრამის განხორციელებას; საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია შეიძლება მოიძებნოს IED დანადგარებიდან ატმოსფერულ ჰაერსა და წყალში ემისიების მონიტორინგის სახელმძღვანელო ანგარიშში (ROM);

ჟ) სექტორული ბენჩმარკინგის [საქმიანობის, პროცესის ან მაჩვენებლების შედარებითი შეფასება საუკეთესო პრაქტიკასთან ან სექტორის სხვა ანალოგიურ ობიექტებთან] რეგულარულ გამოყენებას;

რ) პერიოდულ დამოუკიდებელ (რამდენადაც პრაქტიკულად შესაძლებელია) შიდა აუდიტსა და პერიოდულ დამოუკიდებელ გარე აუდიტს გარემოსდაცვითი ეფექტიანობის შესაფასებლად და იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა EMS დაგეგმილ ღონისძიებებს და სათანადოდ არის თუ არა დანერგილი და შენარჩუნებული;

ს) შეუსაბამობების მიზეზების შეფასებას, შეუსაბამობებზე რეაგირების მიზნით მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას, მაკორექტირებელი ღონისძიებების ეფექტიანობის გადახედვას და იმის განსაზღვრას, არსებობს თუ არა ან შეიძლება თუ არა წარმოიშვას მსგავსი შეუსაბამობები;

ტ) უმაღლესი მენეჯმენტის მიერ EMS-ის პერიოდულ გადახედვას და მისი მუდმივი შესაბამისობის, ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;

უ) უფრო სუფთა ტექნოლოგიების განვითარების მონიტორინგსა და გათვალისწინებას.

ფ) უშუალოდ სამჭედლო და სამსხმელო საქმიანობებისთვის, BAT ასევე წარმოადგენს EMS-ში შემდეგი მახასიათებლების ინტეგრირებას:

ფ.ა) შემავალი და გამომავალი ნაკადების ინვენტარიზაციას (იხ. BAT 2);

ფ.ბ) ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემას (იხ. BAT 3);

ფ.გ) გაჟონვებისა და დაღვრის პრევენციისა და კონტროლის გეგმას (იხ. BAT 4(ა));

ფ.დ) ნორმალური ექსპლუატაციის რეჟიმისგან განსხვავებული პირობების (OTNOC) მართვის გეგმას (იხ. BAT 5);

ფ.ე) ენერგოეფექტურობის გეგმასა და აუდიტებს (იხ. BAT 7(ა));

ფ.ვ)წყლის მართვის გეგმასა და აუდიტებს (იხ. BAT 35(ა));

ფ.ზ) ხმაურის და/ან ვიბრაციის მართვის გეგმას (იხ. BAT 8);

ფ.თ) ნაშთების მართვის გეგმას (იხ. BAT 10);

ფ.ი)სამსხმელო საამქროებისთვის სუნის მართვის გეგმას (იხ. BAT 32).

შენიშვნა

(EC) №1221/2009 რეგულაცია ადგენს ევროკავშირის ეკოლოგიური მართვისა და აუდიტის სქემას (EMAS), რომელიც წარმოადგენს წინამდებარე BAT-ის შესაბამისი EMS-ის მაგალითს.

გამოყენებადობა

EMS-ის დეტალიზაციის დონე და ფორმალიზაციის ხარისხი, როგორც წესი, დაკავშირებულია დანადგარის ბუნებასთან, მასშტაბსა და კომპლექსურობასთან, ასევე გარემოზე მისი შესაძლო ზემოქმედებების დიაპაზონთან.

BAT 2. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, BAT წარმოადგენს, როგორც გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) ნაწილს (იხ. BAT 1), შემავალი და გამომავალი ნაკადების ინვენტარიზაციის შექმნას, შენარჩუნებასა და რეგულარულ გადახედვას (მათ შორის, მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებისას), რომელიც მოიცავს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მახასიათებელს:

ა) ინფორმაციას საწარმოო პროცესების შესახებ, მათ შორის:

ა.ა) გამარტივებულ ტექნოლოგიური პროცესის სქემებს, რომლებიც აჩვენებს ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ემისიების წარმოშობას;

ა.ბ) პროცესში ინტეგრირებული ტექნიკისა და ჩამდინარე წყლების/აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის ტექნიკის აღწერილობებს, რომლებიც გამოიყენება ემისიების პრევენციისთვის ან შემცირებისთვის, მათ შორის ინფორმაციას მათი ეფექტიანობის შესახებ (მაგ., ემისიების შემცირების ეფექტურობა);

ბ) ინფორმაციას გამოყენებული ნედლეულის (მაგ., ჯართი, ნედლეული, ქვიშა) და საწვავის (მაგ., კოქსი) რაოდენობისა და მახასიათებლების შესახებ;

გ) ინფორმაციას წყლის მოხმარებისა და გამოყენების შესახებ (მაგ., ნაკადების სქემები და წყლის მასური ბალანსები);

დ) ინფორმაციას ენერგიის მოხმარებისა და გამოყენების შესახებ;

ე) ინფორმაციას ჩამდინარე წყლების ნაკადების მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა:

ე.ა) ხარჯის, pH-ის, ტემპერატურისა და ელექტროგამტარობის საშუალო მნიშვნელობები და ცვალებადობა;

ე.ბ) შესაბამისი ნივთიერებების/პარამეტრების (მაგ., საერთო შეწონილი მყარი ნივთიერებები, TOC ან COD, ნახშირწყალბადური ნავთობის ინდექსი, ლითონები) საშუალო კონცენტრაციები და მასური ხარჯის მნიშვნელობები და მათი ცვალებადობა;

ვ) ინფორმაციას გამოყენებული ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების რაოდენობისა და მახასიათებლების შესახებ:

ვ.ა) ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების იდენტიფიკაციასა და მახასიათებლებს, მათ შორის იმ თვისებებს, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე და/ან ადამიანის ჯანმრთელობაზე;

ვ.ბ) გამოყენებული ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების რაოდენობებსა და მათი გამოყენების ადგილებს;

ზ) ინფორმაციას აირჰაერმტვერნარევის ნაკადების მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა:

ზ.ა) ხარჯისა და ტემპერატურის საშუალო მნიშვნელობები და ცვალებადობა;

ზ.ბ) შესაბამისი ნივთიერებების (მაგ., მტვერი, NOₓ, SO₂, CO, ლითონები) საშუალო კონცენტრაციები და მასური ხარჯის მნიშვნელობები და მათი ცვალებადობა;

ზ.გ) სხვა ნივთიერებების არსებობა, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის სისტემაზე (მაგ., ჟანგბადი, აზოტი, წყლის ორთქლი) ან დანადგარის უსაფრთხოებაზე;

ზ.დ) CMR 1A, CMR 1B ან CMR 2 კატეგორიებად კლასიფიცირებული ნივთიერებების არსებობა; ასეთი ნივთიერებების არსებობა შეიძლება შეფასდეს, მაგალითად, ნივთიერებებისა და ნარევების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის (CLP) შესახებ (EC) №1272/2008 რეგულაციით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად;

თ) ინფორმაციას წარმოქმნილი ნაშთების რაოდენობისა და მახასიათებლების შესახებ.

გამოყენებადობა

ინვენტარიზაციის დეტალიზაციის დონე და ფორმალიზაციის ხარისხი, როგორც წესი, დაკავშირებულია საწარმოს ბუნებასთან, მასშტაბსა და კომპლექსურობასთან, ასევე გარემოზე მისი შესაძლო ზემოქმედებების დიაპაზონთან.

BAT 3. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, BAT წარმოადგენს, როგორც გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) ნაწილს (იხ. BAT 1), ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემის (CMS) შემუშავებასა და დანერგვას, რომელიც მოიცავს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მახასიათებელს:

ა) ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების მოხმარებისა და მათთან დაკავშირებული რისკების შემცირების პოლიტიკას, მათ შორის შესყიდვის პოლიტიკას ნაკლებად საზიანო ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტებისა და მათი მომწოდებლების შესარჩევად, სახიფათო ნივთიერებებისა და განსაკუთრებული საშიშროების გამომწვევი ნივთიერებების გამოყენებისა და მათთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე შემცირების, ასევე ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების ჭარბი რაოდენობით შესყიდვის თავიდან აცილების მიზნით. ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების შერჩევა ეფუძნება:

ა.ა) მათი ბიოელიმინაციის/ბიოდეგრადაციის უნარის, ეკოტოქსიკურობისა და გარემოში მოხვედრის პოტენციალის შედარებით ანალიზს, გარემოში ემისიების შემცირების მიზნით;

ა.ბ) ტექნოლოგიურ ქიმიურ რეაგენტებთან დაკავშირებული რისკების დახასიათებას, რომელიც ეფუძნება ქიმიური ნივთიერებების საფრთხის კლასიფიკაციას, საწარმოში მათი გადაადგილების გზებს, გარემოში შესაძლო მოხვედრასა და ექსპოზიციის დონეს;

ა.გ) აღდგენისა და ხელახალი გამოყენების შესაძლებლობას (იხ. BAT 17(ვ));

ა.დ) ჩანაცვლების შესაძლებლობის რეგულარულ (მაგ., ყოველწლიურ) ანალიზს, სახიფათო ნივთიერებებისა და განსაკუთრებული საშიშროების გამომწვევი ნივთიერებების გამოყენების პოტენციურად ახალი, ხელმისაწვდომი და უფრო უსაფრთხო ალტერნატივების გამოვლენის მიზნით; აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია პროცესის (პროცესების) შეცვლით ან ისეთი სხვა ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების გამოყენებით, რომლებსაც გარემოზე ზემოქმედება არ გააჩნია ან ნაკლები ზემოქმედება აქვს (სამსხმელო საამქროებისთვის იხ. BAT 11);

ა.ე) სახიფათო ნივთიერებებსა და განსაკუთრებული საშიშროების გამომწვევ ნივთიერებებთან დაკავშირებული მარეგულირებელი მოთხოვნების ცვლილებების წინასწარ მონიტორინგსა და მოქმედ სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების ინვენტარიზაცია (იხ. BAT 2(ვ)) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების შესარჩევად საჭირო ინფორმაციის მისაღებად და შესანარჩუნებლად.

ბ) მიზნებსა და სამოქმედო გეგმებს სახიფათო ნივთიერებებისა და განსაკუთრებული საშიშროების გამომწვევი ნივთიერებების გამოყენებისა და მათთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით;

გ) ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების შესყიდვის, მოპყრობის, შენახვისა და გამოყენების, ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების შემცველი ნარჩენების განთავსებისა და გამოუყენებელი ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების დაბრუნების პროცედურების შემუშავებასა და დანერგვას, გარემოში ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით (მაგ., იხ. BAT 4).

გამოყენებადობა

CMS-ის დეტალიზაციის დონე და ფორმალიზაციის ხარისხი, როგორც წესი, დაკავშირებულია საწარმოს ბუნებასთან, მასშტაბსა და კომპლექსურობასთან.

BAT 4. ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებში ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა

გაჟონვებისა და დაღვრის პრევენციისა და კონტროლის გეგმის შემუშავება და განხორციელება

გაჟონვებისა და დაღვრის პრევენციისა და კონტროლის გეგმა წარმოადგენს EMS-ის ნაწილს (იხ. BAT 1) და, სულ მცირე, მოიცავს:

— ობიექტზე მცირე და დიდი დაღვრის შემთხვევებზე რეაგირების გეგმებს;

— პროცესში ჩართული პირების როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრას;

— პერსონალის გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და სათანადო მომზადების უზრუნველყოფას დაღვრის შემთხვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის;

— სახიფათო მასალებისა და განსაკუთრებული საშიშროების გამომწვევი ნივთიერებების დაღვრის და/ან გაჟონვის რისკის მქონე უბნების იდენტიფიცირებას და რისკის მიხედვით მათ რანგირებას/კლასიფიკაციას;

— დაღვრის ლოკალიზებისა და გაწმენდის შესაბამისი აღჭურვილობის განსაზღვრას და რეგულარულად იმის უზრუნველყოფას, რომ აღნიშნული აღჭურვილობა ხელმისაწვდომი და გამართულ მდგომარეობაში იყოს და განთავსებული იყოს იმ ადგილებთან ახლოს, სადაც ასეთი შემთხვევები შეიძლება მოხდეს;

— დაღვრის კონტროლის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების მართვის სახელმძღვანელო მითითებებს;

— შენახვისა და მოპყრობის უბნების რეგულარულ (სულ მცირე, წელიწადში ერთხელ) შემოწმებას, გაჟონვის აღმომჩენი მოწყობილობების ტესტირებასა და დაკალიბრებას და სარქველებიდან, ჩობალური სამკვრივებლებიდან, მილტუჩებიდან და სხვ. გაჟონვების დაუყოვნებლივ შეკეთებას.

გეგმის დეტალიზაციის დონე, როგორც წესი, დაკავშირებულია საწარმოს ბუნებასთან, მასშტაბსა და კომპლექსურობასთან, ასევე გამოყენებული სითხეების სახეობასა და რაოდენობასთან.

ბ

ტექნოლოგიური უბნებისა და ნედლეულის შესანახი უბნების მოწყობა და მართვა

მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

— ტექნოლოგიურ უბნებსა და ჯართის/ნედლეულის შესანახ მოედნებზე სითხეგაუმტარი (მაგ., ცემენტირებული) იატაკის/საფარის მოწყობა;

— სხვადასხვა სახის ნედლეულის განცალკევებული შენახვა საწარმოო ხაზებთან ახლოს; ამის მიღწევა შესაძლებელია, მაგალითად, შესანახ უბნებზე სექციების ან კონტეინერების, ასევე ბუნკერების გამოყენებით.

ზოგადად გამოყენებადია.

გ

ზედაპირული ჩამონადენი წყლის დაბინძურების პრევენცია

საწარმოო უბნები და/ან უბნები, სადაც ინახება ან ხდება ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების, ნაშთების ან ნარჩენების მოპყრობა, დაცულია ზედაპირული ჩამონადენი წყლისგან. აღნიშნული მიიღწევა, სულ მცირე, შემდეგი ტექნიკის გამოყენებით:

— სადრენაჟო არხების და/ან საწარმოს პერიმეტრის გარშემო შემაკავებელი ბორდიურის/ზღუდარის მოწყობით;

— ტექნოლოგიური და/ან შესანახი უბნების გადახურვით და სახურავიდან წყლის ასარინებელი ღარების მოწყობით.

ზოგადად გამოყენებადია.

დ

პოტენციურად დაბინძურებული ზედაპირული ჩამონადენი წყლის შეგროვება

პოტენციურად დაბინძურებული უბნებიდან ზედაპირული ჩამონადენი წყალი ცალკე გროვდება და მისი ჩაშვება ხდება მხოლოდ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, მაგ., მონიტორინგის, დამუშავების ან ხელახალი გამოყენების შემდეგ.

ზოგადად გამოყენებადია.

ე

ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების უსაფრთხო მოპყრობა და შენახვა

მოიცავს შემდეგს:

— შენახვას გადახურულ და ვენტილირებად უბნებზე, შესაბამისი სითხეების მიმართ გაუმტარი იატაკით;

— ჰიდრავლიკური სადგურებისა და ზეთით ან საპოხი მასალით შეზეთილი მოწყობილობებისთვის ზეთგაუმტარი შემკრები ქვეშების ან ორმოების გამოყენებას;

— დაღვრილი სითხის შეგროვებას;

— ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების, საპოხი მასალების, დანაფარებისა და სხვ. ჩატვირთვა/გადმოტვირთვის უბნების იმგვარად დაპროექტებასა და მოწყობას, რომ შესაძლო გაჟონვა და დაღვრა ლოკალიზებულ იქნეს და მიმართული იყოს ობიექტზე დამუშავებისთვის/გაწმენდისთვის (იხ. BAT 36) ან ობიექტის გარეთ დამუშავებისთვის;

— ადვილად აალებადი სითხეების (მაგ., მეთილფორმიატი, TEA, DMEA, სპირტის შემცველი ყალიბის დანაფარები) შეუთავსებელი ნივთიერებებისგან (მაგ., დამჟანგავებისგან) განცალკევებით შენახვას დახურულ და კარგად ვენტილირებად შესანახ უბნებზე.

ზოგადად გამოყენებადია.

ვ

სათანადო საწარმოო წესრიგის დაცვა

ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს ემისიების წარმოქმნის პრევენციას ან შემცირებას (მაგ., მოწყობილობების, სამუშაო ზედაპირების, იატაკებისა და სატრანსპორტო მარშრუტების რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებასა და გაწმენდას, აგრეთვე ნებისმიერი დაღვრის ლოკალიზებასა და სწრაფ გაწმენდას).

ზოგადად გამოყენებადია.

BAT 5. ნორმალური ექსპლუატაციის რეჟიმისგან განსხვავებული პირობების (OTNOC) წარმოქმნის სიხშირისა და OTNOC-ის დროს ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს, როგორც გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) ნაწილს (იხ. BAT 1), რისკზე დაფუძნებული OTNOC-ის მართვის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას, რომელიც მოიცავს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ელემენტს:

ა) პოტენციური OTNOC-ის (მაგ., გარემოს დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოწყობილობის („კრიტიკული მოწყობილობა“) მწყობრიდან გამოსვლის), მათი ძირეული მიზეზებისა და შესაძლო შედეგების იდენტიფიცირებას;

ბ) კრიტიკული მოწყობილობის სათანადო დაპროექტებას (მაგ., აირჰაერმტვერნარევის გაწმენდის, ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობები);

გ) კრიტიკული მოწყობილობის ინსპექტირების გეგმისა და პრევენციული ტექნიკური მომსახურების პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას (იხ. BAT 1(მ));

დ) OTNOC-ის დროს ემისიებისა და მათთან დაკავშირებული გარემოებების მონიტორინგს (ანუ შეფასებას ან, სადაც შესაძლებელია, გაზომვას) და აღრიცხვას;

ე) OTNOC-ის დროს წარმოქმნილი ემისიების პერიოდულ შეფასებას (მაგ., შემთხვევების სიხშირე, ხანგრძლივობა, გაფრქვეული დამაბინძურებლების რაოდენობა) და, საჭიროების შემთხვევაში, მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას;

ვ) (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად იდენტიფიცირებული OTNOC-ის ჩამონათვალის რეგულარულ გადახედვასა და განახლებას (ე) ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერიოდული შეფასების შედეგების საფუძველზე;

ზ) სარეზერვო სისტემების რეგულარულ გამოცდას.

გამოყენებადობა

OTNOC-ის მართვის გეგმის დეტალიზაციის დონე და ფორმალიზაციის ხარისხი, როგორც წესი, დაკავშირებულია საწარმოს ბუნებასთან, მასშტაბსა და კომპლექსურობასთან, ასევე გარემოზე მისი შესაძლო ზემოქმედებების დიაპაზონთან.

1 .2. მონიტორინგი

BAT 6. BAT წარმოადგენს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ შემდეგი მაჩვენებლების მონიტორინგს:

— გამოყენებული წყლის, ენერგიისა და მასალების, მათ შორის ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების, მოხმარების მონიტორინგს, გამოსახულს საშუალო წლიური მნიშვნელობის სახით;

— წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების რაოდენობის მონიტორინგს, გამოსახულს საშუალო წლიური მნიშვნელობის სახით;

— აღდგენილი, რეციკლირებული და/ან ხელახლა გამოყენებული თითოეული სახის მასალის რაოდენობის მონიტორინგს, გამოსახულს საშუალო წლიური მნიშვნელობის სახით;

— წარმოქმნილი თითოეული სახის ნაშთისა და განთავსებისთვის გაგზავნილი თითოეული სახის ნარჩენის რაოდენობის მონიტორინგს, გამოსახულს საშუალო წლიური მნიშვნელობის სახით.

აღწერა

სასურველია, მონიტორინგი მოიცავდეს პირდაპირ გაზომვებს. ასევე შესაძლებელია გაანგარიშებების ან აღრიცხვის გამოყენება, მაგალითად, შესაბამისი მრიცხველების ან ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. მონიტორინგი ხორციელდება დეტალიზაციის ყველაზე შესაბამის დონეზე (მაგ., პროცესის ან საწარმოს დონეზე) და ითვალისწინებს პროცესში ან საწარმოში განხორციელებულ ნებისმიერ მნიშვნელოვან ცვლილებას.

1.3. ენერგოეფექტურობა

BAT 7. საწარმოს საერთო ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

მართვის ტექნიკა

ა.

ენერგოეფექტურობის გეგმა და აუდიტები

ენერგოეფექტურობის გეგმა წარმოადგენს EMS-ის ნაწილს (იხ. BAT 1) და მოიცავს საქმიანობის/პროცესების ხვედრითი ენერგომოხმარების (მაგ., კვტ·სთ/ტ თხევად ლითონზე) განსაზღვრასა და მონიტორინგს, ენერგოეფექტურობის მიზნების განსაზღვრასა და ამ მიზნების მისაღწევად ღონისძიებების განხორციელებას. აუდიტები (რომლებიც ასევე EMS-ის ნაწილია, იხ. BAT 1) ტარდება, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, ენერგოეფექტურობის გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, ხოლო აუდიტის რეკომენდაციებზე ხორციელდება შემდგომი რეაგირება და მათი დანერგვა. ენერგოეფექტურობის გეგმა შეიძლება ინტეგრირებული იყოს უფრო დიდი დანადგარის ენერგოეფექტურობის საერთო გეგმაში (მაგ., ზედაპირის დამუშავების საქმიანობებისთვის).

ენერგოეფექტურობის გეგმის, აუდიტებისა და ენერგეტიკული ბალანსის დეტალიზაციის დონე, როგორც წესი, დაკავშირებულია საწარმოს ბუნებასთან, მასშტაბსა და კომპლექსურობასთან და გამოყენებული ენერგიის წყაროების სახეობებთან.

ბ.

ენერგეტიკული ბალანსის აღრიცხვა

წელიწადში ერთხელ ენერგეტიკული ბალანსის შედგენა, რომელშიც ენერგიის მოხმარება და წარმოება (მათ შორის, ენერგიის ექსპორტი) დაყოფილია ენერგიის წყაროს სახეობის მიხედვით, მაგალითად: — ენერგიის მოხმარება: ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, განახლებადი ენერგია, გარედან მიღებული სითბო და/ან სიცივე; — ენერგიის წარმოება: ელექტროენერგია და/ან ორთქლი. აღნიშნული მოიცავს: — პროცესების ენერგეტიკული საზღვრების განსაზღვრას; — ინფორმაციას ენერგიის მოხმარების შესახებ მიწოდებული ენერგიის მიხედვით; — ინფორმაციას საწარმოდან ექსპორტირებული ენერგიის შესახებ; — ენერგიის ნაკადების შესახებ ინფორმაციას (მაგ., სანკის დიაგრამები ან ენერგეტიკული ბალანსები), რომელიც აჩვენებს, თუ როგორ გამოიყენება ენერგია პროცესების განმავლობაში.

პროცესისა და მოწყობილობების შერჩევა და ოპტიმიზაცია

გ.

ენერგიის დაზოგვის ზოგადი ტექნიკის გამოყენება

მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა: — სანთურების ტექნიკური მომსახურება და კონტროლი; — ენერგოეფექტური ძრავები; — ენერგოეფექტური განათება; — ორთქლისა და შეკუმშული ჰაერის განაწილების სისტემების ოპტიმიზაცია; — ორთქლის გაჟონვის პრევენციის ან შემცირების მიზნით ორთქლის განაწილების სისტემების რეგულარული ინსპექტირება და ტექნიკური მომსახურება; — პროცესების მართვის სისტემები; — ცვლადი სიჩქარის ამძრავები; — ჰაერის კონდიცირებისა და შენობების გათბობის ოპტიმიზაცია.

ზოგადად გამოყენებადია.

ენერგოეფექტურობის გაზრდის დამატებითი სექტორ-სპეციფიკური ტექნიკა მოცემულია BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნების 1.2.1.3, 1.2.2.1, 1.2.4.1 და 1.3.1 პუნქტებში.

1.4. ხმაური და ვიბრაცია

BAT 8. ხმაურისა და ვიბრაციის ემისიების პრევენციის ან, თუ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს, როგორც EMS-ის ნაწილს (იხ. BAT 1), ხმაურის და/ან ვიბრაციის მართვის გეგმის შემუშავებას, დანერგვასა და რეგულარულ გადახედვას, რომელიც მოიცავს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ელემენტს:

— შესაბამისი ღონისძიებებისა და მათი განხორციელების ვადების შემცველ პროტოკოლს;

— ხმაურის და/ან ვიბრაციის ემისიების მონიტორინგის პროტოკოლს;

— ხმაურისა და ვიბრაციის გამოვლენილ შემთხვევებზე რეაგირების პროტოკოლს, მაგ., საჩივრების მართვას და/ან მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას;

— ხმაურის და/ან ვიბრაციის შემცირების პროგრამას, რომელიც შემუშავებულია წყაროს (წყაროების) იდენტიფიცირების, ხმაურის და/ან ვიბრაციის ზემოქმედების გაზომვის/შეფასების, წყაროების წვლილის დახასიათებისა და პრევენციის და/ან შემცირების ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

გამოყენებადობა

გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია და/ან დადასტურებულია ხმაურით და/ან ვიბრაციით გამოწვეული შემაწუხებელი ზემოქმედება მგრძნობიარე რეცეპტორებზე.

BAT 9. ხმაურის ემისიების პრევენციის ან, თუ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკიდან ერთ-ერთის ან მათი კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა.

მოწყობილობებისა და შენობების სათანადო განლაგება

ხმაურის წყაროსა და მიმღებს შორის მანძილის გაზრდა, შენობების ხმაურის ეკრანებად გამოყენება და მოწყობილობების და/ან შენობების ღიობების ადგილმდებარეობის შეცვლა.

არსებულ საწარმოებში მოწყობილობებისა და შენობების ღიობების ადგილმდებარეობის შეცვლა შესაძლოა არ იყოს გამოყენებადი სივრცის ნაკლებობის და/ან ზედმეტად მაღალი ხარჯების გამო.

ბ.

საოპერაციო ღონისძიებები

მოიცავს, სულ მცირე, შემდეგს: — მოწყობილობების ინსპექტირებასა და ტექნიკურ მომსახურებას; — დახურული უბნების კარებისა და ფანჯრების დახურვას, თუ ეს შესაძლებელია, ან თვითდახურვადი კარების გამოყენებას; — მოწყობილობების ექსპლუატაციას გამოცდილი პერსონალის მიერ; — შესაძლებლობის შემთხვევაში, ღამის საათებში ხმაურიანი საქმიანობის თავიდან აცილებას; — წარმოებისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების, ნედლეულისა და მასალების ტრანსპორტირებისა და მოპყრობის დროს ხმაურის კონტროლის ღონისძიებებს, მაგ., მასალების გადატანის ოპერაციების რაოდენობის შემცირებას, იმ სიმაღლის შემცირებას, საიდანაც ცალკეული ნაწილები მყარ ზედაპირებზე ცვივა.

ზოგადად გამოყენებადია.

გ)

დაბალი ხმაურის მქონე მოწყობილობები

მოიცავს პირდაპირი ამძრავის მქონე ძრავებს; დაბალი ხმაურის მქონე კომპრესორებს, ტუმბოებსა და ვენტილატორებს; დაბალი ხმაურის მქონე სატრანსპორტო მოწყობილობებს.

დ)

ხმაურის კონტროლის მოწყობილობები

მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა: — ხმაურის ჩამხშობების გამოყენება; — მოწყობილობების აკუსტიკური იზოლაცია; — ხმაურიანი მოწყობილობებისა და პროცესების დახურულ სივრცეში მოქცევა (მაგ., ნედლეულის გადმოტვირთვა, უროთი ჭედვა, კომპრესორები, ვენტილატორები, ყალიბიდან ამოღება (shake-out), საბოლოო დამუშავება); — მაღალი ბგერაიზოლაციის თვისებების მქონე სამშენებლო მასალების გამოყენება (მაგ., კედლებისთვის, სახურავებისთვის, ფანჯრებისა და კარებისთვის).

არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს სივრცის ნაკლებობის გამო.

ე)

ხმაურის შემცირება

ხმაურის წყაროებსა და მიმღებებს შორის დაბრკოლებების მოწყობა (მაგ., დამცავი კედლები, მიწაყრილები).

გამოიყენება მხოლოდ არსებულ საწარმოებში, რადგან ახალი საწარმოების დაპროექტებამ ამ ტექნიკის გამოყენების საჭიროება უნდა გამორიცხოს. არსებულ საწარმოებში დაბრკოლებების მოწყობა შესაძლოა არ იყოს გამოყენებადი სივრცის ნაკლებობის გამო.

1.5. ნაშთები

BAT 10. მასალების გამოყენების ეფექტიანობის გაზრდისა და განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ნაშთების მართვის გეგმის შემუშავებას, დანერგვასა და რეგულარულ გადახედვას.

აღწერა

ნაშთების მართვის გეგმა წარმოადგენს EMS-ის ნაწილს (იხ. BAT 1) და მოიცავს ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს:

ა) ნაშთების წარმოქმნის მინიმუმამდე შემცირებას;

ბ) ნაშთების ხელახალი გამოყენების, რეციკლირების და/ან აღდგენის ოპტიმიზაციას; და

გ) ნარჩენების სათანადო განთავსების უზრუნველყოფას.

ნაშთების მართვის გეგმა შეიძლება ინტეგრირებული იყოს უფრო დიდი დანადგარის ნაშთების მართვის საერთო გეგმაში (მაგ., ზედაპირის დამამუშავებელი საქმიანობებისთვის).

გამოყენებადობა

ნაშთების მართვის გეგმის დეტალიზაციის დონე და ფორმალიზაციის ხარისხი, როგორც წესი, დაკავშირებულია საწარმოს ბუნებასთან, მასშტაბსა და კომპლექსურობასთან.

1.2. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები სამსხმელო საამქროებისთვის

წინამდებარე პუნქტში მოცემული BAT-ის შესახებ დასკვნები არ ვრცელდება კადმიუმის, ტიტანისა და ძვირფასი ლითონების სამსხმელო საამქროებზე, აგრეთვე ზარებისა და მხატვრულ ჩამოსხმაზე.

1.2.1. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ ზოგადი დასკვნები სამსხმელო საამქროებისთვის

წინამდებარე პუნქტში მოცემული BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება 1.1 პუნქტში მოცემულ ზოგად BAT-ის შესახებ დასკვნებთან ერთად.

1.2.1.1. სახიფათო ნივთიერებები და განსაკუთრებით საშიში გამომწვევი ნივთიერებები

BAT 11. ქიმიურად შეკავშირებული ქვიშის გამოყენებით ყალიბებისა და კოპების დამზადებისას სახიფათო ნივთიერებებისა და განსაკუთრებული საშიშროების გამომწვევი ნივთიერებების გამოყენების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ალტერნატიული ნივთიერებების გამოყენებას, რომლებიც არ არის სახიფათო ან ნაკლებად სახიფათოა.

აღწერა

ყალიბებისა და კოპების დამზადებისას გამოყენებული სახიფათო ნივთიერებები და განსაკუთრებული საშიშროების გამომწვევი ნივთიერებები ჩანაცვლებულია არასახიფათო ნივთიერებებით ან, როდესაც ეს ტექნიკურად შეუძლებელია, ნაკლებად სახიფათო ნივთიერებებით, მაგალითად, შემდეგის გამოყენებით:

— ყალიბებისა და კოპების დამზადებისას არომატული შემკვრელების ნაცვლად ალიფატური ორგანული შემკვრელების გამოყენება (იხ. BAT 25(დ), (ე) და (ვ));

— ცივად გამყარების მეთოდით (cold-box) კოპების დამზადებისას არაარომატული გამხსნელების გამოყენება (იხ. BAT 25(კ));

— ყალიბებისა და კოპების დამზადებისას არაორგანული შემკვრელების გამოყენება (იხ. BAT 25(დ), (ე) და (ვ));

— ყალიბებისა და კოპების დამზადებისას წყალზე დაფუძნებული დანაფარების გამოყენება (იხ. BAT 25(ლ)).

1.2.1.2. ემისიების მონიტორინგი

1.2.1.2.1. ატმოსფერულ ჰაერში ემისიების მონიტორინგი

BAT 12. BAT წარმოადგენს ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული ემისიების მონიტორინგს, სულ მცირე, ქვემოთ მოცემული სიხშირით და EN სტანდარტების შესაბამისად. თუ EN სტანდარტები არ არის ხელმისაწვდომი, BAT წარმოადგენს ISO-ს, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფს ეკვივალენტური სამეცნიერო ხარისხის მონაცემების მიღებას.

ნივთიერება/პარამეტრი

პროცესი (პროცესები)/წყარო (წყაროები)

სამსხმელო საამქროს/ღუმელის ტიპი

სტანდარტი (სტანდარტები)

მონიტორინგის მინიმალური სიხშირე¹

მონიტორინგთან დაკავშირებული BAT

ამინები

დაკარგული ყალიბების გამოყენებით ყალიბებისა და კოპების დამზადება²

ყველა

EN სტანდარტი არ არის ხელმისაწვდომი

წელიწადში ერთხელ

BAT 26

ბენზოლი

დაკარგული ყალიბების გამოყენებით ყალიბებისა და კოპების დამზადება³

ყველა

EN სტანდარტი არ არის ხელმისაწვდომი

წელიწადში ერთხელ

BAT 26

ბენზოლი

ჩამოსხმა, გაგრილება და ყალიბიდან ამოღება დაკარგული ყალიბების გამოყენებით, სრული ყალიბით ჩამოსხმის ჩათვლით³

ყველა

EN სტანდარტი არ არის ხელმისაწვდომი

წელიწადში ერთხელ

BAT 27

B[a]P

ლითონის გამოდნობა⁴

თუჯი

EN სტანდარტი არ არის ხელმისაწვდომი

წელიწადში ერთხელ

—

ნახშირბადის მონოქსიდი (CO)

თერმული დამუშავება⁵

ყველა

EN 15058

წელიწადში ერთხელ

BAT 24

ნახშირბადის მონოქსიდი (CO)

ლითონის გამოდნობა

თუჯი: CBC, HBC და მბრუნავი ღუმელები

EN 15058

წელიწადში ერთხელ

BAT 38

ნახშირბადის მონოქსიდი (CO)

ლითონის გამოდნობა

ფერადი ლითონები (NFM)⁵

EN 15058

წელიწადში ერთხელ

BAT 43

მტვერი

თერმული დამუშავება⁴

ყველა

EN 13284-1⁷ ⁸

წელიწადში ერთხელ

BAT 24

მტვერი

ლითონის გამოდნობა

ყველა

EN 13284-1⁷ ⁸

წელიწადში ერთხელ⁶

BAT 38; BAT 40; BAT 43

მტვერი

განმტკიცება⁹

თუჯი

EN 13284-1⁷ ⁸

წელიწადში ერთხელ

BAT 39

მტვერი

რაფინირება

ფოლადი

EN 13284-1⁷ ⁸

წელიწადში ერთხელ

BAT 41

მტვერი

დაკარგული ყალიბების გამოყენებით ყალიბებისა და კოპების დამზადება

ყველა

EN 13284-1⁷ ⁸

წელიწადში ერთხელ

BAT 26

მტვერი

ჩამოსხმა, გაგრილება და ყალიბიდან ამოღება დაკარგული ყალიბების გამოყენებით, სრული ყალიბით ჩამოსხმის ჩათვლით

ყველა

EN 13284-1⁷ ⁸

წელიწადში ერთხელ

BAT 27

მტვერი

საბოლოო დამუშავება

ყველა

EN 13284-1⁷ ⁸

წელიწადში ერთხელ

BAT 30

მტვერი

დაკარგული ყალიბით ჩამოსხმა (Lost foam casting)

თუჯი და ფერადი ლითონები (NFM)

EN 13284-1⁷ ⁸

წელიწადში ერთხელ

BAT 28

მტვერი

მუდმივ ყალიბებში ჩამოსხმა

ყველა

EN 13284-1⁷ ⁸

წელიწადში ერთხელ

BAT 29

მტვერი

სამსხმელო ქვიშის ხელახალი გამოყენება

ყველა

EN 13284-1⁷ ⁸

წელიწადში ერთხელ

BAT 31

ფორმალდეჰიდი⁴

დაკარგული ყალიბების გამოყენებით ყალიბებისა და კოპების დამზადება

ყველა

EN სტანდარტი შემუშავების პროცესშია

წელიწადში ერთხელ

BAT 26

ფორმალდეჰიდი⁴

ჩამოსხმა, გაგრილება და ყალიბიდან ამოღება დაკარგული ყალიბების გამოყენებით, სრული ყალიბით ჩამოსხმის ჩათვლით

ყველა

EN სტანდარტი შემუშავების პროცესშია

წელიწადში ერთხელ

BAT 27

აირადი ქლორიდები

ლითონის გამოდნობა

თუჯი: CBC, HBC და მბრუნავი ღუმელები⁴

EN 1911

წელიწადში ერთხელ

BAT 38

აირადი ქლორიდები

ლითონის გამოდნობა

ალუმინი⁴

EN 1911

წელიწადში ერთხელ

BAT 43

აირადი ფტორიდები

ლითონის გამოდნობა

თუჯი: CBC, HBC და მბრუნავი ღუმელები⁴

EN სტანდარტი შემუშავების პროცესშია

წელიწადში ერთხელ

BAT 38

აირადი ფტორიდები

ლითონის გამოდნობა

ალუმინი

EN სტანდარტი შემუშავების პროცესშია

წელიწადში ერთხელ

BAT 43

ნივთიერება/პარამეტრი

პროცესი (პროცესები)/წყარო (წყაროები)

სამსხმელო საამქროს/ღუმელის ტიპი

სტანდარტი (სტანდარტები)

მონიტორინგის მინიმალური სიხშირე¹

მონიტორინგთან დაკავშირებული BAT

ლითონები — კადმიუმი და მისი ნაერთები

ჩამოსხმა, გაგრილება და ყალიბიდან ამოღება დაკარგული ყალიბების გამოყენებით, სრული ყალიბით ჩამოსხმის ჩათვლით⁴

ყველა

EN 14385

წელიწადში ერთხელ

—

ლითონის გამოდნობა

ყველა

EN 14385

წელიწადში ერთხელ

—

საბოლოო დამუშავება⁴

ყველა

EN 14385

წელიწადში ერთხელ

—

ლითონები — ქრომი და მისი ნაერთები

ჩამოსხმა, გაგრილება და ყალიბიდან ამოღება დაკარგული ყალიბების გამოყენებით, სრული ყალიბით ჩამოსხმის ჩათვლით⁴

ყველა

EN 14385

წელიწადში ერთხელ

—

ლითონის გამოდნობა⁴

ყველა

EN 14385

წელიწადში ერთხელ

—

საბოლოო დამუშავება⁴

ყველა

EN 14385

წელიწადში ერთხელ

—

ლითონები — ნიკელი და მისი ნაერთები

ჩამოსხმა, გაგრილება და ყალიბიდან ამოღება დაკარგული ყალიბების გამოყენებით, სრული ყალიბით ჩამოსხმის ჩათვლით⁴

ყველა

EN 14385

წელიწადში ერთხელ

—

ლითონის გამოდნობა⁴

ყველა

EN 14385

წელიწადში ერთხელ

—

საბოლოო დამუშავება⁴

ყველა

EN 14385

წელიწადში ერთხელ

—

ლითონები — ტყვია და მისი ნაერთები

ჩამოსხმა, გაგრილება და ყალიბიდან ამოღება დაკარგული ყალიბების გამოყენებით, სრული ყალიბით ჩამოსხმის ჩათვლით⁴

ყველა

EN 14385

წელიწადში ერთხელ

—

ლითონის გამოდნობა

თუჯი: CBC და HBC⁴

EN 14385

წელიწადში ერთხელ

BAT 38

ლითონის გამოდნობა

ფერადი ლითონები (NFM)¹⁰

EN 14385

წელიწადში ერთხელ

BAT 43

მუდმივ ყალიბებში ჩამოსხმა

ტყვია

EN 14385

წელიწადში ერთხელ

BAT 29

საბოლოო დამუშავება⁴

ყველა

EN 14385

წელიწადში ერთხელ

—

ლითონები — თუთია და მისი ნაერთები

ლითონის გამოდნობა⁴

ყველა

EN 14385

წელიწადში ერთხელ

—

აზოტის ოქსიდები (NOₓ)

თერმული დამუშავება⁵

ყველა

EN 14792

წელიწადში ერთხელ

BAT 24

ქვიშის თერმული რეგენერაცია, გარდა ცივად გამყარების (cold-box) პროცესიდან წარმოქმნილი ქვიშისა⁵

ყველა

EN 14792

წელიწადში ერთხელ

BAT 31

ცივად გამყარების (cold-box) პროცესიდან წარმოქმნილი ქვიშის თერმული რეგენერაცია

ყველა

EN 14792

წელიწადში ერთხელ

BAT 31

ლითონის გამოდნობა

თუჯი: CBC, HBC და მბრუნავი ღუმელები

EN 14792

წელიწადში ერთხელ

BAT 38

ლითონის გამოდნობა

ფერადი ლითონები (NFM)⁵

EN 14792

წელიწადში ერთხელ

BAT 43

PCDD/F

ლითონის გამოდნობა

თუჯი: CBC, HBC და მბრუნავი ღუმელები

EN 1948-1, EN 1948-2, EN 1948-3

წელიწადში ერთხელ

BAT 38

ლითონის გამოდნობა

თუჯი: ინდუქციური ღუმელები⁴

EN 1948-1, EN 1948-2, EN 1948-3

წელიწადში ერთხელ

BAT 38

ლითონის გამოდნობა

ფოლადი და ფერადი ლითონები (NFM)⁴

EN 1948-1, EN 1948-2, EN 1948-3

წელიწადში ერთხელ

BAT 40; BAT 43

ფენოლი

დაკარგული ყალიბების გამოყენებით ყალიბებისა და კოპების დამზადება¹¹

ყველა

EN სტანდარტი არ არის ხელმისაწვდომი

წელიწადში ერთხელ

BAT 26

ჩამოსხმა, გაგრილება და ყალიბიდან ამოღება დაკარგული ყალიბების გამოყენებით, სრული ყალიბით ჩამოსხმის ჩათვლით¹¹

ყველა

EN სტანდარტი არ არის ხელმისაწვდომი

წელიწადში ერთხელ

BAT 27

გოგირდის დიოქსიდი (SO₂)

სულფონმჟავას კატალიზატორების გამოყენებით ქვიშის თერმული რეგენერაცია

ყველა

EN 14791

წელიწადში ერთხელ

BAT 31

ლითონის გამოდნობა

თუჯი: CBC, HBC და მბრუნავი ღუმელები

EN 14791

წელიწადში ერთხელ

BAT 38

ლითონის გამოდნობა

ფერადი ლითონები (NFM)⁵ ¹²

EN 14791

წელიწადში ერთხელ

BAT 43

ჯამური აქროლადი ორგანული ნახშირბადი (TVOC)

დაკარგული ყალიბების გამოყენებით ყალიბებისა და კოპების დამზადება

ყველა

EN 12619

წელიწადში ერთხელ

BAT 26

დაკარგული ყალიბით ჩამოსხმა (Lost foam casting)

ყველა

EN 12619

წელიწადში ერთხელ

BAT 28

ჩამოსხმა, გაგრილება და ყალიბიდან ამოღება დაკარგული ყალიბების გამოყენებით, სრული ყალიბით ჩამოსხმის ჩათვლით

ყველა

EN 12619

წელიწადში ერთხელ

BAT 27

სამსხმელო ქვიშის ხელახალი გამოყენება

ყველა

EN 12619

წელიწადში ერთხელ

BAT 31

ლითონის გამოდნობა

თუჯი

EN 12619

წელიწადში ერთხელ

BAT 38

ლითონის გამოდნობა

ფოლადი და ფერადი ლითონები (NFM)⁴

EN 12619

წელიწადში ერთხელ

—

მუდმივ ყალიბებში ჩამოსხმა¹³

ყველა⁴

EN 12619

წელიწადში ერთხელ

BAT 29

¹ რამდენადაც შესაძლებელია, გაზომვები ტარდება ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში ემისიის მოსალოდნელი უმაღლესი დონის დროს.

² მონიტორინგი გამოიყენება მხოლოდ ცივად გამყარების (cold-box) პროცესში, როდესაც გამოიყენება ამინები.

³ მონიტორინგი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოიყენება არომატული შემკვრელები/ქიმიური რეაგენტები ან სრული ყალიბის პროცესი.

⁴ მონიტორინგი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი ნივთიერება/პარამეტრი, BAT 2-ში მითითებული შემავალი და გამომავალი ნაკადების ინვენტარიზაციის საფუძველზე, აირჰაერმტვერნარევის ნაკადში რელევანტურად არის იდენტიფიცირებული.

⁵ მონიტორინგი არ გამოიყენება, როდესაც გამოიყენება მხოლოდ ელექტროენერგია.

⁶ ბოვთან დაკავშირებული ნებისმიერი გაფრქვევის მილის შემთხვევაში, როდესაც მტვრის მასური ხარჯი > 0,5 კგ/სთ-ია, გამოიყენება უწყვეტი მონიტორინგი.

⁷ უწყვეტი გაზომვების შემთხვევაში, ნაცვლად გამოიყენება შემდეგი ზოგადი EN სტანდარტები: EN 15267-1, EN 15267-2, EN 15267-3 და EN 14181.

⁸ უწყვეტი გაზომვების შემთხვევაში ასევე გამოიყენება EN 13284-2.

⁹ მონიტორინგი არ გამოიყენება, როდესაც გამოიყენება BAT 39(ა).

¹⁰ მონიტორინგი გამოიყენება მხოლოდ ტყვიის სამსხმელო საამქროებისთვის ან სხვა ფერადი ლითონების (NFM) სამსხმელო საამქროებისთვის, რომლებშიც ტყვია გამოიყენება როგორც მალეგირებელი ელემენტი.

¹¹ მონიტორინგი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოიყენება ფენოლზე დაფუძნებული შემკვრელი სისტემები.

¹² მონიტორინგი არ გამოიყენება, როდესაც გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივი აირი.

¹³ მონიტორინგი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოიყენება ქიმიურად შეკავშირებული ქვიშისგან დამზადებული კოპები.

1.2.1.2.2. წყალში ემისიების მონიტორინგი

BAT 13. BAT წარმოადგენს წყალში ემისიების მონიტორინგს, სულ მცირე, ქვემოთ მოცემული სიხშირით და EN სტანდარტების შესაბამისად. თუ EN სტანდარტები არ არის ხელმისაწვდომი, BAT წარმოადგენს ISO-ს, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფს ეკვივალენტური სამეცნიერო ხარისხის მონაცემების მიღებას.

ნივთიერება/პარამეტრი

პროცესი

სტანდარტი (სტანდარტები)

მონიტორინგის მინიმალური სიხშირე¹

მონიტორინგთან დაკავშირებული BAT

ადსორბირებადი ორგანულად შეკავშირებული ჰალოგენები (AOX)²

ბოვის ნამწვი აირების სველი სკრუბერით გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლები

EN ISO 9562

3 თვეში ერთხელ³

BAT 36

ჟანგბადის ბიოქიმიური მოთხოვნილება (BOD₅)³

ყალიბში წნევით ჩამოსხმა; აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა (მაგ., სველი სკრუბერით); საბოლოო დამუშავება; თერმული დამუშავება; დაბინძურებული ზედაპირული ჩამონადენი წყალი; პირდაპირი გაგრილება; ქვიშის სველი რეგენერაცია და ბოვის წიდის გრანულაცია

ხელმისაწვდომია სხვადასხვა EN სტანდარტი (მაგ., EN 1899-1, EN ISO 5815)

3 თვეში ერთხელ³

BAT 36

ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება (COD)³ ⁴

EN სტანდარტი არ არის ხელმისაწვდომი

3 თვეში ერთხელ³

BAT 36

ნახშირწყალბადური ნავთობის ინდექსი (HOI)²

EN ISO 9377-2

3 თვეში ერთხელ³

BAT 36

ლითონები/მეტალოიდები: დარიშხანი (As)²; კადმიუმი (Cd)²; ქრომი (Cr)²; სპილენძი (Cu)²; რკინა (Fe)²; ტყვია (Pb)²; ნიკელი (Ni)²; თუთია (Zn)²

ხელმისაწვდომია სხვადასხვა EN სტანდარტი (მაგ., EN ISO 11885, EN ISO 15586, EN ISO 17294-2)

3 თვეში ერთხელ³

BAT 36

ვერცხლისწყალი (Hg)²

ხელმისაწვდომია სხვადასხვა EN სტანდარტი (მაგ., EN ISO 12846, EN ISO 17852)

3 თვეში ერთხელ³

BAT 36

ფენოლის ინდექსი⁵

EN ISO 14402

3 თვეში ერთხელ³

BAT 36

საერთო აზოტი (TN)³

ხელმისაწვდომია სხვადასხვა EN სტანდარტი (მაგ., EN 12260, EN ISO 11905-1)

3 თვეში ერთხელ³

BAT 36

საერთო ორგანული ნახშირბადი (TOC)³ ⁴

EN 1484

3 თვეში ერთხელ³

BAT 36

საერთო შეწონილი მყარი ნივთიერებები (TSS)³

EN 872

3 თვეში ერთხელ³

BAT 36

¹ პერიოდული ჩაშვების შემთხვევაში, როდესაც ჩაშვება მონიტორინგის მინიმალურ სიხშირეზე უფრო იშვიათად ხორციელდება, მონიტორინგი ტარდება თითოეული ჩაშვებისას.

² მონიტორინგი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი ნივთიერება/პარამეტრი, BAT 2-ში მითითებული შემავალი და გამომავალი ნაკადების ინვენტარიზაციის საფუძველზე, ჩამდინარე წყლების ნაკადში რელევანტურად არის იდენტიფიცირებული.

³ არაპირდაპირი ჩაშვების შემთხვევაში, მონიტორინგის მინიმალური სიხშირე შეიძლება შემცირდეს 6 თვეში ერთხელამდე, თუ ქვედა დინებაში არსებული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა სათანადოდ არის დაპროექტებული და აღჭურვილი შესაბამისი დამაბინძურებლების შემცირების უზრუნველსაყოფად.

⁴ მონიტორინგი ხორციელდება COD-ის ან TOC-ისთვის. უპირატესობა ენიჭება TOC-ის მონიტორინგს, რადგან იგი არ საჭიროებს ძლიერ ტოქსიკური ნაერთების გამოყენებას.

⁵ მონიტორინგი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოიყენება ფენოლური შემკვრელი სისტემები.

1.2.1.3. ენერგოეფექტურობა

BAT 14. ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული (ა)-(ვ) ტექნიკის სრულად და (ზ)-(ნ) ტექნიკის შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

დაპროექტება და ექსპლუატაცია

ა) ენერგოეფექტური ტიპის ღუმელის შერჩევა

იხ. პუნქტი 1.4.1.

გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისთვის და/ან საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში.

ბ) ღუმელების თბური ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდის ტექნიკა

იხ. პუნქტი 1.4.1.

ზოგადად გამოყენებადია.

გ) ღუმელის ავტომატიზაცია და მართვა

იხ. პუნქტი 1.4.1.

ზოგადად გამოყენებადია.

დ) სუფთა ჯართის გამოყენება

იხ. პუნქტი 1.4.1.

ზოგადად გამოყენებადია.

ე) ჩამოსხმის გამოსავლიანობის გაზრდა და ჯართის წარმოქმნის შემცირება

იხ. პუნქტი 1.4.1.

ზოგადად გამოყენებადია.

ვ) ენერგიის დანაკარგების შემცირება/ციცხვის წინასწარი გახურების პრაქტიკის გაუმჯობესება

მოიცავს ყველა შემდეგ ელემენტს:

— სუფთა, წინასწარ გახურებული ციცხვების გამოყენება;

— სითბოს შესანარჩუნებლად ციცხვების დახურული სახურავით შენარჩუნება;

— ციცხვების წინასწარი გახურებისთვის ენერგოეფექტური ტექნიკის გამოყენება (მაგ., ალის გარეშე მიკროფოროვანი სანთურები ან ჟანგბადის არეში წვის სანთურები);

— სითბოს შემაკავებელი სახურავებით აღჭურვილი, პრაქტიკულად შესაძლო მაქსიმალური ზომის ციცხვების გამოყენება;

— გამდნარი ლითონის ერთი ციცხვიდან მეორეში გადატანის მინიმუმამდე შემცირება;

— გამდნარი ლითონის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადატანა.

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს დიდი ზომის ციცხვების (მაგ., > 2 ტ) და ქვემოდან ჩამოსასხმელი ციცხვების შემთხვევაში, კონსტრუქციული შეზღუდვების გამო.

ზ) ჟანგბადსაწვავიან არეში წვა (Oxy-fuel combustion)

იხ. პუნქტი 1.4.1.

არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს ღუმელის კონსტრუქციისა და აირჰაერმტვერნარევის მინიმალური ხარჯის საჭიროების გამო.

თ) ინდუქციურ ღუმელებში საშუალო სიხშირის დენის გამოყენება

ქსელის სიხშირის (50 ჰც) ღუმელების ნაცვლად საშუალო სიხშირის (250 ჰც) ინდუქციური ღუმელების გამოყენება.

ზოგადად გამოყენებადია.

ი) შეკუმშული ჰაერის სისტემის ოპტიმიზაცია

მოიცავს ყველა შემდეგ ღონისძიებას:

— სისტემის სათანადო ტექნიკური მომსახურება გაჟონვების შესამცირებლად;

— საოპერაციო პარამეტრების, როგორიცაა ხარჯი, ტემპერატურა და წნევა, ეფექტიანი მონიტორინგი;

— წნევის ვარდნის მინიმუმამდე შემცირება;

— დატვირთვის ეფექტიანი მართვა;

— შემავალი ჰაერის ტემპერატურის შემცირება;

— კომპრესორის ეფექტიანი მართვის სისტემის გამოყენება.

ზოგადად გამოყენებადია.

კ) წყალზე დაფუძნებული დანაფარების მქონე კოპების მიკროტალღური შრობა

წყალზე დაფუძნებული დანაფარით დაფარული კოპების (იხ. BAT 21(ე)) გასაშრობად მიკროტალღური საშრობი ღუმელების (მაგ., 2 450 ჰც სიხშირით) გამოყენება, რაც უზრუნველყოფს კოპის მთლიანი ზედაპირის სწრაფ და ერთგვაროვან შრობას.

შესაძლოა არ იყოს გამოყენებადი უწყვეტი ჩამოსხმის პროცესებისთვის ან დიდი ზომის სხმულების წარმოებისას, აგრეთვე მაშინ, როდესაც კოპები დამზადებულია ნახშირბადის კვალის შემცველი რეგენერირებული ქვიშისგან.

სითბოს აღდგენის ტექნიკა

ლ) ჯართის წინასწარი გახურება აღდგენილი სითბოს გამოყენებით

ჯართი წინასწარ ხურდება ცხელი ნამწვი აირებიდან აღდგენილი სითბოს გამოყენებით, რომლებიც მიმართულია კაზმთან კონტაქტისთვის.

გამოიყენება მხოლოდ ფერადი ლითონების სამსხმელო საამქროების შახტურ ღუმელებსა და ფოლადის სამსხმელო საამქროების ელექტრორკალურ ღუმელებში (EAF).

მ) ღუმელებში წარმოქმნილი ნამწვი აირებიდან სითბოს აღდგენა

ცხელი ნამწვი აირების ნარჩენი სითბო აღდგება (მაგ., თბომცვლელების საშუალებით) და ხელახლა გამოიყენება საწარმოში ან მის ფარგლებს გარეთ (მაგ., თერმული ზეთის/ცხელი წყლის/გათბობის კონტურებში, ორთქლის წარმოებისთვის ან წვის ჰაერის წინასწარი გახურებისთვის - იხ. (ნ) ტექნიკა). ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

— ბოვის ცხელი ნამწვი აირების ჭარბი სითბოს გამოყენებას, მაგალითად, ორთქლის წარმოებისთვის, თერმული ზეთის ან წყლის გასაცხელებლად;

— ღუმელის გაგრილების სისტემის ჭარბი სითბოს გამოყენებას, მაგალითად, ნედლეულის გასაშრობად, სათავსების გასათბობად ან წყლის გასაცხელებლად;

— ალუმინის სამსხმელო საამქროებში საწვავზე მომუშავე ღუმელების ჭარბი სითბოს გამოყენებას, მაგალითად, სათავსების და/ან სხმულების გასაწმენდი დანადგარისთვის განკუთვნილი წყლის გასაცხელებლად;

— დაბალპოტენციური სითბოს ელექტროენერგიად გარდაქმნას მაღალი მოლეკულური მასის მქონე სამუშაო სითხეების გამოყენებით, ორგანული რენკინის ციკლის (ORC) მეშვეობით.

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს სითბოზე შესაბამისი მოთხოვნის არარსებობის გამო.

ნ) წვის ჰაერის წინასწარი გახურება

იხ. პუნქტი 1.4.1.

ზოგადად გამოყენებადია.

ო) ინდუქციურ ღუმელებში ნარჩენი სითბოს გამოყენება

ინდუქციური ღუმელის გაგრილების სისტემის ნარჩენი სითბო აღდგება თბომცვლელების გამოყენებით და გამოიყენება ნედლეულის (მაგ., ჯართის) გასაშრობად, სათავსების გასათბობად ან ცხელი წყლით მომარაგებისთვის.

ზოგადად გამოყენებადია.

ენერგოეფექტურობის გაზრდის დამატებითი სექტორ-სპეციფიკური ტექნიკა მოცემულია BAT-ის შესახებ წინამდებარე დასკვნების 1.2.2.1 და 1.2.4.1 პუნქტებში.

ცხრილი 1.1

თუჯის სამსხმელო საამქროებში ხვედრითი ენერგომოხმარებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონეები (BAT-AEPL-ები)

პროცესი – ღუმელის ტიპი

ერთეული

BAT-AEPL (საშუალო წლიური)

გამოდნობა და თხევად მდგომარეობაში დაყოვნება – ცივი შებერვის (ცივბერვითი) ბოვი (CBC)

კვტ·სთ/ტ თხევად ლითონზე

900–1 750

გამოდნობა და თხევად მდგომარეობაში დაყოვნება – ცხელი შებერვის ბოვი (HBC)

კვტ·სთ/ტ თხევად ლითონზე

900–1 500

გამოდნობა და თხევად მდგომარეობაში დაყოვნება – ინდუქციური ღუმელი

კვტ·სთ/ტ თხევად ლითონზე

600–1 200

გამოდნობა და თხევად მდგომარეობაში დაყოვნება – მბრუნავი ღუმელი

კვტ·სთ/ტ თხევად ლითონზე

800–950

ციცხვის წინასწარი გახურება

კვტ·სთ/ტ თხევად ლითონზე

50–150¹

¹ დიდი ზომის სხმულების მწარმოებელი სამსხმელო საამქროებისთვის BAT-AEPL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება იყოს უფრო მაღალი და მიაღწიოს 200 კვტ·სთ/ტ თხევად ლითონზე.

ცხრილი 1.2

ფოლადის სამსხმელო საამქროებში ხვედრითი ენერგომოხმარებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონეები (BAT-AEPL-ები)

პროცესი – ღუმელის ტიპი

ერთეული

BAT-AEPL (საშუალო წლიური)

გამოდნობა – ელექტრორკალური ღუმელი (EAF)/ინდუქციური ღუმელი

კვტ·სთ/ტ თხევად ლითონზე

600–1 200

ციცხვის წინასწარი გახურება

კვტ·სთ/ტ თხევად ლითონზე

100–300

ცხრილი 1.3

ალუმინის სამსხმელო საამქროებში ხვედრითი ენერგომოხმარებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონეები (BAT-AEPL-ები)

პროცესი

ერთეული

BAT-AEPL (საშუალო წლიური)

გამოდნობა და თხევად მდგომარეობაში დაყოვნება

კვტ·სთ/ტ თხევად ლითონზე

600–2 000

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 6-ში.

1.2.1.4. მასალების გამოყენების ეფექტიანობა

1.2.1.4.1. ნაშთების, შეფუთვისა და გამოუყენებელი ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების შენახვა და მათთან მოპყრობა

BAT 15. ნაშთების, შეფუთვისა და გამოუყენებელი ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების შენახვასა და მათთან მოპყრობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი რისკის პრევენციის ან შემცირებისა და მათი ხელახალი გამოყენების და/ან რეციკლირების ხელშეწყობის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) სხვადასხვა ტიპის ნაშთების სათანადო შენახვა

მოიცავს შემდეგს:

— სახელოიანი ფილტრიდან წარმოქმნილი მტვერი ინახება წყალგაუმტარ ზედაპირზე, დახურულ სივრცეში და დახურულ კონტეინერებში/ტომრებში;

— სხვა ტიპის ნაშთები (მაგ., წიდა, ნამწვი/ხენჯი, ღუმელის ნამუშევარი ცეცხლგამძლე ამონაგი) ინახება ერთმანეთისგან განცალკევებით, წყალგაუმტარ ზედაპირზე, გადახურულ სივრცეში, რომელიც დაცულია ზედაპირული ჩამონადენი წყლისგან.

ბ) შიდა ჯართის ხელახალი გამოყენება

შიდა ჯართის ხელახალი გამოყენება უშუალოდ ან დამუშავების შემდეგ. შიდა ჯართის ხელახალი გამოყენების ხარისხი დამოკიდებულია მასში მინარევების შემცველობაზე.

გ) შეფუთვის ხელახალი გამოყენება/რეციკლირება

ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების შეფუთვა შეირჩევა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი სრულად დაცლა (მაგ., შეფუთვის ღიობის ზომის ან შესაფუთი მასალის თვისებების გათვალისწინებით). დაცლის შემდეგ შეფუთვა ხელახლა გამოიყენება, უბრუნდება მომწოდებელს ან იგზავნება მასალების რეციკლირებისთვის. უპირატესობა ენიჭება ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების დიდ კონტეინერებში შენახვას.

დ) გამოუყენებელი ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტების დაბრუნება

გამოუყენებელი ტექნოლოგიური ქიმიური რეაგენტები (ანუ რეაგენტები, რომლებიც თავდაპირველ კონტეინერებში რჩება) უბრუნდება მათ მომწოდებლებს.

1.2.1.4.2. ჩამოსხმის პროცესში მასალების გამოყენების ეფექტიანობა

BAT 16. ჩამოსხმის პროცესში მასალების გამოყენების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული (ა) ტექნიკის ან (ა) ტექნიკის (ბ) და/ან (გ) ტექნიკასთან კომბინაციაში გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) ჩამოსხმის გამოსავლიანობის გაზრდა და ჯართის წარმოქმნის შემცირება

იხ. პუნქტი 1.4.2.

ბ) ჩამოსხმის, ჩასხმისა და გამყარების კომპიუტერული მოდელირების გამოყენება

კომპიუტერული მოდელირების სისტემა გამოიყენება ჩამოსხმის, ჩასხმისა და გამყარების პროცესების ოპტიმიზაციისთვის, წუნდებული სხმულების რაოდენობის მინიმუმამდე შესამცირებლად და სამსხმელო საამქროს წარმადობის გასაზრდელად.

გ) მსუბუქი სხმულების წარმოება ტოპოლოგიური ოპტიმიზაციის გამოყენებით

ტოპოლოგიური ოპტიმიზაციის (ანუ ალგორითმებისა და კომპიუტერული პროგრამების საშუალებით ჩამოსხმის მოდელირების) გამოყენება პროდუქტის მასის შესამცირებლად, პროდუქტის საექსპლუატაციო მახასიათებლების მიმართ მოთხოვნების დაცვით.

ცხრილი 1.4

მასალების გამოყენების ეფექტიანობის საორიენტაციო დონეები

სამსხმელო საამქროს ტიპი

ერთეული

საორიენტაციო დონეები (საშუალო წლიური)

თუჯის სამსხმელო საამქროები

%

50–97¹ ²

ფოლადის სამსხმელო საამქროები

%

50–100¹ ²

ფერადი ლითონების (NFM) სამსხმელო საამქროები (ყველა ტიპი, გარდა HPDC-ისა) – Pb

%

50–97,5¹

ფერადი ლითონების (NFM) სამსხმელო საამქროები (ყველა ტიპი, გარდა HPDC-ისა) – Pb-ის გარდა სხვა ლითონები

%

50–98¹

ფერადი ლითონების (NFM) სამსხმელო საამქროები (HPDC)

%

60–97¹

¹ დიაპაზონის ქვედა ზღვარი, როგორც წესი, დაკავშირებულია რთული ფორმის სხმულების წარმოებასთან, მაგალითად, გამოყენებული კოპების და/ან მკვებავების დიდი რაოდენობის გამო.

² დიაპაზონის ზედა ზღვარი, როგორც წესი, დაკავშირებულია ცენტრიდანულ ჩამოსხმასთან.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 6-ში.

1.2.1.4.3. მასალების მოხმარების შემცირება

BAT 17. მასალების (მაგ., ქიმიური რეაგენტების, შემკვრელების) მოხმარების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ალუმინის მაღალი წნევით ყალიბში ჩამოსხმის ტექნიკა

ა) გამყოფი აგენტისა და წყლის განცალკევებული შეფრქვევა/გაშხეფება

იხ. პუნქტი 1.4.2.

ზოგადად გამოყენებადია.

ბ) გამყოფი აგენტისა და წყლის მოხმარების მინიმუმამდე შემცირება

გამყოფი აგენტისა და წყლის მოხმარების მინიმუმამდე შემცირების ღონისძიებები მოიცავს:

— ავტომატიზებული გაფრქვევის სისტემის გამოყენებას;

— გამყოფი აგენტის განზავების კოეფიციენტის ოპტიმიზაციას;

— ყალიბის შიდა გაგრილების გამოყენებას;

— გამყოფი აგენტის დახურულ ყალიბში შეტანას;

— გამყოფი აგენტების მოხმარების გაზომვას;

— ყალიბის ზედაპირის ტემპერატურის გაზომვას ყალიბში გადახურებული უბნების გამოსავლენად.

ზოგადად გამოყენებადია.

ქიმიურად შეკავშირებული ქვიშისა და კოპების დამზადების პროცესებისთვის განკუთვნილი ტექნიკა

გ) შემკვრელისა და ფისის მოხმარების ოპტიმიზაცია

იხ. პუნქტი 1.4.2.

ზოგადად გამოყენებადია.

დ) საყალიბე და საკოპე ქვიშის დანაკარგების მინიმუმამდე შემცირება

სხვადასხვა ტიპის პროდუქტის წარმოების პარამეტრები ინახება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, რაც შესაძლებელს ხდის ახალ პროდუქტზე მარტივად გადასვლას დროისა და მასალების მინიმალური დანაკარგებით.

ზოგადად გამოყენებადია.

ე) საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება ცივად (ბუნებრივ პირობებში) გამყარების პროცესებისთვის

იხ. პუნქტი 1.4.2.

ზოგადად გამოყენებადია.

ვ) ამინების აღდგენა მჟავური სკრუბერიდან მიღებული წყლიდან

ცივად გამყარების (cold-box) პროცესის ნამწვი აირების დასამუშავებლად მჟავური გამორეცხვის გამოყენებისას (მაგ., გოგირდმჟავას გამოყენებით) წარმოიქმნება ამინის სულფატი. ამინების აღდგენა ხორციელდება ამინის სულფატის ნატრიუმის ჰიდროქსიდით დამუშავების გზით. აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს საწარმოს ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ.

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებების გამო (აფეთქების საფრთხე).

ზ) საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება აირით გამყარების/წრთობის პროცესებისთვის

იხ. პუნქტი 1.4.2.

ზოგადად გამოყენებადია.

თ) ყალიბების/კოპების დამზადების ალტერნატიული პროცესების გამოყენება

ყალიბების/კოპების დამზადების ალტერნატიული პროცესები, რომლებშიც შემკვრელები არ გამოიყენება ან შემცირებული რაოდენობით გამოიყენება, მოიცავს:

— დაკარგული ყალიბით ჩამოსხმის პროცესს;

— ვაკუუმურ ყალიბში ჩამოსხმას.

არსებულ საწარმოებში დაკარგული ყალიბით ჩამოსხმის პროცესის გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს ინფრასტრუქტურის საჭირო მოდიფიკაციის გამო. ვაკუუმური ყალიბის გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს დიდი ზომის საყალიბე ყუთების შემთხვევაში (მაგ., 1,5 მ × 1,5 მ-ზე მეტი).

1.2.1.4.4. სამსხმელო ქვიშის ხელახალი გამოყენება

BAT 18. ახალი ქვიშის მოხმარებისა და დაკარგული ყალიბით ჩამოსხმის პროცესში სამსხმელო ქვიშის ხელახალი გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ნამუშევარი ქვიშის რაოდენობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკის შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) საყალიბე ქვიშის ოპტიმიზებული აღდგენა

საყალიბე ქვიშის აღდგენის პროცესი იმართება კომპიუტერული სისტემით ნედლეულის მოხმარებისა და საყალიბე ქვიშის ხელახალი გამოყენების ოპტიმიზაციის მიზნით, მაგ., გაგრილება (აორთქლებითი ან ფსევდოგათხევადებულ ფენაში), შემკვრელებისა და დანამატების დამატება, დატენიანება, შერევა და ხარისხის კონტროლი.

ზოგადად გამოყენებადია.

ბ) მცირე ნარჩენების წარმოქმნით საყალიბე ქვიშის აღდგენა

ალუმინის სამსხმელო საამქროებში საყალიბე ქვიშის აღდგენა ხორციელდება სკანერის გამოყენებით, რომელიც სიკაშკაშის/ფერის მიხედვით ახდენს საყალიბე ქვიშაში მინარევების იდენტიფიცირებას. აღნიშნული მინარევები საყალიბე ქვიშას სცილდება ჰაერის იმპულსური ნაკადის გამოყენებით.

ზოგადად გამოყენებადია.

გ) თიხით შეკავშირებული ქვიშის მომზადება ვაკუუმური შერევისა და გაგრილების გზით

იხ. BAT 25(ბ).

ზოგადად გამოყენებადია.

დ) ცივად (ბუნებრივ პირობებში) გამყარებული ქვიშის მექანიკური რეგენერაცია

ცივად (ბუნებრივ პირობებში) გამყარებული ქვიშის რეგენერაციისთვის გამოიყენება მექანიკური ტექნიკა (მაგ., გროვების დამსხვრევა, ქვიშის ფრაქციების განცალკევება) სამსხვრეველების ან წისქვილების გამოყენებით.

შესაძლოა არ იყოს გამოყენებადი სილიკატით შეკავშირებული ქვიშისთვის.

ე) თიხით ან ქიმიურად შეკავშირებული ქვიშის ცივი მექანიკური რეგენერაცია სახეხი ბორბლის გამოყენებით

მბრუნავი სახეხი ბორბალი გამოიყენება ნამუშევარი ქვიშის მარცვლებიდან თიხის ფენებისა და ქიმიური შემკვრელების მოსაცილებლად.

ზოგადად გამოყენებადია.

ვ) ქვიშის ცივი მექანიკური რეგენერაცია დარტყმითი დოლურის გამოყენებით

ქვიშის მარცვლების აბრაზიული გაწმენდისთვის გამოიყენება დარტყმითი დოლურა მბრუნავი შიდა ღერძით, რომელიც აღჭურვილია მცირე ზომის ფრთებით. ბენტონიტისა და ქიმიურად შეკავშირებული ქვიშის ნარევის შემთხვევაში წინასწარ ხორციელდება მაგნიტური სეპარაცია საყალიბე ქვიშიდან მაგნიტური თვისებების მქონე ნაწილების მოსაცილებლად.

ზოგადად გამოყენებადია.

ზ) ქვიშის ცივი რეგენერაცია პნევმატური სისტემის გამოყენებით

ქვიშის მარცვლებიდან შემკვრელების მოცილება ხორციელდება აბრაზიისა და დარტყმითი ზემოქმედების საშუალებით. კინეტიკურ ენერგიას უზრუნველყოფს შეკუმშული ჰაერის ნაკადი.

ზოგადად გამოყენებადია.

თ) ქვიშის თერმული რეგენერაცია

ქიმიურად შეკავშირებულ და შერეულ ქვიშაში არსებული შემკვრელებისა და დამაბინძურებლების დასაწვავად გამოიყენება სითბო. აღნიშნული კომბინირებულია წინასწარ მექანიკურ დამუშავებასთან, რათა ქვიშას მიეცეს მარცვლების შესაბამისი ზომა და მოცილდეს ლითონური მინარევები. შერეული ქვიშის შემთხვევაში ქიმიურად შეკავშირებული ქვიშის წილი საკმარისად მაღალი უნდა იყოს.

შესაძლოა არ იყოს გამოყენებადი არაორგანული შემკვრელების ნაშთების შემცველი ნამუშევარი ქვიშის შემთხვევაში.

ი) შერეული ორგანულ-ბენტონიტური ქვიშის კომბინირებული რეგენერაცია (მექანიკური–თერმული–მექანიკური)

წინასწარი დამუშავების (გაცხრილვა, მაგნიტური სეპარაცია) და შრობის შემდეგ ქვიშა მექანიკურად ან პნევმატურად იწმინდება შემკვრელის ნაწილის მოსაცილებლად. თერმულ ეტაპზე ორგანული კომპონენტები იწვება, ხოლო არაორგანული კომპონენტები გადადის მტვერში ან მიიწვება მარცვლების ზედაპირზე. საბოლოო მექანიკური დამუშავებისას მარცვლებზე წარმოქმნილი ეს ფენები მექანიკურად ან პნევმატურად სცილდება და მტვრის სახით გამოიყოფა.

შესაძლოა არ იყოს გამოყენებადი მჟავური შემკვრელების შემცველი საკოპე ქვიშისთვის (რადგან შეიძლება შეიცვალოს ბენტონიტის მახასიათებლები) ან თხევადი მინის შემთხვევაში (რადგან შეიძლება შეიცვალოს საყალიბე ქვიშის მახასიათებლები).

კ) ქვიშის რეგენერაციისა და ალუმინის სხმულების თერმული დამუშავების კომბინირება

ჩასხმისა და გამყარების შემდეგ ყალიბები/სხმულის ბლოკები თავსდება ღუმელში. როდესაც მათი ტემპერატურა > 420°C-ს აღწევს, შემკვრელები იწვება, კოპები/ყალიბები იშლება, ხოლო სხმულები გადის თერმულ დამუშავებას. ქვიშა ღუმელის ფსკერზე იყრება, სადაც საბოლოოდ იწმინდება გახურებულ ფსევდოგათხევადებულ ფენაში. გაგრილების შემდეგ ქვიშა დამატებითი დამუშავების გარეშე ხელახლა გამოიყენება საკოპე ქვიშის შემრევში.

ზოგადად გამოყენებადია.

ლ) საყალიბე, სილიკატით ან CO₂-ით შეკავშირებული ქვიშის სველი რეგენერაცია

ქვიშა ერევა წყალს შლამის მისაღებად. მარცვლებზე შეკავშირებული შემკვრელის ნაშთების მოცილება ხორციელდება ქვიშის მარცვლების ერთმანეთთან ინტენსიური ხახუნით. შემკვრელები გადადის სარეცხ წყალში. გარეცხილი ქვიშა შრება, იცხრილება და საბოლოოდ გრილდება.

ზოგადად გამოყენებადია.

მ) ნატრიუმის სილიკატით შეკავშირებული ქვიშის (თხევადი მინა) რეგენერაცია პნევმატური სისტემის გამოყენებით

პნევმატური სისტემის გამოყენებამდე (იხ. ტექნიკა (ზ)) ქვიშა ცხელდება სილიკატური ფენის მყიფე მდგომარეობაში გადასაყვანად. რეგენერირებული ქვიშა ხელახალ გამოყენებამდე გრილდება.

ზოგადად გამოყენებადია.

ნ) საკოპე ქვიშის შიდა ხელახალი გამოყენება (ცივად გამყარების (cold-box) ან ფურან-მჟავური შემკვრელების შემთხვევაში)

დამტვრეული/წუნდებული კოპებიდან მიღებული ქვიშა და კოპების დასამზადებელი დანადგარებიდან მიღებული ჭარბი ქვიშა (სპეციალურ დანადგარში გამყარების შემდეგ) მიეწოდება დამსხვრევის დანადგარს. მიღებული ქვიშა ერევა ახალ ქვიშას ახალი კოპების დასამზადებლად.

ზოგადად გამოყენებადია.

ო) საყალიბე ქვიშის ციკლიდან მიღებული მტვრის ხელახალი გამოყენება ყალიბების დასამზადებლად

მტვერი გროვდება ყალიბიდან სხმულის ამოღების დანადგარის გამწოვი სისტემის ფილტრაციისას და მშრალი საყალიბე ქვიშის დოზირებისა და დამუშავების უბნებიდან. შეგროვებული მტვერი (რომელიც შეიცავს შემკვრელის აქტიურ ნაერთებს) შეიძლება ხელახლა იქნეს გამოყენებული საყალიბე ქვიშის ციკლში.

ზოგადად გამოყენებადია.

ცხრილი 1.5

სამსხმელო ქვიშის ხელახალი გამოყენებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონეები (BAT-AEPL-ები)

სამსხმელო საამქროს ტიპი

ერთეული

BAT-AEPL¹ (საშუალო წლიური)

თუჯის სამსხმელო საამქროები

%

> 90

ფოლადის სამსხმელო საამქროები

%

> 80

ფერადი ლითონების (NFM) სამსხმელო საამქროები²

%

> 90

¹ BAT-AEPL-ები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული, როდესაც ნამუშევარი ქვიშის რაოდენობა 10 000 ტ/წელიწადზე ნაკლებია.

² BAT-AEPL შეიძლება არ იქნეს გამოყენებული ალუმინის ყალიბში ჩამოსხმის სამსხმელო საამქროებში, როდესაც გამოიყენება თხევადი მინა.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 6-ში.

1.2.1.4.5. წარმოქმნილი ნაშთებისა და განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირება

BAT 19. ლითონის დნობისას წარმოქმნილი ნაშთების რაოდენობისა და განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ტექნიკა ყველა ტიპის ღუმელისთვის

ა) წიდის წარმოქმნის მინიმუმამდე შემცირება

წიდის წარმოქმნა შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს ტექნოლოგიური პროცესის ფარგლებში ისეთი ღონისძიებების განხორციელებით, როგორიცაა:

— სუფთა ჯართის გამოყენება;

— ლითონის შედარებით დაბალი ტემპერატურის გამოყენება (თეორიულ დნობის ტემპერატურასთან მაქსიმალურად მიახლოებული);

— მაღალი ტემპერატურული პიკების თავიდან აცილება;

— გამდნარი ლითონის სადნობ ღუმელში ხანგრძლივი დაყოვნების თავიდან აცილება ან ცალკე დამჭერი ღუმელის გამოყენება;

— ფლუსების სათანადო გამოყენება;

— ღუმელის ცეცხლგამძლე ამონაგის სათანადო შერჩევა;

— ღუმელის კედლების წყლით გაგრილება ღუმელის ცეცხლგამძლე ამონაგის ცვეთის თავიდან ასაცილებლად;

— თხევადი ალუმინის ზედაპირიდან წიდის მოცილება.

ბ) წიდის / ნამწვის/ხენჯის / ფილტრის მტვრის / ნამუშევარი ცეცხლგამძლე ამონაგის მექანიკური წინასწარი დამუშავება რეციკლირების ხელშეწყობის მიზნით

იხ. პუნქტი 1.4.2. აღნიშნული შეიძლება ასევე განხორციელდეს საწარმოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

ტექნიკა ბოვის ღუმელებისთვის

გ) წიდის მჟავიანობის/ფუძიანობის რეგულირება

იხ. პუნქტი 1.4.2.

დ) კოქსის წვრილმანის შეგროვება და რეციკლირება

კოქსის დამუშავების, ტრანსპორტირებისა და ჩატვირთვის დროს წარმოქმნილი კოქსის წვრილმანი გროვდება (მაგ., კონვეიერის ლენტებისა და/ან ჩატვირთვის წერტილების ქვეშ განთავსებული შემგროვებელი სისტემების გამოყენებით) და რეციკლირდება პროცესში (შეიფრქვევა ბოვის ღუმელში ან გამოიყენება ნახშირბადით განმეორებით გამდიდრებისთვის).

ე) ფილტრის მტვრის რეციკლირება თუთიის შემცველი ჯართის გამომყენებელ ბოვის ღუმელებში

ბოვის ღუმელის ფილტრის მტვერი ნაწილობრივ ხელახლა შეიტანება ბოვის ღუმელში მტვერში თუთიის შემცველობის იმ დონემდე გასაზრდელად, რომელიც Zn-ის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა (>18 %).

ტექნიკა ელექტრორკალური ღუმელებისთვის

3) ფილტრის მტვრის რეციკლირება EAF-ში

შეგროვებული მშრალი ფილტრის მტვერი, როგორც წესი, წინასწარი დამუშავების შემდეგ (მაგ., გრანულირების ან ბრიკეტირების გზით), ხელახლა შეიტანება ღუმელში მტვერში არსებული ლითონური კომპონენტების აღდგენის მიზნით. არაორგანული კომპონენტები გადადის წიდაში.

BAT 20. განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ნამუშევარი ქვიშის, წვრილფრაქციული ქვიშის, წიდის, ცეცხლგამძლე ამონაგისა და შეგროვებული ფილტრის მტვრის (მაგ., სახელოიანი ფილტრის მტვრის) საწარმოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ რეციკლირებისა და/ან სხვა სახის აღდგენის პრიორიტეტულ გამოყენებას განთავსებასთან შედარებით.

აღწერა

ნამუშევარი ქვიშის, წვრილფრაქციული ქვიშის, წიდის, ცეცხლგამძლე ამონაგისა და ფილტრის მტვრის შემთხვევაში საწარმოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ რეციკლირებას და/ან სხვა სახის აღდგენას უპირატესობა ენიჭება განთავსებასთან შედარებით.

ნამუშევარი ქვიშა, წვრილფრაქციული ქვიშა, წიდა და ცეცხლგამძლე ამონაგი შეიძლება:

— რეციკლირებულ იქნეს, მაგალითად, გზების მშენებლობაში, სამშენებლო მასალების (როგორიცაა ცემენტი, აგური, ფილები) წარმოებაში;

— აღდგენილ იქნეს, მაგალითად, სამთო ნამუშევრების (შახტების/კარიერების) ღრმულების შევსებისთვის, ნაგავსაყრელის მოწყობისას (როგორიცაა ნაგავსაყრელზე გზების მოწყობა და მუდმივი საფარის შექმნა).

ფილტრის მტვრის რეციკლირება შესაძლოა განხორციელდეს საწარმოს ფარგლებს გარეთ, მაგალითად, მეტალურგიაში, ქვიშის წარმოებასა და სამშენებლო სექტორში.

გამოყენებადობა

რეციკლირება და/ან სხვა სახის აღდგენა შეიძლება შეიზღუდოს ნაშთის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გამო (მაგ., ორგანული ნივთიერებების/ლითონების შემცველობა, გრანულომეტრიული შემადგენლობა).

ტექნიკა შეიძლება არ იყოს გამოყენებადი, თუ არ არსებობს შესაბამისი მესამე მხარის მოთხოვნა რეციკლირებაზე და/ან აღდგენაზე.

ცხრილი 1.6

განთავსებისთვის გაგზავნილ ნარჩენებთან დაკავშირებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონეები (BAT-AEPL-ები)

ნარჩენის ტიპი

ერთეული

BAT-AEPL 1 (საშუალო წლიური)

ფერადი ლითონების სამსხმელო საამქროები

თუჯის სამსხმელო საამქროები

ფოლადის სამსხმელო საამქროები

წიდა

კგ/ტ თხევად ლითონზე

0–50

0–50²

0–502

ნამწვი/ხენჯი

კგ/ტ თხევად ლითონზე

0–30

0–30

0–30

ფილტრის მტვერი

კგ/ტ თხევად ლითონზე

0–5

0–60

0–10

ნამუშევარი ღუმელის ცეცხლგამძლე ამონაგი

კგ/ტ თხევად ლითონზე

0–5

0–203

0–20

¹ BAT-AEPL შეიძლება არ იქნეს გამოყენებული, თუ არ არსებობს შესაბამისი მესამე მხარის მოთხოვნა რეციკლირებაზე და/ან აღდგენაზე.

² ელექტრორკალური ღუმელების (EAF) გამომყენებელი ფოლადის ან თუჯის სამსხმელო საამქროებისთვის BAT-AEPL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება იყოს უფრო მაღალი და, მეტალურგიული დამუშავების დროს წიდის გაზრდილი წარმოქმნის გამო, მიაღწიოს 100 კგ/ტ თხევად ლითონზე.

³ ცივი შებერვის ბოვის (CBC) გამომყენებელი თუჯის სამსხმელო საამქროებისთვის BAT-AEPL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება იყოს უფრო მაღალი და მიაღწიოს 100 კგ/ტ თხევად ლითონზე.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 6-ში.

1.2.1.5. დიფუზური ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 21. ატმოსფერულ ჰაერში დიფუზური ემისიების პრევენციის ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) მიწოდების მოწყობილობებისა (კონტეინერების) და სატრანსპორტო საშუალებების სატვირთო სივრცის გადაფარვა

სატრანსპორტო საშუალებების სატვირთო სივრცე და მიწოდების მოწყობილობები (კონტეინერები) იფარება (მაგ., ბრეზენტით).

ზოგადად გამოყენებადია.

ბ) გზებისა და სატრანსპორტო საშუალებების ბორბლების გაწმენდა

გზები და სატრანსპორტო საშუალებების ბორბლები რეგულარულად იწმინდება, მაგალითად, მობილური ვაკუუმური სისტემების, წყლის აუზების გამოყენებით.

ზოგადად გამოყენებადია.

გ) დახურული კონვეიერების გამოყენება

მასალების გადატანა ხორციელდება კონვეიერული სისტემების, მაგალითად, დახურული კონვეიერების ან პნევმატური ტრანსპორტირების გამოყენებით. მასალის ვარდნის სიმაღლე მინიმუმამდეა შემცირებული.

ზოგადად გამოყენებადია.

დ) ყალიბებისა და ჩამოსხმის პროცესის უბნების ვაკუუმური გაწმენდა

ქვიშის ყალიბების გამომყენებელ სამსხმელო საამქროებში ყალიბებისა და ჩამოსხმის პროცესის უბნები რეგულარულად იწმინდება ვაკუუმური მეთოდით.

შეიძლება არ იყოს გამოყენებადი იმ უბნებზე, სადაც ქვიშას ტექნიკური ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნქცია აქვს.

ე) სპირტის ბაზაზე დამზადებული საფარების ჩანაცვლება წყლის ბაზაზე დამზადებული საფარებით

იხ. პუნქტი 1.4.3.

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს დიდი ზომის ან რთული ფორმის სხმულების შემთხვევაში, საშრობი ჰაერის ცირკულაციასთან დაკავშირებული სირთულეების გამო. არ გამოიყენება თხევადი მინით შეკავშირებული ქვიშის, მაგნიუმის ჩამოსხმის პროცესის, ვაკუუმური ყალიბში ჩამოსხმის ან MgO-ს საფარით მანგანუმიანი ფოლადის სხმულების წარმოების შემთხვევაში.

ვ) წრთობის აბაზანებიდან ემისიების კონტროლი

მოიცავს შემდეგს:

— წრთობის აბაზანებიდან ემისიების წარმოქმნის მინიმუმამდე შემცირებას წყლის ბაზაზე დამზადებული პოლიმერული ხსნარების (მაგ., პოლივინილპიროლიდონის ან პოლიალკილენ გლიკოლის შემცველი) გამოყენებით;

— წრთობის აბაზანებიდან (განსაკუთრებით ზეთში წრთობის აბაზანებიდან) ემისიების შეგროვებას ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს, სახურავის ვენტილაციის, გამწოვი ქოლგების ან კიდურა გამწოვების გამოყენებით. შეგროვებული აირჰაერმტვერნარევი შეიძლება დამუშავდეს, მაგალითად, ელექტროსტატიკური ფილტრის (პრეციპიტატორის) გამოყენებით (იხ. პუნქტი 1.4.3);

— რეგულირებადი ტემპერატურის წყლის გამოყენებას წრთობის გარემოდ.

ზოგადად გამოყენებადია.

ზ) ლითონის დნობისას გადატანის/გადატვირთვის ოპერაციებიდან ემისიების კონტროლი

მოიცავს შემდეგს:

— გადატანის პროცესებიდან, როგორიცაა ღუმელის ჩატვირთვა/გამოშვება, წარმოქმნილი დიფუზური ემისიების (მაგ., მტვერი, კვამლი) წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს გაყვანას, მაგალითად, ქოლგების გამოყენებით. აირჰაერმტვერნარევი მუშავდება, მაგალითად, სახელოიანი ფილტრის ან სველი სკრუბერის გამოყენებით;

— თხევადი ლითონის ღარებით გადატანისას დიფუზური ემისიების მინიმუმამდე შემცირებას, მაგალითად, გადაფარვის გამოყენებით.

ზოგადად გამოყენებადია.

დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების დამატებითი, კონკრეტული პროცესებისთვის განკუთვნილი ტექნიკა მოცემულია BAT 24-ში, BAT 26-ში, BAT 27-ში, BAT 28-ში, BAT 29-ში, BAT 30-ში, BAT 31-ში, BAT 38-ში, BAT 39-ში, BAT 40-ში, BAT 41-სა და BAT 43-ში.

1.2.1.6. ორგანიზებული ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 22. მასალების აღდგენისა და ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული ემისიების შემცირების ხელშეწყობის, ასევე, ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს მსგავსი მახასიათებლების მქონე აირჰაერმტვერნარევების ნაკადების გაერთიანებას, რითაც ემისიის წერტილების რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება.

აღწერა

მსგავსი მახასიათებლების მქონე აირჰაერმტვერნარევების ერთობლივი გაწმენდა უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ წმენდას ცალკეული ნაკადების განცალკევებულ გაწმენდასთან შედარებით. აირჰაერმტვერნარევების გაერთიანება ხორციელდება საწარმოს უსაფრთხოების (მაგ., ქვედა/ზედა ფეთქებადობის ზღვართან მიახლოებული კონცენტრაციების თავიდან აცილება), ტექნიკური (მაგ., ცალკეული ნაკადების თავსებადობა, შესაბამისი ნივთიერებების კონცენტრაცია), გარემოსდაცვითი (მაგ., მასალების აღდგენის ან მავნე ნივთიერებების შემცირების მაქსიმალურად გაზრდა) და ეკონომიკური ფაქტორების (მაგ., სხვადასხვა საწარმოო ერთეულს შორის მანძილი) გათვალისწინებით. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რომ აირჰაერმტვერნარევების გაერთიანებამ არ გამოიწვიოს ემისიების განზავება.

1.2.1.7. თერმული პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიები

BAT 23. ლითონის დნობისას ატმოსფერულ ჰაერში ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ან წიაღისეული საწვავისგან თავისუფალი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის გამოყენებას (ა)–(ე) ტექნიკებთან კომბინაციაში, ან (ა)–(ე) ტექნიკებისა და ქვემოთ მოცემული (ვ)–(ი) ტექნიკების შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ზოგადი ტექნიკა

ა) შესაბამისი ტიპის ღუმელის შერჩევა და ღუმელების თერმული ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდა

იხ. პუნქტი 1.4.1.

შესაბამისი ტიპის ღუმელის შერჩევა გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისა და საწარმოების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში.

ბ) სუფთა ჯართის გამოყენება

იხ. პუნქტი 1.4.1.

ზოგადად გამოყენებადია.

PCDD/F-ის ემისიების მინიმუმამდე შემცირების პირველადი ღონისძიებები

გ) ბოვის ღუმელებში გამომავალი აირების დაყოვნების დროის მაქსიმალურად გაზრდა და კმაწვის კამერაში ტემპერატურის ოპტიმიზაცია

ბოვის ღუმელებში კმაწვის კამერის ტემპერატურა ოპტიმიზებულია (T > 850°C) და უწყვეტად კონტროლდება, ხოლო გამომავალი აირების დაყოვნების დრო მაქსიმალურად არის გაზრდილი (> 2 წმ).

ზოგადად გამოყენებადია.

დ) გამომავალი აირების სწრაფი გაგრილება

მტვრის შემცირებამდე გამომავალი აირები სწრაფად ცივდება 400°C-ზე მაღალი ტემპერატურიდან 250°C-ზე დაბალ ტემპერატურამდე, PCDD/F-ის de novo სინთეზის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული მიიღწევა ღუმელის შესაბამისი კონსტრუქციით და/ან სწრაფი გაგრილების სისტემის გამოყენებით.

ზოგადად გამოყენებადია.

ე) თბომცვლელებში მტვრის დაგროვების მინიმუმამდე შემცირება

გამომავალი აირების გაგრილების ტრაექტორიის გასწვრივ მტვრის დაგროვება მინიმუმამდე მცირდება, განსაკუთრებით თბომცვლელებში, მაგალითად, თბომცვლელის ვერტიკალური მილების, თბომცვლელის მილების ეფექტიანი შიდა გაწმენდისა და მაღალტემპერატურული მტვრის მოცილების გამოყენებით.

ზოგადად გამოყენებადია.

NOₓ-ისა და SO₂-ის ემისიების წარმოქმნის შემცირების ტექნიკა

ვ) NOₓ-ის წარმოქმნის დაბალი პოტენციალის მქონე საწვავის ან საწვავების კომბინაციის გამოყენება

NOₓ-ის წარმოქმნის დაბალი პოტენციალის მქონე საწვავებს მიეკუთვნება ბუნებრივი აირი და თხევადი აირი.

გამოიყენება სხვადასხვა ტიპის საწვავის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში, რაზეც შესაძლოა გავლენას ახდენდეს წევრი სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა.

ზ) გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე საწვავის ან საწვავების კომბინაციის გამოყენება

გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე საწვავებს მიეკუთვნება ბუნებრივი აირი და თხევადი აირი.

გამოიყენება სხვადასხვა ტიპის საწვავის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში, რაზეც შესაძლოა გავლენას ახდენდეს წევრი სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა.

თ) დაბალი NOₓ-ის წარმომქმნელი სანთურები

იხ. პუნქტი 1.4.3.

არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს ღუმელის კონსტრუქციის და/ან საექსპლუატაციო შეზღუდვების გამო.

ი) ჟანგბად-საწვავის წვა

იხ. პუნქტი 1.4.3.

არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს ღუმელის კონსტრუქციისა და აირჰაერმტვერნარევის მინიმალური ნაკადის საჭიროების გამო.

ლითონის დნობასთან დაკავშირებული BAT-AEL-ები მოცემულია:

— ცხრილში 1.18 — თუჯის სამსხმელო საამქროებისთვის;

— ცხრილში 1.20 — ფოლადის სამსხმელო საამქროებისთვის;

— ცხრილში 1.22 — ფერადი ლითონების სამსხმელო საამქროებისთვის.

BAT 24. თერმული დამუშავებიდან ემისიების ატმოსფერულ ჰაერში პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ან წიაღისეული საწვავისგან თავისუფალი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის გამოყენებას (ა) და (დ) ტექნიკებთან კომბინაციაში, ან ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ზოგადი ტექნიკა

ა) შესაბამისი ტიპის ღუმელის შერჩევა და ღუმელების თერმული ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდა

იხ. პუნქტი 1.4.3.

გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისა და საწარმოების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში.

NOₓ-ის ემისიების წარმოქმნის შემცირების ტექნიკა

ბ) NOₓ-ის წარმოქმნის დაბალი პოტენციალის მქონე საწვავის ან საწვავების კომბინაციის გამოყენება

NOₓ-ის წარმოქმნის დაბალი პოტენციალის მქონე საწვავებს მიეკუთვნება ბუნებრივი აირი და თხევადი აირი.

გამოიყენება სხვადასხვა ტიპის საწვავის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში, რაზეც შესაძლოა გავლენას ახდენდეს წევრი სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა.

გ) დაბალი NOₓ-ის წარმომქმნელი სანთურები

იხ. პუნქტი 1.4.3.

არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს ღუმელის კონსტრუქციის და/ან საექსპლუატაციო შეზღუდვების გამო.

ემისიების შეგროვება

დ) გამომავალი აირების გაყვანა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს

თერმული დამუშავების ღუმელებიდან (მაგ., მოწვა, დაძველება, ნორმალიზაცია, იზოთერმული წრთობა) გამომავალი აირები მოიპოვება ქოლგების ან გადაფარვიდან გამწოვი სისტემების გამოყენებით. შეგროვებული აირჰაერმტვერნარევი შეიძლება გაიწმინდოს ისეთი ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა სახელოიანი ფილტრები.

ზოგადად გამოყენებადია.

ცხრილი 1.7

თერმული დამუშავებიდან მტვრისა და NOₓ-ის ორგანიზებული ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები) და CO-ის ორგანიზებული ემისიებისთვის საორიენტაციო ემისიის დონე

ნივთიერება/პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

საორიენტაციო ემისიის დონე (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

მტვერი

მგ/ნმ³

1–5¹

საორიენტაციო დონე არ არის განსაზღვრული

NOₓ

მგ/ნმ³

20–120² ³

საორიენტაციო დონე არ არის განსაზღვრული

CO

მგ/ნმ³

BAT-AEL არ არის განსაზღვრული

10–100 ³

¹ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი ნივთიერება/პარამეტრი, BAT 2-ში მითითებული შემავალი და გამომავალი ნაკადების ინვენტარიზაციის საფუძველზე, აირჰაერმტვერნარევის ნაკადებში რელევანტურად არის იდენტიფიცირებული.

² 1 000°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე თერმული დამუშავების შემთხვევაში (მაგ., ჭედადი თუჯის წარმოებისას), BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება იყოს უფრო მაღალი და მიაღწიოს 300 მგ/ნმ³-ს.

³ BAT-AEL და საორიენტაციო ემისიის დონე არ გამოიყენება იმ ღუმელების შემთხვევაში, რომლებიც მხოლოდ ელექტროენერგიას იყენებენ (მაგ., წინაღობის ღუმელები).

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 12-ში.

1.2.1.8. დაკარგული ყალიბების გამოყენებით ყალიბებისა და კოპების დამზადებიდან ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 25. დაკარგული ყალიბების გამოყენებით ყალიბებისა და კოპების დამზადებიდან ემისიების ატმოსფერულ ჰაერში პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს:

— თიხით შეკავშირებული ქვიშით ყალიბების დამზადების შემთხვევაში, ქვემოთ მოცემული (ა)–(გ) ტექნიკების შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას;

— ქიმიურად შეკავშირებული ქვიშით ყალიბებისა და კოპების დამზადების შემთხვევაში, ქვემოთ მოცემული (დ), (ე) ან (ვ) ტექნიკიდან ერთ-ერთისა და (ზ)–(ლ) ტექნიკების შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას;

— ყალიბებსა და კოპებზე დასატანი საფარების შესარჩევად ქვემოთ მოცემული (მ) ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

თიხით შეკავშირებული ქვიშით (საყალიბე ქვიშით) ყალიბების დამზადების ტექნიკა

ა) საყალიბე ქვიშით ყალიბების დამზადების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება

მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

— ძირითადი კომპონენტების (მაგ., თიხა, წყალი, ნახშირის მტვერი ან სხვა დანამატები) საჭირო რაოდენობის ზუსტი დამატება დაბრუნებული საყალიბე ქვიშის ქიმიური თვისებების აღსადგენად;

— საყალიბე ქვიშის თვისებების (მაგ., ტენიანობა, ნედლი სიმტკიცე, კუმშვადობა/შეკუმშვადობა, აირგამტარობა, გახურებისას დანაკარგი, აქროლადი ნივთიერებების შემცველობა) რეგულარული შემოწმება (მაგ., ყოველდღიურად).

ზოგადად გამოყენებადია.

ბ) თიხით შეკავშირებული ქვიშის მომზადება ვაკუუმური შერევისა და გაგრილების გზით

შერევისა და გაგრილების პროცესები გაერთიანებულია ერთ ტექნოლოგიურ ეტაპად ქვიშის შემრევის შემცირებული წნევის პირობებში ექსპლუატაციის გზით, რის შედეგადაც გაგრილება ხორციელდება წყლის კონტროლირებადი აორთქლებით.

ზოგადად გამოყენებადია.

გ) ნახშირის მტვრის ჩანაცვლება

ნახშირის მტვერი ჩანაცვლებულია ისეთი დანამატებით, როგორიცაა გრაფიტი, კოქსის ფქვილი და ცეოლითები, რის შედეგადაც ჩამოსხმის პროცესში დიფუზური ემისიები მნიშვნელოვნად მცირდება.

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს საექსპლუატაციო შეზღუდვების გამო (მაგ., ყალიბიდან სხმულის ნაკლებად ეფექტიანი ამოღება ან სხმულის დეფექტების წარმოქმნა).

ქიმიურად შეკავშირებული ქვიშით ყალიბებისა და კოპების დამზადებისას ემისიების პრევენციის ტექნიკა

დ) დაბალი ემისიის მქონე ცივად (ბუნებრივ პირობებში) გამყარებადი შემკვრელი სისტემის შერჩევა

შეირჩევა ცივად (ბუნებრივ პირობებში) გამყარებადი შემკვრელი სისტემა, რომელიც წარმოქმნის ფორმალდეჰიდის, ფენოლის, ფურფურილის სპირტის, იზოციანატებისა და სხვა ნივთიერებების დაბალ ემისიებს. აღნიშნული მოიცავს:

— ფურფურილის სპირტის დაბალი შემცველობის მქონე, გამოცხობის გარეშე გამყარებადი ფურანის ფისების გამოყენებას (მაგ., 40 წონ.%-ზე ნაკლები), მაგალითად, თუჯის სხმულების წარმოებისთვის;

— გოგირდის დაბალი შემცველობის მჟავური კატალიზატორის მქონე, გამოცხობის გარეშე გამყარებადი ფენოლ/ფურანის სისტემების გამოყენებას, მაგალითად, ფოლადის სხმულების წარმოებისთვის;

— ალიფატურ ორგანულ შემკვრელებს, მაგალითად, ალიფატურ პოლისპირტებზე დაფუძნებულ შემკვრელებს (არომატული ორგანული შემკვრელების ნაცვლად), თუჯის, ფოლადის, ალუმინის ან მაგნიუმის სხმულების წარმოებისთვის და სხვ.;

— პოლისიალატებზე დაფუძნებულ არაორგანულ გეოპოლიმერებს (რუხი თუჯის, ალუმინისა და ფოლადის სხმულების წარმოებისთვის და სხვ.);

— სილიკატურ ეთერს (საშუალო და დიდი ზომის ფოლადის სხმულების წარმოებისთვის და სხვ.);

— ალკიდურ ზეთს (მაგ., ერთეული სხმულების ან მცირე სერიული წარმოებისთვის ფოლადის სამსხმელო საამქროებში);

— რეზოლ-ეთერს (მაგ., მსუბუქი შენადნობებისთვის მცირე ან საშუალო მოცულობის წარმოებაში);

— ცემენტს (მაგ., ძალიან დიდი ზომის სხმულების წარმოებისთვის).

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს პროდუქტის სპეციფიკაციების გამო.

ე) დაბალი ემისიის მქონე აირით გამყარებადი შემკვრელი სისტემის შერჩევა

შეირჩევა აირით გამყარებადი შემკვრელი სისტემა, რომელიც წარმოქმნის ამინების, ბენზოლის, ფორმალდეჰიდის, ფენოლის, იზოციანატებისა და სხვა ნივთიერებების დაბალ ემისიებს. აღნიშნული მოიცავს:

— არაორგანული შემკვრელების, მაგ., ნატრიუმის სილიკატის (თხევადი მინა), გამოყენებას, რომელიც მყარდება CO₂-ის ან ორგანული ეთერების გამოყენებით, მაგალითად, ალუმინის ყალიბში ჩამოსხმისას;

— პოლისიალატებზე დაფუძნებული არაორგანული გეოპოლიმერების გამოყენებას, რომლებიც CO₂-ით მყარდება (რუხი თუჯის, ალუმინისა და ფოლადის სხმულების წარმოებისთვის და სხვ.);

— ალიფატურ ორგანულ შემკვრელებს, მაგალითად, ალიფატურ პოლისპირტებზე დაფუძნებულ შემკვრელებს (არომატული ორგანული შემკვრელების ნაცვლად), თუჯის, ფოლადის, ალუმინის ან მაგნიუმის სხმულების წარმოებისთვის და სხვ.;

— თავისუფალი ფენოლისა და ფორმალდეჰიდის ძალიან დაბალი შემცველობის ფენოლურ-ურეთანულ შემკვრელებს (თუჯისა და ფოლადის სხმულების წარმოებისთვის და სხვ.);

— გამხსნელების შემცირებული რაოდენობის მქონე ფენოლურ-ურეთანულ შემკვრელებს (თუჯისა და ფოლადის სხმულების წარმოებისთვის და სხვ.).

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს პროდუქტის სპეციფიკაციების გამო.

ვ) დაბალი ემისიის მქონე ცხლად გამყარებადი შემკვრელი სისტემის შერჩევა

შეირჩევა ცხლად გამყარებადი შემკვრელი სისტემა, რომელიც წარმოქმნის ფორმალდეჰიდის, ფენოლის, ფურფურილის სპირტის, ბენზოლის, იზოციანატებისა და სხვა ნივთიერებების დაბალ ემისიებს. აღნიშნული მოიცავს:

— არაორგანულ შემკვრელებს, როგორიცაა პოლისიალატებზე დაფუძნებული გეოპოლიმერები;

— არაორგანულ შემკვრელებს, რომლებიც მყარდება თბილი (warm-box) პროცესის გამოყენებით ფენოლის, ფორმალდეჰიდისა და იზოციანატების გარეშე (მაგ., რთული ფორმის ალუმინის სხმულების დასამზადებლად);

— ალიფატურ პოლიურეთანულ შემკვრელებს თბილი გამყარების (warm-box) პროცესისთვის, რომლებიც გამოიყენება ცივად გამყარების (cold-box) პროცესის ალტერნატივად.

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს პროდუქტის სპეციფიკაციების გამო.

ქიმიურად შეკავშირებული ქვიშით ყალიბებისა და კოპების დამზადების ზოგადი ტექნიკა

ზ) შემკვრელისა და ფისის მოხმარების ოპტიმიზაცია

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

თ) საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება ცივად (ბუნებრივ პირობებში) გამყარების პროცესებისთვის

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

ი) საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება აირით გამყარების პროცესებისთვის

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

კ) არაარომატული გამხსნელების გამოყენება ცივად გამყარების (cold-box) პროცესით კოპების წარმოებისთვის

აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC), მაგალითად, ბენზოლისა და ტოლუოლის ემისიების შემცირების მიზნით გამოიყენება არაარომატული გამხსნელები, რომლებიც დაფუძნებულია ცილაზე ან ცხოველურ ცხიმზე (მაგ., მცენარეული ზეთის ცხიმოვანი მჟავების მეთილის ეთერები) ან სილიკატურ ეთერებზე.

ზოგადად გამოყენებადია.

ლ) საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება ცხლად გამყარების პროცესებისთვის

შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცხლად გამყარების რამდენიმე პროცესი და თითოეული პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით ხორციელდება ღონისძიებების ერთობლიობა, მათ შორის:

ცხლად გამყარების (hot-box) პროცესი:

— გამყარება ხორციელდება ოპტიმალურ ტემპერატურულ დიაპაზონში (მაგ., 220°C-დან 300°C-მდე);

— კოპები, როგორც წესი, წინასწარ იფარება წყლის ბაზაზე დამზადებული საფარით კოპის ზედაპირის დაწვის თავიდან ასაცილებლად, რამაც ჩასხმის დროს შეიძლება სიმყიფე გამოიწვიოს;

— კოპების შემბერი დანადგარები და მათ მიმდებარე ტერიტორია სათანადოდ ვენტილირდება და აღჭურვილია გამწოვი სისტემით, რათა გამყარებისას გამოყოფილი ფორმალდეჰიდი ეფექტიანად იქნეს შეგროვებული.

თბილი გამყარების (warm-box) პროცესი:

— გამყარება ხორციელდება ცხლად გამყარების პროცესთან შედარებით უფრო დაბალ ოპტიმალურ ტემპერატურულ დიაპაზონში (მაგ., 150°C-დან 190°C-მდე), რის შედეგადაც ემისიები და ენერგიის მოხმარება უფრო დაბალია, ვიდრე ცხლად გამყარების პროცესის შემთხვევაში.

გარსული ყალიბის (Shell/Croning) პროცესი:

— ფენოლ-ფორმალდეჰიდური ფისით წინასწარ დაფარული ქვიშა იკვრება ჰექსამეთილენტეტრამინის გამოყენებით, რომელიც 160°C-ზე იშლება და გამოყოფს ფისის ჯვარედინი შეკავშირებისთვის საჭირო ფორმალდეჰიდსა და ამიაკს. გამყარების და/ან კოპების საბერი დანადგარის უბანი სათანადოდ ვენტილირდება და აღჭურვილია გამწოვი სისტემით, რათა გამყარებისას გამოყოფილი ამიაკი და ფორმალდეჰიდი ეფექტიანად იქნეს შეგროვებული.

ზოგადად გამოყენებადია.

ყალიბებსა და კოპებზე დასატან საფარებთან დაკავშირებული ტექნიკა

მ) სპირტის ბაზაზე დამზადებული საფარების ჩანაცვლება წყლის ბაზაზე დამზადებული საფარებით

იხ. პუნქტი 1.4.3.

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს დიდი ზომის ან რთული ფორმის სხმულების შემთხვევაში, საშრობი ჰაერის ცირკულაციასთან დაკავშირებული სირთულეების გამო. არ გამოიყენება თხევადი მინით შეკავშირებული ქვიშის, მაგნიუმის ჩამოსხმის პროცესის, ვაკუუმური ყალიბში ჩამოსხმის ან MgO-ს საფარით მანგანუმიანი ფოლადის სხმულების წარმოების შემთხვევაში.

BAT 26. დაკარგული ყალიბების გამოყენებით ყალიბებისა და კოპების დამზადებიდან ემისიების ატმოსფერულ ჰაერში შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს:

— BAT 25-ში მოცემული ტექნიკების შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას;

— ემისიების შეგროვებას (ა) ტექნიკის გამოყენებით;

— აირჰაერმტვერნარევის გაწმენდას ქვემოთ მოცემული (ბ)–(ვ) ტექნიკიდან ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ემისიების შეგროვება

ა) ყალიბების და/ან კოპების დამზადებისას წარმოქმნილი ემისიების გაყვანა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს

იხ. პუნქტი 1.4.3.

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს დიდი ზომის სხმულების მწარმოებელ თუჯისა და ფოლადის სამსხმელო საამქროებში ყალიბების დამზადების შემთხვევაში.

აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა

ბ) სახელოიანი ფილტრი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

გ) სველი სკრუბერი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

დ) ადსორბცია

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

ე) თერმული დაჟანგვა

იხ. პუნქტი 1.4.3.

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ტექნოლოგიურ აირჰაერმტვერნარევში შესაბამისი ნაერთ(ებ)ის დაბალი კონცენტრაციის გამო ენერგიის მოთხოვნა ზედმეტად მაღალია. არსებულ საწარმოებში რეკუპერაციული და რეგენერაციული თერმული დაჟანგვის გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს კონსტრუქციული და/ან საექსპლუატაციო შეზღუდვების გამო.

ვ) კატალიზური დაჟანგვა

იხ. პუნქტი 1.4.3.

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს აირჰაერმტვერნარევში კატალიზატორის მომწამვლელი ნივთიერებების არსებობისას ან როდესაც ტექნოლოგიურ აირჰაერმტვერნარევში შესაბამისი ნაერთ(ებ)ის დაბალი კონცენტრაციის გამო ენერგიის მოთხოვნა ზედმეტად მაღალია.

ცხრილი 1.8

დაკარგული ყალიბების გამოყენებით ყალიბებისა და კოპების დამზადებიდან მტვრის, ამინების, ბენზოლის, ფორმალდეჰიდის, ფენოლისა და TVOC-ის ორგანიზებული ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები)

ნივთიერება/პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

მტვერი

მგ/ნმ³

1–5

ამინები

მგ/ნმ³

< 0,5–2,5¹

ბენზოლი

მგ/ნმ³

< 1–2²

ფორმალდეჰიდი

მგ/ნმ³

< 1–2³

ფენოლი

მგ/ნმ³

< 1–2⁴

TVOC

მგ C/ნმ³

15–50⁵

¹ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ ცივად გამყარების (cold-box) პროცესში, როდესაც გამოიყენება ამინები.

² BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოიყენება არომატული შემკვრელები/ქიმიური რეაგენტები.

³ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი ნივთიერება, BAT 2-ში მითითებული შემავალი და გამომავალი ნაკადების ინვენტარიზაციის საფუძველზე, აირჰაერმტვერნარევის ნაკადებში რელევანტურად არის იდენტიფიცირებული.

⁴ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოიყენება ფენოლზე დაფუძნებული შემკვრელი სისტემები.

⁵ კოპების დამზადების შემთხვევაში BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება იყოს უფრო მაღალი და მიაღწიოს 100 მგ C/ნმ³-ს, თუ დაკმაყოფილებულია ქვემოთ მოცემული ორივე პირობა — (ა) და (ბ):

ა) კოპების დამზადებისას გამოიყენება ორგანული შემკვრელი სისტემები, რომლებიც წარმოქმნის CMR 1A, CMR 1B ან CMR 2 კატეგორიებად კლასიფიცირებული ნივთიერებების დაბალ ემისიებს ან საერთოდ არ წარმოქმნის მათ ემისიებს (იხ. BAT 25-ის (დ), (ე) და/ან (ვ) ტექნიკა);

ბ) დაკმაყოფილებულია ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე პირობა:

— თერმული ან კატალიზური დაჟანგვა არ გამოიყენება;

— სპირტის ბაზაზე დამზადებული საფარების წყლის ბაზაზე დამზადებული საფარებით ჩანაცვლება არ გამოიყენება.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 12-ში.

1.2.1.9. დაკარგული ყალიბების, მათ შორის, სრული ყალიბით ჩამოსხმის, გამომყენებელ სამსხმელო საამქროებში ჩამოსხმის, გაგრილებისა და ყალიბიდან სხმულის ამოღების პროცესებიდან ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 27. დაკარგული ყალიბების, მათ შორის, სრული ყალიბით ჩამოსხმის, გამომყენებელ სამსხმელო საამქროებში ჩამოსხმის, გაგრილებისა და ყალიბიდან სხმულის ამოღების პროცესებიდან ემისიების ატმოსფერულ ჰაერში შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს:

— ემისიების შეგროვებას (ა) ტექნიკის გამოყენებით;

— აირჰაერმტვერნარევის გაწმენდას ქვემოთ მოცემული (ბ)–(თ) ტექნიკიდან ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ემისიების შეგროვება

ა) ჩამოსხმის, გაგრილებისა და ყალიბიდან სხმულის ამოღების პროცესებში წარმოქმნილი ემისიების გაყვანა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს

ჩამოსხმის (განსაკუთრებით, ჩასხმისას წარმოქმნილი ემისიები), გაგრილებისა და ყალიბიდან სხმულის ამოღების პროცესებში წარმოქმნილი ემისიები სათანადოდ მოიპოვება.

ჩამოსხმისა და გაგრილების პროცესებისთვის აღნიშნული მოიცავს:

— ჩასხმის პროცესის შეზღუდვას ფიქსირებულ უბანზე ან პოზიციაზე, ვენტილატორებისა და გამწოვი ქოლგების გამოყენებით ემისიების შეგროვების ხელშეწყობის მიზნით (მაგ., სერიული ჩასხმისას);

— ჩასხმისა და გაგრილების ხაზების შემოზღუდვას.

ყალიბიდან სხმულის ამოღების პროცესისთვის აღნიშნული მოიცავს:

— ვენტილაციის პანელების გამოყენებას, რომლებიც განთავსებულია ვიბრაციული ცხაურის ორივე მხარეს და უკანა ნაწილში;

— ზედა ღიობებით ან მოსახსნელი საფარებით აღჭურვილი დახურული მოდულების გამოყენებას (მაგ., ე. წ. ჯიხური – doghouse);

— ქვიშის შემგროვებელ ბუნკერში, ვიბრაციული ცხაურის ქვემოთ, გამწოვი წერტილის მოწყობას.

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს დიდი ზომის სხმულების მწარმოებელ თუჯისა და ფოლადის სამსხმელო საამქროებში.

აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა

ბ) ციკლონი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

გ) სახელოიანი ფილტრი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

დ) სველი სკრუბერი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

ე) ადსორბცია

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

ვ) ბიოფილტრი

აირჰაერმტვერნარევის ნაკადი გაივლის ორგანული მასალის (როგორიცაა ტორფი, მანანა, კომპოსტი, ფესვები, ხის ქერქი, რბილი მერქანი და მათი სხვადასხვა კომბინაცია) ან ინერტული მასალის (როგორიცაა თიხა, აქტივირებული ნახშირი და პოლიურეთანი) ფენას, სადაც ბუნებრივად არსებული მიკროორგანიზმების მოქმედებით იგი ბიოლოგიურად იჟანგება ნახშირორჟანგად, წყლად, არაორგანულ მარილებად და ბიომასად. ბიოფილტრი მგრძნობიარეა მტვრის, მაღალი ტემპერატურისა და აირჰაერმტვერნარევის შემადგენლობის მნიშვნელოვანი ცვალებადობის მიმართ. შეიძლება საჭირო გახდეს საკვები ნივთიერებების დამატებითი მიწოდება.

გამოიყენება მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ნაერთების გასაწმენდად.

ზ) თერმული დაჟანგვა

იხ. პუნქტი 1.4.3.

არსებულ საწარმოებში რეკუპერაციული და რეგენერაციული თერმული დაჟანგვის გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს კონსტრუქციული და/ან საექსპლუატაციო შეზღუდვების გამო. გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ტექნოლოგიურ აირჰაერმტვერნარევში შესაბამისი ნაერთ(ებ)ის დაბალი კონცენტრაციის გამო ენერგიის მოთხოვნა ზედმეტად მაღალია.

თ) კატალიზური დაჟანგვა

იხ. პუნქტი 1.4.3.

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს აირჰაერმტვერნარევში კატალიზატორის მომწამვლელი ნივთიერებების არსებობისას ან როდესაც ტექნოლოგიურ აირჰაერმტვერნარევში შესაბამისი ნაერთ(ებ)ის დაბალი კონცენტრაციის გამო ენერგიის მოთხოვნა ზედმეტად მაღალია.

ცხრილი 1.9

დაკარგული ყალიბების, მათ შორის, სრული ყალიბით ჩამოსხმის, გამოყენებით სამსხმელო საამქროებში ჩამოსხმის, გაგრილებისა და ყალიბიდან სხმულის ამოღების პროცესებიდან მტვრის, ბენზოლის, ფორმალდეჰიდის, ფენოლისა და TVOC-ის ორგანიზებული ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები)

ნივთიერება/პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

მტვერი

მგ/ნმ³

1–5

ბენზოლი

მგ/ნმ³

< 1–2¹

ფორმალდეჰიდი

მგ/ნმ³

< 1–2²

ფენოლი

მგ/ნმ³

< 1–2³

TVOC

მგ C/ნმ³

15–50⁴

¹ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოიყენება არომატული შემკვრელები/ქიმიური რეაგენტები ან გამოიყენება სრული ყალიბის პროცესი.

² BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი ნივთიერება, BAT 2-ში მითითებული შემავალი და გამომავალი ნაკადების ინვენტარიზაციის საფუძველზე, აირჰაერმტვერნარევის ნაკადებში რელევანტურად არის იდენტიფიცირებული.

³ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ფენოლზე დაფუძნებული შემკვრელი სისტემები გამოიყენება ყალიბების და/ან კოპების დამზადებისას.

⁴ BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება იყოს უფრო მაღალი და მიაღწიოს 100 მგ C/ნმ³-ს, როდესაც კოპების დამზადებისას გამოიყენება ორგანული შემკვრელი სისტემები, რომლებიც წარმოქმნის CMR 1A, CMR 1B ან CMR 2 კატეგორიებად კლასიფიცირებული ნივთიერებების დაბალ ემისიებს ან საერთოდ არ წარმოქმნის მათ ემისიებს (იხ. BAT 25-ის (დ), (ე) და/ან (ვ) ტექნიკა).

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 12-ში.

1.2.1.10. დაკარგული ყალიბით ჩამოსხმიდან ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 28. დაკარგული ყალიბით ჩამოსხმიდან მტვრისა და TVOC-ის ემისიების ატმოსფერულ ჰაერში შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ემისიების შეგროვებას (ა) ტექნიკის გამოყენებით და აირჰაერმტვერნარევის გაწმენდას ქვემოთ მოცემული (ბ)–(დ) ტექნიკების შესაბამისი კომბინაციის გამოყენებით.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ემისიების შეგროვება

ა) დაკარგული ყალიბით ჩამოსხმისას წარმოქმნილი ემისიების გაყვანა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს

დაკარგული ყალიბით ჩამოსხმის პროცესებში, ჩასხმისა და ყალიბიდან სხმულის ამოღების დროს გაფართოებული პოლიმერის პიროლიზის შედეგად წარმოქმნილი ემისიები მოიპოვება, მაგალითად, გამწოვი კარადის ან ქოლგის გამოყენებით.

ზოგადად გამოყენებადია.

აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა

ბ) სახელოიანი ფილტრი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

გ) სველი სკრუბერი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

დ) თერმული დაჟანგვა

იხ. პუნქტი 1.4.3.

არსებულ საწარმოებში რეკუპერაციული და რეგენერაციული თერმული დაჟანგვის გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს კონსტრუქციული და/ან საექსპლუატაციო შეზღუდვების გამო. გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ტექნოლოგიურ აირჰაერმტვერნარევში შესაბამისი ნაერთ(ებ)ის დაბალი კონცენტრაციის გამო ენერგიის მოთხოვნა ზედმეტად მაღალია.

ცხრილი 1.10

დაკარგული ყალიბით ჩამოსხმიდან მტვრისა და TVOC-ის ორგანიზებული ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები)

პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

მტვერი

მგ/ნმ³

1–5

TVOC

მგ C/ნმ³

15–50¹

¹ BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება იყოს უფრო მაღალი და მიაღწიოს 100 მგ C/ნმ³-ს, თუ აირჰაერმტვერნარევის გამწმენდი სისტემის მიერ TVOC-ის შემცირების ეფექტურობა > 95 %.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 12-ში.

1.2.1.11. მუდმივი ყალიბების გამომყენებელ სამსხმელო საამქროებში ჩამოსხმის პროცესიდან ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 29. მუდმივი ყალიბების გამომყენებელ სამსხმელო საამქროებში ჩამოსხმის პროცესიდან ემისიების ატმოსფერულ ჰაერში პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს:

— ემისიების წარმოქმნის პრევენციას ქვემოთ მოცემული (ა)–(ე) ტექნიკიდან ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით;

— ემისიების შეგროვებას (ვ) ტექნიკის გამოყენებით;

— აირჰაერმტვერნარევის გაწმენდას ქვემოთ მოცემული (ზ)–(კ) ტექნიკიდან ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ემისიების პრევენცია

ა) გრავიტაციული და დაბალი წნევით ყალიბში ჩამოსხმის ზოგადი ტექნიკა

მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

— შესაბამისი საპოხი მასალის შერჩევა სხმულის ზედაპირის დეფექტების თავიდან ასაცილებლად;

— საპოხი მასალის მომზადებისა და დატანის ოპტიმიზაცია მისი ჭარბი გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

ზოგადად გამოყენებადია.

ბ) მაღალი წნევით ყალიბში ჩამოსხმის ზოგადი ტექნიკა

მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

— ყალიბისა და პლუნჟერების სათანადო შეზეთვა, მაგალითად, სილიკონის ზეთების, ეთერული ზეთების ან სინთეზური ცვილების წყლის ბაზაზე დამზადებული ემულსიების გამოყენებით;

— გამყოფი აგენტისა და წყლის მოხმარების მინიმუმამდე შემცირება გაფრქვევის პროცესის ოპტიმიზაციის გზით, მაგალითად, გამყოფი აგენტების დასატანად მიკროშეფრქვევის გამოყენებით (იხ. აგრეთვე BAT 17-ის (ბ) ტექნიკა).

—

გ) ცენტრიდანული და უწყვეტი ჩამოსხმის ტექნოლოგიური პარამეტრების ოპტიმიზაცია

ცენტრიდანული ჩამოსხმისას ისეთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პარამეტრები, როგორიცაა ყალიბის ბრუნვა, ჩასხმის ტემპერატურა და ყალიბის წინასწარი გახურების ტემპერატურა, ოპტიმიზებულია (მაგ., ნაკადის მოდელირების გამოყენებით) დეფექტების რაოდენობისა და ემისიების მინიმუმამდე შემცირების მიზნით. უწყვეტი ჩამოსხმისას ჩამოსხმის სიჩქარე, ჩამოსხმის ტემპერატურა და გაგრილების სიჩქარე ოპტიმიზებულია ემისიებისა და გაგრილებისთვის მოხმარებული წყლის რაოდენობის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, პროდუქტის მოთხოვნილი სპეციფიკაციების უზრუნველყოფით.

—

დ) გამყოფი აგენტისა და წყლის განცალკევებული გაფრქვევა მაღალი წნევით ყალიბში ჩამოსხმისას

იხ. პუნქტი 1.4.2.

—

ე) უწყლო გამყოფი აგენტების გამოყენება მაღალი წნევით ყალიბში ჩამოსხმისას

უწყლო გამყოფი აგენტები (მაგ., ფხვნილის სახით) ყალიბზე დაიტანება ელექტროსტატიკური დალექვის გამოყენებით.

—

ემისიების შეგროვება

ვ) ჩამოსხმის პროცესში წარმოქმნილი ემისიების გაყვანა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს

ჩამოსხმის პროცესში, მათ შორის, მაღალი წნევით/დაბალი წნევით/გრავიტაციული ყალიბში ჩამოსხმის, ცენტრიდანული და უწყვეტი ჩამოსხმისას წარმოქმნილი ემისიები მოიპოვება გამწოვი კარადის ან გამწოვი ქოლგების გამოყენებით.

ზოგადად გამოყენებადია.

აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა

ზ) სახელოიანი ფილტრი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

თ) სველი სკრუბერი

იხ. პუნქტი 1.4.3.

—

ი) ელექტროსტატიკური ფილტრი (პრეციპიტატორი)

იხ. პუნქტი 1.4.3.

—

კ) თერმული დაჟანგვა

იხ. პუნქტი 1.4.3.

არსებულ საწარმოებში რეკუპერაციული და რეგენერაციული თერმული დაჟანგვის გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს კონსტრუქციული და/ან საექსპლუატაციო შეზღუდვების გამო. გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ტექნოლოგიურ აირჰაერმტვერნარევში შესაბამისი ნაერთ(ებ)ის დაბალი კონცენტრაციის გამო ენერგიის მოთხოვნა ზედმეტად მაღალია.

ცხრილი 1.11

მუდმივი ყალიბების გამომყენებელ სამსხმელო საამქროებში ჩამოსხმის პროცესიდან მტვრის, TVOC-ისა და ტყვიის ორგანიზებული ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები)

ნივთიერება/პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

მტვერი

მგ/ნმ³

1–5

Pb

მგ/ნმ³

0,05–0,1¹

TVOC

მგ C/ნმ³

2–30² ³

¹ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ ტყვიის სამსხმელო საამქროებისთვის.

² BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც TVOC, BAT 2-ში მითითებული შემავალი და გამომავალი ნაკადების ინვენტარიზაციის საფუძველზე, აირჰაერმტვერნარევის ნაკადებში რელევანტურად არის იდენტიფიცირებული.

³ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოიყენება ქიმიურად შეკავშირებული ქვიშით დამზადებული კოპები.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 12-ში.

1.2.1.12. საბოლოო დამუშავებიდან ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 30. საბოლოო დამუშავებიდან მტვრის ემისიების ატმოსფერულ ჰაერში შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ემისიების შეგროვებას (ა) ტექნიკის გამოყენებით და აირჰაერმტვერნარევის გაწმენდას ქვემოთ მოცემული (ბ)–(დ) ტექნიკიდან ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

აღწერა

ემისიების შეგროვება

ა) საბოლოო დამუშავებისას წარმოქმნილი ემისიების გაყვანა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს

საბოლოო დამუშავების ოპერაციებისას, როგორიცაა ხიწვების მოცილება, აბრაზიული ჭრა, სხმულის გაწმენდა, ვიბრაციული/სრიალით ხეხვა, საფანტჭავლური დამუშავება, შედუღება, სატეხით დამუშავება და ნემსოვანი ინსტრუმენტებით დამუშავება, წარმოქმნილი ემისიები სათანადოდ მოიპოვება, მაგალითად, შემდეგი საშუალებების გამოყენებით:

— საბოლოო დამუშავების პროცესის უბნის შემოზღუდვა;

— სახურავის ვენტილაცია ან გუმბათისებრი სახურავები;

— სტაციონარული ან რეგულირებადი გამწოვი ქოლგები;

— გამწოვი სახელოები.

აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა

ბ) ციკლონი

იხ. პუნქტი 1.4.3.

გ) სახელოიანი ფილტრი

იხ. პუნქტი 1.4.3.

დ) სველი სკრუბერი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ცხრილი 1.12

საბოლოო დამუშავებიდან მტვრის ორგანიზებული ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL)

პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

მტვერი

მგ/ნმ³

1–5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 12-ში.

1.2.1.13. სამსხმელო ქვიშის ხელახალი გამოყენებიდან ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 31. სამსხმელო ქვიშის ხელახალი გამოყენებიდან ემისიების ატმოსფერულ ჰაერში შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს:

— ქვიშის თერმული რეგენერაციის შემთხვევაში, ან წიაღისეული საწვავისგან თავისუფალი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის გამოყენებას, ან ქვემოთ მოცემული ორივე — (ა) და (ბ) ტექნიკის გამოყენებას;

— ემისიების შეგროვებას (გ) ტექნიკის გამოყენებით;

— აირჰაერმტვერნარევის გაწმენდას ქვემოთ მოცემული (დ)–(ზ) ტექნიკიდან ერთი ან მათი შესაბამისი კომბინაციის გამოყენებით.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ემისიების წარმოქმნის შემცირების ტექნიკა

ა) NOₓ-ის წარმოქმნის დაბალი პოტენციალის მქონე საწვავის ან საწვავების კომბინაციის გამოყენება

NOₓ-ის წარმოქმნის დაბალი პოტენციალის მქონე საწვავებს მიეკუთვნება ბუნებრივი აირი და თხევადი აირი.

გამოიყენება სხვადასხვა სახის საწვავის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში, რაზეც შეიძლება გავლენას ახდენდეს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა.

ბ) გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე საწვავის ან საწვავების კომბინაციის გამოყენება

გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე საწვავებს მიეკუთვნება ბუნებრივი აირი და თხევადი აირი.

გამოიყენება სხვადასხვა სახის საწვავის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში, რაზეც შეიძლება გავლენას ახდენდეს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა.

ემისიების შეგროვება

გ) სამსხმელო ქვიშის ხელახალი გამოყენებისას წარმოქმნილი ემისიების გაყვანა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს

ქვიშის რეგენერაციისას წარმოქმნილი ემისიები მოიპოვება, მაგალითად, გამწოვი კარადის ან ქოლგის გამოყენებით. აღნიშნული მოიცავს ქვიშის თერმული რეგენერაციისთვის გამოყენებული ფსევდოგათხევადებული ფენის ღუმელებიდან, მბრუნავი ღუმელებიდან ან ქვედიანი/კერიანი ღუმელებიდან და სხვ. წარმოქმნილი ნამწვი აირების გაყვანას.

ზოგადად გამოყენებადია.

აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა

დ) ციკლონი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

ე) სახელოიანი ფილტრი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ვ) სველი სკრუბერი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზ) თერმული დაჟანგვა

იხ. პუნქტი 1.4.3.

არსებულ საწარმოებში რეკუპერაციული და რეგენერაციული თერმული დაჟანგვის გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს კონსტრუქციული და/ან საექსპლუატაციო შეზღუდვების გამო. გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ტექნოლოგიურ აირჰაერმტვერნარევში შესაბამისი ნაერთ(ებ)ის დაბალი კონცენტრაციის გამო ენერგიის მოთხოვნა ზედმეტად მაღალია.

ცხრილი 1.13

სამსხმელო ქვიშის ხელახალი გამოყენებიდან მტვრისა და TVOC-ის ორგანიზებული ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები)

ნივთიერება/პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

მტვერი

მგ/ნმ³

1–5

TVOC

მგ C/ნმ³

5–20¹

¹ BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება იყოს უფრო მაღალი და მიაღწიოს 50 მგ C/ნმ³-ს, თუ სამსხმელო ქვიშის ხელახალი გამოყენებისას საკოპე ქვიშის წილი მაღალია.

ცხრილი 1.14

სამსხმელო ქვიშის ხელახალი გამოყენებიდან NOₓ-ისა და SO₂-ის ორგანიზებული ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები)

ნივთიერება/პარამეტრი

პროცესი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

NOₓ

ცივად გამყარების (cold-box) პროცესიდან წარმოქმნილი ქვიშის თერმული რეგენერაცია

მგ/ნმ³

50–140

SO₂

ქვიშის თერმული რეგენერაცია, რომლის დროსაც გამოყენებული იყო სულფონმჟავას კატალიზატორები

მგ/ნმ³

10–100

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 12-ში.

1.2.1.14. სუნი

BAT 32. სუნის ემისიების პრევენციის ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (იხ. BAT 1) ფარგლებში სუნის მართვის გეგმის შემუშავებას, განხორციელებასა და რეგულარულ გადახედვას, რომელიც მოიცავს ქვემოთ მოცემულ ყველა ელემენტს:

— შესაბამისი ღონისძიებებისა და მათი განხორციელების ვადების შემცველ პროტოკოლს;

— BAT 33-ში განსაზღვრული სუნის მონიტორინგის ჩატარების პროტოკოლს. პროტოკოლს შეიძლება დაემატოს სუნის ზემოქმედების გაზომვა/შეფასება ან სუნის ზეგავლენის შეფასება;

— სუნთან დაკავშირებულ გამოვლენილ ინციდენტებზე რეაგირების პროტოკოლს, მაგ., საჩივრების მართვას და/ან მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას;

— სუნის პრევენციისა და შემცირების პროგრამას, რომელიც შემუშავებულია სუნის წყარო(ები)ს იდენტიფიცირების, სუნის ზემოქმედების გაზომვის/შეფასების, ცალკეული წყაროების წვლილის დახასიათებისა და პრევენციის და/ან შემცირების ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

გამოყენებადობა

გამოყენებადობა შემოიფარგლება იმ შემთხვევებით, როდესაც მოსალოდნელია და/ან დადასტურებულია სუნით გამოწვეული დისკომფორტი მგრძნობიარე რეცეპტორებთან.

BAT 33. BAT წარმოადგენს სუნის პერიოდული მონიტორინგის განხორციელებას.

აღწერა

სუნის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

— EN სტანდარტები (მაგ., სუნის კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით დინამიკური ოლფაქტომეტრია EN 13725-ის შესაბამისად და/ან სუნის ზემოქმედების განსაზღვრა EN 16841-1-ის ან EN 16841-2-ის შესაბამისად);

— ალტერნატიული მეთოდები (მაგ., სუნის ზეგავლენის შეფასება), რომელთათვისაც EN სტანდარტები არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ISO, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფს ეკვივალენტური სამეცნიერო ხარისხის მონაცემების მიღებას.

მონიტორინგის სიხშირე განისაზღვრება სუნის მართვის გეგმაში (იხ. BAT 32).

გამოყენებადობა

გამოყენებადობა შემოიფარგლება იმ შემთხვევებით, როდესაც მოსალოდნელია და/ან დადასტურებულია სუნით გამოწვეული დისკომფორტი მგრძნობიარე რეცეპტორებთან.

BAT 34. სუნის ემისიების პრევენციის ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) სპირტის ბაზაზე დამზადებული ან არომატული გამხსნელების შემცველი ქიმიური რეაგენტების ჩანაცვლება

მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

— წყლის ბაზაზე დამზადებული საფარების გამოყენება (იხ. BAT 25-ის (მ) ტექნიკა);

— ალტერნატიული გამხსნელების გამოყენება ცივად გამყარების (cold-box) პროცესით კოპების დამზადებისას (იხ. BAT 25-ის (თ) ტექნიკა).

წყლის ბაზაზე დამზადებული საფარების გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს ნედლეულის სახეობის ან პროდუქტის სპეციფიკაციების გამო (მაგ., დიდი ზომის ყალიბები/კოპები, თხევადი მინით შეკავშირებული ქვიშა, მაგნიუმის სხმულები, MgO-ს საფარით მანგანუმიანი ფოლადის წარმოება).

ბ) ცივად გამყარების (cold-box) პროცესით კოპების დამზადებისას წარმოქმნილი ამინების ემისიების შეგროვება და გაწმენდა

ცივად გამყარების (cold-box) პროცესით დამზადებული კოპების აირით გამყარებისას წარმოქმნილი, ამინების შემცველი აირჰაერმტვერნარევი მოიპოვება და იწმინდება, მაგალითად, სველი სკრუბერის, ბიოფილტრის, თერმული ან კატალიზური დაჟანგვის გამოყენებით (იხ. BAT 26).

ზოგადად გამოყენებადია.

გ) ქიმიურად შეკავშირებული ქვიშის მომზადების, ჩასხმის, გაგრილებისა და ყალიბიდან სხმულის ამოღების პროცესებიდან VOC-ის ემისიების შეგროვება და გაწმენდა

ქიმიურად შეკავშირებული ქვიშის მომზადების, ჩასხმის, გაგრილებისა და ყალიბიდან სხმულის ამოღებისას წარმოქმნილი, VOC-ის შემცველი აირჰაერმტვერნარევი მოიპოვება და იწმინდება, მაგალითად, სველი სკრუბერის, ბიოფილტრის, თერმული ან კატალიზური დაჟანგვის გამოყენებით (იხ. BAT 26).

1.2.1.15. წყლის მოხმარება და ჩამდინარე წყლების წარმოქმნა

BAT 35. წყლის მოხმარების ოპტიმიზაციის, წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების მოცულობის შემცირებისა და წყლის რეციკლირების შესაძლებლობის გაუმჯობესების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე — (ა) და (ბ) ტექნიკისა და (გ)–(ზ) ტექნიკების შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) წყლის მართვის გეგმა და აუდიტები

წყლის მართვის გეგმა და აუდიტები წარმოადგენს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (იხ. BAT 1) ნაწილს და მოიცავს:

— საწარმოს წყლის ნაკადების სქემებსა და წყლის მასურ ბალანსებს, როგორც BAT 2-ში მითითებული შემავალი და გამომავალი ნაკადების ინვენტარიზაციის ნაწილს;

— წყლის გამოყენების ეფექტიანობის მიზნების განსაზღვრას;

— წყლის მოხმარების ოპტიმიზაციის ტექნიკების განხორციელებას (მაგ., წყლის გამოყენების კონტროლი, ხელახალი გამოყენება/რეციკლირება, გაჟონვების გამოვლენა და შეკეთება). აუდიტები ტარდება სულ მცირე წელიწადში ერთხელ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წყლის მართვის გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევა და აუდიტის რეკომენდაციების შესრულების შემდგომი კონტროლი და განხორციელება.

წყლის მართვის გეგმისა და აუდიტების დეტალიზაციის დონე, როგორც წესი, დაკავშირებულია საწარმოს პროფილთან, მასშტაბსა და სირთულესთან.

ბ) წყლის ნაკადების განცალკევება

იხ. პუნქტი 1.4.4.

არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს წყლის შემკრები სისტემის განლაგების გამო.

გ) წყლის ხელახალი გამოყენება და/ან რეციკლირება

წყლის ნაკადები (მაგ., ტექნოლოგიური წყალი, სველი სკრუბერიდან მიღებული ჩამდინარე წყლები, გამაგრილებელი წყალი) ხელახლა გამოიყენება და/ან რეციკლირდება დახურულ ან ნახევრად დახურულ ციკლებში, საჭიროების შემთხვევაში გაწმენდის შემდეგ (იხ. BAT 36).

წყლის ხელახალი გამოყენების და/ან რეციკლირების ხარისხი შეზღუდულია საწარმოს წყლის ბალანსით, მინარევების შემცველობით და/ან წყლის ნაკადების მახასიათებლებით.

დ) ტექნოლოგიური და სასაწყობე უბნებიდან ჩამდინარე წყლების წარმოქმნის პრევენცია

იხ. BAT 4-ის (ბ) ტექნიკა.

ზოგადად გამოყენებადია.

ე) მტვრის მშრალი მოცილების სისტემების გამოყენება

მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა სახელოიანი ფილტრები და მშრალი ელექტროსტატიკური ფილტრები (პრეციპიტატორები) (იხ. პუნქტი 1.4.3).

ზოგადად გამოყენებადია.

ვ) გამყოფი აგენტისა და წყლის განცალკევებული გაფრქვევა მაღალი წნევით ყალიბში ჩამოსხმისას

იხ. პუნქტი 1.4.2.

ზოგადად გამოყენებადია.

ზ) ნარჩენი სითბოს გამოყენება ჩამდინარე წყლების ასაორთქლებლად

როდესაც ნარჩენი სითბო უწყვეტად არის ხელმისაწვდომი, მისი გამოყენება შესაძლებელია ჩამდინარე წყლების ასაორთქლებლად.

გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს ჩამდინარე წყლებში არსებული იმ დამაბინძურებლების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გამო, რომლებიც შეიძლება ატმოსფერულ ჰაერში გამოიყოს.

ცხრილი 1.15

წყლის კუთრი მოხმარებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონეები (BAT-AEPL-ები)

სამსხმელო საამქროს ტიპი

ერთეული

BAT-AEPL (საშუალო წლიური)

თუჯის სამსხმელო საამქროები

მ³/ტ თხევადი ლითონი

0,5–4

ფოლადის სამსხმელო საამქროები

მ³/ტ თხევადი ლითონი

0,5–4

ფერადი ლითონების სამსხმელო საამქროები (ყველა ტიპი, HPDC-ის გარდა)

მ³/ტ თხევადი ლითონი

0,5–4

ფერადი ლითონების HPDC სამსხმელო საამქროები

მ³/ტ თხევადი ლითონი

0,5–7

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 6-ში.

1.2.1.16. ემისიები წყალში

BAT 36. წყალში ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ჩამდინარე წყლების გაწმენდას ქვემოთ მოცემული ტექნიკების შესაბამისი კომბინაციის გამოყენებით.

ტექნიკა 1

ძირითადი სამიზნე დამაბინძურებლები

წინასწარი, პირველადი და ზოგადი გაწმენდა, მაგალითად:

ა) გათანაბრება/ჰომოგენიზაცია

ყველა დამაბინძურებელი

ბ) ნეიტრალიზაცია

მჟავები, ტუტეები

გ) ფიზიკური განცალკევება, მაგალითად, ცხაურების, საცრების, ქვიშის დამჭერების, ცხიმდამჭერების, ჰიდროციკლონების, ნავთობდამჭერების ან პირველადი სალექარი ავზების გამოყენებით

მსხვილი მყარი ნაწილაკები, შეწონილი მყარი ნივთიერებები, ზეთი/ცხიმი

ფიზიკურ-ქიმიური გაწმენდა, მაგალითად:

დ) ადსორბცია

ადსორბირებადი გახსნილი, არაბიოდეგრადირებადი ან დამთრგუნველი დამაბინძურებლები, მაგ., ნახშირწყალბადები, ვერცხლისწყალი, AOX

ე) ქიმიური დალექვა

დალექვადი გახსნილი, არაბიოდეგრადირებადი ან დამთრგუნველი დამაბინძურებლები, მაგ., ლითონები, ფტორიდები

ვ) აორთქლება

ხსნადი დამაბინძურებლები, მაგ., მარილები

ბიოლოგიური გაწმენდა, მაგალითად:

ზ) აქტიური ლამის პროცესი

ბიოდეგრადირებადი ორგანული ნაერთები

თ) მემბრანული ბიორეაქტორი

ბიოდეგრადირებადი ორგანული ნაერთები

მყარი ნივთიერებების მოცილება, მაგალითად:

ი) კოაგულაცია და ფლოკულაცია

შეწონილი მყარი ნივთიერებები და ნაწილაკებთან შეკავშირებული ლითონები

კ) დალექვა

შეწონილი მყარი ნივთიერებები და ნაწილაკებთან შეკავშირებული ლითონები ან არაბიოდეგრადირებადი ან დამთრგუნველი დამაბინძურებლები

ლ) ფილტრაცია, მაგ., ქვიშით ფილტრაცია, მიკროფილტრაცია, ულტრაფილტრაცია, უკუოსმოსი

შეწონილი მყარი ნივთიერებები და ნაწილაკებთან შეკავშირებული ლითონები

მ) ფლოტაცია

შეწონილი მყარი ნივთიერებები და ნაწილაკებთან შეკავშირებული ლითონები

¹ ტექნიკის აღწერა მოცემულია პუნქტში 1.4.4.

ცხრილი 1.16

პირდაპირი ჩაშვებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები)

ნივთიერება/პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL¹

ჩამდინარე წყლების ნაკად(ებ)ის წარმოშობა

ადსორბირებადი ორგანულად შეკავშირებული ჰალოგენები (AOX)²

მგ/ლ

0,1–1

ბოვის ნამწვი აირების სველი სკრუბერით გაწმენდა

ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება (COD)³

მგ/ლ

25–120

ყალიბში წნევით ჩამოსხმა; აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა (მაგ., სველი სკრუბერით); საბოლოო დამუშავება; თერმული დამუშავება; დაბინძურებული ზედაპირული ჩამონადენი წყალი; პირდაპირი გაგრილება; ქვიშის სველი რეგენერაცია და ბოვის წიდის გრანულაცია

საერთო ორგანული ნახშირბადი (TOC)³

მგ/ლ

8–40

იგივე

საერთო შეწონილი მყარი ნივთიერებები (TSS)

მგ/ლ

5–25

იგივე

ნახშირწყალბადური ნავთობის ინდექსი (HOI)²

მგ/ლ

0,1–5

იგივე

ლითონები

სპილენძი (Cu)²

მგ/ლ

0,1–0,4

იგივე

ქრომი (Cr)²

მგ/ლ

0,1–0,2

იგივე

ტყვია (Pb)²

მგ/ლ

0,1–0,3

იგივე

ნიკელი (Ni)²

მგ/ლ

0,1–0,5

იგივე

თუთია (Zn)²

მგ/ლ

0,5–2

იგივე

ფენოლის ინდექსი

მგ/ლ

0,05–0,5⁴

იგივე

საერთო აზოტი (TN)²

მგ/ლ

1–20

იგივე

¹ გასაშუალოების პერიოდები განსაზღვრულია ზოგად დებულებებში.

² BAT-AEL-ები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი ნივთიერება/პარამეტრი, BAT 2-ში მითითებული შემავალი და გამომავალი ნაკადების ინვენტარიზაციის საფუძველზე, ჩამდინარე წყლების ნაკადში რელევანტურად არის იდენტიფიცირებული.

³ გამოიყენება ან COD-ის BAT-AEL, ან TOC-ის BAT-AEL. უპირატესობა ენიჭება TOC-ის BAT-AEL-ს, რადგან TOC-ის მონიტორინგი არ საჭიროებს ძლიერ ტოქსიკური ნაერთების გამოყენებას.

⁴ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოიყენება ფენოლზე დაფუძნებული შემკვრელი სისტემები.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 13-ში.

ცხრილი 1.17

არაპირდაპირი ჩაშვებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები)

ნივთიერება/პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL¹ ²

ჩამდინარე წყლების ნაკად(ებ)ის წარმოშობა

ადსორბირებადი ორგანულად შეკავშირებული ჰალოგენები (AOX)³

მგ/ლ

0,1–1

ბოვის ნამწვი აირების სველი სკრუბერით გაწმენდა

ნახშირწყალბადური ნავთობის ინდექსი (HOI)⁴

მგ/ლ

0,1–5

ყალიბში წნევით ჩამოსხმა; აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა (მაგ., სველი სკრუბერით); საბოლოო დამუშავება; თერმული დამუშავება; დაბინძურებული ზედაპირული ჩამონადენი წყალი; პირდაპირი გაგრილება; ქვიშის სველი რეგენერაცია და ბოვის წიდის გრანულაცია

ლითონები

სპილენძი (Cu)⁴

მგ/ლ

0,1–0,4

იგივე

ქრომი (Cr)⁴

მგ/ლ

0,1–0,2

იგივე

ტყვია (Pb)⁴

მგ/ლ

0,1–0,3

იგივე

ნიკელი (Ni)⁴

მგ/ლ

0,1–0,5

იგივე

თუთია (Zn)⁴

მგ/ლ

0,5–2

იგივე

ფენოლის ინდექსი

მგ/ლ

0,05–0,5

იგივე

¹ გასაშუალოების პერიოდები განსაზღვრულია ზოგად დებულებებში.

² BAT-AEL-ები შეიძლება არ გამოიყენებოდეს, თუ ქვედა დინებაში არსებული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა სათანადოდ არის დაპროექტებული და აღჭურვილი შესაბამისი დამაბინძურებლების შემცირების უზრუნველსაყოფად, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს გარემოს დაბინძურების უფრო მაღალ დონეს.

³ BAT-AEL-ები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი ნივთიერება/პარამეტრი, BAT 2-ში მითითებული შემავალი და გამომავალი ნაკადების ინვენტარიზაციის საფუძველზე, ჩამდინარე წყლების ნაკადში რელევანტურად არის იდენტიფიცირებული.

⁴ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოიყენება ფენოლზე დაფუძნებული შემკვრელი სისტემები.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 13-ში.

1.2.2. თუჯის სამსხმელო საამქროებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები

ამ პუნქტში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები გამოიყენება 1.1 და 1.2.1 პუნქტებში მოცემულ ზოგად BAT დასკვნებთან ერთად.

1.2.2.1. ენერგოეფექტურობა

BAT 37. ლითონის დნობისას ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) CBC ღუმელებში შახტის სიმაღლის გაზრდა

იხ. პუნქტი 1.4.1.

გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისთვის და საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში. არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს შენობისა და სხვა კონსტრუქციული შეზღუდვების გამო.

ბ) წვის ჰაერის ჟანგბადით გამდიდრება

იხ. პუნქტი 1.4.1.

ზოგადად გამოყენებადია.

გ) HBC ღუმელებში შებერვის შეწყვეტის პერიოდების მინიმუმამდე შემცირება

იხ. პუნქტი 1.4.1.

ზოგადად გამოყენებადია.

დ) ხანგრძლივად მომუშავე ბოვი

იხ. პუნქტი 1.4.1.

ზოგადად გამოყენებადია.

ე) აირჰაერმტვერნარევის კმაწვა

იხ. პუნქტი 1.4.1.

ზოგადად გამოყენებადია.

ენერგიის კუთრი მოხმარებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონეები (BAT-AEPL-ები) მოცემულია BAT 14-ში.

1.2.2.2. თერმული პროცესებიდან ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

1.2.2.2.1. ლითონის დნობიდან ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 38. ლითონის დნობიდან ემისიების ატმოსფერულ ჰაერში პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს:

— ბოვების შემთხვევაში, ქვემოთ მოცემული პროცესში ინტეგრირებული (ა)–(ე) ტექნიკების შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას;

— ემისიების შეგროვებას (ვ) ტექნიკის გამოყენებით;

— გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის გაწმენდას ქვემოთ მოცემული (ზ)–(მ) ტექნიკიდან ერთი ან მათი შესაბამისი კომბინაციის გამოყენებით.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ბოვებისთვის პროცესში ინტეგრირებული ტექნიკა

ა) კოქსის ხარისხის კონტროლი

კოქსის შეძენა ხდება მნიშვნელოვანი ხარისხობრივი მახასიათებლების (მაგ., ფიქსირებული ნახშირბადი, ნაცარი, აქროლადი ნივთიერებები, გოგირდისა და ტენის შემცველობა, ნაწილაკების საშუალო დიამეტრი) საფუძველზე, რომლებიც გამოყენებამდე სისტემატურად კონტროლდება.

ზოგადად გამოყენებადია.

ბ)წიდის მჟავიანობის/ფუძიანობის რეგულირება

იხ. პუნქტი 1.4.3.

—

გ) CBC ღუმელებში შახტის სიმაღლის გაზრდა

იხ. პუნქტი 1.4.1.

გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისთვის და საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში. არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს შენობისა და სხვა კონსტრუქციული შეზღუდვების გამო.

დ) წვის ჰაერის ჟანგბადით გამდიდრება

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

ე) ხანგრძლივად მომუშავე ბოვი

იხ. პუნქტი 1.4.1.

ზოგადად გამოყენებადია.

ემისიების შეგროვება

ვ) აირჰაერმტვერნარევის გაყვანა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს

ბოვებში აირჰაერმტვერნარევი მოიპოვება:

— ჩასატვირთი ღიობიდან გამომავალი აირის აღების წერტილის ზემოთ, ბოვის მილის ბოლოში, აირსატარებისა და მის შემდეგ განთავსებული ვენტილატორის გამოყენებით;

— ან ჩასატვირთი ღიობიდან გამომავალი აირის აღების წერტილის ქვემოთ, რგოლური გამწოვის გამოყენებით.

გაყვანის შემდეგ, აირჰაერმტვერნარევი გრილდება, მაგალითად:

— გრძელი აირსატარების გამოყენებით, ბუნებრივი კონვექციის გზით ტემპერატურის შესამცირებლად;

— ჰაერი/აირი ან ზეთი/აირი თბომცვლელებით;

— წყლით სწრაფი გაგრილებით.

ინდუქციური ღუმელებიდან აირჰაერმტვერნარევის გაყვანა ხორციელდება, მაგალითად:

— ქოლგებით (მაგ., ზედა ან გვერდითი ქოლგებით);

— კიდურა გამწოვით;

— საფარიდან გამწოვით.

მბრუნავი ღუმელებიდან აირჰაერმტვერნარევის გაყვანა ხორციელდება, მაგალითად, ქოლგის გამოყენებით.

EAF-ებიდან აირჰაერმტვერნარევის გაყვანა ხორციელდება, მაგალითად:

— სახურავზე დამონტაჟებული გამწოვი ქოლგით;

— ზედა ან გვერდითი ქოლგებით;

— ღუმელისა და ჩამოსხმის უბნის გარშემო მოწყობილი ნაწილობრივი გამწოვი ქოლგებით (მობილური ან სტაციონარული);

— ღუმელისა და ჩამოსხმის უბნის გარშემო სათავსის სრული გამწოვი ქოლგებით, რომელიც ჩატვირთვის/ჩამოსხმის ოპერაციებისთვის აღჭურვილია მოძრავი სახურავით.

ზოგადად გამოყენებადია.

აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა

ზ) აირჰაერმტვერნარევის კმაწვა

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

თ) ციკლონი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

ი) ადსორბცია

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

კ) მშრალი სკრუბერი

მშრალი ფხვნილი ან ტუტე რეაგენტის (მაგ., კირი ან ნატრიუმის ბიკარბონატი) სუსპენზია/ხსნარი შეიყვანება და ნაწილდება აირჰაერმტვერნარევის ნაკადში. მასალა რეაგირებს მჟავა აირად კომპონენტებთან (მაგ., SO₂), რის შედეგადაც წარმოიქმნება მყარი ნივთიერება, რომელიც მოცილდება ფილტრაციით (მაგ., სახელოიანი ფილტრით).

ზოგადად გამოყენებადია.

ლ) სახელოიანი ფილტრი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

მ) სველი სკრუბერი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ზოგადად გამოყენებადია.

ცხრილი 1.18

ლითონის დნობიდან მტვრის, HCl-ის, HF-ის, NOₓ-ის, PCDD/F-ის, SO₂-ის, TVOC-ისა და ტყვიის ორგანიზებული ემისიებისთვის ატმოსფერულ ჰაერში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები) და CO-ის ორგანიზებული ემისიებისთვის ატმოსფერულ ჰაერში საორიენტაციო ემისიის დონე

ნივთიერება/პარამეტრი

ერთეული

ღუმელის ტიპი

BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

საორიენტაციო ემისიის დონე (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

მტვერი

მგ/ნმ³

ინდუქციური, მბრუნავი, EAF

1–5

საორიენტაციო ემისიის დონე არ არის განსაზღვრული

CBC, HBC

1–7¹

HCl

მგ/ნმ³

CBC, HBC

10–30²

HF

მგ/ნმ³

CBC, HBC, მბრუნავი ღუმელები

1–3²

CO

მგ/ნმ³

მბრუნავი ღუმელები

BAT-AEL არ არის განსაზღვრული

10–30

CBC, HBC

BAT-AEL არ არის განსაზღვრული

20–220

NOₓ

მგ/ნმ³

HBC

20–160

საორიენტაციო ემისიის დონე არ არის განსაზღვრული

CBC

20–70

მბრუნავი ღუმელები

20–100

PCDD/F

ნგ WHO-TEQ/ნმ³

CBC, HBC, მბრუნავი ღუმელები

<0,01–0,08

ინდუქციური

<0,01–0,08³

SO₂

მგ/ნმ³

HBC

30–100

მბრუნავი ღუმელები

10–50

CBC

50–150

TVOC

მგ C/ნმ³

ყველა ტიპის ღუმელი

5–30

Pb

მგ/ნმ³

CBC, HBC

0,02–0,1³

¹ სველი სკრუბერის გამომყენებელი არსებული HBC საწარმოების შემთხვევაში, BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება იყოს უფრო მაღალი და ბოვის მომდევნო მნიშვნელოვან მოდერნიზაციამდე მიაღწიოს 12 მგ/ნმ³-ს.

² BAT-AEL-ის დიაპაზონის ქვედა ზღვრის მიღწევა შესაძლებელია მშრალი კირის ინჟექტირების გამოყენებით.

³ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი ნივთიერება/პარამეტრი, BAT 2-ში მითითებული შემავალი და გამომავალი ნაკადების ინვენტარიზაციის საფუძველზე, აირჰაერმტვერნარევის ნაკადში რელევანტურად არის იდენტიფიცირებული.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 12-ში.

1.2.2.2.2. თუჯის განმტკიცებიდან ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 39. თუჯის განმტკიცებიდან მტვრის ემისიების ატმოსფერულ ჰაერში პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული (ა) ტექნიკის ან ორივე – (ბ) და (გ) ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) განმტკიცება მაგნიუმის ოქსიდის ემისიების გარეშე

ყალიბშიდა პროცესის გამოყენება, რომლის დროსაც მაგნიუმის შენადნობი ტაბლეტის სახით უშუალოდ ყალიბის ღრუში ემატება, ხოლო განმტკიცების რეაქცია ჩამოსხმის დროს მიმდინარეობს.

ბ) აირჰაერმტვერნარევის გაყვანა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს

როდესაც გამოყენებული განმტკიცების ტექნიკის შედეგად (მაგ., sandwich, ductilator) წარმოიქმნება მაგნიუმის ოქსიდის ემისიები, აირჰაერმტვერნარევის გაყვანა ხორციელდება ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს, სტაციონარული ან მოძრავი გამწოვი ქოლგის გამოყენებით.

გ) სახელოიანი ფილტრი

იხ. პუნქტი 1.4.3. შეგროვებული მაგნიუმის ოქსიდი შეიძლება ხელახლა იქნეს გამოყენებული პიგმენტების ან ცეცხლგამძლე მასალების წარმოებისთვის.

ცხრილი 1.19

თუჯის განმტკიცებიდან მტვრის ორგანიზებული ემისიებისთვის ატმოსფერულ ჰაერში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები)

პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL¹ (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

მტვერი

მგ/ნმ³

1–5

¹ BAT-AEL არ გამოიყენება (ა) ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 12-ში.

1.2.3. ფოლადის სამსხმელო საამქროებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები

ამ პუნქტში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები გამოიყენება 1.1 და 1.2.1 პუნქტებში მოცემულ ზოგად BAT დასკვნებთან ერთად.

1.2.3.1. თერმული პროცესებიდან ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

1.2.3.1.1. ლითონის დნობიდან ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 40. ლითონის დნობიდან ემისიების ატმოსფერულ ჰაერში პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ემისიების შეგროვება

ა) აირჰაერმტვერნარევის გაყვანა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს

ინდუქციური ღუმელებიდან აირჰაერმტვერნარევის გაყვანა ხორციელდება, მაგალითად:

— ქოლგებით (მაგ., ზედა ან გვერდითი ქოლგებით);

— კიდურა გამწოვით;

— თავსახურიდან გამწოვით.

EAF-ებიდან აირჰაერმტვერნარევის გაყვანა ხორციელდება, მაგალითად:

— ღუმელისა და ჩამოსხმის უბნის გარშემო მოწყობილი ნაწილობრივი ქოლგით (მობილური ან სტაციონარული);

— ღუმელისა და ჩამოსხმის უბნის გარშემო სათავსის ქოლგით სრულად შემოზღუდვით, რომელიც ჩატვირთვის/ჩამოსხმის ოპერაციებისთვის აღჭურვილია მოძრავი სახურავით;

— გამწოვებით (მაგ., სახურავზე დამონტაჟებული, ზედა ან გვერდითი ქოლგებით);

— ღუმელის სახურავში არსებული მეოთხე ღიობიდან პირდაპირი გაყვანით.

აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა

ბ) სახელოიანი ფილტრი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ცხრილი 1.20

მტვრისა და PCDD/F-ის ორგანიზებული ემისიებისთვის ატმოსფერულ ჰაერში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები)

პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

მტვერი

მგ/ნმ³

1–5

PCDD/F

ნგ WHO-TEQ/ნმ³

<0,01–0,08¹

¹ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც PCDD/F, BAT 2-ში მითითებული შემავალი და გამომავალი ნაკადების ინვენტარიზაციის საფუძველზე, აირჰაერმტვერნარევის ნაკადში რელევანტურად არის იდენტიფიცირებული.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 12-ში.

1.2.3.1.2. ფოლადის რაფინირებიდან ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 41. ფოლადის რაფინირებიდან ემისიების ატმოსფერულ ჰაერში შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ემისიების შეგროვება

ა) აირჰაერმტვერნარევის გაყვანა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს

ფოლადის რაფინირებისას (მაგ., არგონ-ჟანგბადური გაუნახშირბადოების (AOD) ან ვაკუუმურ-ჟანგბადური გაუნახშირბადოების (VOD) კონვერტერებიდან) წარმოქმნილი აირჰაერმტვერნარევის გაყვანა ხორციელდება, მაგალითად, პირდაპირი გამწოვი ქოლგის ან ამაჩქარებელ სვეტთან კომბინირებული სახურავის ქოლგის გამოყენებით. გაყვანილი აირჰაერმტვერნარევი იწმინდება (ბ) ტექნიკის გამოყენებით.

აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა

ბ) სახელოიანი ფილტრი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ცხრილი 1.21

ფოლადის რაფინირებიდან მტვრის ორგანიზებული ემისიებისთვის ატმოსფერულ ჰაერში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL)

პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

მტვერი

მგ/ნმ³

1–5

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 12-ში.

1.2.4. ფერადი ლითონების სამსხმელო საამქროებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები

ამ პუნქტში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები გამოიყენება 1.1 და 1.2.1 პუნქტებში მოცემულ ზოგად BAT დასკვნებთან ერთად.

1.2.4.1. ენერგოეფექტურობა

BAT 42. ლითონის დნობისას ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) გამდნარი ლითონის ცირკულაცია ამრეკლ ღუმელებში

ამრეკლ ღუმელზე მონტაჟდება ტუმბო, რომელიც უზრუნველყოფს გამდნარი ლითონის იძულებით ცირკულაციას და გამდნარი ლითონის აბაზანაში (ზემოდან ქვემოთ) ტემპერატურული გრადიენტის მინიმუმამდე შემცირებას.

ბ) ტიგელის ღუმელებში გამოსხივებით ენერგიის დანაკარგების მინიმუმამდე შემცირება

გამოსხივებით ენერგიის დანაკარგების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ტიგელის ღუმელები იფარება თავსახურით და/ან აღიჭურვება სპეციალური პანელების ამონაგით.

ენერგიის კუთრი მოხმარებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონეები (BAT-AEPL-ები) მოცემულია BAT 14-ში.

1.2.4.2. თერმული პროცესებიდან ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

1.2.4.2.1. ლითონის დნობიდან ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 43. ლითონის დნობიდან ემისიების ატმოსფერულ ჰაერში შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ემისიების შეგროვებას (ა) ტექნიკის გამოყენებით და აირჰაერმტვერნარევის გაწმენდას ქვემოთ მოცემული (ბ)–(ე) ტექნიკიდან ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.

ტექნიკა

აღწერა

ემისიების შეგროვება

ა) აირჰაერმტვერნარევის გაყვანა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს

შახტური, ტიგელის, წინაღობის, ამრეკლი (ქვედიანი/კერიანი ტიპის) და რადიაციული სახურავის მქონე ღუმელებიდან აირჰაერმტვერნარევის გაყვანა ხორციელდება გამწოვი ქოლგების (მაგ., ზედა ქოლგების) გამოყენებით. გამწოვი მოწყობილობა მონტაჟდება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ემისიების შეგროვება ჩამოსხმის დროს.

ინდუქციური ღუმელებიდან აირჰაერმტვერნარევის გაყვანა ხორციელდება, მაგალითად: — ქოლგებით (მაგ., ზედა ან გვერდითი ქოლგებით); — კიდურა გამწოვით; — თავსახურიდან გამწოვით. მბრუნავი ღუმელებიდან აირჰაერმტვერნარევის გაყვანა ხორციელდება, მაგალითად, ქოლგის გამოყენებით.

აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა

ბ) ციკლონი

იხ. პუნქტი 1.4.3.

გ) მშრალი სკრუბერი

იხ. პუნქტი 1.4.3.

დ) სახელოიანი ფილტრი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ე) სველი სკრუბერი

იხ. პუნქტი 1.4.3.

ცხრილი 1.22

ლითონის დნობიდან მტვრის, HCl-ის, HF-ის, NOₓ-ის, PCDD/F-ის, SO₂-ისა და Pb-ის ორგანიზებული ემისიებისთვის ატმოსფერულ ჰაერში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL-ები) და CO-ის ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული ემისიებისთვის საორიენტაციო ემისიის დონე

ნივთიერება/პარამეტრი

ერთეული

BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

საორიენტაციო ემისიის დონე (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

მტვერი

მგ/ნმ³

1–5

საორიენტაციო ემისიის დონე არ არის განსაზღვრული

HCl

მგ/ნმ³

1–3¹ 6

HF

მგ/ნმ³

<1¹

CO

მგ/ნმ³

BAT-AEL არ არის განსაზღვრული

5–30² ³

NOₓ

მგ/ნმ³

20–50⁴ ⁵

საორიენტაციო ემისიის დონე არ არის განსაზღვრული

PCDD/F

ნგ WHO-TEQ/ნმ³

<0,01–0,08⁶

SO₂

მგ/ნმ³

<10⁴ ⁷

Pb

მგ/ნმ³

<0,02–0,1⁸

¹ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ ალუმინის სამსხმელო საამქროებისთვის.

