„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№108
სარეგისტრაციო კოდი
010240060.57.069.016256
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება  №108

2026 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

 

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების №2 დანართი შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ლაცაბიძე
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი №2

იმ სამუშაოსა და მომსახურების CPV კოდები, რომელთა შესყიდვა შესაძლებელია პრეისკურანტის საფუძველზე

№ CPV კოდი CPV კოდის დასახელება
1 45100000​​​1 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
2 45200000​​​2 ​​ სამუშაოები მთლიანი ან ნაწილობრივი მშენებლობისათვის და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
3 45300000​​​​3 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
4 45400000​​​​4 შენობის დასრულების სამუშაოები
5 45500000 სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის/ინჟინერიის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება
6 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
7 50200000 თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
8 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
9 50400000 სამედიცინო და ზუსტი საზომი აპარატურის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
10 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
11 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
12 51700000 ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი
13 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
14 65100000 წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
15 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
16 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები
17 85100000 ჯანდაცვის სამსახურის მომსახურებები
18 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები

______________________________________________________________________________

​​​​1 აღნიშნულ CPV კოდზე ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე მხოლოდ სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აგვისტოს №1379 განკარგულების შესაბამისად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის №211 განკარგულების ან/და „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 აპრილის №734 განკარგულების შესაბამისად.

​​​​2 აღნიშნულ CPV კოდზე ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ითვალისწინებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოს, სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოს ან/და საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების მიმდინარე ან/და პერიოდული შეკეთების სამუშაოს ან/და საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ განსახორციელებელ სარეაბილიტაციო სამუშაოს, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას ან/და ნაპირდაცვის ან ნაპირაღდგენის სამუშაოს, რომლებიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვას ან/და ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში შესასრულებელ სამუშაოს, ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის №211 განკარგულების, „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 აპრილის №734 განკარგულების ან/და „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 მაისის №647 განკარგულების შესაბამისად, აგრეთვე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 აპრილის №748 განკარგულების, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 სექტემბრის №1646 განკარგულების ან/და საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 ოქტომბრის №1921 განკარგულების ან/და „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის №493 განკარგულების ან/და „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 9 ივლისის №1461 განკარგულების ან/და „შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 22 ოქტომბრის №2484 განკარგულების შესაბამისად.

​​​​3 აღნიშნულ CPV კოდზე ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე მხოლოდ სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აგვისტოს №1379 განკარგულების შესაბამისად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის №211 განკარგულების ან/და „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 აპრილის №733 განკარგულების ან/და „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 აპრილის №734 განკარგულების შესაბამისად.

​​​​4 აღნიშნულ CPV კოდზე ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე მხოლოდ სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აგვისტოს №1379 განკარგულების შესაბამისად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის №211 განკარგულების ან/და „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 აპრილის №734 განკარგულების შესაბამისად.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.10.2026.
როდის იქნა მიღებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.10.2026. მიმღები ორგანო — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №108. სარეგისტრაციო კოდი — 010240060.57.069.016256.
სად არის „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №108, 28.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016256 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7030266/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება