საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის/221 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიის მიერ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარებისადმი/იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების (დასკვნის) თაობაზე;“.
2. VII4 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადმინისტრაციული სამართალწარმოება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების/იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით“.
3. 2120 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) და ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის/ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების (დასკვნის) გასაჩივრება“;
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11−13 ნაწილები:
„11. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის/221 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებას (დასკვნას) პაციენტი/მსჯავრდებული, მისი ადვოკატი, კანონიერი წარმომადგენელი ან/და ნათესავი ასაჩივრებს სასამართლოში მხარისთვის ამ გადაწყვეტილების (დასკვნის) ასლის გადაცემიდან 48 საათის ვადაში. აღნიშნულ საჩივარს სასამართლო იხილავს მისი წარდგენიდან 72 საათში. ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის/ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების (დასკვნის) გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
12. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებას (დასკვნას) სასამართლო იხილავს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მიმართვიდან 72 საათის ვადაში. ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების (დასკვნის) სასამართლოში განხილვა არ აჩერებს მის მოქმედებას.
13. ამ მუხლის 11 და 12 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ, პაციენტმა/მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ნათესავმა შეიძლება ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან.
თბილისი, 28 ოქტომბერი 2026 წ. N1902/3-VIმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1902/3-VIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 030000000.05.001.103271.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1902/3-VIმს-XIმპ, 28.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.103271 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7030782/