² საორიენტაციო ემისიის დონის ზედა ზღვარი შეიძლება იყოს უფრო მაღალი და შახტური ღუმელების შემთხვევაში მიაღწიოს 70 მგ/ნმ³-ს.

³ საორიენტაციო ემისიის დონე არ გამოიყენება მხოლოდ ელექტროენერგიაზე მომუშავე ღუმელების (მაგ., წინაღობის ღუმელების) შემთხვევაში.

⁴ BAT-AEL არ გამოიყენება მხოლოდ ელექტროენერგიაზე მომუშავე ღუმელების (მაგ., წინაღობის ღუმელების) შემთხვევაში.

⁵ BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება იყოს უფრო მაღალი და შახტური ღუმელების შემთხვევაში მიაღწიოს 100 მგ/ნმ³-ს.

⁶ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი ნივთიერება/პარამეტრი, BAT 2-ში მითითებული შემავალი და გამომავალი ნაკადების ინვენტარიზაციის საფუძველზე, აირჰაერმტვერნარევის ნაკადში რელევანტურად არის იდენტიფიცირებული.

⁷ BAT-AEL არ გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივი აირის გამოყენების შემთხვევაში.

⁸ BAT-AEL გამოიყენება მხოლოდ ტყვიის სამსხმელო საამქროებისთვის ან ფერადი ლითონების სხვა სამსხმელო საამქროებისთვის, სადაც ტყვია გამოიყენება როგორც მალეგირებელი ელემენტი.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 12-ში.

1.2.4.3. გამდნარი ლითონის დამუშავებიდან და დაცვიდან ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 44. გამდნარი ალუმინის დამუშავებისთვის (დეგაზაცია/გაწმენდა) ქლორის აირის გამოყენება არ წარმოადგენს BAT-ს.

BAT 45. მაგნიუმის დნობისას გამდნარი ლითონის დაცვის პროცესიდან გლობალური დათბობის მაღალი პოტენციალის მქონე ნივთიერებების ემისიების პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს გლობალური დათბობის დაბალი პოტენციალის მქონე ჟანგვის მაკონტროლებელი აგენტების გამოყენებას.

აღწერა

გლობალური დათბობის დაბალი პოტენციალის მქონე შესაბამის ჟანგვის მაკონტროლებელ აგენტებს (დამცავ აირებს) მიეკუთვნება:

— SO₂;

— N₂-ის, CO₂-ის და/ან SO₂-ის აირთა ნარევები;

— არგონისა და SO₂-ის აირთა ნარევები.

SO₂-ის გამოყენების შედეგად წარმოიქმნება MgSO₄-ის, MgS-ისა და MgO-ისგან შემდგარი დამცავი ფენა.


1.3. სამჭედლოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები

ამ პუნქტში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები გამოიყენება 1.1 პუნქტში მოცემულ ზოგად BAT დასკვნებთან ერთად.

1.3.1. ენერგოეფექტურობა

BAT 46. გახურების/ხელახალი გახურებისა და თერმული დამუშავებისას ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა) ღუმელის კონსტრუქციის ოპტიმიზაცია

მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

— ღუმელის ძირითადი მახასიათებლების ოპტიმიზაცია (მაგ., სანთურების რაოდენობა და ტიპი, ჰერმეტულობა, ღუმელის თბოიზოლაცია შესაბამისი ცეცხლგამძლე მასალების გამოყენებით);

— ღუმელის კარის ღიობებიდან სითბოს დანაკარგების მინიმუმამდე შემცირება, მაგ., უწყვეტი ხელახალი გახურების ღუმელებში ერთი ასაწევი სეგმენტის ნაცვლად რამდენიმე ასაწევი სეგმენტის გამოყენებით;

— ღუმელის შიგნით ნედლეულის საყრდენი კონსტრუქციების (მაგ., კოჭები, სრიალა საყრდენები) რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება და შესაბამისი თბოიზოლაციის გამოყენება უწყვეტი ხელახალი გახურების ღუმელებში საყრდენი კონსტრუქციების წყლით გაგრილებით გამოწვეული სითბოს დანაკარგების შესამცირებლად.

გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისთვის და საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში.

ბ) ღუმელის ავტომატიზაცია და კონტროლი

იხ. პუნქტი 1.4.1.

ზოგადად გამოყენებადია.

გ) ნედლეულის გახურების/ხელახალი გახურების ოპტიმიზაცია

მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

— ნედლეულის გახურების/ხელახალი გახურების სამიზნე ტემპერატურების სტაბილურად მიღწევის უზრუნველყოფა;

— უმოქმედობის პერიოდებში მოწყობილობების გამორთვა;

— ღუმელის ექსპლუატაციის ოპტიმიზაცია, მაგ., ღუმელის სიმძლავრის გამოყენების ოპტიმიზაცია, ჰაერი/საწვავის თანაფარდობის კორექტირება, თბოიზოლაციის გაუმჯობესება.

ზოგადად გამოყენებადია.

დ) წვის ჰაერის წინასწარი გახურება

იხ. პუნქტი 1.4.1.

არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს რეგენერაციული სანთურების დასამონტაჟებლად საჭირო სივრცის არარსებობის გამო.

ცხრილი 1.23

საწარმოს დონეზე ენერგიის კუთრი მოხმარების საორიენტაციო დონე

სექტორი

ერთეული

საორიენტაციო დონე (საშუალო წლიური)

სამჭედლოები

კვტ·სთ/ტ ნედლეული

1 700–6 500

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 6-ში.

1.3.2. მასალების გამოყენების ეფექტიანობა

BAT 47. მასალების გამოყენების ეფექტიანობის გაზრდისა და განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა)პროცესის ოპტიმიზაცია

მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

— პროცესების კომპიუტერიზებული მართვა, მაგ. გახურების/ხელახალი გახურების ციკლების, ჭედვის თანმიმდევრობის მართვა;

— ნედლეულის ზომის შესაბამისად სათანადო უროს შერჩევა;

— ნაშთების რაოდენობისა და ტექნოლოგიური ოპერაციების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირების მიზნით ნედლეულის ზომის რეგულირება უშუალოდ სამჭედლო ხაზზე (სრულად ავტომატიზებული) ან მასალის ჭრის უბანზე ორგანიზაციული ღონისძიებების მეშვეობით (ხელით).

ბ) ნედლეულისა და დამხმარე მასალების მოხმარების ოპტიმიზაცია

მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

— კომპიუტერული დაპროექტების გამოყენება სამჭედლო ინსტრუმენტებისა და სამჭედლო შტამპის გეომეტრიის ოპტიმიზაციისთვის, საცდელი ჭედვის საჭიროების შესამცირებლად;

— ჭედვისთვის შესაბამისი ტიპის გამაგრილებელი/საპოხი მასალის შერჩევა, მაგ., სინთეზური საპოხი დახურულ შტამპში ჭედვისთვის, გრაფიტის წყლის ბაზაზე დამზადებული დისპერსიები;

— დახურულ შტამპში ჭედვისას გამაგრილებელი/საპოხი მასალების შეგროვებისა და რეცირკულაციის სისტემები.

გ) ტექნოლოგიური პროცესის ნაშთების რეციკლირება

ტექნოლოგიური პროცესის ნაშთები (მაგ., ნედლეულის მომზადების, ჭედვისა და საბოლოო დამუშავების პროცესებიდან წარმოქმნილი ლითონის ნაშთები; გამოყენებული საფანტით ჭავლური დამუშავების მასალა) რეციკლირდება და/ან ხელახლა გამოიყენება.

1.3.3. ვიბრაცია

BAT 48. ჭედვის პროცესის შედეგად წარმოქმნილი ვიბრაციის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ვიბრაციის შემამცირებელი და საიზოლაციო ტექნიკების გამოყენებას.

აღწერა

სამჭედლო მოწყობილობებისთვის ვიბრაციის შემამცირებელი და საიზოლაციო ტექნიკა მოიცავს ვიბრაციის ჩამხშობი ელემენტების დამონტაჟებას, მაგ., გრდემლის ქვეშ ფენოვანი ელასტომერული იზოლატორების ან ბლანტი ზამბარიანი იზოლატორების, ხოლო უროს საძირკვლის ქვეშ — ზამბარიანი გარსაცმების დამონტაჟებას.

გამოყენებადობა

გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისთვის და/ან საწარმოს მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში.

1.3.4. ემისიების ატმოსფერულ ჰაერში მონიტორინგი

BAT 49. BAT წარმოადგენს ორგანიზებული ემისიების ატმოსფერულ ჰაერში მონიტორინგს სულ მცირე ქვემოთ მოცემული სიხშირით და EN სტანდარტების შესაბამისად. თუ EN სტანდარტები არ არსებობს, BAT წარმოადგენს ISO-ს, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფს ეკვივალენტური სამეცნიერო ხარისხის მონაცემების მიღებას.

ნივთიერება/პარამეტრი

კონკრეტული პროცესი

სტანდარტ(ებ)ი

მონიტორინგის მინიმალური სიხშირე¹

მონიტორინგი დაკავშირებულია

აზოტის ოქსიდები (NOₓ)

გახურება/ხელახალი გახურება, თერმული დამუშავება

EN 14792

წელიწადში ერთხელ

BAT 50

ნახშირბადის მონოქსიდი (CO)

გახურება/ხელახალი გახურება, თერმული დამუშავება

EN 15058

წელიწადში ერთხელ

BAT 50

¹ რამდენადაც შესაძლებელია, გაზომვები ტარდება ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში მოსალოდნელი ემისიის ყველაზე მაღალი დონის დროს.

1.3.5. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

1.3.5.1. დიფუზური ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 50. დიფუზური ემისიების ატმოსფერულ ჰაერში პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

ა) საექსპლუატაციო და ტექნიკური ღონისძიებები

მოიცავს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა:

— დახურული ტომრების ან კასრების გამოყენება დისპერსიული ან წყალში ხსნადი კომპონენტების შემცველი მასალების, მაგ., დამხმარე მასალების, დამუშავებისთვის;

— ტრანსპორტირების მანძილების მინიმუმამდე შემცირება;

— მასალების ეფექტიანი დამუშავება.

ბ) საფანტჭავლური დამუშავებიდან ემისიების გაყვანა

საფანტჭავლური დამუშავებიდან წარმოქმნილი ემისიების გაყვანა ხორციელდება. გაყვანილი აირჰაერმტვერნარევი იწმინდება ისეთი ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა სახელოიანი ფილტრი.

1.3.5.2. გახურებიდან/ხელახალი გახურებიდან და თერმული დამუშავებიდან ემისიები ატმოსფერულ ჰაერში

BAT 51. გახურებიდან, ხელახალი გახურებიდან და თერმული დამუშავებიდან NOₓ-ის ემისიების ატმოსფერულ ჰაერში პრევენციის ან შემცირების მიზნით, CO-ის ემისიების შეზღუდვის პირობებში, BAT წარმოადგენს წიაღისეული საწვავისგან თავისუფალი ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ან ქვემოთ მოცემული ტექნიკების შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას.

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა)NOₓ-ის წარმოქმნის დაბალი პოტენციალის მქონე საწვავის ან საწვავების კომბინაციის გამოყენება

NOₓ-ის წარმოქმნის დაბალი პოტენციალის მქონე საწვავებს მიეკუთვნება ბუნებრივი აირი და თხევადი აირი.

ზოგადად გამოყენებადია.

ბ) წვის ოპტიმიზაცია

ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ღუმელში ენერგიის გარდაქმნის ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდისკენ და, ამავდროულად, ემისიების (განსაკუთრებით CO-ის) მინიმუმამდე შემცირებისკენ. ეს მიიღწევა ტექნიკების კომბინაციით, მათ შორის ღუმელის სათანადო კონსტრუქციით, ტემპერატურის ოპტიმიზაციით (მაგ., საწვავისა და წვის ჰაერის ეფექტიანი შერევით) და წვის ზონაში დაყოვნების დროის ოპტიმიზაციით, აგრეთვე ღუმელის ავტომატიზაციისა და კონტროლის გამოყენებით.

ზოგადად გამოყენებადია.

გ)ღუმელის ავტომატიზაცია და კონტროლი

იხ. პუნქტი 1.4.1.

ზოგადად გამოყენებადია.

დ) ნამწვი აირის რეცირკულაცია

ნამწვი აირის ნაწილის (გარე) რეცირკულაცია წვის კამერაში სუფთა წვის ჰაერის ნაწილის ჩანაცვლების მიზნით, რაც ერთდროულად ამცირებს ტემპერატურას და ზღუდავს O₂-ის შემცველობას აზოტის დაჟანგვისთვის და, შესაბამისად, ზღუდავს NOₓ-ის წარმოქმნას. ტექნიკა გულისხმობს ღუმელიდან ნამწვი აირის მიწოდებას ალში ჟანგბადის შემცველობის და, შესაბამისად, ალის ტემპერატურის შესამცირებლად.

არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს სივრცის ნაკლებობის გამო.

ე) დაბალი NOₓ-ის წარმომქმნელი სანთურები

იხ. პუნქტი 1.4.3.

არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს კონსტრუქციული და/ან საექსპლუატაციო შეზღუდვების გამო.

ვ) ჰაერის წინასწარი გახურების ტემპერატურის შეზღუდვა

ჰაერის წინასწარი გახურების ტემპერატურის შეზღუდვა იწვევს NOₓ-ის ემისიების კონცენტრაციის შემცირებას. დაცული უნდა იყოს ბალანსი ნამწვი აირიდან სითბოს აღდგენის მაქსიმალურად გაზრდასა და NOₓ-ის ემისიების მინიმუმამდე შემცირებას შორის.

ზოგადად გამოყენებადია.

ზ)ჟანგბად-საწვავიანი წვა

იხ. პუნქტი 1.4.3.

არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს ღუმელის კონსტრუქციითა და აირჰაერმტვერნარევის მინიმალური ნაკადის საჭიროებით.

თ) ალის გარეშე წვა

იხ. პუნქტი 1.4.3.

არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს ღუმელის კონსტრუქციით (ე.ი. ღუმელის მოცულობით, სანთურებისთვის საჭირო სივრცით, სანთურებს შორის მანძილით) და ღუმელის ცეცხლგამძლე ამონაგის შეცვლის საჭიროებით. არ გამოიყენება ღუმელებისთვის, რომლებიც მუშაობს უალო წვისთვის საჭირო თვითაალების ტემპერატურაზე დაბალ ტემპერატურაზე.

ცხრილი 1.24

NOₓ-ის ორგანიზებული ემისიებისთვის ატმოსფერულ ჰაერში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) და CO-ის ორგანიზებული ემისიებისთვის ატმოსფერულ ჰაერში საორიენტაციო ემისიის დონე

პარამეტრი

ერთეული

პროცეს(ებ)ი

BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

საორიენტაციო ემისიის დონე (საშუალო სადღეღამისო ან სინჯის აღების პერიოდის საშუალო)

NOₓ

მგ/ნმ³

გახურება/ხელახალი გახურება/თერმული დამუშავება

100–250¹

საორიენტაციო ემისიის დონე არ არის განსაზღვრული

CO

მგ/ნმ³

გახურება/ხელახალი გახურება/თერმული დამუშავება

BAT-AEL არ არის განსაზღვრული

10–100

¹ რეკუპერაციული/რეგენერაციული სანთურების გამოყენების შემთხვევაში, BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება იყოს უფრო მაღალი და მიაღწიოს 350 მგ/ნმ³-ს.

შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 48-ში.

1.3.6. წყლის მოხმარება და ჩამდინარე წყლების წარმოქმნა

BAT 52. წყლის მოხმარების ოპტიმიზაციისა და წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების მოცულობის შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე — (ა) და (ბ) ტექნიკის გამოყენებას:

ტექნიკა

აღწერა

გამოყენებადობა

ა)წყლის ნაკადების განცალკევება (სეგრეგაცია)

იხ. პუნქტი 1.4.4.

არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს წყლის შეგროვების სისტემის განლაგებით.

ბ)წყლის ხელახალი გამოყენება და/ან რეციკლირება

წყლის ნაკადები (მაგ., ტექნოლოგიური წყალი, გამაგრილებელი წყალი) ხელახლა გამოიყენება და/ან რეციკლირდება დახურულ ან ნახევრად დახურულ კონტურებში, საჭიროების შემთხვევაში — გაწმენდის შემდეგ.

წყლის ხელახალი გამოყენების და/ან რეციკლირების ხარისხი შეზღუდულია საწარმოს წყლის ბალანსით, მინარევების შემცველობით და/ან წყლის ნაკადების მახასიათებლებით.

შენიშვნა:

BAT 52 გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩამდინარე წყლების წარმოქმნა, BAT 2-ში მითითებული შემავალი და გამომავალი ნაკადების ინვენტარიზაციის საფუძველზე, რელევანტურად არის იდენტიფიცირებული.

1.4. ტექნიკის აღწერა

1.4.1. ენერგოეფექტურობის გაზრდის ტექნიკა

ტექნიკა

აღწერა

ღუმელის ავტომატიზაცია და კონტროლი

გახურების პროცესი ოპტიმიზებულია კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, რომელიც აკონტროლებს ისეთ ძირითად პარამეტრებს, როგორიცაა ღუმელისა და ნედლეულის ტემპერატურა, ჰაერი/საწვავის თანაფარდობა და ღუმელში წნევა.

სხმულის გამოსავლიანობის გაზრდა და ჯართის წარმოქმნის შემცირება

მიიღება ზომები ჩამოსხმის პროცესის ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდისა და ჯართის წარმოქმნის შესამცირებლად, მაგალითად:

— დნობისა და ჩამოსხმის ოპერაციების ოპტიმიზაცია, მაგალითად, დნობის დანაკარგების, ჭარბი ჩამოსხმისა და ჯართის წარმოქმნის შემცირების მიზნით;

— ყალიბებისა და კოპების დამზადების ოპტიმიზაცია ყალიბებისა და კოპების დეფექტებით გამოწვეული ჯართის წარმოქმნის შესამცირებლად;

— სამსხმელო არხებისა და მკვებავების სისტემების ოპტიმიზაცია;

— თბოიზოლირებული ეგზოთერმული მკვებავების გამოყენება.

CBC ღუმელებში შახტის სიმაღლის გაზრდა

ცივი შებერვის ბოვებში შახტის სიმაღლის გაზრდა უზრუნველყოფს წვის აირების უფრო ხანგრძლივ კონტაქტს კაზმთან, რის შედეგადაც იზრდება თბოგადაცემა.

ხანგრძლივად მომუშავე ბოვი

ბოვი მოწყობილია ხანგრძლივად მუშაობისთვის, ტექნიკური მომსახურებისა და ტექნოლოგიური პროცესის ცვლილებების მინიმუმამდე შემცირების მიზნით. ამის მიღწევა შესაძლებელია შახტში, ძირსა და კერაში უფრო გამძლე ცეცხლმედეგი ამონაგის გამოყენებით, ღუმელის კედლის წყლით გაგრილებითა და ღუმელის შახტში უფრო ღრმად შეჭრილი წყლით გაგრილებადი საბერვი მილების გამოყენებით.

HBC ღუმელებში შებერვის შეწყვეტის პერიოდების მინიმუმამდე შემცირება

შებერვის შეწყვეტის პერიოდები მინიმუმამდე მცირდება ყალიბებისა და ჩამოსხმის პროცესების გრაფიკების იმგვარად დაგეგმვით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლითონზე შედარებით მუდმივი მოთხოვნა.

ჟანგბად-საწვავიანი წვა

წვის ჰაერი მთლიანად ან ნაწილობრივ ჩანაცვლებულია სუფთა ჟანგბადით. ჟანგბად-საწვავიანი წვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ალის გარეშე წვასთან კომბინაციაში.

წვის ჰაერის ჟანგბადით გამდიდრება

წვის ჰაერის ჟანგბადით გამდიდრება ხორციელდება უშუალოდ შებერვის მიწოდების ადგილას, კოქსის ფენაში ჟანგბადის ინჟექტირებით ან ფურმების მეშვეობით.

აირჰაერმტვერნარევის კმაწვა

იხ. პუნქტი 1.4.3.

წვის ჰაერის წინასწარი გახურება

წვის შედეგად წარმოქმნილი ნამწვი აირიდან აღდგენილი სითბოს ნაწილის ხელახალი გამოყენება წვისთვის განკუთვნილი ჰაერის წინასწარი გახურებისთვის. ამის მიღწევა შესაძლებელია, მაგალითად, რეგენერაციული ან რეკუპერაციული სანთურების გამოყენებით (იხ. ქვემოთ). დაცული უნდა იყოს ბალანსი ნამწვი აირიდან სითბოს აღდგენის მაქსიმალურად გაზრდასა და NOₓ-ის ემისიების მინიმუმამდე შემცირებას შორის.

რეკუპერაციული სანთურა

რეკუპერაციულ სანთურებში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის რეკუპერატორები (მაგ., რადიაციული, კონვექციური, კომპაქტური ან რადიაციული მილების კონსტრუქციის მქონე თბომცვლელები) ნამწვი აირებიდან სითბოს უშუალოდ აღსადგენად, რომელიც შემდგომ გამოიყენება წვის ჰაერის წინასწარი გახურებისთვის.

რეგენერაციული სანთურა

რეგენერაციული სანთურები შედგება ორი სანთურისგან, რომლებიც მონაცვლეობით მუშაობს და შეიცავს ცეცხლგამძლე ან კერამიკული მასალის ფენებს. ერთი სანთურის მუშაობისას ნამწვი აირის სითბოს შთანთქავს მეორე სანთურის ცეცხლგამძლე ან კერამიკული მასალა, ხოლო შემდგომ ეს სითბო გამოიყენება წვის ჰაერის წინასწარი გახურებისთვის.

ენერგოეფექტური ტიპის ღუმელის შერჩევა

ღუმელის შერჩევისას გათვალისწინებულია მისი ენერგოეფექტურობა, მაგ., შეირჩევა ღუმელები, რომლებიც დნობის ზონამდე უზრუნველყოფს შემომავალი კაზმის წინასწარ გახურებასა და გაშრობას.

ღუმელების თბური ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდის ტექნიკა

მიიღება ზომები დნობისა და თერმული დამუშავების ღუმელებში ენერგიის გარდაქმნის ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდისა და, ამავდროულად, ემისიების (განსაკუთრებით მტვრისა და CO-ის) მინიმუმამდე შემცირების მიზნით. ეს მიიღწევა ღუმელის ტიპის შესაბამისად პროცესის ოპტიმიზაციის ღონისძიებების ერთობლიობის გამოყენებით, მათ შორის ტემპერატურის (მაგ., საწვავისა და წვის ჰაერის ეფექტიანი შერევის) და წვის ზონაში დაყოვნების დროის ოპტიმიზაციით, აგრეთვე ღუმელის ავტომატიზაციისა და კონტროლის გამოყენებით (იხ. ზემოთ). კონკრეტული ტიპის ღუმელებისთვის გამოიყენება ქვემოთ მოცემული ღონისძიებები.

ბოვებისთვის:

— ექსპლუატაციის რეჟიმის ოპტიმიზაცია;

— ჭარბი ტემპერატურის თავიდან აცილება;

— თანაბარი ჩატვირთვა;

— ჰაერის დანაკარგების მინიმუმამდე შემცირება;

— ამონაგის სათანადო მოვლა.

ინდუქციური ღუმელებისთვის:

— ნედლეულის სათანადო მახასიათებლების უზრუნველყოფა (მაგ., ჩასატვირთი მასალებისა და ჯართის ოპტიმალური ზომა და სიმკვრივე);

— ღუმელის თავსახურის დახურვა;

— დაყოვნების დროის მინიმუმამდე შემცირება;

— ღუმელში თხევადი ლითონის ნაშთის შენარჩუნება;

— დნობის ციკლის დასაწყისში ნახშირბადშემცველი დანამატების დამატება;

— მაქსიმალური სიმძლავრის მიწოდებით მუშაობა;

— ტემპერატურის კონტროლი გადახურების თავიდან ასაცილებლად;

— დნობის ტემპერატურის ოპტიმიზაციით წიდის ჭარბი დაგროვების პრევენცია;

— ღუმელის ცეცხლგამძლე ამონაგის ცვეთის მინიმუმამდე შემცირება და კონტროლი;

— რამდენიმე ინდუქციური ღუმელის ექსპლუატაციის შემთხვევაში ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაცია პიკური დატვირთვის მართვის გზით.

მბრუნავი ღუმელებისთვის:

— დნობის დასაცავად ანტრაციტისა და სილიციუმის გამოყენება;

— მაქსიმალური თბოგადაცემის მისაღწევად ღუმელის უწყვეტი ან წყვეტილი ბრუნვის სიჩქარის რეგულირება;

— მაქსიმალური თბოგადაცემის მისაღწევად სანთურის სიმძლავრისა და დახრის კუთხის რეგულირება.

EAF-ებისთვის:

— ლითონის დნობის და/ან დამუშავების დროის შემცირება მართვის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, მაგალითად, ჩატვირთული მასალების შემადგენლობისა და მასის, ნადნობის ტემპერატურის კონტროლით, აგრეთვე სინჯის ეფექტიანი აღებისა და წიდის მოცილების მეთოდების გამოყენებით.

შახტური ღუმელებისთვის:

— ღუმელის ზომის შერჩევა თხევად ლითონზე უწყვეტი მოთხოვნის შესაბამისად, უწყვეტი დნობის პროცესის უზრუნველსაყოფად;

— სითბოს ოპტიმალური აღდგენის უზრუნველსაყოფად შახტის ჩასატვირთი მასალით შევსებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;

— შახტის კონსტრუქციის მორგება განსაზღვრულ ჩასატვირთ მასალაზე, შახტში ჩასატვირთი მასალის ოპტიმალური განაწილების უზრუნველსაყოფად;

— ღუმელის რეგულარული გაწმენდა;

— თითოეული აირის სანთურისთვის საწვავი/ჰაერის თანაფარდობის დამოუკიდებელი კონტროლი;

— სანთურების თითოეული რიგისთვის CO-ის ან წყალბადის უწყვეტი მონიტორინგი;

— დნობის ზონის ზემოთ ჟანგბადის დამატება შახტის ზედა ნაწილში კმაწვის უზრუნველსაყოფად;

— ნამწვი აირებიდან აღდგენილი ნარჩენი სითბოს გამოყენებით კაზმის წინასწარი გახურება.

ამრეკლი ღუმელებისთვის:

— მშრალი კერის ან გვერდითი აბაზანის მქონე ამრეკლი ღუმელების შემთხვევაში კაზმის წინასწარი გახურება;

— ტემპერატურის ავტომატური კონტროლის მქონე სანთურების გამოყენება.

ტიგელის ღუმელებისთვის:

— ჩატვირთვამდე ტიგელის წინასწარი გახურება;

— მაღალი თბოგამტარობისა და თერმული დარტყმისადმი მდგრადობის მქონე ტიგელების (მაგ., გრაფიტის) გამოყენება;

— დაცლისთანავე ტიგელის კედლების გაწმენდა წიდის ან ნამწვის/ხენჯის მოსაცილებლად.

სუფთა ჯართის გამოყენება

სუფთა ჯართის დნობა თავიდან აცილებს არალითონური ნაერთების წიდაში მოხვედრის და/ან ღუმელის ან ციცხვის ცეცხლგამძლე ამონაგის დაზიანების რისკს.

1.4.2. მასალების გამოყენების ეფექტიანობის გაზრდის ტექნიკა

ტექნიკა

აღწერა

წიდის მჟავიანობის/ფუძიანობის რეგულირება

შესაბამისი ფლუსის (მაგ., კირქვის — მჟავე, ხოლო კალციუმის ფტორიდის — ფუძიანი ბოვის პროცესებისთვის) გამოყენება წიდის საკმარისი დენადობის უზრუნველსაყოფად, რათა შესაძლებელი იყოს მისი თუჯისგან განცალკევება.

სხმულის გამოსავლიანობის გაზრდა და ჯართის წარმოქმნის შემცირება

იხ. პუნქტი 1.4.1.

წიდის/ნამწვის/ხენჯის/ფილტრის მტვრის/ნამუშევარი ცეცხლგამძლე ამონაგის მექანიკური წინასწარი დამუშავება რეციკლირების ხელშეწყობის მიზნით

წარმოქმნილი წიდა/ნამწვი/ხენჯი/ფილტრის მტვერი/ნამუშევარი ცეცხლგამძლე ამონაგი წინასწარ მუშავდება საწარმოს ტერიტორიაზე ისეთი ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა დამსხვრევა, განცალკევება, გრანულაცია და მაგნიტური სეპარაცია.

შემკვრელისა და ფისის მოხმარების ოპტიმიზაცია

შემკვრელისა და ფისის მოხმარების ოპტიმიზაციის ღონისძიებები მოიცავს:

— შემკვრელ სისტემასთან შესაბამისი ხარისხის ქვიშის გამოყენებას;

— ქვიშის შენახვის სათანადო მართვასა და ქვიშის შემოწმებას (სისუფთავე, მარცვლის ზომა, ფორმა, ტენიანობა);

— ტემპერატურის კონტროლს;

— შემრევის ტექნიკურ მომსახურებასა და გაწმენდას;

— ყალიბის ხარისხის შემოწმებას (ყალიბის დეფექტების პრევენციისა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოსწორების მიზნით);

— შემკვრელის დამატების პროცესის ოპტიმიზაციას;

— შემრევის მუშაობის ოპტიმიზაციას.

გამყოფი აგენტისა და წყლის განცალკევებული შესხურება მაღალი წნევით ჩამოსხმისას ყალიბში

წყალი და გამყოფი აგენტები ყალიბზე ცალ-ცალკე დაიტანება შემსხურებელ თავაკზე დამონტაჟებული საქშენების დამატებითი რიგის გამოყენებით. თავდაპირველად იფრქვევა წყალი, რაც გამყოფი აგენტის დატანამდე ყალიბის მნიშვნელოვან გაგრილებას იწვევს და შედეგად ამცირებს ემისიებსა და გამყოფი აგენტებისა და წყლის მოხმარებას.

ცივად გამყარების პროცესებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება

პრაქტიკა, გამოყენებული შემკვრელი სისტემის შესაბამისად, მოიცავს შემდეგს:

— ტემპერატურის კონტროლი: ქვიშის ტემპერატურა შენარჩუნებულია შეძლებისდაგვარად მუდმივ და საკმარისად დაბალ დონეზე, აორთქლებით გამოწვეული ემისიების თავიდან ასაცილებლად. ფენოლური და ფურან-მჟავური კატალიზური, პოლიურეთანისა და ეთერსილიკატური სისტემებისთვის ოპტიმალური ტემპერატურული დიაპაზონია 15°C – 25°C. რეზოლ-ეთერული სისტემებისთვის ოპტიმალური ტემპერატურული დიაპაზონია 15°C – 35°C;

— ფურან-მჟავური კატალიზური სისტემებისთვის:

  • ფისში თავისუფალი (მონომერული) ფურფურილის სპირტის შემცველობა მინიმუმამდე მცირდება (მაგ. 40 წონ.%-ზე ნაკლებამდე); და

  • მჟავა კატალიზატორში გოგირდის შემცველობა მცირდება სულფომჟავის ნაწილის ძლიერი, გოგირდის არშემცველი ორგანული მჟავით ჩანაცვლებით.

აირით გამყარების პროცესებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება

პრაქტიკა, გამოყენებული გამყარების პროცესის შესაბამისად, მოიცავს შემდეგს:

ფენოლურ-ურეთანული ფისებისთვის (Cold-box პროცესი):

— ამინების მოხმარება მინიმუმამდე მცირდება კოპში დიფუზიის პროცესის ოპტიმიზაციით, როგორც წესი, აირის ნაკადის ოპტიმიზაციისთვის კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით;

— ქვიშის ტემპერატურა შენარჩუნებულია შეძლებისდაგვარად მუდმივად, 20°C-დან 25°C-მდე, აირით დამუშავების დროისა და ამინების მოხმარების მინიმუმამდე შესამცირებლად;

— ქვიშის ტენიანობა შენარჩუნებულია 0,1 %-ზე დაბალ დონეზე, ხოლო აირით დამუშავებისა და გაქრევის ჰაერი შრება;

— საკოპე ყუთები სათანადოდ ჰერმეტიზებულია ამინის კატალიზატორის აირის გაყვანის უზრუნველსაყოფად, ხოლო კოპები საფუძვლიანად ქარვდება, მათი შენახვისას ამინების გამოყოფის თავიდან ასაცილებლად.

რეზოლ-ეთერული ფისებისთვის:

— ქვიშის ტემპერატურა შენარჩუნებულია შეძლებისდაგვარად მუდმივად, 15°C-დან 30°C-მდე;

— ტუტე ფენოლური ფისის გამყარება ხორციელდება მეთილფორმიატის გამოყენებით, რომელიც აირად გარდაიქმნება, როგორც წესი, 80°C-მდე გახურებული ჰაერის მეშვეობით;

— საკოპე ყუთები და აირის მიწოდების თავები სათანადოდ ჰერმეტიზებულია, ხოლო საკოპე ყუთის ვენტილაცია იმგვარად არის დაპროექტებული, რომ შეიქმნას მცირე უკუწნევა და გამყარების ორთქლი რეაქციის მიმდინარეობისთვის საკმარისი დროით შენარჩუნდეს.

CO₂-ით გამყარებადი ფისებისთვის (მაგ., ტუტე ფენოლური, სილიკატური):

— ფისების გასამყარებლად საჭირო CO₂-ის ზუსტი მოცულობა მიეწოდება ნაკადის რეგულატორისა და ტაიმერის გამოყენებით, ოპტიმალური სიმტკიცისა და შენახვის დროის მისაღწევად;

— სილიკატური ფისებისთვის გამოიყენება თხევადი დაშლის აგენტები (მაგ., ხსნადი ნახშირწყლები) აირით დამუშავების სიჩქარის გასაზრდელად.

SO₂-ით გამყარებადი ფისებისთვის (მაგ., ფენოლური, ეპოქსიდური/აკრილური):

— აირით დამუშავების შემდეგ ხორციელდება გაქარვება იმავე ინერტული აირით (მაგ., აზოტით), რომელიც გამყარებისთვის გამოიყენებოდა, ან ჰაერით, ქვიშიდან რეაქციაში შეუსვლელი ჭარბი გოგირდის დიოქსიდის მოსაცილებლად;

— საკოპე ყუთები სათანადოდ ჰერმეტიზებულია, ხოლო კოპები საფუძვლიანად ქარვდება მათი შენახვისას აირების გამოყოფის თავიდან ასაცილებლად.

სუფთა ჯართის გამოყენება

იხ. პუნქტი 1.4.1.

1.4.3. ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემცირების ტექნიკა

ტექნიკა

აღწერა

წიდის მჟავიანობის/ფუძიანობის რეგულირება

იხ. პუნქტი 1.4.2.

ადსორბცია

ტექნოლოგიური აირჰაერმტვერნარევის ან აირჰაერმტვერნარევის ნაკადიდან მავნე ნივთიერებების მოცილება მყარ ზედაპირზე მათი შეკავების გზით (როგორც ადსორბენტი, ჩვეულებრივ, გამოიყენება აქტივირებული ნახშირი). ადსორბცია შეიძლება იყოს რეგენერაციული ან არარეგენერაციული.

კატალიზური დაჟანგვა

შემცირების ტექნიკა, რომლის დროსაც აირჰაერმტვერნარევის ნაკადში არსებული წვადი ნაერთები ჰაერით ან ჟანგბადით იჟანგება კატალიზატორის ფენაში. თერმულ დაჟანგვასთან შედარებით, კატალიზატორი დაჟანგვის პროცესის უფრო დაბალ ტემპერატურაზე და უფრო მცირე ზომის მოწყობილობაში წარმართვის შესაძლებლობას იძლევა. დაჟანგვის ტიპური ტემპერატურაა 200°C-დან 600°C-მდე.

ციკლონი

აირჰაერმტვერნარევის ნაკადიდან მტვრის მოსაცილებელი მოწყობილობა, რომლის მოქმედება ეფუძნება ცენტრიდანული ძალების წარმოქმნას, ჩვეულებრივ, კონუსურ კამერაში. ციკლონები ძირითადად გამოიყენება წინასწარი გაწმენდისთვის მტვრის ან ორგანული ნაერთების შემდგომ შემცირებამდე. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მულტიციკლონები.

მშრალი სკრუბერი

მშრალი ფხვნილი ან ტუტე რეაგენტის (მაგ., კირი ან ნატრიუმის ბიკარბონატი) სუსპენზია/ხსნარი შეიყვანება და ნაწილდება აირჰაერმტვერნარევის ნაკადში. მასალა რეაგირებს მჟავა აირად კომპონენტებთან (მაგ., SO₂), რის შედეგადაც წარმოიქმნება მყარი ნივთიერება, რომელიც მოცილდება ფილტრაციით (მაგ., სახელოიანი ფილტრით).

ელექტროსტატიკური ფილტრი (პრეციპიტატორი)

ელექტროსტატიკური ფილტრები (ESP) მუშაობს პრინციპით, რომლის დროსაც ნაწილაკები იმუხტება და ელექტრული ველის ზემოქმედებით განცალკევდება. ელექტროსტატიკურ ფილტრებს შეუძლია მუშაობა პირობების ფართო დიაპაზონში. გაწმენდის ეფექტიანობა შეიძლება დამოკიდებული იყოს ველების რაოდენობაზე, დაყოვნების დროზე (ზომაზე) და წინასწარ განთავსებულ ნაწილაკების მოსაცილებელ მოწყობილობებზე. ჩვეულებრივ, ისინი მოიცავს ორიდან ხუთამდე ველს, თუმცა ყველაზე თანამედროვე ESP-ებში შეიძლება შვიდამდე ველი იყოს. ელექტროსტატიკური ფილტრი შეიძლება იყოს მშრალი ან სველი ტიპის, ელექტროდებიდან მტვრის შეგროვებისთვის გამოყენებული ტექნიკის მიხედვით. სველი ESP-ები, როგორც წესი, გამოიყენება საბოლოო გაწმენდის ეტაპზე, სველი სკრუბერის შემდეგ დარჩენილი მტვრისა და წვეთების მოსაცილებლად.

ყალიბებისა და/ან კოპების დამზადებიდან წარმოქმნილი ემისიების გაყვანა ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს

ყალიბების დამზადებიდან (მოდელების დამზადების ჩათვლით) და/ან კოპების დამზადებიდან წარმოქმნილი ემისიების გაყვანა ხორციელდება. შერჩეული გამწოვი სისტემა დამოკიდებულია ყალიბის/კოპის დამზადების პროცესის ტიპზე.

— ბუნებრივი/საყალიბე ქვიშით ყალიბის დამზადება:

ბუნებრივი ან საყალიბე ქვიშის მომზადების უბნებში (მაგ., ტრანსპორტირება, გაცრა, შერევა და გაგრილება) და ყალიბების დამზადების უბნებში, განსაკუთრებით ჩამოსხმის დროს, წარმოქმნილი აირჰაერმტვერნარევის გაყვანა ხორციელდება. ყალიბების ავტომატური დანადგარების შემთხვევაში ემისიების შესაგროვებლად გამოიყენება შესაბამისი გამწოვი სისტემები (მაგ., სახურავიდან გაწოვა). ხელით ყალიბების დამზადების შემთხვევაში ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს გაყვანა ხორციელდება მოძრავი გამწოვი ქოლგების გამოყენებით.

— ცივად გამყარების, აირით გამყარებისა და ცხლად გამყარების პროცესები:

ყალიბების ავტომატური დანადგარების შემთხვევაში ემისიების შესაგროვებლად გამოიყენება გამწოვი სისტემები (მაგ., სტაციონარული გამწოვი ქოლგები, ზედა ქოლგები). ხელით ყალიბების დამზადების შემთხვევაში ემისიის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს გაყვანა ხორციელდება მოძრავი გამწოვი ქოლგების გამოყენებით.

თუ ყალიბის ზომის და/ან სივრცითი შეზღუდვების გამო მოძრავი ქოლგების გამოყენება შეუძლებელია, გამოიყენება სამსხმელო საამქროს გამწოვი სისტემა.

კოპების სასროლი მანქანები შემოზღუდულია და აირჰაერმტვერნარევის გაყვანა ხორციელდება. გაყვანა ასევე ხორციელდება ახლად დამზადებული კოპების შემოწმების, გადაადგილებისა და შენახვის დროს (მაგ., შემოწმების მაგიდასთან, გადაადგილებისა და დროებითი შენახვის უბნების ზემოთ განთავსებული ქოლგების გამოყენებით).

სახელოიანი ფილტრი

სახელოიანი ფილტრები, რომლებსაც ხშირად ტომრის ფილტრებსაც უწოდებენ, დამზადებულია ფოროვანი ნაქსოვი ან თექის ქსოვილისგან, რომელშიც აირები გაივლის ნაწილაკების მოსაცილებლად. სახელოიანი ფილტრები შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფურცლების, კარტრიჯების ან სახელოების სახით, სადაც ცალკეული საფილტრავი ელემენტები ერთ ჯგუფშია გაერთიანებული. სახელოიანი ფილტრის გამოყენება მოითხოვს აირჰაერმტვერნარევის მახასიათებლებისა და მაქსიმალური სამუშაო ტემპერატურის შესაბამისი ქსოვილის შერჩევას.

ალის გარეშე წვა

ალის გარეშე წვა მიიღწევა საწვავისა და წვის ჰაერის ღუმელის წვის კამერაში ცალ-ცალკე, მაღალი სიჩქარით შეყვანით, ალის წარმოქმნის ჩასახშობად და თერმული NOₓ-ის წარმოქმნის შესამცირებლად, ამავდროულად კამერაში სითბოს უფრო თანაბარი განაწილების უზრუნველყოფით. ალის გარეშე წვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჟანგბად-საწვავიან წვასთან კომბინაციაში (იხ. პუნქტი 1.4.1).

ღუმელის ავტომატიზაცია და კონტროლი

იხ. პუნქტი 1.4.1.

დაბალი NOₓ-ის წარმომქმნელი სანთურა

ტექნიკა (მათ შორის ულტრადაბალი NOₓ-ის წარმომქმნელი სანთურები) ეფუძნება ალის პიკური ტემპერატურის შემცირების პრინციპს. ჰაერის/საწვავის შერევა ამცირებს ჟანგბადის ხელმისაწვდომობასა და ალის პიკურ ტემპერატურას, რითაც აფერხებს საწვავში შეკავშირებული აზოტის NOₓ-ად გარდაქმნასა და თერმული NOₓ-ის წარმოქმნას, წვის მაღალი ეფექტიანობის შენარჩუნებით.

შემკვრელისა და ფისის მოხმარების ოპტიმიზაცია

იხ. პუნქტი 1.4.2.

წვის ჰაერის ჟანგბადით გამდიდრება

იხ. პუნქტი 1.4.1.

ჟანგბად-საწვავიანი წვა

იხ. პუნქტი 1.4.1.

აირჰაერმტვერნარევის კმაწვა

ღუმელის აირჰაერმტვერნარევში არსებული CO-ისა და სხვა ორგანული ნაერთების კმაწვა გამოიყენება ემისიების შესამცირებლად და სითბოს აღსადგენად. წარმოქმნილი სითბო აღდგება თბომცვლელის საშუალებით და გამოიყენება შებერვის ჰაერის წინასწარი გახურებისთვის ან საწარმოს სხვა შიდა მიზნებისთვის. HBC ღუმელებში კმაწვა მიმდინარეობს ცალკე კმაწვის კამერაში, რომელიც წინასწარ ხურდება ბუნებრივი აირის სანთურით. CBC ღუმელებში კმაწვა უშუალოდ ბოვის შახტში მიმდინარეობს. მბრუნავ ღუმელებში კმაწვა ხორციელდება ღუმელსა და თბომცვლელს შორის დამონტაჟებული კმაწვის მოწყობილობის გამოყენებით.

შესაბამისი ტიპის ღუმელის შერჩევა

შესაბამისი ტიპის ღუმელ(ებ)ის შერჩევა ხდება ემისიის დონისა და ტექნიკური კრიტერიუმების საფუძველზე, მაგ., პროცესის ტიპის — უწყვეტი ან პერიოდული წარმოების, ღუმელის წარმადობის, სხმულის ტიპის, ნედლეულის ხელმისაწვდომობის, ნედლეულის სისუფთავისა და შენადნობის ცვლილების მიხედვით მოქნილობის გათვალისწინებით. ასევე გათვალისწინებულია ღუმელის ენერგოეფექტურობა (იხ. პუნქტ 1.4.1-ში ტექნიკა „ენერგოეფექტური ტიპის ღუმელის შერჩევა“).

სპირტის ბაზაზე დამზადებული დანაფარების წყლის ბაზაზე დამზადებული დანაფარებით ჩანაცვლება

ყალიბებისა და კოპების სპირტის ბაზაზე დამზადებული დანაფარები ჩანაცვლებულია წყლის ბაზაზე დამზადებული დანაფარებით. წყლის ბაზაზე დამზადებული დანაფარები შრება გარემოს ჰაერზე ან საშრობ ღუმელებში.

თერმული დაჟანგვა

შემცირების ტექნიკა, რომლის დროსაც აირჰაერმტვერნარევის ნაკადში არსებული წვადი ნაერთები წვის კამერაში ჰაერით ან ჟანგბადით ცხელდება თვითაალების ტემპერატურაზე მაღალ ტემპერატურამდე და ამ მაღალ ტემპერატურაზე ნარჩუნდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა მათი ნახშირორჟანგამდე და წყლამდე სრული წვისთვის. წვის ტიპური ტემპერატურაა 800°C-დან 1 000°C-მდე.

გამოიყენება თერმული დაჟანგვის რამდენიმე ტიპი:

— პირდაპირი თერმული დაჟანგვა: თერმული დაჟანგვა წვის შედეგად წარმოქმნილი ენერგიის აღდგენის გარეშე.

— რეკუპერაციული თერმული დაჟანგვა: თერმული დაჟანგვა აირჰაერმტვერნარევის სითბოს არაპირდაპირი თბოგადაცემით გამოყენებით.

— რეგენერაციული თერმული დაჟანგვა: თერმული დაჟანგვა, რომლის დროსაც შემომავალი აირჰაერმტვერნარევის ნაკადი წვის კამერაში შესვლამდე კერამიკული შემავსებლის ფენაში გავლისას ხურდება. გაწმენდილი ცხელი აირები კამერიდან გამოდის ერთი ან რამდენიმე კერამიკული შემავსებლის ფენის გავლით, რომელიც წინა წვის ციკლში შემომავალი აირჰაერმტვერნარევის ნაკადით იყო გაგრილებული. შემდგომ ეს ხელახლა გახურებული ფენა იწყებს წვის ახალ ციკლს ახალი შემომავალი აირჰაერმტვერნარევის ნაკადის წინასწარი გახურებით.

ცივად გამყარების პროცესებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება

იხ. პუნქტი 1.4.2.

აირით გამყარების პროცესებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება

იხ. პუნქტი 1.4.2.

სველი სკრუბერი

აირის ნაკადიდან აირადი ან ნაწილაკების სახით არსებული მავნე ნივთიერებების მოცილება თხევად გამხსნელში, ხშირად წყალში ან წყალხსნარში, მასის გადატანის გზით. პროცესი შეიძლება მოიცავდეს ქიმიურ რეაქციას (მაგ., მჟავა ან ტუტე სკრუბერში). ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ნაერთების გამხსნელიდან აღდგენა. ტექნიკა მოიცავს ვენტურის სკრუბერებს.

1.4.4. წყალში ემისიების შემცირების ტექნიკა

ტექნიკა

აღწერა

აქტიური ლამის პროცესი

აქტიური ლამის პროცესში მიკროორგანიზმები ჩამდინარე წყალში შეწონილ მდგომარეობაშია შენარჩუნებული, ხოლო მთელი ნარევი მექანიკურად აერირდება. აქტიური ლამის ნარევი მიეწოდება განცალკევების მოწყობილობას, საიდანაც ლამი რეციკლირდება აერაციის ავზში.

ადსორბცია

ჩამდინარე წყლიდან გახსნილი ნივთიერებების მოცილება მათი მყარი, მაღალფოროვანი ნაწილაკების (როგორც წესი, აქტივირებული ნახშირის) ზედაპირზე გადატანის გზით.

აერობული გაწმენდა

გახსნილი ორგანული დამაბინძურებლების ბიოლოგიური დაჟანგვა ჟანგბადით, მიკროორგანიზმების მეტაბოლიზმის გამოყენებით. გახსნილი ჟანგბადის არსებობისას, რომელიც ჰაერის ან სუფთა ჟანგბადის სახით მიეწოდება, ორგანული კომპონენტები მინერალიზდება ნახშირორჟანგად და წყლად ან გარდაიქმნება სხვა მეტაბოლიტებად და ბიომასად.

ქიმიური დალექვა

გახსნილი დამაბინძურებლების უხსნად ნაერთებად გარდაქმნა ქიმიური დამლექავი რეაგენტების დამატებით. წარმოქმნილი მყარი ნალექები შემდგომ განცალკევდება დალექვით, ჰაერით ფლოტაციით ან ფილტრაციით. საჭიროების შემთხვევაში ამას შეიძლება მოჰყვეს მიკროფილტრაცია ან ულტრაფილტრაცია. ფოსფორის დასალექად გამოიყენება მრავალვალენტიანი ლითონების იონები (მაგ., კალციუმი, ალუმინი, რკინა).

ქიმიური აღდგენა

დამაბინძურებლების ქიმიური აღმდგენი რეაგენტების საშუალებით მსგავს, მაგრამ ნაკლებად მავნე ან სახიფათო ნაერთებად გარდაქმნა.

კოაგულაცია და ფლოკულაცია

კოაგულაცია და ფლოკულაცია გამოიყენება ჩამდინარე წყლიდან შეწონილი მყარი ნივთიერებების გამოსაყოფად და ხშირად თანმიმდევრულ ეტაპებად ხორციელდება. კოაგულაცია ხორციელდება შეწონილი მყარი ნივთიერებების მუხტის საწინააღმდეგო მუხტის მქონე კოაგულანტების დამატებით. ფლოკულაცია ხორციელდება პოლიმერების დამატებით, რის შედეგადაც მიკროფლოკულების ნაწილაკების შეჯახება იწვევს მათ შეკავშირებას და უფრო დიდი ფლოკულების წარმოქმნას.

გათანაბრება/ჰომოგენიზაცია

საბოლოო ჩამდინარე წყლების გაწმენდის სისტემის შესასვლელში ნაკადებისა და დამაბინძურებლების დატვირთვის გათანაბრება ცენტრალური ავზების გამოყენებით. გათანაბრება შეიძლება იყოს დეცენტრალიზებული ან განხორციელდეს მართვის სხვა ტექნიკის გამოყენებით.

აორთქლება

ჩამდინარე წყლების აორთქლება წარმოადგენს დისტილაციის პროცესს, რომლის დროსაც წყალი აქროლადი ნივთიერებაა, ხოლო კონცენტრატი რჩება ქვედა ნაშთის სახით შემდგომი დამუშავებისთვის (მაგ., რეციკლირებისთვის ან განთავსებისთვის). ოპერაციის მიზანია ჩამდინარე წყლების მოცულობის შემცირება ან დედახსნარების კონცენტრირება. აქროლადი ორთქლი გროვდება კონდენსატორში, ხოლო კონდენსირებული წყალი, საჭიროების შემთხვევაში შემდგომი გაწმენდის შემდეგ, რეციკლირდება.

გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ამაორთქლებელი: ბუნებრივი ცირკულაციის ამაორთქლებელი; მოკლემილიანი ვერტიკალური ამაორთქლებელი; კალათის ტიპის ამაორთქლებელი; ჩამომავალი ფირის ამაორთქლებელი; შემრევიანი თხელი ფირის ამაორთქლებელი.

სამიზნე ტიპური დამაბინძურებლებია ხსნადი დამაბინძურებლები (მაგ., მარილები).

ფილტრაცია

ჩამდინარე წყლიდან მყარი ნივთიერებების განცალკევება ფოროვან გარემოში მათი გატარებით, მაგ., ქვიშის ფილტრაცია, მიკროფილტრაცია და ულტრაფილტრაცია.

ფლოტაცია

ჩამდინარე წყლიდან მყარი ან თხევადი ნაწილაკების განცალკევება წვრილ აირის ბუშტუკებთან, ჩვეულებრივ ჰაერთან, მათი მიერთების გზით. ამოტივტივებული ნაწილაკები გროვდება წყლის ზედაპირზე და მოცილდება ზედაპირული შემგროვებლებით.

მემბრანული ბიორეაქტორი (MBR)

MBR წარმოადგენს მემბრანული პროცესის (მაგ., მიკროფილტრაციის ან ულტრაფილტრაციის) და შეწონილი ბიომასის მქონე ბიორეაქტორის კომბინაციას. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გაწმენდის MBR სისტემაში ტრადიციული აერირებული ლამის სისტემის მეორადი სალექარი და მესამეული ფილტრაციის ეტაპი ჩანაცვლებულია მემბრანული ფილტრაციით (ლამისა და შეწონილი მყარი ნივთიერებების განცალკევებით).

ნანოფილტრაცია

ფილტრაციის პროცესი, რომლის დროსაც გამოიყენება დაახლოებით 1 ნმ ზომის ფორების მქონე მემბრანები.

ნეიტრალიზაცია

ჩამდინარე წყლების pH-ის ნეიტრალურ დონემდე (დაახლოებით 7) რეგულირება ქიმიური ნივთიერებების დამატებით. pH-ის გასაზრდელად, ჩვეულებრივ, გამოიყენება ნატრიუმის ჰიდროქსიდი (NaOH) ან კალციუმის ჰიდროქსიდი (Ca(OH)₂), ხოლო pH-ის შესამცირებლად — გოგირდმჟავა (H₂SO₄), მარილმჟავა (HCl) ან ნახშირორჟანგი (CO₂). ნეიტრალიზაციის დროს შესაძლებელია ზოგიერთი ნივთიერების დალექვა.

ფიზიკური განცალკევება

ჩამდინარე წყლიდან მსხვილი მყარი ნივთიერებების, შეწონილი მყარი ნივთიერებებისა და ლითონის ნაწილაკების განცალკევება, მაგალითად: ცხაურების, საცრების, ქვიშის დამჭერების, ცხიმდამჭერების, ჰიდროციკლონების, ზეთი-წყლის გამყოფების ან პირველადი სალექარი ავზების გამოყენებით.

უკუოსმოსი

მემბრანული პროცესი, რომლის დროსაც მემბრანით განცალკევებულ კამერებს შორის შექმნილი წნევის სხვაობა იწვევს წყლის გადინებას უფრო კონცენტრირებული ხსნარიდან ნაკლებად კონცენტრირებული ხსნარისკენ.

დალექვა

შეწონილი ნაწილაკებისა და შეწონილი მასალის განცალკევება გრავიტაციული დალექვის გზით.

წყლის ნაკადების განცალკევება (სეგრეგაცია)

წყლის ნაკადები (მაგ., ზედაპირული ჩამონადენი წყალი, ტექნოლოგიური წყალი) ცალ-ცალკე გროვდება დამაბინძურებლების შემცველობისა და საჭირო გაწმენდის ტექნიკის მიხედვით. ჩამდინარე წყლების ნაკადები, რომელთა რეციკლირება გაწმენდის გარეშეა შესაძლებელი, განცალკევებულია იმ ნაკადებისგან, რომლებიც გაწმენდას საჭიროებს.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − სამჭედლო და სამსხმელო მრეწველობისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − სამჭედლო და სამსხმელო მრეწველობისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.10.2026.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − სამჭედლო და სამსხმელო მრეწველობისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე?
„ტექნიკური რეგლამენტის − სამჭედლო და სამსხმელო მრეწველობისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე მიღებულია 22.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №507. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.026059.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − სამჭედლო და სამსხმელო მრეწველობისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − სამჭედლო და სამსხმელო მრეწველობისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე, №507, 22.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.026059 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7028353/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება