აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010240030.32.061.016486
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №24

2026 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების შესაბამისად:

1. დაევალოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს (შემდგომში – სამინისტროები) ყოველი წლის 30 ივნისამდე დაამტკიცონ თავიანთი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები, რომლებიც გამომდინარეობს პრიორიტეტების დოკუმენტიდან და მოიცავს პრიორიტეტების მისაღწევად განსახორციელებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს. საგამონაკლისო წესით, 2027-2030 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების დამტკიცება სამინისტროებმა უზრუნველყონ 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

2.  საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წლიურ   რესპუბლიკურ ბიუჯეტს შორის მჭიდრო კავშირის შენარჩუნების მიზნით, საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებში სათანადო ცვლილებები (ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში) უნდა აისახოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წლიური ბიუჯეტის კანონის დამტკიცების შემდგომ,  არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ერთი თვისა.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცება.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.10.2026.
როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების დამტკიცების შესახებ“?
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.10.2026. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.32.061.016486.
სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების დამტკიცების შესახებ“, №24, 23.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 010240030.32.061.016486 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7029339/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება