„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №120 |
|
2026 წლის 26 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 07.08.2014; 010340000.22.034.016341) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-12 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები: „გ) აღმოსავლეთ საქართველოს საბადრაგო განყოფილება; დ) დასავლეთ საქართველოს საბადრაგო განყოფილება.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე9“ − „ე11“ ქვეპუნქტები: „ე9) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრში, აგრეთვე დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული/დაკავებული უცხოელის ან/და თავშესაფრის მაძიებლის გადაყვანას/ესკორტირებას, სასამართლო სხდომაში მონაწილეობის, სამედიცინო მომსახურების მიღების ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების მიზნით და სხვა გარემოებების არსებობისას; ე10) ახორციელებს დაკავებული უცხოელის სხვა ქვეყანაში გადაყვანის/ესკორტირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და შეიმუშავებს მასთან დაკავშირებულ დამატებით უსაფრთხოების ღონისძიებებს; ე11) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დროებითი განთავსების ცენტრში, აგრეთვე დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული/დაკავებული უცხოელის ან/და თავშესაფრის მაძიებლის გადაყვანის/ესკორტირების განხორციელებისას, უზრუნველყოფს უცხოელის ან/და თავშესაფრის მაძიებლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირად დათვალიერებას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №120. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.034.017776.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №120, 26.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.017776 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7029588/