,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.010.253
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №114
2007 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №121, მუხ. 1626) დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) თავმჯდომარის მოადგილე – ფინანსურ დარგში;“;
ბ) მე-6 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჟ) პრეს-სამსახური;“;
გ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. პრესსამსახური
1. პრესსამსახური ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. პრესსამსახური:
ა) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ გამართულ საჯარო შეხვედრათა მსვლელობის გაშუქების და ამ შეხვედრებზე დამსწრე მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციას;
ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სახელით ამზადებს მიმართვებსა და განცხადებებს, აგრეთვე სხვა საჭირო ინფორმაციას, ორგანიზებას უწევს მათ გავრცელებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;“;
დ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) სპეციალური დაცვის განყოფილება;
გ) გარე დაცვის №1 განყოფილება;
დ) გარე დაცვის №2 განყოფილება;
ე) გარე დაცვის №3 განყოფილება;
ვ) გარე დაცვის №4 განყოფილება;
ზ) გარე დაცვის №5 განყოფილება;
თ) გარე დაცვის №6 განყოფილება;
ი) გარე დაცვის №7 განყოფილება;
კ) გარე დაცვის №8 განყოფილება;
ლ) გარე დაცვის №9 განყოფილება;
მ) გარე დაცვის №10 განყოფილება;
ნ) გარე დაცვის №11 განყოფილება;
ო) გარე დაცვის №12 განყოფილება;
პ) გარე დაცვის №13 განყოფილება;
ჟ) გარე დაცვის №14 განყოფილება;
რ) გარე დაცვის №15 განყოფილება.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.04.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 25.04.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №114. სარეგისტრაციო კოდი — 100.020.020.22.027.010.253.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.04.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №114, 25.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.010.253 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.04.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70288/