„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№509
სარეგისტრაციო კოდი
040090000.10.003.026057
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №509 

2026 წლის 26 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2026, 040090000.10.003.025794) შეტანილ იქნეს ცვლილება და: 

1. დადგენილების:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დადგენილება ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამუშაოების შესყიდვის მიზნით გასაფორმებელ ხელშეკრულებებზე, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე ამ დადგენილების მე-12 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში გაფორმებულ/გასაფორმებელ ხელშეკრულებებსა და გამოცხადებულ/გამოსაცხადებელ ტენდერებზე.“;

ბ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ამ დადგენილების მე-13 მუხლით გათვალისწინებულ პერიოდებში ფასთა ინდექსაცია ხორციელდება ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.“;

გ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ამ დადგენილების მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამავე დადგენილების ამოქმედებიდან 2026 წლის 10 დეკემბრამდე მიმართოს შემსყიდველს, ხელშეკრულებაზე ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული დროებითი წესის გავრცელების მოთხოვნით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში დროებითი წესით გათვალისწინებული რეგულაციები მიმწოდებლის მიმართ არ ვრცელდება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ფასთა ინდექსაცია ხორციელდება ამ მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად:

ა) მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში 2026 წლის 1 აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებზე;

ბ) 2026 წლის 1 ივნისიდან 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე, გარდა 2027 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერებისა;

გ) მიმდინარე და 2026 წლის 1 ივნისამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბაზისო პერიოდად გამოიყენება ტენდერის გახსნიდან 28 დღით ადრინდელი თარიღის შესაბამისი თვე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბაზისო პერიოდად გამოიყენება 2026 წლის იანვრის თვე. აღნიშნული თვით განისაზღვრება ფასის საბაზისო პერიოდი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.10.2026.
როდის იქნა მიღებული „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №509. სარეგისტრაციო კოდი — 040090000.10.003.026057.
სად არის „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №509, 26.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.026057 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7029882/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება