„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№508
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.026056
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №508

2026 წლის 26 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, III,  №33, 31/03/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების 14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 1563 და 1564 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) 86-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„86

რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენით დეკლარირებული საქონლის გაფორმება (გარდა 75-ე, 1563 და 1564 გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

50 ლარი“;

ბ) 1562 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1563 და 1564 გრაფები:

„1563

სეს ესნ-ის 2711 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული თხევადი აირის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის გადაზიდვა ხორციელდება მილსადენის ან მხოლოდ სარკინიგზო ან/და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებით ან/და როდესაც საქონლის დეკლარირებისას წარდგენილია პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ან წარმოშობის დეკლარაცია)

 

1 ტონა – 90 ლარი

1564

სეს ესნ-ის 27-ე ჯგუფში კლასიფიცირებული ნახშირის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სარკინიგზო ან/და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებით ან/და როდესაც საქონლის დეკლარირებისას წარდგენილია პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ან წარმოშობის დეკლარაცია)

 

1 ტონა – 40 ლარი“.

 

მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ამავე დადგენილების ძალაში შესვლამდე შემოტანილი სეს ესნ-ის 2711 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული თხევადი აირისა და 27-ე ჯგუფში კლასიფიცირებული ნახშირის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმებაზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.10.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №508. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.026056.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №508, 26.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.026056 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7029415/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება