„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №338 |
|
2026 წლის 27 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8): ა) მე-15 მუხლის: ა.ა) 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „26. გრაფა 23 „ვალუტის კურსი“ – აღინიშნება 22-ე გრაფის მარცხენა განყოფილებაში მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის/საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის.“; ა.ბ) 49-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „49. გრაფა 46 „საბაჟო ღირებულება“ – აღინიშნება 31-ე გრაფაში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში. გადაანგარიშება ხდება დეკლარაციის რეგისტრაციის/საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსით.“; ბ) 36-ე მუხლის პირველი პუნქტის: ბ.ა) „ი.ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი.ო) განყოფილება „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება განყოფილებაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის/საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის;“; ბ.ბ) „მ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ.ბ) განყოფილება „საბაჟო ღირებულება“ – აღინიშნება დეკლარირებული ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო ღირებულება ლარებში. გადაანგარიშება ხდება დეკლარაციის რეგისტრაციის/საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსით;“; გ) 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) გრაფა 14. „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება გრაფაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის/საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის;“; დ) მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) გრაფა 14. „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება გრაფაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის/საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის;“; ე) 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) გრაფა 14. „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება გრაფაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის/საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის;“. 2. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) მე-10 ნაწილის („საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი“) „607“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „608“ კოდის გრაფა:
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №338. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.018072.
- სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №338, 27.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.018072 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7029760/