„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.05.2024, სარეგისტრაციო კოდი: 050040000.05.001.102260) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის, ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის სფეროში/მიმართულებით;“.
მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა − „საქპატენტმა“ 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2025 წლის 31 იანვრის №11 ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 27 ოქტომბერი 2026 წ. N1894-VIმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1894-VIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 050040000.05.001.103282.
- სად არის „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1894-VIმს-XIმპ, 27.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 050040000.05.001.103282 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7028691/