„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების და სახელმწიფო სპეციალური წოდებების დანამატების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №387 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №334 |
|
2026 წლის 26 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების და სახელმწიფო სპეციალური წოდებების დანამატების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №387 ბრძანებით (ვებგვერდი, 13/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.017266) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „ა“ - „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გენერალ-მაიორი – სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსი; ბ) პოლკოვნიკი – ადმინისტრაციის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსი/მოადგილე, სამმართველოს უფროსი/მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი/მოადგილე; გ) ვიცე-პოლკოვნიკი – უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი (გარდა ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამმართველოების უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლებისა), უფროსი ოპერატიული თანამშრომელი; დ) მაიორი – გამომძიებელი, სტატისტიკური აღრიცხვის და საინფორმაციო სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი (გარდა ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლისა), ოპერატიული თანამშრომელი, მთავარი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი; ე) კაპიტანი – სტატისტიკური აღრიცხვის და საინფორმაციო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი, ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, უფროსი სპეციალისტი;“. 2. მე-5 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურისათვის მორიგი სპეციალური ან/და ვადამდელი წოდების მინიჭებამდე, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტი, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოწმდება საგამოძიებო სამსახურის გენერალურ ინსპექციაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 22 ნოემბრიდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების და სახელმწიფო სპეციალური წოდებების დანამატების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №387 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების და სახელმწიფო სპეციალური წოდებების დანამატების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №387 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების და სახელმწიფო სპეციალური წოდებების დანამატების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №387 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 26.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №334. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.22.033.018068.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების და სახელმწიფო სპეციალური წოდებების დანამატების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №387 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების და სახელმწიფო სპეციალური წოდებების დანამატების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №387 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №334, 26.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.018068 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7029571/